თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ სკოლების პროექტი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 05:35 PM

მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში

ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს

1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი

საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით

2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი

სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება?


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 05:42 PM

კანონისტი

ციტატა
საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით


ანუ მათი ინფორმირებაა ხო საჭირო?! შეგვიძლია პირადად მივიტანოთ ეს ინფორმაცია სკოლებში smile.gif ამისათვის საჭირო იქნება შდგეს მინიმუმ 2 კაციანი ჯგუფები და შემუშავდეს ის ძირითადი თეზისები, რომლების მეშვეობითაც დავანახებთ, რომ ეს საჭირო კი არა აუცილებელიცაა...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 11 2007, 05:42 PM

ციტატა(კანონისტი @ Sep 11 2007, 05:35 PM) *

1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი


არ მგონია კარგი აზრი იყოს იმის ფონზე, როდესაც ტიტანები არიან სჯულის მასწავლებლებად მოვლინილები biggrin.gif

მათი დონე ვერანირ კრიტიკას ვერ უძლებს და რა ინსტრუქტაჟზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 05:44 PM

თათი87

ციტატა
ანუ მათი ინფორმირებაა ხო საჭირო?! შეგვიძლია პირადად მივიტანოთ ეს ინფორმაცია სკოლებში ამისათვის საჭირო იქნება შდგეს მინიმუმ 2 კაციანი ჯგუფები და შემუშავდეს ის ძირითადი თეზისები, რომლების მეშვეობითაც დავანახებთ, რომ ეს საჭირო კი არა აუცილებელიცაა...


1-ლ საკითხთან მიმართებაში აუცილებელია:

- შეთანხმება საპატრიარქოსთან და სასულიერო აკადემიასთან
- სასწავლო სახელმძღვანელოს შერჩევა
- პედაგოგთა შერჩევა
- სამართლებრივ საკითხებზე ინსტრუქტაჟის შედგენა
- საღვთო სჯულის სწავლების დასაბუთების თაობაზე პატარა მიმართვის გაკეთება
- ყველაფერ ამის სკოლებისათვის მიწოდება

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 05:44 PM

კანუდოსელი

ციტატა
არ მგონია კარგი აზრი იყოს იმის ფონზე, როდესაც ტიტანები არიან სჯულის მასწავლებლებად მოვლინილები

მთავარია დამახინჯებული ინფორმაცია არ მივიდეს მოზარდამდე, თორემ სხვა ყველაფერი ასატანია smile.gif
ციტატა
მათი დონე ვერანირ კრიტიკას ვერ უძლებს

სულ არაფერს დასაწყისისთვის მაინც დაბალი დონის მასწავლებლები ჯობია.
ბევრის ინტერესი შეიძლება გაღვივდეს ამ გაკვეთილების დროს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 05:45 PM

კანუდოსელი

ციტატა
რა ინსტრუქტაჟზეა საუბარი

საუბარია არა სწავლების, არამედ იმ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების თაობაზე, რაც სკოლას აქვს

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 05:53 PM

სკოლებში ურთიერთობასთან დაკავშირებით და იქ დახმარებისთვის შეგვიდძლია ბავშვთა საკრებულოსთან ვითანამშრომლოთ თუ გამოთქვამენ ამის სურვილს, დიდად დაგვეხმარებიან თუ მოუნდებათ, მათთან ჩემი ინფორმაციით ყველა სკოლის წარმომადგენელი არის.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 11 2007, 05:54 PM

კანონისტი ყველაფარი სწორად და გეგმაზომიერად დაგისახავს..... რა გითხრა აბა.... ჩემთან სკოლაში იყო საგანი რელიგია, მაგრამ გვასწავლიდა ვიღაც ქალი თეოლოგი (ფიჰ, რა საზიზღრად, თან ohmy.gif ), წიგნი შეეხებოდა ბიბლიის მოკლე გაცნობას... ასე გვასწავლა მან თავისი ჭკუით 3-6 კლასის ჩათვლით, მერე მე-7 კლასში სულ სხვა გყვავდა, აი ის კი ნაღდად კარგი მასწავლებელი იყო.... მოკლედ ის წიგნი თუ მიგდია სადმე სახელს დავწერ და...

მოკლედ თუ ჩემი გამოცდილება და აზრი გაინტერესებს, გეტყვი რომ ძAლაინ მნიშვნელოვანია ეს ორი საკითხი:
- სასწავლო სახელმძღვანელოს შერჩევა
- პედაგოგთა შერჩევა


რაიც შეეხება მაართლმადიდებულურ ფილმებს, მე ამ საქმეში ვერ დაგეხმარებით, არ მაქვს და.... sad.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 11 2007, 06:00 PM

ფოთოლა ბუჩქნარაშვილები და "ოოოო საქართველო" ტიპის ხალხი ქრისტეს რჯულს ვერანაირად ვერ ასწავლის wink.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Sep 11 2007, 06:06 PM

კანონისტი
დავით, შენთან ვარ, თუ რამეში დაგეხმარები...

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 11 2007, 06:10 PM

თათი87

ციტატა
სულ არაფერს დასაწყისისთვის მაინც დაბალი დონის მასწავლებლები ჯობია.

თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი ჯაფა დაკარგულია.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 06:15 PM

ციტატა
თუ საძირკველი დანგრეულია

დანგრეულია და არა შერყეულია. დღეს დანგრეულია, მაგრამ შერყეულის გამაგრება შეიძლება. smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Sep 11 2007, 06:24 PM

ციტატა
სასწავლო სახელმძღვანელოს შერჩევა
- პედაგოგთა შერჩევა


ეს მგონი ჩვენს კომპეტენციას სცილდება...
დანარჩენში გეთანხმებით... რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, რითაც შემიძლია დაგეხმარები.
ნამდვილად იქნება საჭირო სკოლებში მისვლა...

ჰო კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს, თუ მოვახერხებთ კლიპის დამუშავებას, თბილისის პირველ არხზე სოციალური რეკლამა უფასოა! და შეგვეძლება ტელერეკლამაც გავაკეთოთ....

ძალიან ძვირი არ დაჯდება მზეზე რეკლამაც იმიტომ, რომ სოცილური კლიპები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გადის....



ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მშობლების ინფორმირებისათვის...

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 06:28 PM

კანონისტი
ვფიქრობ ცოტა გაძნელდება ,მაგრამ კარგია თუ მოვახერხებთ,ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო და პედაგოგებს ვინ გამოუყოფს ანაზღაურებას?

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Sep 11 2007, 06:32 PM

"კულტურული ინტეგრაციის ცენტრის" სახელით თანადგომას გიცხადებთ..... ფილმებთან დაკავშირებით.....


პ.ს. განათლების სამინისტროში ცოტა ძნელად გადის პროექტები

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 06:53 PM

.nino

ციტატა
- პედაგოგთა შერჩევა

ეს მგონი ჩვენს კომპეტენციას სცილდება...


ცხადია. ამიტომ ვთქვი, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებაა საჭირო-მეთქი. ეს კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვითაც ეკლესიის ექსკლუზიური კომპეტენციაა smile.gif

ციტატა
ჰო კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს, თუ მოვახერხებთ კლიპის დამუშავებას, თბილისის პირველ არხზე სოციალური რეკლამა უფასოა! და შეგვეძლება ტელერეკლამაც გავაკეთოთ....


ეგ კაი მომაგონე. გაიხარე 2kiss.gif

მართა
ციტატა
ვფიქრობ ცოტა გაძნელდება ,მაგრამ კარგია თუ მოვახერხებთ,ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო და პედაგოგებს ვინ გამოუყოფს ანაზღაურებას?

რამდენადაც ვიცი, სკოლას თავადვე შეუძლია გამოჰყოს. დავაზუსტებ მაგ საკითხს

შაკუნა
ციტატა
"კულტურული ინტეგრაციის ცენტრის" სახელით თანადგომას გიცხადებთ..... ფილმებთან დაკავშირებით.....

გაიხარე ძამიკო. მნიშვნელოვანია

გაქვთ თქვენ ფილმები?

გლახა
სერგი, შენ რომ ფილმებზე საუბრობდი, რა ტიპის ფილმებია?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 06:55 PM

ჩვენი გაზეთიც უნდა მოვიხმაროდ მაშტაბური სახე მივცეთ და და რუბრიკა გავაკეთოთ მაგ თემასთან დაკავშირებით დარიგდეს სკოლებში, კარგი ჩაჯდომა დაჭირდება სტატიას და გამოვაქვეყნოთ,მასწავლებლები
წაიკითხავენ და ბავშვებიც! მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოდ გარკვეული "ფენისგან" ბრალდება რომ ჩვენ მოვუწოდებთ და რაღაც ამდაგვარი როგორც იციან რა...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 06:56 PM

მართა

ციტატა
მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოდ გარკვეული "ფენისგან" ბრალდება რომ ჩვენ მოვუწოდებთ და რაღაც ამდაგვარი როგორც იციან რა...

მართალია. მიმართვის ტექსტი ცოტა დელიკატური და აწონ-დაწონილი უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 07:00 PM

კანონისტი
დავით დედაჩემი არის დირექტორის მოადგილე,ეხლა ვკითხე და ასე მიპასუხა რჯულის კანონი კი არა იმ პირობით დათანხმდნენ რელიგიის ისტორიას თუ დაარქმევდნენ საგანს ანუ უნდა ისწავლებოდეს ყველა რელიგიის ისტორია.აქ ახლა რა ხდება ქართველი მასწავლებელი თან მართლმადიდებელი რა თქმა უნდა დიდ დროს დაუთმობს ჩვენს რელიგიას მაგრამ მეორე საკითხი არის ის რომ სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს დააფინანსებს თუ არა ამ საგნის სწავლებას საკუთარი ბიუჯეტიდან.აი ესაა აქ ძნელი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 07:03 PM

მართა

ციტატა
ასე მიპასუხა რჯულის კანონი კი არა იმ პირობით დათანხმდნენ რელიგიის ისტორიას თუ დაარქმევდნენ საგანს ანუ უნდა ისწავლებოდეს ყველა რელიგიის ისტორია


მაგის უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს!!! ამაშია საქმე wink.gif

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონი და რაც მთავარია, კონსტიტუციური შეთანხმება ცალსახად და გარკვევით ამბობს, რომ სკოლებში ნებაყოფილობითობის საფუძველზე უნდა ისწავლებოდეს საღვთო სჯული! და არავითარი რელიგიის ისტორია.... რელიგიის ისტორია სულ სხვა საგანია

სამინისტრომ იმდენი ვერ მოახერხა, რომ აეკრძალა სწავლება, მაგრამ კულუარულ დონეზე, ჩანს, არასწორ ინფორმაციას აწვდის სკოლებს mad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 07:12 PM

კანონისტი
მოკლედ ტაშს არ დაგვიკრავენ მაგრამ ვინ თქვა იოლიაო? biggrin.gif აკრძალვით ვერ აგვიკრძალავენ დავუშვათ გაზეთს ხოდა ჯერ მაგითი დავიწყოთ და მერე ავიწყვიტოთ იქნებ ფინანსური მხარდაწერაც მოვიპოვოთ ბოლო-ბოლო ადმინს მოველაპარაკოთ და გაზეთი თუ დატოვებს მოგებას ღმერთმაც ქნას! რაღაც ნაწილი მაგასაც მოვახმაროთ,ქალაქის სკოლებს კიდე რა უჭირთ რაიონების საქმეა შემაშფოთებელი ის ბავშვი სწორია შოთაძე,ჰოდა გარკვეული ჯგუფები შევადგინოთ ვინც გათვიცნობიერებულია ღვთისმეტყველებაში და ასე ექსკურსიებივით ერთჯერადი ვიზიტები მოვახდინოთ სოფლებსა და რაიონებში და ლექციის სახით ჩავატაროთ.ქალაქებში უფრო ხშირად ყოველკვირაში დავუშვად აა რას იტყვი უფროსო?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 07:15 PM

არ შეილება ეს საკითხი მასწავლებლებს შევეკითხოთ და არა სკოლის დირეკტორებს? ასევე ბავშვებს და მათი სურვილ თუ იქნება ამის სწავლების შემდეგ დიდ წინააღმდეგობას ვეღარ გაგვიწევენ

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 07:15 PM

ფილმების იდეაა კარგი! ჩვენი გაზეთიც ინფორმაციული უნდა იყოს მაგ კუთხით და თუ წაიკითხეს რაღაცას გაიგებენ ბავშვები!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 07:16 PM

მართა

ციტატა
ასე ექსკურსიებივით ერთჯერადი ვიზიტები მოვახდინოთ სოფლებსა და რაიონებში და ლექციის სახით ჩავატაროთ.ქალაქებში უფრო ხშირად ყოველკვირაში დავუშვად

რთული იქნება ძალიან. არ არის სავალდებულო პედაგოგი საწყის ეტაპზე. მოძღვრებიც გაართმევენ თავს, თუკი ოფიციალური თანხმობა ექნებათ სკოლებისაგან smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 07:17 PM


მართა

ძან კარგი იქნება

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 07:19 PM

shota_shotadze
დირექტორები რა დღეში ყავთ იცი?ეჰ, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ და უფალი გვაკურთხებს რადგან ყველაზე კარგი იქნება იმ სააქმეებში რასაც გავაკეთებთ!

ჰოდა თავს თუ გამოიჩენ დავით ერთი ნაბიჯი გექნება გადასდგმელი პრეზიდენტობისკენ! smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 07:22 PM

ციტატა(მართა @ Sep 11 2007, 07:17 PM) *

shota_shotadze
დირექტორები რა დღეში ყავთ იცი?ეჰ, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ და უფალი გვაკურთხებს რადგან ყველაზე კარგი იქნება იმ სააქმეებში რასაც გავაკეთებთ!


კი ვიცი და მაგიტომ ვთქვი რომ იქნებ მასწავლებლებს შევეკითხოთ და ბავშვებს, ეს შეილება ხელმოწერები შევაგროვოთ სკოლებში ან ამის მსგავსი და მათი თანხმობის შემთხვევაში ვერც დირეკტორი და ვერც სამინისტრო ვეგარ გაგვიწევს წინააღმდეგობას ასევე შეილება საზოგადოების გარკვეული ნაწილის რომელიც ამის მომხრეა მათი ხელმოწერებიც რომ წარვუდგინოთ.
რას იტყვით?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 07:29 PM

shota_shotadze
ხო ეგ გამოკითხვები კარგია!
კანონისტი

ციტატა
რთული იქნება ძალიან. არ არის სავალდებულო პედაგოგი საწყის ეტაპზე. მოძღვრებიც გაართმევენ თავს, თუკი ოფიციალური თანხმობა ექნებათ სკოლებისაგან

ღმერთმაც ქნას მაგრამ შეუშვებენ მოძღვრებს?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Sep 11 2007, 07:35 PM

მე სამწუხაროდ ძალიან მეეჭვება, როკმ ეს ყველაფერი დასაშვები გახადონ..მახსენდება წინა პერიოდი,როცა თანასწორობის ინსტიტუს უნდოდა სკოლებში ეს საკითხი მოეგვარებინა,მაგრამ კინაღამ დაიჭირეს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 07:41 PM

zviadauri

ციტატა
თანასწორობის ინსტიტუტს


ორგანიზაცია ან პოლიტიკური უნდა იყოს, ან აპოლიტიკური. ორივე არ გამოვა.... wink.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 07:42 PM

ციტატა(zviadauri @ Sep 11 2007, 07:35 PM) *

მე სამწუხაროდ ძალიან მეეჭვება, როკმ ეს ყველაფერი დასაშვები გახადონ..მახსენდება წინა პერიოდი,როცა თანასწორობის ინსტიტუს უნდოდა სკოლებში ეს საკითხი მოეგვარებინა,მაგრამ კინაღამ დაიჭირეს

იქნებ დააკონკრეტოთ რა საკითხი.
არამგონია რომ თანასწორობის ინსტიტუს ასეთი სწავლების შეტანა მოენდომებინა სკოლებში

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 07:43 PM

საერთოდ, ჩვენი განსახილველი არ უნდა იყოს ვინ რა ქნა და როგორ. ჩვენ ასე უნდა ვქნათ და მორჩა

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Sep 11 2007, 07:44 PM

ნამდვილად მახსოვს სიუჟეტი, რომ უნდოდათ რელიგიური წიგნების შეტანა სკოლებში,მაგრამ განათლების სამინისტროდან ძლივს გამოასწრეს

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 07:47 PM

ციტატა(კანონისტი @ Sep 11 2007, 07:43 PM) *

საერთოდ, ჩვენი განსახილველი არ უნდა იყოს ვინ რა ქნა და როგორ. ჩვენ ასე უნდა ვქნათ და მორჩა


გეთანხმები და ასევე თნასწორობის ინსტიტუტი და სხვა პოლიტ პარტიები უფრო ძაბავენ და გაკეთებით არაფერს აკეთებს და პოლიტ ორგანიზაცია და CHURCH.GE დიდად განსხვავდებიან.


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 07:48 PM

zviadauri

ციტატა
ნამდვილად მახსოვს სიუჟეტი, რომ უნდოდათ რელიგიური წიგნების შეტანა სკოლებში,მაგრამ განათლების სამინისტროდან ძლივს გამოასწრეს


მოკლედ რა

თანასწორობის ინსტიტუტს თავი დავანებოთ

მე იმედი მაქვს, რომ თვითგვემისა და ფსევდოწამებულობის მანიით არ ვართ შეპყრობილი. ჩვენი ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, მოზომილი და მართლმადიდებლისათვის შესაფერი და არა, უნიჭო პიარ-გათვლებსა და "ტელევიზორში გამოჩენაზე" დაფუძნებული...

ძირითადი საკითხი განვაგრძოთ, გთხოვთ

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Sep 11 2007, 07:50 PM

მარტო საჯარო სკოლებში აპირებთ ამას? sad.gif კერძო სკოლებმა რავქნათ?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 07:53 PM

ციტატა(კანონისტი @ Sep 11 2007, 07:48 PM) *


უნიჭო პიარ-გათვლებსა და "ტელევიზორში გამოჩენაზე" დაფუძნებული...



იმედი მაქვს მე მაგ კატეგორიაში არ მივეკუთვნები biggrin.gif

ციტატა(adamis_nekni @ Sep 11 2007, 07:50 PM) *

მარტო საჯარო სკოლებში აპირებთ ამას? sad.gif კერძო სკოლებმა რავქნათ?


კერდძო სკოლები თუ სურვილს გამოთქვამენ აუცილებლად განვახორციელებთ. არამგონია ამის სურვილი გამოთქვან, sad.gif გამონაკლისების გარდა

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Sep 11 2007, 07:57 PM

ჩვენი გამონაკლისი იქნება დარწმუნებული ვარ

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 08:00 PM

ციტატა(adamis_nekni @ Sep 11 2007, 07:57 PM) *

ჩვენი გამონაკლისი იქნება დარწმუნებული ვარ

ღმერთმა ქნას smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 08:01 PM

thumbs.gif ki.gif

ციტატა(კანონისტი @ Sep 11 2007, 08:48 PM) *

zviadauri
მოკლედ რა

თანასწორობის ინსტიტუტს თავი დავანებოთ

მე იმედი მაქვს, რომ თვითგვემისა და ფსევდოწამებულობის მანიით არ ვართ შეპყრობილი. ჩვენი ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, მოზომილი და მართლმადიდებლისათვის შესაფერი და არა, უნიჭო პიარ-გათვლებსა და "ტელევიზორში გამოჩენაზე" დაფუძნებული...

ძირითადი საკითხი განვაგრძოთ, გთხოვთ


პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Sep 11 2007, 08:15 PM

ციტატა(shota_shotadze @ Sep 11 2007, 08:00 PM) *

ღმერთმა ქნას smile.gif

ხორა, აუცილებლად მოდით ჩვენთანაც, ოღონდ 1-დან 11კლასის ჩათვლით იყოს სწავლება, თორემ ჩვენთან 7 კლასის მერეაღარაა დირექტორის აზღით რელიგიის სწავლა საჭირო

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 11 2007, 11:11 PM

ციტატა
2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი

ამ საკითხში შემიძლია პატარა დახმარება გაგიწიოთ smile.gif

მაქვს მართლმადიდებლური ფილმების გარკვეული რაოდენობა smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 11:16 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Sep 11 2007, 11:11 PM) *

ამ საკითხში შემიძლია პატარა დახმარება გაგიწიოთ smile.gif

მაქვს მართლმადიდებლური ფილმების გარკვეული რაოდენობა smile.gif

კარგით თუ გაქვთ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ და თუ რამე კითხვა გექნებათ შეგიძლია PM ში მომწეროთ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 11 2007, 11:32 PM

რა არაკომპეტენტური და უიდეო ვარ ასეთ რამეებში dntknw.gif მხოლოდ გულშემატკივრობა და გამხნევება შემიძლია unsure.gif
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! გულით თქვენთან ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 12 2007, 03:09 AM

ციტატა(კანონისტი @ Sep 11 2007, 04:35 PM) *

მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში

ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს

1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი

საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით

2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი

სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება?

hi.gif დავით შენს გვერდით მიგულე.ინფორმაციის მიწოდება მართლაც საჭიროა და რაც მთავარია, თუ კურთხევა იქნება უმაღლესი იერარქიიდან , დროულად უნდა მოხდეს ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში და მე როგორც ვიცი არა ნაკლები პრობლემაა პედეგოგების მომზადება ამ საკითხში,თუმცა მოძღვრებიც შეიძლება ჩაერთვნენ .რაც შეეხება ფილმების საკითხს,მთავარია კარგი ფილმების შოვნა,დანარჩენი მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა.აბა ღმერთმა ხელი მოგვიმართოსა!"თვინიერ შენსა არა რაი ძალგვიძს უფალო" bye1.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 12 2007, 11:12 AM

ამ დღეებში განათლების სამინისტროში უნდა გავგზავნო წერილი საღვთო სჯულის სწავლებასთან დაკავშირებით

დაახლოებით 1 კვირაში საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Adamiani var თარიღი: Sep 24 2007, 10:31 PM

როგორ ხართ ხალხო?


როგორ ხართ ხალხო?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Sep 26 2007, 02:57 PM

ციტატა
ამ დღეებში განათლების სამინისტროში უნდა გავგზავნო წერილი საღვთო სჯულის სწავლებასთან დაკავშირებით

დაახლოებით 1 კვირაში საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ


დავით პასუხი მიიღე?

რას ვაპირებთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 30 2007, 04:12 AM

.nino
ჯერ არ მიმიღია smile.gif

იმედია მივიღებთ. დაველოდები მომდევნო კვირასაც

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 5 2007, 04:41 PM

მივიღე პასუხი სამინისტროდან cocxali.gif

2/235-07
4 ოქტომბერი, 2007 წ.

ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების
თავმჯდომარეს ბატონ დავით ჩიკვაიძეს

საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლების შესახებ

ბატონო დავით,

მადლობას გიხდით თქვენი (27.09.07) წერილისათვის. თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, მასწავლებლებს შეუძლიათ მიიწვიონ ნებისმიერი სასულიერო პირი სასწავლო დროისაგან განსხვავებულ დროს რელიგიის შესასწავლად. ამის შესახებ თანხმობა რაიმე ორგანოსაგან არ არის საუცილებელი.

პატივისცემით,

სიმონ ჯანაშია

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების
ცენტრის დირექტორი



ესეც ჩემი წერილი:

ქ. თბილისი, 2007 წლის 27 სექტემბერი
№09-02

საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრს
ბატონ ალექსანდრე ლომაიას


ბატონო მინისტრო,

გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გვაცნობოთ, სასკოლო დროისაგან განსხვავებულ დროს რომელ ორგანოს აქვს საჯარო სკოლებში რელიგიის შესახებ სწავლების შემოღების უფლება და რა პროცედურებია საჭირო აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

პატივისცემით,

დავით ჩიკვაიძე,

ახალგაზრდა მართლმადიდებელთა
გაერთიანების თავმჯდომარე


ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ხელთ გვაქვს სამინისტროს ოფიციალური თანხმობა იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლებში გაკვეთილების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდეს საღვთო სჯულის სწავლება

ახლა საჭიროა ინსტრუქციების და ბუკლეტების მომზადება და თბილისის სკოლებში დარიგება

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 5 2007, 04:51 PM

კანონისტი

ძალიან მიხარია ეს ყველაფერი smile.gif

იმედია მალე დაიწყება ეს პროექტი smile.gif

პოსტის ავტორი: სოფიო თარიღი: Oct 5 2007, 04:55 PM

დათო რა კარგია ყოჩაღ!!! smile.gif

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Oct 5 2007, 05:07 PM

ციტატა(სოფიო @ Oct 5 2007, 04:55 PM) *

დათო რა კარგია ყოჩაღ!!! smile.gif



მშვენიერია დათო...smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 5 2007, 06:32 PM

დავით გილოცავ ეს კარგი პასუხია ჩემის აზრით და ახლა ჩვენი აქტიურობაა საჭირო.
რაც შეილება მეტად მომზადებული უნდა შევიდეთ სკოლებში და დავაინტერესოთ ყველა და მერე ვეღარავინ შეგვეწინააღმდეგება.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 5 2007, 09:39 PM

smile.gif დავით გილოცავ! აბა ახლა კარგი ორგანიზება და წარმატებები!!!
თქვენს გვრდით მიგულეთ.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 6 2007, 01:43 AM

ფანტასტიურია,მე მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქუთაისში მხოლოდ ერთ სკოლაში ისწავლება საღვთო სჯული,ისიც დიდი ბრძოლის შედეგად და ვერ ვასახელებ ამ სკოლის სახელწოდებას რადგან ამის შესახებ მალავს სკოლის დირექცია,რადგან ისინი ხატვის და მუსიკათმცოდნეობის ხარჯზე ატარებენ რა თქმა უნდა ბავშვების თანხმობით,მაგრამ ეს უკანონოა და ამიტომაც იმალება. თუმცა სასიხარულო და სასარგებლო უკანონობა! წარმატებები!

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Oct 8 2007, 05:32 PM

მაგარია..მეამაყება ნამდვილად

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 8 2007, 07:56 PM

დავით რა ვშვებით არ ვიწყებთ მომზადებას? მგონი დროა დავიწყოთ მომზადება smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 11 2007, 06:57 PM

ციტატა(нехристь @ Oct 11 2007, 06:47 PM) *

ასეთ პროექტებს არ აქ აზრი

იქნებ დაასაბუთოთ რატომ არ აქვს აზრი

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Oct 14 2007, 07:11 PM

ვაა რა კაიააააა, ძალიან გამეხარდა ,

ციტატა(კანონისტი @ Oct 5 2007, 04:41 PM) *



2/235-07




ახლა საჭიროა ინსტრუქციების და ბუკლეტების მომზადება და თბილისის სკოლებში დარიგება [/size]


?????

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 14 2007, 07:13 PM

რა ხდება აბა?

პოსტის ავტორი: medavitne ketevani (borjomidan) თარიღი: Nov 26 2007, 01:35 PM

მინდა ახალი და სასიხარულო ამბავიშეგატყობინოთ, ჩვებს ეპარქიაში ჩამობრძანებული იყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ასლი რომელიც საქართველოში მოგზაურობს, ეს რათქმა უნდა დიდი მადლია მთლიანად ქალაქ ბორჯომზე ამავდროულად #6 საჯარო სკოლასჰი გაიმართა ფილმის ჩვენება რომელიც გვთისმშობელს შეეხებოდა smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 15 2008, 06:56 PM

დავით რა არის ახალი სკოლების პროეკთან დაკავშირებით?
კარგი იქნება უფრო სერიოზულად თუ დავიწყებ მზადებას და სექტემბრიდან რომ დაიწყოს განხორციელება პროეკტების

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2008, 06:57 PM

შოთაძე

ციტატა
დავით რა არის ახალი სკოლების პროეკთან დაკავშირებით?
კარგი იქნება უფრო სერიოზულად თუ დავიწყებ მზადებას და სექტემბრიდან რომ დაიწყოს განხორციელება პროეკტების

ჰო რა. თორემ ძალიან გადავყევი საარჩევნო ამბებს smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 15 2008, 07:02 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 15 2008, 05:57 PM) *

შოთაძე

ჰო რა. თორემ ძალიან გადავყევი საარჩევნო ამბებს smile.gif

მხოლოდ ლაპარაკი არ გვიშველის რეალურად საკმე გავაკეტოთ wink.gif

პოსტის ავტორი: rien თარიღი: Jan 23 2008, 07:53 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Sep 11 2007, 04:42 PM) *

არ მგონია კარგი აზრი იყოს იმის ფონზე, როდესაც ტიტანები არიან სჯულის მასწავლებლებად მოვლინილები biggrin.gif

მათი დონე ვერანირ კრიტიკას ვერ უძლებს და რა ინსტრუქტაჟზეა საუბარი?

ჩვენ სკოლაში გვასწავლიდა რელიგიას ქალი ,რომელიც დიდად არავის არ ეხატებოდა გულზე მათ შოირის არც მე იმიტო რო ძაა მომთხოვნი იყო.ეხლა კიდე ის ქალი ძაან კარგად მახსედება და ვხვდები რასაც მოითხოვდა სამართლიანად მოითხოვდა,ძაან მინდა რო ეხლაც გვასწავლოს მარა სადაა sad.gif

პოსტის ავტორი: Stiqarosani_giorgi თარიღი: Feb 18 2008, 03:14 AM

მოგესალმებით ყველას ძალიან კარგი იდეაა

პოსტის ავტორი: Stiqarosani_giorgi თარიღი: Feb 18 2008, 03:26 AM

ყველანი კარგები ხარტ

პოსტის ავტორი: maiam tqva თარიღი: Feb 23 2008, 07:28 PM

ციტატა(მართა @ Sep 11 2007, 07:15 PM) *

ფილმების იდეაა კარგი! ჩვენი გაზეთიც ინფორმაციული უნდა იყოს მაგ კუთხით და თუ წაიკითხეს რაღაცას გაიგებენ ბავშვები!

გამარჯობა.დიდი ხანია ვცდილობ დარეგისტრირებას,რადგან ვიცი აქ რა მადლიანი ხალხი ხვდება ერთმანეთს,ცოტა დამეხმარეთ რომ გავერკვე რა...


ციტატა(Stiqarosani_giorgi @ Feb 18 2008, 03:14 AM) *

მოგესალმებით ყველას ძალიან კარგი იდეაა

გამარჯობა გიორგი.ახალი ვარ და ვცდილობ გარკვევას.წარმატება მისურვე...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 08:16 PM

2 სასკოლო პროექტი

1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი

საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში.

2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი

სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება?


დროა ამ პროექტებზე დავიწყოთ ფიქრი....

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 08:22 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 08:16 PM) *

2 სასკოლო პროექტი
2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი

სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება?


დროა ამ პროექტებზე დავიწყოთ ფიქრი....


რამდენი ხანია გავკივივიარ რომ მე შემიძლია ფილმების გარკვეული რაოდენობა ჩავწერო დისკებზე biggrin.gif

კომპიუტერში 40 ამდე დოკუმენტური და მხატრული (რაც მთავარია მართლმადიდებლური) ფილმი მაქვს. ამოვწეროთ დისკებზე და ეგ არის smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 08:23 PM

თათარაშვილი
ძალიან კარგი

შეგიძლია, რომ ჩამოწერო, რა ფილმებია?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 08:24 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 08:23 PM) *

თათარაშვილი
ძალიან კარგი

შეგიძლია, რომ ჩამოწერო, რა ფილმებია?

ეხლავე...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 8 2008, 08:28 PM

თათარაშვილი

ციტატა
კომპიუტერში 40 ამდე დოკუმენტური და მხატრული (რაც მთავარია მართლმადიდებლური) ფილმი მაქვს. ამოვწეროთ დისკებზე და ეგ არის

არც მე ვიტყოდი უარს ასეთ ფილმებზე ტანაც თუ დისკებზეც იქნებოდა ჩაწერილი tongue.gif


დავით ბოდიში ოფტოპიკისატვის

რაც შეეხება სკოლებისატვის ინსტრუქტაჟის შედგენა, მივესალმები. უნდა მოხდეს სკოლებისათვის ინფორმაციის მიწოდება. ასევე უნდა დადგეს საკითხი თუ ვინ უნდა ასწავლოს სკოლებზე საღვთო სჯული.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 08:29 PM

ციტატა
2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი

როგორ ჯობია:
- სკოლებში მივიტანოთ ფილმები და იქ ვუჩვენოთ პროექტორით, თუ
- სკოლებიდან წამოვიყვანოთ ბავშვები და მეუფესთან შეთანხმებით სამების ახ. ცენტრში ვუჩვენოთ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 8 2008, 08:31 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 07:29 PM) *

როგორ ჯობია:
- სკოლებში მივიტანოთ ფილმები და იქ ვუჩვენოთ პროექტორით, თუ
- სკოლებიდან წამოვიყვანოთ ბავშვები და მეუფესთან შეთანხმებით სამების ახ. ცენტრში ვუჩვენოთ

მემგონი მიტანა ჯობია yes.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2008, 08:35 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Mar 8 2008, 07:22 PM) *

რამდენი ხანია გავკივივიარ რომ მე შემიძლია ფილმების გარკვეული რაოდენობა ჩავწერო დისკებზე biggrin.gif

კომპიუტერში 40 ამდე დოკუმენტური და მხატრული (რაც მთავარია მართლმადიდებლური) ფილმი მაქვს. ამოვწეროთ დისკებზე და ეგ არის smile.gif

ძალიან კარგი მაგარმ აუცილებელია რეჟისორებისგან ნებართვის აღება smile.gif და კარგიც იქნება რომ ორიგინალი რომ იყოს ფილმების ხარისხი smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 08:39 PM

შოთაძე

ციტატა
ძალიან კარგი მაგარმ აუცილებელია რეჟისორებისგან ნებართვის აღება

აუცილებლად

ციტატა
კარგიც იქნება რომ ორიგინალი რომ იყოს ფილმების ხარისხი

ეგ გიგამ უნდა თქვას, როგორები აქვს

ანუ, რას ვაკეთებთ:
1. ფილმების (რაც გვაქვს) სიის ჩამოწერა
2. წერილები რეჟისორებთან ნებართვისთვის
3. სიის კარგ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდვა და სკოლების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება (სამინისტრო არ არის აქ შუაში)
4. იმ სკოლებში მისვლა და შესაბამისი ფილმის მიწოდება, რომლის სურვილსაც გამოთქვამენ

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2008, 08:43 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 07:29 PM) *

როგორ ჯობია:
- სკოლებში მივიტანოთ ფილმები და იქ ვუჩვენოთ პროექტორით, თუ
- სკოლებიდან წამოვიყვანოთ ბავშვები და მეუფესთან შეთანხმებით სამების ახ. ცენტრში ვუჩვენოთ

ჩემის აზრით და მგონი არც ვცდები ამ აზრში, აუცილებელია სკოლებში რომ მივიტანოთ რადგან, ფილმები არის ყველა კლასის ბავშვისთვის გათვალისწინებული, და პატარა კლასის ბავშვების გადადგილებისთვის შეიძლება პრობლემებიც შეიქმნას, ასევე სამინისტროც და დირექტორიც არ იქნება მოხარული და რავი აბა, კარგი იქნება თუ მეუფე სტეფანეს დავეკითხებით smile.gif

ციტატა

[

ანუ, რას ვაკეთებთ:
1. ფილმების (რაც გვაქვს) სიის ჩამოწერა
2. წერილები რეჟისორებთან ნებართვისთვის
3. სიის კარგ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდვა და სკოლების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება (სამინისტრო არ არის აქ შუაში)
4. იმ სკოლებში მისვლა და შესაბამისი ფილმის მიწოდება, რომლის სურვილსაც გამოთქვამენ

სამინისტრო ოფიციალურად არ ერევა დირეკტორების საქმიანობაში მაგრამ არ არის გამორიცხული დირექტორმა სამინისტროს თანხმობის გარეშე არ შეგვიშვას სკოლებში. აქ აუცილებელია სამინისტოსთან ისეთი ურთიერთობა რომ ოფიციალურად მხარდაჭერა გამოუცხადოს ამ პროეკტს, ისე ძაან ბევრ სკოლასთან შეგვექმნება პრობლემა sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 08:45 PM

შოთაძე

ციტატა
სამინისტრო ოფიციალურად არ ერევა დირეკტორების საქმიანობაში მაგრამ არ არის გამორიცხული დირექტორმა სამინისტროს თანხმობის გარეშე არ შეგვიშვას სკოლებში. აქ აუცილებელია სამინისტოსთან ისეთი ურთიერთობა რომ ოფიციალურად მხარდაჭერა გამოუცხადოს ამ პროეკტს, ისე ძაან ბევრ სკოლასთან შეგვექმნება პრობლემა

სამართლებრივად ვერ მოთხოვ შენ სამინისტროს დასტურს, რადგან ეს მას არ ეხება

სკოლებს განვუმარტავთ, რომ სამინისტრო არაფერ შუაშია yes.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2008, 08:48 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 07:45 PM) *

შოთაძე

სამართლებრივად ვერ მოთხოვ შენ სამინისტროს დასტურს, რადგან ეს მას არ ეხება

სკოლებს განვუმარტავთ, რომ სამინისტრო არაფერ შუაშია yes.gif

ადრე ვთხოვე სამინისტროს ოფიციალური მხარდაჭერა რომ ყოფილიყო და მითხრეს შემოიტანეთ პროეკტი და განვიხილავთო და რავი sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 08:49 PM

შოთაძე
შეიძლება დაფინანსებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 08:50 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 08:23 PM) *

თათარაშვილი
ძალიან კარგი

შეგიძლია, რომ ჩამოწერო, რა ფილმებია?

დოკუმენტური ფილმი :"აღდგომის დღესასწაული" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "განცხადებული სასწაულები" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "მორწმუნეთა ურწმუნოება" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "XX საუკუნის წმინდანები" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "დედამიწის ანგელოზები" (ქართულ ენაზე) (ტელეკომპანია მზე)
დოკუმენტური ფილმი: "ჯვრის მონასტერი" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი :"ნაძარცვის კვალდაკვალ" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "ნათელი ბნელში" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "ნათლისღება" (ქართულ ენაზე) (ტელეკომპანია აჭარა)
დოკუმენტური ფილმი: "ქართული ზარი" (ქართულ ენაზე) (ტელეკომპანია აჭარა)
დოკუმენტური ფილმი: "სამწაროს აღსასრული" tongue.gif (ქარტულ ენაზე) ...
დოკუმენტური ფილმი: "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიები" (ქართულ ენაზე) (ცუდი ხარისხი)
დოკუმენტური ფილმი "კვირიკე" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "პატრიარქობის ჯვარის მტვირთველი" (ქართულ ენაზე)
მხატვრული ფილმი: "რუსთაველის კვალდაკვალ" (ქართულ ენაზე)
მხატვრული ფილმი:"ანთიმოზ ივერიელი" (ქართულ ენაზე)
20 წუთიანი რეპორთაჯები სახელწოდებით "მოგზაურობა სამშობლოში" (ქართულ ენაზე)
დროების რეპორტაჟი: "ვნების კვირა ბეთანისს მონასტერში".
დოკუმენტური ფილმი"მართლმადიდებლური დღესასწაულები წმინდა მიწაზე" (რუსულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი:"მერვე საოცრება - კაბადოკია" (რუსულ ენაზე)
მხატვრული ფილმი "ostrov" (რუსულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი:"იმ ეშქახეხ იერუსალიმ" (რუსულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი"я выло в гостях у смерти" (რუსულ ენაზე)

ასევე შობისა და აღდგომის პიდაპირი LIVE ჩანაწერები და უახლოეს მომავალში ველოდები ფილმს "მესაზღვრე ბერები" (ქართულ ენაზე)


smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 09:02 PM

თათარაშვილი
გაიხარე ძამი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2008, 09:03 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 8 2008, 07:49 PM) *

შოთაძე
შეიძლება დაფინანსებისთვის smile.gif

დაფინანსებაზე ხმა არ ამომიღია, ეგრევე მივწერე რომ თქვენი ოფიციალური მხარდაჭერა მჩირდებათქო და ბერიკა შუკაკიძე არის(ან იყო) სამინისტროს წარმომადგენელი მგონი და მან მითხრა ჩვენი თანხმობა არ გჭირდებათო, დირეკტორმა უნდა გადაწყვიტოსო, მერე მივწერე რო მეთქი თქვენი თანხმობის გარეშე უმეტესობა სკოლის დირეკტორები არ დამთანხმდებიანთქო და შემოიტანეთ პროეკტი და განვიხილავთო smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 09:09 PM

შოთაძე

ციტატა
შემოიტანეთ პროეკტი და განვიხილავთო

ჩათვალე რომ ეგ ამ საუკუნეში არ მოხერხდება... biggrin.gif tongue.gif biggrin.gif ანუ განხილვის საკითხი იქნება მუდამ გადატანილი უცილობელ მიზეზთა გამო!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 09:13 PM

შოთაძე

ციტატა
მან მითხრა ჩვენი თანხმობა არ გჭირდებათო

გითხარი

სკოლებთან უნდა წავიმუშავოთ yes.gif

მართა
იქნებ ცოტა პრაქტიკული აზრიც შეგვაწიო smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 09:18 PM

კანონისტი
მაგარი ნაბრძოლი გაქვთ და მიხარია რომ რაღაცას მიაღწიეთ, ფილმების ჩვენება ადგილზე ჯობია რადგან შეIძლება დაიზარონ მოსვლა "ან რა ან რა" მაგრამ ეს ფინანსებზეა ხო დამოკიდებული დავით? საიდან ფული? თორე იდეა მართლაც საოცარია მე თუ რაიმე შევძელი გვერდით დაგიდგებით ხო კიდე ერთი რჩევასავით ჩამონათვალში ყველა მისაღები და სასურველი ფილმია მაგრამ ცოტა ხანგძლივი ფილმებიც შევნიშნე და ამან შეიძლება დროთა განმავლობაში შეიძლება გადაღალოს ბავშვები და მათთვის უინტერესო გახდეს!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 09:21 PM

მართა
მგონი ჯობია ეგ სია ლამაზად დაიბეჭდოს და სკოლებს დაურიგდეს smile.gif

შემდეგ თავად შეარჩევენ სასურველ ფილმს და მივუტანთ

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 09:22 PM

კანონისტი
ხო კიდე ადგილზე გავუწიოთ აგიტაცია ჩვენს ფორუმს,ბავშვებიშთვის მგონი არ უნდა იყოს ცუდი აქ ყოფნა,მოძღვრებთან და ღვთისმეტყველებთან საუბარი,ბოლო-ბოლო საინტერესო რამეებს წაიკითხავენ ზოგ-ზოგიერთების მარგალიტების გამოკლებით biggrin.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 8 2008, 09:23 PM

მართა
ეგ კიდევ ცალკე საკითხია

ისე კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 09:24 PM

კანონისტი
გეთანხმები,რადგან ამ სიებიდან ბევრი ტელევიზიითაც ხშირად გვინახავს,განსაკუთრებით ივერიაზე,თუმცა ისიცაა რომ როცა ტელევიზორს უზიხარ და გაქვს 50 არხი შეიძლება არ უყურო მაგ.ანთიმოზ ივერიელს და ნახო ბრუსლი...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2008, 09:31 PM

ციტატა(მართა @ Mar 8 2008, 08:24 PM) *

გეთანხმები,რადგან ამ სიებიდან ბევრი ტელევიზიითაც ხშირად გვინახავს,განსაკუთრებით ივერიაზე,თუმცა ისიცაა რომ როცა ტელევიზორს უზიხარ და გაქვს 50 არხი შეიძლება არ უყურო მაგ.ანთიმოზ ივერიელს და ნახო ბრუსლი...

რათქმაუნდა ეგრეა, თუნდაც ჩემი ადრინდელი გამოცდილებიდან smile.gif სკოლაში გაშვებულს და მეგობრებთან ერთად ყურებას ძაან დიდი და კარგი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს კარგ ფილმს smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Mar 8 2008, 10:18 PM

შოთაძე
ხო რა თანაკლასელები რომ ერთობლივათ დასხდებიან შეიძლება არც უნდოდეთ მაგრამ მაინც უყურებენ ეს ერთხელ მოხდება ორჯერ და მერე უკვე თვითონვე მოესურვებათ და სახლშიც ბრუსლის კი აღარ ნახავენ ასეთი ფილმებით დაინტერესდებიან.
კანონისტი

ციტატა
შემდეგ თავად შეარჩევენ სასურველ ფილმს და მივუტანთ

დავით გეთანხმები თუკი მოგვეცემა საშუალება მრავალფეროვნება იყოს დიდი არჩევანი ექნებათ და მათ-ნება სურვილზე იქნება რომელი ფილმი უნდა შეთავაზოთ.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 10:22 PM

ციტატა
ხო რა თანაკლასელები რომ ერთობლივათ დასხდებიან შეიძლება არც უნდოდეთ მაგრამ მაინც უყურებენ

yes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 8 2008, 10:44 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Mar 8 2008, 07:50 PM) *

დოკუმენტური ფილმი :"აღდგომის დღესასწაული" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "განცხადებული სასწაულები" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "მორწმუნეთა ურწმუნოება" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "XX საუკუნის წმინდანები" - FULL DVD (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "დედამიწის ანგელოზები" (ქართულ ენაზე) (ტელეკომპანია მზე)
დოკუმენტური ფილმი: "ჯვრის მონასტერი" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი :"ნაძარცვის კვალდაკვალ" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "ნათელი ბნელში" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "ნათლისღება" (ქართულ ენაზე) (ტელეკომპანია აჭარა)
დოკუმენტური ფილმი: "ქართული ზარი" (ქართულ ენაზე) (ტელეკომპანია აჭარა)
დოკუმენტური ფილმი: "სამწაროს აღსასრული" tongue.gif (ქარტულ ენაზე) ...
დოკუმენტური ფილმი: "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიები" (ქართულ ენაზე) (ცუდი ხარისხი)
დოკუმენტური ფილმი "კვირიკე" (ქართულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი: "პატრიარქობის ჯვარის მტვირთველი" (ქართულ ენაზე)
მხატვრული ფილმი: "რუსთაველის კვალდაკვალ" (ქართულ ენაზე)
მხატვრული ფილმი:"ანთიმოზ ივერიელი" (ქართულ ენაზე)
20 წუთიანი რეპორთაჯები სახელწოდებით "მოგზაურობა სამშობლოში" (ქართულ ენაზე)
დროების რეპორტაჟი: "ვნების კვირა ბეთანისს მონასტერში".
დოკუმენტური ფილმი"მართლმადიდებლური დღესასწაულები წმინდა მიწაზე" (რუსულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი:"მერვე საოცრება - კაბადოკია" (რუსულ ენაზე)
მხატვრული ფილმი "ostrov" (რუსულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი:"იმ ეშქახეხ იერუსალიმ" (რუსულ ენაზე)
დოკუმენტური ფილმი"я выло в гостях у смерти" (რუსულ ენაზე)

ასევე შობისა და აღდგომის პიდაპირი LIVE ჩანაწერები და უახლოეს მომავალში ველოდები ფილმს "მესაზღვრე ბერები" (ქართულ ენაზე)
smile.gif

ვაა რამაგარია, როდის დაგადგე? biggrin.gif დისკებით რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 8 2008, 10:49 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Mar 8 2008, 10:44 PM) *

ვაა რამაგარია, როდის დაგადგე? biggrin.gif დისკებით რათქმაუნდა

როცა გინდა biggrin.gif

კარები ღია იქნება და შემოდი biggrin.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 10 2008, 11:52 AM

1. ფილმების (რაც გვაქვს) სიის ჩამოწერა +
2. წერილები რეჟისორებთან ნებართვისთვის
3. სიის კარგ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდვა და სკოლების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება (სამინისტრო არ არის აქ შუაში)
4. იმ სკოლებში მისვლა და შესაბამისი ფილმის მიწოდება, რომლის სურვილსაც გამოთქვამენ

ახლა, გასარკვევი გვაქვს ვინ არის ამ ფილმების ავტორი, სასურველია, მისამართებიც yes.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 15 2008, 12:35 AM

ციტატა
ახლა, გასარკვევი გვაქვს ვინ არის ამ ფილმების ავტორი, სასურველია, მისამართებიც


ავტორები სავარაუდოდ ტიტრებში იქნება და ეგ ისევ თათარაშვილმა უნდა დაგვიწეროს და მერე მათი კოორდინატების გაგებას შევეცადოთ....

პოსტის ავტორი: nanuskana თარიღი: Mar 17 2008, 12:32 AM

ჩემი აზრით აუცილებელია სკოლებში საღვთო სჯულის სწავლება აღსდგეს.დღევანდელმა ბავშვებმა ცოტა რამ იციან თავიანთი სარწმუნოებისა და რელიგიის შესახებ,გწამდეს ის რის შესახებაც არაფერი არი იცი, ეს ყველაზე საშინელებაა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 21 2008, 10:25 PM

მამა გიორგის მიერ (ვერ დავაზუსტე რომელი) უკვე დაიწყო მსგავსი პროექტის განხორციელება smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 22 2008, 02:55 PM

კანონისტი

ციტატა

მამა გიორგის მიერ (ვერ დავაზუსტე რომელი) უკვე დაიწყო მსგავსი პროექტის განხორციელება smile.gif

რომელი პროეკტის განხორციელება დაიწყო? ძალიან გთხოვ თუ გაარკვევ იქნებ დაწერო რა, წინასწარ მადლობთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 24 2008, 11:32 AM

შოთაძე
ფილმების ჩვენების

თუმცა, მათი პროექტი მცირედით განსხვავებულია. მხოლოდ მართლმადიდებლურ (ანუ რელიგიურ) ფილმებს არ უჩვენებენ

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 25 2008, 03:12 PM

ციტატა

ფილმების ჩვენების

თუმცა, მათი პროექტი მცირედით განსხვავებულია. მხოლოდ მართლმადიდებლურ (ანუ რელიგიურ) ფილმებს არ უჩვენებენ

კანონისტი

ანუ ჩვენ ვეღარ დავიწყებთ ჩვენებას ხომ? sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 25 2008, 08:47 PM

შოთაძე
რატომ? პირიქით yes.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 28 2008, 05:08 PM

კანონისტი

ციტატა

რატომ? პირიქით yes.gif

ძალიან კარგი თუ ჩვენც შევძლებთ ფილმების ჩვენებას. კარგი იქნება თუ უფრო აქტიურად დავიწყებთ ფილმების შეგროვებას და ამ პროეკტს ოფიციალურად თუ ვაცნობებთ ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვისაც ცოტათი მაინც შეუძლიათ რომ დაგვეხმარონ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Apr 4 2008, 08:00 PM

მესაზღვრე ბერების DVD მომიტანეს იმ დღეს smile.gif

ასე რომ + ეს ფილმიც.

პოსტის ავტორი: maiam tqva თარიღი: Apr 5 2008, 10:23 PM

მე სკოლის მასწავლებელი ვარ და თუ კი რამით სჰემეძლება სჰემოგიერთდებით.ისე,უფლის სიტყვა ცჰვენს გაკვეთილებზეც უნდა გავაჟღეროთ

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Nov 18 2008, 09:12 PM

რა კარგი იყო რელიგიას რომ გვასწავლიდნენ sad.gif
კარგი იქნება თუ ისევ გვასწავლიან smile.gif

პოსტის ავტორი: PANTERA27 თარიღი: Dec 25 2008, 08:55 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Sep 11 2007, 05:42 PM) *

არ მგონია კარგი აზრი იყოს იმის ფონზე, როდესაც ტიტანები არიან სჯულის მასწავლებლებად მოვლინილები biggrin.gif

მათი დონე ვერანირ კრიტიკას ვერ უძლებს და რა ინსტრუქტაჟზეა საუბარი?

ჰო სიმართლეა.

პოსტის ავტორი: kashia თარიღი: Dec 28 2008, 09:44 PM

მე ვფიქრობ რომ სწავლება საღვთო რჯულის სკოლებში მართლაც უნდა იყოს მაგრამ ეს რატომღაც უგულებელყოფილი არის.... ჩვენ მოსწავლეებს შეგვიძლია მოვითხოვოთ რომ განახლდეს სწავლება ქრისტიანული რელიგიის. ალბათ ყველა დამეთანხმებით.

პოსტის ავტორი: @rusudani@ თარიღი: Feb 19 2010, 06:01 PM

ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ ფესტივალის პირობრბში. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით მოვისმინე მეუფე სტეფანე ამბობდა მარტლმადიდებლური ფესტივალი ტარდება სკოლებს შორისო ჩვენს სკოლასაც უნდა მონაწილეობის მიღება და ვერ გავარკვიე ვის უნდა დავუკავშირდე ამ თემაზე. გთხოვთ დადოთ ინპორმაცია ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 19 2010, 07:29 PM

რომელ სკოლებში აპირებთ ჩვენებას? მარტო თბილისში? sad.gif

პოსტის ავტორი: კესო თარიღი: Feb 20 2010, 11:16 AM

@rusudani@

http://www.axalgazrdoba.ge/bibliadebu.html ამაზე ხომ არ ამბობთ? smile.gif

პოსტის ავტორი: დედაკაცი თარიღი: Mar 12 2010, 05:54 PM

კარგ ნაყოფს გამოიღებს თქვენს მიერ წამოყენებული სასკოლო პროექტი, ვინაიდან მართლაც დიდია საჭიროება (და ,სამწუხაროდ, არა მოთხოვნილება sad.gif )

დიახ, მამა გიორგი ყიფშიძე გამოირჩევა ამ მხრივ აქტიურობით. მხოლოდ სკოლებში კი არა, უნივერსიტეტებთან მიმართებაშიც, რაც ფრიად სასიხარულო და მისასალმებელია.

ვთქვათ, მომზადდა თქვენს მიერ დასახული პროექტი, მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არ არის საკმარისი მის განსახორციელებლად. საერთოდ, საქმე პირველი საფეხურიდან იწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, საჭიროა საქმის მაღლიდან დაწყება, ანუ, განათლების სამინისტრომ საპატრიარქოსთან მჭიდრო კავშირით უნდა განახორციელოს სკოლის დირექტორების, შემდეგ კი მასწავლებლების მომზადება, ვინაიდან მასწავლებლების აზროვნება ძირითადად, სარკისებურად აისახება მოსწავლეზე.

(მაგალითად, სკოლაში სწავლის პერიოდში ხშირად მოდიოდა ხოლმე მოძღვარი და იმართებოდა შემეცნებითი საუბრები, უნივერსიტეტშიც იყო მამა გიორგი და ბავშვებს ლოცვანები დაურიგა და კეთილი საქმისკენ მოგვიწოდა, მაგრამ... იმდენად დახშული იყო ჩვენი თვალები (სულიერი), რომ ლექციის დასრულების შემდეგ, როცა აუდიტორია დაიცალა იქეთ-აქეთ მიმოფანტული ეყარა ლოცვანი... ზოგს დაავიწყდა... ზოგმა შეგნებულად დატოვა... )

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 16 2011, 01:02 AM

კარგი იქნება ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის საფუძვლების, მათი წარმომავლობისა და "ნაწარმოებების" სწავლება. ეს ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Feb 17 2011, 01:02 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 21 2008, 10:25 PM) *

მამა გიორგის მიერ (ვერ დავაზუსტე რომელი) უკვე დაიწყო მსგავსი პროექტის განხორციელება smile.gif

მართალი ხარ. მამა გიორგი ყიფშიძე მახსოვს ჩემს სკოლაშიც დადიოდა ხშირად.

ფილმის ჩვენების უფლება რომ მოგვცენ ფილმის ავტორებმა(ზოგს სავტორო უფლებები ადევს), შემდგომ სკოლებში ვინ უნდა შეიტანოს?... განათლების სამინისტროდან არის ნებართვა საჭირო?...


ციტატა(კანონისტი) *

საღვთო სჯულის სწავლების საკითხი

თუ სგანი სავალდებულო არ არის, დირექტორზე არ არის დამოკიდებული საგნის დამატება სკოლაში? თუ სხვანაერად ხდება რამე?...
მე მახსოვს სკოლაში ძველ აღთქმას გვასწავლიდნენ. კარგი იქნებოდა უფრო ცოცხალი ყოფილიყო გაკვეთილები, ქრისტოანობის სიდეადეზე ყოფილიყო საუბარი.

ციტატა(დედაკაცი @ Mar 12 2010, 05:54 PM) *

კარგ ნაყოფს გამოიღებს თქვენს მიერ წამოყენებული სასკოლო პროექტი, ვინაიდან მართლაც დიდია საჭიროება (და ,სამწუხაროდ, არა მოთხოვნილება sad.gif )



მაგრამ ბავშვები.... პატარა ბავშვი ისეთია ბუნებით, ყველაფერი აინტერესებს. მახსოვ ბიოლოგიის მასწავლებელი როცა გვარიგებდა , ყველანი გასუსულები როგორ ვუსმენდით. მამა გიორგი ყიფშიძეც დადიოდა ჩვენთან სკოლაში, ყველა პატივს ცემდა, ყველას რიდი ჰქონდა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)