IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> მოზაიკა
marine
პოსტი Mar 6 2022, 05:00 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალისის ძველი ქალაქის ნაგებობანი მაღალმხატვრული მოზაიკებით იყო დამშვენებული. ერთ-ერთი აბანოს იატაკზე შემორჩენილია ნაირფერი კენჭებით შედგენილი მცენარეული ორნამენტი, თევზის, დელფინის თავისა და ნიჟარის გამოსახულებანი. აღმოჩენილია მონუმენტური მოზაიკური იატაკიც, რომელიც სასახლის ერთ-ერთ დარბაზში,როგორც ფიქრობენ - სანადიმო დარბაზში, ე.წ. ტრიკლინიუმში - ყოფილა დაგებული. სამწუხაროდ, მოზაიკა ჩვენამდე ძალზე დაზიანებული სახითაა მოღწეული. ძირითადი გამოსახულებებისათვის განკუთვნილი მოზაიკის ცენტრალური ნაწილი წაგრძელებულ სწორკუთხედებსა და კვადრატებში მოთავსებული მცენარეული და გეომეტრიული სახეებითაა მოჩარჩოებული. ცენტრალურ კვადრატში გამოსახულნი არიან (თანმხლები განმარტებითი ბერძნული წარწერებით) ტახტზე მჯდომარე დიონისე და არიადნე და აგრეთვე მათი მუდმივი თანამგზავრები (სალამურიანი პანი, მოცეკვავე მენადა, გრძელ სამოსში გამოწყობილი ქალები, შესაძლოა მუზები), ცხოველები (ავაზა) და სხვადასხვა ნივთები (სამფეხა მაგიდა, იონოხოია, კანთაროსი), აგრეთვე ყურძნის მტევნები და სურო. ამ გამოსახულებათა ირგვლივ ოთ კვადრატში წარმოდგენილი არის ფიგურები, რომელნიც წლის სხვადახვა დროს განასახიერებდნენ: ფრთოსანი ჭაბუკი, რომელსაც ცალ ხელში ხილით სავსე კალათი უკავია, ხოლო მეორეში - ფიალა, განასახიერებდა შემოდგომას; ქალი, რომელსაც ხელში თასი უკავია, - ზამთარს; კიდევ ერთი ფრთოსანი ჭაბუკი ხორბლის თავთავებით ზაფხულის ალეგორიას წარმოადგენდა, ხოლო მეორე, რომელსაც მცენარის ღეროები და თავთავები უკავია - გაზაფხულს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2023, 01:53 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნივ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.

გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან.

გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს.

ბიზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ.

ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში. ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკასთან შერწმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი