IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!!
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!

ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"...

სამაჩაბლო თუ ოსეთი ???

გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო.

არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!!
არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!!

ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე!
დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით?
თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით.

თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნიანია
პოსტი Sep 10 2008, 02:09 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



კიდევ ერთ დოკუმენტს ჩაგიგდებთ. რა პროცესებმა მიგვიყვანა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტამდე აქ თითქმის დეტალურად არის აღწერილი


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:
„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დასტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).
კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:
“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მირ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...
მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:
1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი
დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი - ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
ცხინვალის ზონაში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება [რედაქტირება]
2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.
სააკაშვლის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და ფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.
სააკაშვილის ეს უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
bravoshota   სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??   Sep 10 2008, 10:28 AM
მატასი   bravoshota სრულიად გეთან...   Sep 10 2008, 10:33 AM
bravoshota   ჩვენ შეგვიზლია ჩვე...   Sep 10 2008, 10:44 AM
კანონისტი   ეს მიწა არ არის სამ...   Sep 10 2008, 11:00 AM
orthodox-georgia   [b]არავითარი სამაჩ...   Sep 26 2008, 12:33 AM
bravoshota   გასაგებია, მაგრამ ...   Sep 10 2008, 11:15 AM
კანონისტი   bravoshota რაც შეეხება ოს...   Sep 10 2008, 11:20 AM
m16   იასნათა აბა რა, ჩვე...   Sep 10 2008, 11:22 AM
ქავთარაძე   ვუტოვებთ თორე ეგა...   Sep 10 2008, 11:23 AM
კანონისტი   არ აქვს არსებითი მ...   Sep 10 2008, 11:26 AM
m16   ჰააგის ტრიბუნალს თ...   Sep 10 2008, 11:30 AM
bravoshota   ბოდიში მაგრამ ძალი...   Sep 10 2008, 11:35 AM
კანონისტი   m16 გუშინწინ დაიწყო ...   Sep 10 2008, 11:40 AM
ქავთარაძე   ოსი საერთოდ რა ერო...   Sep 10 2008, 11:47 AM
კანონისტი   ქავთარაძე ჩვენი ორ...   Sep 10 2008, 11:49 AM
ქავთარაძე   კანონისტი მუჰ :D მუჰ...   Sep 10 2008, 11:53 AM
bravoshota   სამხრეთ ოსეთის ავტ...   Sep 10 2008, 11:53 AM
BOO   და იმ ადამიანის ძ...   Sep 10 2008, 11:58 AM
კანონისტი   ქავთარაძე ეს ამ ფრ...   Sep 10 2008, 11:55 AM
ქავთარაძე   ევროპა შმევროპა ა...   Sep 10 2008, 11:56 AM
კანონისტი   bravoshota ჩემო შოთა, დიდი...   Sep 10 2008, 11:57 AM
კანონისტი   ქავთარაძე პოლიტიკ...   Sep 10 2008, 12:04 PM
BOO   სტალინი გორში იყო...   Sep 10 2008, 12:17 PM
ქავთარაძე   კანონისტი დაუმსახ...   Sep 10 2008, 12:07 PM
bravoshota   "კანონისტო" ვერ ...   Sep 10 2008, 12:16 PM
bravoshota   აფხაზეთისა და ე.წ. ...   Sep 10 2008, 12:20 PM
ქავთარაძე   მოგეხსენებათ ჩემი ...   Sep 10 2008, 12:43 PM
BOO   საშუალება რომ მომ...   Sep 10 2008, 12:47 PM
თერალ ი   ჩამოხსნაში მოგეხმ...   Sep 10 2008, 08:37 PM
bravoshota   კი ძმებო ეგრეა, მაგ ...   Sep 10 2008, 12:58 PM
zedela   bravoshota კაი ამოვძირკვ...   Sep 10 2008, 01:04 PM
beka-sama   მე არც სამხრეთ ოსე...   Sep 10 2008, 01:21 PM
ნიანია   ქავთარაძე მე მგონ...   Sep 10 2008, 01:54 PM
მატასი   ნიანია გაიხარე :)   Sep 10 2008, 02:04 PM
ნიანია   კიდევ ერთ დოკუმენტ...   Sep 10 2008, 02:09 PM
კანუდოსელი   კანონისტი დასტურ   Sep 10 2008, 02:14 PM
.ნინო   თუ ჩვენს მიერ ამოღ...   Sep 10 2008, 02:26 PM
ქავთარაძე   ნიანია აქედან დას...   Sep 10 2008, 02:41 PM
.ნინო   ქავთარაძე გიო, რა გ...   Sep 10 2008, 02:47 PM
ქავთარაძე   იცი რა არი ნინო? გო...   Sep 10 2008, 02:50 PM
.ნინო   ქავთარაძე მაგისთ...   Sep 10 2008, 02:52 PM
ქავთარაძე   .ნინო სულ რამდენნი ...   Sep 10 2008, 02:56 PM
.ნინო   საერთოდ არ მაინტე...   Sep 10 2008, 03:09 PM
bravoshota   ნინო თქვენ სადაური...   Sep 10 2008, 06:34 PM
კანონისტი   bravoshota მაშინ წაიკითხ...   Sep 10 2008, 06:37 PM
staywhite   .ნინო ეგ ბოლო წლებ...   Sep 10 2008, 07:00 PM
bravoshota   "კანონისტო" ახლ...   Sep 10 2008, 07:20 PM
ქეთინო   აუ ამაზე სისხლი მი...   Sep 10 2008, 07:25 PM
m16   წიიინ რიგითო ქეთე...   Sep 10 2008, 07:29 PM
bravoshota   "ქეთინო", იმაში ...   Sep 10 2008, 07:49 PM
staywhite   ქეთინო ეფრეიტორო (...   Sep 10 2008, 07:51 PM
sable   მართალია აბსოლიტუ...   Sep 10 2008, 10:01 PM
staywhite   სხვათა შორის, სერბ...   Sep 10 2008, 10:35 PM
sable   staywhite ეგ იმიტომ რომ ს...   Sep 10 2008, 11:04 PM
staywhite   sable და მართლებიც არ...   Sep 10 2008, 11:19 PM
abo   კანონისტი დავით რ...   Sep 10 2008, 11:48 PM
sable   კანონისტი დავით რ...   Sep 10 2008, 11:57 PM
sable   staywhite რაგაც ისეთი ვა...   Sep 10 2008, 11:50 PM
staywhite   sable ხო, სლავურ-მაკედ...   Sep 10 2008, 11:55 PM
sable   sable ხო, სლავურ-მაკედ...   Sep 11 2008, 12:44 AM
abo   შიდა ქართლი. აბო.   Sep 11 2008, 12:08 AM
abo   ჩემი აზრით საქართვ...   Sep 11 2008, 01:31 AM
IkaMac   სამაჩაბლო!   Sep 11 2008, 02:00 AM
კანონისტი   bravoshota ჰოდა ამაზე მინ...   Sep 11 2008, 11:11 AM
IkaMac   abo ჩვენ გვეჩქარება ...   Sep 11 2008, 12:11 PM
bravoshota   მოკლედ თითქოს გადა...   Sep 11 2008, 01:49 PM
კანონისტი   bravoshota ჩემი აზრით, ახლ...   Sep 11 2008, 02:13 PM
bravoshota   არა მასე თქმა არაა ...   Sep 11 2008, 02:34 PM
Ismail   თუკი სამაჩაბლო უსი...   Sep 11 2008, 02:58 PM
Ismail   თუკი სამაჩაბლო უს...   Sep 26 2008, 12:51 AM
Gruzinski   [quote]თუკი სამაჩაბლო ...   Sep 11 2008, 03:52 PM
კანონისტი   Ismail მეც მასე ვფიქრო...   Sep 11 2008, 05:35 PM
qartveli_s.s   იმის აღიარება, რომ ...   Sep 11 2008, 11:07 PM
ვეშაპო   მე ყოველთვის ტერმი...   Sep 12 2008, 03:01 AM
qartveli_s.s   რათქმაუნდა სამაჩა...   Sep 12 2008, 12:43 PM
კანონისტი   საკუთრივ ჩემივე გა...   Sep 12 2008, 01:20 PM
orthodox-georgia   მას შემდეგ რაც ტერ...   Sep 26 2008, 04:49 PM
თერალ ი   მოვიყვან ციტატას ვ...   Sep 15 2008, 11:16 PM
კანონისტი   და ახლაც განსხვავ...   Sep 26 2008, 10:06 AM
orthodox-georgia   სხვათაშორის მისი უ...   Sep 29 2008, 08:52 AM
ბაგრატიონი   "ზემო ქართლი".[/size...   Jan 5 2011, 07:43 PM
davithet   მე ნახევრად ოსი , იტ...   Jan 7 2011, 08:17 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 08:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი