IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა?
Sotiris
პოსტი Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.

1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ.

2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია.

ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც:

ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი


და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან.

ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც.

შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი


დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით.

აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია.

აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა.

ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ.

ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა.

ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად).

კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა


დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან...

ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს?

სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865


შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას...

რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა.

ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
19 გვერდი V « < 17 18 19  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(360 - 365)
ნანინა
პოსტი Sep 27 2009, 08:49 PM
პოსტი #361


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



athos

მე არ მითქვამს ცოდვაა-თქო smile.gif
ისე მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და იქნებ სხვა ადამიანებმა გაგცენ პასუხი? არის რაიმე მითითება ამის შესახებ საეკლესიო სწავლებაში? smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 27 2009, 08:53 PM
პოსტი #362


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნანინა
ციტატა
მე არ მითქვამს ცოდვაა-თქო ისე მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და იქნებ სხვა ადამიანებმა გაგცენ პასუხი? არის რაიმე მითითება ამის შესახებ საეკლესიო სწავლებაში?

თემის პირველ პოსტში იყო მოყვანილი გარკვეული ისტორიული წყაროები ამ საკითხთან დაკავშირებით smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 27 2009, 11:53 PM
პოსტი #363


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



დაიღალე დაჯექი, დაისვენე ადექი იწვევს ქაოსს ეკლესიაში არადისციპლინირებულობაზე მეტყველებს... იმ ეკლესიაში სადაც სკამებია ყველა ერთად დგება იმ დროს როცა ფეხზე უნდა იდგნენ და ყველა ერთდროს ჯდება როცა უნდა იჯდნენ.... ანუ ეს იმაას არ ნიშნავს რომ იქ სულ ზიან და ეს ჯდომა ვინმეს ლოცვას აკნინებს... ისე კი მართალია რომ მრავალ მართლმადიდებლურ ტაძარში არის სკამები...
მაგრამ საქართველო სულ სხვაა! აქაურ მართლმადიდებლობას სხვა მართლმადიდებლობა როგორ შეედრება?!

გულს ნუ გაიტეხთ, იბერია გაბრწყინდება! (მთავარია არ მოვეშვათ და არ დავსხდეთ)


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 17 2010, 04:24 PM
პოსტი #364


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისას ძირითადად ფეხზე დგანან, მაგრამ არის მომენტები, როდესაც დაჯდომა ნებადართულია (მაგ. კაფიზმების (ქართ. კანონების), იგივე ფსალმუნების კითხვის დროს). ასევე არ არის აკრძალული დაჯდომა იმ შემთხვევაში თუ ადამიანი (მაგალითად, მოხუცი, ან პატარა ბავშვი) დაიღალა. უნდა ვიცოდეთ, რომ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში ფეხზე დგომა უბრალოდ ღმრთისმსახურებისადმი პატივისცემის ნიშანი როდია, ეს არის თვით ღმრთისმსახურებაში მონაწილეობის სიმბოლო. უფრო სწორედ ფეხზე მდგომი ერი ეკლესიაში თვითონაც მონაწილეა ღვთისმსახურების. ღვთისმსახურებას კი, მოგეხსენებათ, დამჯდარ მდგომარეობაში არავინ ასრულებს მართლმადიდებელთა შორის.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Oct 19 2010, 02:54 PM
პოსტი #365


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



მე პირადად მომხრე ვარ რომ სკამები დადგან, რადგან ბევრი ხნიერი და თUნდაც ახალგაზრდა იმის გამო რომ იღლება ვეღარ უძლებს დგომას გონება ეფანტება და ერთი სული აქვს გარეთ როდის გავა რომ სადმე ჩამოჯდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მთელი მსახურების განმავლობაში იჯდები...
რა ჯობია 3 საათი განმავლობაში ფეხზე იდგე და სული მიგდიოდეს თუ ყოველ ერთ საათში ვთქვათ ხუთი წუთით ჩამოჯდე unsure.gif
მაგრამ ეს ისეთი საკითხია თვითონ სასულიერო პირებმა უნდა დაილაპარაკონ და გადაწყვიტონ, ჩვენ კი მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ smile.gif

ლოცვა დაჯდომი ვერ წარმომიდგენია მაგრამ წირვა ზოგჯერ 4 საათი გრძელდება და სულ ფეხზე დგომით ვერ გაჩერდები ეს ადამიანის ძალებს აღემატება...
მაშინ ან გვიან უნდა მიხვიდე ან წარამარა გარეთ გახვიდე იმის იმედით რომ სადმე ადგილს ნახავ დასაჯდომს unsure.gif


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2018, 11:09 PM
პოსტი #366


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



+


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

19 გვერდი V « < 17 18 19
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 07:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი