IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> საქართველოს ეკლესია და საბჭოთა ხელისუფლება, უახლესი ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფურცლები
zealot
პოსტი Nov 27 2006, 11:21 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 27-November 06
წევრი № 584



სერგო ვარდოსანიძის წიგნიდან - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952

ქრისტეფორე ციცქიშვილი

საკათალიკოზო საბჭოს რეპრესიებს გადარჩენილმა ნაწილმა ეპისკოპოს ქრისტეფორეს ხელმძღვანელობით 1924 წლის 20 ოქტომბერს მიმართა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს, წერილში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ეკლესია აღიარებდა საბწოთა ხელისუფლებას, მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებაში. . . . (94გვ.)

პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ ურბნელ ეპისკოპოსის ქრისტეფორეს სახელით საბჭოთა ხელისუფლებას მიმართ ასეთი განცხადება გააკეთა – "ვაცხადებთ, რომ ვართ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, რომელნიც ვაღიარებთ მუშურ-გლეხურ კომუნისტურ ხელისუფლებას, ვემორჩილებით მას, არ ვაწარმოებთ მთავრობის საწინააღმდეგო მუშაობას". (105გვ.)


1927 წლის 28 თებერვალს საქ. საეკლ. დროებითი მმართველობის სახელით მიტრ. ქრისტეფორემ განცხადებით მიმართა საქ. ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს – "მივესალმები სრულიად საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას და ვუსურვებ მას ნაყოფიერ მოქმედებას ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ წარმატებაში იმ ზომამდე, რომ არსებული კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებისა უფრო განმტკიცებულიყოს და თავის შემოქმედებითს მუშაობით, ერთა შორის სამრთლიანობის დამყარებით, კიდევ უფრო მეტი მიმზიდველი ყოფილიყოს კავშირის გარეშე მყოფ ერთათვის". (136-137გვ.)


მიტრ. ქრისტეფორე, რომელიც თავის თავს, ხან საქ. ეკლესიის დროებითი მმართველობის თავჯდომარის მაგიერ ან თავჯდომარეს უწოდებდა პატრიარქ ამბროსის ნაცვლად. 1927 წლის 22 მარტს პატრიარქ ამბროსის გამოუცხადა, რომ იგი განთავისუფლებულია საქმის წარმოებისაგან, ე.ი. საქ. ეკლესიის მმართველობიდან ამის გამოცხადების მეორე დღეს 23 მარტს მან დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა. (138გვ.)


1927 წლის 21-27 ივნისი მე-4 საეკლესიო კრებამ დაგმო საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფრონტაციის კურსი და განაცხადა, რომ იგი აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. (141-142გვ.)


"ძაღლი იყო და ძარლური სიკვდილი მოიმკო" ქრისტეფორე კირიონზ II-ზე. (144გვ.)

იმ დღიდან როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებმა საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსი გამოაცხადეს, საზღვარგარეთის ქართველობამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა საქართველოს ეკლესიასთან. (153გვ.)

Весьма возможно, что пойти на восстановление патриаршества и дать послабление Русской православной церкви вождя убедил нарком внутренних дел Лаврентий Берия, в годы войны ставший заместителем председателя Государственного комитета обороны. Еще в конце 1920-х годов, будучи во главе чекистов Грузии, Лаврентий Павлович полностью подчинил своему влиянию Грузинскую православную церковь. Своим опытом он поделился еще в 1929 году в специальной записке: "Длительной нашей работой нам удалось создать оппозицию католикосу Амвросию и тогдашней руководящей группе грузинской церкви, и... в 1927 году в январе месяце удалось полностью вырвать из рук Амвросия бразды правления Грузинской церковью и вместе с его приверженцами удалить от руководящей роли в Грузинской церкви. В апреле месяце, после смерти католикоса Амвросия, католикосом был избран митрополит Христофор, вполне лояльно относящийся к Соввласти, и уже собор, избравший Христофора, декларировал свое лояльное отношение к власти и осудил политику и деятельность Амвросия, в частности, и грузинскую эмиграцию". Берия даже возмущался, что партийные власти порой ставят его креатурам палки в колеса: "Лишение духовенства самых элементарных прав, как-то: свободы передвижения, без арестов и административных высылок, поставило грузинскую церковь перед фактом невозможности существования… Грузинская церковь стирается с лица земли… Творимые безобразия невероятны в правовом государстве..."

(Борис Соколов, “Договор с дьяволом” Грани.Ру / Общество / История
http://grani.ru/Society/History/p.42159.html )


კალისტრატე ცინცაძე

1939 წელს სტალინს მიულოცა დაბადებიდან 60 წლის თავი – "თქვენ სიჭაბუკითგანვე არა ცანით ძილი თვალთა, რული ნამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლითა მოსასპობად. ამისათვის მადლიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით." (186გვ.)

საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გაზეთებში (პრავდა, იზვესტია 1942წ. #263, 266) იბეჭდებოდა კალისტრატეს მილოცვები სტალინისადმი საბწოთა ხელისუფლების იუბილეზე, წითელი არმიის ფრონტულ წარმატებებზე. (188გვ.)

კალისტრატეს წერილი 1948 წელს გაგზავნილი სტალინისადმი – "კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამისი ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბწოთა კავშირში არსებულ სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაადერძევი ქართული კულა წარწერით – იოსებ ქართველს, მსოფლიოში უღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლბით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან" (188-189გვ.)


“რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას ის სარწმუნოების საკითხში არ ერევა, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის თავისუფლება” – აცხადებს კალისტრატე (193გვ.)

---------------------------------------------

ვარდოსანიძემ მართლაც ფასდაუდებელი ამაგი გაწია. მაგრამ რა მასალებიც ამ წიგნში არის გამოქვეყნებული, ალბათ კიდევ ორი მაგდენი გამოუქვეყნებლად დევს არქივებში, განსაკუთრებით უფრო თანამედროვე პერიოდს რაც ეხება. მაგრამ ღვთის წყალობით მაგის დროც მოვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 27 2006, 11:24 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ზილოტ-ჯან მოხველ ტკბილო biggrin.gif
შენმა მზემ ამითა რისი თქმა გინდა? biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 27 2006, 11:27 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მგონი რაც აროშვილებს ხალხი ჰყავთ, ყველა ამ ფორუმზე შემოიხიკა biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 27 2006, 11:29 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"განსაკუთრებით უფრო თანამედროვე პერიოდს რაც ეხება. მაგრამ ღვთის წყალობით მაგის დროც მოვა."


ანუ ? რომელ უახლოეს გულისხმობთ?





--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 27 2006, 11:34 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 28 2006, 12:24 AM) *

ზილოტ-ჯან მოხველ ტკბილო biggrin.gif
შენმა მზემ ამითა რისი თქმა გინდა? biggrin.gif


ზილოტ ხომ არ წაიგარეჯელებდი შენა ჰა biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 28 2006, 12:18 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(ლილიანა @ Nov 27 2006, 11:29 PM) *

"განსაკუთრებით უფრო თანამედროვე პერიოდს რაც ეხება. მაგრამ ღვთის წყალობით მაგის დროც მოვა."
ანუ ? რომელ უახლოეს გულისხმობთ?


ლილიანა! ალბათ უწმიდესს გულისხმობს, ჩემთვის ნათელია შეტევის მიმართულება!

ჯერ არ მინახავს "რკინის" სერგოს სეხნიის მითითებული ნაღვაწი, ორიგინალს რომ ვნახავ, აზრს შემდგომ ჩამოვაყალიბებ.
ყმაწვილო(zealot) - ასეთი ფორმით - "სერგო ვარდოსანიძის წიგნიდან - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952" არ ხდება წყაროს მითითება, უნდა გვიბოძოთ გამომცემლობის დასახელება და გამოცემის წელი.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zealot
პოსტი Nov 28 2006, 05:51 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 27-November 06
წევრი № 584



IPB-ს სურათი

1953 წ. უკან, მარცხნიდან მეორე, საქართველოს პატრიარქი მელქისედეკ III, ხოლო სტალინის სურათის ქვეშ - რუსეთის პატრიარქი ალექსი I.


“Идеал человека – Сталин… Священнослужители благословят своих чад поспешать из храмов, чтобы отдать свои голоса кандидатам блока коммунистов и беспартийных, потому что служители Церкви и все члены ее единодушны и неделимы со своим народом… Совет по делам Русской Православной Церкви при Совнаркоме СССР олицетворяет собой отношения Церкви и государства в нашей стране. Лучших, более соответствующих духу и букве христианства отношений нет на земле и быть не может”

"Журнал Московской Патриархии" №1 за 1946 г.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 28 2006, 05:52 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



zealot
ჩვენი სამხრეთელი მეზობლების არ იყოს:
վա տո, ինչ խորսումես էլի՛:

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2006, 05:59 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(zealot @ Nov 28 2006, 06:51 PM) *

[

ტკბილო დაგილაგო ახლა ფერისცვალების მონასტრის თქვენი არქიმანდრიტის ჰომოსექსუალური პახაჟდენიები, თუ გონს მაეგები ჰაა მურაბავ biggrin.gif

იმ არქიმანდრიტის "მორჩილების" სტიქიური laugh.gif ინტერვიუებიც ხომ არ გინდა? biggrin.gif

პ.ს.
ოღონდ თუ სუსტი ნერვები გაქვენ არ წაიითხო აჯობებს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 28 2006, 06:04 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პ.ს.
ოღონდ თუ სუსტი ნერვები გაქვენ არ წაიითხო აჯობებს


დადე აბა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 29 2006, 01:57 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



zealot!

ერთ მოძღვარს საკუთარი ძმა ეუბნება: როგორ ლოცავ ამ უწმიდურ მთავრობას(ბოლშევიკური რეჟიმი იგულისხმება, ხაზგასმა ჩემია), ვერ ხედავ რას სჩადიან, ღვთისა და კაცის წინაშე?

მოძღვარი პასუხობს ძმას თვისას: ამ თვალსაზრისით(ბოლშევიკთა ბოროტგანზრახულობა იგულისხმება) შენზე მეტი ვიცი, მაგრამ იმიტომ ვლოცულობ ამ ჩვენ მტრებზე(ბოლშევიკებზე), რომ მათზე უარესები არ მოვიდნენ ხელისუფლებაშიო!

გაიგე მიზეზი, ჩვენ პატრიარქთა ლოცვისა ბოროტ ხელისუფალთათვის?

სხვა მხრივ ყველა zealot-ის გასაგონად მის ყოვლადუწმიდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I-ს დავესესხები:

"მეცნიერული ცდომილება არის ისეთი აზრი, შეხედულება, ჰიპოთეზა ან თეორია, რომლის დაცვაც შესაძლებელია, მაგრამ მისი უსაფუძვლობა საბოლოოდ მაინც გამომჟღავნდება. რელიგიური ცდომილება არის პიროვნული მოწონება, შინაგანი რწმენა და დარწმუნება იმ დებულებებში, რომელთა უსწორობაში ხედავენ სხვანი, მაგრამ არა თავად ცდომილნი.

ამიტომაც მეცნიერულ ცდომილებაში მყოფი, რომელსაც არა აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება თავისსავე მეცნიერულ შეხედულებებთან, ადვილად დაუბრუნდება მეცნიერულ ჭეშმარიტებას, რასაც ხელს შეუწყობს მეცნიერულ კანონებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული მეცნიერული არგუმენტები და მტკიცებულებანი. რა თქმა უნდა, ამ კანონებს არა აქვთ შეუვალი ავტორიტეტი, რამეთუ ცოდნის გაღრმავება და მეცნიერული პროგრესი აბათილებს ხოლმე ადრე აღიარებულ მეცნიერულ არგუმენტებს.

რელიგიურ საკითხებში ცდომილნი კი, რომლებიც ძლიერი აფექტური დამოკიდებულებითაა დაკავშირებული თავისსავე ცდომილებასთან, ძნელად აღიარებენ თავიანთ შეცდომას, თუნდაც უამრავი არგუმენტი და მტკიცებულება მოუყვანონ მცდარი აზრის გასაბათილებლად. განსაკუთრებით შეუვალნი გაუნათლებელნი არიან, რომლებიც არ არიან მიჩვეულნი აზროვნებას და არც სხვათა ნააზრევის პატივისცემას; არ გააჩნიათ თავმდაბლობა და არც კრიტიკული განსჯის უნარი და ამით ამტკიცებენ წმიდა წერილის სიბრძნეს "განსაჯე ბრიყვი და თავს შეაძულებ" (იგავნი სოლ. 9:9)".

და შემდგომ {NB} !!! "ზილოტიზმი ანუ მოშურნეობა და სიძულვილი" - "რელიგიურ ცდომილებათა ტიპოლოგიისას ისეთ გამოვლინებათა წინაშე აღმოვჩნდით, რასაც ჰქვია: ერესი, ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, ზილოტიზმი ანუ მოშურნეობა და სიძულვილი. წმიდა სულიერი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ცდომილებაში ჩავარდნენ ის პირებიც, რომელთაც არა აქვს განსაზღვრული დოგმატურ ჭეშმარიტებათაგან გადახვევა. ასეთ შემთხვევებში ცდომილებაზე ვლაპარაკობთ სწორ საქციელთან ზმანებასა და ისეთ სულიერ მდგომარეობასთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც ცდომილებაში ჩავარდნილი პატივისცემით არის გამსჭვალული, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება ფანტაზიის ნაყოფს ან სხვა, განსხვავებული წარმომავლობის მოვლენას."

და კიდევ:

"ერესი ბერძნულ ენაზე ნიშნავს არჩევას, მჯობინებას. ერესთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც ამჯობინებენ იმას, რაც ჭეშმარიტად ეჩვენებათ, მაგრამ სიღრმისეულად ის მცდარი მოსაზრებაა და მას დოგმატურ ხასიათს სძენენ. მართლმადიდებელ ეკლესიაში არაერეტიკული ჭეშმარიტება კატაფატიკური და აპოფატიკური გზების მეშვეობით გამოითქმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების გამოსახატავად ნებისმიერი ტერმინი არასრულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიყენებთ მათ ურთიერთგაგებისათვის, ვითარცა პირობით ნიშნებს, რომელთა მიღმაც არსებობს ცდუნება."

შემდეგ:

"მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ჭეშმარიტება არ წარმოადგენს მხოლოდ ფორმულირებას; არ წარმოადგენს მხოლოდ აზროვნებას; იგი არის წმინდანთა გამოცდილება, ხოლო აქედან გამომდინარე, ყოველი ფორმულირება შეიმეცნება არ "წიგნით" (ანუ დაწერილობით), რომელიც, მოციქულის სიტყვის თანახმად, მოაკვდინებს, არამედ სულით, რომელიც აცხოვნებს (2კორ. 2:3)."

ნახე რას ამბობს მსოფლიო პატრიარქი:

"დოგმა მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც პირველი ერესები გამოჩნდა, როდესაც გაჩნდა მცდარი მოძღვრებები, რათა გამოემჟღავნებინა ცდომილება და განესხვავებინა ჭეშმარიტებისაგან."

და რაც მთავარია:

"ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, სიძულვილი და ზილოტიზმი ძირითადად აფექტური სულიერი მდგომარეობაა ცალკეული რელიგიისა თუ ზოგიერთი მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუკი პირველი სამი მოვლენა ადვილი გამოსაცნობი და დასაგმობია, გაუცნობიერებელი ზილოტიზმი ადვილად შეიძლება აღერიოს გაცნობიერებულ ზილოტიზმთან, რადგან ზილოტიზმი სულის აფექტური - თავიდან მეტად კარგი - ენერგია და ძალაა, რომელიც შესაძლოა მიიმართოს როგორც ჭეშმარიტი სიკეთის, ასევე ფენომენალური და მოჩვენებითი სიკეთისკენ. წმიდა წერილში არაერთგზის ვხვდებით ღმერთის მოშურნეთა წყებას, მაგრამ წერილი ასევე არაერთგზის გმობს ისეთ მოშურნეობას, რომელიც არაა ღმრთისმიერი.

ამ საკითხის შესანიშნავი და სრული ანალიზი იაკობის ეპისტოლეშია მოცემული. ნაჩვენებია, თუ როგორ წარმოაჩენს ბრძენს საქმენი მისნი და ხაზგასმულია ისიც, რომ თუკი გულში მწარე შური და მტრობაა ჩაბუდებული, მაშინ ის სიბრძნე ზეგარდმო გარდამომავალი კი არ არის, არამედ – მიწიერი, ფსიქიკური, დემონური. ამას თან ერთვის ისიც, რომ სადაც არსებობს "შური და ხდომაი", იქ უსათუოდ არსებობს ცბიერებაც; განმარტებულია ისიც, თუ როგორ გამოიცნობა ზეგარდმო სიბრძნე და ჩამოყალიბებულია ასე: "პირველად სიწმინდე არს და მერმე მშვიდობაი, სახიერებაი, მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაითა, განუკითხველ და შეუორგულებელ" (იაკ.3:17)".

კვლავ ზილოტებზე:

"წმიდა მამანი მრავალგზის წარმოგვიჩენენ სიმშვიდეს, ვითარცა მართებულ სულიერ მდგომარეობას, ხოლო შურს – ვითარცა მცდარს. ათორმეტთა მოციქულთა სწავლანი გვირჩევენ: "შვილნო ჩემო . . . ნუ იქნები მრისხანე, ნუცა მოშურნე" (თავი III), ხოლო ღირსმა თეოდორე სტუდილემა, რომელსაც არაერთგზის იმოწმებენ ზილოტები, თავისი ბერებისადმი მიმართვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერი უნდა იყოს "მიზეზი მშვიდობისაი", ხოლო თუკი იგი აღვსილია შურითა და მტრობით, განხეთქილების მოსურნეობით, მაშინ იგი არის "ბრმა და ახლომხედველი" (სწავლ. 39-ე).

მართლმადიდებელ ეკლესიაში მყოფი დღევანდელი ზილოტები კალენდრის საკითხს, ქრისტიანულ და რელიგიათშორის დიალოგებს, ე.წ. ეკუმენურ მოძრაობას ძირითად დოგმატურ საკითხთა რანგში განიხილავენ, ვინაიდან მცდარი დამოკიდებულება აქვთ როგორც ამ საკითხთა ზუსტი განზომილებების, ასევე შესაბამისი ქმედებების მიმართ. გამოაცალკევებენ ხოლმე მამათა ზოგიერთ გამონათქვამს და მათზე დაყრდნობით მცდარ მეცნიერულ საფუძვლებს აყალიბებენ."

და ბოლოს:

"ისაია წინასწარმეტყველი, ბრძნულად განმარტავს ჭეშმარიტებას და ამბობს: "შური იმონებს გაუნათლებელ ხალხს", ხოლო სიბრძნე ზირაქისა გვასწავლის: "შური და მრისხანება ამოკლებს დღეთ"; ამასვე ამბობს იობთან თანამოსაუბრე გამონათქვამით: "შეცდომილი იგი მოაკვდინის შურმა" (იობ. 5:2)".

აღნიშნული ამონარიდები აღებულია, მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I-ის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოებისას.

მისი ყოვლადუწმიდესობა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I საქართველოში. სიტყვათა კრებული. ბერძნულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო თამარ მესხმა. თბილისი, 2004.



--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 02:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი