გალაკტიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალაკტიკა |
ikanosi |
Aug 5 2011, 12:05 AM
პოსტი
#21
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
არადა მართლა მაინტერესებს, თქვენ კიდევ ღადაობთ
-------------------- ფარით ან ფარზე
|
toka@ |
Aug 5 2011, 12:07 AM
პოსტი
#22
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
toka@ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია არა? აქაც ხო გავაოფე სად არ არი ikanosi? არადა მართლა მაინტერესებს, თქვენ კიდევ ღადაობთ უი აქ ყოფილაა -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
ikanosi |
Aug 16 2011, 12:45 PM
პოსტი
#23
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ეგ კითხვა კიდევ გაუცემელია.....ვინმემ პასუხი გამცეთ ჰა?
-------------------- ფარით ან ფარზე
|
მალონი |
Sep 18 2011, 06:16 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 11-August 11 წევრი № 11,434 |
ადამიანი აიღე.
თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო. აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო... პროცენტული "ალბათობები" არაფერ შუაშია აქ. დედამიწის და სამყაროს გაჩენა- სხვებისთვის კი არ მოხდა. ადამს მისცა ღმერთმა "მეუფება" სამყაროში მყოფ არსებებზე.. ამ სამყაროში კი სხვა სამყაროები და ადამიანები ვეღარ იქნებიან.. |
llaasshhaa |
Dec 10 2011, 10:23 PM
პოსტი
#25
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
მალონი
ციტატა ადამიანი აიღე. თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო. აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო... პროცენტული "ალბათობები" არაფერ შუაშია აქ. დედამიწის და სამყაროს გაჩენა- სხვებისთვის კი არ მოხდა. ადამს მისცა ღმერთმა "მეუფება" სამყაროში მყოფ არსებებზე.. ამ სამყაროში კი სხვა სამყაროები და ადამიანები ვეღარ იქნებიან.. +1 მართალი ხარ მამა გაბრიელს მაინც დაუჯერეთ ხალხნო ელემენტარულია ეგეთი სისულელეების არ უნდა გჯეროდეთ -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
ikanosi |
Dec 10 2011, 11:00 PM
პოსტი
#26
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა მამა გაბრიელს მაინც დაუჯერეთ ხალხნო ელემენტარულია ეგეთი სისულელეების არ უნდა გჯეროდეთ რისი არ უნდა გვჯეროდეს? მხოლოდ ადამიანს რომ გაუკვირდეს მაგიტომ შეიქნმნა ამხელა სამყარო? -------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
Dec 10 2011, 11:04 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მხოლოდ ადამიანს რომ გაუკვირდეს მაგიტომ შეიქნმნა ამხელა სამყარო? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რას უპასუხებდი? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ikanosi |
Dec 10 2011, 11:16 PM
პოსტი
#28
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რას უპასუხებდი? არაფერს -------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
Dec 11 2011, 06:52 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Kanishtha-Adhikar |
Dec 12 2011, 11:29 PM
პოსტი
#30
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ამერიკელმა და ევროპელმა ასტრონომებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირეს.
მათი გათვლებით, ახალაღმოჩენილი ნათება ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ის ჩვენთან იმ სახით გამოჩნდა, როგორიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ იყო. ასტრონომებმა ორბიტულ ტელესკოპ "ჰაბლის" მიერ აღმოჩენილი ლაქა ჩილეში მდებარე "ძალიან დიდი ტელესკოპის" (ვერი ლარჯ ტელესკოპ) და სპექტრომეტრის მეშვეობით დაამუშავეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქმე აქამდე უცნობ, ძალიან შორეულ გალაქტიკასთან ჰქონდათ. აღმოჩენილი გალაქტიკა ეგრეთ წოდებული რეიონიზაციის პერიოდის გალაქტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, პერიოდისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან (სამყაროს წარმოქმნიდან) 150-800 მილიონი წლის შემდეგ გრძელდებოდა. ეს პერიოდი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ დროს, პირველი მასიური ვარსკვლავებიდან წამოსული ულტრაიისფერი გამოსხივება, კოსმოსში არსებული ცივი წყალბადის იონიზებას ახდენდა, რისი წყალობითაც, კოსმოსური სივრცე გამჭვირვალე ხდებოდა. ახალაღმოჩენილი გალაქტიკა პირველად "ჰაბლმა" შარშან დააფიქსირა, მაგრამ მიღებული ინფორმაციის სრულ ანალიზს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. თავად "ჰაბლს" იმისათვის, რომ ახალი გალაქტიკა (მას სახელად UDFy-38135539 უწოდეს) დაეფიქსირებინა, გამოსახულების 48 საათის განმავლობაში დააყოვნება დასჭირდა. მიღებული ფოტოს ანალიზი კი ჩილეს გიგანტური ტელესკოპების კომპლექსის მეშვეობით ჩატარდა. აღმოჩენის თაობაზე, ჟურნალ "ნეჩურში" გამოქვეყნებულ წერილში, მისი ავტორები წერენ, რომ ახალაღმოჩენილი გალაქტიკა ძალიან სუსტი და პატარაა. მასში 10-100-ჯერ უფრო ცოტა ვარსკვლავი შედის, ვიდრე "ირმის ნახტომში" (გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა შედის). ამიტომ, მისი შესაძლებლობები აშკარად მწირი იყო იმისათვის, რომ გარემოს იონიზირება მოეხდინა. ამის გარეშე კი მისი სინათლე ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩამოყალიბების პერიოდში, იმავე არეალში კიდევ ბევრი მცირე ზომის, სუსტი ნათების მქონე გალაქტიკა არსებობდა, რომლებსაც თანამედროვე, საკმაოდ ძლიერი ტელესკოპებიც კი ვერ აფიქსირებენ. სამაგიეროდ, ჩვენთვის უხილავმა ამ გალაქტიკებმა UDFy-38135539-ს გარშემო კოსმოსის წყალბადის ღრუბლებისგან და ნისლეულისგან გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა და ის ტელესკოპებისთვის ხილული გახადეს. "თუ "ჰაბლის" მიერ გადაღებულ გამოსახულებას შეხედავთ, მასზე ახალი გალაქტიკა თითქმის არ ჩანს. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ძალიან პატარა უნდა იყოს, გაცილებით პატარა, ვიდრე ჩვენი "ირმის ნახტომია". სავარაუდოდ, მასში ათჯერ, ასჯერ ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მისი გამოკვლევა ძალიან ძნელია - როდესაც გალაქტიკა მცირეა, ის ცუდად ანათებს და შესაბამისად, ცუდად ჩანს", - ამბობს ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, პარიზის ობსერვატორიის მეცნიერი მეტ ლენერი. მეცნიერები შორეული გალაქტიკების შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ასე ისინი სამყაროს განვითარების პროცესის შესწავლას შეძლებენ და გაშიფრავენ კოსმოსის აგებულებას, განმარტავენ, თუ რატომაა ის ისეთი, როგორიც არის. ამ პროცესში კი მთავარი როლი ადრეული ვარსკვლავების შესწავლას ენიჭება, რომლებიც მხურვალე, ლურჯი გიგანტების სახით ჩამოყალიბდნენ და ისინი მეტწილად ცივი, ნეიტრალური აირებისგან შედგებოდა. ეს კოლოსები ცოტა ხანს არსებობდა და ამ პერიოდში პირველი მძიმე ელემენტები ჩამოყალიბდა. ამასთან, ეს უზარმაზარი ვარსკვლავები გარშემო ნეიტრალური აირებს აფრქვევდა და ამ პროცესში, ატომებიდან ამოტყორცნილი ელექტრონები, გალაქტიკათაშორის პლაზმას აყალიბებდა. ასეთი პლაზმა კი ახლომდებარე გალაქტიკებს შორის ახლაც არსებობს. ამდენად, ახალი გალაქტიკა არამხოლოდ იმითაა საინტერესო, რომ ის ჩვენგან რეკორდულად დიდი მანძილითაა დაშორებული, არამედ იმითაც, რომ ის მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის ადრეული პერიოდის პროცესების ახსნაშიც უნდა დაეხმაროს. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Dec 14 2011, 06:16 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამერიკელმა და ევროპელმა ასტრონომებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირეს. მათი გათვლებით, ახალაღმოჩენილი ნათება ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ის ჩვენთან იმ სახით გამოჩნდა, როგორიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ იყო. ასტრონომებმა ორბიტულ ტელესკოპ "ჰაბლის" მიერ აღმოჩენილი ლაქა ჩილეში მდებარე "ძალიან დიდი ტელესკოპის" (ვერი ლარჯ ტელესკოპ) და სპექტრომეტრის მეშვეობით დაამუშავეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქმე აქამდე უცნობ, ძალიან შორეულ გალაქტიკასთან ჰქონდათ. აღმოჩენილი გალაქტიკა ეგრეთ წოდებული რეიონიზაციის პერიოდის გალაქტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, პერიოდისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან (სამყაროს წარმოქმნიდან) 150-800 მილიონი წლის შემდეგ გრძელდებოდა. ეს პერიოდი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ დროს, პირველი მასიური ვარსკვლავებიდან წამოსული ულტრაიისფერი გამოსხივება, კოსმოსში არსებული ცივი წყალბადის იონიზებას ახდენდა, რისი წყალობითაც, კოსმოსური სივრცე გამჭვირვალე ხდებოდა. ახალაღმოჩენილი გალაქტიკა პირველად "ჰაბლმა" შარშან დააფიქსირა, მაგრამ მიღებული ინფორმაციის სრულ ანალიზს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. თავად "ჰაბლს" იმისათვის, რომ ახალი გალაქტიკა (მას სახელად UDFy-38135539 უწოდეს) დაეფიქსირებინა, გამოსახულების 48 საათის განმავლობაში დააყოვნება დასჭირდა. მიღებული ფოტოს ანალიზი კი ჩილეს გიგანტური ტელესკოპების კომპლექსის მეშვეობით ჩატარდა. აღმოჩენის თაობაზე, ჟურნალ "ნეჩურში" გამოქვეყნებულ წერილში, მისი ავტორები წერენ, რომ ახალაღმოჩენილი გალაქტიკა ძალიან სუსტი და პატარაა. მასში 10-100-ჯერ უფრო ცოტა ვარსკვლავი შედის, ვიდრე "ირმის ნახტომში" (გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა შედის). ამიტომ, მისი შესაძლებლობები აშკარად მწირი იყო იმისათვის, რომ გარემოს იონიზირება მოეხდინა. ამის გარეშე კი მისი სინათლე ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩამოყალიბების პერიოდში, იმავე არეალში კიდევ ბევრი მცირე ზომის, სუსტი ნათების მქონე გალაქტიკა არსებობდა, რომლებსაც თანამედროვე, საკმაოდ ძლიერი ტელესკოპებიც კი ვერ აფიქსირებენ. სამაგიეროდ, ჩვენთვის უხილავმა ამ გალაქტიკებმა UDFy-38135539-ს გარშემო კოსმოსის წყალბადის ღრუბლებისგან და ნისლეულისგან გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა და ის ტელესკოპებისთვის ხილული გახადეს. "თუ "ჰაბლის" მიერ გადაღებულ გამოსახულებას შეხედავთ, მასზე ახალი გალაქტიკა თითქმის არ ჩანს. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ძალიან პატარა უნდა იყოს, გაცილებით პატარა, ვიდრე ჩვენი "ირმის ნახტომია". სავარაუდოდ, მასში ათჯერ, ასჯერ ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მისი გამოკვლევა ძალიან ძნელია - როდესაც გალაქტიკა მცირეა, ის ცუდად ანათებს და შესაბამისად, ცუდად ჩანს", - ამბობს ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, პარიზის ობსერვატორიის მეცნიერი მეტ ლენერი. მეცნიერები შორეული გალაქტიკების შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ასე ისინი სამყაროს განვითარების პროცესის შესწავლას შეძლებენ და გაშიფრავენ კოსმოსის აგებულებას, განმარტავენ, თუ რატომაა ის ისეთი, როგორიც არის. ამ პროცესში კი მთავარი როლი ადრეული ვარსკვლავების შესწავლას ენიჭება, რომლებიც მხურვალე, ლურჯი გიგანტების სახით ჩამოყალიბდნენ და ისინი მეტწილად ცივი, ნეიტრალური აირებისგან შედგებოდა. ეს კოლოსები ცოტა ხანს არსებობდა და ამ პერიოდში პირველი მძიმე ელემენტები ჩამოყალიბდა. ამასთან, ეს უზარმაზარი ვარსკვლავები გარშემო ნეიტრალური აირებს აფრქვევდა და ამ პროცესში, ატომებიდან ამოტყორცნილი ელექტრონები, გალაქტიკათაშორის პლაზმას აყალიბებდა. ასეთი პლაზმა კი ახლომდებარე გალაქტიკებს შორის ახლაც არსებობს. ამდენად, ახალი გალაქტიკა არამხოლოდ იმითაა საინტერესო, რომ ის ჩვენგან რეკორდულად დიდი მანძილითაა დაშორებული, არამედ იმითაც, რომ ის მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის ადრეული პერიოდის პროცესების ახსნაშიც უნდა დაეხმაროს. ვაა საინტერესოაა... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
arcivi9 |
Dec 17 2011, 09:00 PM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
|
Ismail |
Feb 2 2012, 06:59 PM
პოსტი
#33
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მოდით, ნუ დავსვამთ საკითხს ასე:
"როგორ, ამხელა სამყაროში მარტო დედამიწაზე როგორ უნდა იყოს სიცოცხლე და სხვა გან არა?!" საკითხს ასე შევხედოთ: "რამხელა წარმოუდგენელი საოცრებაა, რომ სიცოცხლე არსებობს! რა პარადოქსია მისი წარმოშობა!.. სიცოცხლის ერთხელ, ერთ ადგილზე წარმოშობაც საოცრებაა და ყველანაირ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. მისი მეორე ადგილას წარმოშობა უკვე მართლა გამორიცხულია!" -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
MIRDAT |
Feb 19 2014, 03:50 AM
პოსტი
#34
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო. აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო... შენთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს. სამყარო სასრულია მოდით, ნუ დავსვამთ საკითხს ასე: "როგორ, ამხელა სამყაროში მარტო დედამიწაზე როგორ უნდა იყოს სიცოცხლე და სხვა გან არა?!" საკითხს ასე შევხედოთ: "რამხელა წარმოუდგენელი საოცრებაა, რომ სიცოცხლე არსებობს! რა პარადოქსია მისი წარმოშობა!.. სიცოცხლის ერთხელ, ერთ ადგილზე წარმოშობაც საოცრებაა და ყველანაირ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. მისი მეორე ადგილას წარმოშობა უკვე მართლა გამორიცხულია!" საშინლად არ მომწონს საკითხის მასე დასმა. პრობლემა ერთ რამეშია, ადამიანს თავი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰგონია. ფროიდი თავის ფსიქოანალიზის აღწერისას წერს მაგაზე კარგ რამეს, საერთოდ ფროიდს ცოტა რამეში ვეთანხმები და ეგ საკითხი მაგ მცირეთაგანში შედის. ადამიანი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა სამყაროში თავს და მიდრეკილება ჰქონდა ყველაფრის ცენტრი ყოფილიყო. მაგალითად თავიდან დედამიწას თვლიდნენ სამყაროს ცენტრად, კარგი ამბიციაა არა? მერე უცებ აღმოჩნდა, რომ ცენტრი კი არა ვაფშე სადაა დედამიწა ეს კოსმოსური შეურაცხყოფა იყო ადამიანის ამბიციებისადმი. მერე გვეგონა, რომ ჩვენს თავზე კონტროლი გვქონდა და ჩვენი შნინაგანი სამყაროს მმართველნი ვიყავით, ეგ მანამდე, სანამ ქვეცნობიერის არსებობაზე არ დაიწერა უამრავი რამ და უცებ აღმოჩნდა, რომ ადამიანის ცნობიერი სინამდვილეში გაცილებით სუსტი და პატარა ნაწილია ჩვენს ქვეცნობიერთან შედარებით. ეგაც ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა ჩვენი ამბიციებისადმი მოკლედ მასეთი რაღაცები ბევრია ძაან... ხოდა რატომ გგონიათ, რომ ღმერთს ჩვენზე მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია და მთელი ზეცის ყურადღება მხოლოდ ადამიანებისკენაა? რატომ გგონიათ, რომ ამხელა სამყარო სულ ჩვენია? რატომ მივიჩნევთ თავს ასეთ მნიშვნელოვნებად? რატომ გვაქვს ამხელა ამბიციები? რატომ გვგონია თავი ყველაზე მნიშნველოვნები ამ და სხვა სამყაროებშიც? იმიტომ, რომ ჯერჯერობით კონკურენტს ვერ ვხედავთ... მარა ნიშნავს ეს რამეს? ჩვენ სამყაროს 0.1% საც არ ვიცნობთ და ეს ხილულ სამყაროზეა საუბარი. სხვაა ბნელი მატერია... საერთოდ აზრზე არ ვართ რა ხდება და მთელი ამ გაუგებარი და ამოუცნობი სამყაროს მეფეებად ვაცხადებთ თავს... კარგით რა... ვიცი ამაზე პასუხი რაც იქნება. ბიბლიაში წერია, რომ ამ სამყაროს ბატონებად ღმერთმა ადამი დაადგინა და კიდევ ის, რომ იქ არაფერია სხვა ჩვენზე მნიშვნელოვანის შესახებ. მაგაზე ჩემი პასუხი იქნება ასეთი, რომ ბიბლიაში მხოლოდ იმდენი წერია, რამდენიც საჭიროა და აუცილებელია, რომ ვიცოდეთ. იქ ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არავის არაფერი დაუწერია სამწუხაროდ(ან საბედნიეროდ...). ამიტომ, ის რომ რაღაც ბიბლიაში არაა დაწერილი, არ ნიშნავს რომ არ შეიძლება სიმართლე იყოს. ისე, ადამიანი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იყოს ღმერთისთვის და მარტო ისე იყოს ეს ამბები როგორც გვასწავლიან და სხვა არაფერი ხდებოდეს, მაგრად მეწყინება... P.S. რა ცუდია კანუდოსელს რომ ვერ მოვესწარი ფორუმზე... ყველაფერი მომწონს მაგ იუზერის, პოსტები, სახელი, ავატარი ხო საერთოდ (ჩემსა და მაგის ავატარზე ერთიდაიგივე პერსონაჟია გამოსახული)... საერთოდაც, მაგისმა გახსნილმა თემამ მომიყვანა ფორუმზე... |
G_saxva |
Feb 19 2014, 09:56 AM
პოსტი
#35
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ამ თემასთან დაკავშირებით დაახლოებით ასეთი მოსაზრება მაქვს და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია აეცნოს.
წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახე https://docs.google.com/file/d/0B_srvSl3vyP...nJHS3c5QWc/edit -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Nov 10 2016, 01:17 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - როდის მოხდა დედამიწის კონტინენტებად დაყოფა?
- ეკლესიური სწავლებით, როდესაც ღმერთმა ხილული სამყარო შექმნა, დედამიწაზე ერთადერთი კონტინენტი არსებობდა (ამას მეცნიერებიც ამტკიცებენ და ამ კონტინეტნს პანბიას უწოდებენ), დედამიწის კონტინენტებად დაყოფა კი წარღვნიდან რამდენიმე თაობის წარმოქმნის შემდეგ მოხდა, როცა ადამიანები სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლდნენ. ბიბლიის თანახმად, ეს მამათავარ ფალეგის დროს მოხდა: "იყო ფალეგ და მის დროს დაიყო ქვეყანა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 2 2020, 09:59 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სანამ გალილეო გალილეი ტელესკოპს გამოიგონებდა, მანამდე მეცნიერებს ვარსკვლავები დათვლილი ჰქონდათ - დაახლოებით ათას ვარსკვლავამდე აღრიცხავდნენ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი