IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 31 2007, 02:29 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



Sotiris

მე პირადად, მომხრე ვარ იმისა, რომ მღვდელმა ჯერ უნდა მიიღოს განათლება და სულიერი გამოცდილება მოძღვრობისა, ჩვენთან დღესდღეობით ეს წესი არ არსებობს, ალბათ მიზეზი ისაა, რომ მღვდლები ცოტანი არიან....

მე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა თეთრი სამღვდელოება იყოს მონასტრის წინამძღვარი და გაზარდოს და აღკვეცოს ბერები ან მონაზვნები?



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 31 2007, 02:33 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდე ამის შესახებ,მაგრამ ჩემი აზრით თეთრ სამღვდელოებას უნდა ქონდეს მრევლთან კავშირი, სასიკეთოა ეს, მითუმეტეს თანამედროვე ხანაში, რადგან დღევანდელობით წამოჭრილ პრობლემებს რასაც აწყდება მორწმუნე ერში ცხოვრებით, უკეთესად თეთრი სამღვდელოება იცნობს და გიგებს! შესაბამისად დაგარიგებს!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 03:16 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 31 2007, 02:29 AM) *

Sotiris

მე პირადად, მომხრე ვარ იმისა, რომ მღვდელმა ჯერ უნდა მიიღოს განათლება და სულიერი გამოცდილება მოძღვრობისა, ჩვენთან დღესდღეობით ეს წესი არ არსებობს, ალბათ მიზეზი ისაა, რომ მღვდლები ცოტანი არიან....


გავითვალისწინებთ შენს აზრს, მადლობა გამოხმაურებისთვის.

ციტატა
მე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა თეთრი სამღვდელოება იყოს მონასტრის წინამძღვარი და გაზარდოს და აღკვეცოს ბერები ან მონაზვნები?


ეს კითხვა თემასთან არანაირ კავშირში არაა, თუმცა მისი დასმის ქვეტექსტი ვიცი. ჯერ ერთი, იმ შემთხვევას, რომელსაც შენ გულისხმობ, თეთრი სამღვდელოების წინამძღვრობასთან კავშირი არა აქვს (მგონი წინამძღვარი რას ნიშნავს, არ გესმის კარგად). აღკვეცის შესრულება თეთრ სამღვდელოებას არ შეუძლია. რაც შეეხება მონაზვნების დამოძღვრას, ამაზე აკრძალვა არ არსებობს და პირიქით, მშვენიერი მაგალითიც გვაქვს, როდესაც დედათა ისეთი ცნობილი მონასტრის, როგორიც დივეევოა, მოძღვარი იყო თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი, დეკანოზი ვასილი სადოვსკი (თავად სერაფიმე საროველისავე კურთხევით, რომელმაც თქვა, რომ ამაზეა ნება ღმრთისა, ღმრთისმშობელისა და მისი კურთხევა). ვიმედოვნებ შენი ცნობისმოყვარეობა საკმარისად დავაკმაყოფილე.



--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 31 2007, 03:33 AM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 30 2007, 11:16 PM) *

აღკვეცის შესრულება თეთრ სამღვდელოებას არ შეუძლია. რაც შეეხება მონაზვნების დამოძღვრას, ამაზე აკრძალვა არ არსებობს და პირიქით, მშვენიერი მაგალითიც გვაქვს, როდესაც დედათა ისეთი ცნობილი მონასტრის, როგორიც დივეევოა, მოძღვარი იყო თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი, დეკანოზი ვასილი სადოვსკი (თავად სერაფიმე საროველისავე კურთხევით, რომელმაც თქვა, რომ ამაზეა ნება ღმრთისა, ღმრთისმშობელისა და მისი კურთხევა). ვიმედოვნებ შენი ცნობისმოყვარეობა საკმარისად დავაკმაყოფილე.


მონაზვნების დამოძღვრა ერთგვარად ნებისმიერ მღვდელს შეუძლია თეთრსაც და შავსაც, გააჩნია რას ვგულისხმობთ დამოძღვრაში. მე მგონი დეკანოზი ვასილი გამონაკლისია, ალბათ კარგად იცოდა მონაზვნური ცხოვრება და მოღვაწეობა, შესაძლოა იღუმენებისგან ან მონასტრის წინამძღვრებისგან რჩევებს და დარიგებებს იღებდა....ანუ გამონაკლისები არიან თეთრი სამღვდელოებიდან მონასტრის წინამძღვრები....ჩემთვის გაუგებარია, როცა ადამიანს არა აქვს ის გზა გავლილი, ანუ მონაზვნური ცხოვრებით არ უცხოვრია, როგორ უნდა დამოძღვროს მონაზონი, რა უნდა გადასცეს პირადი მაგალითიდან? თუმცა როგორც სჩანს გამონაკლისებიც არიან, და ღვთის ნებით თეთრი მღვდლებიც წინამძღვრობენ მონასტრებს....

_________________




--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 09:10 AM
პოსტი #6


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



მე მაქვს მოსმენილი რუსული ნაშრომი *მოსმენილი იმიტომ რომ ტრაპეზის დროს იყო), სადაც გარკვევით ეწერა, რომ ახალგაზრდა ახალგაზრდას ვერ დაიმოძღვრებს, თუნდაც მთელი საღმრთო წერილი ზეპირად იცოდესო...

სამწუხაროდ, აღარ მახსოვს ავტორი და სხვა დეტალები.

თუმცა მეც იქიდან გამოვდივარ, რომ დღეს იმდენად დიდია მრევლი, რომ მხოლოდ კარგად გამოცდილ მოძღვრების იმედად დარჩენამ შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მოგვიტანოს საერთო ჯამში.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 31 2007, 09:14 AM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
თუმცა მეც იქიდან გამოვდივარ, რომ დღეს იმდენად დიდია მრევლი, რომ მხოლოდ კარგად გამოცდილ მოძღვრების იმედად დარჩენამ შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მოგვიტანოს საერთო ჯამში.

ამ აზრს ვეთანხმები მეც.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 09:44 AM
პოსტი #8


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
მონაზვნების დამოძღვრა ერთგვარად ნებისმიერ მღვდელს შეუძლია თეთრსაც და შავსაც


აი ამაზე კი რუსებმა მასწავლეს, ნადო დასლუჟიტსა-ო. ქალთა მონასტრის წინამძღვრობა ძალიან დიდი პატივს ნიშნავსო და უბრალო კაცს არაფრით აკურთხებენო. მაინტერესებს ჩვენთანაც ასეა თუ არა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 31 2007, 10:12 AM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Sotiris
ციტატა
ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან,



ამის შესახებ ადრე ერთმა სასულიერო პირმა თქვა.მე, როგორც მახსოვს ისიც ტქვა, რომ საქართველოში ასეთი წესი არ მოქმედებდა,.

მე მგონი არ უნდა იყოს ცუდი წესი, მაგრამ ეხლა ჩვენი სასულიერო პირების რაოდენობიდან გამომდინარე ცოტა რთულად მეჩვენება პრაქტიკაში ამის განხორციელება. რა ვიცი...


ციტატა
მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში.



ამ წესთან საწინააღმდეგო რა შეიძლება გქონდეს არ ვიცი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 10:58 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მოძღვრები რუსეთის სინოდალური პერიოდის დროს არ გვყავდა ერში, არადა მღვდლები საკმარისად იყო, ვგონებ.

პ.ს. რატომ გვყავს ზოგიერთის აზრით ცოტა მღვდელი?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 11:24 AM
პოსტი #11


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
პ.ს. რატომ გვყავს ზოგიერთის აზრით ცოტა მღვდელი?


მღვდელი კი არ გვ ყავს ცოტა, მრევლია დიდი.
ისე, ორივე ერთი საკითხია საბოლოო ჯამში.

მაგალითად ვიცი, როგორ უჭირდათ ბოლო დრომდე კახის მონასტრისთვის ქართველი ბერ-მონაზვნების პოვნა. იმედია ახლა აღარაა ეს პრობლემა...

მეორეც, მგონი უკვე დადგა იმის საჭიროება, რომ ზოგ ტაძრებში მაინც, ყოველდღიური წირვა დადგეს, რათა მრევლის ნაწილმა კვირის მაგივრად, მაგალითად შაბათს, ან ხუთშაბათს მიიღოს ზიარება.

ჩემს ტაძარში კვირას ნორმალურად დადგომა თითქმის შეუძლებელია, ასევეა სხვაგანაც ბევრგან.

ამიტომ, ერთმა მოძღვარმა თU მღვდელმა რომ არ წიროს ყოველდღე, მღვდლების რაოდენობამაც უნდა მოიმატოს, წესით და რიგით, მითუმეტეს, რომ მრევლი ღვთის მადლით არამცთუ არ შემცირდება, ერთიორად მოიმატებს, თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 31 2007, 11:52 AM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Sotiris
ციტატა
პ.ს. რატომ გვყავს ზოგიერთის აზრით ცოტა მღვდელი?



რატომ გვყავს და იმიტომ, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყო საქართველოში. 1000-ზე ცოტა მეტი სასულიერო პირი ჰყვას საქართველოს, როგორც მე ვიცი, ანუ ამ ათასში მონაზონიც შედის და მღვდლებიც. მრევლი დიდია. მრევლს და თითოუელ ადამიანს ყურადღება სჭირდება, მოსმენა და აშ, ასეთი მცირე რაოდენობის სასულიერო პირები კიდევ კარგად უძლებენ, მე, რომ მკიტხო. ეხლა კიდევ, რომ გადანაწილდეს მათ შორის მოძღვრობის უფლებით და ამ უფლების გარეშე, ეგრე წელიწადში ერთხელ მოგვიწიოს მოძღვართან ურთიერთობა, მეტის შანსი არაა, თორემ არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს გამოცდილ და განათლებულ მოძღვარან, პირიქით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jul 31 2007, 12:43 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



რთულია ამ თემაზე საუბარია ...
მე პირადათ მგონია რო დღეს უკვე იმის წარმოდგენა და იმის გააზრება რო ადამიანი რომელის წინაშეც ვდგავარ ( მოძღვარი ) საიდუმლოებას ნაზიარებია და ბევრად დიდი მადლის მატარებელია უკვე საკმარისი საბაბია პატივისცემით განვეწყო მისდამი იმაზე რო აღარ ვიფქრო არის თუ არა ის გამოცდილი პატიოსანი მწყემსი და ა.შ. smile.gif
შესაძლოა ძალიან უშუალოო უპოზიციოო განწყობა იკითხება ჩემ დამოკიდებულებაში მაგრამ უკვე ის დროა რადიკალზმი რო გვერძე უნდა გადადო ....
ერთ ერთი მამაო სულ იმას მეუბნება მართლმადიდებლობა სწორედ კრიტიკულ აზროვნებაშიაოო მაგრამ მომკალით და ვერ ვიზიარებ ამ აზრს unsure.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 31 2007, 12:55 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ლილიანა
ციტატა
ერთ ერთი მამაო სულ იმას მეუბნება მართლმადიდებლობა სწორედ კრიტიკულ აზროვნებაშიაოო მაგრამ მომკალით და ვერ ვიზიარებ ამ აზრს

ალბათ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც მე დავეთანხმებოდი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 31 2007, 02:21 PM
პოსტი #15


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ლილიანა
ციტატა
ერთ ერთი მამაო სულ იმას მეუბნება მართლმადიდებლობა სწორედ კრიტიკულ აზროვნებაშიაოო მაგრამ მომკალით და ვერ ვიზიარებ ამ აზრს




საინტერესოა, არა მგონია მხოლოდ ტვითკრიტიკას გულისხმობდე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 31 2007, 02:33 PM
პოსტი #16


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 31 2007, 07:52 AM) *

Sotiris
რატომ გვყავს და იმიტომ, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყო საქართველოში. 1000-ზე ცოტა მეტი სასულიერო პირი ჰყვას საქართველოს, როგორც მე ვიცი, ანუ ამ ათასში მონაზონიც შედის და მღვდლებიც. მრევლი დიდია. მრევლს და თითოუელ ადამიანს ყურადღება სჭირდება, მოსმენა და აშ, ასეთი მცირე რაოდენობის სასულიერო პირები კიდევ კარგად უძლებენ, მე, რომ მკიტხო. ეხლა კიდევ, რომ გადანაწილდეს მათ შორის მოძღვრობის უფლებით და ამ უფლების გარეშე, ეგრე წელიწადში ერთხელ მოგვიწიოს მოძღვართან ურთიერთობა, მეტის შანსი არაა, თორემ არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს გამოცდილ და განათლებულ მოძღვარან, პირიქით.


ამას წინათ შიო მღვიმეში ვიყავი, და ერთი ბერი გავიცანი, ზუსტად ამ საკითხს შეეხო, და ასეთი რამ მითხრა, დავთვალე საქართველოში სასულიერო პირების რაოდენობაო, და 2000-მდე ავედიო (იგულისხმა ბერებიც მონაზვნებიც მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც), და ძალიან ცოტააო, რადგან 6000 ბერი მხოლოდ გარეჯში აწამესო, წარმოიდგინე სხვა მონასტრებში და ეკლესიებში რამდენი სასულიერო პირი იქნებოდაო....

ციტატა
თუმცა მეც იქიდან გამოვდივარ, რომ დღეს იმდენად დიდია მრევლი, რომ მხოლოდ კარგად გამოცდილ მოძღვრების იმედად დარჩენამ შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მოგვიტანოს საერთო ჯამში.


გეთანხმები...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 31 2007, 04:00 PM
პოსტი #17


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
რადგან 6000 ბერი მხოლოდ გარეჯში აწამესო,

\

ხო, მმაის თქმა მეც მიონდოდა, სხვა მონასტერში შეიძლება ამდენი არც იყო, რადგან მე როგორც ვიცი ყველაზე დიდი მონასტერი ამ დროს გარეჯა იყო, რამოდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული (თუ ვცვდები შემისწორეთ), მაგრამ თუ 6 000 არა 1000 მაინც ხომ იქნებოდა, დღეს ჩვენ მონასტრებში 7 ან სულაც ორი ბერია ხოლმე. ისინიც ძალიან დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიან 5-7 წლიანი გამოცდილება არაა ძალიან დიდი, თუმცა მე კონკრეტული პირის სულიერებას არ ვეხები, ზოგი 2 წელიწადში იმდენს მიაღწევს, რადენსაც სხვა 40 წელი ვერ მიაღწევს, ასეთი ბერებიც გვყავს და სასულიერო პირებეც, მაგრამ ზოგადად არიან ძალიან ცოტანი, 2000-დან 700 მაინც ხომ ბერია არა? ანუ არა მღდელი, ხოდა დანაცენები ისედაც გაჭირვებით გვწვდებიან და ეხლა იმათაც ჩამოართვი მოძღვრობის უფლება. ისინი კი დაისვენებენ ჩვენ ვიკითხოთ თორემ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 31 2007, 10:24 PM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



აუცილებელია, მღვდლები "გამოიწვრთნან" მოძღვრობაში.

მე ვიცი მღვდელმონაზვნები, რომლებსაც ერში მცხოვრები სულიერი შვილები ჰყავთ, და ასე მოძღვრავენ: ქორწინებას სჯობს მონაზვნობა-ბერობა, ახლა ბოლო ჟამია და თავს უშველეთ! თუმცა იმასაც ვიტყვი რომ მღვდელმონაზონს ძალიან დაბალი განათლება აქვთ, რადგან მონასტრებში არ არის ბიბლიოთეკა, და....




--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 1 2007, 02:00 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა(ზებედე @ Jul 31 2007, 11:24 PM) *

აუცილებელია, მღვდლები "გამოიწვრთნან" მოძღვრობაში.

მე ვიცი მღვდელმონაზვნები, რომლებსაც ერში მცხოვრები სულიერი შვილები ჰყავთ, და ასე მოძღვრავენ: ქორწინებას სჯობს მონაზვნობა-ბერობა, ახლა ბოლო ჟამია და თავს უშველეთ! თუმცა იმასაც ვიტყვი რომ მღვდელმონაზონს ძალიან დაბალი განათლება აქვთ, რადგან მონასტრებში არ არის ბიბლიოთეკა, და....

რატომ არი უბიბლიოთეკო მღვდელმონაზონი გონებაჩლუნგი?! biggrin.gif ეჰ რა კაი ჭკუაზე ხარ?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 1 2007, 02:04 AM
პოსტი #20


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Jul 31 2007, 10:00 PM) *

რატომ არი უბიბლიოთეკო მღვდელმონაზონი გონებაჩლუნგი?! biggrin.gif ეჰ რა კაი ჭკუაზე ხარ?


მე დავწერე რომ გონებაჩლუნგები არიანთქო? შესაბამისი განათლება არ ყოფნით ზოგიერთებსთქო რომ დამოძღვრონ ერის ადამიანითქო ეს ვიგულისხმე wink.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2018 - 12:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი