თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 17 2013, 11:39 AM

მეგობრებო smile.gif მინდა ერთმანეთს ვურჩიოთ საინტერესო წიგნები, ისინი რომლებიც წაგვიკითხავსმ ან რომელთაც ვკითხულობთ.
აი მაგალითად, ამჟამად ვკითხულობ სტენდალის "წითელი და შავი" მერწმუნეთ საოცარი წიგნია, ვისაც გსურთ ევროპელი მწერლების ახალი იდეებით გაიჟღინთოთ თავები, გირჩევდით ჯორჯ ორუელის "1984" მოპასანის ნაკლებად აქტუალური პრობლემებზე აგებული "ლამაზი მეგობარი"
ხოლო მათ ვისაც ჯერ ქართველი მწერლები ასე თუ ისე არ ამოუწურავს, შესაბამისად ბოლომდე არ უგემია პატრიოტიზმის მქადაგებელი კალმის სიამე და არ ჰქონია ბედნიერება შემკულიყო მრავალი ვაჟკაცური თვისებებით ვურჩევდი წაიკითხოს, კონსტანტინე გამსახურდიას "ვაზის ყვავილობა" მთვარის მოტაცება" და მისივე მცირე ტიპის მოთხრობები, ხოლო მათ ვისაც არ გეშინიათ დაბრკოლდეთ კოსტას ჯერ ვერ ან არ დამტკიცებული ათეიზმით, ჯობს წაიკითხოთ დიდოსტატის მარჯვენა smile.gif
პ.ს ვგონებ აქ ჩამოთვლილი ყველა წიგნი ფორუმელთ უმრავლესობას წაკითხული გექნებათ smile.gif მე ცოტა ვიეშმაკე და არ მინდოდა პირადპირ გამეთქვა რომ ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული და რომ თქვენგან ველოდები საინტერესო წიგნების სიას smile.gif ასევე მინდა გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები როგორც ზემოთჩამოთვლილ ასევე თქვენს საყვარელ წიგნებზე smile.gif

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Oct 17 2013, 12:08 PM

გამსახურდია არ ახსენო აქ. ზოგიერთებს ალერგია აქვთ და აყრით ხოლმე.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 17 2013, 12:09 PM

nick

არაჩვეულებრივი სასაუბრო თემაა მაგრამ ასეთი თემა გვაქვს უკვე

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 17 2013, 02:18 PM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ Oct 17 2013, 12:08 PM) *

გამსახურდია არ ახსენო აქ. ზოგიერთებს ალერგია აქვთ და აყრით ხოლმე.

რა ვქნა მე ძალიან მიყვარს smile.gif და შემიძლია ნებისმიერს შევედავო smile.gif

ციტატა(qetevano @ Oct 17 2013, 12:09 PM) *

nick

არაჩვეულებრივი სასაუბრო თემაა მაგრამ ასეთი თემა გვაქვს უკვე

უი არ მინახავს smile.gif მეგონა მხოლოდ მე დამებადა ეს გაცისკროვნებული იდეა smile.gif თურმე საბედნიეროდ სხვასაც განუცდია ნირვანა კიტხვისას და გაუხსნია თემა ჩემამდე smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 17 2013, 10:09 PM

გამსახურდიას დიდოსტატის გარდა არფერი ვარგა.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Oct 18 2013, 12:13 AM

რას უწუნებ მთვარის მოტაცებას...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 18 2013, 09:04 AM

ციტატა(MIRDAT @ Oct 18 2013, 12:13 AM) *

რას უწუნებ მთვარის მოტაცებას...

ყველა კვდება და არყაზანს რომელმაც ყველგან ყველაფერი გააფუჭა ბედნიერად მოჰყავს ცოლი.

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 18 2013, 09:17 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 17 2013, 10:09 PM) *

გამსახურდიას დიდოსტატის გარდა არფერი ვარგა.

:/ ოპ ოპ smile.gif მასეც არაა smile.gif

ციტატა(G_saxva @ Oct 18 2013, 09:04 AM) *

ყველა კვდება და არყაზანს რომელმაც ყველგან ყველაფერი გააფუჭა ბედნიერად მოჰყავს ცოლი.

არზაყანში კომუნიზმის სახეა და ეს მოვლენა სწორედაც ლოგიკური იყო, არზაყანი, ადამიანი რომელმაც საკუთარი მამა კაც ზვამბაია მოკლა, ადამიანი რომელიც სჩადიოდა ყოველგავრ უბედურებას და საბოლოოდ ამის ხარჯზე დაწინაურად კიდეც, როგორ აღვნიშნე კომუნიზმის სახეა, ამით ჩვენმა (ყოველ შემთხვევაში ჩემმა მაინც) დიდებულმა კონსტანტინემ ამხილა კომუნიზმი-წყობა რომელიც მოსული იყო ნგრევით და დასცინა მას არზაყანის სახით ვინაიდან იგი ყოვლადგაუნათლებელი 'ადამიანი" გახლდათ, ამით მან კუმუნიზმის გაუნათლელობა და სიბნელე აჩვენა, ასე რომ ჩემო მეგობარო ამის გაკეთება მაშინ მინიმუმ გაციმბირებას უდრიდა სამუდამოდ, ეგრე ადვილიც არაა კონსტანტინს გაკრიტიკება smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 19 2013, 09:38 AM

ციტატა(nick @ Oct 18 2013, 09:17 PM) *

:/ ოპ ოპ smile.gif მასეც არაა smile.gif
არზაყანში კომუნიზმის სახეა და ეს მოვლენა სწორედაც ლოგიკური იყო, არზაყანი, ადამიანი რომელმაც საკუთარი მამა კაც ზვამბაია მოკლა, ადამიანი რომელიც სჩადიოდა ყოველგავრ უბედურებას და საბოლოოდ ამის ხარჯზე დაწინაურად კიდეც, როგორ აღვნიშნე კომუნიზმის სახეა, ამით ჩვენმა (ყოველ შემთხვევაში ჩემმა მაინც) დიდებულმა კონსტანტინემ ამხილა კომუნიზმი-წყობა რომელიც მოსული იყო ნგრევით და დასცინა მას არზაყანის სახით ვინაიდან იგი ყოვლადგაუნათლებელი 'ადამიანი" გახლდათ, ამით მან კუმუნიზმის გაუნათლელობა და სიბნელე აჩვენა, ასე რომ ჩემო მეგობარო ამის გაკეთება მაშინ მინიმუმ გაციმბირებას უდრიდა სამუდამოდ, ეგრე ადვილიც არაა კონსტანტინს გაკრიტიკება smile.gif

ჩემო კარგო მე არანაირი კრიტიკა არ დამიწყია თუ კარგად დააკვირდები smile.gif ჩემი აზრი გამოვთქი მის ნაწარმოებებთან დაკავშირებით და თუ ჩემს აზრზე მედავები, ვეჭვობ რაიმე გააწყო.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Oct 19 2013, 12:13 PM

ამ ბოლოს წავიკითხე რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟAმის სიკვდილისა" გირჩევთ წაიკითხოთ,თუ არ წაგიკითხავთ ჯერ კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 19 2013, 12:23 PM

არ დაგიცხიათ ჯერ ერთმანეთისთვის?

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Oct 19 2013, 12:26 PM

A.V.M

ციტატა
არ დაგიცხიათ ჯერ ერთმანეთისთვის?

არა, შენ გელოდებოდით. მიდი დაიწყე კოწიას ლანძღვა. smile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Oct 19 2013, 12:28 PM

A.V.M
დასცხეთ ბიჭებპ ამას დამბაჩები აქვს biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 19 2013, 12:36 PM

ციტატა(toka@ @ Oct 19 2013, 12:13 PM) *

ამ ბოლოს წავიკითხე რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟAმის სიკვდილისა" გირჩევთ წაიკითხოთ,თუ არ წაგიკითხავთ ჯერ კიდევ smile.gif

აუცილებლად წავიკითხავ kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 19 2013, 12:36 PM

toka@
ყველგან ნუ აოფებ და მაიმუნობ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 19 2013, 12:38 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 19 2013, 09:38 AM) *

ჩემო კარგო მე არანაირი კრიტიკა არ დამიწყია თუ კარგად დააკვირდები smile.gif ჩემი აზრი გამოვთქი მის ნაწარმოებებთან დაკავშირებით და თუ ჩემს აზრზე მედავები, ვეჭვობ რაიმე გააწყო.

შენ არ ამბობდი დიდოსტატის გარდა არაფერი ვარგაო? დაასაბუთე smile.gif მშრალი აზრები არაა გასათვალისწინებელი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 19 2013, 01:01 PM

nick

ციტატა

შენ არ ამბობდი დიდოსტატის გარდა არაფერი ვარგაო? დაასაბუთე

უეჭველი უნდა დაასაბთოს ძმაო...
აბა ზემლიაკ ! შენ იცი !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 19 2013, 09:54 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 19 2013, 01:01 PM) *

nick

უეჭველი უნდა დაასაბთოს ძმაო...
აბა ზემლიაკ ! შენ იცი !
biggrin.gif

აგერე შენ, აგერ მე, აგერ G_saxva-ც და დააგერ ჩვენი ფორუმი კოსტას გასამართლების მოლოდინში biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2013, 01:18 PM

ციტატა(nick @ Oct 19 2013, 12:38 PM) *

შენ არ ამბობდი დიდოსტატის გარდა არაფერი ვარგაო? დაასაბუთე smile.gif მშრალი აზრები არაა გასათვალისწინებელი

დიდოსტატი რომ შედევრია ამას ალბათ კამათი და სჯა ბაასი არ ჭირდება. რაც შეეხება მთვარის მოტაცებას, არ შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი ჩვენი არზაყანი რომელმაც არაფერი დატოვა გაუფუჭებელი თუ განუადგურებელი ასე მშვიდად და წყნარად წავიდეს ბოლოში და ცოლი მოიყვანოს. არ შეიძლება ამ ყველაფერს არ მოყოლოდა უარყოფითი შედეგი, თან ყველაზე საინტერესო ისაა, თავის გარშემო ყველა მოკლა ან გაწირა ბოლოს კი არხეინად თქვა წავალ ცოლს მოვიყვან ის ქალი მაინც მელოდებაო. არ მომწონს ისეთი წიგნები სადაც სიკეთე ან ბოროტება უპრეცედენტო გამარჯვებას მოიპოვებს, ეს ყველაფერი რეალობას მოკლებულია. ამას იმასაც დავუმატებ მე ამ წიგნიდან ვერც ახალი გავიგე და ვერც რამე ვისწავლე. ერთი სიტყვით არაა ეს წიგნი ჩემი სტილი biggrin.gif
ახლა მეორე მშვენიერი წიგნი კოსტასი რომლის პირველი სამი ტომი და მეოთხეც ბოლო 25 ფურცლის გარდა კარგია. ეს არის აღმაშენებელი, მართლაც საინტერესო წასაკითხია გაგიტაცებს გაგართობს და ვერ რამეს დაგანახებს, მაგრამ პირველ სამ ტომში და მეოთხეს ნახევარზე მეტში თუ აღზერილია რამოდენიმე წელი აღმაშენებლის ცხოვრებიდან 20 გვერდში 50 წელი ჩატენა და ეს იმდანად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ჩემთვის რომ მთელ წიგნს დაუკარგა ეფექტურობა. ძალიან კარგი წიგნია ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს, განსაკუთრებით ამ წიგნში მომწონს ეს ფრაზა " მაპატიე ჩემი და შნი სიყვარული საქართველოს, რომ შევწირე დაო". <3

პ.ს
ხო ჩემ საყვარელ წიგნებს რაც შეეხება ესენია "ძმები კარამაზოვები (რაც წამიკითხავს ყველაზე კარგი წიგნი <3 <3 <3) გმირთა ვარამი ( სანამ კარამაზოვებს წავიკითხავდი <3 <3) ასევე დათიკო ჩვენი თუთაშხია (მილიონჯერ წაიკითხავ მილიონჯერვე რამე ახალს ისწავლი. ახლა მეტი არაფერი მახსენდება თუ გამახსენდა დავწერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 20 2013, 03:14 PM

ციტატა(G_saxva @ Oct 20 2013, 01:18 PM) *

არზაყანზე რაც მქონდა სათქმელი უკვე ზემოთ მითქვამს და დამიწერია. რაც შეეხება დავით აღმაშენებელს შენ თუ მეტყვი რამდენ გვერდზე დაატია დავითის ისტორია მისივე ისტორიკოსმა? მხოლოდ 12 გვერდზე და კოსტას რაღას ედავები smile.gif ყურადღება უნდა გაგემახვილებინა ასევე ერწუხის ომის აღწერაზე რომელსაც 70 გვერდი დაუთმო კოსტამ, ეს იყო პირველი ბრძოლა რამაც შემდგომში გამოიწვია დიდგორი და თბილისის დაბრუნება, მანამდე კი სამშვილდის და რუსთავის აღება, ძალიან დიდი იდეოლოგიის მატარებელია თითოეული მონაკვეთი მე გირჩევდი წაგეკითხა ვაზის ყვავილობა და დიონისოს ღიმილი, ასევე მისი მცირე ტიპის მოთხრობები...
დათა თუთაშხიას რაც შეეხება, საოცარი წიგნია, გირჩევიდი ამირეჯიბის გორა მბორგალი წაგეკითხა, მერე კი დათა თუთაშხია და გორა მბორგალის სამწერლობო ენა შეადარე... აშკარად განსხვავდება... მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები ვინც ამბობს რომ დათიკოც ჩვენი კოტიკიოს დაწერილია smile.gif

პ.ს
თუ ვერეფერი გაიაგე ახალი და ვერაფერი ისწავლე ეგ ცუდია... იმას პოულობენ რასაც ეძებენ....

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 6 2013, 06:21 PM

დღეს დავიწყე კითხვა წიგნისა - "იესო ძე კაცისა"

ამა თქვენი აზრები დამაყარეთ თავზე....

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 6 2013, 08:31 PM

მე გირჩევთ წაიკითხოთ _ სეზარ ვიდალ მანზანარესის _ იეღოვას მოწმის მოგონებები და როცა დაასრულებთ მიხვდებით რომ ჭეშმარიტება ერთ_ერთ ევანგელისტურ ეკლესიაშია laugh.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 8 2013, 08:13 PM

ჭეშმარიტება თავის თავშია შმაგი smile.gif სხვააა, რომელ ეკლესიაში სურს მას გამოვლინდეს a075.gif და კიდევ სულ სხვააა ვის სურს ამის დანახვა და ვის ხელოვნური "ჭეშმარიტების" შექმნა kiss1.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Nov 8 2013, 08:20 PM

ყველა რელიგია თავს ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას უწოდებს. ამავდროულად თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი ბოლომდეა დარწმუნებული რომ "ჭეშმარიტების გზაზეა". ისე სწამთ ამის, თითქოს არსებობს რაიმე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, რაიმე რეალური მტკიცებულება(თუმცა გააჩნია ვინ რას ეძახის რეალურს)... სინამდვილეში რელიგია ხომ მთლიანად რწმენაზე დგას და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ შენი რელიგია მართლაც ჭეშმარიტი აღმოჩნდება... არ მომწონს ეს თავდაჯერებულობა და "ჭეშმარიტების გზაზე მდგომის" კვარცხლბეკიდან საუბრები... ამიტომ არ ვარ არცერთი რელიგიის მიმდევარი, ისე კი ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობას მივიჩნევ...

P.S. რანაირი პოსტი გამოვიდა :| ტავტოლოგიის ზეიმია...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 8 2013, 10:09 PM

ციტატა(†სერგი† @ Nov 8 2013, 08:13 PM) *

ჭეშმარიტება თავის თავშია შმაგი smile.gif სხვააა, რომელ ეკლესიაში სურს მას გამოვლინდეს a075.gif და კიდევ სულ სხვააა ვის სურს ამის დანახვა და ვის ხელოვნური "ჭეშმარიტების" შექმნა kiss1.gif

სერგეი შენ გადამრევ რა ! სუფთა თეოლოგიურ გაგებას აწვები, საღოლ რა! აქ ფორუმში ყველაზე ერთი თავით მაღლა დგები დამიჯერე smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2013, 12:25 AM

MIRDAT

ციტატა
ამიტომ არ ვარ არცერთი რელიგიის მიმდევარი,

რაში ცდება შენი აზრით?

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Nov 9 2013, 01:14 AM

A.V.M

მგონი ყველაფერს ვეთანხმები რასაც კი ნამდვილი(ნამდვილი ხაზგასმით) მართლმადიდებლობა ასწავლის. პრობლემის არსი რომ ავხსნა ამ მაგალითს მოვიყვან.

მომწონს მეცნიერება, მათემატიკა, ნამდვილი მათემატიკა, მაგრამ უნივერსიტეტში ეს ბოლო წელია კვირაში ერთხელ დავდივარ. მიზეზი? იმიტომ რომ არ მასწავლიან... მივხვდი რომ თუ რამის სწავლა მინდა თვითონ უნდა ვისწავლო, ყველას ფეხზე ვკიდივარ. ვისაც არ ვკიდივარ მარტო სურვილი აქვს სწავლების, შეძლებით კი არ შეუძლია.

ამჟამად ასეთია ჩემი დამოკიდებულება უნივერსიტეტის მიმართ, რომელიც ჩამომიყალიბდა ამ 2.5 წლის განმავლობაში. სიტუაცია ზუსტად იდენტურია რელიგიის შემთხვევაშიც იმ განსხვავებით, რომ 18 წელი დასჭირდა მაგ შეხედულების ჩამოყალიბებას.

P.S. რაღაც წვრილმანებს არ ვეთანხმები ხოლმე, მაგრამ იმდენად მეორე ხარისხოვანი რაღაცებია, რომ არც მახსენდება...

P.P.S. ბავშვობიდან მართლმადიდებელი ვიყავი, მყავდა მოძღვარი, ვეზირებოდი და ა.შ. 15 წლიდან განსაკუთრებით სერიოზულად მივუდექი საკითხს, შევცვალე მოძღვარი, წავედი სხვა ეკლესიაში რომელიც ქალაქგარეთ იყო, ყოველ შაბათ კვირა დავდიოდი იქ, საბოლოოდ სტიქაროსანი გავხდი და 2–2.5 წლის მერე ერთ მშვენიერ დღესაც მოვედი სახლში და ეკლესიაში აღარ წავსულვარ მას მერე...

ერთადერთ რამეზე მწყდება გული, ჩემს მოძღვარს წესივრად ვერ გავაგებინე ჩემი წამოსვლის მიზეზი და დღემდე გაურკვევლობაშია... ხანდახან მირეკავს ხოლნმე... ის მირეკავს, მე არასოდეს დამირეკავს...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 9 2013, 03:05 PM

ჭეშმარიტება პასტორი რასელის მხარეზეა!

passtor russell _ როგორ მიყვარს ეს კაცი ვერც კი წარმოიდგენთ, იმიტომ რომ მან ბოლომდე გააფთრებით დაიცვა ჭეშმარიტება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2013, 03:14 PM

MIRDAT

ციტატა
ერთადერთ რამეზე მწყდება გული, ჩემს მოძღვარს წესივრად ვერ გავაგებინე ჩემი წამოსვლის მიზეზი

ვერც ჩვენ გაგვაგებინე შენი ,,არამართლმადიდებლობის'' მიზეზი...

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Nov 9 2013, 09:59 PM

მე გირჩევთ ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონი"-ს წაკითხვას kitxva.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 9 2013, 10:06 PM

ციტატა(mekaje @ Nov 9 2013, 09:59 PM) *

მე გირჩევთ ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონი"-ს წაკითხვას kitxva.gif

მე კი გირჩევთ ვიქტორ ჰიუგოს _ კაცი რომელიც იცინის წაიკითხოთ და წარმოიდგინეთ ჰიუგო იმდენად მოზგი იყო რომ იცოდა ჭეშმარიტი ღმერთი ვინ იყო_ იქ წერია აი ასე და ამგვარად ისინი აღავლენდნენ ლოცვას ღმრთის მიმართ და რა იცოდნენ რომ ეს ლოცვები მიმართული იყო იეღოვას წინაშე ! ჰიუგო მაგარი მოზგია blink.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Nov 9 2013, 11:01 PM

esre ars cheshmariteba
რაი? huh.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 9 2013, 11:10 PM

MIRDAT

ციტატა
რაი?

შენ მაგას ვერ გაუგებ biggrin.gif

ისე კი მისგან შემოთავაზებული წიგნია კარგია, თუმცა საბრალონთან ახლოს ვერ მივა. ეს უკანასკნელი ჰიუგოს "ძალიან მაგარი" გამოუვიდა.

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Nov 9 2013, 11:36 PM

წაიკითხეტ "თეტრი ძაღლი",ნამდვილი ფენომენია თანამედროვე მწერლობისთვის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 10 2013, 12:38 AM

MIRDAT

ციტატა
რაი?

მაგხელა სულიერება არა გაქვს ჯერ...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 10 2013, 09:57 AM

ციტატა
ჭეშმარიტება პასტორი რასელის მხარეზეა!

passtor russell _ როგორ მიყვარს ეს კაცი ვერც კი წარმოიდგენთ, იმიტომ რომ მან ბოლომდე გააფთრებით დაიცვა ჭეშმარიტება

რით დაიცვა? 21 საუკუნე რომ სისხლს ვღვრით ეგ არაფერია რასელის ცხოვრებასთან შედარებით? შმაგ თავი დავანებოთ თეოლოგიას და ასეთებს ლოგიკურად ისაუბრე. დღესაც გაიძახიან რასელისტები ჩვენ ჭეშმარიტების გულიზე გვდფევნიან და მაგიტომ ვართო მართლები... ისტორია წაიკითხეთ ჩემო კარგო... გვერდებს უზრდელებსაც ულამაზებენ ეს ხალხი არა მხოლოდ "მოწმეებს", ხოლო ამდენი სისხლი მეეჭვება ვინმეს სადმე სამყაროს არსებობიდან თუ დაეღვაროს საკუთარი ნებით...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 10 2013, 01:10 PM

†სერგი†

ციტატა
გვერდებს უზრდელებსაც ულამაზებენ ეს ხალხი არა მხოლოდ "მოწმეებს", ხოლო ამდენი სისხლი მეეჭვება ვინმეს სადმე სამყაროს არსებობიდან თუ დაეღვაროს საკუთარი ნებით...

yes.gif yes.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)