IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ოხ ეს პლასტიკური ბარათები
leoni1
პოსტი Oct 19 2006, 01:59 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



sad.gif biggrin.gif რა ვქნათ??? ვიტიროთ თუ ვიცინოთ საქართველოში ახლდა დანერგილი და უკვე კარგად ფეხმოკიდებული პლასტიკური ბარათების არსებობის გამო? თითქოსდა ფულის მოძრაობის თუ გამოყენების სახე საკმაოდ მისაღების და მოსახერხებელია ადამიანებისთვის, მაგრამ ნეტავ არავინ დაფიქრდება მსოფლიოს იმ საფრთხეზე რასაც პლასტიკური ბარათების ასეთი მომრავლება განაპირობებს? მაინტერესებს რას გვიქადაგებს მართმადიდებლური ეკლესია და თუ მართლა დიდი საფრთხე გველის ამ ახალი ტექნოლოგიისაგან რა ღონისძიებების გატარებას აპირებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Oct 19 2006, 05:15 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



მე პირადად ბევრი პლასტიკური ბარათი მაქვს გამოცვლილი და ბევრსაც გამოვიცვლი კიდევ, პრობლემა ბარათში არ არის პრობლემა თავისუფლების შეზღუდვაშია, ამ ბარათებს ჯერ ეგ არ შეუძლიათ... თუმცა მალე პირადი საქმებიც ბარათებზე გადავა, მერე ბარათების მაგივრად მიკროსქემების დანერგვა წავა... მაგას ერთი 50 წელი კიდევ დასჭირდება, ჰოდა 50 წლის შემდეგ დავიწყოთ მსჯელობაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Oct 19 2006, 07:19 PM
პოსტი #3


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



sanam plastikur barats avigebdi mamaosac vkitxe da neba damrto....vpiqrob,jer sabrtxe ar gvemuqreba,torem chveni sapatriarqo da mamebi aucileblad miigebdnen ragac zomebs....


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leoni1
პოსტი Oct 19 2006, 07:19 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



50 წელი ბევრი ხომ არ გგონიათ? ეს ისეთი გლობალური თემაა მთელი სიცოცხლე ღირს მასზე ფიქრი და გამოსავლის ძიება. დრო მოვა და ისევე მოგვთხოვენ ჩიპების შეყვანას ხელის მარჯვენა თითში ან შუბლის მარჯვენა ნაწილში, როგორც ეს პლასტიკური ბარათების აღებისას მოხდა. მე პირადად ძალიან არ მინდოდა ამეღო პლასტიკური ბარათი მაგრამ სხვა გზა არ იყო. მინისტრის ბრძანებას უნდა დავმორჩილებოდი ან სამსახური დამეტოვებინა. პლასტიკური ბარათების დანერგვის შეჩერება და ამოღება იმიტომაა საჭირო, რომ ზუსტად პლასტიკური ბარათების შეცვლას მოგვთხოვენ ჩიპებით და მაშინ კი მრავალი მიიღებს ამ ნიშანს და ნიშანი რაც არის უკვე კარგად მოგეხსენებათ ალბათ? სხვა ალტერნატივა არ იქნება ფულის მიმოქცევის. ახალი აღთქმა გადმოგვცემს, რომ მდიდრებსაც და ღარიბებსაც აიძულებს მიიღონ ეს ნიშანი და აკი დაწყებულია უკვე პენსიონერებისათვის და უმწეო ოჯახებისათვის პლასტიკური ბარათების გაცემა მათი პენსიისა თუ შემწეობების ასაღებად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 19 2006, 07:29 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ამ საკითხზე საინტერესოა მამა პაისი მთაწმინდელის მოსაზრება, რომელიც ადრე უკვე განვათავსე ფორუმზე.
http://church.ge/index.php?showtopic=69


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leoni1
პოსტი Oct 19 2006, 07:29 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



ციტატა(maeasi @ Oct 19 2006, 08:19 PM) *

sanam plastikur barats avigebdi mamaosac vkitxe da neba damrto....vpiqrob,jer sabrtxe ar gvemuqreba,torem chveni sapatriarqo da mamebi aucileblad miigebdnen ragac zomebs....


თქვენ კი ამას გეტყვით, რომ როგორც იესო ქრისტეს მოსვლის დღეებში იცოდნენ მღვდელმთავრებმა იესოს დაბადებისა და მომავალი მოღვაწეობის ამბავი, მაგრამ არც კი იქადაგეს ხალხში ამის შესახებ, პირიქით დევნა დაუწყეს იესოს და აწამეს კიდეც, ასევე დღევანდელი სამღვდელოებაც ჩემის აზრით დუმს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღსრულდეს მათზე დაწერილი წინასწარმეტყველება, რომ მათ ხელთ უპყრიათ ცათა სასუფევლის გასაღები, მაგრამ არც თვითონ შედიან და არც სხვას უშვებენ იქ. სხვას რას უნდა მივაწეროთ აბა მართმადიდებლური ეკლესიის დუმილი სატანის ასე გაძლიერებისა და ხალხში შემოჭრაზე. პლასტიკური ბარათების ასეთი მომრავლება ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორც საქართველოა უკვე მიუნიშნებს იმას, რომ ჩიპების შეყვანა უკვე დაწყებულია უკვე განვითარეულ და კაპიტალისტურ ქვეყნებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 19 2006, 08:37 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(leoni1 @ Oct 19 2006, 08:29 PM) *

თქვენ კი ამას გეტყვით, რომ როგორც იესო ქრისტეს მოსვლის დღეებში იცოდნენ მღვდელმთავრებმა იესოს დაბადებისა და მომავალი მოღვაწეობის ამბავი, მაგრამ არც კი იქადაგეს ხალხში ამის შესახებ, პირიქით დევნა დაუწყეს იესოს და აწამეს კიდეც, ასევე დღევანდელი სამღვდელოებაც ჩემის აზრით დუმს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღსრულდეს მათზე დაწერილი წინასწარმეტყველება, რომ მათ ხელთ უპყრიათ ცათა სასუფევლის გასაღები, მაგრამ არც თვითონ შედიან და არც სხვას უშვებენ იქ. სხვას რას უნდა მივაწეროთ აბა მართმადიდებლური ეკლესიის დუმილი სატანის ასე გაძლიერებისა და ხალხში შემოჭრაზე. პლასტიკური ბარათების ასეთი მომრავლება ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორც საქართველოა უკვე მიუნიშნებს იმას, რომ ჩიპების შეყვანა უკვე დაწყებულია უკვე განვითარეულ და კაპიტალისტურ ქვეყნებში.



ძალიან მცდარი წარმოდგენა გქონია, ჩემო კარგო. სრულიად შეუფერებელი შედარება გააკეთე. არავინ არ დუმს და არც დადუმდება როცა საქმე რეალურად შეეხება სატანის ნიშანს ხელსა და შუბლზე. ისე ეკლესია ვერაფერს გვიშველის, თუ ჩვენც არ ვიღვაწეთ. ჩვენს გასაკეთებელს სხვას ნუ მოვთხოვთ.
ფორუმელებმა ერთხელ იმსჯელეს ამ საკითხზე. შეგიძლია გაეცნო.
http://church.ge/index.php?showtopic=211


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 19 2006, 11:39 PM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



leoni1

რატომ მაინცდამაინც 50 წელი? დედამიწაზე ცოდვების გამრავლებას ამ ყველაფრის დაჩქარება მოყვება,და თუ ვილოცებთ პირიქით...და პლასტიკური ბარათები არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ეს არაა "აპოკალიფსის ბეჭედი"


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 20 2006, 11:16 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



დროისა და ვადების შესახებ, როგორც უფალი გვასწავლის, ადამიანმა არაფერი იცის. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენთვის ყოველი დღე, საათი, წუთი უნდა იყოს, როგორც უკანასკნელი.
აი მოძღვრის პასუხი პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით.
http://orthodoxy.wanex.net/pasukhebi/8.htm


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 20 2006, 11:36 AM
პოსტი #10


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(leoni1 @ Oct 19 2006, 03:29 PM) *

თქვენ კი ამას გეტყვით, რომ როგორც იესო ქრისტეს მოსვლის დღეებში იცოდნენ მღვდელმთავრებმა იესოს დაბადებისა და მომავალი მოღვაწეობის ამბავი, მაგრამ არც კი იქადაგეს ხალხში ამის შესახებ, პირიქით დევნა დაუწყეს იესოს და აწამეს კიდეც, ასევე დღევანდელი სამღვდელოებაც ჩემის აზრით დუმს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღსრულდეს მათზე დაწერილი წინასწარმეტყველება, რომ მათ ხელთ უპყრიათ ცათა სასუფევლის გასაღები, მაგრამ არც თვითონ შედიან და არც სხვას უშვებენ იქ. სხვას რას უნდა მივაწეროთ აბა მართმადიდებლური ეკლესიის დუმილი სატანის ასე გაძლიერებისა და ხალხში შემოჭრაზე. პლასტიკური ბარათების ასეთი მომრავლება ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორც საქართველოა უკვე მიუნიშნებს იმას, რომ ჩიპების შეყვანა უკვე დაწყებულია უკვე განვითარეულ და კაპიტალისტურ ქვეყნებში.


