IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მიმართვა პრეზიდენტს, სამთავრობო და არასამთავრობო, ორგანიზაციებს
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვის ტექსტს?
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვის ტექსტს?
დიახ [ 49 ] ** [84.48%]
არა [ 9 ] ** [15.52%]
სულ ხმები:: 58
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
KAIROS
პოსტი Jul 15 2008, 03:16 AM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

ცოტა უცნაურ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მინდა დავწერო, რომ ხანდახან ასეთი ტონი გამართლებულია. ვერ ვიგებ რატომ, მაგრამ ქართული კანონმდებლობა ძალიან უცნაურია რელიგიური საკითხების მიმართ. არის კანონები, რომლის მსგავსიც თვით საბერძნეთს არ აქვს ეკლესიის სასარგებლოდ, და არის კანონები, რომლისაც თვით სსრ კავშირსაც შერცხვებოდა.

რახან შენ ამას ამბობ, ე.ი. ოოო ohmy.gif biggrin.gif კანონისტ, შენ კარგი საქმე გასწიე, კარგად იმუშავე, მე უბრალოდ ვთქვი რომ რთული იყო ტექსტი და იმ ზედმეტი კატეგორიულობით არ უნდა მთავრდებოდეს, თორემ რა მაქვს კარგი საქმის საწინააღმდეგო smile.gif
იხარეთ:
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jul 15 2008, 09:05 AM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



მგონი ისტერიული კი არა კიდე რბილი ენითაა ნაწერი კანონისტის არ იყოს მაგათ მარტო სიტყვით შეჯანჯღარება კი არა იქ ზოგიერთისთვის ხელის ჯიკებაც არ იქნებოდა ურიგო.მაგენი ევრო-დარბაზულ ტონს ჭიქებით ხელში ოჰოჰო იჰიჰის ძახილი კულისებს მიღმა სიცილით გულისრევამდეც შეიძლება მიიყვანოს.საქმე იმაშია რომ უარს ვერ იტყვიან იმიტომრ,რომ ამხელენ მაშინ თავიანთ თავს უბრალოდ იტყვიან კი "ბატონო მივიღებთ" ოღონდ სულ მცირე დღევანდელი შემადგენლობა ამ საკითხის მიღების აუცილებლობლობას ალბათ ერთი ხუთი წელი არ დააყენებს ამიტომ ტონი კიდე თუ გამკაცრდება არგუმენტად შეემატება უამრავ მხარ დამჭერთა ხელმოწერილი ქაღალდები ასევე ევროპიდან სტუდენტთა ორგანიზებული მასიური ხელმოწერებით "ისტერიული" სიხარულით დავუჭერდი მხარს.იხარეთ ყველამ.


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 15 2008, 10:45 AM
პოსტი #43


tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276



ციტატა(მნათე @ Jul 15 2008, 02:57 AM) *

ძალიან კარგად მესმის რასაც წერ ჩემო კარგო, საერთოდაც ქრისტიანულ ცხოვრებაში მთავარია არა მოქმედება, არამედ არჩევანი, რომელიც ჩვენ შიგნით, ღრმა, პირად მეში ხორციელდება, შესაბამისად კონკრეტული გარემო პირობების მიღმა არსებობს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნება და ყველა იმით განისჯება, რაც მიეცა... ამიტომ გვაქვს ოქროს წესი "არ განიკითხო" რამდენადაც ჩვენი მე, სხვა სიტუაციურ გარემოში შესაძლოა მონსტრიც ყოფილიყო smile.gif

მაგრამ მე ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ მომწოდებელია დამნაშავე, რამდენადაც ის საერთოდ არ არის ქრისტიანი და ჩვენ უფლება არ გვაქვს მოვთხოვოთ ასე ცხოვრება... ეკლესიური საზოგადოების დიდ პროცენტში ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს... ოჯახი და ეკლესია უნდა ზრუნავდეს ბავშვის საკვებზე, განა ეს გაჭირდა ამხელა ქრისტიანულ ქვეყანაში?

ადამიანები ცოდვას უნდა ვებრძოდეთ შიგნით, ეს დიდების პრეროგატივაა, ხოლო მოზარდები უნდა დავიცვათ... მაგრამ სრულიად აკრძალვა ვერ შედგება და არ შედგება, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად ის მაინც იარსებებს... ჩვენს დროში ეკლესიას ძალიან დიდი ჯაფა მოუწევს რაიმეს შესაცვლელად smile.gif

ის ვიღაცა ქრისტეანი და მორწმუნე შეიძლება არ არის მაგრამ,ქვეყნის მოსახლეობის 89% ქრისტეანია,და ჩვენი მოთხოვნაც იმას გამოხატავს რომ ძალით არ უნდა ხდებოდეს მათგან თავზე მოხვევა რაღაცეების,პროპაგანდა უზნეო ცხოვრების,რადიკალიზმი იქიდან მოდის გესმის?გინდა თუ არა ისე უნდა იყოს როგორც ჩვენ მივიჩნევთო და ამაზეა მთელი პასუხი.მოქმედებენ რაც გაგვივა გაგვივაო.გახსოვს ვიღაცეებს გეი პარადის ჩატარება რო უნდოდა თბილისში?მაგრამ საზოგადოების მტკიცე პროტესტი რო დახვდა გადაიფიქრეს,რა ჩვენთვის რო ვყოფილიყავით ვერ გააკეთებდნენ?ჩვენ არც ჩვენსას ვახვევთ ზედმეტად,უბრალოდ გვინდა შედარებით საღ გარემოში ვიყოთ,გარემოსაც ხო აქვს მნიშვნელობა? ბრიტანეთში,საფრანგეთში,გერმა

ნიაში,ამერიკაში...და ა.შ.ეს დარეგულირებულია,და მუშაობს ის ბერკეტები რომლებიც იცავს მოსახლეობის მავნე ზეგავლენისაგან და ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ ჩვენზე?სასამართლოშიც რომ ვერ მიხვალ კაცი,არაა ეს ხალხის ზომბად ქცევის მცდელობა?რომ არაფრის უფლება არ გქონდეს,არც პროტესტის,და კმაყოფილი უნდა იყო რასაც შემოგთავაზებენ.მერე დოზებს გაზრდიან და ა.შ.უბრალოდ ამაზე ვიბრძვით რომ ეს არ გაუვიდეთ,თორე ისიც კარგად ვიცით რომ ცოდვას შიგნითაც უნდა ებრძოდე და გარეთაც.ჩვენ არც რამეს ვკრძალავთ სრულიად,ეს შეუძლებლიც კია,არა,უბრალოდ გვინდა არჩევანის და თავის დაცვის უფლება გვქონდეს.თორემ თვითონ როგორც უნდა ისე იცხოვრონ ეგ რა ჩვენი საქმეა.ჩვენი საქმე ყველასი ერთად, არის ავაშენოთ ერთიანი,ზნეობრივად (მტკიცე ოჯახებით)ძლიერი საქართველო და ვიყოთ უფალში!გაგახაროთ ღმერთმა ყველა. smile.gif გაიხარე მნათეე


--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 16 2008, 11:14 AM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
.შ.ჩვენ ეს გამოვცადეთ,ძალიან ბევჯერაც.ერთ ერთ წინა შეხვედრაზე კომისიის ხელმძღვანელი იცინოდა როცა ამ საკითხებს განვიხილავდით,ვკითხეთ რა იყო ამაში სასაცილო და იცი რა გვიპასუხა?ჩემი საქმეა ვისაც მინდა იმას დავცინებო,დღეს მას ყველაზე დიდი 14 000 ლარი აქვს ხელფასი.ანუ მათ ჩვენი პოზიცია სასაცილოდ მიაჩნდათ და დავინახეთ რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია.პირიქით,სისუსტედ ჩაგვითვალეს


mwereli

მემგონი ჯობია პირდაპირ ქუჩის აქციებზე და შიმშილობაზე გადახვიდეთ, შეიბერტყავენ მერე ყურებს.
ცოტა სინდისიც გაახსენდებათ.


ნადა ვზიატ ბიკა ზა რაგაsmile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 11:53 AM
პოსტი #45


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iona
ციტატა
მემგონი ჯობია პირდაპირ ქუჩის აქციებზე და შიმშილობაზე გადახვიდეთ, შეიბერტყავენ მერე ყურებს.

მიტინგების შესახებ ღია მოწოდება აკრძალულია.

გარდა ამისა, შიმშილობის აქცია არის საკმაოდ მძიმე საეკლესიო დანაშაული და მისი ჩამდენი ისჯება. ასე რომ, თხოვნაა, რომ ამგვარ მოწოდებებს თავი დაანებო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2008, 11:54 AM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ის ვიღაცა ქრისტეანი და მორწმუნე შეიძლება არ არის მაგრამ,ქვეყნის მოსახლეობის 89% ქრისტეანია


არ მჯერა ამ მითის და მომკალი.... ნომინალური ქრისტიანებისგან შემდგარი კონგლომერატი ვერ მწამს მე ქრისტეს ერად, არა მხოლოდ საქმით, არამედ ცნობიერებით, მანდილოსნების სადღეგრძელოს შემდეგ ცოლის გინებით და ღვინით ამოტყვრომით - პარაკლისის შემდეგ.... თან პროცენტი გადაჭარბებულია, თუ სხვადასხვა კონფესიებიცაა მითვლილი მიახლოებით ნამდვილია, კი...

ციტატა
და ჩვენი მოთხოვნაც იმას გამოხატავს რომ ძალით არ უნდა ხდებოდეს მათგან თავზე მოხვევა რაღაცეების,პროპაგანდა უზნეო ცხოვრების,რადიკალიზმი იქიდან მოდის გესმის?


შენი ნამდვილად, მაგრამ საზოგადოებას პირდაპირ დუჟი მოსდის საპირისპიროზე! მარტივი მაგალითი გინდა? გუშინ მართლმადიდებლურ ხატებს ვეძებდი გუგლში, ხოდა ერთ-ერთ ქართულ საიტზე გავედი, სადაც იდო მოზრდილი წმიდა ნიკოლოზის იკონოგრაფიული ნიმუში და მის ქვევით, ასეთივე მოზრდილი პამელა ანდერსონი რბილად რომ ვთქვა - საკმაოდ დედიშობილად.. რისი ბრალია ახლა ეს? იმის ხომ არა რომ ავტორმა საკუთარ თავში მოახდინა რელიგიისა და სექსის დაკავშირება და ამით გადაიქცა ნელ-თბილ არსებად, რომელიც ასე სძულს ქრისტეს?.. მოთხოვნილებაა, მოთხოვნილებაა.... ინტერნეტიც ტელევიზორია? ინტერნეტშიც თავისუფების ინსტიტუტი გვაიძულებს შევიდეთ პორნოგრაფიულ საიტებზე? ხომ ცხადზე უცხადესია რომ გადატვირთულია?

ერთი მითხარი მე რომელ საზოგადოებაში ვცხოვრობ, თორე შენი ლაპარაკიდან თავი უცხოპლანეტელი მგონია... თავის შეზღუდვა და აღზრდა იცი რას ნიშნავს? როცა წინ გიდევს და არ ეკარები... სექსისგან თავშეკავების გზა არ არის დასაჭურისება, რამდენადაც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რისმეს განშორება, შენი ღირსება აღარ არის, აღარ.... ავკრძალოთ ყველაფერი და დავსხდეთ მაშინ ასე, გვექნება იდეალური საზოგადოება, მაგრამ ეს მათი პირადი არჩევანი აღარ იქნება....

ქრისტეს პიროვნება ზნეობაზე მაღლა დგას... ბუნებრივია ის მოიცავს მას, მაგრამ არ ამოწურავს თავს მის შიგნით, ქრისტე უფრო მეტია ვიდრე აკრძალვა, ის ახალი ცნობიერებისა და თავისუფლების დასაწყისია - ცხადია სწორი გზით, რომელიც ასევე ზნეობრივ პრინციპებზე გადის... ჩვენ ზნეობრივები არ ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ - მაშასადამე "ზნე" კი არ გაგვიხდია იდეოლოგიად, არამედ პიროვნების უპირატესობას ვაღიარებთ და გვესმის მისი სისუსტეები....

გეთანხმები რომ ქრისტიანული საზოგადოება უნდა იყოს დამცველი იმ ღირებულებების, რომელსაც ეფუძნება ადამიანთა უფლებების დეკლარაცია და ევროსამართალი, ჩვენ იმბეცილიზმის შემოტევის ეპოქაში... მაგრამ ის რომ საქართველოს ეკლესიას უმრავლესობა თავს მიაკუთვნებს სულაც არ ნიშნავს მის ავტომატურ კუთვნილებას....

ფიცი კი მწამს ბატონო, მაგრამ აი ბოლო ძალიან მაკვირვებს... რაც აქამდე ამის საწინააღმდეგო არგუმენტი მოვისმინე, ყველა გულწრფელი ენთუზიაზმითა და სიკეთის სურვილით კია ნასაზრდოები, მაგრამ ჩემი აზრით ტაქტიკის ცვლილებას საჭიროებს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2008, 02:40 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ვახ აქ რა ხდება biggrin.gif

არაფერი არ ეშველება საზოგადოებას იქამდე, სანამ ეკლესია "სჭირდება" მას, ხოლო ეკლესიას - საზოგადოება



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 02:43 PM
პოსტი #48


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ანუ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2008, 03:14 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 16 2008, 02:43 PM) *

კანუდოსელი
ანუ?

როდესაც ეკლესია "იყენებს" მრევლს ან აქვს სურვილი "გამოიყენოს", როდესაც მას ეს მოეპრიანება და პირიქით - როდესაც საზოგადოება იყენებს ეკლესიას, ანუ მისთვის მთავარი ფასეულობა ნომინალიზმია - იცის რომ მადლს დააგროვებს (მადლი ნივთი კი არაა ჯიბეში რომ ჩაიდო biggrin.gif) თუ ერთი მხრივ ეკლესიას გაადაბარებს თავის პრობლემებს და მეორეს მხრივ ყურმოჭრილი მონა იქნება მოძღვრის - მერე რაა, რომ კატეხიზმო ბოლომდე წაკითხულიც არა აქვს, სახარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი და მთელს ბიბლიაზე ოცნებაც არ შეიძლება biggrin.gif

საქართველოში ბნელა სასტიკად, ანთია მხოლოდ პი-არ-ის საჩვენებლად biggrin.gif ერთგან შადრევნები, მეორეგან ჯიპიანი გაბღენძილი სასულერო პირნი

სხვათა შორის ერთნაირი სისწრაფით იზრდება ჯიპებისა და ქალაქში მათხოვრების რიცხვი...საშინელებაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 16 2008, 03:35 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
მიტინგების შესახებ ღია მოწოდება აკრძალულია.

გარდა ამისა, შიმშილობის აქცია არის საკმაოდ მძიმე საეკლესიო დანაშაული და მისი ჩამდენი ისჯება. ასე რომ, თხოვნაა, რომ ამგვარ მოწოდებებს თავი დაანებო


ეგ პირველად მესმის. whistling.gif
ეხლა რა მომივარდებიან და დამაპატიმრებენ? smile.gif))))

კაი აღარ ვიზავ.

....მაგრამ თუკი ეს წერილი შედეგს არ გამოიღებს..... მერე?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 03:46 PM
პოსტი #51


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
როდესაც ეკლესია "იყენებს" მრევლს ან აქვს სურვილი "გამოიყენოს", როდესაც მას ეს მოეპრიანება და პირიქით - როდესაც საზოგადოება იყენებს ეკლესიას, ანუ მისთვის მთავარი ფასეულობა ნომინალიზმია - იცის რომ მადლს დააგროვებს

და ამ შემთხვევაში რომელს ხედავ? ან იქნებ პრობლემა არ არის ქცევის კოდექსთან დაკავშირებით და ჩვენ მოგველანდა იქნებ?

ციტატა
კატეხიზმო ბოლომდე წაკითხულიც არა აქვს, სახარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი და მთელს ბიბლიაზე ოცნებაც არ შეიძლება

შუა საუკუნეებში თურმე კარგი ქრისტიანები რომ იყვნენ, წერა-კითხვა ცოდნიათ სასწაულად e025.gif კარგი რა, ხანდახან რა კარგად მსჯელობ და ბოლოში გამოურევ მაგარს. რწმენა კითხვით თუ იზომებოდა არ ვიცოდი

ხოლო ის, რწმენა არის თუ არა, წაკითხვა-წაუკითხავობის ბრალი არ არის აშკარად

ციტატა
მეორეგან ჯიპიანი გაბღენძილი სასულერო პირნი

და ეს პიარია? და რისი ნეტავ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 16 2008, 03:49 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ის ვიღაცა ქრისტეანი და მორწმუნე შეიძლება არ არის მაგრამ,ქვეყნის მოსახლეობის 89% ქრისტეანია
არ მჯერა ამ მითის და მომკალი.... ნომინალური ქრისტიანებისგან შემდგარი კონგლომერატი ვერ მწამს მე ქრისტეს ერად, არა მხოლოდ საქმით, არამედ ცნობიერებით, მანდილოსნების სადღეგრძელოს შემდეგ ცოლის გინებით და ღვინით ამოტყვრომით - პარაკლისის შემდეგ.... თან პროცენტი გადაჭარბებულია, თუ სხვადასხვა კონფესიებიცაა მითვლილი მიახლოებით ნამდვილია, კი...


მე კიდევ მჯერა ამ მითის :) რადგანაც ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის და არა მართლ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2008, 03:59 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 16 2008, 03:46 PM) *

შუა საუკუნეებში თურმე კარგი ქრისტიანები რომ იყვნენ, წერა-კითხვა ცოდნიათ სასწაულად e025.gif კარგი რა,

არ იცი რა არგუმენტი დაწერო და წერ ამას? biggrin.gif
განვმარტავ შენთვის გასაგებად: სახარებაც კი არ იციან
კითხვა შენ: სახარება იცოდნენ პირველმა ქრისტიანებმა?


ციტატა(კანონისტი @ Jul 16 2008, 03:46 PM) *

და ეს პიარია?

გადატანითი მნიშვნელობით და არა პირდაპირით...არ იცი რას გამოედაო? biggrin.gif

კიდევ გასაგები ენით დაგიწერ: სირცხვილია, როდესაც ხელგაწვდილი ამდენი ბავშვის ფონზე სასულიერო პირი ბოლო მოდელის ჯიპით დაგრიალებ - არ მითხრა, რომ ეს გადაადგილების საშუალებაა, არაა ეგრე...ამ ქვეყანაში ოდნავ თუ გაქვს რაღაც გულში, ნერვი მაინც უნდა აგიტოდეს და გამომწვევად გაზულუქებულმა არ უნდა იარო არც ერმა და არც ბერმა.
შენც იცი რომ მართალს გეუბნები, მაგრამ პრობლემა შენთან იგივეა რაც ზოგადად - არაპოლიტკორექტული ვარ მე და ეს არ გაწყობს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 04:03 PM
პოსტი #54


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
კითხვა შენ: სახარება იცოდნენ პირველმა ქრისტიანებმა?

ახლა ამაზე დავა აქ არ მინდა. ისე კი, ეგზეგეტიკის დონეზე როგორც შენ თხოვ - არა ცხადია. ამბად იცოდნენ

ციტატა
შენც იცი რომ მართალს გეუბნები

მე ვთქვი სადმე არ ამბობ მართალს-თქო? უბრალოდ, უზნეო ქცევის კოდექსის მიღების გაპროტესტებასთან ჯიპი რა კავშირშია ვერ ვხვდები. ისე, ლიტურგიკული პრობლემებიც არის და დაწერე ბარემ ეგეც e025.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2008, 04:07 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 16 2008, 04:03 PM) *

ახლა ამაზე დავა აქ არ მინდა. ისე კი, ეგზეგეტიკის დონეზე როგორც შენ თხოვ - არა ცხადია. ამბად იცოდნენ

გაცილებით ახლო ამბად ოღონდ...

ციტატა(კანონისტი @ Jul 16 2008, 04:03 PM) *

უბრალოდ, უზნეო ქცევის კოდექსის მიღების გაპროტესტებასთან ჯიპი რა კავშირშია ვერ ვხვდები.

გამპროტესტებელი უნდა იყოს შესაბამის სიმაღლეზე, აი მაგ შუაშია - დღეს კი ტოტალურად მომრავლდა კომფორმისტთა რაოდენობა ერსა, თუ ბერში...

როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე ის უმცირესობა სასულიერო პირებისა, ვინც ამ თანამედროვე ტენდენციას არ აყოლილა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 16 2008, 04:14 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
კითხვა შენ: სახარება იცოდნენ პირველმა ქრისტიანებმა?


ალბად ცუდადად.
სახარება ღირდა ძაან ძვირი ასე რომ სავარაუდოდოდ მოსმენით თუ ესოდინებოდათ რამე უმრავლესობას.

ციტატა
კიდევ გასაგები ენით დაგიწერ: სირცხვილია, როდესაც ხელგაწვდილი ამდენი ბავშვის ფონზე სასულიერო პირი ბოლო მოდელის ჯიპით დაგრიალებ - არ მითხრა, რომ ეს გადაადგილების საშუალებაა, არაა ეგრე...ამ ქვეყანაში ოდნავ თუ გაქვს რაღაც გულში, ნერვი მაინც უნდა აგიტოდეს და გამომწვევად გაზულუქებულმა არ უნდა იარო არც ერმა და არც ბერმა.

შეიძლება ისინი ამასთან ერთად ძაან ბევრ გაჭირვებულს ეხმარებიან და შეიძლება არც ეხმარებიან. და.... თემასთან კავშირს მეც ვერ ვხედავ.smile.gif

...თუ შენ იმას ამბობ რომ ეს მოთხოვნები არა გულწრფელია? სწორედ მივხვდი?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 04:19 PM
პოსტი #57


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
გამპროტესტებელი უნდა იყოს შესაბამის სიმაღლეზე, აი მაგ შუაშია - დღეს კი ტოტალურად მომრავლდა კომფორმისტთა რაოდენობა ერსა, თუ ბერში...

როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე ის უმცირესობა სასულიერო პირებისა, ვინც ამ თანამედროვე ტენდენციას არ აყოლილა

აკაკი წერეთლის არ იყოს ("ბაჩი-აჩუკი"), ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს, მაგრამ თავად გაზაფხულს მოჰყავს მერცხლები. იქნებ ეს იყოს დასაწყისი იმისა, რომ ვიღაც რაღაცაზე დაფიქრდეს. უმოქმედობა რისი მომცემია, არ ვიცი.
კიდევ, სასულიერო პირები რა შუაშია, ვერ ვიგებ, ამ შემთხვევაში. და იმ ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, ვინც ხელი მოვაწერეთ ამას, გავითვალისწინეთ არა ხალხის საკმაო ნაწილის დეგრადირება (რაზეც მნათემ კარგად დაწერა), არამედ - ქრისტიანული მოძღვრება. რა გვექნა, არაფერი გვეთქვა??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2008, 04:24 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 16 2008, 04:19 PM) *

რა გვექნა, არაფერი გვეთქვა??

თქვენ კი უნდა გექნათ, მე ეკლესიიდან აუცილებელ მხარდაჭერას ვგულისხმობდი...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ketilmorcmune
პოსტი Jul 16 2008, 05:05 PM
პოსტი #59


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 15-July 08
მდებარ.: sapatriarqo
წევრი № 5,336



ამ თემაში კანუდოსელის აზრებს ვეთანხმები.



--------------------
საპატრიარქო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 05:11 PM
პოსტი #60


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
მე ეკლესიიდან აუცილებელ მხარდაჭერას ვგულისხმობდი...

ყველა შემთხვევაში არ გვაქვს ეგ მხარდაჭერა smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 05:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი