თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ვიქტორ პელევინი

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 4 2009, 05:24 PM

Биография

Родился в Москве 22 ноября 1962 года. В детстве Виктор многократно бывал в летних пионерских лагерях, как и большинство городских советских детей тех времен. В 1979 году окончил московскую среднюю английскую спецшколу № 31 (сейчас гимназия им. Капцовых № 1520). Эта школа находилась в центре Москвы, на улице Станиславского (теперь Леонтьевский переулок), считалась престижной, там же работала завучем и преподавателем английского языка мать Виктора - Зинаида Ефремовна Семенова. Его отец, Олег Анатольевич, тоже работал преподавателем - на военной кафедре в МВТУ им. Баумана. В 1985 году окончил Московский энергетический институт по специальности электромеханик, учился в Литинституте, но был отчислен[1]. Несколько лет являлся сотрудником журнала «Наука и религия», где готовил публикации по восточному мистицизму. Первое опубликованное произведение — сказка «Колдун Игнат и люди» (1989). Книги Пелевина переведены на все основные мировые языки, включая японский и китайский. Пьесы по его рассказам с успехом идут в театрах Москвы, Лондона и Парижа[источник не указан 17 дней]. French Magazine включил Виктора Пелевина в список 1000 самых значимых современных деятелей мировой культуры (Россия в этом списке, кроме Пелевина, представлена также кинорежиссёром Сокуровым) .

[править]
Творчество

[править]
Циклы произведений

Диалектика Переходного Периода из Ниоткуда в Никуда (ДПП (NN))
Элегия 2 (2003)
Мощь великого
Числа (2003)
Македонская критика французской мысли (2003)
Один вог (2003)
Акико (2003)
Фокус-группа (2003)
Жизнь замечательных людей
Гость на празднике Бон (2003)
Запись о поиске ветра (2003)

[править]
Романы
1992 — Омон Ра
1993 — Жизнь насекомых
1996 — Чапаев и Пустота
1999 — Generation «П»
2003 — Числа
2004 — Священная книга оборотня
2005 — Шлем ужаса. Креатифф о Тесее и Минотавре
2006 — Empire "V"

[править]
Повести и рассказы
1989 — Колдун Игнат и люди (Сказочка)
1990 — Затворник и Шестипалый
1990 — Оружие возмездия
1990 — Реконструктор (Об исследованиях П. Стецюка)
1991 — Вести из Непала
1991 — Встроенный напоминатель
1991 — Девятый сон Веры Павловны
1991 — День бульдозериста
1991 — Жизнь и приключения сарая Номер XII
1991 — Луноход (отрывок из повести «Омон Ра»)
1991 — Мардонги
1991 — Миттельшпиль
1991 — Музыка со столба
1991 — Онтология детства
1991 — Откровение Крегера (Комплект документации)
1991 — Принц Госплана
1991 — Проблема верволка в средней полосе (Верволки средней полосы)
1991 — СССР Тайшоу Чжуань. Китайская народная сказка (Правитель)
1991 — Синий фонарь
1991 — Спи
1991 — Ухряб
1991 — Хрустальный мир
1992 — Ника
1993 — Бубен Нижнего мира (Зеленая коробочка)
1993 — Бубен Верхнего мира
1993 — Жёлтая стрела
1993 — Зигмунд в кафе
1993 — Полет над гнездом врага (глава из романа «Жизнь насекомых»)
1993 — Происхождение видов
1994 — Иван Кублаханов
1994 — Тарзанка
1995 — Папахи на башнях
1996 — Водонапорная башня (рассказ)
1996 — Святочный киберпанк, или Рождественская Ночь-117.DIR
1997 — Греческий вариант
1997 — Краткая история пэйнтбола в Москве
1999 — Нижняя тундра
1999 — Явление героя (отрывок из романа «Generation П»)
2001 — Time Out (Тайм-аут, или Вечерняя Москва)
2003 — Акико
2003 — Гость на празднике Бон
2003 — Запись о поиске ветра
2003 — Македонская критика французской мысли
2003 — Один вог
2003 — Фокус-группа
2004 — Свет горизонта
2005 — Who by fire
2006 — Сны о Герое
2008 — Ассасин
2008 — Зал поющих кариатид
2008 — Кормление крокодила Хуфу
2008 — Некромент
2008 — Пространство Фридмана

[править]
Эссе
1990 — Гадание на рунах, или Рунический оракул Ральфа Блума
1990 — Зомбификация. Опыт сравнительной антропологии (Зомбификация советского человека)
1993 — ГКЧП как Тетраграмматон
1993 — Джон Фаулз и трагедия русского либерализма
1993 — Икстлан — Петушки
1996 — Ultima Тулеев, или Дао выборов
1998 — Имена олигархов на карте Родины
1998 — Последняя шутка воина
2001 — Код Мира
2001 — Мост, который я хотел перейти
2001 — Подземное небо
2002 — Мой Мескалитовый Трип

[править]
Стихи
1993 — Осень (стихотворение из романа «Чапаев и Пустота»)
2003 — Элегия 2
2005 — Психическая атака. Сонет

[править]
Статьи
1999 — Виктор Пелевин спрашивает PRoв

[править]
Сборники
1991 — Синий фонарь
1996 — Сочинения
2005 — Все повести и эссе
2005 — Все рассказы
2005 — Relics. Раннее и неизданное
2008 — П5: Прощальные песни политических пигмеев Пиндостана

[править]
Экранизации
«Generation П»
«Buddha’s Little Finger», экранизация романа «Чапаев и Пустота».
«А Хули», экранизации романа «Священная книга оборотня»
«Ничего страшного» , короткометражный фильм экранизация рассказа "Синий фонарь"
"Затворник и Шестипалый" мультфильм, СССР

[править]
Награды

Награда "Большая Книга 2007". Победитель читательского интернет-голосования. Роман "Empire V"

[править]
Лауреат премий
«Великое Кольцо-90» за рассказ «Реконструктор»
«Золотой шар-90» за повесть «Затворник и Шестипалый»
«Великое Кольцо-91» за повесть «Принц Госплана»
Малая Букеровская премия 1992 года за сборник «Синий фонарь»
«Великое Кольцо-93» за рассказ «Бубен верхнего мира»
«Бронзовая улитка-93» за повесть «Омон Ра»
«Интерпресскон-93» за повесть «Омон Ра»
«Интерпресскон-93» за повесть «Принц Госплана»
«Странник-95» за эссе «Зомбификация»
«Странник-97» за роман «Чапаев и Пустота»
«Немецкая литературная премия имени Рихарда Шенфельда» за роман «Generation P». 2000 г.
«Нонино-2001» в Зальцбурге как лучшему иностранному писателю
1. «Национальный бестселлер-2003» за роман «ДПП NN»

2. «Премия Аполлона Григорьева-2003» за роман «ДПП NN»



რას ფიქრობთ ამ თანამედროვე და ძალიან საინტერესო მწერალზე?

მისი პერსონალური საიტი: http://pelevin.nov.ru/

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 4 2009, 05:37 PM

სამწუხაროდ არ ვიცნობ მის შემოქმედებას sad.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 4 2009, 05:44 PM

მეც ახლა ვეცნობი და არ მოველოდი ისეთი სიღრმეა... და თანაც უთანამედროვესი და უავარგანდულესი smile.gif

Чапаев и пустота

ამას გავეცანი და ძალიან მაგარია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 27 2009, 01:37 PM

ახლა ვუსმენ პელევინის აუდიოწიგნს: "Шлем ужаса". ძალიან საინტერესოა და დიდიც არაა, ინტელექტუალებს გირჩევთ მოუსმინოთ. თუ ჩემს გემოვნებას არ ენდობით ვიტყვი რომ ესაა გრებენშიკოვის აზრით საუკეთესო თანამედროვე მწერალი. მე დაახლოებით ასე შევადარებდი, როგორც ჟიულ ვერნმა იწინასწარმეტყველა მომავალი, მასზე გაცილებით უკეთ გამოსდის ეს პელევინს. თუ დაინტერესება იქნება ავტვირთავ სხვა აუდიოწიგნებსაც. კონკრეტულად ეს მოთხრობა დააინტერესებთ სიმბოლისტებს, ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს და რა თქმა უნდა ჩატერებს და მოდერატორებს (იმიტომ რომ სიუჟეტი ჩატ-სამყაროში ვითარდება მოდერატორების მეთვალყურეობის ქვეშ biggrin.gif

ქართველი მწერლებიდან ბუღაძეს შევადარებდი სტილით, (მაგრამ დაახლოებით 10000-ჯერ უფრო მეტად მომწონს ვიდრე ბუღაძე smile.gif )

აუდიო წიგნი უმაღლესი ხარისხისაა და აქვს ძალიან კარგი მუსიკალური გაფორმება. კითხულობს რამდენიმე "ხმა".

http://bin.ge/file/81826/-----------------------------------------------------.zip.html

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 27 2009, 02:55 PM

ესეც პელევინის ერთ-ერთი "კაფკასეული" მოთხრობა smile.gif

ლურჯი ფანარი
ვიქტორ პელევინი
თარგმანი რუსულიდან - ანი კოპალიანი

ფანჯრიდან შემოსულ ფანრის შუქს პალატა თითქმის დღესავით გაენათებინა. რაღაცნაირი ლურჯი და უსიცოცხლო სინათლე იყო და ალბათ შემეშინდებოდა კიდეც, რომ არა მთვარე, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩანდა, თუ კი საწოლიდან მაგრად გადავიხრებოდი მარჯვნივ. მთვარის შუქი ანაზებდა მაღალი ბოძის წვერიდან კონუსისებურად მოფენილ მკვდრულ სინათლეს და მას უფრო იდუმალსა და რბილ იერს ანიჭებდა, როცა საწოლიდან მარჯვნივ გადავიწიე, ორმა რკინის ფეხმა ჰაერში წუთით გაისრიალა და მაშინვე იატაკზე გაბრახუნდა, გაისმა პირქუში ხმაური, რომელიც უცნაურად შეეხამა საწოლთა ორ მწკრივს შორის ჩამდგარი სინათლის ლურჯ ზოლს.
_ მორჩი. _ თქვა კოსტილმა და მოლურჯო მუშტი მიჩვენა. _ არ გვესმის.
მე სმენად ვიქეცი.
_ მიცვალებულების ქალაქზე იცით? _ იკითხა ტოლსტოიმ.
ხმა არავის ამოუღია.
_ მისმინეთ. ერთი კაცი ორი თვით მივლინებაში წავიდა, ბრუნდება სახლში და რას ხედავს, ირგვლივ ყველა მიცვალებულია.
_ რა პირდაპირ ქუჩაში წვანან?
_ არა. _ თქვა ტოლსტოიმ. _ სამსახურში დადიან, საუბრობენ, რიგში დგებიან, ყველაფერი ისეა, როგორც უწინ. ოღონდ, სინამდვილეში, ყველა მკვდარია.
_ როგორ მიხვდა, რომ მკვდრები არიან?
_ მე რა ვიცი, _ უპასუხა ტოლსტოიმ. _ მე კი არ მივმხდარვარ, ის მიხვდა. მიხვდა და ეგაა, რა. მოკლედ, ისე დაიჭირა თავი, თითქოს ვერაფერს ამჩნევს და სახლში წავიდა. შინ ცოლი ყავდა. შეხედა ცოლს და რას ხედავს, ისიც მიცვალებულია. არადა, იმ კაცს ძალიან უყვარს ცოლი. ადგა და გამოკითხა, რა მოხდა, სანამ მე წასული ვიყავიო. ცოლმა უთხრა, არაფერიც არ მომხდარაო. აზრზე ვერ მოვიდა, რას ეკითხებოდა ქმარი. მაშინ კაცი ყველაფერს მოუყვა და ეკითხება: ,,იცი, რომ მიცვალებული ხარ?~ ცოლი პასუხობს: ,,ვიციო~, კაცმა ჰკითხა: ,,ის თუ იცი, რომ ამ ქალაქში ყველა მკვდარიაო?~ ქალმა უთხრა: ,,ვიცი, შენ თვითონ თუ იცი, ირგვლივ მხოლოდ მკვდრები რატომ გახვევიაო?~ მან უთხრა: ,,არაო~; ცოლი არ მოეშვა: ,,იცი, ან მე რატომ ვარ მიცვალებულიო?~ კაცმა ისევ უპასუხა: ,,არაო~; მაშინ ქალმა ჰკითხა: ,,გაინტერესებსო?~ კაცს ცოტათი კი შეეშინდა, მაგრამ მაინც თქვა: ,,მიდიო,~ ცოლი კი ეუბნება: ,,იმიტომ, რომ შენც მკვდარი ხარო.~
უკანასკნელი სიტყვები ტოლსტოიმ ისე მშრალად და სუსხიანად წარმოთქვა, რომ ლამის მართლა შეგვეშინდა.
_ წავიდა რა ბიძა მივლინებაში. _ ეს კოლიამ თქვა, ყველაზე პატარამ, დანარჩენებზე ორი თუ სამი წლით უმცროსი იყო, მაგრამ არ ეტყობოდა, რადგან უზარმაზარი, რქისჩარჩოიანი სათვალე სოლიდურ იერს სძენდა.
_ ახლა შენ მოყევი, _ მიუბრუნდა კოსტილი _ პირველად შენ დაილაპარაკე.
_ დღეს ასე არ დაგვითქვამს. _ შეეწინააღმდეგა კოლია.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. _ უპასუხა კოსტილმა. _ მიდი, ნუ აჯანჯლებ.
_ მე მოგიყვებით. _ ჩაურთო ვასიამ. _ ლურჯი ფრჩხილის ამბავი იცით?
_ აბა რა, _ გაისმა ჩურჩული სხვა კუთხიდან. _ ლურჯი ფრჩხილის ამბავი ვინ არ იცის?!
_ წითელ ლაქაზე იცით? _ იკითხა ვასიამ.
_ არა, არ ვიცით. _ ყველას მაგიერ გაეპასუხა კოსტილი _ მიდი, შეუბერე.

ერთი ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა. _ ნელა დაიწყო ვასიამ _ ხედავენ კედელზე წითელი ლაქაა. ჯერ ბავშვებმა შეამჩნიეს და დედას აჩვენეს. ეს დედა კიდევ ხმას არ იღებს, უყურებს და თავისთვის ეღიმება. მაშინ ბავშვებმა მამასაც დაუძახეს. ,,_ შეხე, მამა _ ეუბნებიან ისინი!~ მამას კიდევ დედის ძალიან ეშინოდა. მან ბავშვებს უთხრა: ,,წადით აქედან, რა თქვენი საქმეაო.~ დედა კი იღიმება და ხმას არ იღებს. ასე დაწვნენ დასაძინებლად. ვასია დადუმდა და ღრმად ამოისუნთქა.
_ მერე რა მოხდა? _ რამდენიმე წუთის შემდეგ სიჩუმე დაარღვია კოსტილმა.
_ მერე გათენდა, გაიღვიძეს და რას ხედავენ, ერთი ბავშვი აღარაა. მივიდნენ დედასთან და ეკითხებიან: ,,დედიკო, დედიკო, ჩვენი ძამიკო სადააო?~ დედა კი პასუხობს: ,,ბებიასთან წავიდა, ბებიასთანააო.~ ბავშვებმაც დაიჯერეს. წავიდა დედა სამსახურში. საღამოს მოვიდა და სულ იღიმება. ბავშვები ეუბნებიან: ,,დედიკო, გვეშინია!~ ის კიდევ იღიმება და მამას ეუბნება: ,,ეს ბავშვები თავს გავიდნენ, მიდი, ერთი გატყიპე.~ მამამაც ადგა და გატყიპა. ბავშვებს გაქცევა მოუნდათ, მაგრამ დედამ ვახშმად რაღაც ისეთი აჭამათ, რომ სხედან და ვეღარ იძვრიან.

კარი გაიღო, ჩვენ მაშინვე თვალები დავხუჭეთ და თავი მოვიმძინარეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ კარები დაიკეტა. ვასიამ ერთი წუთით დაიცადა, ვიდრე დერეფანში ნაბიჯების ხმა მიწყდებოდა.
_ მეორე დილით იღვიძებენ და რას ხედავენ, კიდევ ერთი ბავშვი აღარაა. მხოლოდ პატარა გოგონაღა დარჩა. მივიდა გოგონა მამასთან და ეკითხება: ,,მამიკო სადაა ჩემი შუათანა ძამიკო?~ მამა კი პასუხობს: ,,პიონერთა ბანაკშია, შვილო.~ დედა კი ეუბნება: ,,მოგკლავ, თუ სადმე წამოაყრანტალებ.~ გოგონას სკოლაშიც აღარ უშვებდა. საღამოს დედამ გოგონას კიდევ ისეთი რაღაც აჭამა, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. მამამ კი კარები და ფანჯრები მაგრად ჩაკეტა.

ვასია ისევ დადუმდა. ამჯერად აღარავის უთხოვია გააგრძელეო, ბნელში მხოლოდ აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა.
_ შემდეგ იმ სახლში სხვები მოვიდნენ. _ განაგრძო მან. _ ხედავენ, ბინა ცარიელია. გავიდა დრო და იქ სხვა ბინადრები დასახლდნენ. მათაც ნახეს წითელი ლაქა, მიუახლოვდნენ, შპალერი ჩამოხიეს და რას ხედავენ, იქ დედა ზის, სულ გალურჯებულია, სისხლებით გაბერილა და ვეღარ გამოტეულა, თურმე მთელი ეს დრო ბავშვებს ჭამდა, მამა კიდევ _ ეხმარებოდა.

კარგა ხანს ხმა არცერთს ამოგვიღია, შემდეგ ვიღაცამ იკითხა:
_ ვას, დედაშენი სად მუშაობს?
_ რა შენი საქმეა. _ თქვა ვასიამ.
_ და გყავს?
ვასიამ არ უპასუხა, ან გაბრაზდა, ან ჩაეძინა.
_ ტოლსტოი _ თქვა კოსტილმა. _ მიდი, ისევ მკვდრებზე მოყევი რამეს.
_ იცით, როგორ კვდებიან? _ იკითხა ტოლსტოიმ.
_ რა ცოდნა უნდა, _ უპასუხა კოსტილმა _ ადგებიან და კვდებიან.
_ მერე?
_ მერე არაფერი. _ თქვა კოსტილმა _ ვითომ დაგეძინა, მაგრამ ვეღარ იღვიძებ.
_ არა, _ თქვა ტოლსტოიმ _ მაგას კი არ გეუბნებით, იცით, თავიდან როგორ იწყება ყველაფერი?
_ როგორ?
_ როგორ და თავიდან მიცვალებულებზე ისმენენ ამბებს. მერე წვანან და ფიქრობენ _ ნეტავ რატომ ვუსმენთ მიცვალებულების ამბებსო?
ვიღაცამ ნერვიულად ჩაიხითხითა, კოლია უცებ საწოლზე ჩამოჯდა და ძალიან სერიოზულად მოითხოვა:
_ მორჩით, ბავშვებო.
_ აბა, აბა _ კმაყოფილი ხმით განაგრძო ტოლსტოიმ _ ასე იწყება ყველაფერი. მთავარია მიხვდე, რომ მკვდარი ხარ, მერე ყველაფერი იოლია.
_ მკვდარი შენ თვითონ ხარ. _ დაეჭვებით შეუღრინა კოლიამ.
_ არ გედავები. _ მიუგო ტოლსტოიმ. _ შენ სჯობს იმაზე დაფიქრდე, მკვდრებს რატომ ელაპარაკები?
კოლია დაფიქრდა.
_ კოსტილ, _ იკითხა მან _ შენ რა მკვდარი ხარ?
_ აბა? _ კითხვა შეუბრუნა კოსტილმა _ შენ რა გეგონა?!
_ შენ, ლიოშა?
ლიოშა და კოლია ჯერ კიდევ ქალაქიდან მეგობრობდნენ.
_ კოლია, _ დაიწყო მან _ აბა დაფიქრდი, ხომ ცხოვრობდი ქალაქში?
_ ჰო. _ უპასუხა კოლიამ.
_ ხომ წამოგიყვანეს სადღაც, ა?
_ ჰო. _ თქვა კოლიამ.
_ უცებ კი ამჩნევ, რომ მიცვალებულებში წევხარ და თვითონაც მკვდარი ხარ.
_ ჰო. _ თქვა კოლიამ.
_ ჰოდა, _ თქვა ლიოშამ _ ცოტა ტვინი გაანძრიე.
_ ჯერ არ გეუბნებოდით. _ თქვა კოსტილმა _ გვეგონა თვითონ მიხვდებოდი. ამდენი ხნის მიცვალებული ვარ და შენისთანა გამოშტერებულ მკვდარს პირველად ვხედავ. შენი აზრით, აქ აბა რას ვაკეთებთ?!
_ მე რა ვიცი. _ თქვა კოლიამ. საწოლზე ჩამომჯდარიყო და ფეხები მკერდში ჩაეკრა.
_ რას და მკვდრების საძმოში გიღებთ. _ თქვა კოსტილმა.
კოლიამ რაღაც ამოიბუტბუტა თუ ამოისლუკუნა, საწოლიდან წამოხტა და ტყვიასავით გავარდა დერეფანში. იქიდან შემოისმა მისი შიშველი ფეხების ტყაპატყუპი.
_ ნუ ჭიხვინებ. _ ჩურჩულით უბრძანა კოსტილმა _ გაიგონებს.
_ ანკი რაა სასაცილო? _ მელანქოლურად იკითხა ტოლსტოიმ. რამდენიმე წუთს გაჭიანურებული დუმილი სუფევდა, შემდეგ ვასიამ თავისი კუთხიდან იკითხა:
_ ბავშვებო, ვაიდა, უცებ...
_ გეყო რა, გული ნუ გააწყალე _ თქვა კოსტილმა _ ტოლსტოი, მიდი კიდევ რაიმე შეუბერე.
_ მოკლედ, ერთხელ ასე მოხდა, _ პაუზის შემდეგ წამოიწყო ტოლსტოიმ _ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, თავიანთი ამხანაგი შეეშინებიათ. გადაიცვეს მკვდრებივით, მიდიან და ეუბნებიან: ,,მკვდრები ვართ, შენ მოგაკითხეთო.~ იმას კიდევ შეეშინდა და გაიქცა. ისინი კიდევ დგანან და იცინიან. ბოლოს ერთმა თქვა: ,,მისმინეთ, ბავშვებო, ნეტავ რატომ გადავიცვით მკვდრებივით?~ ყველამ მას შეხედა, ვერ გაიგეს, რისი თქმა უნდოდა, ის კიდევ აგრძელებს: ,,ან კიდევ ეს ცოცხლები რისთვის გაგვირბიან?~
_ საითკენ მიერეკები? _ ჰკითხა კოსტილმა.
_ იქითკენ, _ უპასუხა ტოლსტოიმ _ რომ უცებ ყველაფერს მიხვდნენ.
_ რას მიხვდნენ?
_ რასაც საჭიროა, იმას.
სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კოსტილმა დაილაპარაკა:
_ მისმინე, ტოლსტოი, _ თქვა მან _ შენ რა ამბის წესიერად მოყოლა არ შეგიძლია?
ტოლსტოი დუმდა.
_ ეი, ტოლსტოი, _ ისევ მიმართა კოსტილმა _ რას მიყუჩებულხარ, ა? მოკვდი, თუ როგორაა შენი საქმე?
ტოლსტოი დუმდა და მისი ეს დუმილი უფრო და უფრო მრავლისმეტყველი ხდებოდა. მომინდა, რომ ყოველი შემთხვევისთვის რაიმე მაინც მეთქვა ხმამაღლა.
_ გადაცემა ,,ვრემიაზე~ იცით? _ ვიკითხე მე.
_ მიდი. _ სასწრაფოდ გამომეხმაურა კოსტილი.
_ ოღონდ ძაან საშინელება არაა. _ ვთქვი მე.
_ მაინც მიდი.
ზუსტად არ მახსოვდა იმ ისტორიის ბოლო, რომლის მოყოლასაც ვაპირებდი, მაგრამ გადავწყვიტე, არა უშავს, გზადაგზა გამახსენდება-მეთქი.
მოკლედ, ცხოვრობდა ერთი კაცი, სადღაც ოცდაათი წლის. ერთხელ გადაცემა ,,ვრემიას~ საყურებლად დაჯდა. ჩართო ტელევიზორი, მოაჩოჩა სავარძელი, მოკლედ, მყუდროდ მოკალათდა. ეკრანზე ჯერ საათი გამოჩნდა, როგორც საერთოდ არის ხოლმე. კაცმაც გაასწორა თავისი საათი. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. მოკლედ, შესრულდა ზუსტად ათი საათი. უცებ ეკრანზე სიტყვა ,,ვრემია~ გამოჩნდა, ოღონდ თეთრი ასოებით კი არა, როგორც მანამდე, არამედ რატომღაც _ შავით. იმას კიდევ, ჯერ ცოტათი გაუკვირდა, შემდეგ იფიქრა, ალბათ გაფორმება შეცვალესო და ყურება გააგრძელა. მერეც ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ჯერ რაღაც ტრაქტორი აჩვენეს, შემდეგ ისრაელის ჯარი, მერე თქვეს, ვიღაც აკადემიკოსი მოკვდაო, მერე ცოტა სპორტზე ილაპარაკეს, ცოტა ამინდზე _ მეორე დღის პროგნოზზე. მორჩა, ,,ვრემია~ დამთავრდა და კაცმა დააპირა სავარძლიდან ამდგარიყო.
_ გამახსენეთ, მერე მწვანე სავარძელზე მოგიყვებით. _ ჩაურთო ვასიამ.
_ იმას ვამბობდი, რომ უნდა სავარძლიდან წამოდგეს და გრძნობს, რომ არ შეუძლია, ძალა სულ აღარ აქვს. უცებ დაიხედა თავის ხელზე და რას ხედავს, კანი სულ მომჩვარვია. შეეშინდა, ღონე მოიკრიბა, წამოდგა სავარძლიდან და სააბაზანოს სარკეში ჩაიხედა, სიარულიც ძალიან უჭირდა... მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, მივიდა. უყურებს თავის თავს სარკეში და რას ხედავს _ თმები სულ გასთეთრებია, სახე ნაოჭებით დაფარვია და ერთი კბილიც აღარ აქვს. სანამ ,,ვრემიას~ უყურებდა, მთელმა ცხოვრებამ გაიარა.
_ ეს ვიცოდი, _ თქვა კოსტილმა _ ოღონდ მე შაიბიან ჰოკეიზე გამიგონია. კაცი შაიბიან ჰოკეის უყურებდა.
დერეფანში ნაბიჯებისა და გაღიზიანებული ქალის ხმა გაისმა, ყველანი უცებვე გაჩუმდნენ, ვასია არადამაჯერებელ ხვრინვასაც კი მოყვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კარმა გაიჯახუნა და პალატაში სინათლე აბრდღვიალდა.
_ აბა, რომელია მთავარი მკვდარი? ტოლსტენკო, შენ?
ზღურბლზე თეთრ ხალათში გამოწყობილი ანტონინა ვასილევა იდგა, მის გვერდით კი აკანკალებული კოლია გულმოდგინედ აპარებდა თვალს კუთხის ბატარეის ქვეშ.
_ მთავარი მკვდარი _ ღირსეულად მიუგო ტოლსტოიმ _ მოსკოვში წევს, წითელ მოედანზე. ერთი მითხარით, ამ შუაღამეს რატომ მაღვიძებთ?
ანტონინა ვასილევნა ასეთმა თავხედობამ დააბნია.
_ შემოდი, ავერიანოვ, _ თქვა ბოლოს მან _ და დაწექი. ამ მკვდრებს ხვალ ბანაკის ზედამხედველი მიხედავს. შეიძლება სახლებშიც მიაბრძანონ.
_ ანტონინა ვასილევნა _ ნელა წამოიწყო ტოლსტოიმ _ თეთრი ხალათი რატომ გაცვიათ?
_ იმიტომ, რომ საჭიროა, გაიგე?
კოლიამ სასწრაფოდ ანტონინა ვასილევნას სტყორცნა მზერა.
_ საწოლში წადი. ავერიანოვ! _ უთხრა ქალმა _ დაიძინე. კაცი ხარ თუ არა? _ შენ კი, _ მიუბრუნდა იგი ტოლსტოის _ თუ კიდევ ერთ სიტყვას იტყვი, შიშველს დაგაყენებ გოგონების პალატაში. გაიგე?
ტოლსტოი მდუმარედ მისჩერებოდა ანტონინა ვასილევნას ხალათს. ქალმა ჯერ ზედ დაიხედა, შემდეგ ტოლსტოი შეათვალიერა და ტუჩებზე თითი მიიდო. მერე, მოულოდნელად, ისე გაცეცხლდა, რომ სიბრაზისაგან სახე სულ აელეწა.
_ რატომ არ მპასუხობ, ტოლსტენკო, _ თქვა მან, _ ვერ გაიგე, რა გითხარი?
_ ანტონინა ვასილევნა, _ ხმა ამოიღო კოსტილმა, _ თქვენ თვითონ არ უთხარით, თუ კიდევ რამეს იტყვი, მაშინო ... აბა, როგორღა გიპასუხებთ?
_ შენ კი, კოსტილევ, _ თქვა ანტონინა ვასილევნამ _ ცალკე დაგელაპარაკებიან დირექტორის კაბინეტში. დაიმახსოვრე!
შუქი ჩაქრა და კარები გაჯახუნდა.
ცოტა ხანს, დაახლოებით ორ-სამ წუთს, ანტონინა ვასილევნა კარს უკან იდგა და აყურადებდა, შემდეგ კარიდორში მისი ცუნცულა ნაბიჯების ხმა გაისმა. ყოველი შემთხვევისათვის რამდენიმე წუთს ხმა არ ამოგვიღია. შემდეგ კოსტილმა დაიჩურჩულა.
_ მისმინე, კოლია, ხვალ ჩემგან მაგარს მიიღებ...
_ ვიცი. _ სევდიანად გაეპასუხა კოლია.
_ ოჰ, როგორ მოგხვდება...
_ მწვანე სავარძლის ამბავს მოგიყვეთ? _ იკითხა ვასიამ.
არავის უპასუხია.
_ ერთ დიდ დაწესებულებაში _ წამოიწყო მან _ დირექტორის კაბინეტი იყო. იქ ედგა კარადა, დიდი მაგიდა და მაგიდასთან მწვანე სავარძელი, რომლის ქვეშაც ხალიჩა ეფინა. კაბინეტის კუთხეში კი უხსოვარი დროიდან წითელი გარდამავალი ალამი იყო აყუდებული. ერთ დღესაც, ვიღაც კაცი ქარხნის დირექტორად დანიშნეს. შევიდა კაბინეტში, მიიხედ-მოიხედა და ყველაფერი ძალიან მოეწონა. მოკლედ, ჩაჯდა სავარძელში და დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში შემოდის მის კაბინეტში მოადგილე და რას ხედავს _ დირექტორის მაგივრად სავარძელში ჩონჩხი ზის. დაუძახეს მილიციას, გამოიძიეს, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. შემდეგ ეს მოადგილე დანიშნეს დირექტორად. ისიც ჩაჯდა სავარძელში და შეუდგა მუშაობას, შედიან მის კაბინეტში და რას ხედავენ, სავარძელში ისევ ჩონჩხი ზის. ისევ გამოიძახეს მილიცია და ისევ ვერაფერი იპოვეს. დანიშნეს ახალი დირექტორი, მან კი უკვე იცოდა მის წინ რა მოუვიდათ და კაცის სიმაღლე თოჯინა შეუკვეთა, ჩააცვა თავისი კოსტუმი და სავარძელში ჩასვა, თვითონ კი ფარდის უკან დაიმალა _ მერე გამახსენეთ, ყვითელ ფარდაზე გამახსენდა _ დგას და უყურებს, რა მოხდება. გავიდა ერთი საათი, ორი და უცებ ხედავს, რომ სავარძლიდან რკინის ჩხირები გამოიზარდნენ და თოჯინა ყოველი მხრიდან დაჩხვლიტეს. ერთერთი ჩხირი პირდაპირ ყელში ჩაერჭო. როცა ჩხირებმა თოჯინა დაახრჩვეს, კუთხიდან გარდამავალი დროშა გამოვიდა, სავარძელს მიუახლოვდა და თოჯინას გადაეფარა. გავიდა რამდენიმე წუთი და თოჯინასაგან აღარაფერი დარჩა, გარდამავალი წითელი ალამი კი იქაურობას მოშორდა და ისევ კუთხეში მიდგა წყნარად. მაშინ კაცი კაბინეტიდან გამოვიდა, ძირს დაეშვა, ამოიღო სახანძრო კუთხიდან ნაჯახი, კაბინეტში დაბრუნდა და გარდამავალ დროშას დასცხო. უცებ გაისმა კვნესა და გადაჭრილი ხიდან იატაკზე სისხლი თქრიალით წამოვიდა.
_ მერე რა მოხდა? _ ჰკითხა კოსტილმა.
_ მორჩა. _ უპასუხა ვასიამ.
_ კაცს რა მოუვიდა?
_ ციხეში ჩასვეს, დროშის გამო.
_ და დროშას?
_ შეაკეთეს და ისევ კუთხეში დადგეს. _ ფიქრიანად უპასუხა ვასიამ.
_ ახალ დირექტორს რაღა მოუვიდა?
_ იგივე.
უცებ გაგვახსენდა, რომ დირექტორის კაბინეტში, კუთხეში, საღებავით დანომრილი რამდენიმე ალამი იყო ჩამწკრივებული. ეს დროშები უკვე ორჯერ გამოგვადგა შემოქმედებითი საღამოების დროს. კაბინეტში სავარძელიც იდგა, ოღონდ არა მწვანე, არამედ წითელი და თანაც მბრუნავი.
_ დიახ, დამავიწყდა, _ თქვა ვასიამ _ როცა კაცი ფარდის უკნიდან გამოვიდა, სულ გაჭაღარავებული იყო. ყვითელი ფარდის ამბავი იცით?
_ მე ვიცი. _ თქვა კოსტილმა.
_ ტოლსტოი, შენ ყვითელი ფარდის ამბავი იცი?
ტოლსტოი დუმდა.
_ ჰეი, ტოლსტოი!
ტოლსტოი არ გაპასუხებია.

მე კი იმაზე ვფიქრობდი, რომ მოსკოვში ფანჯრებზე სწორედ ყვითელი ფარდები გვიკიდია _ უფრო სწორად, მოყვითალო-მომწვანო. ზაფხულში, როცა აივნის კარები მუდამ ღიაა და ქვემო ბორცვებიდან სულ მოტორების ხმა და ბენზინის სუნთან შეზავებული რაღაც ყვავილის სურნელება აღწევს, ხშირად ვზივარ ხოლმე აივანთან მწვანე სავარძელში და ვუმზერ, როგორ არხევს ქარი ყვითელ ფარდას.

_ მოიხედე, კოსტილ, _ თქვა უცებ ტოლსტოიმ _ მკვდრებს ისე კი არ ხვდებიან, შენ რომ გგონია.
_ აბა როგორ? _ იკითხა კოსტილმა.
_ სხვადასხვანაირად. ოღონდ იმას არასოდეს ეუბნებიან, მკვდრებში გიღებთო. ამიტომაც მკვდრებმა ჯერ არ იციან, რომ უკვე მოკვდნენ და თავი ისევ ცოცხლები ჰგონიათ.
_ შენ რა, უკვე მიგიღეს?
_ არ ვიცი, _ თქვა ტოლსტოიმ _ შეიძლება მიმიღეს კიდეც, შეიძლება ქალაქში რომ დავბრუნდები, მერე მიმიღონ. ხომ გითხარი, არ გაგაგებინებენ_მეთქი.
_ ვინ არ გაგაგებინებს?
_ ვინ და ისინი. მკვდრები, რა თქმა უნდა.
_ შენ ისევ შენსას აწვები. _ თქვა კოსტილმა _ მოკეტე რა, ყელში ამოხვედი.
_ ზუსტად. _ სიტყვა ჩაურთო კოლიამ _ ზუსტად, ყელში ამოხვედი.
_ შენ კი კოლია, _ მიმართა კოსტილმა _ ხვალ მაინც მაგრად დაგერხევა.
ტოლსტოი ცოტა ხანს დუმდა.
_ რაც მთავარია, _ ისევ დაილაპარაკა მან _ იმათ, ვინც მკვდრებს იღებენ, არ იციან, რომ მკვდრებს იღებენ.
_ აბა, როგორღა იღებენ? _ იკითხა კოსტილმა.
_ როგორც მოეპრიანებათ. ვთქვათ, შენ ვიღაცას რაღაცას ეკითხები, ან ტელევიზორს რთავ, ამასობაში კი მკვდრად გიღებენ.
_ ეგ არ მიკითხავს. ისინი, ვისაც იღებენ, ბოლოსდაბოლოს ხომ გაიგებენ, რომ მიიღეს.
_ სულაც არა. საიდან გაიგებენ, მკვდრები არიან.
_ აბა, სულ აბდაუბდა გამოდის, _ თქვა კოსტილმა _ როგორღა გავიგოთ, ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარი.
_ შენ რა ვერ ხვდები?
_ ვერა. _ უპასუხა კოსტილმა. _ გამოდის, სულერთია.
_ ჰოდა, მიდი და იფიქრე, შენ ვინ გამოდიხარ. _ თქვა ტოლსტოიმ.
კოსტილმა ბნელში გაიფაჩუნა და ტოლსტოის თავთან კედელს რაღაც შეენარცხა.
_ იდიოტო! _ თქვა ტოლსტოიმ _ კინაღამ თავში მომარტყი.
_ მერე რა, მაინც მკვდრები ვართ. _ თქვა კოსტილმა _ ამას უყურეთ.
_ ბიჭებო, _ ისევ წარმოთქვა ვასიამ _ ყვითელ ფარდაზე მოგიყვეთ?
_ ეშმაკმა წაგიღოს მაგ შენი ყვითელი ფარდით, ვასია, არ გააწყალე გული!
_ მე არ ვიცი. _ კუთხიდან თქვა კოლიამ.
_ მერე შენი გულისთვის ყველამ უნდა ვუსმინოთ? გაიქცევი მერე ანტონინა ვასილიევნასთან და დაიწყებ ჯღავილს.
_ იმიტომ ვიტირე, რომ ფეხი მტკიოდა. _ თქვა კოლიამ _ როცა გავდიოდი, ფეხი წამოვკარი.
_ მართლა, სხვათაშორის, შენი ჯერია. შენ პირველმა დაილაპარაკე, გეგონა, დაგვავიწყდა? _ თქვა კოსტილმა.
_ ჩემს მაგივრად ვასია მოყვა. _ თქვა კოლიამ.
_ შენს მაგივრად კი არა, ისე მოყვა, ახლა შენი ჯერია, თორემ ხვალ მართლა დაგერხევა.
_ შავ კურდღელზე იცით? _ იკითხა კოლიამ.
რატომღაც მაშინვე მივხვდი, რომელ შავ კურდღელზე ამბობდა _ დერეფანში სასადილოს წინ კედელზე ფერად ფირფიცარზე დახატული ჰალსტუხიანი კურდღელი ეკიდა. ვინაიდან ნახატი მეტისმეტად გულმოდგინედ და დეტალურად შეესრულებინათ, კურდღელი მართლაც ძალიან შავი ჩანდა.
_ აი, არადა, არაფრის აზრზე არ ვარო. მიდი, შეუბერე.
_ იყო ერთი პიონერთა ბანაკი. მთავარ კორპუსში კედელზე უამრავი ცხოველი ეხატა, მათ შორის დაფდაფებიანი შავი კურდღელი. ამ კურდღელს თათებში რატომღაც ორი ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი. ერთხელ იქ ერთმა გოგონამ ჩაიარა _ სადილიდან მკვდარ საათზე მიდიოდა. შეეცოდა გოგონას კურდღელი, მივიდა და ლურსმნები ამოაძრო. უცებ ხედავს, რომ შავი კურდღელი ცოცხალივით უმზერს, მაგრამ იფიქრა, მომეჩვენაო და პალატაში შევიდა. დაიწყო მკვდარი საათი და დაიწყო შავმა კურდღელმა დაფდაფების ცემა. მაშინვე ყველას, ვინც ბანაკში იყო, ჩაეძინა და ესიზმრათ, რომ მკვდარი საათი დასრულდა, მათ გაეღვიძათ და სასადილოდ წავიდნენ. შემდეგ ვითომ ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ადრე _ პინგ-პონგს თამაშობენ, კითხულობენ და ძველებურად უბერავენ. სინამდვილეში კი ყველაფერი ესიზმრებათ. შემდეგ დასრულდა მათი დრო და სახლებში წავიდნენ. შემდეგ ყველანი გაიზარდნენ, სკოლა დაამთავრეს, დაქორწინდნენ, მუშაობა დაიწყეს და შვილები გაუჩნდათ. სინამდვილეში კი უბრალოდ ეძინათ. შავი კურდღელი კი დაფდაფებს სცემდა და სცემდა.
კოლია გაჩუმდა.
_ რაღაც ვერ გავიგე. _ თქვა კოსტილმა _ შენ ამბობ, სახლებში წავიდნენო. იქ ხომ ჰყავდათ მშობლები, ნაცნობები, რა იმათაც ეძინათ?
_ არა. _ თქვა კოლიამ _ იმათ კი არ ეძინათ, სიზმარში იყვნენ.
_ რეებს ჩმახავს. _ თქვა კოსტილმა _ ბავშვებო რაიმე გაიგეთ?
არავის უპასუხია, თითქოს ყველამ დაიძინა.
_ ტოლსტოი, შენ რამე გაიგე?
ტოლსტოის საწოლი აჭრიალდა, იგი იატაკზე დაიხარა და კოლიას რაღაც ესროლა.
_ რა ვირიშვილი ხარ. _ თქვა კოლიამ _ გინდა, ავდგე და სიფათში გხიო.
_ აქ მოიტა. _ თქვა კოსტილმა. ეს მისი კედი იყო, რომელიც წეღან ესროლა ტოლსტოის.
კოლიამ კედი მიაწოდა.
_ ეი, _ მომმართა კოსტილმა _ შენ რას გაჩუმებულხარ.
_ ისე. _ ვთქვი მე _ მეძინება.
კოსტილი საწოლში გადაბრუნდა, მეგონა რაიმეს ისევ იტყოდა, მაგრამ ის დუმდა. ყველანი დუმდნენ. ვასია ძილში რაღაცას ბუტბუტებდა.
მე ჭერს შევცქეროდი. ფანჯრის მიღმა ფანრის ნათურა ქანაობდა და მის კვალზე ჩვენს ოთახში ჩრდილები ტორტმანობდნენ. მე სახით ფანჯრისკენ მივბრუნდი. მთვარე აღარ ჩანდა. ირგვლივ ყველაფერი დუმდა, ოღონდ სადღაც, ძალიან შორს, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ხმაურობდნენ ღამის მატარებლები. მე დიდხანს გავყურებდი ფანჯრიდან ლურჯ ფანარს და ვერც კი შევამჩნიე, ისე ჩამეძინა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 29 2009, 02:58 PM

Atman

"შლემ უჟასა" დავიწყე და თავიდან გავრეკე... რა არის ეს XXX.. მერე ცოტა გონზე რომ მოვედი, მომეწონა biggrin.gif ისკიარადა წარმოვიდგინე.. მგონია, რომ რაღაც ვირტუალურ ოთახში უნდა იყვნენ, უფრო სწორად ლაბირინთში, მაგრამ სინამდვილეში ფიზიკურად სად არიან? აი ფილმი გახსოვს "კუბი"? რაღაც მაგას მაგონებს და მომენტებში მზარავს biggrin.gif

იუზერი კაჰიბა სად გაქრა? ან ეს XXX რა მაგარი სახელია რა biggrin.gif

თავი რომ მკვდრები გონიათ, მაგარია რა.. ესე იგი, ფიზიკურადაც აღიქვამენ ამ ვირტუალურ სამყაროს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 29 2009, 06:16 PM

ქევანა

თანდათან მოუსმინე და ყველაფერი გაირკვევა. 666 და არიადნა მევასება მე მაგრად biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 29 2009, 07:27 PM

Atman
ეხლა ვუსმენ და მონსტრადამუსი მომწონს user.gif
დაიღუპება ხო? unsure.gif

კიდე Nutcracker და ორგანიზმიც მაგარია კიდე laugh.gif აუუუ,..

იცი რაღაც აზრები ჩამომიყალიბდა მაგრამ არეულად... მინდა მერე დავალაგო და ჩემთან დავწერო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 29 2009, 08:44 PM

ხო საინტერესო იქნება სჰენი სჰეფასება, განსაკუტრებიტ შლემზე რას ფიქრობ ეგ დაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 30 2009, 12:16 AM

Atman

ციტატა
ქართველი მწერლებიდან ბუღაძეს შევადარებდი სტილით,

ამას არ შეადარო პელევინი biggrin.gif

მოკლედ მეხუთე ნაწილზე ვარ და არიადნას მეორე სიზმარს ვუსმენ რამოდენიმეჯერ.. ესე იგი მგონია რომ ყური მატყუებს რა... მთლიანი სამყარო რომელიც თავის ერთ-ერთ ნაწილშიაო რომ ჰყვება.. მოკლედ აშკარაა აქ დიდხანს შევყოვნდები smile.gif
ამის ტექსტი არაა არსად?

და მართლა, ამის მერე სხვა წიგნებიც მინდა : )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 30 2009, 06:38 AM

http://pelevin.nov.ru/

აქაა მაგის ყველა ტექსტი. აუდიოწიგნებიცაა, მაგრამ უფრო კარგი აუდიოწიგნები მე მაქვს და მაგას რომ მორჩები აგიტვირთავ თუ გინდა.

მეც მეორედ უნდა მოვუსმინო მაგას, ბევრი ანტაგონისტური რაღაცაა, მაგრამ ეგრეცაა საჭირო, თავი უნდა აგატკიოს და გონება დაგიბნიოს რომ ნათლად შეიგრძნო შლემ უჟასა საკუთარ თავზე biggrin.gif "ახლა ჩაპაევს და სიცარიელეს" ვუსმენ. ეგ უფრო დიდი და სერიოზული რომანია... "ჯენერეიშენ პ" ვერ ვიშოვე ჯერ აუდიოწიგნი, არადა ამბობენ ძალიან მაგარიაო, ტექსტის კითხვა კიდე მეზარება კომპში sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 30 2009, 02:18 PM

ციტატა
"ჯენერეიშენ პ"

ე, აბა აქ რა არი? 21 ნაწილია

http://pelevin.nov.ru/audio/

ვცადე და ერთი გადმოიწერა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 30 2009, 02:23 PM

ქევანა

ვაა დაუდიათ, ადრე არ იყო... აკიკოსაც მოუსმინე, ოღონდ ღადაობაა, სერიოზული არაა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 06:26 PM

ვიქტორ პელევინის ყველაზე ცნობილი რომანი: "ჩაპაევი და სიცარიელე". დიდი მოცულობაა და რამდენიმე ნაწილად ავტვირთავ:
ტექსტური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://pelevin.nov.ru/romans/pe-pust/index.html

http://www.radikal.ru
პირველი ნაწილი:
http://bin.ge/file/84173/1.zip.html
მეორე ნაწილი:
http://bin.ge/file/84186/2.zip.html
მესამე ნაწილი:
http://bin.ge/file/84200/3.zip.html
მეოთხე ნაწილი:
http://bin.ge/file/84215/4.zip.html
მეხუთე ნაწილი:
http://bin.ge/file/84227/5.zip.html
მეექვსე ნაწილი:
http://bin.ge/file/84238/6.zip.html
მეშვიდე ნაწილი:
http://bin.ge/file/84243/7.zip.html
მერვე (ბოლო) ნაწილი:
http://bin.ge/file/84251/8.zip.html

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 5 2009, 02:17 PM

ჩაპევი კიარა, "ჯენერეიშენ პი" დავიწყე და ჯერ 1 ნაწილს ვერ გავცდი biggrin.gif sad.gif

გადავიწერ ამას : )


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 5 2009, 02:18 PM

ქევანა

გენერეიშენი არ მომისმენია ჯერ... მაგრამ ეს უნდა ჯობდეს ასე მგონია.. თან ეს უფრო ფილოსოფიურია a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 6 2009, 02:57 PM

გამოდის პელევინის ახალი წიგნი! საკმაოდ საინტერესო ანონსი აქვს
http://www.chaskor.ru/n.php?id=10903& _openstat=ZGlyZWN0LnlhbmRleC5ydTsxOTY4MTM1OzY5NTAwMDQ7d2luLm1haWwucnU6Z3VhcmFudG
Vl

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 7 2009, 07:50 AM

ინტერვიუ პელევინთან:

http://www.youtube.com/watch?v=SupLNWDBWLA

ძალიან საინტერესოა a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 13 2009, 02:34 PM

მოთხრობები ვიშოვე პელევინის, აუდიო, თვითონ ავტორი კითხულობსო ეწერა...

აგიტვირთო, გურუ? user.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 13 2009, 02:57 PM

ქევანა

სად იშოვე? და რომელი მოთხრობებია მითხარი აბა... a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 13 2009, 06:00 PM

ციტატა
1999 — Нижняя тундра

ციტატა
1993 — Зигмунд в кафе

ციტატა
1993 — Бубен Верхнего мира

ციტატა
1991 — Онтология детства

ციტატა
1991 — Синий фонарь


ესენი smile.gif და ტორენტ.რუ-დან biggrin.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 13 2009, 06:16 PM

ქევანა

ეგენი მაქვს, მეც მაქედან გადმოვწერე smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 26 2009, 05:23 PM

პელევინის ბოლო წიგნი "ტ". სულ ახალი გამოსულია:

http://bin.ge/file/91831/Pel-T.pdf.html

ესაა წიგნიდ პდფ-ვერსია. აუდიო ჯერ არ გამოსულა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 3 2009, 04:05 PM

"იძინე"

ქართული ტექსტი:
http://lib.ge/body_text.php?3902

აუდიოწიგნი რუსულად:
http://bin.ge/file/95070/Victor-Pelevin-Spi-80kbps-32kHz.mp3.html

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 4 2009, 05:29 PM

ციტატა(cinemamu @ Sep 4 2009, 05:24 PM) *

В 1985 году окончил Московский энергетический институт по специальности электромеханик


აი აქ რა უნდოდა?

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Apr 18 2010, 10:20 PM

უი ეს თემა ახლა ვნახე,
რაზეც ხელი მიმიწვდა ყველაფერი წავიკითხე, ყველაფერი რა ახლა რამდენიმე ნაწარმოები რა :უსერ:
ძალიან კარგი ვინმეა ეს პელევინი


იდოს ესეც http://pelevin.nov.ru/

ციტატა(Atman @ Oct 26 2009, 05:23 PM) *

პელევინის ბოლო წიგნი "ტ". სულ ახალი გამოსულია:

http://bin.ge/file/91831/Pel-T.pdf.html

ესაა წიგნიდ პდფ-ვერსია. აუდიო ჯერ არ გამოსულა.


თუ შეძლებ თავიდან დადე რა,
ლინკი არ მუშაობს კიარადა გაუვიდა ვადა :დ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 19 2010, 07:19 AM

T.L.

ციტატა
თუ შეძლებ თავიდან დადე რა,ლინკი არ მუშაობს კიარადა გაუვიდა ვადა :დ


ვეღარ ვპოულობ სამწუხაროდ, ალბათ წამეშალა sad.gif

პოსტის ავტორი: virtual.. თარიღი: Jan 2 2013, 04:11 PM

ვიქტორ პელევინის - "ყვითელი ისარი"
მაინტერესებს ,ვინ დამეხმარება მის ქართული ვერსიის მოძიებაში ?
ამაზე არავინ არაპერს საუბრობს..

ვიქტორ პელევინის - "ყვითელი ისარი"
მაინტერესებს ,ვინ დამეხმარება მის ქართული ვერსიის მოძიებაში ?
ამაზე არავინ არაპერს საუბრობს..

პოსტის ავტორი: virtual.. თარიღი: Jan 2 2013, 04:47 PM

...............................

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)