რომელი მართლმადიდებელი ეკლესია დუმს ამ საკითხთან დაკავშირებით? რაც შეეხება ჩიპების შეყვანას ჯერ-ჯერობით არავის აძალებენ, ეს ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leoni1
პოსტი Oct 20 2006, 11:37 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



ციტატა(Solomonia @ Oct 19 2006, 09:37 PM) *

ძალიან მცდარი წარმოდგენა გქონია, ჩემო კარგო. სრულიად შეუფერებელი შედარება გააკეთე. არავინ არ დუმს და არც დადუმდება როცა საქმე რეალურად შეეხება სატანის ნიშანს ხელსა და შუბლზე. ისე ეკლესია ვერაფერს გვიშველის, თუ ჩვენც არ ვიღვაწეთ. ჩვენს გასაკეთებელს სხვას ნუ მოვთხოვთ.
ფორუმელებმა ერთხელ იმსჯელეს ამ საკითხზე. შეგიძლია გაეცნო.
http://church.ge/index.php?showtopic=211


მე დუმილს იმას ვუძახი, რომ არასერიოზული დამოკიდებულება აქვს სამღვდელოებას პლასტიკური ბარათების გავრცელებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ეს საშიში არ არის და მისი აღების არ უნდა გვეშინოდეს, როცა უკვე ამ პალსტიკური ბარათების მომდევნო ნაბიჯია ჩიპების გავრცელება და თუ პლასტიკური ბარათების გამოყენების აკრძალვა არ მოხდა და არ მოიძებნა სხვა საშუალება ფულის სამოძრაოდ, როცა უკვე ჩიპების შეყვანა მოხდება მაშინ, ხომ უფრო გაძნელდება ფულის გამოყენების ალტერნატიული გზის მოძებნა. რას შესთავაზებს სამღვდელოება იმ დროისთვის ქრისტიანებს ჩიპების შეყვანისაგან თავის ასაცილებლად. სარეველა თავში თუ არ გავანადგურეთ, რომ გაიზრდება და ფესვს მოიმაგრებს მაშინ უფრო იოლად ამოვთხრით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leoni1
პოსტი Oct 20 2006, 11:55 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



ციტატა(guja @ Oct 20 2006, 12:36 PM) *

რომელი მართლმადიდებელი ეკლესია დუმს ამ საკითხთან დაკავშირებით? რაც შეეხება ჩიპების შეყვანას ჯერ-ჯერობით არავის აძალებენ, ეს ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული...


ნამდვილად არ არის ჩიპების შეყვანა დამოკიდებული ადამიანების ნებაზე, რადგან ახალ აღთქმაში გარკვევით წერია, რომ აიძულებენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც მიიღონ ნიშანი ხელის მარჯვენა თითზე ან შუბლის ნაწილში. (ციტატა შინაარსითაა გადმოცემული).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 20 2006, 12:16 PM
პოსტი #13


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(leoni1 @ Oct 20 2006, 07:55 AM) *

ნამდვილად არ არის ჩიპების შეყვანა დამოკიდებული ადამიანების ნებაზე, რადგან ახალ აღთქმაში გარკვევით წერია, რომ აიძულებენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც მიიღონ ნიშანი ხელის მარჯვენა თითზე ან შუბლის ნაწილში. (ციტატა შინაარსითაა გადმოცემული).


რატომ ნერვიულობ და განიცდი ასე? შენ დარწმუნებული ხარ რომ ჩიპების შეყვანას მოესწრები?დამოუკიდებლად ნუ განმარტავ სახარებას! უფლის მოწყალება რატომ გავიწყდება? უფალი გაწირავს იმ ადამიანს ვისაც არ უნდა მიიღოს ანტიქრისტეს ბეჭედი?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 20 2006, 12:18 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



გირჩევ უფრო ყურადღებით წაიკითხო. უკეთესია, თუ მოძღვარსაც სთხოვ განმარტებებს.
გასაგებად წერია, რომ ადამიანებს პრობლემებს შეუქმნიან, ცხოვრება გაუსაძლისი გახდება ამ ნიშნის გარეშე. მაგრამ ადამიანის ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს აიძულებს. უფლის სიყვარულისთვის კი გაჭირვებაც უნდა დავითმინოთ, დევნაც და სიკვდილიც, თუ ამის ღირსი შევიქმნებით.
კიდევ ერთხელ შეგახსენებ მამა პაისის სიტყვებს:
"თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს".

მამა პაისი მთაწმინდელი



"და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა, რაითა იტყოდის ხატი მხეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს". (გამოცხადება 13, 15-18)
მთლიანად შეგიძლია აქ წაიკითხო http://orthodoxy.wanex.net/tserili/mtatsmi...hali_agtqma.htm

.





--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 14 2006, 07:37 PM
პოსტი #15


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



პლასტიკური ბარათები უფრო და უფრო იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. მართლაც ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ფული, საბუთი ან ჩვეულებრივი საშვი. მაგრამ მორწმუნეთა წრეში ეს მოვლენა შეშფოთებას იწვევს, და არცთუ უსაფუძვლოდ.

პლასტიკური ბარათების პრობლემურობა ძირითადად უკავშირდება მათში რიცხვის 666-ის არსებობას და ბარათის მფლობელის კონტროლირებადობას, ანუ თავისუფლების შეზღუდვას.

პლასტიკური ბარათები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: ბარათები მაგნიტური ზოლით და SMART-ბარათები. ბარ-კოდიანი ბარათები ფუნქციონალურად მაგნიტური ბარათების ანალოგს წარმოადგენენ და უკვე იშვიათად გამოიყენებიან. ხოლო უკონტაქტო ბარათები კი მიკროპროცესორულ (SMART) ბარათებს მიეკუთვნება.

666–ის პრობლემა აქტუალური იყო საბანკო მაგნიტურზოლიანი ბარათებისათვის. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დღეისათვის გავრცელებულ ბარათებში ეს რიცხვი მხოლოდ შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს (ისევე, როგორც 666-ე გვერდი წიგნში). აქტიურ (მიკროპროცესორიან ბარათებში) რაიმე რიცხვის არსებობაზე ლაპარაკი არც ყოფილა მათი ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე. თან მსგავსი ბარათების სტანდარტიზაცია ჯერ კიდევ ვერ არის სათანადო დონეზე.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლების შეზღუდვა და გლობალური კონტროლი, რომელიც ამ ბარათებით ხორციელდება. ქრისტეანებს არაფერი გვაქვს დასამალი. მაგრამ ამავე დროს ვართ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სისუსტეები გაგვაჩნია. ის, ვინც ფლობს ინფორმაციას ადამიანზე, ადვილად ზემოქმედებს მასზე. ჩვენთვის, როგორც გარკვეული სისუსტეების მქონე ადამიანებისათვის არ არის უმნიშვნელო, ვინ რა ინფორმაციას ფლობს და როგორ იყენებს მას. პლასტიკურმა ბარათების გამოყენებამ ფაქტობრივად გააუქმა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის მცნება. თითქოსდა დაცულობის საფარქვეშ ინფორმაცია თითოეულ ადამიანზე უფრო ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული ძალებისათვის. თვით ეს დაცვის ხარისხიც ძალიან პირობითია. მაგალითისათვის იხილეთ სტატია Уроки RFIDиотизма.

პლასტიკური ბარათების გამოყენებას ქრისტეანებისათვის აქვს კიდევ ერთი ასპექტი: კომფორტისმოყვარეობის დამკვიდრება ადამიანის ცნობიერებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას მამა პაისი თავის სიტყვაში, როცა ბრძანებს: "თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ (ანტიქრისტეს მეფობის – დეკ. ა.) წლებს გადავიტანთ". კომფორტულ ცხოვრებას შეჩვეული ადამიანის აზროვნება, გრძნობა, თვით სარწმუნოებრივი შეხედულებებიც კი დამძიმებული არიან მიწიერებით. იგი მუდმივად ეძებს კომპრომისს მიწიერსა და ჭეშმარიტად სულიერს შორის, იგონებს ახალ სარწმუნოებრივ შეხედულებებს, შემოაქვს განმაახლებლობა ეკლესიაში. ასეთი ადამინი ადვილად მართვადი ხდება სოფლისმპყრობელისათვის. ამიტომ უნდა ვეცადოთ უბრალო ცხოვრებას, შეძლებისდაგვარად, შემოვიფარგლოთ აუცილებლით. ანტიქრისტეს ნიშნის შეცნობა, მისი მიღებისაგან თავის დაღწევა ძალუძს მხოლოდ ასკეტური ცხოვრების მიმდევარ მართლმადიდებელს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მამა პაისის მიერ ნაწინასწამეტყველევი გადასვლა ბარათებიდან ჩიპებზე ჯერ შორსაა, თითქოს 50 წელიც კი გვაქვს. ვაი, რომ ასე არაა. ამაში დავრწმუნდებით, თუ შევალთ ვებგვერდებზე Applied Digital, VeriChip, RussGPS, Кошелёк-имплантат VeriPay. მსგავსი ინფორმაცია უხვად მოიპოვება ინტერნეტში. ადამიანების ჩიპირება კარგა ხანია დაიწყო, მართალია ჯერ მხოლოდ შეზღუდულ კატეგორიებზე და ნებაყოფლობით. სად მიდის ეს გზა ყველასთვის ცნობილია.

პლასტიკური ბარათები კი თავისთავად ჯერ კიდევ ვერ წარმოადგენენ დიდ საშიშროებას, არამედ არიან მხოლოდ შუალედური რგოლი ჩიპების იმპლანტაციამდე. არ შეიძლება ვუყუროთ მათ, როგორც ანტიქრისტეს ბეჭედს, მაგრამ არც უდარდელი დამოკიდებულებაა სწორი.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი