IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ.
გიორგი
პოსტი Feb 3 2009, 10:32 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ამ თემაში ვიმსჯელოთ კაცობრიობის მიღწევებზე სამყაროს კვლევის საქმეში. ვისაუბროთ ყველაზე უფრო თანამედროვე თეორიებზე და ჰიპოთეზებზე. აგრეთვე დავდოთ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა შესაბამისი პროფილით.

აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად)


Journey to the Edge of the Universe
IPB-ს სურათი

Journey to the Edge of the Universe 1/12
Journey to the Edge of the Universe 2/12
Journey to the Edge of the Universe 3/12
Journey to the Edge of the Universe 4/12
Journey to the Edge of the Universe 5/12
Journey to the Edge of the Universe 6/12
Journey to the Edge of the Universe 7/12
Journey to the Edge of the Universe 8/12
Journey to the Edge of the Universe 9/12
Journey to the Edge of the Universe 10/12
Journey to the Edge of the Universe 11/12
Journey to the Edge of the Universe 12/12

P.S. უყურეთ აუცილებლად, და მერე ვიმსჯელოთ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 4 2009, 03:01 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გიორგი
გაიხარე გიო, კარგი თემა გაგიხსნია.
რო მოვიცლი, ვნახავ ვიდეობსაც.

პ.ს. იმედია ბატონი კანუდოსაც შემოგვივლის.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 4 2009, 03:14 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი
ციტატა
აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად)

ვუერთდები ქეთევანს smile.gif როგორც კი მოვახერხებ ვუყურებ, ალბათ მხოლოდ შაბათს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წახწახა
პოსტი Feb 4 2009, 03:40 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 162
რეგისტრ.: 17-July 08
წევრი № 5,351



აუ ეგ ნაყურები მაქ ერთ დროს ნაშიონალ გეოგრაფიზე მგონი 3 დღეში ერთხელ გადიოდა a075.gif კაი ფი ლმია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 4 2009, 06:28 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



კარგი თემაა. პიარი სჭირდება და ველით აქ ფორუმის კიტებს smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 4 2009, 06:34 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



გაიხარე


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 4 2009, 06:37 PM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(neo @ Feb 4 2009, 07:34 PM) *

გაიხარე

ვის ''უჩივი''? biggrin.gif

ასეთებით არ გაავსოთ თემა, ისაუბრეთ საკითხზე, თორემ ვერ გადამირჩებით biggrin.gif

kiss1.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Feb 4 2009, 08:09 PM
პოსტი #8


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



კაი ფილმია, თუმცა ეგ წარმოსახვასაც სცილდება... smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Feb 4 2009, 09:40 PM
პოსტი #9



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი

ბიჯო!

რამდენჯერ უნდა გითხრა დაანებე ამ კოსმოსში ფრენას თავი ოჯახს მოეკიდე.

ცოტა მატერიალიზმი არ გაწყენს. რას გადაყევი ამ დიდი აფეთქების თეორიას და სამყაროს კიდის ძიებას :)

რაც უფრო შორს გაფრინდები მით უფრო შორს გაუბერავ :D

ვარსკვლავები ცის გასალამაზებლად არის შექმნილი - ასე მიუდექი და მოგეშვება :)

მოკიდე ერთ კარგ გოგოს ხელი, გააჩინეთ ბალღები და მერე ვნახავ ერთი როგორ იფრენ :)

დამიჯერე რაც ზემოთ დაგიწერე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Feb 4 2009, 09:52 PM
პოსტი #10


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



http://www.beef.ge/video/movies/1347-natio...dge-of-the.html

აქედან გადმოწერაც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 4 2009, 09:52 PM
პოსტი #11


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



Giorgi-
ახლა აქ დაიწყო biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 18 2009, 03:20 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



უი, რა კარგი თემა გაუხსნია გიორგის smile.gif

მე არ მინახავს მთლიანად მაგრამ ბოლოს ვუყურე biggrin.gif და ზუსტად ისაა, რაშიც ვმუშაობ - ე.წ. აქტიური გალაქტიკური ბირთვები, ანუ:

ზოგიერთი გალაქტიკის ცენტრი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და ასხივებს დაახლოებით იმდენ ენერგიას დროის ერთეულში, რამდენსაც ყველა ვარსკვლავი ამ გალაქტიკაში.

შედარებისათვის: მზე ყოველ ერთ წამში ასხივებს 4...(მიუწერეთ 26 ცალი 0) ჯოულს (ვინც არ იცის, 1 ჯოული არის ის ენერგია, რომელიც საჭიროა, რომ 1 გრამი წყლის ტემპერატურა გაზარდო დაახლ. 0.28 გრადუსით), მაშინ როცა აქტიური გალაქტიკური ბირთვი, მაგ. ე.წ. კვაზარი ასხივებს 100000000000000 - ჯერ უფრო მეტ ენერგიას. ეს ობიექტები იმდენად არიან მნიშვნელოვანნი რამდენადაც ზოგიერთი მათგანი არცთუ დიდი ხნის შემდეგ წარმოქმნა სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან. მაგალითად ერთერთი კვაზარი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 800000000 წლის შემდეგ წარმოიქმნა. ეს ერთი შეხედვით ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროს წლოვანება დაახლოებით 13000000000 წელია, მაშინ ცხადია ხდება რომ ასეთ ობიექტს ძალიან ახლო მახსოვრობა გააჩნია დიდი აფეთქების მომენტისა, ვიდრე იმ ობიექტებს, რომლებიც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ იქმნებიან დიდი აფეთქებიდან.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი წყარო ამ ენერგიისა რასაც ასეთი ბირთვები ასხივებენ, შეიძლება იყოს მხოლოდ სუპერ მასიური (100მილიონიდან 1 მილიარდამდე მზის მასის) ობიექტები. მაგრამ ასეთი მასის ობიეტი აუცილებლად იქნება ისეთი თვითგრავიტაციის მქონე, რომ მისი ვერანაირი შინაგანი წნევა ვერ შეაჩერებს გრავიტაციის მიზიდულობას და შედეგად ასეთი ობიექტი უნდა იყოს ე.წ. შავი ხვრელი. ანუ ობიექტი, რომლის "ზედაპირიდან" ვერანაირი ინფორმაცია ვერ აღწევს - ამიტომაც უწოდებენ მას შავ ხვრელს.

ახლა, საიდან მოდის თავად კვაზარის გამოსხივება: ვინაიდან სუპერმასიური შავი ხვრელი მიიზიდავს ძალიან ეფექტურად (მისი მასა მზის მასის მინიმუმ 100მილიონს შეადგენს) ამიტომ იგი თავის გარშემო არსებულ მატერიას თავისკენ ააჩქარებს, მატერია იმდანად ჩქარდება, რომ მისი ენერგია ხდება რელატივისტური, ანუ, სიჩქარე მატერიის შავ ხვრელზე დაცემისა არის დაახლოებით სინათლის სიჩქარის (300000კმ/სთ) ტოლი. ამ პროცესს ეწოდება ნივთიერების შავ ხვრელზე აკრეციის პროცესი. მოკლედ აკრეციისას ხდება მატერიის იონიზაციაც, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ სახეზეა იონიზირებული მატერიის, ანუ დამუხტული ნაწილაკების აჩქარებით მოძრაობა, ხოლო ვინაიდან აჩქარებულად მოძრავი მუხტი ყოველთვის ასხივებს - გამოდის, რომ აკრეცირებადი ნივთიერება ასხივებს და ვინაიდან მისი სიჩქარე რელატივისტურია - გამოსხივება გამოდის კოლოსალური.

აქტიური გალაქტიკური ბირთვები აკრეცირებადი ნივთიერების ნაწილს ისევ უკან გამოიტყორცნიან ძალიან ვიწრო კონების სახით, რომლებსაც ჯეტები ეწოდებათ. ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული თუ ა) როგორ წარმოიქმნებიან ასეთი ჯეტები, ბ) რატომ ინარჩუნებენ ისინი დიდ მანძილებზე მდგრად სტრუქტურას - კერძოდ გაშლის კუთხეს (ჯეტი ეს არის კონუსი, რომლის გაშლის კუთხე ათეულ ათას პარსეკზე [პარსეკი არის მანძილის ერთეული და უდრის დაახლ. 4000...(სულ 18 ნული) სანტიმეტრს]) მუდმივი ნარჩუნდება. ერთერტი ყველაზე გავრცელებული მოდელის მიხედვით ასეთი კოლიმაციის მიზეზი უნდა იყოს ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც უხვადაა შავი ხვრელის სიახლოვეში, გ) რა მექანიზმი აჩქარებს ჯეტებს რელატივისტურ ენერგიებამდე და დ) რა არის მიზეზი ზოგიერთი უცნაური ჯეტის მორფოლოგიისა - ზოგიერთი ჯეტის სტრუქტურა არაერთგვაროვანია და ხშირად წარმოაჩენს პერიოდულ სტრუქტურებს მის შიგნით...

მოკლედ ამოცანები ოხრადაა biggrin.gif მთავრია დაჯდე და წერო biggrin.gif

ნამეტანი აბდაუბდა თუ არაა, ესაა რაც მოკლედ შეიძლება ითქვას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებზე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 18 2009, 11:32 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
ესაა რაც მოკლედ შეიძლება ითქვას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებზე

გაქვს შენ დიდაქტიკური ნიჭი smile.gif მე არ გამომდის ეგ...

ისე, ჩემთვის შავი ხვრელების ფენომენი რაღაც ძალიან მისტიკურია, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკოსი ვარ, მათ შესახებ მეცნიერული მტკიცებების თუ უფრო სწორად - ვარაუდების მიუხედავად, ნამეტარი "შავი" აზრები გამაჩნია შავ ხვრელებზე smile.gif

პ.ს. რავა გავბედავ თქმას laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 18 2009, 12:55 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(staywhite @ Feb 18 2009, 12:32 PM) *

გაქვს შენ დიდაქტიკური ნიჭი smile.gif მე არ გამომდის ეგ...



მასწავლებლობის დროინდელი დაღია ეს biggrin.gif

ციტატა(staywhite @ Feb 18 2009, 12:32 PM) *

ისე, ჩემთვის შავი ხვრელების ფენომენი რაღაც ძალიან მისტიკურია, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკოსი ვარ, მათ შესახებ მეცნიერული მტკიცებების თუ უფრო სწორად - ვარაუდების მიუხედავად, ნამეტარი "შავი" აზრები გამაჩნია შავ ხვრელებზე smile.gif


ნუ, შავი ყოველთვის ნეგატიური არაა laugh.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 18 2009, 02:35 PM
პოსტი #15


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კანუდოსელი
umnik3.gif
რაღაცას ვიკითხავ, იმედია ძაან სისულელე არაა:
აქტიურ გალაქტიკური ბირთვის გრავიტაციის ველში, დედმიწისნაირი პლანეტა რო შეგოგმანდეს, ეგეთი რამ შესაძლებელია თუ არა და რა მოხდებოდა?


პ.ს. ეს ნულები 10^N სახით დაგვიწერე ხოლმე და მივხვდებით biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 18 2009, 02:47 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(k@the @ Feb 18 2009, 03:35 PM) *

რაღაცას ვიკითხავ, იმედია ძაან სისულელე არაა:
აქტიურ გალაქტიკური ბირთვის გრავიტაციის ველში, დედმიწისნაირი პლანეტა რო შეგოგმანდეს, ეგეთი რამ შესაძლებელია თუ არა და რა მოხდებოდა?

შესაძლებელია, თუ ის იმყოფება შავი ხვრელიდან არცთუ შორ მანძილზე (შავი ხვრელიდან მისი10-20 რადიუსის მანძილზე). ეს მანძილი საკმაოდ პატარაა...ამიტომ ნო პრობლემ biggrin.gif


ციტატა(k@the @ Feb 18 2009, 03:35 PM) *

პ.ს. ეს ნულები 10^N სახით დაგვიწერე ხოლმე და მივხვდებით biggrin.gif

აქ არატრუმანსიპირებული ქალებიც შემოდიან და მათთვისაა, ნუ ისევე როგორც კამეჩი მამაკაცებისთვის biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 18 2009, 02:48 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



k@the
ციტატა
აქტიურ გალაქტიკური ბირთვის გრავიტაციის ველში, დედმიწისნაირი პლანეტა რო შეგოგმანდეს, ეგეთი რამ შესაძლებელია თუ არა და რა მოხდებოდა?

მე რამდენადაც ვიცი, კატ, ზოგიერთი თეორიის თანახმად "მივგოგმანდებით" მაქეთკენ ნელნელა smile.gif

ციტატა
ნუ, შავი ყოველთვის ნეგატიური არაა

შავს არაფერს ვერჩი biggrin.gif მიყვარს დაჟე შავი ფერი ... მარა რაცხა ეს შავი ხვრელები ცოტა არ იყოს ძალიან "unheimliche" რამეები არიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 18 2009, 04:20 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა(Giorgi- @ Feb 4 2009, 09:40 PM) *

გიორგი

ბიჯო!

რამდენჯერ უნდა გითხრა დაანებე ამ კოსმოსში ფრენას თავი ოჯახს მოეკიდე.

ცოტა მატერიალიზმი არ გაწყენს. რას გადაყევი ამ დიდი აფეთქების თეორიას და სამყაროს კიდის ძიებას smile.gif

რაც უფრო შორს გაფრინდები მით უფრო შორს გაუბერავ biggrin.gif

ვარსკვლავები ცის გასალამაზებლად არის შექმნილი - ასე მიუდექი და მოგეშვება smile.gif

მოკიდე ერთ კარგ გოგოს ხელი, გააჩინეთ ბალღები და მერე ვნახავ ერთი როგორ იფრენ smile.gif

დამიჯერე რაც ზემოთ დაგიწერე...

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

© ნიკოლოზ ჩიკვაიძე wub.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 18 2009, 04:24 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



კანუდოსელი
ციტატა
კვაზარი ასხივებს

ეს რას ნიშნავს ანუ კვაზარი? smile.gif
ხოდა კიდე ერთი შავი ხვრელი ხომ ისრუტავს ნებისმიერ სხეულს თუ რაც ქვია (დიდი სპეცი არ ვარ ამ სფეროში) ხოდა მერე ეს სხეული სადღაც ხომ მიდის და სად? სხვა განზომილებაში თუ რა ხდება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 18 2009, 05:24 PM
პოსტი #20


დაურეგისტრირებელი









ბექა
მარშუტკა ვიქირავოთ და შევხედოთ ერთი საით ისრუტავს biggrin.gif შავი ხვრელი biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი