IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

58 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
მხევალი ნინო
პოსტი Jan 3 2007, 02:05 PM
პოსტი #61


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



საოცარია, რა რატომ აიჩემეთ ეს ბიზანტიური საგალობელი? რაღაც შემოგდებული თემა მგონია, და რაც მთავარია ქართველებმა ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ავიტაცეთ. ქართული გალობის მერე როგორ შეიძლება ბიზანტიური მოგეწენოს, ან როგორ შეიძლება ქართულ გალობას აკადრო არაკანონიკური, შესაბამისად მიიჩნიო, რომ ყველა დიდი ქართველი წმინდანი და მათ შორის დემეტრე მეფე არაკანონიკურს უსმენდა... არ ვიცი სულ,რომ არ იყოს საგალობელი კელსიაში მაშინ რა მოხდება? თუ მარტო ბიზანტიურის მოსმენის შემთხვევაში გაცხოვნებს ღმერთი? სასწაულია თქვენი პოზიცია და არ დავმალავ ჩემთვის საშინლად გამაღიზიანებელი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 3 2007, 04:55 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2007, 03:05 PM) *

საოცარია, რა რატომ აიჩემეთ ეს ბიზანტიური საგალობელი?


მოკლედ სათქმელად, მიზეზი ისაა, რომ ყურზე დიდმა სპილომ დააბიჯა მაგათ biggrin.gif

გრძლად კი: მიზეზი ისაა, რომ ამათ არ ესმით ქრისტიანობის როლი ცხოვრებაში. არ ესმით, რომ ქრისტიანობამ ახალი კულტურა კი არ შექმნა, პრინციპულად განსხვავებული, არამედ მოახდინა ე.წ. ფერისცვალება უკვე არსებულის, ანუ მუსიკა, ფერწერა ხელოვნება, ქრისტიანობამდეც არსებობდა, ეს ერთგვარად მოსამზადებელი პერიოდი იყო და როდესაც ქრისტე მოვიდა, მისმა სწავლებამ შეითვისა ადგილობრივი კულტურა. ამიტომ ის რაც იყო ბიზანტიაში, გახდა ბიზანტიური და უკვე ფერისცვალება განცდილი გაქრისტიანებული კულტურა და ის რაც იყო საქართველოში ასევე "გაქრისტიანდა". ანუ ის მრავალხმიანი სიმღერის კულტურა რაც ალბათ იყო ჩვენთან ადრეც, ქრისტიანულმა ეკლესიამ შეითვისა საკუთარი ჰიმნოგრაფიის გასამდიდრებლად. მათ კი მიაჩნიათ, რომ მთელი ვიტამინები სწორედ ბიზანტიურ გალობაშია, არადა ის არც ბიზანტიურში და არც ქართულშია. ქრისტიანობის არსი სხვაა. ძნელია გაუნათლებელ ხალხთან საუბარი და კიდევ უფრო ძნელია საუბარი მათთან, ვისაც ცხოვრებაში ერთი წიგნი წაუკითხავს მარტო, ასეთი ადამიანი საშიშიც ხდება ხშირად.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 3 2007, 06:27 PM
პოსტი #63


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
არ ვიცი ეს თემიდან გადახვევაა თუ არა მაგრამ იცი რაზე მწყდება გული? დარწმუნებული ვარ არც რუსები და არც სხვა ერი ისე არ გადაირევა ამ ე.წ. ბიზანტიურ გალობაზე როგორც ეს ქართველებს დაემართათ. ტყუილად არ ვთქვი, ეს ჩვენი ხასიათია ტქო. ბევრ რამეში გამოიხატება ეს ჩვენი ხასიათი. თუნდაც ნახეთ აღმოსავლური ორთაბრძოლები, როგორ შემოინახეს კარატე თუ ა.შ. რამხელა რეკლამას უკეთებენ, ხან ფრინავენ სამურაები ხან ხეებზე ხტებიან მაიმუნებივით, ეს არის იმის დაფასება, რაც გაქვს, იმხელაა რეკლამა, რომ ხალხას ვეღარც კი გადაარწმუნებ, რომ სამურაი არ დაფრინავს. ჩვენ კი ჩვენი ორთაბრძოლები დავკარგეთ, იმიტომ, რომ დაფასება არ ვიცით იმის, რაც გვაქვს. ხრიდოლი ეს საბრძოლო ხელოვნება, როგორც ვიცი ხელების გარეშე ორთაბროძოლაა და ის დაკარგულია, მხოლოდ რაღაც ნაგლეჯებია შემორჩენილი და ბევრი სხვაა ასე დაკარგული. ასევე ვიცი ისტორიული ფაქტი, როცა ქართველმა მეფემ ერეკლე II კოხტა ბელადს დაღესტნელ ბელადს ხმალი მოუქნია, ხამლის მოქნევის მერეც ბელადი გაუნძრევლად იჯდა ცხენზე და მხოლოდ მას მერე რაც ცხენი შეინძრა ყველამ დაინახა, რომ მეფე ერეკლეს ის შუაში გადაუჭრია ხმლით აი ასეთი ორთაბრძოლები იცოდნენ ქართველებმა, მაგრამ დაკარგეს იმიტომ, რომ არ იციან იმის დაფასება, რაც აქვთ, ვშიშობ ჩვენი გალობაც არ დავკარგოთ გაურკვეველი წარმოშობის უნიჭო გალობის გამო, თორემ ბიზანტილებეი, რომ ტავიანთ გალობას არ დაკარგავენ ეგ ზუსტად ვიცი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 3 2007, 07:01 PM
პოსტი #64


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მხევალი ნინო
ციტატა
დარწმუნებული ვარ არც რუსები და არც სხვა ერი ისე არ გადაირევა ამ ე.წ. ბიზანტიურ გალობაზე როგორც ეს ქართველებს დაემართათ.


არა, ვერ დაგეთანხმები. მაგათთან უფრო ფესვგადგმულები არიან. მე შენახვედრი ვარ.
უნდა გენახა უკრაინელებმა კიევის პეჩორის ლავრიდან, რა დღე აყარეს რუს რეგენტს, რომელიც ამ ე.წ. ბიზანტიური გალობის იქაური მიმდევარი იყო.
ნუ, ჯერ იმან დაიწყო ბიზანტიის აღმატებულობაზე საუბარი (აქაც გვყავს ასეთი "anuska") და ამათმა ეგრევე მიუჭოჭეს. საინტერესოა ისიც, რომ იქვე იდგნენ ათონელი ბერძენი ბერები და ხმა არ ამოუღიათ. ალმაცერი ღიმილით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე კამათს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 4 2007, 10:18 AM
პოსტი #65


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(ვეშაპო @ Jan 3 2007, 07:01 PM) *

. საინტერესოა ისიც, რომ იქვე იდგნენ ათონელი ბერძენი ბერები და ხმა არ ამოუღიათ. ალმაცერი ღიმილით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე კამათს.


ბერძენი ბერებისგან გასაკვირი არაფერია. მას შემდეგ რაც ჯვრის მონასტერს აკადრეს... გასაოცარი რა უნდა იყოს. თანაც ბიზანტიური საგალობელი მათთვის ასე ვთქვათ მშობლიურია, ამიტომ რა თქმა უნდა ბედნიერები იქნებიან თუ ეს გალობა მსოფლიოს მოედება. მართალი გითხრა მე მათი პოზიცია არ მესმის. იგივე, რომ ხდებოდეს ქართულ გალობაზე, ვგულისხმობ სხვისთვის მის შეჩეჩებას, უპირატესობის მომიზეზებით. ამას ვერ ვაკადრებდი პირველ რიგში ვერც ქართულ გალობას და ვერც სხვა ერს. რა საჭიროა გალობამ ეკლესიაში განხეთქილება შემოიტანოს, გალობა ხომ იგივე ლოცვაა ოღონდ სიმღერით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 5 2007, 11:44 PM
პოსტი #66


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ბიზანტიური გალობის მომხრეებო წაიკითხეთ მამა დავითის პასუხი ვინც კიდევ იბრძვით ამ გალობის დასამკვიდრებლად საქართველოში იხ. აქ


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 10 2007, 11:33 AM
პოსტი #67


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ძალიან სუსტები ვართ, ერთი პატარა პროვოცირება და ვინ საით გარბის და ვისი მომხრეა ვეღარ გაიგებ. სამხმოვან გალობას თუ ასეთი დაპირისპირების შემოტყანა შეუძლია, წარმომიდგენია სხვა საკითხი რას იზავს... ძალიან სუსტები ვართ და სასაცილოებიც. თურმე სამხმოვანი გალობა უფალს არ უნდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif , ნეტავ რატომ ჰა????????? biggrin.gif ჩვენ ისეთი მაღალმორწმუნე ერი ვართ, თუ გალობა არ სიამოვნებს უფალს სამხმიანი ალბათ მალე სამხმიან სიმღერასაც შევწყვეტთ, რომ უფალს ვასიამოვნოთ. ძალიან სუსტები და ადვილად ასაგდები ვართ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიური ცხოვრება მობრუნდა სქართველოში, ამიტომ ყველაფერი გადმოცემის დონეზე და წიგნიდან ვიცით, ვიდრე უწყვეტი კავშირით და გამოცდილებით. სხვა მიზეზი, რომ ყოფილიყო მაშინ ეს თემაც არ იქნებოდა სადავო, იმიტომ, რომ საუკუნეების უკან ქართველები შეწყვიტავდნენ მრავალხმიან გალობას და აქამდე ერთხმიანი გალობით მოვიდოდით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 12 2007, 04:19 AM
პოსტი #68


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 10 2007, 07:33 AM) *

ძალიან სუსტები ვართ, ერთი პატარა პროვოცირება და ვინ საით გარბის და ვისი მომხრეა ვეღარ გაიგებ. სამხმოვან გალობას თუ ასეთი დაპირისპირების შემოტყანა შეუძლია, წარმომიდგენია სხვა საკითხი რას იზავს


სხვა საკითხზეც არის მათგან დაპირისპირება.

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 10 2007, 07:33 AM) *

... ძალიან სუსტები ვართ და სასაცილოებიც. თურმე სამხმოვანი გალობა უფალს არ უნდა


ანუშკას ნაირებს არ უნდათ smile.gif უფალს უნდა და შეიწირავს კიდევაც smile.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 10 2007, 07:33 AM) *

სხვა მიზეზი, რომ ყოფილიყო მაშინ ეს თემაც არ იქნებოდა სადავო, იმიტომ, რომ საუკუნეების უკან ქართველები შეწყვიტავდნენ მრავალხმიან გალობას და აქამდე ერთხმიანი გალობით მოვიდოდით.


უფლის ნება წმ. სინოდის განჩინებაში გამოვლინდა, როცა აიკრძალა ქართულ-ბიზანტიური გალობა და ნებადართულია ქართული სამხმიანი გალობა.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana_mari
პოსტი Jan 24 2007, 03:03 PM
პოსტი #69


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 906



"შენ ხარ ვენახი"-ს ტექსტი ნამდვილად ეკუთვნის დემეტრე მეფეს რაც შეეხება მუსიკას იგი ზაქარია ფალიაშვილისაა,რომელსაც მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ როგორც ქართველ კომპოზიტორს,მაგრამ ფალიაშვილის მუსიკა ოპერაში და არა ტაძრებში.
ისე მართლმადიდებლები უფრო ზრდილობიანები უნდა ვიყოთ,ამ საიტს არამართლმადიდებლებიც კითხულობენ და წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილებები შეექმნებათ ჩვენზე.
სხვათა შორის უძველესი ქართული სიმღერები ერთხმიანებიცაა. მაგ.:"ოროველა","ურმული",მეგრული სიმღერები,ლაზური სიმღერები,ფშავ-ხევსურული და თუშური სიმღერები.
ქართულ სუფრებზე სრულდება როგორც ერთხმიანი ისე სამხმიანი სიმღერები,მაგრამ სუფრის წევრებს შორის ლანძღვა, ჩხუბი და კამათი გინახავთ სადმე?არა სამხმიანი ჯობიაო,ან მოღალატე უწოდებიათ ვინმესთვის თუ ერთხმიანს იმღერებს?
მართლმადიდებელ ეკლესიებში ყველაფერს თავის კანონიკა აქვს,როგორც ხატწერას აქვს თავის კანონიკა,ასევე გალობებსაც.უდიდესი წმინდანი სირიელი იოანე დამასკელი სხვა არაბერძენ წმინდა მამებთან ერთად სწორედ ღვთისმშობლის კურთხევით გახდა კანონიკური გალობის შემქმნელი,საუკუნეები გადის და ეს საგალობლები არ იცვლება და ამას გალობენ თითქმის ყველა ქვეყნის მართლმადიდებლურ ტაძრებში[ზოგიერთების გარდა] და ჩვენ გამონაკლისები რატო უნდა ვიყოთ.ვისაც გვინდა ეს საგალობლები [თუნდაც ქართულ ტექსტზე შესადაგებული] ვიგალობებთ ტქვენ ხელს რა გიშლით?რისი გეშინიათ?სახარებაში წერია რომ იესო ქრისტემ და მოციქულებმა იგალობეს და განვიდეს.ბუნებრივია იგალობეს ის რასაც გალობდნენ სინაგოგებში[ადრეც და ახლაც სინაგოგებში ერთხმიანები იგალობება] ამავე დროს პავლე მოციქული გვეუბნება:მომბაძეთ მე ვითარცა ქრისტეს,თუ მოციქულები და იესო ქრისტე ერთხმიანს გალობდნენ რის საფუძველზე ეწინააღმდეგებით მოციქულის სიტყვას და სახარებისეულ სწავლებას.
თქვენ მიერ წარმოდგენილ სინოდისეულ დადგენილებას სინოდი მთელ მსოფლიოში მალავს და უარყოფს,რომ ერთხმიანი გალობები აკრძალულია.რატომ მალავენ?რისი ეშინიათ?ათონის მთაზე ჩასული ჩვენი მღვდელმთავრები უარყოფენ ამ გალობის აკრძალვის ფაქტს.რატომ?
ყველაფერი გაავცელეს რუის-ურბნისის კრების დადგენილებიდან გარდა ამ გალობების აკრძალვისა.რატომ?
რაც შეეხება სინოდის დადგენილებების უპირობოდ შესრულებას უამრავი შემთხვევები ყოფილა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში,როდესაც მსოფლიო კრებებისათვის ცრუ ეწოდებინათ,რადგან ეწინააღმდეგებოდნენ სახარებისეულ სწავლებას და საეკლესიო კანონებს.ასე მაგ. მე-4 ეფესოს ცრუ კრებას ავაზაკტა კრებას უწოდებენ.ამ კრებაზე ცემით მოკლეს მართლმადიდებლობის უდიდესი დამცველი კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფლაბიანე,შემდგომში წმინდანად შერაცხული.

კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა სინოდის კრებამ გადააყენა,ეკლესიიდან გააძავა და გადაასახლა წმ.იოანე ოქროპირი .მე7 ცრუ მსოფლიო კრებამ ეკლესიიდან განკვეთა და შეაჩვენა წმ.იოანე დამასკელი და გერმანე კონსტანტინოპოლის პატრიარქი.
რაც შეეხება საქ.სინოდს მე-19 საუკუნის 20იან წლებში საქ.სინოდი ახალ სტილზე გადავიდა,მაგრამ მრევლმა არ მიიღო და ამიტომ დღესაც ძველ სტილზე დარჩა.60-იან წლებში საქ.სინოდი ეკუმენიზმში შევიდა,1997 წელს კი გამოვიდა.
ამ გალობების აკრძალვაც ამ მწკივში ხო არ შედის?სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ უმჯობესია,რადგან მართლმადიდებლები ვართ და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.იმედია არ წამიშლით ჩემ პოსტს თუ ჭეშმარიტების არ გეშინიათ და საეჭვო სამსახურებს არ ემორჩილებით.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 24 2007, 03:52 PM
პოსტი #70


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ana_mari
ციტატა
"შენ ხარ ვენახი"-ს ტექსტი ნამდვილად ეკუთვნის დემეტრე მეფეს რაც შეეხება მუსიკას იგი ზაქარია ფალიაშვილისაა,რომელსაც მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ როგორც ქართველ კომპოზიტორს,მაგრამ ფალიაშვილის მუსიკა ოპერაში და არა ტაძრებში.

ოოო "ბიზონი" anuska დაბრუნდაა.ჯერ იქნებ შეგესწავლა ეგ საკითხი კარგად.
საიდან მოიტანე, რომ "შენ ხარ ვენახი" ფალიაშვილის დაწერილია?
ფალიაშვილმა კარბელაანთ კილოს "შენ ხარ ვენახი" გადააკეთა. ისიც მხოლოდ II ხმა და ბანი და ისიც უმნიშვნელოდ.
გარდა მაგისა, შენ ხარ ვენახის იმერული (გელათის მონასტრის სკოლის) ვარიანტებიც არსებობს და გურულიც (შემოქმედის მონასტრის სკოლის), როგორც სადა და მარტივი, ასევე რთული და გამშვენებული.
ჯერ წაიკითხე, მოუსმინე, დაფიქრდი და მერე დაწერე თუ შეიძლებოდეს.


ციტატა
ამ გალობების აკრძალვაც ამ მწკივში ხო არ შედის?სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ უმჯობესია,რადგან მართლმადიდებლები ვართ და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ეგ "გალობა" წმიდა სინოდმა და პატრიარქმა აკრძალა. მე არა მგონია შენ უფრო თავაწეული უყურებდე სიმართლეს თვალებში, ვიდრე სინოდი და პატრიარქი.
ციტატა
იმედია არ წამიშლით ჩემ პოსტს თუ ჭეშმარიტების არ გეშინიათ და საეჭვო სამსახურებს არ ემორჩილებით.

შენი პოსტის წაშლას ჯერ არავინ აპირებს, მაგრამ შუაში რაც გიწერია, რა შუაშია ამ თემასთან ვერ გავიგე.
იმედია ისევ სულელურ შედარებებს არ მოიყვან.
P.S.
ციტატა
ამავე დროს პავლე მოციქული გვეუბნება:მომბაძეთ მე ვითარცა ქრისტეს,თუ მოციქულები და იესო ქრისტე ერთხმიანს გალობდნენ რის საფუძველზე ეწინააღმდეგებით მოციქულის სიტყვას და სახარებისეულ სწავლებას.

შენ თუ პეტრე მოციქულის მიბაძვა გინდა, კვართში და "შლოპანცებში" იარე. რატომ მაგაში არ ბაძავ?
კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, შედარებები სწორად მოიყვანე.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2007, 04:37 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ana_mari @ Jan 24 2007, 04:03 PM) *



იიიიი, ტაშიიიიიიიიიიიი...მოიდა ზურაბააა laugh.gif
პ.ს.
მიბრძანდით ყელ-ყურის ექიმთან სანამ დროა ,ისე რა ტკბილი ცხოველია სპილო ხანდახან biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tekla1
პოსტი Jan 24 2007, 06:24 PM
პოსტი #72


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-November 06
წევრი № 500




ana_mari
ციტატა
ისე მართლმადიდებლები უფრო ზრდილობიანები უნდა ვიყოთ,ამ საიტს არამართლმადიდებლებიც კითხულობენ და წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილებები შეექმნებათ ჩვენზე.


მართალი ხარ, მაგრამ მგლის თვაზე სახარებას კითხულობდნენო ხომ გაგიგია?!


.....................

ana_mari
ციტატა
"შენ ხარ ვენახი"-ს ტექსტი ნამდვილად ეკუთვნის დემეტრე მეფეს რაც შეეხება მუსიკას იგი ზაქარია ფალიაშვილისაა


ისე, ასეთი რამე ჯერ უნდა გაარკვიო და მერე დაწერო
ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს საგალობელი სულმნათი მეფისაა და შენ კი ფალიაშვილიო sad.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2007, 06:39 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



თეკლა,

მან სამხმოვანი გალობის მიმართ პატივისცემა საეჭვო სამსახურის ფორმად შეგიფასათ... ეგეთ იდიოტობებს ვერ ვიტან პირადად მე, თუ თქვენ იტანთ ეს თქვენი საქმეა.

აქ ჩემი ეგეთი სიტყვა ორჯერ გაჟღერდა და ორივეჯერ ბიზანტოიდების მიმართ, მათ მიმართ ვინც არანაირ პატივს არ სცემენ არც ჩვენ კულტურას და არც იდენტურობას და ყველაფრის ვიტამინი ის ყროყინი გონიათ, ასე, რომ დაწყნარდით და სახარება აჯობებს მგლის თავზე აღარ წაიკითხოთ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 24 2007, 06:55 PM
პოსტი #74


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ana_mari @ Jan 24 2007, 03:03 PM) *

"
ქართულ სუფრებზე სრულდება როგორც ერთხმიანი ისე სამხმიანი სიმღერები,მაგრამ სუფრის წევრებს შორის ლანძღვა, ჩხუბი და კამათი გინახავთ სადმე?არა სამხმიანი ჯობიაო,ან მოღალატე უწოდებიათ ვინმესთვის თუ ერთხმიანს იმღერებს?




ანუშკა, თქვენ ძალიან მაგრად გერევათ სიტყვების: ქართული და არაქართულის მნიშვნელობა.

და როგორც მოგიხერხდათ ისე ეთამაშებით სიტყვებს.

ქართულ სუფრაზე ერთ ხმაში რომ სამ ხმიანს იმღერებენ, მაგას ქვია უსმენობა, ან სიმღერის არ ცოდნა.

სუფრაზე ლანძღვა გინება და ჩხუბი ძალიან ბევრი მინახავს, თქვენ უხცო პლანეტიდან ხართ?

და "თუ ძმა ხარო" გააჩუმებენ ხოლმე იმას, ვინც მართლა ქართულ სუფრაზე ქართული მრავალოს ვერდით "შინამანეკენას" უბერავს.

ხომ გასაგებად ვხსნი?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 24 2007, 06:58 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ana_mari

ქალბატონო anuska ნიკებს რატომ იცვლით? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 24 2007, 07:54 PM
პოსტი #76


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თუ მოსწონს ანუშკას ბიზანტიური საგალობლები, დაჯდეს და უსმინოს. მართალი გითხრათ ყველაფერი არ წამიკითხია, რაც აქ დაიწერა, მაგრამ თავიდან ვკითხულობდი ამ თემას. ამიტომ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად რაიმესთვის ზეაღმატებულის და მაცხოვნებელი ძალის მინიჭება მაღიზიანებს. თუ ამას ვაკეთებთ ანუ არც არაფერი გაგვიგია რელიგიაში და ფუჭია ყველაფერი. თუ მოსმენის (სასიამოვნო მოსასმენი) მხრივ აღმატებულად მიიჩნევს ვიდრე ქართულს... თუ არ გეწყინება ანუშკა ცოტას გაგეხუმრები smile.gif ეს შენი პრობლემააsmile.gif გინდა და უსმინე, ოღონდ სიტყვააღმატებული არ იხმარო . საშინელებაა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana_mari
პოსტი Jan 25 2007, 03:04 PM
პოსტი #77


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 906



რას ქვია გადააკეთა?უმნიშვნელოა თუ არა მაინც გადაკეთებულია,ჰოდა ასეთი გადაკეთებულ-გადმოკეთებული გალობები რომ არ ყოფილიყო ტაძრებში და მონასტრებში ამიტომ ღვთისმშობლის კურთხევით იოანე დამასკელმა შემქმნა გალობები,რომელსაც გალობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მრავალ უდიდეს ტაძრებში და იგალობება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.შეიძლება ბევრს ეს გალობა არ მოსწონს და მის შემქმნელსაც წმინდანად არ თვლიან [ეს მათი საუბრიდან ჩანს] მაგრამ ეს გალობები ჭეშმარიტად კანონიკურია და მათ რაც არ უნდა ეძახოთ "ყროყინია" და სხვ. შეურაცმყოფელი სიტყვები მაინც კანონიკურია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერაფერს დააკლებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 25 2007, 03:10 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ana_mari @ Jan 25 2007, 04:04 PM) *

რას ქვია გადააკეთა?უმნიშვნელოა თუ არა მაინც გადაკეთებულია,ჰოდა ასეთი გადაკეთებულ-გადმოკეთებული გალობები რომ არ ყოფილიყო ტაძრებში და მონასტრებში ამიტომ ღვთისმშობლის კურთხევით იოანე დამასკელმა შემქმნა გალობები,რომელსაც გალობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მრავალ უდიდეს ტაძრებში და იგალობება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.შეიძლება ბევრს ეს გალობა არ მოსწონს და მის შემქმნელსაც წმინდანად არ თვლიან [ეს მათი საუბრიდან ჩანს] მაგრამ ეს გალობები ჭეშმარიტად კანონიკურია და მათ რაც არ უნდა ეძახოთ "ყროყინია" და სხვ. შეურაცმყოფელი სიტყვები მაინც კანონიკურია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერაფერს დააკლებენ.


ექიმთან სასწრაფოთ: ყელ-ყუუურიიიიის biggrin.gif

პ.ს.
არ დაიწყოთ ახლა წერა, თუ როგორი ცოდვილი ბრძანდებით biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 25 2007, 03:28 PM
პოსტი #79


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ana_mari
ციტატა
რას ქვია გადააკეთა?უმნიშვნელოა თუ არა მაინც გადაკეთებულია,ჰოდა ასეთი გადაკეთებულ-გადმოკეთებული გალობები რომ არ ყოფილიყო ტაძრებში და მონასტრებში ამიტომ ღვთისმშობლის კურთხევით იოანე დამასკელმა შემქმნა გალობები,რომელსაც გალობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მრავალ უდიდეს ტაძრებში და იგალობება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

მაშინ ნუ გადააკეთებთ იოანე დამასკელის გალობას და იმ ენაზე იმღერეთ, რომელზეც დაწერა რა.
და იმ ბერძნებსაც უთხარი გადაკეთებულს ნუ გალობენ.
აგერ sotiris-მაც გამომიგზავნა ბერძნული "ღირს არსი" ორივე V ხმისაა და სხვადასხვანაირად გალობენ ორივეს.
მიბრძანდი და იმ ბერძნებს უთხარი ერთნაირად იგალობონ ორივე.
დადგნენ და ერთნაირად იგალობონ ორივე V ხმის "ღირს არსი".
დამასკელს ორივე ნაღდად არ დაუწერია.
ასეთ სისულელეს დაწერ იცოდე და იმ ერთკვირიან ბანაობას გაგახსენებ.
ეს ამბავი ჭიათურაშიც გადაეცი იმ ვითომ "მონაზვნებს" თუ შეიძლება.

anuska!
ეს ana_mari რომ დაგითრევია კიდევ ახალი ნიკი, ეგ არაფერს შეცვლის, მაინც ისევ ის anuska ხარ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 25 2007, 03:42 PM
პოსტი #80


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ბაბო, ახლა მაინც გეიგეეეეე, თუ კიდე ვერა? biggrin.gif
პ.ს.
პირიქით ასინათა, პირიქით biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

58 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი