IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ვინ არის ღმერთი?, სიბნელიდან სინათლემდე, უვიცობიდან გასხივოსნებამდე...
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 28 2011, 12:30 PM
პოსტი #1


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



ვინ არის ღმერთი?

ღმერთი სულ სიყვარულია. ღმერთი სულ სინათლეა. ღმერთი სულ სილამაზეა. ღმერთი ყველაფერია: ჭეშმარიტება, სიმშვიდე, სინათლე, ნეტარება უსასრულო რაოდენობით. მას ფორმა აქვს; ის ფორმის არმქონეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიმშვიდეს, მაშინ თქვენ იტყვით ღმერთი სიმშვიდეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია.

ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის. მაგრამ ღმერთი ნამდვილად ყველაფერია. თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა, როგორ ფორმის არმქონე უსასრულო გაფორთოება, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და კვლავ, თუ ჩვენ გვსურს მისი პირადულ ასპექტში განცდა, როგორც ყველაზე სხივოსანი არსება ჩვენს თვალწინ, მაშინ ის ასეთნაირად წარსდგება.

როდესაც თქვენ ეხებით ხეს-ღმერთს, თქვენ შეიძლება მიიღოთ სიმშვიდის გამოცდილება, იმ დროს როცა ვინმე სხვა მიიღებს ნეტარების გამოცდილებას. ასე რომ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სულ სიმშვიდეა ის კი იტყვის, რომ ღმერთი სულ ნეტარებაა. მაგრამ ეს იგივე ღმერთია, იგივე მიზანი. მიზნის მიღწევის პროცესის დროს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ის სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილად მივაღწევთ მას, ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას , რომ ის ყველაფერშია. მაშინ თუ ჩვენ მოგვიწევს მისი აღწერა, მისი განმარტება, ჩვენ აღვწერთ ხეს-ღმერთს იმ ასპექტში რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებით შევიცნოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აღწერაში, ჩვენს გამოცხადებაში, ჩვენ გამოვავლენთ იმ ასპექტს, რომელიც ყველაზე უფრო მოგვწონს.



ღმერთი და კაცობრიობა

ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალიზაციისათვის, ღმერთს კი სჭირდება ადამიანი აბსოლუტური მიწიერი გამოვლენისათვის. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობისათვის, მისი უმაღლესი არსებობის შეცნობისათვის. ღმერთს სჭირდება ადამიანი მისი გამოვლენისათვის აქ, დედამიწაზე, სრულიად, ღვთიურად და უზენაესად.

ჩვენ ვგრძნბთ, რომ ღმერთი უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ღმერთს, მაგრამ ეს არასწორია. ღმერთს ერთნაირად ვჭირდებით, მეტიც კი. რატომ? მან იცის ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიცით. ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ როგორც უვარგისზე, უიმედოზე, უმწეოზე, მაგრამ ღმერთის თვალში ჩვენ ნამდვილად მის ღვთიურ ინსტრუმენტებს წარმოვადგენეთ. მას ჩვენი გამოყენება უსასრულო გზებით სურს. ეს მისი ოცნებაა, რომლის რეალობად გარდაქმნა სურს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ უსასრულონი, არამედ მარადი და უკვდავნი. მან იცის, რომ ჩვენ ამის უნარი გვაქვს, რადგან მან მოგვცა უნარი. ეხლა მას სურს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ უნარი.



უვიცობა და გასხივოსნება

სულიერი სინათლის მთავარი დანიშნულებაა ჩვენი სიბნელის გასხივოსნება და გარდაქმნა. სულიერი სინათლე, შინაგანი სინათლე, ასხივოსნებს ჩვენს საუკუნოვან არასრულყოფილებებს და მიჯაჭვულობბებს.

გარე სინათლე ცოდნაა; შიდა სინათლე რეალიზაციაა. ჩვენი გარე სინათლით, ჩვენ გვსურს ვიაროთ ღმერთისკენ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ არ გვინდა ღმერთისკენ წასვლა, რადგან ჩვენ უკვე ვართ ღმერთში და ღმერთი უკვე ჩვენშია.; ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვეენი უმაღლესი და ყველაზე გასხივოსნებული ნაწილია. ჩვენი გარე სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი მიზანია, რომლიც უნდა შევიცნოთ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენი საკუთარია, არამედ ჩვენი საკუთარი რეალობის არსი და დედააზრია.

სულიერ ცხოვრებაში სინათლის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. სინათლით ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს. სინათლეში ყველაფერი უკვე შესრულებულია.

თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ის ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. ჩვენ ხშირად შევძახებთ სიხარულზე, სიმშვიდეზე ან ძალაზე, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? რადგან გვეშინია, რომ სინათლე გამოიტანს ხალხის დასანახად ჩვენს სისუსტეებსა და არასრულყოფილებებს. მაგრამ შინაგანი სინათლე არ გამოგვააშკარავებს. პირიქით, შიდა სინათლე ღებულობს კაცობრიობას მთელი თავისი ნაკლით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება იქნას ამაღლებული ღვთაებრივ ცხოვრებმდე.

თუ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით მცირე სინათლისაგან უფრო დიდი სინათლისაკენ. თუ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩავიძირეთ უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივდივართ სინათლის წვეთიდან ყოვლიცმომცველი, უმაღლესი სინათლისაკენ, უზენაესის სინათლისაკენ, მაშინ ჩვენი გასხივოსნება უფრო ხელმისაწვდომი და სპონტანური გახდება.






პ.ს. მე შესაძლოა აქტიურად ვერ ჩავება თქვენთან საუბარში, პოლემიკაში, რადგან სამსახური არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ თქვენს აზრებს წავიკითხავ და მისაღებს მივიღებ ხოლმე.
madlioba.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 28 2011, 07:19 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

პ.ს. მე შესაძლოა აქტიურად ვერ ჩავება თქვენთან საუბარში, პოლემიკაში, რადგან სამსახური არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ თქვენს აზრებს წავიკითხავ და მისაღებს მივიღებ ხოლმე.

მოიცა ჯერ წავიკითხო ბოლომდე...
სათაური კარგი უჩანს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 28 2011, 08:24 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



NINJA - ნინძა
ციტატა
თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია.ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის.


ქრისტიანული გაგებით ადამიანის შეხედულებისამებრ არ განისაზღვრება ღმერთის არსი. ღმერთი თავის არსს განაცხადებს გამოცხადებით და ის ჩვენი ხედვიდან არ გამომდინარეობს.

ციტატა
როდესაც თქვენ ეხებით ხეს-ღმერთს, თქვენ შეიძლება მიიღოთ სიმშვიდის გამოცდილება, იმ დროს როცა ვინმე სხვა მიიღებს ნეტარების გამოცდილებას. ასე რომ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სულ სიმშვიდეა ის კი იტყვის, რომ ღმერთი სულ ნეტარებაა. მაგრამ ეს იგივე ღმერთია, იგივე მიზანი. მიზნის მიღწევის პროცესის დროს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ის სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილად მივაღწევთ მას, ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას , რომ ის ყველაფერშია. მაშინ თუ ჩვენ მოგვიწევს მისი აღწერა, მისი განმარტება, ჩვენ აღვწერთ ხეს-ღმერთს იმ ასპექტში რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებით შევიცნოთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აღწერაში, ჩვენს გამოცხადებაში, ჩვენ გამოვავლენთ იმ ასპექტს, რომელიც ყველაზე უფრო მოგვწონს.


ეს რომელი რელიგიური ტრადიციიდან არის?

ციტატა
ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალიზაციისათვის, ღმერთს კი სჭირდება ადამიანი აბსოლუტური მიწიერი გამოვლენისათვის. ადამიანს სჭირდება ღმერთი მისი უმაღლესი ჭეშმარიტების შეცნობისათვის, მისი უმაღლესი არსებობის შეცნობისათვის. ღმერთს სჭირდება ადამიანი მისი გამოვლენისათვის აქ, დედამიწაზე, სრულიად, ღვთიურად და უზენაესად.


ქრისტიანები ასე არ ვუყურებთ. ღმერთს ზოგადად მთელი სამყარო საკუთარი საჭიროების გამო არ შეუქმნია და არც ადამიანი.

ციტატა
ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვეენი უმაღლესი და ყველაზე გასხივოსნებული ნაწილია.


ციტატა
გარე სინათლე ცოდნაა; შიდა სინათლე რეალიზაციაა. ჩვენი გარე სინათლით, ჩვენ გვსურს ვიაროთ ღმერთისკენ. ჩვენი შიდა სინათლით ჩვენ არ გვინდა ღმერთისკენ წასვლა


ეს წინადადებები ვერ ჯდება ქრისტიანულ სწავლებაში...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 28 2011, 09:43 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
დიდ პატივს ვცემ რენესანსის ხანის ხელოვნებას და ყველაზე მეტად რა მომწონს იცი მასში?აი ეს ფრაზა:,,მიკროკოსმოსი საკუთრივ მოიცავს მაკროკოსმოსს."ანუ ერთი ადამიანი წარმოადგენს მთელს მსოფლიოს და იგი არაა რომელიღაც ერთი კბილანა დიდ მექანიზმში.


ეგ აზრი გაცილებით უფრო ძველია და აღორძინების ხანის მოღვაწეებმა ხელახლა კიდევ ერთხელ გააჟღერეს.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 28 2011, 09:49 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ეგ აზრი გაცილებით უფრო ძველია და აღორძინების ხანის მოღვაწეებმა ხელახლა კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

რა თქმა უნდა.
აღორძინების ხანაში ხომ სწორედ ანტიკური ხელოვნება ,,დაიბადა მეორედ"
ანუ აღორძინდა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 06:25 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
ღმერთი სულ სიყვარულია.

I იოანე 4, 8
ციტატა
ღმერთი სულ სინათლეა.

იოანე 8, 12
ციტატა
ღმერთი ყველაფერია: ჭეშმარიტება

იოანე 14, 6
ციტატა
სიმშვიდე

მათე 11, 29
ციტატა
ნეტარება უსასრულო რაოდენობით

I ტიმოთე 1, 11
ციტატა
მას ფორმა აქვს; ის ფორმის არმქონეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიმშვიდეს, მაშინ თქვენ იტყვით ღმერთი სიმშვიდეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სინათლეს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სინათლეა. თუ თქვენ განიცდით ღმერთს როგორც სიყვალს, მაშინ თქვენ იტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია.ვინაიდან ჩვენ ადამიანური არსებები ვართ, ჩვენი შეზღუდული გაგების თანახმად, ჩვენ ვამბობთ ღმერთი ეს არის, ღმერთი ის არის. მაგრამ ღმერთი ნამდვილად ყველაფერია. თუ ჩვენ გვსურს მისი განცდა, როგორ ფორმის არმქონე უსასრულო გაფორთოება, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. და კვლავ, თუ ჩვენ გვსურს მისი პირადულ ასპექტში განცდა, როგორც ყველაზე სხივოსანი არსება ჩვენს თვალწინ, მაშინ ის ასეთნაირად წარსდგება.

ნამდვილი იმპერსონალიზმიbiggrin.gif
ვინაიდან ეს მთლიანად ბუდიზმის სწავლებას წარმოადგენს ღმერთის შესახებ, მართლმადიდებლური გაგებით დიდად ვერაფერს დაუმტკიცებ, რადგან ის მშვიდად გეტყვის-მე ასე მჯერაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 29 2011, 09:00 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
ღმერთი ნამდვილად ყველაფერია.


პანთეიზმის სუნი სდის.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 10:55 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
პანთეიზმის სუნი სდის.

ბუდიზმია და არ მიკვირს...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 29 2011, 11:23 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ბუდიზმია და არ მიკვირს...


თუმცა პირველ პოსტს წინ არ უწერია რომელი რელიგიის შეხედულებაა. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 11:25 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
თუმცა პირველ პოსტს წინ არ უწერია რომელი რელიგიის შეხედულებაა.

რო წავიკითხე, უკვე ნათელი გახდაsmile.gif
თან ნიძას თემაა და ბუდას გარდა რა იქნებაsmile.gif
მართლმადიდებლობაზე და ისლამზე ეგ არ გვიქადაგებს და...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 29 2011, 11:26 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რო წავიკითხე, უკვე ნათელი გახდათან ნიძას თემაა და ბუდას გარდა რა იქნებამართლმადიდებლობაზე და ისლამზე ეგ არ გვიქადაგებს და...


რა იცი, იქნებ აზრი შეიცვალა. rolleyes.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 29 2011, 11:27 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
რა იცი, იქნებ აზრი შეიცვალა.

პოსტს ეტყობა როგორც შეიცვალა biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Oct 3 2011, 11:17 AM
პოსტი #13


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



მაინტეესებს ბუდისტის აზრი, თუ რა იყო ბუდას მოვლინების მიზანი


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 3 2011, 08:35 PM
პოსტი #14


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ

აქ აზრი ვერ გამოვიტანე. გაუმართავი წინადადებაა.

სხვა მხრივ, მე ვხედავ შენ ღმერთს ენერგიად აღიქვამ და არა პიროვნებად...
ვწუხვარ, ჩემთვის ღმერთი პიროვნებაა


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 3 2011, 08:36 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
აქ აზრი ვერ გამოვიტანე. გაუმართავი წინადადებაა.

რა, ასე არ არის?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 3 2011, 08:40 PM
პოსტი #16


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
სიტვათა შეთანხმება "უზენაესად სჭირდებათ" განმიმარტე.
აზრობრივად არ ჯდება და იმიტომ ვკითხულობ.

უზენაესი – ყველაზე დიდი, ყველაზე უფროსი, ყველაზე უმაღლესი. ქეგლ, გვ. 426
ახლა ნახე რა გამოდის
ყველაზე დიდად/ყველაზე უფროსად/ყველაზე უმაღლესად სჭირდებათ ერთამენეთი... აბსურდ... სხვა სიტყვა უნდა ეხმარა smile.gif

სუფთა გრამატიკულ–მორფოლოგიურ–სინ
აქსური კუთხით ვკითხულობ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 3 2011, 09:58 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
სიტვათა შეთანხმება "უზენაესად სჭირდებათ" განმიმარტე.

ანუ ყველაზე ძალიან, ყველაზე ძლიერ.
რაა აქ გაუგებარიdntknw.gif

ციტატა
უზენაესი – ყველაზე დიდი, ყველაზე უფროსი, ყველაზე უმაღლესი. ქეგლ, გვ. 426ახლა ნახე რა გამოდისყველაზე დიდად/ყველაზე უფროსად/ყველაზე უმაღლესად სჭირდებათ ერთამენეთი... აბსურდ... სხვა სიტყვა უნდა ეხმარა სუფთა გრამატიკულ–მორფოლოგიურ–სინ
�აქსური კუთხით ვკითხულობ

ჰო, მარა ხო უნდა მიხვდე რისი თქმა სურს ავტორს? smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 4 2011, 10:39 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
ადამიანსაც და ღმერთსაც ერთმანეთი უზენაესად სჭირდებათ


GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ანუ ყველაზე ძალიან, ყველაზე ძლიერ.
რაა აქ გაუგებარი


ქრისტიანულ ღმერთს არ "სჭირდება" არც უზენაესად და არც ნაკლულად. ის საჭიროებას არ განიცდის.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 4 2011, 10:41 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ქრისტიანულ ღმერთს არ "სჭირდება" არც უზენაესად და არც ნაკლულად. ის საჭიროებას არ განიცდის.

რას ქვია არ განიცდის!
მას არ ჭირდება ადამიანი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 4 2011, 10:42 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რას ქვია არ განიცდის!
მას არ ჭირდება ადამიანი?


სიტყვა საჭიროება ნიშნავს, რომ ის განიცდის დანაკლისს და მის გარეშე ვერ იქნება სრული. ღმერთმა სამყარო არ შექმნა საჭიროებისთვის და არც ადამიანი, არამედ მოჭარბებული სიყვარულის გამო, რადგან ასეთია მისი ბუნება თავისთავად და სიტყვა "საჭიროება" აქ ვერ ჩაჯდება ღმერთის განსაზღვრებაში.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი