თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ უფლის შვილობის სიმაღლე

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Jun 18 2008, 12:15 AM

დამებადა კითხვა: როდის შეიძლება გვეწოდოს მონა უფლისა და როდის ვიმყოფებით შვილობის სიმაღლეზე?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 18 2008, 04:21 PM

ციტატა(ninca @ Jun 18 2008, 01:15 AM) *
დამებადა კითხვა: როდის შეიძლება გვეწოდოს მონა უფლისა და როდის ვიმყოფებით შვილობის სიმაღლეზე?
ninca
მოციქულები იყვნენ მაცხოვრის მეგობრები ხომ? smile.gif

ჩვენ ყველანი უფლის შვილები ვართ. ცოდვის მონები ვიყავით გამოხსნამდე, სანამ მაცხოვარი გამოგვიხსნიდა. შემდეგ კი თავმდაბლობიდან გამომდინარე ვუწოდებთ თავს ღვთის მონებს. ღვთის მონობაშია ჭეშმარიტი თავისუფლება. ისე კი უფლის შვილები ვართ და თუ ღვთისთვის სათნო ღვაწლში ვართ და სათნოებებს აღვასრულებთ ღვთის მეგობრები ვხდებით... გულახდილად ასე ვფიქრობ. შეიძლება ვცდები. მომიტევეთ. საინტერესო თემაა და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს და სხვათა ნაფიქრალს.

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Jun 20 2008, 12:01 AM

მონა ხარ, როცა ღმრთის შიშით უპირობოდ ასრულებ მცნებებს , შვილად იწოდები, როცა სიყვარულის გამო ემორჩილები.

დღეს ჩვენ უბრალოდ იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ მუდამ გვახსოვდეს უფალი.

როცა ჩვენ სიკეთეს ჩავდივართ სიკეთისათვის , მაშინ შვილობის სიმაღლეზე ვიმყოფებით, რადგან შვილი ასრულებს მამის ნებას არა შიშის , არა იმის გამო, რომ მისგან ჯილდო მიიღოს, არამედ სურვილისათვის - სათნო ეყოს მას,

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 20 2008, 12:14 AM

როდესაც უფლისადმი სიყვარულიცაა და შიშიც ამ მდგომარეობას რა ჰქვია? მაგალითად წმიდა ზიარების საიდუმლოს შიშით და სიყვარულით მივეახლებით unsure.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 20 2008, 12:45 AM

lingvo
მგონი მართალი ხარ, ჩვენ თავს ჩვენივე თავმდაბლობით ვუწოდებთ ღვთის მონას, ისე ყველა ადამიანი უფლის შვილია ვინც არ აკეთებს იმას, რაც უფლის შვილს არ ეკადრება (მგონი კონკრეტულ შემთხვევაში ადვილი გასარჩევია რისი გაკეთება ეკადრება უფლის შვილს და რისი - არა).

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 20 2008, 08:10 PM

ციტატა(ninca @ Jun 17 2008, 11:15 PM) *

დამებადა კითხვა: როდის შეიძლება გვეწოდოს მონა უფლისა და როდის ვიმყოფებით შვილობის სიმაღლეზე?


არამგონია ამ კითხვაზე პასუხი უფლის გარდა ვინმემ იცოდეს,მხოლოდ უფალს ძალუძს შეაფასოს ადამიანის სულიერი სიმაღლე და მდგომარეობა

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 20 2008, 08:23 PM

ციტატა(ninca @ Jun 20 2008, 12:01 AM) *

მონა ხარ, როცა ღმრთის შიშით უპირობოდ ასრულებ მცნებებს , შვილად იწოდები, როცა სიყვარულის გამო ემორჩილები.

დღეს ჩვენ უბრალოდ იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ მუდამ გვახსოვდეს უფალი.

როცა ჩვენ სიკეთეს ჩავდივართ სიკეთისათვის , მაშინ შვილობის სიმაღლეზე ვიმყოფებით, რადგან შვილი ასრულებს მამის ნებას არა შიშის , არა იმის გამო, რომ მისგან ჯილდო მიიღოს, არამედ სურვილისათვის - სათნო ეყოს მას,

smile.gif

ციტატა(Rozoma @ Jun 20 2008, 12:45 AM) *

lingvo
მგონი მართალი ხარ, ჩვენ თავს ჩვენივე თავმდაბლობით ვუწოდებთ ღვთის მონას, ისე ყველა ადამიანი უფლის შვილია ვინც არ აკეთებს იმას, რაც უფლის შვილს არ ეკადრება (მგონი კონკრეტულ შემთხვევაში ადვილი გასარჩევია რისი გაკეთება ეკადრება უფლის შვილს და რისი - არა).

ვფიქრობ რომ ასეთი თავმდაბლობა მოჩვენებითია, ანუ ადამიანი თავს იკატუნებს და იმიტომ ვითომ ასე თვლის სინამდვილეში კი ეს ესე არაა და თავადაც იცის, მაგრამ თავმდაბლობის გამო..
არა, თუკი ადამიანი მართლაც თვლის რომ ის უფლის მონაა და ეს თავმდაბლობის გამო კი არ მოსდის არამედ ასეთი განცდა აქვს, ის ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.
ის რაც შენ დაწერე ისეთ ადამიანის ნათქვამს გავს რომელიც სიტყვიერად ამბობს "ყველაზე ცოდვილი ვარ" სინამდვილეში კი ასე არ თვლის, ანუ გარეგნული გამოვლინება მორჩილების ხოლო შიგნით ამპარტავანი,

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 21 2008, 08:46 PM

ციტატა(ninca @ Jun 17 2008, 11:15 PM) *

დამებადა კითხვა: როდის შეიძლება გვეწოდოს მონა უფლისა და როდის ვიმყოფებით შვილობის სიმაღლეზე?

smile.gif რა ვიცი,ჩემის აზრით ყველა ადამიანი მაინც უფლის მონაა,მაშინაც კი ,როცა უფალს არ ვემორჩილებით და მის გარეშე ვცხოვრობთ,როგორც სახარებისეული "უძღები შვილი",ხოლო შვილობის სიმაღლეზე ,მაშინ ვიმყოფებით,როცა იგივე "უძღების შვილის" მსგავსად, ზეციურ მამასთან ვბრუნდებით და ვევედრებით მიგვიღოს მასთან,როგორც ერთი მუშაკთაგანი...

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 21 2008, 08:51 PM

ხო ყველა ადამიანი ღმერთის შვილია, და მაინტერესებს, ამ ბოლო დროს ძალიან მაწუხებს ეს თემა, არამართლმადიდებელი ხალხი, მეცოდებიან, ნუთუ ყველა ჯოჯოხეთში მოხვდებიან?ისინი ღმერთს ხო მიმართავენ ზოგი, ლოცულობენ, კეთილად ცხოვრობს ზოგი, თავისი რელიგიის ერთგულები არიან და აზრადაც არ მოსდით რომ სხვა რელიგია მიიღონ..მერე იღუპებიან და ნუთუ ამდენი ხალხი ყველა ჯოჯოხეთში ხვდება?? ეჰჰჰ ამას ალბათ ვერავინ გაიგებს ვინ სად ხვდებაsad.gif((

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 21 2008, 09:08 PM

ციტატა(natia. @ Jun 21 2008, 08:51 PM) *

ხო ყველა ადამიანი ღმერთის შვილია, და მაინტერესებს, ამ ბოლო დროს ძალიან მაწუხებს ეს თემა, არამართლმადიდებელი ხალხი, მეცოდებიან, ნუთუ ყველა ჯოჯოხეთში მოხვდებიან?ისინი ღმერთს ხო მიმართავენ ზოგი, ლოცულობენ, კეთილად ცხოვრობს ზოგი, თავისი რელიგიის ერთგულები არიან და აზრადაც არ მოსდით რომ სხვა რელიგია მიიღონ..მერე იღუპებიან და ნუთუ ამდენი ხალხი ყველა ჯოჯოხეთში ხვდება?? ეჰჰჰ ამას ალბათ ვერავინ გაიგებს ვინ სად ხვდებაsad.gif((

ბევრი მონათლული მართლმადიდებლური წესით და ეკლესიურებიც კი უცნობია სად ხვდებიან, ჯობია საკუთარ სულებზე ვიფიქროთ, ნუ წარმოვიდგენთ რომ ჩვენ გადავრჩით და ეხლა სხვებზე ზრუნვის დრო გვაქვს, ეს არც სიყვარულია არც თანაგრძნობა არამედ სენტიმენტალიზმი, რომელიც ფშვინვიერია

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 21 2008, 10:33 PM

ციტატა(sandro40 @ Jun 20 2008, 08:23 PM) *

smile.gif
ვფიქრობ რომ ასეთი თავმდაბლობა მოჩვენებითია, ანუ ადამიანი თავს იკატუნებს და იმიტომ ვითომ ასე თვლის სინამდვილეში კი ეს ესე არაა და თავადაც იცის, მაგრამ თავმდაბლობის გამო..
არა, თუკი ადამიანი მართლაც თვლის რომ ის უფლის მონაა და ეს თავმდაბლობის გამო კი არ მოსდის არამედ ასეთი განცდა აქვს, ის ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.
ის რაც შენ დაწერე ისეთ ადამიანის ნათქვამს გავს რომელიც სიტყვიერად ამბობს "ყველაზე ცოდვილი ვარ" სინამდვილეში კი ასე არ თვლის, ანუ გარეგნული გამოვლინება მორჩილების ხოლო შიგნით ამპარტავანი,

ან შენ ვერ გამიგე, ან მე ვერ ვთქვი სწორად smile.gif ჩემი მამაო ამბობს, რომ ჩვენ ყველას უნდა გვეამაყებოდეს, რომ უფლის შვილები ვართ და გვებრალებოდეს ღვთის გზიდან აცდენილები, მაგრამ ამავე დროს ღმერთთან მიმართებაში მონად ვთვლით თავს, ჩვენ ხომ არაფერს არ წარმოვადგენთ, და თუ ვამაყობთ, ისევ და ისევ უფლის სახელით, უფლის შვილობის სახელით!

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 22 2008, 12:53 AM

ციტატა
ბევრი მონათლული მართლმადიდებლური წესით და ეკლესიურებიც კი უცნობია სად ხვდებიან, ჯობია საკუთარ სულებზე ვიფიქროთ, ნუ წარმოვიდგენთ რომ ჩვენ გადავრჩით და ეხლა სხვებზე ზრუნვის დრო გვაქვს, ეს არც სიყვარულია არც თანაგრძნობა არამედ სენტიმენტალიზმი, რომელიც ფშვინვიერია


ვიცი რომ არ არის კარგი, შეიძლება ბოროტისგანაა ეს ფიქრები, მაგრამ ძალიან დეპრესიაში ვვარდები ეს რომ მახსენდება, თუნდაც ის იგავი რომაა ათ ქალწულზე ლამპაში ზეთის ჩასხმა რომ დაავიწყდებათ, ზოგი მონაზონიც არ ცხონდება თურმე ვისაც ცუდი აზრები აქვსsad.gif ხანდახან აღარ ვიცი რა ვაკეთო ყველაფერი ცოდვაა. რომ გავჩერდე და არაფერი ვაკეთო, მერე აზრები მაწუხებენ sad.gif რა რთულია ყველაფერი...კეთილი საქმე უნდა აკეთო ალბათ...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jun 23 2008, 01:47 PM

რომელი მამა ამბობს ზუსტად არ ვიცი ფორუმზე ამოვიკითხე " შენი საქმე არ არის ვინ საით გარბის შენ შენი ცოდვები იტირეო " ასე რომ ჩემი აზრით გლობალური პრობლემებზე ფიქრი და მათი მიზეზით სასოწარკვეთა ეშმაკის სატყუარაა იმისთვის რო მოცდე ხელი ჩაიქნიო მაგრამ შესაძლოა მსგასად იმიტომ განციდი რო ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო და შენი შემეცნება გაიზარდოს ჭეშმარიტებაზე . ასე რომ დეპრსია და სასოწარკვეთა დროის კარგვაა ვიშრომოთ რო მოვიხვეჭოთ ჩვენ შრომას კი უფალი აუცილებლად შეიწირავს და უეჭველად შევალთ სიხარულში უფალმა თავის მოყვარულთ რო აღუთქვა smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 27 2008, 06:07 PM

ციტატა(ლილიანა @ Jun 23 2008, 01:47 PM) *

" შენი საქმე არ არის ვინ საით გარბის შენ შენი ცოდვები იტირეო "

yes.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 28 2008, 11:42 PM

მე ვარ მონა ღვთისა
შეიძლება ოდესმე შვილობასაც ვეღირსო

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 28 2008, 11:50 PM

ციტატა
რომელი მამა ამბობს ზუსტად არ ვიცი ფორუმზე ამოვიკითხე " შენი საქმე არ არის ვინ საით გარბის შენ შენი ცოდვები იტირეო " ასე რომ ჩემი აზრით გლობალური პრობლემებზე ფიქრი და მათი მიზეზით სასოწარკვეთა ეშმაკის სატყუარაა იმისთვის რო მოცდე ხელი ჩაიქნიო მაგრამ შესაძლოა მსგასად იმიტომ განციდი რო ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო და შენი შემეცნება გაიზარდოს ჭეშმარიტებაზე . ასე რომ დეპრსია და სასოწარკვეთა დროის კარგვაა ვიშრომოთ რო მოვიხვეჭოთ ჩვენ შრომას კი უფალი აუცილებლად შეიწირავს და უეჭველად შევალთ სიხარულში უფალმა თავის მოყვარულთ რო აღუთქვა


მართალი ხარ ბოროტმა ვერ ჩამიგდო ხელში დავანებე თავი ეგეთ ფიქრებს და დეპრესიას. ჩემ საქმეს ვაკეთებ. ყველა ღმერთის სვილები ვართ და თუ მისი მონები ვიქნებით ანუ სიკეთის, სიყვარულის , სიმშვიდის, უბიწოების, მოთმინების, სიმართლის მონები, და არა ცოდვის, მერე ვიქნებით ნამდვილად კარგი შვილები smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 30 2009, 08:24 PM

ჩვენ არცერთი არ ვართ უფლის მონანი ჩვენ მისი შვილები ვართ და მის მფარველობაში ვიმყოფებით ჩვენ უნ და ვილოცოთ და ვიწამოთ უფალი რათა მოვიპოვო
თ ადგილი სასუფეველში და ჩვენზე გადმოვიდეს ღვთის მადლი


პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Mar 2 2009, 02:25 PM

ციტატა(giorgi gvasalia @ Jan 30 2009, 08:24 PM) *

ჩვენ არცერთი არ ვართ უფლის მონანი ჩვენ მისი შვილები ვართ და მის მფარველობაში ვიმყოფებით ჩვენ უნ და ვილოცოთ და ვიწამოთ უფალი რათა მოვიპოვო
თ ადგილი სასუფეველში და ჩვენზე გადმოვიდეს ღვთის მადლი

მაშ,რას ნიშნავს სიტყვები: "ხატი მონისა მიიღო," პავლე მოციქულის სიტყვები:"არა ვართ მონა,არამედ აზნაურ".,არ ნიშნავს იმას რომ ღმრთის მონად არ ვიწოდებოდეთ,მონობა არ ნიშნავ,ისმას რომ გამომწყვდეულნი ვიყოთ და ვშიმშილობდეთ,ან კიდევ ვიღაცას მსახურად ვყავდეთ სახში,არამედ ჩვენ უფლის შექმნილნი ვართ და მასზე ვართ დამოკიდებულნი,როგორც ყველაზე აღმატებულზე,ხოლო ჩვეულებრივ მონას შეზღუდვები აქვს განსხვავებით ღმრთის მონისაგან,მას თავისუფალ ნებას ართმევენ და ბატონს ექვემდებარება,ხოლო ღმრთის მორჩილი არ კარგავს თავისუფალ ნებას,მაგრამ ღმერთზეა დამოკიდებული,იგი განისჯება თავისი ბატონის წინაშე როგორც ყველა.მაშ რა ვყოფილვართ: "ბატონები", თუ "მონები".?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 2 2009, 10:28 PM

ციტატა
"ბატონები", თუ "მონები".?

მეგობრები smile.gif
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს,
ქრისტე შემოსილი ქრისტეს მეგობარია და არა მონა smile.gif რაც უფლის შვილობაა smile.gif

იოანე 15 : 14-15
"14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ.
15. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ"

ხატი მონისა, ნიშნავს განკაცებას ანუ ქმნილების ხატის მიღებას და არა იმას მონები ვართ smile.gif
ისე ხშირად შედარებითად გამოიყენება მონობა, მუშაკობა და მეგობრობა:
ნაწილი სიკეთეს აკეთებს შიშით, რომ არ დაისაჯონ და გვანან მონებს ამბობს ბასილი დიდი, ნაწილი რათა საზღაური საღვთო მადლი მოიპოვონ დ გვანან მუშებს, ნაწილი კი მხოლოდ იმიტომ აკეთებს სიკეთეს, რომ უყვარს სიკეთე და ისინი ღვთის მეგობრებია...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 3 2009, 07:00 PM

ციტატა
მაშ რა ვყოფილვართ: "ბატონები", თუ "მონები".?


თუ თAვისუფლები ? smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Mar 3 2009, 10:55 PM

ციტატა(natia. @ Jun 21 2008, 11:53 PM) *

ზოგი მონაზონიც არ ცხონდება თურმე ვისაც ცუდი აზრები აქვსsad.gif ხანდახან აღარ ვიცი რა ვაკეთო ყველაფერი ცოდვაა. რომ გავჩერდე და არაფერი ვაკეთო, მერე აზრები მაწუხებენ sad.gif რა რთულია ყველაფერი...კეთილი საქმე უნდა აკეთო ალბათ...


ყველაფერი ცოდვაა მაგრამ დამერწმუნე ცოდვას მაინც ჩაიდენ, უცოდველი არავინაა და სრულყოფილად ვერავინ ვერ აღასრულა კანონი... მარტო უფალმა... წყალობაც მაგიტომ მოგვიტანა რომ ხედავდა, რო ვერ ვასრულებდით. უფალმა თქვა "милости хочу, а не жертвы"-ო... მთავარი სინანულია (ეს არ ნიშნავს რომ დიდი ცოდვები ჩავიდინოთ)
ყველანი ღვთის შვილები ვართ... წყალობით... და ვცხონდებით კიდეც წყალობით

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 2 2009, 11:35 AM

ციტატა(orthodox-georgia @ Jun 28 2008, 11:42 PM) *

მე ვარ მონა ღვთისა
შეიძლება ოდესმე შვილობასაც ვეღირსო



კარგი ნათქვამია! smile.gif

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Feb 3 2011, 02:26 PM

ეჰ ნეტა იმის ღირსი გამხადოს უფალმა ჯოჯოხეთის კარიბჭეს ამაცილოს მე ცოდვილი და დიდი სიხარულით ვიქნებოდი უფლის მონა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)