IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

47 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების, გამოსააშკარავებლად
დათიკო
პოსტი May 5 2009, 11:29 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს.
ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას.
ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში.
რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე.

გამოსავალი:

ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით.
თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი.
ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას.
აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm
ან http://www.towerwatch.com/
ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან.

ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას.

თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას.

რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს.

მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად!

გამოიღვიძეთ!

მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი!

გიორგობას გილოცავთ!

პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი May 5 2009, 11:37 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



დათიკო

კარგია, როდესაც აპოლოგია გვინდა, კარგია როდესაც ამისთვის ვემზადებით - მაგრამ იაჰოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ, სამწუხაროდ გაცილებით დიდი საფრთხე უყურადღებოდ რჩება smile.gif


ციტატა
გამოიღვიძეთ!


ამას ვუსურვებდი ერსაც და ბერსაც


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 5 2009, 11:38 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება

დათიკო
ძალიან კაი სტატიები მაქვს სერბულად sad.gif დავწერე კიდეც "სამება" თემაში და ისიც დავწერე რა პრობლემა მაქვს მათი თარგმნის დროს . ეს არც მამათა ცხოვრებაა და არც წმინდა ნიკოლოზ სერბის რელიგიური სტატიები, აქ სრული პრეციზულობაა საჭირო და მე ამას ვერ ვბედავ. ერთადერთი ვთხოვ ჩვენს ქართველ თეოლოგებს ბელგრადში, რომ ქართველი მრევლისთვის უცნობი სტატიები იქნებ რამდენიმე მაინც თარგმნონ.

ციტატა
როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად!


შენ, აფხაზი, კაიროსი, სიკვდილა, აღმსარებელი, ზაზა და კიდევ რამდენიმე ნამდვილად არ "აღებთ პირს" მაგათთან საუბარში თუ რაც ქვია, მაგრამ რა, შედეგი არის? ნუ, იმაში გეთანხმები, რომ პირი რომ დააღოთ უარესებს იზამენ smile.gif

ციტატა
გიორგობას გილოცავთ!

ასევე შენც და ყველას, მრავალს დაესწარით გამარჯვებული და გახარებულნი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი May 6 2009, 01:18 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



IPB-ს სურათი

ეს ბროშურა მაჩუქა მამა თეოდორემ ჯერ კიდევ 1996 წელს,გამოშვებულია 1993 წელს

კარგი რაღაცეები წერია,საინტერესოა ძალიან,არ დავიზარებ და ზედმიწევნით გადმოვწერ ამ თემაში,რომელიც დროულად გაიხსნა ნამდვილად smile.gif
დიდი მადლობა დათიკოს
smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 6 2009, 01:35 AM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ჯერ ჯერობით, რაც მე აქამდე მინახავს იეჰოვას მოწმეებზე, არის უარგუმენტო, პათეტიკური გულზეხელისდრტყმით დაწერილი სტატიები.

საჭიროა წმინდა წერილის მუხლების მიხედვით დამტკიცებული არგუმენტირებული პასუხები.

შეხედეთ როგორ ესაუბრა ერთ-ერთი რუსი ჩვეულებრივი მრევლი იეჰოვას მოწმეს:
http://kuraev.ru/smf/index.php?topic=25918.msg324667


ავგუსტინე
ციტატა
არგია, როდესაც აპოლოგია გვინდა, კარგია როდესაც ამისთვის ვემზადებით - მაგრამ იაჰოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ

ავგუსტინე
შენთვის არ წარმოადგენენ. სხვათათვის კი დამაბრკოლებელი ეფექტი აქვთ.

პრობლემა (თანაც ამაზე სერიოზული) მართლაც ბევრია, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს რომ მცირე სატკივარი დავივიწყოთ.

აქვე გადმოვიტა ხოლმე იმ ამოკრებილ მუხლებს, რომლებსაც სხვა ფორუმებშიც ვწერ:

წავიკითხოთ იოანეს სახარების 17:6 "გამოუცხადე სახელი შენი კაცთა" - ამ სიტყვებს ქრისტე იძახის.
ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ღვთის სახელი ხალხს მოსემ ასწავლა. რა თქმა უნდა, თუკი მისი ერთადერთი სახელია იეჰოვა, მაშინ იგი მოსემ გაანდო ხალხს.
მაშ რაღაშია საქმე? ნუთუ ქრისტემ სხვა სახელი გამოუცხადა ხალხს?

ეხლა კიდევ ერთი საყურადღებო ადგილი:
ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს ილოცონ მისი სახელით:
იოანე - 16:26 "მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა"
ამავე საუბრისას ის აცხადებს: "(იოანე 16:24) აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს."
ანუ, აქაც ვხედავთ, რომ ქრისტე მისი სახელის მოხმობისკენ მოუწოდებს მოწაფეებს. აქ კვლავ შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფრაზა, რომლითაც დაიწყო ეს თემა:
იოველი 2.32
საქმე 2.21
..."ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს"
საინტერესოა, არა?

შემდეგ: იოანეს 14,14
"და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო".

მსგავსი სიტყვებისთვის, ძველი აღთქმის კანონით, სიკვდილს იმსახურებდა მათი მთქმელი. თავად წარმოიგინეთ, მოდის თქვენთან კაცი და გეუბნებათ - ნუღარ ახსენებთ ღვთის სახელს, არამედ ჩემი სახელით ილოცეთ.
და რა გამოდის? თუკი ყოველივე ამის შემდეგ ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ ის წარმართი ყოფილა. რადგანაც ის მოუწოდებს ხალხს არა იეჰოვას მიმართ ილოცონ, არამედ მის მიმართ.
რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ ასეთ შემთხვევაში? გამოსავალი ერთადერთია - უნდა ვაღიაროთ რომ იეჰოვა თავად არის ქრისტე!

სხვაგან ვკითხულობთ:
საქმეები 9,13-16
ეს ის ადგილია სადაც ქრისტე ესაუბრება ანანიას, როდესაც მოექცა სავლე და ანანიას არ სურს მისი მიღება.
აქ ანანია ეუბნება ქრისტეს: "უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა"
და ეუბნება რომ მას აქვს უფლებამოსილება მღვდელმნთავრებისგან "შეკვრად" ქრისტიანებისა "რომელნი ხადიან სახელსა შენსა." (ისევ გავიხსენოთ იოველის 2.32)
ანუ ქრისტიანები ქრისტეს სახელისთვის ისჯებოდნენ. ისჯებოდნენ იმისტვის რომ ღმერთად აღიარებდნენ ქრისტეს.
და რას პასუხობს ანანიას ქრისტე:
"მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა".
და შემდეგ:
" მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს."

აქ მცირედ შევისვენოთ და დავასკვნათ, რომ ამ თემის I პოსტში ნახსენებ იოველის სიტყვებში ხსენებული - "ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს", არაერთხელ გვხვდება ქრისტესთან მიმართებაში.
* * *
რომ არ დამავიწყდეს აქვე ერთი ორ საგულისხმო მუხლს დავამატებ:

ვისი სახელის მოწმეები იყვნენ მოციქულები:
საქმეები 1.8
არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

იყვან ჩემდა მოწმეო - ამბობს ქრისტე. არა იეჰოვას მოწმეო, არამედ ჩემიო.

საქმეები 4.7
"რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?"
მოციქულებს ეკითხებიან თუ ვისი სახელით აღასრულებენ საქნმეებს.
რაზეც პასუხობენ:
"ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი." (საქმეები 4.10)

თუკი მხოლოდ იეჰოვას სახელით უნდა ადიდებდნენ ღვთის სახელს ჭეშმარიტი მორწმუნეები, მაშინ მოციქულები არღვევდნენ სჯულს.

აქამდე არაერთხელ აღვნიშნე და კვლავაც მინდა გავიმეორო ის ფაქტი, რომ იეჰოვა არის ქრისტე.
დასტურად ამისა მივმართოთ წერილს:
ესაია 40.3
ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.
קול קורא במדבר
פנו דרך יהוה ישרו
בערבה מסלה
לאלהינו׃
ორიგინალში აქ יהוה არის ჩაწერილი.
ახალ აღთქმაში ეს ფრაზა ქერისტეს მიმართ ითქმება: მარკ. 1:2 "ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
1:3 ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი."

აქვე აღვნიშნოთ, თუკი ქრისტე არასოდეს არ უწოდებდა ლოცვებში ღმერთს იეჰოვას, არამედ მამას, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ქრისტე არ იქცეოდა სწორად?
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იეჰოვა არ არის ის ერთადერთი სახელი ღვთისა, რომლის მიმართაც გვმართებს ლოცვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 7 2009, 02:21 PM
პოსტი #6


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



მადლობა დავით ძალიან კარგი და საჭირო თემაა და მართლაც დიდია პრობლემა.

ჩემი ახლობლებიც აგერ წლების წინ შემოუშვეს იაღოველები და იმის მერე დაბნეულები არიან არც იქით არიანბოლომდე და არც აქეთ და ნამდვილად გამოსადეგი თემაა


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 7 2009, 03:13 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეგ კარგი რამეა, გარდა სწავლებითი რჩევებისა, სჯობს ასევე მეთოდოლოგიური რჩევებიც დავწეროთ მათთან კამათში გამოადგება ხალხს:

რჩევა პირველი :

არ მისცეთ იეღოველს საშუალება შეცვალოს საუბრის თემა biggrin.gif

ეგ მაგათი წესია, უცებ გადახტებიან ხოლმე სხვა საკითხზე...

ციტატა
გამოიღვიძეთ!

მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი

ეგ მართალია, მაგრამ სადაა ეგ ცოდნა რო? smile.gif
დათიკო, შეიმუშავე გეგმა, და მივყვეთ როგორღაც, ისე კი შეიძლება უბრალოდ ამოვკრიბოთ; შევაჯეროთ და წყაროთა მითითებით ერთ დოკუმენტად ავტვირთოთ ჩვენს ბიბლიოთეკაში.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 7 2009, 05:03 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
არ მისცეთ იეღოველს საშუალება შეცვალოს საუბრის თემა

საერთოდ რომ არ ვალაპარაკო ხო შემიძლია? biggrin.gif
მაგალითად: უკვე ნაპოვნი მყავს ჭეშმარიტი მეგობარი (ღმერთი და ა.შ.); ან წადი თავი დამანებე ან სხვა მსგავსი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 7 2009, 06:14 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საერთოდ რომ არ ვალაპარაკო ხო შემიძლია?
მაგალითად: უკვე ნაპოვნი მყავს ჭეშმარიტი მეგობარი (ღმერთი და ა.შ.); ან წადი თავი დამანებე ან სხვა მსგავსი

biggrin.gif
ეგ კი, მაგრამ ახლობელს თუ გიბოლებს, და თუ შედი კამათში ( დროის დაკარგვის ჩინებული ხერხი იხ. მოყვასთან კამათები biggrin.gif ), მაშინ უნდა მიმართო ამ მეთოდს,


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი May 8 2009, 01:20 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



იეჰოვას მოწმეები - კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ - ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ გასუბსტანტივდა და ღვთის საკუთარ სახელად, ეთნონიმად იქცა. ,,იეჰოვას მოწმეებს’’ სწამთ, რომ იაჰვე ღვთის უცვალებელი სახელია და იგი დღესაც ამ სახელით უნდა მოვიხსენიოთ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 იეჰოვას მოწმეები - სათავეს იღებენ ყოფილი ადვენტისტის, ჩარლზ ტეიზ რასელის (Charles Taze Russel) მიერ დაარსებული გაერთიანებისგან ”ბიბლიის ჭეშმარიტ შემსწავლელთა საერთაშორისო გაერთიანება”. ეს გაერთიანება ქადაგებდა ბიბლიის შესწავლას ყოველგვარი დამხმარე ლიტერატურის გარეშე. რასელის რწმენით, იესო ქრისტე ამქვეყნად უჩინრად მოვიდა 1874 წელს, ხოლო განცხადებულად გამოჩნდებოდა 1914 წელს, როდესაც ის შემუსრავდა ყველა ამქვეყნიურ ხელისუფლებას და მართლებს ზეცაში აიყვანდა. როდესაც 1914 წელს მსოფლიოს აღსასრული არ დადგა, თვით რასელი კი 1916 წელს აღესრულა, ბუნებრივია, გაერთიანებაში კრიზისი დაიწყო. ამის შემდეგ არჩევნების მანიპულირების გზით მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა ყოფილი ბაბტისტი და მოსამართლე ჟოზეფ ფრანკლინ რათერფორდი, რომელმაც გაერთიანების სტრუქტურა სრულიად ახლებურ, მკაცრი ცენტრალიზაციის პრინციპზე გადაიყვანა. 1931 წლიდან გაერთიანებას იეჰოვას მოწმეები ჰქვია. გაერთიანების რადიკალიზაციისა და ქვეყნიერების აღსასრულის სულ ახალ-ახალი თარიღების გამო, მოძრაობა ბევრმა დატოვა, თუმცა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი თანდათან ისევ გაიზარდა. 1965 წელს მათ მილიონს გადააჭარბეს, ხოლო ამჟამად ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 10 მილიონს უნდა შეადგენდეს. იეჰოვას მოწმეთა სწავლების საფუძველი ბიბლიაა. მიიჩნევა, რომ ბიბლიის ყოველი სიტყვა უშუალოდ ღმერთისგან არის შთაგონებული. ამიტომ, მისი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია იყოს მასში რაიმე შინაგანი წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობენ ბიბლიის მხოლოდ ერთ, საკუთარ თარგმანს: ”წმინდა წერილის ახალი მსოფლიო თარგმანი”. ეს თარგმანი, ბიბლიის სპეციალისტთა აზრით, სავსეა შეცდომებით და ტენდენციური ინტერპრეტაციებით.თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი იეჰოვას მოწმე თავის ყოველ ნაბიჯს ბიბლიის მიხედვით დგამს, გასაგები გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ამ გამოცემას წევრების მანიპულირებისათვის. ორგანიზაციის ლიდერები დროდადრო, საკუთარი ახალი შეხედულებისა და საჭიროების მიხედვით შეცვლილ რედაქციას სთავაზობენ თავიანთი ორგანიზაციის წევრებს. აბსოლიტურ ჭეშმარიტებად ცხადდება ბოლო ვერსია, ხოლო ძველი დავიწყებას უნდა მიეცეს. თვით სახელი იეჰოვა, ბიბლიის ებრაელი ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მომდინარეობს. სპეციალისტთა აზრით სწორი უნდა იყოს იაჰვე, ან მსგავსი გამოთქმა, მაგრამ არა იეჰოვა. იეჰოვას მოწმეებს ხშირად მოჰყავთ ადგილები ბიბლიიდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ადგილები მოჰყავთ ტენდენციურად, საკუთარი ინტერპრეტაციით და საკუთარ თარგმანზე დაყრდნობით და არ უნდა სხვა ინტერპრეტაციის მოსმენა, ამტკიცებენ რა, რომ ბიბლია უშუალოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე უნდა გავიგოთ. მათი ლიტერატურიდან და ქადაგებებიდან შემდეგი სწავლება იკვეთება: იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც ყველაზე მაღლაა, ქვეყნიერების, ადამიანთა და ანგელოზთა ზევით. ადმიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება და დაეცა. ამის შემდეგ სატანა ცდილობს შეაცდინოს ადამიანი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაზე არავინ შეინარჩუნა იეჰოვას ერთგულება. სამაგიეროდ არიან ადამიანთა შორის იეჰოვას მოწმეები, რომლებიც, და მხოლოდ ისინი (!) არიან იეჰოვას ერთგულნი. იესო იყო იეჰუვას უმთავრესი მოწმე. მან ძელზე (და არა ჯვარზე) მორჩილებით მიიღო სიკვდილი. დღევანდელმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს უნდა მიჰბაძონ. მთელი დანარჩენი მსოფლიო სატანის სამსახურშია და განწირულია დასაღუპად. გადამწყვეტი ბრძოლა სატანასთას იესომ 1914 წელს დაიწყო, როდესაც ის უხილავად მეორედ მოევლინა დედამიწას. ამჟამად სულ ცოტა დრო რჩება გადამწყვეტ ბრძოლამდე, - არმაგედონამდე. ამ ბრძოლაში სატანაა და მისი მომხრეები საბოლოოდ განადგურდებიან, ხოლო მართლები (იეჰოპვას მოწმეები, რომელთა რიცხვი ზუსტად არის განსაზღვრული) ღმერთთან ერთად იმეფებენ. ყოველ იეჰოვას მოწმეს აქვს დავალება იქადაგოს და ორგანიზაციას ახალი წევრები შესძინოს. გარდა ამისა, ის ვალდებულია რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა საერთო შეკრებაში. ამაში შედის ბიბლიის ქადაგება კვირაობით, ბიბლიის თეოკრატიული სკოლა, სამუშაო კრება და სასწავლო შეკრება. საერთო ჯამში 3-4 შეკრება კვირაში. გარდა ამისა, კარდაკარ სიარული ან ქუჩაში დგომა მისიონერობის მიზნით. ლიტერატურა, რომელსაც მოწმე არიგებს, მან თვითონ უნდა შეიძინოს ორგანიზაციაში. რას ელოდება ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეებს ჩამოშორდება? აღნიშნული სექტის სულიერ წინამღძვართა მტკიცებით, განდგომილები თავიანთ სახელს საგინებელ სიტყვად აქცევენ და გამოძევებულ იქნებიან, რათა მათი ნაწილი ფარისევლებთან ერთად აღირაცხოს და საბოლოოდ ისინი გამწესებულნი იქნებიან არმაგედონში. ვინაიდან წყევლა და გინება ეწევა მათ, მათი ფარისევლობისა და ურწმუნოების გამო, ისინი მიმდინარე ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილნი რჩებიან. ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა გაიაზრებ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც, თუმცა ჩამოშორდა ამ ორგანიზაციას, მაინც ინარჩუნებს რწმენას აღსასრულის პირას მყოფი სამყაროს შესახებ. იეჰოვას მოწმეთა კრიტიკოსები ერთ რამეში სრულიად თანხმდებიან, კერძოდ იმაში, რომ ახალი აღთქმის სიხარულის აღსავსე მისიას აქ მუქარის მისია ენაცვლება. ასეთი მრავალრიცხოვანი მცნებებისა და აკრძალვებების დაცვა, როგორც წესი, არავის შეუძლია, განსაკუთრებით უჭირთ ამის გაკეთება ახალგაზრდებს. ზოგიერთი მოწმე მოითხოვს, რომ უგულვებელყოფილ იქნას ყველაფერი, რასაც შეუძლია რწმენაში დააბრკოლოს ადამიანი – მატერიალური საგნები, სხვადასხვა გატაცებები, ქორწინება მხოლოდ სიყვარულის მოტივით და სხვა მრავალი, მათ შორის სწავლა – განათლების მიღებაც. იეჰოვას მოწმეთა ყოფა საკმაოდ შეზღუდულია უამრავი აკრძალვით. მათ შორის, აკრძალულია: - დაბადების დღეების აღნიშვნა, - არჩევნებში მონაწილეობის მიღება, - ზედმეტი წონის ქონა, - უწმაწურ ხუმრობაზე სიცილი, - თვალში საცემი ვარცხნილობის ან ტანსაცმლის ტარება, - თავის მართლების მცდელობა და სხვა. ცალკეა აღსანიშნავი სისხლის გადასხმის უმკაცრესი აკრძალვა, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი May 8 2009, 01:49 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



არქიმანდრიტი რაფაელი

იეღოველთა სწავლება და სულის უკვდავების უარყოფა

მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნებისა და მრავალფეროვნებისა,მსოფლიო რელიგიებს ორი ძირითადი ცნება აქვთ საერთო.პირველი-ღმერთი,უმაღლესი და სრულყოფილი არსება,ქვეყნოს შემოქმედი და მეორე სული-როგორც სხეულისაგან გამ,ოყოფილი სუბსტანცია,რომელიც თავის თავში შეიცავს სრულ ინფორმაციას ადამიანის ცხოვრებაზე.
სული არამატერიალური და არანივთიერია,იგი მარტივი ბუნებისაა,ამიტომ არ შეუძლია მოკვდეს,შემადგენელ ნაწილებად და ელემენტებად დაიშალოს.სული დინამიური არსება და სიცოცხლის პრინციპია,ხოლო სიკვდილი სტრუქტურის დაშლა,რთულის მარტივად ქცევა თავისი შემდგომი მატერიალური მეტამორფოზებით,სხეულისაგან მისი ენერგეტიკული პრინციპის გამოყოფა.მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემები შეიცავენ ზეპირ თუი წერილობით თხრობას,სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ.ეს ცნობები იმდენად მრავალრიცხოვანია,რომ მათი თუნდაც მაღალი ალბათობის ჰიპოთეზებად მიჩნევა შეუძლებელია,ეს უკვე ისტორიული ფაქტოლოგიის სფეროა,რომელსაც განზრახ თუ აუვლი გვერდს,კონფესიური ინტერესების გამო,თორემ ვერ უარყოფ.არა მხოლოდ რელიგია,არამედ ძველი პოეზია,ქრონოგრაფია,დრამატურგ
ია საიქიო ცხოვრების ამქვეყნიურთან ერთიანობაში განიხილავდა,როგორც ზედა და ქვედა სართულს იმ შენობისა,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
წმინდა წერილს მივუბრუნდეთ,რომლის სიტყვაც წესით უდავო და საბოლოო უნდა იყოს იეღოველთათვის-ისინი ხომ თავიანთ თავს "ბიბლიის მკვლევარებს"უწოდებენ,მოსეს სჯული სიკვდილით დასჯის მუქარით კრძალავდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას,ამასთან ანსხვავებდა მიცვალებულთა სულების გამოძახებას და დემონთა მოხმობას.იეღოველები,რომლებიც ბიბლიის სიტყვასიტყვით გაგებას ემხრობიან,არც ამ შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ ტექსტის იტერპრეტაციას თავიანთი კონფესიური მიზნებისათვის.აენდორელი მისანი ქალის მიერ სამოელის სულის გამოძახება ჯოჯოხეთიდან(ქრისტეს აღდგომამდე წინასწარმეტყველთა და მართალთა სულები ჯოჯოხეთში იყვნენ)საიქიო ცხოვრების არსებობას მოწმობს."მე ვარ ღმერთი მამისა შენისა,ღმერთი აბრაჰამისი,ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი"(გამოსვლ.3:6),ეუბნება უფალი მოსეს მაშინ,როცა სამივე მამამთავარს დასულებული ქონდათ ამ ქვეყნად არსებობა,მაგრამ მათი სულები ცოცხლები იყვნენ.
ქრისტეს მოწაფეებს მკვდრების აღდგინება შეეძლოთ.სული ხეულთან ერთად რომ კვდებოდეს და ქრებოდეს,მაშინ მათ ხელახლა უნდა შეექმნათ ის ადამიანები,ისე,როგორც ღმერთმა შექმნა ადამი,მაგრამ ეს ხელმწიფება მხოლდ ღმერთსა აქვს.
ფერისცვალების დროს იესო ქრისტეს მოსე და ელია გამოეცხადნენ,რომელთაც უფალი თავის მომავალ ვნებებზე ესაუბრებოდა-მაშასადამე,მოსეს სული ცოცხალი იყო.პეტრე მოციქული წერს,რომ ქრისტეს კაცობრივი სული ჯოჯოხეთს შთახდა და იქ იქადაგა სახარება და აღნიშნავს,რომ მას ნოეს დროს მცხოვრები ადამიანების სულები უსმენდნენ.ჯვარზე გაკრული ქრისტე მონანიე ავაზაკს ეუბნება:"დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა"(ლუკა 23:43).ავაზაკი იმავე საღამოს აღესრულა ჯვარზე.როგორ ასრულდებოდა მაცხოვრის სიტყვები,მისი სული რომ მომკვდარიყო და გამქრალიყო?ლაზარეს იგავში უფალი პირდაპირ ამბობს,რომ მდიდრის სული დემონებმა შეიპყრეს,ლაზარეს სული კი ანგელოზებმა იმ ადგილას წაიყვანეს,სადაც აბრაამი იყო.შეუძლებელია,რომ უფალს თავის იგავში არასწორი სურათი დაეხატა და მოწაფეებისათვის ყალბი წარმოდგენა შეექმნა.იგავი ხომ ის ამბავია,რომელსაც საფუძვლად რეალური მოვლენების აღწერა უდევს.


მოგვიანებით გავაგრძელებ გადმოწერას smile.gif




--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 11 2009, 02:47 PM
პოსტი #12


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
დათიკო, შეიმუშავე გეგმა, და მივყვეთ როგორღაც, ისე კი შეიძლება უბრალოდ ამოვკრიბოთ; შევაჯეროთ და წყაროთა მითითებით ერთ დოკუმენტად ავტვირთოთ ჩვენს ბიბლიოთეკაში.

მივყვეთ ნელ-ნელა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2009, 06:29 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოდი მაშინ ასე ვქნათ, დავყოთ თემებად:
შენ დაწყებული გაქვს საუბარი "სახელის" შესახებ
1. სახელი
ინაინამ დადო
2. სექტის ისტორიია
3. სულის უკვდავება
ახლა ჩამოვწეროთ ის უძირითადესი საკითხები რაც ამ სექტასთან კამათისას გვჭირდება, რადგან ეს სექტა ერთერთი ყველაზე რეაქციული სექტაა, და უარყოფს ყველაფერს . ისე რომ ეს მათი სწავლება არის უდიდესი საერთო ნაკრები რაც ოდესმე ვინმეს უარყვია, ანუ არიოზის ანტიტრინტიტარიზმიდან დაწყებული ვიდრე პროტესტანტული ანტიკლერიკარიზმით და ზედ დამატებული მათივე გამოგონებული ჯვრის უარყოფა (რაც ერთერთი პირველი გამოვლენაა ქრისტიანულ სექტებში) და ეპიტეთზე ჩაციკვლა, რაც სწორედ ამ სექტის უკიდურესი სწავლების სიმბოლოა.
მოკლედ ესაა ჩემი სამუშაო გეგმა:
გავაკეთოთ სია და მივუთითოთ ის წყაროები რაც არსებობს ინტერნეტში სხვადასხვა ენებზე, მერე ამოვიღოთ იქიდან უმთავრესი არგუმენტები, ქართულად ვთარგმნოთ და შემდეგ ეს ყველაფერი დავდოთ ბიბლიოთეკაში.
ამას კი ორი და სამი კაცი ვერ შევძლებთ, ერთად უნდა იყოს ყველა.
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 11 2009, 11:30 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


მე მახსოვს, სხვა განყოფილებაში გვედო თემები სხვადასხვა რელიგიებზე, იმავე განყოფილებასი გავხსნათ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სექტებზე და მათ შორის იეღოველებზე, თორემ, ეს არეულობა არ მოწმონს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 12 2009, 04:08 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ის აპოლოგეტიკის განყოფილება იყო ნინო smile.gif
იქ გახსნას აზრი არა აქვს, აქ მხოლოდ ამ რეაქციულ სექტაზე ვისაუბრებთ, მივყვებით ნელნელა, დავითიც დაგვეხმარება და სხვებიც smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 12 2009, 05:16 AM
პოსტი #16


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
კარგი იქნება თუკი მომავალში ყველა საკითხი ერთად თავმოყრილი ერთ საიტზე დაიდება. სადაც სარჩევის საშუალებით შესაძლებლობა ექნება ყველა ადამიანს ამოიკითხოს ინსტრუქცია თუ როგორ უნდა "გაუმკლავდეს" იეჰოველების სექტას.
დაახლოებით ისეთი როგოგიც აქ არის: http://www.iegova.ru/index2.htm

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი May 12 2009, 08:02 AM
პოსტი #17


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



ავგუსტინე
და თქვი ბარემ რა საფრთხე არის ეგეთი?
თუკი ჩემ მეგობარს გადაიბირებენ ამაზე ცუდი რა არის? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 12 2009, 02:38 PM
პოსტი #18


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ყველაზე მაგარი ისაა რო ჭედავენ ხოლმე და რო მიდიან ოჯახიდან გაბიან უფროსწორად biggrin.gif ეშმაკი კიდებს ყურში ხელს და წამოეთრიე სანა მ სიმართლის გზაზე დაგაყენესო biggrin.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი May 12 2009, 02:59 PM
პოსტი #19


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(დათიკო @ May 6 2009, 01:35 AM) *

შეხედეთ როგორ ესაუბრა ერთ-ერთი რუსი ჩვეულებრივი მრევლი იეჰოვას მოწმეს:
http://kuraev.ru/smf/index.php?topic=25918.msg324667

საინტერესო იყო smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 13 2009, 11:44 PM
პოსტი #20


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



როგორც ვიცით, ახალი აღთქმის არცერთ რედაქციაში სიტყვა იეჰოვა არ დომინირებს.
იეჰოვას მოწმეები ამის მიზეზად ასახელებენ იმას, თითქოს II - III საუკუნეში განგებ ამოეღოთ ეს სახელი.
ამის საპასუხოდ ჩვენ შეგვიძლია თამამად გავაცხადოთ, რომ არავის არასოდეს არ დაუმტკიცებია, რომ სახელი იეჰოვა ნამდვილად ამოღებულია ახალი აღთქმის ხელნაწერებიდან. თან ამავე დროს, მაგ ლოგიკით, კიდევ ბევრი ჭეშმარიტი სწავლება შეიძლებოდა შეცვლილიყო, რაც ბუნებრივია აფსურდი გამოდის.

გარდა ამისა, სახელთან დაკავშირებით სხვაგვარ სწავლებას ვხედავთ ახალ აღთქმაში, ვიდრე იმას, რასაც საგუშაგო კოშკი ასწავლის:

1. ვისი სახელით უნდა ვიკრიბებოდეთ:
მათე 18:20
"რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა".
2. ვის სახელს ემორჩილებიან ეშმაკები?
ლუკა 10:17
"და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა".
საქმეები 16:18
"და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა".
3. ვისი სახელით უნდა ვიქადაგოთ სინანული და ცოდვათა მიტევება?
ლუკა 24:47
"და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით".
4. ვისი სახელის უნდა გვწამდეს და ვისი სახელით უნდა მოგვეტევოს ჩვენი ცოდვები?
იოანე 1:12
"ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი"
I იოანე 3:23
"და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ".
I იოანე 5:13
"ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა".
5. ვისი სახელით (და არცერთი სხვა) ვიპოვით გამოხსნას?
საქმეები 4:12
"და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა".
6. ვის სახელს უნდა ვუხმობდეთ როდესაც მივმართავთ უფალს ლოცვისას?
იოანე 14:13
"და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა".
იოანე 14:14
"და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო".
იოანე 16:23
"და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ".
იოანე 16:24
"აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს".
7. ვის სახელს მოუხმობდნენ რა ჟამს კურნავდნენ ავადმყოფებს და ხეიბრებს?
საქმეები 3:16
"და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა".
იოანე 4:7-10
- "და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?
- მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო,
- უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა,
- ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი".
საქმეები 4:30
"განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა."
8. ვისი სახელია აღმატებული ყველა სახელზე მეტად?
ეფესელთა 1:21
"უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას".
ფილიპელთა 2:9-11
- "ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა,
- რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,
- და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

47 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 08:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი