IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ბოლო ჟამიც მოახლოვდა
leoni1
პოსტი Oct 19 2006, 02:05 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 06
წევრი № 290



რას გვეტყვით ბოლო ჟამის დადგომასთან დაკავშირებით და რას აკეთებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოსტაცოს სატანას კლანჭებბიდან და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 27 2006, 06:27 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



შეკითხვა მალე ორი თვის იქნება და, შეიძლება უკვე არც ღირდეს პასუხის გაცემა, მაგრამ მსგავსი რამ არაერთხელ მსმენია და ამიტომ მაინც ვეცდები.

ბოლო ჟამს ორგვარი განმარტება აქვს. ფართო გაგებით ბოლო ჟამი დადგა მაცხოვრის განკაცებისა და კაცთა ხსნის შემდეგ. მაგრამ აქ დასმულ შეკითხვაში იგულისხმება თანამედროვე პერიოდი. მართლაც, ძალიან ბევრი ნიშანია აღსასრულის მოახლოებისა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი ქრისტესაგან საყოველთაო განდგომა და მორწმუნეებს შორისაც კი სარწმუნოების შესუსტება, ცხოვრებისეული იდეალების გამიწიერება და შედეგად - სიყვარულის შემცირებაა.

ეკლესიის დანიშნულება არის ადამიანის ქრისტესთან მიყვანა. ერთ-ერთი მამის თქმით თუ ეკლესიას არ შეუძლია მიიაყვანოს ადამიანი ღმერთთან, ის უკვე არ არის ეკლესია. ამ ფუნქციას ეკლესია პირველ რიგში შვიდი საეკლესიო საიდუმლოს საშუალებით აღასრულებს (ნათლობა, მირონცხება, სინანული, ზიარება და სხვა). გადარჩენა ღმრთის მადლის და ადამიანის ნების თანამოქმედებაა და ამდენად საიდუმლოს მეშვეობით მიღებული მადლის შეთვისებისათვის, ქრისტესთან შეერთებისათვის აუცილებელია პირადი ასკეზა, ანუ ადამიანის მოსაგრე ცხოვრება. აქაც ეკლესია ცდილობს მიაწოდოს მრევლს სწორი სწავლება ღვაწლზე, სათნოებებზე, აღკვეთოს მორწმუნეს მიდრეკილება ხიბლისაკენ. ვინც ეკლესიაშია, ვფიქრობ დამეთანხმება ამაში. და არის კიდევ მესამე მომენტი: ეკლესიის მიერ ჭეშმარიტების ქადაგება მსოფლიოში. ეს მეტად ძნელი საქმეა. და არა იმიტომ, რომ ეკლესიას არ ძალუძს, არამედ კაცობრიობის განდგომილებისაკენ სწრაფვის, მიწიერი კანონებით ეკლესიის შეზღუდვის გამო. დღეს საყოველთაო დოგმად ითვლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასავლური ლიბერალური სტანდარტი, რომლის არსი ასე გამოხატა ფ.მ. დოსტოევსკიმ: "как бы всем вновь так соединиться, чтобы каждому, не переставая любить себя больше всех, в то же время не мешать никому другому, и жить таким образом всем вместе как бы и в согласном обществе". საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით, სარწმუნოებრივი ცხოვრება პიროვნულია და ამდენად მეორეხარისხოვანია საზოგადო ცხოვრებისთვის. აქედან გამომდიანრე ჭეშმარიტების ქადაგებას მრავალი დაბრკოლება ექმნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქაც საეკლესიო საიდუმლოებებს უდიდესი ძალა აქვთ. მინდა მაგალითი მოგიყვანოთ. რამოდენიმე წლის წინ მღვდელმთავართან ერთად სამღვდელოებამ, მონოზვნობამ, მრევლმა შემოვიარეთ ეპარქიის ყველა სოფელი, ვიყავით დაწესებულებებში, იყო საუბრები, პარაკლისები. მაგრამ არც ერთი ადამიანი არ მოსულა ეკლესიაში. შემდეგ ერთ-ერთ სოფელში დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ძველ ეკლესიაში. ნელ-ნელა იწყო შეკრება ხალხმა, გაჩნდა მრევლი და უკვე სოფელშივე გამოჩნდენ ცხოვრებით მქადაგებელნი ჭეშმარიტებისა. ასევე იყო სხვა სოფელშიც.

ჩვენ მოველით, რომ ვინმე მოვა, გვიქადაგებს, მოგვაქცევს, და გვავიწყდება, რომ მოქცევას ჩვენი თანამოქმედებაც ჭირდება.
სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ეკლესიაში ყველაფერი ლამაზადაა. არასდროს ყოფილა ასე. მიწიერი ეკლესია ხომ კაცთა კრებულია და აქაც იჩენენ თავს კაცობრივი სისუსტეები. მაგრამ ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო დასი. მეტიც, ეკლესიის რაოდენობრივად უდიდესი ნაწილი არის მრევლი. ვხცოვრობთ ჩვენ ისე, რომ ჩვენს შემყურე ადამიანებს გაუჩნდეთ ჭეშმარიტების შეცნობის სურვილი?

დღეს ძალიან ბევრი გაჰყვირის ბოლო ჟამზე და აღსასრულზე, და ძალიან ცოტა იღვწის ცხოვნებისათვის. წმიდა სერაფიმე საროველი კი მოგვიწოდებს მოვიხვეჭოთ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, და მაშინ ჩვენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი