IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ტრადიციები
marine
პოსტი May 5 2022, 12:48 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველად მთაშიც და ბარშიც ყოფილა ასეთი წესი: სუფრასთან დასასხდომად სტუმრებს მასპინძელი, ოჯახის უფროსი ან თავი კაცი - "დუდკოჩი" (სამეგრელო) მიიწვევდა. მექორწილეებს, რამდენადაც უხერხული უნდა ყოფილიყო, იარაღს ჩამოართმევდნენ, მოსალოდნელი უსიამოვნებები რომ თავიდან აეცილებინათ. ჩამორთმეულ იარაღს დიდკოჩი იბარებდა და პატრონებს მხოლოდ ლხინის დამთავრების შემდეგ გადასცემდა.

სუფრაზე პირველი სადღეგრძელო აღმოსავლეთ საქართველოში ღმერთისა, ანუ უფლის სადიდებლისა იყო, დასავლეთ საქართველოში კი ოჯახის. ამის მერე ნეფე-პატარძალს ადღეგრძელებდნენ. კერიის შემოვლის შემდეგ, ისინი სუფრის თავში, მათთვის განკუთვნილ მაგიდასთან სხდებოდნენ აქეთ-იქით მეჯვარისა და მდადეს თანხლებით. სადღეგრძელოს წარმოთქმისას ფეხზე უნდა წამომდგარიყვნენ. მგალობლები სიმღერას "კუჩხი ბედინერს" წამოიწყებდნენ; სიმღერა რომ დამთავრდებოდა, თამადა მშობლების სადღეგრძელოს იტყოდა და ნადიმიც თავისი წესითა და რიგით გაგრძელდებოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 301/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2022, 01:18 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სტუმრის დასაბინავებლად საქართველოში ყველგან დასტურდება სასტუმრო ოთახების, ზოგან კი ცალკე მდგომი სასტუმროებისა და ფაცხების არსებობა.

სასტუმრო, ერთსართულიანი პატარა სახლები გზის პირას იყო აგებული. აქ გამართული იყო ღუმელი, გაშლილი იყო ლოგინი, ეწყო შეშა, ეყარა საქონლისთვის თივა. გამზადებული იყო კვარი და ყველაფერი ის, რაც დაღლილ მგზავრს დასჭირდებოდა. ამ სასტუმროში ყველა მგზავრს შეეძლო უსასყიდლოდ გაეთია ღამა. სასტუმროს მთელი სოფელი უვლიდა მორიგეობით და ამარაგებდა. როგორც მკვლევრებს მიაჩნდათ, ეს უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. სასტუმრო სახლები განსაკუთრებით აჭარისთვის იყო დამახასიათებელი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 321/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2022, 01:35 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სტუმრის მოვალეობას შეადგენდა ოჯახში მისვლისას იარაღის მოხსნა და მასპინძლისთვის ჩაბარება. მასპინძელი იარაღს საიმედო ადგილას ინახავდა და სტუმარს წასვილისას უბრუნებდა. ეს ერთი შეხედვით უბრალო ჟესტი, სინამდვილეში დიდი ურთიერთნდობისა და პატივისცემის გამოხატულება იყო ორივე მხრიდან, სტუმარი ამით აგრძნობინებდა მასპინძელს, რომ მას ამ ოჯახში იარაღი არ სჭირდება და უსაფრთხოდ გრძნობს თავს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 319/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2022, 02:25 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეების საქართველოში ნათესავთა შორის ქორწინება, მართალია, აკრძალული იყო, მაგრამ სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, მას ადგილი მაინც ჰქონდა. ამის ახსნა შეიძლება როგორც ეკონომიკური, ასევე იდეოლოგიურ-პოლიტიკური ფაქტორებით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.262/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2023, 10:26 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XVIII საუკუნეში შაქრით დატკბობა ქართული საქორწილო ტრადიციის ნაწილად იყო ქცეული. ნეფე-დედოფლის სახლში შესვლისას დედა-დედოფალი ან ოჯახის უფროსი ქალბატონი "რა ნახავს სიძეს და ქალსა, მათ წინა წამომდგომია, ორთავ ჩაუდებს პირს შაქარს, კიდეც მოხვევნის მდგომია"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.162/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2023, 08:08 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (1745 წ.) წერს: "მდივანნი, ესენი იყვნენ წესითა უმაღლესნი და უმდაბლესნი: მეფის-თანანი პატივითა უმაღლესნი ვითარცა იტყვის: "მდივანსა ჩუენსა ჩოლოყაშვილს არა რაი ეკადროს, თვინიერ დიდისა შეცოდებისათვის მეფისა მარჯუენა ცერი მოეჭრას, ამისგან კიდევ არა რაი".

თითქოს, მარჯვენა ცერის მოჭრა სხვა სასჯელთა ფონზე მცირედ ჩანს, მაგრამ ასე არ არის, მოჭრილი ცერით მეომარი ვეღარ შეძლებდა ბრძოლასა და თავდაცვას, რაც იმ დროს სასტიკი განაჩენი იყო. საბედნიეროდ, ამ გვარიდან არავისთვის მოუჭრიათ ცერი"

/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.52/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 04:23 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, - აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისათვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სვა ერსა თუ ქვეყანას"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ქვაკუთხედი" N1, 2024, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი