ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
.zakaria. |
Sep 28 2011, 02:31 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
მე მაგალითად უპირველესად გამოვყოფდი ავტოკეფალიის საკითხს. ხოო მეც, ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
A.V.M |
Nov 12 2011, 02:44 PM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ნუთუ, უფლება გვაქვს, მოგმართოთ?!
თქვენ გვირჩევთ, ჩვენ კი არ გიჯერებთ... თქვენ გვაკურთხებთ, ჩვენ კი არც ვლოცულობთ... თქვენ გვასწავლით, როგორ ვაჩუქოთ სხვებს ღიმილი, ჩვენ კი მათ მაინც ვტანჯავთ... თქვენ ცდილობთ, გვიხსნათ დაღუპვისგან, ჩვენ კი საოცარი სისწრაფით მივექანებით უფსკრულისაკენ... თქვენ ცდილობთ, დაეხმაროთ წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს, ჩვენ კი უფრო და უფრო ვშორდებით ჯანსაღ ცხოვრებას... თქვენ აკურთხებთ მრავალშვილიან ოჯახებს, ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით... თქვენ ლოცავთ ჩვენს შვილებს, ჩვენ კი ხელს ვუშლით მათ დაბადებას... თქვენ თავად გვიჩვენებთ სიმშვიდის მაგალითს, ჩვენ კი ვმრისხანებთ... თქვენ ლოცავთ და გებრალებათ ისინი, ვინც გებრძვით, ჩვენ კი ბოროტს მივაგებთ მათ... თქვენ იჩოქებთ მრევლის წინაშე და შენდობას სთხოვთ სულიერ შვილებს, ჩვენ კი ერთმანეთს ვერ მივუტევებთ... თქვენ გვასწავლით, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი, ჩვენ კი მივილტვით სხვისკენ... თქვენ სიმტკიცის მაგალითს გვიჩვენებთ, ჩვენ კი უფრო და უფრო ვსუსტდებით... თქვენ ნატრობთ ქართველების გაერთიანებას, ჩვენ კი დღითიდღე ვქუცმაცდებით... ამ “გათითოკაცებულ ქართველობაში” თქვენ ხართ ის კაცი, ვისი სიბრძნეც გადაგვარჩენდა, ჩვენ კი არ გისმენთ... თქვენ გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ კი ვიხოცებით და სხვებსაც ვკლავთ... და ამ ყველაფრის შემდეგ, ნუთუ, გვაქვს უფლება, მოგმართოთ?!. ... თუმცა ... სიდიდე და სიდიადე ესაა: თქვენ შეგიძლიათ, გულში ჩაიკრათ “დაბრუნებული უძღები შვილი”. ვიცი, რომ თქვენი უწმინდესობა ხელს არ აიღებს ჩვენს განწირულ ერზე, მჯერა, რომ უფლისადმი თქვენი მხურვალე ლოცვა და ჩვენდამი თქვენი უსაზღვრო სიყვარულია ის, რაც გადაგვარჩენს, გაგვამთლიანებს, გაგვაძლიერებს და აღგვამაღლებს... ეკატერინე მაღალდაძე -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 29 2011, 10:50 PM
პოსტი
#23
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 17 2011, 07:02 PM
პოსტი
#24
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად. მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ). 1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა. ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. ეს ყველაფერი არის მცირე ნაწილი იმისა, რაც განხორციელდა მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით. (www.patriarchate.ge) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 13 2012, 07:53 PM
პოსტი
#25
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქართვლის მნათობო!
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ, თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია, დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა, ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა. სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ, ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია; ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია. შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით, და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას... წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით, თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას. ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა, დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით, გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა, ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით, ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს, თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით ილია გადრანი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Mar 5 2012, 07:30 PM
პოსტი
#26
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
kent5
პოსტი დღეს, 02:21 PM პოსტი #1| Member ** ჯგუფი: Members პოსტები: 143 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 ჩვენმა თაობამ მართლაც, რომ ბევრი უბედურება გადაიტანა, აფხაზეთი, ოსეთი რამდენჯერ თბილისის სამარცხვინო ე.წ. ომი ოპურობა, უშუქობა, უმუშევრობა, უფულობა, ქუჩაში გასვლა და უკან ან შემოსვლა ან არა, გადადექები რამდენჯერ, მოკლედ ესეთი სიის გაკეთება ზუსტად, რომ მოკლედ არ დაიწერება და რა? ე.ი. უბედური თაობა ვართ? არა ყველაზე, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ისეთი რომლებსაც უბრალოდ გაგვიმართლა, უფლის ნება იყო ესეთი, რომ ყოველივე წინ ჩამოტვლილის მიუხედავად გვეცხოვრა ისეთი მწყემსმთავარის პერიოდში როგორშიც ეხლა ვცხოვრობთ. სოფლებში გამონათქვამია შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. ჩვენ ილია მეორის ფასი კიდევ კარგად არ ვიცით. ღმერთმა გვიცოცხლოს და ჯამრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. mze.gif -------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jul 16 2012, 01:25 PM
პოსტი
#27
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ერთხელ ვნახე ვიდეო იუთუბზე პატრიარქმა რომ ცხინვალი ომში დასავებულები მოინახულა...
ჩემი ნეტით მაგას ვერ ვნახავ ახლა და იქნებ რომელიმემ მოიძიოს და აქ ატვირთოს... ძალიან სერიოზული ვიდეოა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Jul 19 2012, 04:35 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ეს არის გურამის მიერ აღნიშნული ვიდეო. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, მაგრად მიყვარს... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jul 21 2012, 03:39 PM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ძალიან კარგი ვიდეოა...
მადლობ გიო! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ილია94 |
Jul 22 2012, 04:18 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 |
მისი უწმიდესობის პერიოდში აღესრულა უამრავი კეთილი საქმე.
როდოსაც მოხდა მისი აღსაყდრება როგორი იყო საქართველოს წმიდა ეკლესია?რა იყო ეკლესიებში?სხვადასხვა დაწესებულებები,მაგალითად აბანო. და აი გახდა ჩვენი ეკლესიიის პატრიარქი მეუფე ილია,და დაიწყო მზიანი ღამის პერიოდი.მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა,თხოვნოთ და არა ბრძანებით.აღსდგა უამრავი ეკლესია მონასტერი,აშენდა ახალი ტაძრები,გამრავლდა ტაძარში მღვდელი,მონაზონი,მრევლი,დაარ და სხვადასხვა საეკლესიო ჟურნალი,ასევე რადიო ივერია მოგვიანებით კი ტელევიზიაც,და როგორც გვირგვინი უფლის მადლისა ჯვარი დაედგა წმიდა სამების საკათედრო ტაძარს.აღსრულდა უამრავი კეთილი საქმე. მას ცილს სწამებდნენ,უამრავ რამეს აბრაბლებდნენ(მაგრამ სამწუხაროდ ახლაც სწამებენ მას ცილს და აბრალებენ უამრავ რამეს)მაგრამ უწმიდესი ყველაფერს მოთმინებით იტანდა და იტანს,უფალმა გააძლებინოს და შეაძლებინოს ამის ატანა,და დაეხმაროს უფალი ყველაფერში,დიდხან იცოცხლოს,მრავალსა წელსა მრავალჟამიერ იხაროს ორსავ სოფელსა შინა ამინ! -------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
ილია94 |
Jul 22 2012, 04:30 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 |
George Leluashvili ძაან კაი ვიდეოა რა საყვერელია ჩვენი უწმიდესი ყველას როგორ ეფერება. არასდროს არ დამავიწყდება ის დღე როცა მან მე მაკცოცა და მომეფერა და მიცინდა თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს,იცით არ ვიცი ეს რა იყო რაც მე მაშინ ვიგრძენი.
2 აგვისტო იყო ილიაობა, თუ არ ვცდები 2010 წელი იყო.საპატრიარქოში ვიყავი,შეხვედრა დასრულდა და ხალხის კოლიდორში რომ გამობრძანდა თავი ვერ შევიკავე და მივეხუტე.ის კი მომეფერა.ახლაც თვალწინ მიდგას ის ბედნიერი წამი -------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
A.V.M |
Jul 22 2012, 05:04 PM
პოსტი
#32
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
შენ აღარ ხუმრობ ილია ხო იცი...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Mariam.Q |
Aug 19 2012, 08:58 PM
პოსტი
#33
|
..უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები! ჯგუფი: Members პოსტები: 56 რეგისტრ.: 19-August 12 მდებარ.: რუსთავი წევრი № 12,574 |
ჩვენი უტკბესი და უწმინდესი პატრიარქი ამდენს ლოცულობს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ დღეში ვართ.. ის რომ არ გვყავდეს, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, როგორები ვიქნებოდით.. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!
ციტატა არასდროს არ დამავიწყდება ის დღე როცა მან მე მაკცოცა და მომეფერა და მიცინდა smile.gif თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს,იცით არ ვიცი ეს რა იყო რაც მე მაშინ ვიგრძენი. 2 აგვისტო იყო ილიაობა, თუ არ ვცდები 2010 წელი იყო.საპატრიარქოში ვიყავი,შეხვედრა დასრულდა და ხალხის კოლიდორში რომ გამობრძანდა თავი ვერ შევიკავე და მივეხუტე.ის კი მომეფერა.ახლაც თვალწინ მიდგას ის ბედნიერი წამი მე, პირადად უწმინდესს არასოდეს შევხვედრივარ.. ეგ ბედნიერება არ მერგო, მაგრამ სტიქაროსნებისგან ვიცი: ერთი ამბობდა, ერთხელ პატრიარქს ხელზე შევეხე და იმის მერე, სულ ამაზე ვფიქრობ და განმეორებას ვნატრობო.. ერთი კიდევ ისეთი მიმადლებული აღმოჩნდა, პატრიარქთან ერთად ეძინა, მასთან ერთად ჭამდა და ა.შ მთელი სტიქაროსნები შენატროდნენ.. ღმერთმა ღირსი გამხადოს, ჩვენს უტკბეს პატრიარქს შევეხო ან თუნდაც ახლოდან ვნახო.. მერე ჩემს ცხოვრებაში, რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, ვიტყვი, მხოლოდ ამისთვის ღირდა მეთქი ცხოვრება! ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი! -------------------- ადამიანო, ღმერთი თვით შენში არს! ამიტომ, თუნდაც ამიტომ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი.. მისი ღმერთობისთვის მაინც უნდა უყვარდეს!
|
A.V.M |
Aug 19 2012, 09:06 PM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Mariam.Q
გაგახაროს ღმერთმა! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Mariam.Q |
Aug 19 2012, 09:24 PM
პოსტი
#35
|
..უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები! ჯგუფი: Members პოსტები: 56 რეგისტრ.: 19-August 12 მდებარ.: რუსთავი წევრი № 12,574 |
ციტატა Mariam.Q გაგახაროს ღმერთმა! გაიხარე! -------------------- ადამიანო, ღმერთი თვით შენში არს! ამიტომ, თუნდაც ამიტომ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი.. მისი ღმერთობისთვის მაინც უნდა უყვარდეს!
|
marine |
Sep 14 2012, 04:33 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“პატრიარქის ღვაწლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და როგორც ვერაფერს დააკლებს ადამიანი მზესა და მთვარეს, რამდენი ქვაც არ უნდა ესროლოს დედამიწიდან, ისე ვერავინ დააზიანებს პატრიარქის სახელსა და დიდ საქმეებს.“
/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Oct 16 2012, 01:48 AM
პოსტი
#37
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
მახსოვს ერთხელ აკაკი მინდიაშვილი გვიყვებოდა წმინდანებზე ,რომლებიც სიცოცხლეშივე წმინდანად იქნენ აღიარებულნი. მათ თურმე ოთხკუთხედი შარავანდედით გამოსახავენ იკონოგრაფიაში. მაგალითად როგორც ამ წმინდანს.
Uploaded with ImageShack.us ბოლოს თქვა ჩემი აზრით ჩვენი უწმინდესიც სწორედ ასეთი ადამიანიაო. მე მართლაც მჯერა ამისი. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
Oct 21 2012, 12:27 AM
პოსტი
#38
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დეკანოზმა შალვა კეკელიამ გვიამბო , რომ ერთხელ უწმინდესი ჩვეულებისამებრ დილის 6 საათზე ამდგარა შვიდგზის ლოცვების წასაკითხად. ამ დროს ექიმების რჩევა ყოფილა რომ ასე არ ემოქმედა პატრიარქს და ეს მამაომაც გადასცა მას. უწმინდესს კი უპასუხია:
,,მამაო . მე ხალხს დავპირდი რომ ვინც შვიდგზის ლოცვებს წაიკითხავდა სახლში მეც ვიქნებოდი მასთან ერთად მლოცველი . ვიღაცა რომ იდგეს , ლოცულობდეს და ფიქრობდეს რომ პატრიარქიც მასთან ერთადა და ეს ასე არ იყოს , როგორ შეიძლება?'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Oct 22 2012, 04:48 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
qetevano
A.V.M რა ლამაზი სიტყვებია!!!!!!!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 23 2012, 04:28 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Uploaded with ImageShack.us Uploaded with ImageShack.us ასეთი ბედნიერი პატრიარქი დიდი ხანია აღარ გვინახავს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი