IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
თამარი
პოსტი Nov 29 2006, 07:15 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



შესანიშნავია! გმადლობ, manana


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2006, 12:44 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თინეიჯერთა და სხვათა ნაცვლად:

5 წლამდე - ჩვილი

5-დან 10 წლამდე - უსუარი

10-დან 15 წლამდე - ნინველი

15-დან 20 წლამდე - ყრმა

20-დან 25 წლამდე - ჭაბუკი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 2 2006, 11:20 PM
პოსტი #63


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



შეცდომაა: გეხვეწები. სწორია: გეხვეწები. -ს გარეშე
შეცდომაა: ყველანარი, არანარი. სწორია ყველანაირი, არანაირი. არა ე, არამედ


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 3 2006, 01:25 PM
პოსტი #64


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მოდით დავუკვირდეთ :

სახელობითი: მამა დავით_
მოთხრობითი: მამა დავით_მა
მიცემითი: მამა დავით_
ნათესაობითი: მამა დავით_ის
მოქმედებითი: მამა დავით_ით
ვითარებითი: მამა დავით_ად
წოდებითი:მამა დავით!

აქედან გამომდინარე, ვხედავთ რომ ,სწორი მიმართვის ფორმა არის :მამა დავით( მამა დიმიტრი, მამა პეტრე)...


მამა-- არის ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვა, ამიტომ როდესაც იგი წინამავალია, საკუთარ სახელთან
(პეტრე, გიორგი, არჩილ) შეხამებისას უცვლელია.
იცვლება მხოლოდ საკუთარი სახელი, ანუ მომდევნო სიტყვა.
მაგალითად:
წმიდა გიორგი_ მამა გიორგი,
წმიდა გიორგი-მ_მამა გიორგი-მ,
წმიდა გიორგი-ს_მამა გიორგი-ს...
და მიმართვისას:
წმიდა გიორგი!_მამა გიორგი!

მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში გვაქვს გარკვეული ტრადიცია მამაო ფორმის ხმარებისა :მამაო გიორგი! მამაო ალექსი! მიმართვის ასეთი ფორმები გვხვდება ეპისტოლარულ ლიტარატურაში და ისინი დასაშვებ ფორმებადაა მიჩნეული.

მაგრამ დღეს საკმაოდ ხშირად გვესმის და ვკითხულობთ: "მამაო ამბობს", "მამაომ თქვა", "მამაოს უთქვამს"...
ასევე საკუთარ სახელთან ერთად: მამაო არჩილი მოვიდა, მამაო არჩილმა ბრძანა, მამაო არჩილს მოვახსენე...

ეს იგივეა რომ ვთქვათ: ბატონო არჩილი მოვიდა, ბატონო არჩილმა ბრძანა, ბატონო არჩილს მოვახსენე...

მშასადამე , სასულიერო პირის მიმართ მამაო ფორმის ხმარება გამართლებულია მხოლოდ მიმართვის ფორმებში_ისიც, მაშინ, როცა ეს საზოგადო სახელი დამოუკიდებლად გამოიყენება (მამაო!), და საკუთარ სახელთან(მამაო არჩილ!) ...

ყველა სხვა ფორმაში სიტყვა მამა უცვლელი დარჩება, შეიცვლება ხოლოდ საკუთარი სახელი:


მამა შიო, მამა შიომ, მამა შიოს... მამა(ო) შიო!


იგივე წესი გვექნება, თუ მამას შეენაცვლება მეუფე

მეუფე დავით-ი, მეუფე დავით-მა, მეუფე დავით-ს...

მიმართვის ფორმა იქნება:მეუფე დავით!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 3 2006, 02:38 PM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



kato_Bato
მშვენივრად ახსენი და განმარტე ყველაფერი. smile.gif

განვაგრძობ თემას:

ა-ზე დაბოლოებული სახელის კვეცა და უკვეცელობა ზოგჯერ მნიშვნელობის სადიფერენციაციოდ არის გამოყენებული. უკვეცელია ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები (დედა, მამა, ბაბუა, ბებია...), თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობთ:
"მამას სამუშაო ოთახი ნათელია”,
"შვილს მამის მორიდება უნდა ჰქონდეს”.

პირველ შემთხვევაში ვგულისხმობთ საკუთარ "მამას” და იგი არ იკვეცება,
მეორე შემთხვევაში იგულისხმება საერთოდ "მამა” და იკვეცება.


მე შეგნებულად ვამბობ ხოლმე შეცდომით: “მამაომ მითხრა”, “დღეს მამაომ იქადაგა” და ასე შემდეგ. ეს ხდება მრევლთან ურთიერთობისას. ვიცი, რომ შეცდომაა და მაინც. ალბათ, ჩემი დაწერილი წესიდან გამომდინარეც. საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობ და იმიტომ. ამით გამოვხატავ, რომ ის ზოგადად მოძღვარი კი არა, ჩვენი მოძღვარია, რომელიც ძალიან გვიყვარს. სახელთან ერთად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, უფრო ზოგადი სახე მიეცემა. ერთი სიტყვით, ჩემი წესები შემოვიღე. smile.gif
მოკლედ, ბევრი ვიბჟუტურე, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ავხსენი, რატომ ვერ გადავეჩვიე ამ შეცდომას…


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 3 2006, 02:44 PM
პოსტი #66


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



rolleyes.gif biggrin.gif
ხანდახან შეგეშველებით ორ თამარს smile.gif

ციტატა(.:თამარი:. @ Dec 3 2006, 02:38 PM) *

მე შეგნებულად ვამბობ ხოლმე შეცდომით: “მამაომ მითხრა”, “დღეს მამაომ იქადაგა” და ასე შემდეგ. ეს ხდება მრევლთან ურთიერთობისას. ვიცი, რომ შეცდომაა და მაინც. ალბათ, ჩემი დაწერილი წესიდან გამომდინარეც. საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობ და იმიტომ. ამით გამოვხატავ, რომ ის ზოგადად მოძღვარი კი არა, ჩვენი მოძღვარია, რომელიც ძალიან გვიყვარს. სახელთან ერთად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, უფრო ზოგადი სახე მიეცემა. ერთი სიტყვით, ჩემი წესები შემოვიღე. smile.gif
მოკლედ, ბევრი ვიბჟუტურე, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ავხსენი, რატომ ვერ გადავეჩვიე ამ შეცდომას…


ამაზე გავლენა ცნობილმა ლოცვამაც იქონია "მამაო ჩვენო"..

ამ ლოცვის სახელიც ხომ სწორედ ესაა..

და რაღაც მზა ფორმასავით დევს ჩვენში "მამაო"


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 3 2006, 02:48 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(kato_Bato @ Dec 3 2006, 02:44 PM) *

ამაზე გავლენა ცნობილმა ლოცვამაც იქონია "მამაო ჩვენო"..

ამ ლოცვის სახელიც ხომ სწორედ ესაა..

და რაღაც მზა ფორმასავით დევს ჩვენში "მამაო"


ამიტომაც არ მივიჩნევ ამას დიდ შეცდომად.

ნეტა მხოლოდ ეს იყოს ჩვენი "შეცდომა"... rolleyes.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 3 2006, 02:54 PM
პოსტი #68


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(.:თამარი:. @ Dec 3 2006, 02:48 PM) *

ამიტომაც არ მივიჩნევ ამას დიდ შეცდომად.

ნეტა მხოლოდ ეს იყოს ჩვენი "შეცდომა"... rolleyes.gif



და კიდე კაი "ბატონო კოტე მოვიდა-ს" რომ არ ვამბობთ biggrin.gif



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 3 2006, 03:03 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(kato_Bato @ Dec 3 2006, 02:54 PM) *

და კიდე კაი "ბატონო კოტე მოვიდა-ს" რომ არ ვამბობთ biggrin.gif


ჩვენ შეიძლება არა, მაგრამ მასეთებსაც ვიცნობ, განსაკუთრებით, ვისაც რუსული განათლება აქვთ. tongue.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2006, 01:34 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასომხეთი = ს ო მ ხ ე თ ი
ანეგდოტი = ა ნ ე კ დ ო ტ ი
გავს = ჰ გ ა ვ ს
დაბოლოვებაში = დ ა ბ ო ლ ო ე ბ ა ში
იმათმა თქვეს = იმათ თქვეს
მათმა გააკეთეს =მათ გააკეთეს
მაგრამ:
მათმა ამხანაგმა მითხრა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დემეტრე
პოსტი Dec 6 2006, 05:57 PM
პოსტი #71


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-December 06
წევრი № 646



იოანე-ზოსიმე: “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”



დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად. რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა
და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან.
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.
და მეგობრობაი ამისათვის თქუა მახარობელმან, რამეთუ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხი დღის მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინაისწარმეტყველმან, რამეთუ “ათასი წელი-ვითარცა ერთი დღე”,-
და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო თავსა მათეისსა წილი ზის, რომელი ასოი არს. და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღე და ოთხი დღისა მკუდარი, ამისთვის მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა
და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული- მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა და სასწაულად ესე აქუს ასოთხი წელი უმეტეს სხვათა ენათა ქრისტეის მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამეთ წარმოგითხარ: “ას ოთხი წელი და წილი ანბანისაი”

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2006, 04:45 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე გაშლილი პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო; ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი. ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზოსიმე
პოსტი Dec 8 2006, 06:16 PM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 8-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 657



S O S
adamianebo mishvelet sakutar,qartul fontze ver davayene klaviatura
ყველაფერი რიგზეა,

მე ვფიქრობ, რაც უფრო სუფთა ქართულით ვსაუბრობთ ერთმანეთთან , მით უფრო სუფთაა გზა ღვთისკენ


--------------------
ღმერთი სიყვარულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura.b.g.
პოსტი Dec 9 2006, 02:39 AM
პოსტი #74


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 30-August 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 131



ეს თემა სწორედაც რომ საჭირო და ძალიან აქტუალერია.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 12 2006, 04:36 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



[
ციტატა(ზოსიმე @ Dec 8 2006, 06:16 PM) *


მე ვფიქრობ, რაც უფრო სუფთა ქართულით ვსაუბრობთ ერთმანეთთან , მით უფრო სუფთაა გზა ღვთისკენ

smile.gif

დაუშვებელია ზმნისწინის გაყოფა და მის ნაწილებს შორის ქცევის ნიშნების (ი, ა, უ) ან ვნებითი გვარის მაწარმოებლების (ი, ე) ჩასმა. ასეთ შეცდომებს განსაკუთრებით ხშირად უშვებენ გან და წარ ზმნისწინიან ფორმებში. მაგ. ზმნის ფორმაში ა-თავისუფლებს ა ქცევის ნიშანია. თუ აქ გა ან გან ზმნისწინებს ვიხმართ, უნდა დავწეროთ გა-ა-თავისუფლებს ან გან-ა-თავისუფლებს, არასწორია გა-ა-ნ-თავისუფლებს.
სწორია: გა-ა-ვითარებს, გან-ა-ვითარებს (და არა გა-ა-ნ-ვითარებს), ა-ხორციელებს, გა-ა-ხორციელებს, გან-ა-ხორციელებს (და არა: გა-ა-ნ-ხორციელებს), გა-ე-ხორციელებინა, გან-ე-ხორციელებინა (და არა გა-ე-ნ-ხორციელებინა) და ა.შ.

(ქცევა სამია ქართულში: სათავისო (ი-კეთებს), სასხვისო (უ-კეთებს) და საარვისო (ა-კეთებს).

პირველი სუბიექტური პირის ნიშანი ზმნისწინის შემდეგ იწერება: აღ-ვ-ნიშნავ, აღ-ვ-ნუსხავ, აღ-ვ-ზრდი და ა.შ. არასწორია ავღზრდი, ავღნიშნავ, ავღნუსხავ...
გამონაკლისია ზმნები: ვაღიარებ (აქ აღ ფუძესთანაა შეზრდილი), ავღორძინდი (აქ ღ მიჩნეულია ფუძისეულად).



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 22 2006, 03:10 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ლათინურიდან (გერმანულ-რუსული გზით) მომდინარე სიტყვებში QU უნდა გადმოიცეს კვ (და არა ქვ) კომპლექსით.
სწორია: ადეკვატური, ეკვივალენტი, კვორუმი (და არა ადექვატური, ექვივალენტი, ქვორუმი).
უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში ЕЯ-ზე ბოლოვდება, ქართულში "ეა" დაბოლოებით უნდა გადმოიცეს.
სწორია: ასამბლეა, ბაკალეა, გალანტერეა, გალერეა, იდეა, ეპოპეა (და არა ასამბლეია, ბაკალეია, გალანტერეია, გალერეია, იდეია, ეპოპეია).


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2006, 03:41 PM
პოსტი #77


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



.:თამარი:.

smile.gif ძალიან გამიხარდა შენი პოსტის წაკითხვა. ერთი პიროვნება ხშირად ამბობს "ადექვატურს" და სულ მაინტერესებდა რომელი იყო სწორი ვარიანტი..



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 22 2006, 03:48 PM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



marine smile.gif
თუ გაგიხარდა, გავაგრძელებ:

უმახვილო O-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით შემოსული სიტყვები, აგრეთვე საკუთარი სახელები, გვარები და გეოგრაფიული სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს.
სწორია: ბოკალი, ოდეკოლონი, კომპოტი, კომპილაცია, ბორის გოდუნოვი, ვორონცოვი... ოდესა, ორიოლი (და არა ბაკალი, ადეკალონი, კამპოტი, კამპილაცია... ბარის გადუნოვი, ვარანცოვი... ადესა, არიოლი)...

რუსულ და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю უნდა გადმოიცეს იუ ჯგუფით.
სწორია: კოსტიუმი, ვესტიბიული, მანიკიური, ავანტიურა
(და არა: კოსტუმი, ვესტიბული, მანიკური, ავანტურა) და მისთ.
გამონაკლისის წესით Ю რამდენიმე სიტყვაში უ-თი გადმოიცემა: დუჟინი, ბროშურა, პარაშუტი, კაფსული...


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2006, 03:51 PM
პოსტი #79


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



.:თამარი:.

თამარ,ძალიან ბევრის მომცემია შენი თემა და პოსტები!! დიდი მადლობა!!! smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზოსიმე
პოსტი Dec 23 2006, 01:30 AM
პოსტი #80


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 8-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 657



თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე smile.gif


--------------------
ღმერთი სიყვარულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი