არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;) |
Atman |
Dec 7 2009, 04:41 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
სადმე იქნება ალბათ ასეთი თემა მაგრამ თავიდან გავხსნი.
ვინმემ ვინც ერკვევა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, ჩამოაყალიბოს: ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Dec 7 2009, 04:53 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Atman
თუ დაუშვებ, რომ არამართლმადიდებლები(ც) ცხონდებიან, მაშინ გამოდის, რომ იესო ტყუილად მოინათლა, ტყუილად აზიარა მოციქულები, ტყუილად ჩამოაყალიბა ეკლესია და ა.შ. მგონი ძალიან მარტივი საკითხია და არ სჭირდება დოგმატური წიაღსვლები. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Dec 7 2009, 04:57 PM
პოსტი
#3
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
protestanti
კი მაგრამ არსებობს ფორმა მართლმადიდებელი და არსებობს გული და ხასიათი "მართლმადიდებლური". რას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ფორმას თუ შინაარსს? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Dec 7 2009, 05:07 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
protestanti კი მაგრამ არსებობს ფორმა მართლმადიდებელი და არსებობს გული და ხასიათი "მართლმადიდებლური". რას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ფორმას თუ შინაარსს? დამიკონკრეტე თუ შეიძლება ამაში რას გულისხმობ. ------------- აქ მადლშია საქმე, რომელიც დავანებულია ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში და სხვაგან არსად და რომლის მოხვეჭაც შეუძლიათ მხოლოდ ამ ეკლესიის წევრებს. და მადლის გარეშე ცხონება - ნონსენსია. გამონაკლისები ყოფილა ისტორიაში, როცა მოუნათლავი ცხონებულა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა იგი, საკუთარი სისხლით მონათლულა, ანუ მიუღია მოწამეობა ქრისტეს გულისთვის. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
b-a-r-b-a-r-e |
Dec 7 2009, 05:11 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
ღმერთი თავად წყვიტავს ამას
თქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
Dec 7 2009, 05:18 PM
პოსტი
#6
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
protestanti
ახალ აღქმაში არის ეპიზოდი, როცა მოციქულებს შეხვდებიან აღმოსავლელი მოგვები (ან სხვანი, ზუსტად არ მახსოვს), ჰოდა ეკითხებიან იესოს, მათზეც იყო სული წმინდაო...) პასუხი არ მახსოვს მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად მახსოვს. ანუ შეიძლება რომ მადლი სხვებზეც გადმოდიოდეს ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის ციტატა ღმერთი თავად წყვიტავს ამასთქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში ჰოდა მაგის დამტკიცება მინდა მეც... და ზოგიერთი დოგმის გადაჭარბებულობის დამტკიცება -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Funkenstein |
Dec 7 2009, 05:38 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ჩემი სუბიექტური აზრია რომ შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან რთულია! ანუ ეგ როგორ მგონია იცით, აი მთავარ სავალ გზას რომ გადაუხვიო და ბილიკებით დაიწყო სიარული მაგრამ მაინც შეძლო დანიშნულების ადგილას მისვლა! გაგიჭირდება მაგრამ შესაძლებელია!
|
Atman |
Dec 7 2009, 05:39 PM
პოსტი
#8
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ჩემი სუბიექტური აზრია რომ შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან რთულია! ანუ ეგ როგორ მგონია იცით, აი მთავარ სავალ გზას რომ გადაუხვიო და ბილიკებით დაიწყო სიარული მაგრამ მაინც შეძლო დანიშნულების ადგილას მისვლა! გაგიჭირდება მაგრამ შესაძლებელია! მაგაზე გამახსენდა გამოთქმა, შორი გზიდან მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Funkenstein |
Dec 7 2009, 05:51 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
|
Atman |
Dec 7 2009, 05:56 PM
პოსტი
#10
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Funkenstein
შორ გზაში არამართლადიდებლური გზა ვიგულისხმე -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Dec 7 2009, 06:03 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ღმერთი თავად წყვიტავს ამას თქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში რა თქმა უნდა, ღმერთი წყვეტს ვის აცხოვნებს და არა ჩვენ, მაგრამ ჩვენც გვაქვს ცოდნა ამ საკითხის ირგვლივ. არამართლმადიდებლის ცხონების დაშვება, მარტივად რომ ვთქვათ - განწვალებაა. protestanti ახალ აღქმაში არის ეპიზოდი, როცა მოციქულებს შეხვდებიან აღმოსავლელი მოგვები (ან სხვანი, ზუსტად არ მახსოვს), ჰოდა ეკითხებიან იესოს, მათზეც იყო სული წმინდაო...) პასუხი არ მახსოვს მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად მახსოვს. ანუ შეიძლება რომ მადლი სხვებზეც გადმოდიოდეს ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის ჰოდა მაგის დამტკიცება მინდა მეც... და ზოგიერთი დოგმის გადაჭარბებულობის დამტკიცება თუ სახარებიდან მოგვყავს მაგალითი, მოვახდინოთ ზუსტი ციტირება და მოვიშველიოთ ეგზეგეტიკაც. ჩვენ ხომ არ ვიცით რა ფრაზა რა კონტექსტით უნდა შევიმეცნოთ. ჩემი სუბიექტური აზრია რომ შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან რთულია! ანუ ეგ როგორ მგონია იცით, აი მთავარ სავალ გზას რომ გადაუხვიო და ბილიკებით დაიწყო სიარული მაგრამ მაინც შეძლო დანიშნულების ადგილას მისვლა! გაგიჭირდება მაგრამ შესაძლებელია! მამები ამბობენ, რომ სხვა რელიგიებშიც არის ჭეშმარიტების მარცვლები, მაგრამ ეს მხოლოდ მარცვლებია და არა სისავსე, რომელიც იესომ დაგვიტოვა. თუ გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცხონდება ბუდისტი, კრიშნაიდი, მუსულმანი, მოუნათლავი, პროტესტანტი და ა.შ. მაშინ რაღა აზრი აქვს ეკლესიას? ანუ იგი ამ დაშვების შემთხვევაში, მხოლოდ ცხონების ხელშემწყობი და გამაადვილებელი საშუალება გამოდის. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Dec 7 2009, 06:12 PM
პოსტი
#12
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა თუ გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცხონდება ბუდისტი, კრიშნაიდი, მუსულმანი, მოუნათლავი, პროტესტანტი და ა.შ.მაშინ რაღა აზრი აქვს ეკლესიას? ანუ იგი ამ დაშვების შემთხვევაში, მხოლოდ ცხონებისხელშემწყობი და გამაადვილებელი საშუალება გამოდის. უკიდურესობებით რატო მსჯელობ? არ შეიძლება რომ იქაც იყოს ცხონება და იქაც? გზა ერთია, სახელებია სხვადასხვა და ცოტათი დოგმატიკა, არსით კი ბევრი რელიგია ერთნაირია (ყველა არა რა თქმა უნდა) ციტატა არამართლმადიდებლის ცხონების დაშვება, მარტივად რომ ვთქვათ - განწვალებაა. ამ ტერმინის სუბიექტურად ხმარებამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას ასე რომ ცოტა ფრთხილად "მწვალებლობასთან", ბრუნოც "მწვალებელი" იყო და ბევრი სხვაც. ნუ რა თქმა უნდა ინკვიზიციას როგორ შეადარებს თავს მართლმადიდებლობა, მაგრამ ინკვიზიციის "ჩანასახი" და მწვალებლებზე ნადირობისკენ მიდრეკილების მარცვლები მართლმადიდებლობაშიც დევს. "მმკ" ამის ნათელი მაგალითია. ციტატა თუ სახარებიდან მოგვყავს მაგალითი, მოვახდინოთ ზუსტი ციტირება და მოვიშველიოთ ეგზეგეტიკაც.ჩვენ ხომ არ ვიცით რა ფრაზა რა კონტექსტით უნდა შევიმეცნოთ. მოგვიანებით დავდებ თუ ვიპოვი. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ანანო |
Dec 7 2009, 06:16 PM
პოსტი
#13
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ციტატა ცხონდება თუ არა არამართლმადიდებელი? არსებობენ თუ არა გამონაკლისები და რის მიხედვით ხდება გამონაკლისების დაშვება? ცხონდებიან მხოლოდ მონათლული მართმადიდებელნი და მოუნათლავი იმ შემთხვევაში ცხონდება, თუ ის ქრისტეს რჯულისთვის ეწამება და ქრისტეს გულისთვის დაღვრის სისხლს. -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
Funkenstein |
Dec 7 2009, 06:21 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
აი ის ვინ თქვა რომ არაქრისტიანეები სინდისის მიხედვით განისჯებიანო?
|
Atman |
Dec 7 2009, 06:24 PM
პოსტი
#15
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ცხონდებიან მხოლოდ მონათლული მართმადიდებელნი და მოუნათლავი იმ შემთხვევაში ცხონდება, თუ ის ქრისტეს რჯულისთვის ეწამება და ქრისტეს გულისთვის დაღვრის სისხლს. ვთქვათ კაცი ებრაელია, ან მუსულმანი. გადაარჩინა მრავალი ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლები, კაცთმოყვარეობის და არა ქრისტეს გულისთვის. ცხონდება თუ არა? Funkenstein ციტატა აი ის ვინ თქვა რომ არაქრისტიანეები სინდისის მიხედვით განისჯებიანო? მაგ სინდისს ინდუიზმში "პარამატმა" ქვია და ღმერთის ერთ-ერთი ასპექტია. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Dec 7 2009, 06:26 PM
პოსტი
#16
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა ვთქვათ კაცი ებრაელია, ან მუსულმანი. გადაარჩინა მრავალი ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლები, კაცთმოყვარეობის და არა ქრისტეს გულისთვის. ცხონდება თუ არა? ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ აღიარებს, და მიიჩნევს მას ერთ-ერთი იუდაური სექტის წარმომადგენლად, როგორ ვიფიქრო მე ქრისტიანმა, რომ ის ქრისტესთან მივა. მე მახსენდება ერთ-ერთი ამერიკელი მღვდელმტავრის სიტყვები, რომ ადამიანს კეთილი საქმეები კი არა ქრისტეს რწმენა გადაარჩენს (რწმენა, რა თქმა უნდა, საქმესაც გულისხმობს). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Funkenstein |
Dec 7 2009, 06:28 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
არა აშკარად მახსოვს რომელიღაც წმინდანს ააქვს ნათქვამი, შეიძლება პავლეს ზუსტად არ მახსოვს! მამა თეოდორემაც მოკვა ერტი ამპავი წარმარტი მეპე როგორ ცხონდა იმის გამო რომ მან თავისი არმია მოაბრუნა გზიდან იმის გამო რომ ერთი უსმართლოდ დასჯილი გარიბი ქალის საქმე "გაერჩია" .
|
კანონისტი |
Dec 7 2009, 06:28 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
afxazi
მე კიდე მახსენდება ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვები, რითიც (ჩემი აზრით) მან ყველაზე სრულყოფილად გასცა პასუხი ამ მარადიულ კითხვას: ადამიანი ცხონდება სულიწმიდის მადლის მოხვეჭით ეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიხვეჭ მას და სად... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Atman |
Dec 7 2009, 06:31 PM
პოსტი
#19
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
ციტატა ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ აღიარებს, და მიიჩნევს მას ერთ-ერთი იუდაური სექტის წარმომადგენლად, როგორ ვიფიქრო მე ქრისტიანმა, რომ ის ქრისტესთან მივა.მე მახსენდება ერთ-ერთი ამერიკელი მღვდელმტავრის სიტყვები, რომ ადამიანს კეთილი საქმეები კი არა ქრისტეს რწმენა გადაარჩენს (რწმენა, რა თქმა უნდა, საქმესაც გულისხმობს). მე პირადად ვაღიარებ ქრისტეს, როგორც ღმერთს, მაგრამ არა მარტო ქრისტეს... მაქვს შანსი ცხონების? კანონისტი ციტატა ადამიანი ცხონდება სულიწმიდის მადლის მოხვეჭითეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიხვეჭ მას და სად... გეთანხმები. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Dec 7 2009, 06:31 PM
პოსტი
#20
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Funkenstein
ციტატა არა აშკარად მახსოვს რომელიღაც წმინდანს ააქვს ნათქვამი, შეიძლება პავლეს ზუსტად არ მახსოვს! მამა თეოდორემაც მოკვა ერტი ამპავი წარმარტი მეპე როგორ ცხონდა იმის გამო რომ მან თავისი არმია მოაბრუნა გზიდან იმის გამო რომ ერთი უსმართლოდ დასჯილი გარიბი ქალის საქმე "გაერჩია" . ამას მთლიანი კონტექსტი ჭირდება. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით სასუფეველს მხოლოდ მონათლულები დაიმკვიდრებენ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი