IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> ახალი პირადობის მოწმობა ავიღო?, ახალი პირადობის მოწმობა ავიღო?
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 12:31 PM
პოსტი #61


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Funkenstein

ციტატა
ბიჭო ვერსად ვერ ვნახე ეგ განმარტება, იქნებ ლინკი მომცე რა არც წიგნად იყიდება, მე ვერ ვნახე სადაც არ ვიკითხე. არადა მაგარი მაინტერესებს.


http://church.ge/index.php?s=&showtopic=90...ndpost&p=679395

მე მგონი დროა რომ გამოვიდეთ ამ არასწორი შეხედულებებიდან. ასეთი წარმოდგენები ხელს გვიშლის სწორი გზით სიარულში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Sep 7 2011, 01:17 PM
პოსტი #62


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



afxazi
ციტატა
მე მგონი დროა რომ გამოვიდეთ ამ არასწორი შეხედულებებიდან. ასეთი წარმოდგენები ხელს გვიშლის სწორი გზით სიარულში.
რომელ შეხედულებას გულისხმობ დათო?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 01:34 PM
პოსტი #63


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lingvo

ციტატა
რომელ შეხედულებას გულისხმობ დათო?


ანტიქრისტეს ბეჭდის იმ გაგებისგან, რასაც დღეს გვთავაზობენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Sep 7 2011, 01:55 PM
პოსტი #64


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



afxazi
ციტატა
ანტიქრისტეს ბეჭდის იმ გაგებისგან, რასაც დღეს გვთავაზობენ.
კარგი იქნება მამების განმარტებები დაიდოს და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქართულ საიტებზე. მგონი ამით არასწორი შეხედულებები მოიკლებს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 02:41 PM
პოსტი #65


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lingvo

ციტატა
კარგი იქნება მამების განმარტებები დაიდოს და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქართულ საიტებზე. მგონი ამით არასწორი შეხედულებები მოიკლებს.



რამდენიმე დღეა ამ საკითხის შესწავლით ვარ დაკავებული. უახლოეს მომავალში შევეცდები ჩემი შეგროვებული მასალები მოგაწოდოთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Sep 7 2011, 06:19 PM
პოსტი #66


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(Funkenstein @ Sep 7 2011, 11:30 AM) *

რაღაც კიბეების მზგავსია რა ეგრევე ბოლო სართულზე ვერ ახვალ, ნელ-ნელა ნელ-ნელა და ეგ არის რა smile.gif მერე იტყვიან რა მოხდა ცავიყენოთ ეს ჩიპი რა ღმერთან რა შუაშიაო, დარწმუნებული ვარ ასე იტყვიან და ბევრი დრესაც ამბობს ამას smile.gif რავიცი მეც ასე ვაკვირდები რა იქნება, Mტავარი მაინც ის არის რომ ქრისტეს არ მოვწყდეთ და მის გზას მივდიოთ, ვიყოტ უმანკონი ვიტარცა მტრედნი და ბრძენი ვიტარცა გველნი smile.gif


მართალია, მთავარია გულით არ ავცდეთ ქრისტეს გზას და ჩიპი ვერაფერს დააკლებს ადამიანს.

საფეხურებზეც მართალი ხარ: გამიგია, რომ იყო დრო, როცა ელექტრო ენერგია ეშმაკეულად ითვლებოდა , მაგრამ მიეჩვია ხალხი და ეხლა თითქმის ყველა ეკლესია ელექტრო ენერგიით არის განათებული, მაგრამ ადამიანს იმიტომ აქვს ჭკუა და გონება, რომ თვითონ მიხვდეს რა არის კარგი და რა ცუდი.



--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 06:57 PM
პოსტი #67


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
თუ ამ ჩიპში ტელეფონის ჩიპს გულისხმობ მაშინ მართალი ხარ.


გინდაც სხეულში ჩაგიმაგრონ რაღაც, რის საფუძველზე უნდა განაცხადო, რომ ეს ანტიქრისტეს ბეჭედია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 7 2011, 09:46 PM
პოსტი #68


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



A.V.M
ციტატა
გპირდებიან ეკონომიკურ კეთილდღეობას

და შენ თუ უფრო მაღალანაძღაურებად სამსახურს შემოგთავაზებენ და იქაც ღირსეული საქმის კეთება მოგიწევს, არ გადახვალ?
ციტატა
გაადვილებულ საბანკო მომსახურებას,უზრუნვილყოფილ ჯანდაცვას...

ეს ყველაფერი, რის ხარჯზე?
სხეულში თუ ჩიპი მექნება?
მერე?
ამით მე უზნეო ვხდები?
მე არ მესიამოვნება, რომ ორგანიზმში რაღაც უცხო სხეული მედგმება.
მაგრამ ქრისტესთან მისვლაში როგორ შემეშლება ხელი, მაგას უკვე ვეღარ ვიგებ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 7 2011, 10:20 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(tamuna m @ Sep 7 2011, 09:46 PM) *

A.V.M
მაგრამ ქრისტესთან მისვლაში როგორ შემეშლება ხელი, მაგას უკვე ვეღარ ვიგებ.

იმოქმედა თუ არა კომუნისტურმა რეჟიმმა ხალხში რწმენის დაკნინებაზე და თვლით თუ არა რომ, რომ არა კომუნისტური რეჯიმი, უფრო მაღალი და ჯანსაღი იქნებოდა ჩვენი ქრისტიანობის ხარისხი და მორწმუნეთა ქრისტიანული მენტალობა უფრო მტკიცე, ვიდრე დღეს გვაქვს საქართველოში? თვლით თუ არა რომ ამ პერიოდის დროს იყო სერიოზული კრიზისი რწმენისა და ის რომ ამ რეჯიმმა, დაავადმყოფა და წარწყმინდა ძალიან ბევრი ადამიანის სული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2011, 10:33 PM
პოსტი #70


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

და შენ თუ უფრო მაღალანაძღაურებად სამსახურს შემოგთავაზებენ და იქაც ღირსეული საქმის კეთება მოგიწევს, არ გადახვალ?

მარჯცენა ხელზე ან შუბლზე ჩიპის დასმის სანაცვლოდ?რა თქმა უნდა არა.
ციტატა

ეს ყველაფერი, რის ხარჯზე?
სხეულში თუ ჩიპი მექნება?
მერე?
ამით მე უზნეო ვხდები?
მე არ მესიამოვნება, რომ ორგანიზმში რაღაც უცხო სხეული მედგმება.
მაგრამ ქრისტესთან მისვლაში როგორ შემეშლება ხელი, მაგას უკვე ვეღარ ვიგებ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ,მე ამ საუბარსი არ ვგულისხმობ ტელეფონის და.ა.ს. ჩიპებს,მაგრამ თუ საქმე ეხება მარჯვენა ხელს და შუბლს,ჩემი სიტყვებით საუბარი,რომ არ გამომივიდეს გამოვიყენებ რამოდენიმე წმ.მამის ნაშრომს,რომლებზეც ამ მოკლე დროში მიმიწვდა ხელი.

1-დავიწყებ წმ.მამა ნილოს მირონმდინარით:,,ბოლო ჟამს ადამიანები ლეშზე დამცხრალ ფრინველებს მიემსგავსებიან,ისინი ვისაც ექნება ბეჭედი მარჯვენა ხელსა და შუბლზე თავიდან უპირეტესობებით ისარგებლებენ,მაგრამ სემდეგ ვერც ისინი მიიღებენ პურს.დაბეჭდილები ხარბად შთანთქავენ მკვდრებს,ვინაიდან დაბეჭდვით ადამიანის გული კიდევ უფრო უგრზნობი ხდება.ადამიანები დაიტაცებენ გვამებს და გზის პირას შეჭამენ.ბეჭედზე კი გამოსახული იქნება შემდეგი:
,,მე ვარ შენი,შენ ხარ ჩემი,ნებით მოვდივარ არა იძულებით,და მე ნებით გიღებ, და არა იძულებით.ეს 4 ნათქვამი ან წარწერა იქნება გამოსახული ბეჭდის შუაგულში."

2-ეხლა ორიოდ სიტყვით რას გვარიგებს ღირსი ეფრემ ასური:,,ბოლო ჟამს ადამიანი ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში საკვების უქონლობის გამო იძულებული გახდება მიიღოს ბეჭედი,არა ნებისმიერ ასოზე,არამედ სწორედ მარჯვენა ხელსა და შუბლზე.რათა ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს საშუალება მარჯვენა ხელით გამოისახოს ჯვარი,შუბლზე კი აღიბეჭდოს უფლის წმ.სახელი ანუ დიდებული და პატიოსანი ჯვარი.შუბლი,როგორც ლამპარი მაღლად ატარებს სინათლის მნათობელს მხსნელისა ჩვენისა,მხეცი ამ საშინელებას იმისთვის მიმართავს რათა უფლის სახელი საერთოდ არ იხსენებოდეს."

3-ახლა ბატონო წმ.იპოლიტე რომაელის სიტყვებს გაგაცნობთ:საძაგელი ბეჭედი ანტიქრისტესი მარჯვენა ხელსა და შუბლზე იქნება იქნება 666.მისი ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცი,რამეთუ მის უკან შეიძლება სხვადასხვა სახელები იფარებოდეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ბეჭედი ნიშნავს სიტყვას ,,უარვყოფ",ასეთი იქნება უკეთურის ბეჭედიც,რომლის მნიშვნელობაც ასეთია-უარვყოფ შემოქმედს,ნათლისღებას,ღვთისმ
სახურებას და შენი მოწმე ვხდები, ეშმაკო მე სენ გიწამებ."

4-ახლა ვთქვათ ჩვენი თანამედროვე,მამა პაისი ათონელის სიტყვები:
,,სამწუხაროდ ზოგი თანამედროვე ,,გნოსტიკოსი:ეუბნევა თავის შვილებს-საშიში არაფერია,მთავარია შინაგანი რწმენა გქონდეთ.ნუ ისაუბრებთ მოწმობებზე,ბეჭდებზე,რათა სხვანი არ აღელდნენ.
ბეჭედი იქნება ამოტვიფრული,სწორი,ღრმა ხაზების გავლებით,რომლებსაც თავიდან ყველა საქონელს დაადებენ,შემდეგ კი ადამიანებს აიძულებენ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე დაიბეჭდონ


ამ მოკლე ხანში(რაც პოსტი წავიკითხე)ეს ცნობები ვნახე,თუ კიდევ იქნება საჭირო აუცილებლად დავამატებ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 11:04 PM
პოსტი #71


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

თუ შეიძლება წყაროს კონკრეტული დასახელება მიუთითე ხოლმე, თორემ ასე არ გამოვა. იქნებ სხვანაირად გესმის ამა თუ იმ მამის ციტატა.

ეხლა წერას აზრი არ აქვს. ხვალე დავწერ მარჯვენა ხელისა და შუბლის შესახებ. რას გულისხმობს წმ. წერილი მარჯვენა ხელსა და შუბლზე და რა არის ე.წ. ბეჭედი.

ციტატა
ბეჭედი იქნება ამოტვიფრული,სწორი,ღრმა ხაზების გავლებით,რომლებსაც თავიდან ყველა საქონელს დაადებენ,შემდეგ კი ადამიანებს აიძულებენ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე დაიბეჭდონ


შტრიხ-კოდებში რომ არანაირი 666-ია ეს ფაქტია. ერთი სიტყვით ხვალე დავწერ ამ საკითხის ირგვლივ შეგროვებულ მასალებს.

Funkenstein

ციტატა
იმოქმედა თუ არა კომუნისტურმა რეჟიმმა ხალხში რწმენის დაკნინებაზე და თვლით თუ არა რომ, რომ არა კომუნისტური რეჯიმი, უფრო მაღალი და ჯანსაღი იქნებოდა ჩვენი ქრისტიანობის ხარისხი და მორწმუნეთა ქრისტიანული მენტალობა უფრო მტკიცე, ვიდრე დღეს გვაქვს საქართველოში? თვლით თუ არა რომ ამ პერიოდის დროს იყო სერიოზული კრიზისი რწმენისა და ის რომ ამ რეჯიმმა, დაავადმყოფა და წარწყმინდა ძალიან ბევრი ადამიანის სული?


და ეს ბეჭედთან რა შუაშია? და მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ კომუნისტური პერიოდი რატომ გამოყავი?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 7 2011, 11:11 PM
პოსტი #72


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



A.V.M
შენი პოსტიდან გამომდინარე მაინც ვერ ვხედავ, რა მოქმედებს ჩიპის აღებით ჩემ მორალურ საქციელზე.
მხოლოდ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას:
ციტატა
რათა ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს საშუალება მარჯვენა ხელით გამოისახოს ჯვარი,შუბლზე კი აღიბეჭდოს უფლის წმ.სახელი ანუ დიდებული და პატიოსანი ჯვარი.

ანუ ჩიპი თუ ჩადგმული მექნება, ჩემ ხელის მოძრაობას სხვა მანიპულირებს?
ბევრჯერ ითქვა და კიდევ ვიტყვი, მგონია, რომ ეს არის სიმბოლური "ბეჭედი" და არა პირდაპირი გაგებით - ჩიპი.
ეს ჩიპიები რომ მარცხენა ხელზე დაგასვან, დათანმხდები(თ)?
მე არ ვამტკიცებ, მივიღებ თუ არა ამას ორგანიზმში, მაგრამ ამ წუთას მის საშიშროებასაც ვერავინ მაჩვენებს.
არსებითი მნიშვნელობა აქვს პროდუქტს ხელზე აღებული ფულით ვიყიდი, ჩიპით თუ სხვა საგადასახადო ხერხით?
ჩემი საქციელი როგორ დაუპირიქპირდება ქრისტეს?
ბერი პაისის რჩევით, როგორც მახსოვს, სამსახურები დაკარგეს ხალხმა, როცა სხვადასხვა ბარათები გამოვიდა.
იმ დროს ისიც მსგავსი ბეჭედი ეგონათ.
რატომ არ ითვალისწინებთ წმინდა მამების იმ განმარტებებს, სადაც ნათქვამია: შუბლზე მიღება ჩვენი გონების მოქმედებაა და მარჯვენა ხელი - ჩვენი საქმეები.
ოსიპოვის ლექციაში ძალიან ჩამოყალიბებულად და ნათლად არის გადმოცემული ეს თემა.
მე თუ ჩიპი მედგმება და წმიდად ვიცხოვრებ ვერ ვცხონდები და სხვას თუ ჩიპი არ ედმევა და ამორალური ცხოვრებით იცხოვრებს, ის ნაშველი დარჩება?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2011, 11:11 PM
პოსტი #73


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

თუ შეიძლება წყაროს კონკრეტული დასახელება მიუთითე ხოლმე, თორემ ასე არ გამოვა. იქნებ სხვანაირად გესმის ამა თუ იმ მამის ციტატა.

მაგაზე როგორ გაწყენინებ ამხელა სენატის თავჯდომარე კაცს.

1-მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი-,,სიტყვა ანტიქრისტესა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ"

2-ბროშურა-უკანასკნელ ჟამზე.თბილისის სასულიერო აკადემია 2004წ.

3-ანტიქრისტეს დროების ნიშნები(ფურცლები ათონური დღიურებიდან,(ტარგმანი თამარ ერისთავის)

4-მამა პაისი მთაწმინდელი-სულიერი გამოღვიძება-წიგნი მეორე.თბილისი 2009
ციტატა

შტრიხ-კოდებში რომ არანაირი 666-ია ეს ფაქტია. ერთი სიტყვით ხვალე დავწერ ამ საკითხის ირგვლივ შეგროვებულ მასალებს.


ეს საინტერესოა.აბა გელოდები.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 11:13 PM
პოსტი #74


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



tamuna m

ციტატა
სხეულში თუ ჩიპი მექნება?


არავინ არ საუბრობს იმის შესახებ, რომ ამ ბეჭედს ექნება გარეგნული სახე, რომელსაც დაიმაგრებს ანტიქრისტეს მომხრე. ამგვარი შეხედულება მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში გაჩნდა, რატომ ვერ ვხვდები. წმ. წერილის ამის არნაირი საფუძველი არ მოუცია და ამაში ეხლავე დარწმუნდებით:

გამოცხადების XX თავში ვკითხულობთ:

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.

2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.

3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.

4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.

5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.

ყველა ეკლესიის მამა და მათ შორის ანდრია კესარიელი აქ ნახსენებ ათას წელს განმარტავს, როგორც პერიოდს ქრისტეს განკაცებიდან მის მეორედ მოსვლამდე. პირველი აღდგომა კი ეს არის ნათლისღების გამომხსნელობითი მადლი. ეხლა კი დავაკვირდეთ სიტყვებს:

4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.

"ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს." ანუ ამ ფრაზაში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, რომელიც მეორედ მოსვლამდე ნათლისღების გამომხსნელობით მადლს კეთილად დაიცავს, რომლებიც არ ეთაყვანენ მხეცს და არ მიიღეს მისი ნიშანი. მარჯვენა ხელზე და შუბლზე და ბეჭედზე ხვალე ვისაუბრებ, მაგრამ აქვე ამ ციტატიდან გამომდინარე სრულიად ბუნებრივად გამოდის დასკვნა, რომ ეს ბეჭედი ქრისტეს მოსვლამდე უნდა არსებულიყო, რადგან აქ აშკარად წერია, რომ წმინდანებმა არ მიიღეს ის და გაცოცხლდნენ (ნათლისღებით, რომელიც ჯვარცმის შემდეგ იწყებს ამოქმედებას) ქრისტესთან ერთად და სუფევდნენ 1000 წელიწადს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 7 2011, 11:14 PM
პოსტი #75


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Funkenstein
ათეისტური წყობა იყო და იკრძალებოდა ნებისმიერი რელიგია.
ჩიპთან რა კავშირშია?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 11:17 PM
პოსტი #76


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
ეს საინტერესოა.აბა გელოდები.


შტრიხ-კოდებზე ჩვენი მეგობრების საიტზე იყო ძალიან კარგი სტატია, თუმცა რატომღაც საიტი არ მუშაობს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 7 2011, 11:18 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(afxazi @ Sep 7 2011, 11:04 PM) *

და ეს ბეჭედთან რა შუაშია? და მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ კომუნისტური პერიოდი რატომ გამოყავი?

ნუ შედარებით ახლო პერიოდში იყო და თვალსაჩინოებისთვის გამოდგება. და ეს ყველაფერი კომინისტურმა რეჯიმმა რითი მოახერხა იდეოლოგიური ომით და ასევე ტერორით ადამიანებზე და ფიზიკური ზეწოლით. ატასიდან ერთი იყო ვინც ამ ზეწოლას უძლებდა. ხოდა წარმოვიდგინოთ თუ ანტიქრისტეს დროს ეს ზეწოლა ასჯერ უფრო დიდი იქნება განა ბევრი გაუძლებს ამას და არ ცდუნდება როგორც კომუნისტების დროს და ეს ჩიპებიც არც მეტი არც ნაკლები ამ ზეწოლის ერთ ერთ მთავარ დამხმარე საშუალებად რომ გამოიყენონ ხომ არ არის გამორიცხული. წარმოიდგინე კომუნისტებს რომ ჰქონოდათ ეგეთი კონტროლის მექანიზმი ხომ წარმოგიდგენიათ რეებს იზამდნენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2011, 11:20 PM
პოსტი #78


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Funkenstein

პირველ სამ საუკუნეში რომ ქრისტიანებს ხოცავდნენ აღმსარებლობის გამო, არც კომუნისტები და არც არავინ შეედაროს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 7 2011, 11:20 PM
პოსტი #79


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Funkenstein
ციტატა
იდეოლოგიური ომით

ესაა მთავარი იარაღი და არა ჩიპი.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 7 2011, 11:26 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(afxazi @ Sep 7 2011, 11:20 PM) *

Funkenstein

პირველ სამ საუკუნეში რომ ქრისტიანებს ხოცავდნენ აღმსარებლობის გამო, არც კომუნისტები და არც არავინ შეედაროს.

არა მაშინ ხალხს სხვა რწმენა კონდა და ისინი მზად იკვნენ ქრსიტესტვის მომკვდარიკვნენ რასაც უკვე ვეგარ ვიტკვიტ კომუნისტების დროზე როცე ხალხსჰი ეს ტავგანწირვა ნაკლებად იკო და ქრსიტეს ღალატობდნენ, ეხლა ეს დონე კიდევ უფრო მცირეა ასე რომ პირველ საუკუნეებტან შედარება ცოტა ურიგოა. ეხლა ბევრად სუსტები ვართ რწმენის ამბავში. ბევრად მატერიალისტები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი