თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მართალი იოანე კრონშტადტელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2023, 05:42 PM

"ჩვენთვის კი ცნობილია, რომ მამა იოანე ჩვენი დროის მოვლენაა. მისი ცხოვრების წესი და ლოცვა ნიმუშად მოგვეცა გადარჩენისთვის. ის მუდამ ადამიანებთან, ხალხში იყო, მაგრამ ლოცვას არ წყვეტდა. როგორც მასში ღირსი ბერი სილუანი ამოწმებს: "ის სულიწმიდის მადლს არასოდეს კარგავდა". სხვა მოსაგრეები, უდაბნოში მცხოვრებნი და დაყუდებულნი, კარგავდნენ, ხოლო როგორც ითქვა, მამა იოანე სულიწმიდის მადლს არასოდეს კარგავდა, არამედ იმარხავდა და ამრავლდებდა. რატომ? იმიტომ, რომ ის ადამიანების ურვას, ტანჯვას, სნეულებებს ხედავდა და ნანახი მათთვის გულმოდგინე ლოცვად აღძრავდა. ისინი ღმერთთან ცხოველ თანაზიარობას, დაუცხრომელ ლოცვას ასწავლიდნენ. ის ღმერთს მთელი გულით შეღაღადებდა! და ამიტომ იმ ამაო, საშინელ რევოლუციამდელ დროში მართალმა იოანე კრონშტადტელმა სულიწმიდის მადლი დაიმარხა და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად იქცა"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:40 PM

"ეგ კი არა, წმინდა ანდრიას ტაძარში, სადაც ის მსახურებდა, ერთი მღვდელი იყო, რომელიც ამბობდა: ჩვენც იგივე მადლი გვაქვს რაც იოანესო, რისთვისაც ის დაისაჯა ღვთისაგან, ისე გასუქდა, რომ ვეღარ იჩოქებდა, და როცა მოკვდა, ისე სწრაფად გაიხრწნა, რომ მისთვის წესის აგებაც ვერ შეძლეს საშინელი სიმყრალის გამო, ცხედარს რომ ასდიოდა.

ერთხელ მიტროპოლიტ ისიდორეს საჩივარი გაუგზავნეს, სადაც წმინდა იოანეს ბრალს სდებდნენ, სხვის სამრევლოებში მსახურობსო.

მიტროპოლიტმა წერილი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა და მომჩივანი, ბრალდებულთან ერთად, თავისთან მოიხმო.

როცა წმინდა იოანე მიტროპოლიტთან გამოცხადდა, მან საჩივარი უჯრიდან ამოიღო, მაგრამ ქაღალდი რომ გაშალა, ის სუფთა დახვდათ. ეს ნახეს მომჩივანებმაც. გაოგნებულმა მიტროპოლიტმა წმინდა იოანეს ჰკითხა, ეს რას ნიშნავსო.

ნეტარმა მამამ ილოცა და საჩივარი კვლავ გამოჩნდა ფურცელზე. ამ სასწაულმა მიახვედრა მიტროპოლიტი, რომ წმინდა იოანეს თვით ღმერთი იფარავდა, მან საჩივარი დახია, მომჩივნები გალანძღა და გაყარა. წმინდა იოანეს კი უთხრა:

- იმსახურე, მამაო, როგორც გენებოთო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 12:23 PM

"წმ. მამა იოანე კრონშტადტელი აცხადებს, რომ დიდი მადლია საკუთარი ცოდვების და არა სხვათა ცოდვების მთელი სიგრძე-სიგანით ხედვა"

/აკაკი მინდიაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)