თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს წინააღმდეგ.

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 26 2009, 03:03 PM

kitxva.gif მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტეს დაბადებამდე ალექსანდრე მაკედონელმა შეკრიბა საბერძნეთის საუკეთესო ჯარი, მშვენივრად შეიარაღებული და გადმოვიდა აზიაში სპარსეთის დასაპყრობად. ალექსანდრე რამდენჯერმე შეებრძოლა სპარსეთის მეფეს და სასტიკად დაამარცხა. მან დაიპყრო მთელი სპარსეთი და სხვა მრავალი ქვეყანა. ამ დიდ ბრძოლაში სპარსელებს ეხმარებოდნენ ქართველები. განრისხებულმა ალექსანდრე მაკედონელმა საქართველოს დასაპყრობად გამომზავნა ა ზ ო დიდი ჯარით. აზომ დაიპყრო მთელი ივერია და დაადო მონობის მძიმე უღელი. ბრძოლაში მოჰკლეს ქართლის მამასახლისი ს ა მ ა რ ა და მისი ძმა მ ი ტ რ ი დ ა ტ ი. დიდი სასტიკობა გამოიჩინა აზომ საქართველოში: დაანგრია მრავალი ციხე, ხოლო ოთხ საუკეთესო ციხეში ჩააყენა თავისი ლაშქარი. მანვე მძიმედ დაბეგრა ქართველი ხალხი და დაუწყო მას უდიერად მოქცევა. ბევრ საუკეთესო ქართველს მტარვალებმა უმიზეზოდ მოუღეს ბოლო. ბევრი დამცირება, წვალება და უსამართლობა ხვდათ წილად ქართველებს მაკედონელთაგან. ქართველი ერი აღშფოთდა ბატონობის წინააღმდეგ. მან შეიგნო ერთობის ძალა; ყველანი მზად იყვნენ მოეხდინათ ამბოხება აზოს წინააღმდეგ და ბრძოლით მოეპოვებინათ თავისუფლება. ქართველები ელოდნენ მხოლოდ გმირს, მეთაურს, და აჰა, გამოჩნდა გმირიც! ეს იყო ქართლის მამასახლისი სამარას ძმისწული ფ ა რ ნ ა ო ზ ი. P.S. შემოგთავაზეთ ძალიან შემოკლებული ეპიზოდი საქართველოს ისტორიის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდისა.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 26 2009, 03:29 PM

შესანიშნაბი თემა "წამოსწიეთ"
ისე ის აზრიც ხომ არსებობს, რო თავად მაკედონელი საქართველოშია ნამყოფი?....
თუმცა თქვენი თემა ძალზე მცირედი ტექსტით იწყება და თუ უფრო მეტს დაწერთ და ამავდროულად თქვენს აზრსაც მოაყოლრბთ და არ მხოლოდ ამონარიდს ეს ძალიან კარგი საშუალება იქნება, რომ თანაფორუმელები დისკუსიაში ჩართვნონ.

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 26 2009, 04:10 PM

მე, მაქვს მართლა უნიკალური მასალა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ექნება ფორუმელთა ინტერესი, აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2009, 07:42 PM

ციტატა
უნიკალური მასალა

? ohmy.gif
რას ქვია უნიკალური? ჯერაც გამოუქვეყნებელი და უცნობი? smile.gif
თუ უბრალოდ დაინტერესების გამო ჰა? biggrin.gif
აბა მიდი დადე;
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 26 2009, 07:46 PM

ციტატა(iveria. @ Jun 26 2009, 05:10 PM) *

მე, მაქვს მართლა უნიკალური მასალა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ექნება ფორუმელთა ინტერესი, აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

დამაინტრიგებელია smile.gif
ველოდებიი

smile.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 26 2009, 08:39 PM

ციტატა
მე, მაქვს მართლა უნიკალური მასალა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ექნება ფორუმელთა ინტერესი, აუცილებლად გამოვაქვეყნებ.


საინტერესოა...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 26 2009, 09:14 PM

ვიტყოდი რაღაცას, მაგრამ ვჩუმდები user.gif


ჰეთ, აბა დაგვანახეთ ის უნიკალური აღმოჩენა biggrin.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 26 2009, 09:24 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 26 2009, 09:14 PM) *

ვიტყოდი რაღაცას, მაგრამ ვჩუმდები user.gif
ჰეთ, აბა დაგვანახეთ ის უნიკალური აღმოჩენა biggrin.gif

იტყვი და მიიღებ კაი პასუხს biggrin.gif
ჯერ ტოპიკსტარტერს აცალე, იქნება რას იძახის, ნუ ხარ სულსწრაფი tongue.gif

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 27 2009, 04:57 PM

madlioba.gif უნიკალურ მასალას ვეძახი თუნდაც 1854 წლის საქართველოს ისტორიის წიგნში დაწერილ ინფორმაციას რომელიც რევოლუციის შემდეგ და დღემდე ამობრუნებულია და დამახინჯებულია როგორც ყველა სხვა ასევე მაკედონელის ჯარის შემოსვლა საქართველოში, ასევე არსებობს ისტორიული კვლევები და სხვათაშორის არქეოლოგიური მასალებიც საკმარისად არსებობს მათ შორის ბევრი გამოუქვეყნებელი, ზოგი უსახსრობის, სოგიც სხვადასხვა მიზეთა გამო. P.S. ჩემი აზრით ამ თემის გარშემო ზოგმა თავისი აზრი ზოგმაც საინტერესო ინფორმაცია თუ ფლობთ ასეთს გამოვაქვეყნოთ აჯობებს ,,სხვის გ ა ნ კ ი თ ხ ვ ა ს ა და ვითომ ც ი ნ ი კ უ რ გამონათქვამებს''. არ მ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი თ??? უფალი იყოს ჩვენი მფარველი.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 27 2009, 08:19 PM

iveria.
საინტერესო თემაა და რასაც მოიპოვებ, გაგვიზიარე smile.gif მასალებს ვგულისხმობ, სხვა კი პირადი შეხედულებები ყველას აქვს, თუმცა მე პირადად მხოლოდ მოგისმენთ .

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 27 2009, 08:44 PM

iveria.
რა თქმა უნდა საინტერესოა, მით უმეტეს თუ არის ისეთი კვლევები, რაც გამოქვეყნებული არ ყოფილა.
სიამოვნებით წავიკითხავთ და მერე ერთად განვიხილოთ ყველამ.
აბა გელოდებით. smile.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jun 27 2009, 09:27 PM

ძალიან გამიხარდა ამ თემის წამოწევა. საქართველოს ისტორიაში ეგ პერიოდი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი და საამაყო ხანაა. ავად თუ კარგად ძალიან დიდი მსხვერპლისა და ზარალის მიუხედავად ქართველებმა რამდენჯერმე სერიოზული მარცხის შემდეგ საბოლოვოდ დაამარცხეს მაკედონელი და ეს უძლეველი მაკედონიის ჯარები საქართველოდან სამუდამოდ გააძევეს. საყურადღებოა ის, რომ ალექსანდრე მაკედონელს საქართველოს მარტო დარბევა გაძარცვა და დაბეგვრვა არ ჰქონდა განძრახული, მას უნდოდა საქართველო სამართავად თავისი პოლიტიკის გასატარებლად და სრული ელანიზაციისთვის, რაც ქართველთა და კერძოდ ფარნავაზის თავდადებით კრახით დასრულდა, რაც მაკედონელისათვის დიდი იშვიათობა იყო. ამით უნდა ვამაყობდეთ, ეს, რომ სხვა ქვეყანას მოეხერხებინა (არ დავასახელებ) ისეთ პროპაგანდას გაუწევდა, რომ მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, გადაიღებდნენ ფილმებს და ა.შ. ჩვენ კი რას ვშვრებით, საქართველოში ნახევარზე მეტმაც არ იცის ეს ლეგენდარული ამბავი. ეს კი არა და ადამიანმა წამოწია თემა და ლამის დაცინვა და ქირქილი დავუწყეთ აი ასეთები ვართ სამწუხაროდ. პირადად მე, მადლობას გიხდი iveria ამ ბრწყინვალე თემის წამოწევისათვის და ამავე დროს გიხდი ბოდიშს ზოგიერთი ფორუმელის მაგივრად. აუცილებლად ვეცდები მოვიძიო ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით და დიდი სიამოვნებით ჩავება დისკუსიაში, რომელიც დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ქართველებს.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 27 2009, 10:01 PM

ციტატა
ეს კი არა და ადამიანმა წამოწია თემა და ლამის დაცინვა და ქირქილი დავუწყეთ აი ასეთები ვართ სამწუხაროდ.


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 27 2009, 10:07 PM

kent5

ციტატა
ამით უნდა ვამაყობდეთ, ეს, რომ სხვა ქვეყანას მოეხერხებინა (არ დავასახელებ) ისეთ პროპაგანდას გაუწევდა, რომ მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, გადაიღებდნენ ფილმებს და ა.შ.

მასეა, იბრალებენ და იმათით ამაყობენ, ჩვენთან კი რაც საამაყოა ისიც მიკვდა. მედეა აიღეთ თუ გინდათ, 10-დან 1-მა თუ იცის, რომ ის კოლხია, ბერძნები ბერძენად ასაღებენ. კაი იყო ცუდი , ცნობილი იყო და აუცილებელია ამის გამოჩენა. ვიღაც დიმიტრიოს-მა რომ ჩემი თანდასწრებით არ იტრაბახოს ბერძენი მედეათი, რომლის სახელიც სიტყვა 'მედიცინის' დასაბამია და ეს მედეა ბერძენი იყო ( და "ბერძენი" სპოტსმენი კახიაშვილით biggrin.gif ამაზე უნდა გავიცინო, მახსენდება ის სიტუაცია, მარა სატირალია წესით ).

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 27 2009, 10:07 PM

iveria.

ციტატა
უნიკალურ მასალას ვეძახი თუნდაც 1854 წლის საქართველოს ისტორიის წიგნში დაწერილ ინფორმაციას

და რას ეყრდნობა ეგ ისტორიის წიგნი? ან რა წიგნია ეგეთი, ან ავტორი ვინაა. 1854 წელს რა იცოდნენ ისეთი?
kent5
ციტატა
ეს კი არა და ადამიანმა წამოწია თემა და ლამის დაცინვა და ქირქილი დავუწყეთ

და რა თქვა ისეთი? დავდებო უნიკალურ მასალას და ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ასე რომ ან დადებს ამ უნიკალურ მასალას ანდა არ აცდება ქირქილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 27 2009, 10:15 PM

kent5

ციტატა
აუცილებლად ვეცდები მოვიძიო ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით და დიდი სიამოვნებით ჩავება დისკუსიაში, რომელიც დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ქართველებს.

და რა დისკუსია უნდა გაიმართოს? :ბლინკ:

ხედავთ სადმე დისკუსიას?

staywhite
მაგ ბერძენს უთხარ, აკი მედეამ შვილები დახოცა თქო

და მერე თუ თქვა, რომ უი არა კოლხელი არისო (ვინიცობაა იუცხოვოს "შვილის მკვლელი" დედის ბერძენობა), მერე უთხარ, აბა ევრიპიდემ ტალანტები რაში აიღო თქო კორინთოელებისგან biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 27 2009, 10:20 PM

ქევანა

ციტატა
მაგ ბერძენს უთხარ,

ვუთხარ უკვე, ვუთხარ... უარესიც კი biggrin.gif მიხვდები შენ მაგას - რა smile.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 27 2009, 10:20 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 27 2009, 10:15 PM) *

kent5

და რა დისკუსია უნდა გაიმართოს? :ბლინკ:

ხედავთ სადმე დისკუსიას?


დისკუსიაა მა რა არის ერთი გვერდია წყალს ვნაყავთ tongue.gif

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 29 2009, 12:02 AM

მოსე გიორგის-ძე ჯანაშვილი გაზეთ ივერიაში მოღვაწეობდა ფსევდონიმით (მ.გიორგაძე); იყო მე-19 საუკუნის უდიდესი ისტორიკოსი და მკვლევარი. მინდა გავიხსენოთ 1894 წელს მისი კვლევა საქართველოში ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. ისტორიკოსი წერს: ფილოსოფოსის ლეიბნიცის სიტყვებია; ,,აწყმო შობილა წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა''. რაც სარწმუნოდ მისაჩნევი მასალები მოგვეძევებოდა, იმის მიხედვით არ დავზოგეთ ჩვენი ძალ-ღონე, რათა მართლად გამოგვეხატა ჩვენი წარსული. ხოლო აქვე თანამდებ-არს აღვნიშნით,რომ საქართველოს პირველ დროინდელი ისტორია ახალ წყაროების ჩვენებით, სხვა სახით გვეხატება: სტრაბონის მოწმობამ და ბერაის ქრონიკამ აგრეთვე ა) ქართლის ცხოვრება, რომელიც დაწვრილებით აღწერს ქართველების ბრძოლას ნებროთთან არარატ-მასისის ხეობაჩი და ბ) ვანის კლდეებზე გამოკვეთილნი ლურსმებრივნი წარწერანი, რომელნიც დაწერილნია ძველ ქართულ ენით. იქ ვკითხულობთ: ალქსანდრე შვილი ფილიპესი რომელმაც დაიმოჩილა ყველა ქვეყნები, შემოესია საქართველოსაც და ესეც დაიმორჩილა აქ მაშინ სცხოვრობდა ერი მეომარი და მექონე მაგარის ციხეებისა და ქალაქებისა. ყველა ეს ქალაქები აიღო, დააყენა შიგ თავის ჯარები; ჯარების უფროსად დასვა იაზონი (აზო) და უბრძანა, რომ გაევრცელებინა ხალხში მზისა, მთვარისა ხუთი უძრავი ვარსკვლავის თაყვანის-ცემა და თითონ დაბრუნდა. ალექსანდრეს სიკვდილის (332 წ.) შემდეგ იაზონმა დაანგრია მცხეთის და სხვა ქალაქწბის კედლები, დაიმორჩილა სამეგრელო, ოსეთი, დაღესტანი და სკვითები. დაიწყო ხოცვა მოთავე ქართველებისა ხალხიც ძალიან შეავიწროვა. ამ დროს მცხეთაში სცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა კაცი ფარნაოზი. ეს იყო ნათესავი უკანასკნელის მცხეთის მამასახლისისა-სამარასი, რომელიც მოჰკლა პირადად ალექსანდრე (დიდმა) მაკედონელმა. მამა, რომ მოუკლეს ფარნაოზს, მაშინ სამი წლის იყო. დედამ შვილი წაიყვანა და კავკასიის მთებში დამალა. როდესაც დავაჟკაცდა ფარნაოზი, დაბრუნდა მცხეთაში. დედა ურჩევდა მას, რომ გაფრთხილებოდა იაზონს და გადასახლებულ-იყო სპარნეთში. მაგრამ ფარნაოზი არ დასთანხმდა. იმას ძალიან უყვარდა საქართველო და განიძრახა საქართველოს განთავისუფლება მტრებისაგან. სთხოვა შველა სამეგრელოს მმართველს ქუჯის,ოსებს, ლეკებს, ანტიოქიის მეფეს. ყველანი მიეშველნენ. იაზონი გაიქცა კლარჯეთში მაგრამერთ შეტაკებაში (ქ. არდანუჯთან) მოკლეს იგი და მთელი საქართველო დაემორჩილა ფარნაოზს. {შემოკლებული ვარიანტი}. ჩვენი შრომის ყოველგვარი ნაკლულევანება, რომელსაც აღნიშნავს პირუთვნელი კრიტიკა, დიდის მადლობით შემეცნებული იქმნება ჩვენ-მიერ. მ. ჯანაშვილი. 7 იანვარი 1895 წ. თბილისი.
...და იყოფოდა ესენი ესრეთ აწისამდე; ხოლო წაღმართი უწყის ღმერთმან, და, ვითარცა ნებავს, იყავნ. ვახუშტი.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 29 2009, 12:55 AM

iveria.

ციტატა
ჯარების უფროსად დასვა იაზონი (აზო) და უბრძანა, რომ გაევრცელებინა ხალხში მზისა, მთვარისა ხუთი უძრავი ვარსკვლავის თაყვანის-ცემა და თითონ დაბრუნდა

უცნაურია, წესით ზევსის, აპოლონის და ათენას კულტი უნდა გაევრცელებინა. თუმცა კი ისიც აღსანიშნავია რომ მაკედონელი რელიგიური შემწყნარებლობით გამოირჩეოდა დაპყრობილ ქვეყნებში.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 29 2009, 01:57 AM

მოკლედ რომ ვთქვათ მოსე ჯანაშვილი იყო XIX საუკუნის ისტორიკოსი და ის სარგებლობდა იმ მასალებით რომელიც მაშინ იყო მისთვის ხელმისაწვდომი. იმ პერიოდში მრავალი ქართლის ცხოვრების ახალ-ახალი რედაქციები აღმოჩნდა ხოლო თაყაიშვილმა მოქცევაი ქართლისაის რედაცციაც აღმოაჩინა პირველი ეწ. შატბერდისეული მოგვიანებით აღმოჩნდა მოქცევაი ქართლისაის მეორე ეწ. ჭალიშისეული რედაქციაც ხოლო ახლახან კი სინას მთისეული ,,,სინური''' რედაქცია.
ამ წყაროების მიხედვით ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი და იქ დასვა მმართველად აზო ძე იარედონისა და არა იასონისა, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაუკავშირეს იასონს (იარედონ-იასონ), მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ალექსანდრეს არასდროს არ ულაშქრია ქართლში და საერთოდ კავკასიაში. აღმოჩნდა რომ ცნობა ალექანდრეს კავკასიაში ლაშქრობის შესახებ დაცულია ფსევდო დიონისე ჰალიკარნასელის ალექსანდრე მაკედონელის რომანში. ეს არის ზღაპრულად დაწერილი ისტორია რომელიც ბევრ ზუსტ მასალასთან ერთად შეიცავს ბევრ ზღაპრულ ცნობებს სწორედ ამ წყაროში პირველად ფიქსირდება რომ ალექსანდრემ დაიპყრო მსოფლიო მაგრა რეალურად ალექსანდრეს არც მსოფლიო დაუპყრია და არც დარუბანდის კარი ჩაუკეტია. ქართული წყაროები ამ მასალით სარგებლობდნენ როდესაც წერდნენ ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობის შესახებ და ამის გამო არათუ წყაროებში არამედ ისტორიგრაფიაშიც შეცდომა გაიპარა. მოსე ჯანაშვილმა უკრიტიკო ნდობა გამოუცხადა ქართულ წყაროებს ეს მაშინ როდესაც ალექსანდრეს ლაშქრობისმარშრუტი ზუსტად არის ცნობილი და ის გადის არა კავკასიის მთებსე არამედ ჰირკანიის მთებზე - ეს არის თანამედრობე მაზანდარანის მთები ჩრდ. ირანში. ალექსანდრეს აქ არასდროს ულაშქრია და შესაბამისად აზოს აქ ის მამასახლისად ვერც ვერასდროს დაადგენდა!
აზო სავარაუდოდ მმართველად ალექსანდრეს რომელიღაც მემკვიდრემ (ანუ დიადოხოსმა) დაადგინა, თუ ვინ ამაზე კამათი დღემდე გრძელდება.
მოკლედ მოსე ჯანაშვილის ეს ინფორმაცა არის პირდაპირი და უკრიტიკო ,,გადმომღერება'' ქართული წყაროებისა რაც დღევანდელი ჩვენს ხელთ არსებული მასალებით არ მტკიცდება.
ალექსანდრე ზოგადად მსოფლიოს ბატონად ითვლებოდა და ლოგიკურია რომ ყველა ცდილობდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის წარმოშობა მისიდან დაეწყო საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენდა, ამის გამო ისტორიაში მსგავსი ლაფსუსი გაიპარა, თუმცა როგორც უკვე ვთქვი არის სერიოზული ეჭვი რომ აქ ალექსანდრეს ერთ-ერთი დიადოხოსის ლაშქარი შემოიდა ალექსანდრეს სახელით რადგან მისი დიადოხოსები (ანუ გენერლები სარდლები) მისი სახელით აგრძელებდნენ მართვას და ფულის მოჭრას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 29 2009, 01:57 PM

sable
გენაცვალე biggrin.gif rolleyes.gif მეც ეგრე ვიცოდი,..

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jul 29 2009, 07:03 PM

hello.gif ქევანა რა იცოდი. ამბობ, რომ მეც ეგრე ვიცოდიო როგორ ან სად წაიკითხე ან სად მოისმინე იქნებ მითხრა რა მეც მინდა შენსავით ვიცოდე. მოკლედ ველოდები, ნუ დაიზარებ კარგიიი????? kitxva.gif kuku.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 03:57 PM

"ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) დედას, ალექსანდრეზე მუცელქმნილ ოლიმპიადას, ვიდრე დიდ სარდალს დაბადებდა, ცხადლივ ეჩვენებოდა, რომ საშოში მოგიზგიზე მუგუზალს დაატარებდა"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება", ტ. II, გვ. 8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2016, 09:32 PM

"მან დაიპყრო მთელი მსოფლიო. არ იყო ადამიანი მისებრ განდიდებული, მაგრამ ეს დიდი დამპყრობელიც უნახავთ მტირალი.
- "რატომ ტირი"? - ჰკითხეს მას.
- "იმიტომ რომ მეტი არაფერია დასაპყრობიო".

/"ქვაკუთხედი" N9, 2016, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 08:12 PM

"ალექსანდრე მაკედონელი შევიდა სპარსეთში, დაამარცხა მხედართმთავარნი, მერე თვითონ სპარსეთის მეფე დარიოს კოდომანი, დაიპყრო მცირე აზია, დამასკო, სიდონი და გარეშემოადგა ტვიროსს: "ალექსანდრე მაკედონელი გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან, დაამარცხა სპარსთა და მიდიელთა მეფე დარიოსი და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე" (1 მაკაბ. 1.1).

ტვიროსიდან მან გაუგზავნა იუდეველების მღვდელმთავარს ადუის დესპანი და მოსთხოვა, თავისი ხალხით დამორჩილებოდა მას, დახმარებოდა ჯარით და გაეგზავნა მისი ჯარისთვის საზრდო. მღვდელმთავარმა შეუთვალა, - ფიცი მაქვს დადებული სპარსეთის მეფის, დარიოსის ერთგულებაზე და ვერ გავტეხო. პასუხმა ალექსანდრე ძალიან განარისხა. მან დაიმორჩილა ტვიროსში, ღაზა და იუდეველების დასასჯელად გაემართა.

იერუსალიმს ალყა შემოარტყა, იმ დროს ქალაქის ტაძარში მღვდელმთავარი და მთელი ისრაელის ერი ლოცულობდა. მღვდელმთავარს უფალმა განუცხადა, უბრძოლველად დანებებოდნენ მაკედონელს და თეთრი სამღვდელო შესამოსლით შეგებებოდა. მან ქალაქის კარი გახნსა და ალექსანდრეს მიეგება მღვდლების, ლევიანელების და ხალხის თანხლებით შემოსილი თეთრი შესამოსლით.

ამ მოულოდნელი სანახაობით გაოცებულმა მეფემ დაიჩოქა და თაყვანი სცა მღვდელმთავარს. მხედრებს გაუკვირდათ და ჰკითხეს, - იუდეველ მღვდელმთავარს როგორ ეთაყვანებიო? ალექსანდრემ მიუგო, - მე მას კი არ ვეცი თაყვანი, არამედ ღმერთს, რომელსაც ის ემსახურება. ჯერ კიდევ როდესაც მაკედონიაში ვიყავი და ვფიქრობდი სპარსელებზე გალაშქრებას, სიზმარში გამომეცხადა სწორედ ამ შესამოსელში გამოწყობილი კაცი, რომელმაც მიწინასწარმეტყველა გამარჯვება.

ეს თქა ალექსანდრე მაკედონელმა და მღვდელმთავარს მისცა მარჯვენა ხელი, შევიდა ტაძარში და შესწირა ღმერთს მსხვერპლი. აქ მას აჩვენეს დანიელის წინასწარმეტყველება მასზე, რომ საბერძნეთის სამეფო დაიმორჩილებს სპარსეთის სამეფოს. გამხნევებულმა ნება დართო ებრაელებს, ეცხოვრათ თავიანთი რჯულის თანახმად. პალესტინიდან წასულმა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ეგვიპტე, მთელი სპარსეთის იმპერიაც დაიმორჩილა".

/"ბიბლია განმარტებებით" ტ. 15, გვ.502/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2021, 08:30 PM

"ალექსანდრე მაკედონელმა, თავის სარდალს - აზოს - დაუბარა: დეე, ქართველებმა თაყვანი სცენ მზეს, მთვარეს, 5 ვარსკვლავს და ღმერთსა უხილავსა, ყოვლისა შემომქმედსაო".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის" გვ.30/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 08:44 PM

"[მეფე] ფარნავაზის მამა ალექსანდრე მაკედონელს მოუკლავს".

"ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით ძვ.წ. აღრიცხვით IV საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მოკლა სამარა მამასახლისი და ქართლის მმართველად თავისი სარდალი აზო დატოვა. ალექსანდრე მაკედონელმა აზოს დაუბარა: "თაყვანსა სცემდეთ მზესა, მთვარესა და ხუთსა ვარსკვლავსა და ღმერთსა უხილავსა, ყოვლისა შემოქმედსა". აი ბოლო - "ღმერთი უხილავი, ყოვლისა შემოქმედია" - იყო ქართველთა ღმერთი, თუმცა ბოლო დროს თაყვანს სცემდნენ ქართლოსის - თავიანთი ბიბლიური წინაპრის საფლავსაც. ალექსანდრე მაკედონელმა სწორედ ქართლოსის საფლავის თაყვანისცემა აუკრძალა ქართველებს.

ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ აზომ დაივიწყა მისი დანაბარები და თავისი სამშობლოდან - არიან-ქართლიდან გადმოიტანა ოქროსა და ვერცხლის - გაცისა და გაიმის კერპები და ქართლის მთაზე აღმართა. აქედან დაიწყო ქართლველთა ახალი რელიგია - კერპთაყვანისმცემლობა. აზომ არიან-ქართლიდან გადმოიყვანა 1000 ოჯახი".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის" გვ.215/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:19 PM

"წმინდა წერილში ალექსანდრე მაკედონელის სამეფო სიმბოლურად არის წარმოდგენილი წინასწარმეტყველ დანიელის სხვადასხვა ხილვაში, მაგალითად: უზარმაზარი კერპის ხილვაში, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა სიზმარში იხილა (დან. 2.32-39); ოთხი დიდი ცხოველის ხილვაში (დან. 7.6); ხილვაში ორრქიანი ვერძისა და ერთრქიანი ვაცისა, რომელსაც შემდეგ ოთხი რქა ამოუვიდა (დან. 8.5-8)".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 08:16 PM

"ანტონ I-ს ეკუთვნის აგრეთვე საყურადღებო ისტორიული ნაშრომები "მოკლე ისტორია საქართველოსი", "ქართველ მეფეთა შთამომავლობა". მანვე თარგმნა კულტიუსის "ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 53/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 06:28 PM

"ალესანდრე მაკედონელის ქართლში "მოსვლის" ამბავი, რა თქმა უნდა, ლეგენდარულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან კარგადაა ცნობილი, რომ მისი ლაშქრობანი საქართველოს არ შეხებია. ფიქრობენ, რომ ქართული წყაროების ცნობები ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის შესახებ შუასაუკუნეებში პოპულარული რომანის "ალექსანდრია"-ს (რომლის ავტორად ფსევდო-კალისთენე იწოდება) გავლენითაა შეთხზული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 433/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 01:18 PM

"ალესანდრე მაკედონელისა და მისი მემკვიდრეების ლაშქრობანი კოლხეთს არ შეხებია. ამიტომაც მას არ განუცდია ბერძენ-მაკედონელთა ექსპანსია და კოლონიზაცია"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.377/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:41 PM

"ეგონათ, მაკედონელი დიდს ხანს მოუნდებოდა ეგვიპტელებთან ბრძოლას და ლაშქრობას ამ ქვეყნის დაპყრობით დაათავებდა. იბერიაში მთლადაც შესწყდა თქმა და ხმები მაკედონელზედ. დაწყნარდნენ იბერიელთ მოსამზღვრე ხალხნიც. მათ ის უნდოდათ, ესარგებლნათ არეულობით, თუ სპარსეთი დაინგრეოდა. იმედები გაუცრუვდათ, მისთვის იყუჩეს".

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "შურისგება", გვ.378/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 04:42 PM

"მემატიანე უცხო ეთნიკური ერთეულებისგან ქართლის გაწმენდას ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: "და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა - იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდეთ, მსხოდმარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვედით. დაუკვირდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას. და ენება რათამცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან". "დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი. და მოსრნა ყოველნი იგინი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი".
ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე სხვადახვა ეთნოსების შემოსვლა-დასახლება, ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, რეალურ ვითარებას უნდა ასახავდეს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 212/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 07:45 PM

"ისევ ალექსანდრეს [მაკედონელი] მაგალითი რომ მოვიტანოთ, იგი ისე გაამპარტავნდა, რომ ამბობდა: ერთი ხელით აღმოსავლეთი მიჭირავს და მეორეთი - დასავლეთიო. მხოლოდ სიკვდილის მოახლოებამ აუხილა თვალი და 32 წლის ასაკში ეს უდიდესი დამპყრობელი, სხვისი მიწების მომხვეჭელი, იმავე მიწას შეერია, რისთვისაც მთელი შეგნებული სიცოცხლე იბრძოდა"

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 105-106/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)