სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა, ფორუმზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესების |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა, ფორუმზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესების |
admin |
May 3 2008, 08:12 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 4,393 რეგისტრ.: 22-July 06 მდებარ.: სერვერთან ახლოს წევრი № 1 |
მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა ფორუმზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ სენატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ church.ge წარმოადგენს რა პირველ მართლმადიდებლურ ფორუმს ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, მას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ინტერნეტ-მომხმარებლებისათვის მართლმადიდებლური სიტყვის მიწოდების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ ეს ფუნქცია წარმატებით იქნეს შესრულებული, ფორუმი უნდა წარმოადგენდეს წესიერების, სიყვარულისა და ქრისტეს მიერი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითს როგორც მორწმუნეთათვის, ისე ურწმუნოთათვის. სენატი, აგრეთვე, გამოთქვამს წუხილს "საქართველოს ისტორიის" განყოფილებაში ბოლო დროს შექმნილი უსიამოვნო ვითარების გამო და იმედოვნებს, რომ სიტუაცია უახლოეს ხანში დასტაბილურდება. სენატი კვლავ მოუწოდებს ფორუმელებს და განსაკუთრებით, ადმინისტრაციას ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს ფორუმელთა შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სენატმა გადაწყვიტა: 1. ისტორიის განყოფილებაში მოდერატორის ფუნქციები დროებით, ახლის არჩევამდე დაეკისროს afxaz-ს 2. შემოღებულ იქნეს თანამოდერატორის თანამდებობა. უფლებები განისაზღვრება დამატებით. 3. მოწონებულ იქნეს მოსაზრება ფორუმის ზოგადი კონტროლის თაობაზე, რისი მიზნითაც სენატში გაიხსნება ახალი თემა - "საქმე - სიტუაცია ფორუმზე", სადაც მოხდება ფორუმში არსებული ტენდენციების, სიტუაციისა და თემების განვითარების განხილვა, აგრეთვე, ფორუმელთა შორის უთანხმოებების გამოვლენა, შესწავლა და შერიგების ნაბიჯების გადადგმა. 4. ყოველ თვეში ერთხელ მოეწყობა ონლაინ-კავშირი სენატორებსა და იუზერებს შორის, რომლის დროსაც უშუალოდ მოხდება დასმული წინადადებების და პრობლემების განხილვა. -------------------- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.
ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება. შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი