IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

133 გვერდი V « < 131 132 133  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 1 2020, 11:58 AM
პოსტი #2641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი ეფრემ ფილოთეველი


„ჩემი ცხოვრება ბერ იოსებ ისიხასტთან“


(გაგრძელება)


"მან გაიცნო ყველა მეუდაბნოე. ასე მიაგნო 90 წლის ბერს, მდუმარე გერასიმეს. ეს საოცარი მამა გონიერი ლოცვის ღვაწლში იმყოფებოდა, რომელმაც 17 წელი გაატარა კლდის წვერზე ყინვასა და ქარიშხალში, ელვას ხშირად დაუწვავს მისი ტანსაცმელი და სხეულის ნაწილები, უკიდურესი მოთმინებით უძლებდა ბოროტ სულთა შემოტევებს. იესოს ლოცვისასცრემლის ნაკადი მოსდიოდა თვალთაგან.

გაიცნო მამა ეგნატეც- 95 წლის ბრმა მოხუცი, მისგან ბევრი სულიერი ბრძნული ცოდნა და რჩევა მიიღო. ბერი ეუბნებოდა: „ვინც ახალგაზრდობაში ბევრს მუშაობს, მას უზრუნველი სიბერე ელოდება. სანამ ახალგაზრდა ხარ ილოცე, იმარხულე, მეტანიებით იღვაწე. ეს სიბერეში გამოგადგება.“ ამ მოხუცს საოცარი რამ სჭირდა - საუბრისას ბაგეებიდან საამურ სურნელს აფრქვევდა.

ფრანცისკი სტუმრობდა ცნობილ მოღვაწე ბერს, კალინიკეს, კატუნაკის სავანიდან . ის წმინდანად მიაჩნდათ. ბერი იოსების გადმოცემით: „ეს იყო დიდებული მოღვაწე. 40 წლის განმავლობაში დაყუდებაში მყოფი. დაუცადებელი გონიერი ლოცვით ეგემა ღვთაებრივი სიყვარულის ღვაწლი. სხვისთვის მისაბაძ მაგალითს გამოეცადა გონებისმიერი აღტაცების გემო. ბერმა კალინიკემ არ ასწავლა ფრანცისკს გონებისმიერი ლოცვა, ვერაფრით ანუგეშა, პირიქით: - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ ისწავლი ამ ლოცვასო. ახალგაზრდამ მთელი თვე იტრიალა მის სავანესთან და ბოლოს ხელცარიელი წამოვიდა.

იპოვა მოხუცი, კატუნაკელი ბერი, რომელიც შეუჩერებლად იმეორებდა: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, უფალო შემიწყალე;“ შესვენებისას იგივეს ამბობდა შინაგანი ლოცვით. მერე, კვლავ ბაგისმიერ ლოცვას აგრძელებდა. ფრანცისკი მასთან საკუთარი ზრახვების და გულისწადილის გასანდობად მივიდა, ბერმა კი უთხრა; , შვილო ჩემო, შვილო ჩემო - იესოს ლოცვა, იესოს ლოცვა შვილო!უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“

ერთი მოღვაწე თავის მღვიმეში ყოველდღიურად შვიდჯერ ტიროდა. მისი ბალიში მუდამ სველი იყო ღამეული ტირილისგან. ამ არაბუნებრივი ცრემლის დაკარგვის შიშით ახლოს არავის იჩერებდა. ამიტომ მორჩილი დღეში 2-3-ჯერ სტუმრობდა. ის კითხულობდა:

- მამაო ამდენს რატომ ტირი?

- შვილო, უფლის ჭვრეტისას სიყვარულის ცრემლის შეკავება არ შემიძლია.

სხვა ასკეტმა მამამ ფრანცისკს გაანდო, რომ ერთხელ ანტიდორი უბოძა უჩინარ, შიშველ მოღვაწეს და აზიარა შუაღამის ლიტურგიაზე. გაიცნო მთის მწვერვალზე მცხოვრები რუსი განდეგილი. ის ათ წელში ერთხელ ეშვებოდა ქვევით, სხვა მეუდაბნოესთან შესახვედრად და სწორედ ამ მიზნით ჩამოსულიყო ამჯერადაც, მაგრამ უცხო მეუდაბნოე არ მოვიდა - ალბათ გარდაიცვალა.

ეს განდეგილები წმინდა ნაწილებივით სურნელს აფრქვევდნენ. თურმე სხვა ნათელმხილველ მამებსაც უღვაწიათ, მაგრამ ფრანცისკის მოსვლამდე ორიოდე წლით ადრე გარდაიცვალნენ. ყმაწვილს მოუთხრობდნენ მათი საოცარი გმირობის ამბებს.

ასეთი მამების ღვაწლის გაგონება ფრანცისკის ინტერესს აღვივებდა: რით იკვებებოდნენ, რით იმოსებოდნენ, რას ჭვრეტდნენ, რა იდუმალებას ჩასწვდნენ. მომაკვდავებისკენ მიიჩქაროდა მათი საუბრის მოსასმენად. ერთი ღვთისმშობელს ხედავდა, მეორე - ანგელოზებს. უფალი მათ ნუგეშს არ აკლებდა, რათა მშვიდად დაელიათ სული.

ამ წმინდათაგან ფრანცისკმა თავისი ცხოვრების მოსაწყობად წესი და ტიბიკონი აითვისა. ბერი იოსების ნათქვამის თანახმად: ამ წმინდანებმა დამოძღვრეს იგი. თვითონ არ მოუგონია, არამედ წმინდათა გამოცდილება და სწავლება განავრცო. სამწუხაროდ ყველანი უკვე სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ, ამიტომ ფრანცისკის სულიერი მოძღვარის ტვირთს ვერ იტვირთებდნენ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2020, 12:41 PM
პოსტი #2642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ეს დიდებული მამები გამონაკლისს ეკუთვნოდნენ, რადგან ათონზე, იმ ეპოქაში სულიერი გულგრილობა შეიმჩნეოდა. მაგალითად უდაბნოში ფრანცისკი შეხვდა კატასთან მოთამაშე მოხუცებულ, უსინათლო ბერს. სულიერი გულმოდგინებითა და მუყაითობით გულანთებულმა ჰკითხა:

- მამაო, იესოს ლოცვის ნაცვლად კატით რატომ ერთობი?

საბრალო მოხუცმა, მისი აზრით სასარგებლო რჩევა მისცა:

- შვილო ხიბლში ჩავარდნისა მეშინია

- მამაო, ნუთუ ეს სწორი საქციელია?

რას იზამ, შეაყარე კედელს ცერცვი. იგი ასე აღზარდეს და მასაც ეგონა, რომ იესოს ლოცვა ხიბლს იწვევდა. პირდაპირ უბედურებაა! ჩვენი დროის მონაზვნებიც ფიქრობენ ასე. უფრო ცუდი კი ისაა რომ უვიცობის აღიარების ნაცვლად ცდილობენ დაიყოლიონ და ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას აარიდონ მათთან რჩევისთვის მისულები.

ბერი იოსების დროს ამ მხრივ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო. იგი თავის სულიერ შვილს სწერდა : „იმას, რასაც მე გწერ, ყველას ნუ გაანდობ, თავის სიცოცხლეში ვერ ჩასწვდებიან ამას, არ აინტერესებთ. გონიერი ლოცვა ერესი
ჰგონიათ. ასეთია ჩვენი ცბიერი და მზაკვარი ეპოქა. ჭეშმარიტი ბერი მუდამ უფალს უნდა ჭვრეტდეს: მგზავრობს, შრომობს, სადილობს... ძილშიც კი.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2020, 11:49 AM
პოსტი #2643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

დანიელ ბერის კალთის ქვეშ

"მოძღვრის ძიებამ ფრანცისკი ისევ კატუნაკში, ბერი დანიელის საძმოში დააბრუნა. ეს იყო უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლებისა და მღვდლობის ხარისხის მქონე, უაღრესად გონიერი ბერი. ამიტომ ახალბედამ აქ დარჩენა გადაწყვიტა. მას ევალებოდა ფსალმუნების კითხვა წირვაზე, ტრაპეზობისას და სხვა... კითხულობდა უშეცდომოდ, სხაპასხუპით, მშვენიერი ტემბრით და თან ტიროდა.

ბერი დანიელი, თავის პატარა თემში მოღვაწეობის ყველასთვის შესაძლებელ და უსაფრთხო წესს იცავდა: ეს იყო ოქროს შუალედი - მოძღვარი არ იყო მკაცრი, მაგრამ, მორჩილებს მოდუნების უფლებასაც არ აძლევდა. ღვაწლის წყურვილით გულანთებული ფრანცისკის სულს მეტი გულმოდგინება და მუყაითობა სურდა. საძმო ტრაპეზზე თეფშს მიჩერებული ყმაწივილი საზრდელს არ იღებდა.

- მიირთვი, ფრანცისკ, მიირთვი

- როგორც მაკურთხებთ ძმებოო, ამბობდა, მაგრამ არ მიირთმევდა, არც ეკამათებოდა.

ძმებს ეძინათ, ის კი იესოს ლოცვაში ფხიზლობდა, ბევრს შრომობდა. ამგვარი განწყობის გამო, თავისი ახალგაზრდობის მიუხედავად, მისაბაძ მაგალითად იქცა. მაგრამ, სული არ მშვიდდებოდა - მდუმარება სწყუროდა.

ბერი დანიელი ყველაფერს მიხვდა და დაარიგა:

- შვილო, შენ ასკეტის სული გაქვს, ამიტომ ეს საძმო არ შეგეფერება. დაუბრუნდი შენს მღვიმეს, მაგრამ მარტოობა საშიშია - ხიბლი იცის, ამიტომ გამოგიძებნი შესაფერის ძმას.

- როგორც მაკურთხებთ მამაო, - უპასუხა ფრანცისკმა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2020, 12:02 PM
პოსტი #2644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ბერის რჩევით დასახლდა ვიგლში-განმარტოებულ, მყუდრო ადგილას, წმინდა ათანესის მღვიმის მოშორებით და მკაცრ ღვაწლს მიეცა. მარხულობდა, ღამეებს გონიერ ლოცვაში ატარებდა. სიფხილზე რომ არ მოდუნებოდა, იდგა, ან მოძრაობდა; მთელი ღამე დადიოდა ძილის ბუნებრივი მოთხოვნილების დასათრგუნად. გაუძლო რვადღიან ლოცვას ფეხზე მდგომმა, საკვებისა და ძილის გარეშე. ვიგლში ექვსი თვე გაატარა. ამ ხნის მაძილზე ყოველდღე სტუმრობდა წმინდა ათანესის მღვიმეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ დიდი მოწიწების გამო ცდილობდა მღვიმეში კანდელი არასოდეს ჩამქრალიყო. კითხულობდა წმინდა მამათა ნაშრომებს, ცდილობდა ჩასწვდომოდა გონიერი ლოცვის არსს. იმდენად სურდა მისი შესწავლა, რომ უწყვეტად ემუდარებოდა უფალს - მიენიჭებინა მისთვის ეს ლოცვა.

ჩვევად ექცა უდაბნოში ყოველ საღამოს 2-3 საათიანი უნუგეშო ქვითინი. ცრემლის ღვარი ფეხებქვეშ მიწას უსველებდა, ბაგეებით კი იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. „სათნოებათმოყვარეობიდან“ მან უკვე იცოდა გონიერი ლოცვის არსებობის შესახებ, მაგრამ არ იცოდა, როგორ სრულდებოდა იგი, ამიტომაც ემუდარებოდა უფალს და ღვთისმშობელს - მიემადლებინათ ეს ნიჭი მისთვის."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2020, 01:09 PM
პოსტი #2645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ლოცვის ღვაწლსა და სულიერი მოძღვრის ძიებაში რომ არ შეზღუდულიყო, მისთვის ნაცნობ ბერთაგან არავის დაემოწაფა, მხოლოდ ერთს სთხოვა: სულიერი მოძღვრის პოვნამდე ჩემთან დასახლდი იმ პირობით, რომ ურთიერთის თავისუფლებას ნუ შევზღუდავთო.

შეთანხმდნენ და ამ თანაცხოვრებისათვის ფრანცისკმა მას მცირეოდენი თანხა გადაუხადა. მაგრამ მოხუცმა სიტყვა ვერ შეასრულა: თავი ახალგაზრდა მოღვაწის მოძღვრად წარმოიდგინა, ადებდა ეპიტემიებს, უხეშად და სასტიკად ექცეოდა. ფრანცისკი გმირულად უძლებდა.

ერთხელ ფრანცისკმა მღვდელი მოიწვია საკუთარ ოთახში წყალკურთხევის ჩასატარებლად და მადლობის ნიშნად ჩაით გამასპინძლება გადაწყვიტა. ამის შემხედვარე მოხუცმა ლანგარს ხელი აჰკრა და ყველაფერი მიწაზე დაცვივდა...

ყმაწვილმა თავი ჩაქინდრა, მეტანია შეასრულა და პატიება ითხოვა! ამით გაიმარჯვა ცდუნებაზე. მაგრამ ძალიან კი შეფიქრიანდა. მოწვეული მღვდელი მის დამშვიდებას ცდილობდა, ჯერ კიდევ ერისკაცს მოთმინება გმართებსო. მაგრამ ფრანცისკმა ისინი მიატოვა, უკაცრიელ ხეობას შეეფარა.

ტირილისგან ღონემიხდილი დარდობდა, თუ რატომ გახდა შეუძლებელი ათონზე ისეთი მოძღვრის პოვნა, ვინც გონიერ ლოცვაში გაწვრთნიდა. ყველაფერზე მეტად სწორედ ეს კითხვა უკლავდა გულს. აღმოჩნდა, რომ უდაბნოშიც ბობოქრობდნენ ვნებები! მაცდურმა ამ შემთხვევით ისარგებლა და ჩააგონა: „ტყუილად გაისარჯე, შენ რომ ეძებ ისეთები აღარ არსებობენ, უკან დაბრუნდი.“

ახალგაზრდა მოღვაწე ამ თავდასხმებს გაბედულად შეეწინააღმდეგა: „ერში დავბრუნდე? არასოდეს! არც ყალბი მონაზვნობა მსურს! ან მოვკვდები, ან სულიერ სიმდიდრეს მოვიპოვებ.“

შებინდდა, მზე ჩადიოდა. მშიერი, გატანჯული ფრანცისკი ძლივს დამშვიდდა, გაჰყურებდა ათონის თავზე მდებარე უფლის ფერისცვალების ეკლესიას და მთელი მისი არსება, მთელი მისი განაწამები სული ლოცულობდა: „უფალო, როგორც შენი მოწაფეების თვალწინ იცვალე ფერი, ისევე განმაახლე და გარდამქმენი! დაამშვიდე ჩემი გული, ამოშანთე ვნებები, მოთოკე ჩემი დაუოკებელი გონება. მომმამდლე ლოცვა შენს თაყვანისმცემელს!“

თითქოს, ამ დიდი ტკივილით ამოთქმულის პასუხად, ტაძრიდან მოღწეულმა მსუბუქმა ქროლვამ, ნელსურნელებით სავსემ მისი სული სიხარულით, სინათლით, ღვთაებრივი სიყვარულით გათანგა.

გულიდან გადმოეღვარა შეუწყვეტელი ლოცვა, ისეთი ტკბილი და ნეტარების მომგვრელი, რომ აფიქრებინა:“აი სამოთხე! მე სხვა სამოთხე აღარ მსურს.“ მოხდა უცნაური რამ - ახალგაზრდამ თავი ორ ადამიანად აღიქვა. შიგნითი ადამიანი საათივით, მათემატიკური სიზუსტით ლოცულობდა. საკვირველი იყო ის, რომ ეს გარეგანი ადამიანის მცდელობისა და ძალდატანების გარეშე ხდებოდა. ამ მოვლენამ გააკვირვა და ათქმევინა: „ნეტავ რა დამემართა? აქამდე ჩემი ძალებით რამდენს ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, ახლა კი ჩემს შიგნით ლოცვა თავისთავად მიედინება.“

ბრმასავით ხელის ცეცებით რამდენს ხანს ეძებდა ამ ლოცვას, რამდენი წაუკითხავს და მოუსმენია მის ღვთაებრივ ნათელზე; მისი არსებობა სწამდა და მისი შეძენა სურდა. აღსრულდა, გრძნობს, რომ აღარ ჩერდება შინაგანი ლოცვა - თურმე როგორი გემო ჰქონია, რამდენი ნეტარება და სიტკბო მოაქვს!

მადლითა და უზომო სიხარულით სავსე შეეფარა მღვიმეს. ნიკაპი მკერდს დააბჯინა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას იესოს ლოცვა ააყოლა. მაშინვე შეიგრძნო ნაჩუქარი ლოცვიდან წამოსული სიტკბო. სულ რამდენიმეჯერ მოასწრო მისი წარმოთქმა, რომ ჭვრეტამ წაიტაცა.

სხეული კვლავ კარჩაკეტილ მღვიმეში დარჩა, ხოლო, მისი მდუმარე სული უსაზღვრო სამყაროს მშვენიერებაში აღმოჩნდა: მშვიდი, უვნებო, უსურვილო მხოლოდ ერთს ფიქრობდა: „ხომ არ დავრჩე აქ, აღარ დავბრუნდე იმ დაწყლულებულ სოფელში!“ უფალმა ამ ხილვით ინება მისი ნუგეშისცემა, რის შემდეგაც მიხვდა რომ კვლავ მღვიმეშია. ამიერიდან მის არსებაში ბოლო ამოსუნთქვამდე აღარ შეწყვეტილა ღვთის მიერ ასე სასწაულებრივად ბოძებული იესოს ლოცვა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2020, 12:02 PM
პოსტი #2646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"თუკი რომელიმე ქრისტიანს ერში, ან ბერში ეღირსება გონიერი ლოცვის ნიჭი, მან ეს სასწაულად და ღვთის კურთხევად უნდა ჩათვალოს. ასეთ შემთხვევაში უპირობოდ უნდა შესძლოს თავისი ყოველგვარი უნარის გამოყენება. უნდა დაიდუმოს გარეგანი და შინაგანი მეტყველება. არა დაუფიქრებლად და გაუცნობიერებლად, არამედ წინდახედულად, შეგნებულად გაიაზროს, რომ გარეგანი და შინაგანი მდუმარება გონიერი ლოცვის შეთვისების გზა და საშუალებაა.

როცა ბერი დუმილით, თვითიძულებით და გონიერი ლოცვით უფალთან შეერთებას შეეცდება, არაერთ სიძნელეს გადაეყრება. განსაკუთრებით კი - ბერი თუ მიზნად დაისახავს გონიერი ლოცვის შესწავლას, რომელიც ბერობის დანიშნულება, საძირკველი და მწვერვალია, მაშინვე, ბოროტი ძალა არა მხოლოდ შესაძლებელ, არამედ შეუძლებელსაც კი შეეცდება, რომ ქრისტიანი ვერ მიუახლოვდეს ამ მიზანს - ვერ დააგემოვნოს იესოს ლოცვის სიამენი.

ხოლო თუ ადამიანმა იმარჯვა და ლოცვაში წარემატა, მაშინ მას ვერანაირი ძალა ვეღარ შეაკავებს; ის ხვდება: როცა შინაგანი ლოცვის დასაწყისს ამდენი რწმენა და ღვთაებრივ ნათელთან თანაზიარება ახლავს - ბეჯითს ხომ მეტი ჯილდო მოელის და ამისათვის შრომა ღირს! დამწყები რომ გონიერი ლოცვის იდუმალებას შემთხვევით არ შეეხოს და რათა ვერაფერს მიხვდეს, ბოროტი ძალა თავიდანვე ქმნის წინააღმდეგობებს ათასგვარი გულისთქმების სახით, თავი გვევსება ფიქრებით, გონება დაფარფატებს. უფლის მიერ დადგენილი წმინდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.

წლები გარბიან, ხელში გვადნება ძვირფასი დრო. გონებას ჩვევად ექცევა ქრონიკული დაფანტულობა. ყოველგვარ უსარგებლო აზრებზე და მოვლენებზე შეჩერება, ჩაკირკიტება, ენა კი - ლაყბობს. როგორც არ ტოვებენ კვალს: სიზმარი, ჩრდილები, ფრინველები, ასევე უაზროდ, უშედეგოდ გვისხლტება დრო... ამ ხაფანგით მაცდური აგვაცდენს იმ მიზანს, საითაც უსაზღვრო მოწაყლებისა და სიყვარულის ძალით უფალი ღვაწლმოსილი მონაზვნობისკენ მოგვიწოდებს.

ჩვენ გვევალება წარვემატოთ ლოცვაში, შევიცნოთ გონიერი ლოცვის ჭეშმარიტება და სილამაზე, მისი კეთილსურნელება. უნდა ვიგრძნოთ უფლისა და სულის დიალოგი, ურთიერთკავშირი. ამ ლოცვით იგი გვიმჟღავნებს ღვთაებრივ სახეს და ადამიანის სულის განღმრთობის შანსს.

გონიერი ლოცვა რწმენაში გვაძლიერებს. მისი საშუალებით გრძნობ რწმენის სიდიადეს და მაშინ მილიონი ფილოსოფოსიც ვერ შეგვირყევს მას. უბრალო ბერი შეძლებს რწმენით დაამსხვრიოს მათი დასაბუთებანი. რატომ? ისინი საუბრობენ ცდომილებებით, მიკიბულ-მოკიბულად, ტვინს იჭყლეტენ. მონაზონს კი თავისმტვრევა არ სჭირდება; მან ხომ ღვთის არსებობის ჭეშმარიტება შეიგრძნო, ასე ვთქვათ „დააგემოვნა.“

ადამიანმა ლოცვა შეიძინა - ეს საოცრებაა. ის უნდა მოიპოვოს იძულებით, დაჟინებით. ღმერთი უნდა დარწმუნდეს, რომ ღარიბმა, არარაობამ, მაგრამ თვინიერმა კაცმა მთელი არსებით იბრძოლა ღვთაებრივთან კავშირისათვის. სწორედ ეს დაამტკიცა ფრანცისკმა: დასაწყისშივე ის იქცა გულშემუსვრილებად - ერთ დიდ ტკივილად, თვითაღკვეთად და ასკეზად. გმირულ შრომას მოანდომა ცხოვრება, ჯანმრთელობა და სინორჩე იმ იმედით, რომ შინაგანი ლოცვის მადლის მფლობელი შეიქმნებოდა. სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა ის სასწაული, რომელსაც უფლის ჩარევის გარდა სხვა სახელს ვერ მოვუძებნით. გონიერი ლოცვა არა მოძღვრისაგან, არამედ პირდაპირ ციდან მოვიდა. ზუსტად იგივე მოხდა ღირს მაქსიმე კავსოკალიველთან და სხვა დიდ მოღვაწეებთანაც."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2020, 01:31 PM
პოსტი #2647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ფრანცისკმა მოინახულა ბერი დანიელი, მომხდარის შესახებ აცნობა და ჩანაფიქრიც გაუმხილა:

- მე მოვიპოვე ლოცვა. შევიგრძენი იგი, ახლა აღარავინ მჭირდება. სადმე, კლდის ძირში დავბინავდები.

- ფრთხილად, ხიბლსა და დაუდევრობას უფრთხილდი, ან ბოროტმა ძალამ არ შეგამთხვიოს რამე, ჭკუიდან არ შეგშალოს.

- ვიპოვე, რასაც ვეძებდი ახლა აღარაფრის მეშინია, როცა ლოცვა ჩემთანაა, ის რაღას დამიშავებს?

- კარგი, მაგრამ მარტო მაინც არ უნდა დარჩე. თანამოძმე გჭირდება.

ფრანცისკი ვიგლიდან წავიდა. მღვიმეში დასახლდა და გონიერ ლოცვაში მეცადინეობას შეუდგა. ადამიანებს ერიდებოდა, რათა გონებას ლოცვა არ შეეწყვიტა. მაგრამ ეშმაკსაც არ ეძინა და ერთ შუადღეს ლომის სახით ეჩვენა. ახალგაზრდას ლამის სული გასძვრა შიშისგან, თუმცა პირჯვარის გამოსახვა მოახერხა და ისიც გაქრა.

ორი თვე გაატარა ამ ვიწრო მღვიმეში, სადაც წელშიც ვერ იმართებოდა და გამხმარი პურის დასადები ადგილიც კი არ იყო. კლდის შვერილს ჯვარს გადასახავდა და იქ დებდა. თაგვები არ ერიდებოდნენ, ხელითაც კი ეფერებოდა, მაგრამ პურის მარაგი გაუნადგურეს. ორი თვე მოთმინებაში გაილია, ბუჩქნარის ტოტებით ცოცხებს კონავდა და ლავრაში პურზე ცვლიდა - ხალხმრავალ მონასტრებში ტრაპეზიდან მორჩენილ პურს ახმობდნენ, რომ არ დაობებულიყო და ჭიშკართან დიდ კასრებში ინახავდნენ, ხოლო განდეგილებს საჭიროებისშემთხვევაში ჩანთებით მიჰქონდათ. ფრანცისკიც ასე იმარაგებდა ორცხობილას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2020, 12:36 PM
პოსტი #2648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

ეშმაკებთან ბრძოლა

"ერთ ღამეს იელვა სინათლემ და უსიტყვო, გულისმიერი ლოცვით მოღვაწე ფრანცისკი კვლავ ჭვრეტამ აღიტაცა. თავად ასე ყვებოდა: „ჩემი გონება ატაცებული იქნა უცნაურ მინდორზე. იქ იყვნენ წოდებების მიხედვით საბრძოლო რიგებად დაწყობილი ბერები. მათგან ერთი - მაღალი წოდების სამხედრო წინამძღოლი მომიახლოვდა: „გსურს შენც შეურთდე მეომართა მოწინავე რიგს?“ ვუპასუხე, რომ იმ შავ ეთიოპიელებთან ხელჩართული ბრძოლა მწყუროდა.

ისინი ჩემს პირდაპირ იდგენენ და მართლაც შიშის მომგვრელნი იყვნენ - ბრდღვინავდნენ და ცეცხლს აფრქვევდნენ, მაგრამ რატომღაც არ მეშინოდა, პირიქით ისე ვიყავი გააფთრებული, მეგონა კბილებით დავფლეთდი. მე ხომ ერშიც გაბედული, მებრძოლი სული მქონდა. მაშინ ჩვენმა წინამძღოლმა 3-4 რიგით წინ წინახაზზე გადამანაცვლა, სადაც გაავებული ეშმაკების წინაშე ერთი თუ ორი ბერიღა შემართულიყო.

ბოროტი სულები ჩვენთან შესაბმელად მოემზადნენ. მეც დავიწყე მათ წინაშე სუნთქვა ცეცხლითა და გააფთრებით. წინამძღოლმა მიმატოვა ასეთი სიტყვებით: „ვისაც ვაჟკაცური ბრძოლა სურს, კი არ ვაბრკოლებ, არამედ ვეხმარები.“ მალევე გონზე მოსული დავინტერესდი: „ნეტავ როგორია ეს ომი?“...


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2020, 11:48 AM
პოსტი #2649


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"მაშინ დაიწყო სასტიკი ბრძოლა სხეულთან, ეშმაკები დღე და ღამე ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ. ყოველ ღამეს გააფთრებული ხორციელი ბრძოლა, დღისით კი ომი ხორციელ გულისთქმებთან. თვალის მოხუჭვა არ შეიძლებოდა, ჩათვლემდა თუ არა ეცემოდა და იბილწებოდა. ან კუთხეში მდგარს ეძინა, ან მის მიერ გამოჩორკნილი ხის სავარძლის მსგავსზე იჯდა იდაყვებდაბჯენილი. ამგვარად ეძინა რვა წელს - ანუ სანამ გრძელდებოდა ეს ბრძოლა. თავს არასდროს აძლევდა დაწოლის და დასვენების უფლებას.

წარსულში არასდროს არ ჰქონია ხორციელი ურთიერთობების გამოცდილება. ერში წმინდად, ქალწულებრივად ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, იმისათვის რომ გამოევლინა საკუთარი ნება და მოღვაწის სული, საღმრთო განგებულების შესაცნობად ასეთი ბრძოლა დასჭირდა. ამ ბრძოლის აუცილებლობა გაცნობიერებული ჰქონდა, ამიტომაც იღწვოდა ასე გულმხურვალედ, მკაცრად მარხულობდა და მთელი ღამე ლოცვით ფხიზლობდა. იკვებებოდა მხოლოდ ხმელი პურით და მცირეოდენი წყლით.

როცა აუტანელი დაღლა ეუფლებოდა, მადლი აძლიერებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. დროის მდინარებას ეშმაკებისაგან სასტიკი და თითქმის უწყვეტი ბრძოლა სდევდა, თუმცა თვითანაც გააფთრებით ესხმოდა მათ. ფრანცისკი იჯდა ზედიზედ ექვსი საათი და გონებას გულიდან გავსლის ნებას არ აძლევდა, გონიერი ლოცვით იღვწოდა.

სხეულიდან ნაკადებად ეღვრებოდა ოფლი, გვერდით ჯოხი მოემარჯვებინა და დაუნდობლად იგვემდა სხეულს, განსაკუთრებით თეძოებსა და წვივებზე. ისინი ცემისაგან ჩალურჯებული ჰქონდა, დღეში 2-3-ჯერ სხეულს იჩხვლეტდა. ბევრი ჯოხი გადაიმტვრია თეძოებზე, საკუთარ თავს ჯალათივით ექცეოდა.

ის რომ ჯოხს წამოავლებდა ხელს - სხეული შიშით უთრთოდა. ეშმაკები ფრთხებოდნენ, ვნებები ცხრებოდა, ეუფლებოდა სულიერი ნუგეში და სიხარული. მან იცოდა, რომ არსებობს ღვთაებრივი კანონი: ნაგემები ტკბობა ტანჯვით უნდა განიკურნოს. მრავალი ცრემლი დაღვარა ღვთისადმი მუდარაში, რათა ამ სასტიკი ბრძოლისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ - ამაოდ.

ფრანცისკი ვაჟკაცი იყო. თვითონაც თავს ესხმოდა მტერს, ენით აღუწერელ მოთმინებას ავლენდა, იძულებით იღვწოდა, იმუქრებოდა: „ან მე, ან - თქვენ!“ განა შეიძლებოდა უფლის მადლი არ შესწეოდა ფრანცისკის თავისუფალი ნების ასეთ გამვლინებას, არ აემაღლებინა სულერების მაღალ საფეხურებზე, რომელზეც ის აღმოჩნდა მომავალში..."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2020, 01:06 PM
პოსტი #2650


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"მთელ რვა წელიწადს - ყოველღამეული მოწამეობა, მთელი ღამე ჯოხებით, ნაჯახებით შეიარაღებული ეშმაკთა ურდოები გააფთრებით აწამებდნენ. ერთი ეშმაკი ჯერ კიდევ მოკლე წვერში ჩააფრინდებოდა, სხვები - თმებში, კიდურებში... ტანჯვის მრავალნაირ ხერხს იყენებდნენ, ყვიროდნენ: „დავახრჩოთ! მოვკლათ!“„დამიფარე ღვთისმშობელო!“ - შესძახოდა ფრანცისკი, და ერთ-ერთ მათგანს რომ მოიხელთებდა, დანარჩენებს იმასვე ურტყამდა. სცემდა ისევე, როგორც ხორციელს გალახავდა: ახეთქებდა კედლებზე ისე ძლიერად, რომ ხშირად ხელებსაც დაიშავებდა ხოლმე. მისი მუშტების კვალი ემჩნეოდა კელიის კედლებს. ფრანცისკმა შეამჩნია რომ იესოსა და ღვთისმშობლის მოხმობისთანავე ისინი ქრებოდნენ, ეშმაკთა ძალა კვამლივით ქრებოდა და თანაც ყვიროდნენ: „ვიწვით! ვიწვით!“

ბრძოლა გაგრძელდა. თვითონ ბერი იოსები გვიყვებოდა; „ერთხელ ავტირდი: „უფალო ჩემო, ვცდილობ ვიღვაწო მშიერ-მწყურვალმა, მაგრამ ვერ ვიმარჯვებ. მტერმა რომ გამანადგუროს?!“ ხუთ წუთსაც არ გაევლო, რომ სატანა გამომეცხადა, ყელში ჩამაფრინდა ის ქაჩალი და ცდილობს მომგუდოს, გააფთრებულმა მხარზე ვუკბინე, კბენის მომენტი ისეთი რეალური იყო რომ ტუჩებზე მისი ჯაგარი შევიგრძენი. გამეღვიძა. მისი სუნისგან კელია აუტნლად ყარდა. გარეთ გამოვვარდი, სუნი იქაც იგრძნობოდა.“

ამ ბრძოლაში ხშირად გრძნობდა ღვთისმშობლის შეწევნას და მიხვდა რომ დედოფალი სიწმინდეს აფასებს. ამიტომაც მონდომებით ებრძოდა ხორციელ სურვილებს. ბერი გვეუბნებოდა: „ვერც კი გადმოგცემთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უმანკოება და სიწმინდე, თვითონ ხომ სავსებით წმინდაა, ამიტომაც სურს წმინდანნი ვიყვეთ და ვუყვარვართ ასეთები.“

ის ტიროდა, ემუდარებოდა და ღმრთისმშობელიც ხშირად ანუგეშებდა, მაგრამ ტანჯვას ბოლო არ უჩანდა. თითქოს ჩაწყნარდებოდა ყველაფერი, მაგრამ სულის მოთქმისთანავე განახლდებოდა ბრძოლა. ფრანცისკის სხეული თითქოს დანებებას აპირებდა, ვაჟკაცობა შეერყა, რადგან მისი იარაღი ძალას კარგავდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ღვთაებრივი ნუგეში. თვითონვე ყვებოდა ამ სასწაულებრივი ხილვის შესახებ: „ არ ვცრუობ, ჭეშმარიტებას გეუბნებით, ვიცნობდი ძმას მჯდომარეს მთვარით განათებული უკაცრიელი უდაბნოს იდუმალებაში. იგი იესოს ლოცვით გათანგული ფხიზლობდა.

სწორედ ამ დროს მოვლენილმა ჩიტის ტკბილხმოვანმა გალობამ აიყოლია მისი გონება და შეისრუტა მისი გრძნობები. მიჰყვა ხმის პატრონის სანახავად. მიდის თავდავიწყებით და ათვალიერებს შეშლილივით გაოგნებული და აღფრთოვანებული! მოშორებით შეამჩნია, მადლითა და კეთილსურნელებით სავსე სინათლე, რამაც უცხო გალობა გადაავიწყა, დაატყვევა და ჭვრეტად აღიტაცა. ასეთ სალოსურ მდგომარეობაში გავიდა თოვლივით ქათქათა გზაზე. კედლები ბრილიანტისაა, სამოთხესავით ბაღი ოქროსფურცლოვანი ყვავილებითაა მორთული. ადამიანური ენით ამის გადმოცემა შეუძლებელია...

ფრანცისკი შიშლილივით მიაბიჯებს ცენტრში მდგარი, ცამდე ატყორცნილი ქათქათა სასახალისაკენ. მის კარებთან ანგელოზთა დედოფალი, ჩვენი ერთადერთი შვება, ყოველი ქრისტიანისთვის ნუგეში და ამოსურნელის დამაფრქვეველი - ღვთისმშობელი იდგა. ხელში ათას მზეზე უფრო აღმატებულად ბრწყინვალე ყრმა ეკავა. ღვთაებრივი სიყვარულით აღგზნებული ძმა ისე მიეკრა დედოფლის კალთას - როგორც შვილი დედას, ღვთისმშობელი კი დედაშვილურად მოეხვია და ეამბორა.

ასეთია ღვთაებრივი დედაშვილური სიყვარული და მზრუნველობა. ღვთისმშობელმა საკუთარი შვილივით ჩაკოცნა და აღუწერელი სურნელებით აავსო იგი. ალალ-მართალი ძმა გამომიტყდა: ამ ხილვის გახსენებისას ჩემი სული ისევ გრძნობს იმ სურნელსა და ტკბობას. ხოლო ღვთაებრივი ყრმა ფუნჩულა ხელით მოეალერსა ძმის სახეს და უთხრა, რომ აი ამ დიდი სიხარულით ტკბობის სანაცვლოდ სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვით უნდა იღვაწოს. ამ ძმას ღვთისმშობლისგან ეუწყა აგრეთვე საიდუმლო, რომლის ახსნასაც დიდი ხანია მხურვალედ ევედრებოდა.

შემდეგ იგი თავისი სურვილის გარეშე უკან დაბრუნდა და კვლავ მოესმა ის დამატკბობელი გალობა, აიხედა და დაინახა დიდი, ათას ფერად მოელვარე ფრინველი, ამ სამოთხეს ფრთებით რომ გადაფარებოდა. ირგვლივ ტახტები იდგა და პატარა ერთმანეთის მსგავსი ფრინველი გალობდა ამ გამოუთქმელ მელოდიას, იქ მყოფნი კი მხიარულობდნენ. აქ დამთავრდა ეს ხილვა, ძმა კი თავის მიწიერ მდგომარეობას დაუბრუნდა.“

ბერ იოსებს ვეკითხებოდით:

- მამაო, როგორი თვითიძულებით მიაღწიე ისეთ წარმატებას, რომ დაიმსახურე ღმრთისმშობლის ამბორი?

მან გვიპასუხა რომ ყველაზე მეტად გულზე მოხვდა მცნება „შეიცან თავი შენი“. მთელი არსებით ცდილობდა მას ჩასწვდომოდა და აღესრულებინა. რა ხარ შენ? არაფერი, არარაობა. მატლიც კი არ ხარ. მადლი რომ მოდის, ადამიანი განიღმრთობა! მიდის და... შეიძლება ყველა ერესი აღიარო, ყველა დანაშაული ჩაიდინო, ჯოჯხეთის ლუკმად იქცე. უფლის წყალობაზე ვართ დამოკიდებული, ეს კი მოითხოვს შრომას, გარკვეული პირობების შერულებას, რათა მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს შორის.

ფრანცისკი ცდილობდა თვითშემეცნებას, ადამიანის არსის შეცნობას. კაცი თვითმოძრავი არ არის - იგი გარედან იმართება. თუ მადლი მართავს, ანგელოზად გარდაიქმნება. თუ ცოდვების გამო მადლი დატოვებს - დემონად იქცევა. აი ეს ავითვისეო, გაგვიზიარა ბერმა და გვითხრა: „მადლმა რომ მიმატოვოს, ყველაზე უარეს დანაშაულსაც კი არ მოვერიდები, ეს იმიტომ რომ ჩვენში ორივე თესლია ჩანერგილი - კარგიც და ცუდიც. რომელი თესლიც აღემატება, სწორედ ის დაგეუფლება. ვინ იცის რამდენი ადამიანი იგერიებდა ეშმაკებს, მერე კი დაეცნენ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2020, 11:52 AM
პოსტი #2651


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ზემოთ აღწერილ ხილვას რამდენიმე დღიანი შესვენება მოჰყვა, მერე კი უფრო სასტიკი ხორციელი ბრძოლა დაიწყო. რათქმაუნდა ლოცვასა და ცრემლს ნუგეში მოჰქონდა, მაგრამ აუტანელი ბრძოლა უწევდა როცა მადლი ტოვებდა, სამწუხაროდ ირგვლივ მყოფთაგან არავის სურდა მისი შველა, დარიგება და გამხნევება. უფრო პირიქით - სხვა მამები, ვისაც ამგვარი არაბუნებრივი ომის გამოცდილება არ ჰქონდათ - გულს სტკენდნენ და ხიბლს აბრალებდნენ. ამიტომაც არიდებდა თავს ყველას და უმეტეს დროს მღვიმეში ან უდაბნოში მოღვაწეობდა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2020, 10:57 AM
პოსტი #2652


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

მამა ეფრემი

ერში

"გერმანული ოკუპაციის პირველი წლების გასაჭირის გამო სკოლა მივატოვე და მუშაობა დავიწყე. ვოლოსში ორიდან ერთ-ერთში -ძველმესტილეთა ეკლესიაში, სამრევლოს მოძღვრად წმინდა მთიდან მობრძანდა იერომონახი, რომელმაც თავის სულიერ მოძღვრად ბერი იოსებ ისიხასტი დაასახელა.

ეს იერომონახი ჩვენი სულიერი ცხოვრების შემწედ და მრჩევლად მომევლინა, ამიტომაც სულიერ მოძღვრად ავირჩიე. მისი მონათხრობისა და რჩევების გავლენით გულმა წმინდა მთისკენ გაიწია. როცა ამ დიდი ბერის ცხოვრებაზე მომითხრობდა, მის გასაცნობად ჩემი გული მხურვალე ლოცვას აღავლენდა.

14 წლისას უკვე მონაზვნობა მსურდა, ამიტომ ღვაწლს ვცდილობდი, თუ კი საერთოდ ეს შესაძლებელია ბავშვისთვის. მაგრამ ჩემმა სულიერმა მამამ ეფრემმა ამიხსნა: იანაკის ჯერ რა დროს მონაზვნობაა, ძალიან ახალგაზრდა ხარ, გაიზრდები და ვნახოთ..."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2020, 12:08 PM
პოსტი #2653


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)


"დედაჩემს მონაზვნები უყვარდა, თავადაც მონდომებით მარხულობდა, ლოცულობდა. სათნო და მაღალზნეობრივი იყო. ჯერ კიდევ ახალშობილი ვიყავი ჩემი სამომავლო ბერობის შესახებ რომ ეუწყა, ამიტომ გვერდიდან არ მიშორებდა. ლოცვის დროს დაუნახავს ვარსკვლავი, რომელმაც ჩვენი სახლი დატოვა და ათონისკენ გაემართა. ხმამ კი გააფრთხილა: -შენი სამი შვილიდან მხოლოდ ეს იცოცხლებსო.
იფიქრა, რომ დანარჩენები გარდაიცვლებოდნენ, მაშინ ვერ შეძლო ამ უწყების სწორედ ახსნა- რომ ერთი შვილი უფლის მახლობლად იცხოვრებდა. მოგვიანებით კი გააცნობიერა და თვალყური გაამკაცრა, რათა უფლისთვის წმინდა ძღვენი მიერთმია. ხშირად მინახავს სამზარეულოში განმარტოებული, მუხლმოდრეკით ცრემლით მლოცველი, ამიტომაც ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო.

უფლის წყალობით და დედის ზედამხედველობით ერში ჩემი ცხოვრება ძალიან მკაცრი იყო. ოკუპაციის წლებში ოჯახი ყოველდღიური შიმშილის ტიბიკონით ცხოვრობდა. შიმშილისგან ფეხზე ძლივს ვდგებოდით. მე ძირითადად მამაჩემის ფოლადის სახელოსნოში ვმუშაობდი. ზოგჯერ კი რას აღარ ვყიდდი ქალაქის ბაზარში: ბუბლიკს, ქინა-ქინას, ღილებს, ასანთს. ერთგან შევიძენდი- სხვაგან ვყიდიდი. ეს დიდი რისკი იყო, რადგან გერმანელები და იტალიელები გვაკონტროლებდნენ და გვიკრძალავდნენ.

მახსოვს ერთხელ ამ ვაჭრობის გამო ჩემი ძმა დაიჭირეს, ჯერ კიდევ უწვერული ბიჭუნა და მისი მეგობრები კონდახებით სცემეს. სინამდვილეში იტალიელებს რათქმაუნდა ფულის და საქონლის წართმევა სურდათ. ამ „ვაჟკაცებმა“ ბავშვები სასტიკად გალახეს ასანთისა და ძონძების გულსითვის.

ჩემს მეხსიერებას კიდევ ერთი საშინელება შემორჩა: ჩემთვის უცნობი ბერძნები გესტაპომ დახვრიტა და კომენდატურის გვერდით ხეზე დაკიდა. წამების დროს თურმე ფრჩხილის ძირებში ნემსებს ურჭობდნენ, ამიტომ საშინლად გასიებული ხელები ჰქონდათ. სხვათა დასაშინლებლად გვამები დიდხანს დატოვეს ხეზე.
ამ უმძიმეს წლებში ჩვენი იმედი და ნუგეში მხოლოდ ღმერთი იყო. სამუშაოს შემდეგ დედას ეკლესიაში მსახურებაზე და მამა ეფრემთან აღსარებაზე მივყავდი. ის კი საუბრობდა ცხოვრების ცვალებადობაზე, ღვთაებრივ სიყვარულზე, აღსარებაზე, გონიერ ლოცვაზე, ცრემლზე, ბერ იოსებზე და წმინდა მთაზე. ასე იზრდებოდა ჩემი სიცოცხლის უფლისადმი მიძღვნის სურვილი.

შიმშილი და მალარია მოსავალს იმკიდა ვოლოსში. მეც ავად გავხდი, არ ვიცი რატომ, გამუდმებით სიცხე და სისუსტე მქონდა. ბოლოს და ბოლოს დამაწვინეს საავადმყოფოში. ექიმებმა მიზეზი ვერ გამოარკვიეს და მეც სიკვდილს ვებრძოდი. ბოლოს სახლში გამომწერეს. ეს მოვლენა იმის გაცნობიერებაში დამეხმარა, თუ როგორი ფუჭი და ამაოა მიწიერი ცხოვრება, ამან ბერობის სურვილი განამტკიცა.

ამასობაში 19 წელი შემისრულდა. ჩემს მიერ ერიდან გასვლამდე ერთი თვით ადრე, ქალაქის ახალგაზრდობა წმინდა მთაზე მოსალოცად შეიკრიბა თან ბერი იოსების ნახვაც სურდათ. ჩემი მოძღვარი ხომ მისი მორჩილი იყო და ხშირად იმეორებდა: „ბერი იოსები წმინდა კაცია, დიდ ღვაწლშია.“ ქალებმა ნივთები და პროდუქტები შეაგროვეს გასაგზავნად. წასვლა მეც მსურდა, მაგრამ ვიცოდი მამა არ გამიშვებდა. ის ახალგაზრდები ჩემზე უფროსები იყვნენ. მინდოდა რაიმე მაინც გამეგზავნა, მაგრამ არაფერი გამაჩნდა! დედაჩემის კარადაში ცოტა ვერმიშელი ვიპოვე, წერილთან ერთად ჩავდე ტომსიკაში: „მამაო იოსებ, ამას გიგზავნით ჩემი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, გთხოვთ ილოცეთ ჩემი გადარჩენისათვის, ვემთხვევი თქვენს მარჯვენას. იოანე.“ ეს იყო ჩემი სახელი ერში. გზავნილი დავბეჭდე და გავატანე. როდესაც ბერი წერილებს კითხულობდა ჩემზე უთქვამს:

- ეს ბავშვი აქ იმონაზვნებს.

ბიჭებმა უპასუხეს

- გამორიცხულია. მისი მოძღვარი მონასტრის გახსნას აპირებს და იოანეს თავისთვის ამზადებს. ასე რომ, მაგაზე ფიქრიც არ ღირს.

- ის აქ მოვა. აი შენ კი ერში დაბრუნდები და მღვდელი გახდები. შენ მონაზონი გახდები. შენ მთაზე აღარასოდეს მოხვალ.

ასე ჩამოუთვალა ყველა მათგანს თავისი ხვედრი.

ბერის ნათქვამი ზუსტად ასრულდა, თუმცა მის დანაბარებს მაშინ ყურადღება არ მივაქციე, კიდევაც გადამავიწყდა, ათონზე წასვლა რომ მელოდა. წერილს როცა ვწერდი, ბერობა უკვე მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი სად, მითუმეტეს - ათონზე. ბერმა იოსებმა კი უფლის უწყებით წინასწარ იცოდა ჩემი მომავალი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2020, 10:59 AM
პოსტი #2654


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"სხვათაშორის, ჩემი მოძღვარი მამა ეფრემი მთავაზობდა:

- დარჩი ჩემთან, მონასტერი ავაგოთ. ძალიან მჭირდები, აბა ვინ მყავს შენს მეტი?

- თანახმა ვარ მამაო. დავრჩები, დაგეხმარები.

ამას თოთხმეტი წლისა ვაპირებდი. ცხრამეტისამ კი სხვაგვარად ვიფიქრე: „სჯობს წავიდე, არამგონია ამან მონასტერი ააშენოს.“ ოთახში ჩავიკეტე და ვილოცე: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გახსენი შენი მოწყალების კარები და მიმიღე.“

ქალაქის ციხის მახლობლად წმინდა ელეფთერის სალოცავი მდებარეობდა. იქ ხალხი პატიმრებისთვის მოწყალებას ტოვებდა. მეც ვწირავდი რაც გამაჩნდა და წმინდა ელეფთერს ვემუდარებოდი - მიცემული პირობისგან გავენთავისუფლებინე. აღსარებაში მოძღვარს ვერ გამოვუტყდი, ამიტომაც მივწერე. ცოტა გაბრაზდა, მერე შეეგუა და გამიშვა: „წადი შვილო, მე არ დაგაბრკოლებ.“

ერთ ბერს ვიცნობდი, რომელმაც ათონზე ერთობლივი მოღვაწეობა შემომთავაზა და დამითანხმა მაგრამ უფალი წინ აღუდგა ჩემს გადაწყვეტილებას. მან გონება გაუნათა დედას და სულიერ მამას.

- მე ათონზე გგზავნი დიდ ბერთან, იოსებთან.

- როგორც მაკურთხებთ. ვუთხარი მე, თუმცა - კი სიამაყე შემელახა, მაინც რწმენითა და მორჩილებითდავთანხმდი. უფალმა წილად მარგუნა სულიერი მოძღვარი, დამრიგებელი და ზეციური წარმომადგენელი დიდი ბერი იოსები.
ვლოცავ იმ დღესა და იმ წამს, როცა უფალმა ჩამაგონა დავყოლოდი სულიერი მამისა და ღირსი დედის მკაცრ მითითებას - დიდი ბერის მორჩილი ვყოფილიყავი.

მე რომ იქ წავსულიყავი, სადაც მანამდე ვაპირებდი, ასპროცენტიან მარცხს ვიგემებდი. არ შევმცდარვარ ღვაწლისთვის წმინდა მთა რომ ავირჩიე. სულიერი მამის მორჩილებით თავი ვის წაუგია? მისი საქმე, დავალება თუ რჩევა უაზროდაც რომ მოგეჩვენოს, ღმერთი სასიკეთოდ შემოაბრუნებს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2020, 10:10 AM
პოსტი #2655


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

თავი მეორე

წმინდა მთაზე

"ეს დროც დადგა. 1947 წ 26 სექტემბერს დილით ხომალდმა ერიდან ათონზე მიგვიყვანა. სიმბოლურად ეს იყო წუთისოფლის სანაპიროდან მარადიულობის სანაპიროსკენ სვლა. შევჩერდით დაფნაში - ათონის მთავარ ნავსადგურში. ნავით გავცურეთ წმინდა ანას მცირე სავანისაკენ. ყველა მონასტერთან გვიწევდა შეჩერება.

გზაშივე ვიწვნიე ეშმაკთან ბრძოლა: შევყურებ მონასტრებს, ბერებს. პარალელს ვავლებ ციხეებთან და პატიმრებთან! აქ როგორ ძლებენ? სად მივდივარ? ამას როგორ მივეჩვიო?! მგზავრობაში გამოუცდელი ვიყავი. მანამდე ჩემი მარშრუტი იყო: სახლი, მამის სახელოსნო, ბაზარი, ტაძარი. აქ კი რამდენი სიახლეა! საკუთარი სურვილით მივდივარ, მაგრამ სად?!

ეშმაკები ყოველი მხრიდან გულისთქმებს მტყორცნიან: “მაშ მიდიხარ, რომ შენივე ნებით ჩაიმარხო თავი? ვაი შენს პატრონს! დაბრუნდი, სანამ დროა!“სულიერადაც და სხეულითაც ძალიან ცუდად გავხდი. ჩემს გვერდით ვიღაც ბერი ღიღინებს:„ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...“ მშვნიერ განწყობაზეა; მე კი შფოთისგან გული მიწუხს. ავდექი და შევაწყვეტინე:

- მამაო, სად არის ბერი იოსების სავანე?

- რატომ მეკითხები?

- იქ მივდივარ

- იქ რაღა გინდა?

- ბერობას ვაპირებ.

ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თითქოს თვალით მზომავს.

- მაგისთვის მიდიხარ?

- კი, მაგისთვის

- ეგ საშენო ადგილი არ არის. იქ მარხვაა, ფხიზელი ლოცვა და მუხლმოდრეკა. პირჯვრის გამოსახვით ეგ მკლავი მოგძვრებაა. იქ რა გაგაძლებინებს - მისავათებული ხარ.

მე ხომ დიდხანს ვიავადმყოფე. გამაწვალა მაღალმა ტემპერატურამ. ექიმები ვერაფერს მიგებდნენ. სიცხიანი და მშიერი ვმუშაობდი, მთლად გავილიე. მქონდა სურვილი, ნება, მაგრამ ძალა არ შემწევდა.

- ხელები კი არა, ფეხებიც რომ მომძვრეს, ბერთან მაინც მივალ! მიჩვენე საით წავიდე.

- აგერ მთაზე თეთრ სენაკებს ხომ ხედავ. მანდ არის.

დავინახე! სულაც არა ჰგავს ციხეს! იქ სინათლე და თავისუფლებაა. მაშინვე გაქრა შფოთი. დიახ! ჩემი იქ მისვლა მართლაც ღვთის ნება იყო."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2020, 12:47 PM
პოსტი #2656


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"მზის ჩასვლისასღა მივაღწიეთ წმინდა ანას ნაპირებს. რა სიჩუმეა, კაციშვილი არ ჩანს. ბერი არ მელოდა - ტელეფონი მაშინ არ არსებობდა... ვდგავარ და ვამჩნევ თოფრაკიანი მოხუცი მოდის, ჯოხს ებჯინება. ეს მამა არსენია. მივირბინე მიწამდე მოვუხარე თავი და ხელზე ვემთხვიე.

- მაკურთხეთ, მამაო.

- ვოლოსელი იანაკისი ხარ?

- დიახ, მაგრამ თქვენ რა იცით?

- ბერ იოსებს წუხელ პატიოსანი წინამორბედი გამოეცხადა: „ცხვარი მოგიყვანე და შეიფარეო.“

მაშინ აზრობრივად მადლობა შევწირე იოანე წინამორბედს, ჩემს ციურ მფარველს - მე ხომ მისი დაბადების დღეს დავიბადე. მადლიერი ვარ ასეთი მფარველობისთვის.
კიდევ ერთი მოხუცი , მამა კორნელი მოგვიახლოვდა. მამა არსენმა მითხრა:

- იგი აქ დარჩება შენი ნივთების სადარაჯოდ, ჩვენ კი ვიაროთ - ბერი გვიცდის.

აღმართს შევუყევით, მაგრამ რას განვიცდიდი, როგორი გრძნობები მომეძალა - ამას ვერავითარი ნიჭი ვერ აღწერს! თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები მიმქონდა. სანამ ავაღწევდით, დაბნელდა კიდეც. ჯერ იმ სენაკებს გავუარეთ, ბერი იოსების საძმოში მოსულს პირველად რომ შეხვდება გზად. ყველა მათგანი ციცაბო ფერდობებზე მდებარეობდა. ხოლო ბერდიდის სენაკი უფრო მოშორებით და მიუვალ, უდაბურ ადგილასაა.

პირველივე სენაკთან მღვიმეში პატარა ეკლესია იყო პატიოსანი წინამორბედის სახელობისა. მამა არსენმა რკინის სარეკელას დაარტყა - ეს იყო სიგნალი ჩვენი მოსვლის მანიშნებელი. იგივე მოგვესმა ბერი იოსებისგანაც, ანუ გვანიშნა, მისვლა რომ გაიგო და გონიერი ლოცვისთვის თავის სენაკს მიეფარა. ჩვენ დასასვენებლად წავედით.

შაბათის საღამოა, კატუნაკიდან ლიტურგიის შესასრულებლად მამა ეფრემი უნდა მობრძანდეს. მამა არსენი მეუბნება:

- ლიტურგია გვექნება.

- გამაღვიძეთ, გთხოვთ.

ოჰ, ძილის უფლებას ვინ მოგცემს? თუმცა, შე საწყალო ჯერ ხომ არ იცი სად მოხვდი! ამიერიდან მიგიწევს - ხოლმე ადრიანად წამოხტომა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:37 PM
პოსტი #2657


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

თავი მესამე

პირველი დღე

"რაღაც საკუჭნაოში ფიცრებზე წავუძინე. ბერი იოსები ლიტურგიისთვის მოსულა და ჩემს გასაღვიძებლად კარს უახლოვდებოდა. მე კი ამ დროს ეშმაკისგან მოვლენილი საშინელი სიზმრისგან ვყვირი:

- მეშინია! დავიმტვრევით!

მან ფანჯარა გახსნა, რომელიც ამავდროულად კარიც იყო და მკითხა?

- რა დაგემართა, შვილო?

- არ ვიცი, მამაო. ჩვენი ხომალდი სადღაც მღვიმეში შეცურდა, კინაღამ დაიმსხვრა.

გაიღიმა და მამა არსენს მიმართა:

- ეს ყმაწვილი უკვე ხელში მოიგდეს ეშმაკებმა. ადექი, ადექი! ლიტურგია იწყება.
როგორც იქნა გონზე მოვედი და უცნობ ბერს ფეხებში ჩავუვარდი

- მაკურთხეთ, მამაო!

- მღვიმეში შევიდეთ შვილო მსახურებაზე.

ეკლესია ისეთი პატარაა, რომ ბერისთვის განკუთვნილი სკამი კანკელს ებჯინება, სინათლე მხოლოდ ხატებთან ციმციმებს. ორ სკამს შორის გამაჩერეს.
პირველად აქ შეიცნო ჩემმა სულმა წმინდა მამის ნათელი სახე. ეს იყო საშუალო სიმაღლისა და წონის მამაკაცი მშვიდი ცისფერი თვალებით. ოდესღაც წაბლისფერი თმა გასთეთრებოდა - უკვე ორმოცდაათი წლისა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ივარცხნიდა და ფრჩხილებს არ იჭრიდა, მისი იქ ყოფნა მეფურ დიდებულებასა და კეთილშობილებას გაგრძნობინებდა. ის არასოდეს ბანაობდა და მძიმე სუნის მომლოდინე სტუმრები მისგან მომდინარე ოდნავ საგრძნობი კეთილსურნელებით სასიამოვნოდ გაოცებულნი რჩებოდნენ. ეს მართლაც საოცარი და ზებუნებრივი რამ იყო - ბერი ხომ ბევრს შრომობდა, ოფლიანობდა.

მისი გარეგნობა ისეთი კეთილსახიერი და სათნო იყო - შეხედავდი და ნერვები გიმშვიდდებოდა. შინაგანი სამყაროც გარეგნულის შესაბამისი ჰქონდა; სახეც მეტისმეტად სასიამოვნო. ტკბილხმოვანი იყო მის მიერ ნათქვამი „უფალო შეგვიწყალენ.“ საოცარი იყო მისი წაკითხული სამოციქულო. ძალზედ ლამაზი ხმა ჰქონდა და როცა ლიტურგიაზე ხმაშეწყობილად ვერ ვგალობდით, ტონს გვისწორებდა. თვით მას გალობის კილო არასოდეს ეშლებოდა. პერიოდულად შეგვკრებდა რამეს სათქმელად და მე ვფიქრობდი: „ნუთუ ეს ხმა ოდესმე დადუმდება?“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:59 AM
პოსტი #2658


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,305
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ლიტურგიის დაწყებამდე მღვდლის შესამოსელი ჩამაცვეს. იმდენი საკერებელი ედო, თავდაპირველ ქსოვილს ვერ გამოარჩევდი. ამას ჭუჭყიც ემატებოდა და ალბათ ხუთ კილოს იწონიდა. მაგრამ შემოვიცვი თუ არა, ისეთმა სიხარულმა ამიტანა, როგორიც ალბათ მეფეს დაეუფლება ბრწყინვალე სამეფო მანტიით შემოსვისას. ბერმა მომაწოდა ქსოვილის ქამარი და დიდი ხნის გაურეცხავი, ჭუჭყისგან ბრეზენტივით გაუხეშებული სკუფია.

- გაჩერდი ერთი აქ! - მითხრა მან.

მომაწოდა უკვე გარდაცვლილი წმინდა მონაზონ თეოდორას ანაფორა. ჩავიცვი, ვიგრძენი კეთილსურნელებას აფრქვევდა. სწორედ ამ დროს საკურთხევლიდან მამა ეფრემი გამოვიდა - სურდა დიდი ბერისგან ლიტურგიის დაწყების ნებართვა ეთხოვა. შემომხედა და მეუბნება:

- ეგ ანაფორა რატომ ჩაიცვი? აბა, ჩქარა გაიხადე!

ბერი იოსები მას მიუბრუნდა:

- ჩუმად მამაო, მადროვე, კარგად შევათვალიერო პატარა მონაზონი.

ჩემი წვერ-ულვაში ჯერაც ღინღლივით ბიბინებდა. მაშინ დიდმა ბერმა მამა ეფრემს უთხრა:

- კარგია, მღვდელს წააგავს. სულ ისეთი ბერის მოლოდინში ვიყავი, მღვდლობას რომ შესძლებდა და აი ისიც გამოჩნდა.

მერე შემპირდა:

- ხელდასხმის შემდეგ კოხტა შესამსელს შეგიკერავთ.

ჯერ წესიერად არც გვისაუბრია, მან კი უკვე იცის მღვდელმსახურებას რომ შევძლებ და ამით ხარობს, რადგან მამა ეფრემს ხშირად ვერ გვიგზავნიან წირვის ჩასატარებლად."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

133 გვერდი V « < 131 132 133
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th February 2020 - 02:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი