თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ არაკანონიკური ქართული საგალობლები

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 15 2011, 03:10 PM

თუკი ლამაზ კვერექსებს სადმე წააწყდებით, აქ დადეთ ლინკები.

მე მიცვალებულთა კვერექსები ყველაზე მაგრად მიყვარს.




პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 16 2011, 01:11 AM

თემას სახელი შეეცვალა და დაერქვა ის, რაც არის ამ ვიდეოებში.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 07:28 AM

ვეშაპო
ამ ვიდეოებში არაკანონიკური საგალობლებია?blink.gif
უბრალო კვერექსებია, რომლებსაც შაბათს წირვაზე გალობენdntknw.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jul 16 2011, 10:52 PM

ტფუი


ვერ გაიგო ამ ხალხმა რა.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 11:00 PM

yipiani gio

ციტატა
ტფუი ვერ გაიგო ამ ხალხმა რა..

ვისზე ამბობ...

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 17 2011, 03:25 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ამ ვიდეოებში არაკანონიკური საგალობლებია?blink.gif

დიახ, არაკანონიკური საგალობლებია.

ციტატა
უბრალო კვერექსებია

ხო, უბრალოდ არაკანონიკური კვერექვსებია.

ციტატა
შაბათს წირვაზე გალობენ

ვიცი და მაგის გალობა აკრძალულია სინოდის 2003 და 2010 წლების დადგენილებებით.

შეგიძლია გადასცე მგალობლებს.

უთხარი, შეისწავლონ ქართული კანონიკური გალობა და იგალობონ.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jul 17 2011, 08:19 PM

ციტატა
ვისზე ამბობ...

საზოგადოდ ყველაზე... ამდენი წელია ამაზე მიდის დავა და კამათი. ნუთუ "ვერ" გაიგო ამ ხალხმა რა არის ჩვენი ეკლესიისათვის მიღებული და მიუღებელი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 09:00 PM

ვეშაპო
yipiani gio
ეს თუ მართლა სინოდის კანონია, მაშინ ყველა უნდა დაემორჩილოს, მაგრამ მე ესეთი რაღაც მხოლოდ დღეს გავიგე;არც ის მგონია, რომ ეს თქვენ იცოდეთ და სამღვდელოებამ-არა.
ვერც იმას დავიჯერებ, რომ ეს სამღვდელოებამ იცის, მაგრამ სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის.

ან საერთოდ, რა შავდება ამ საგალობლით, ამ კვერექსით?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jul 17 2011, 10:13 PM

http://www.facebook.com/notes/ქართული-საეკლესიო-გალობა/წმიდა-სინოდის-2003-წლის-18-აგვისტოს-კრების-განჩინება/164212763649865

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 10:34 PM

მეც არ ვთქვი რა ხდება მეთქი?biggrin.gif
რა გული გამიხეთქეთ ხალხოbiggrin.gif

სად სინოდის განჩინება და სად მიცვალებულთა კვერექსის არაკანონიკურობა;საიდან სად წახვედით?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 18 2011, 12:46 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ვერც იმას დავიჯერებ, რომ ეს სამღვდელოებამ იცის, მაგრამ სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის.

გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ასეა.

ციტატა
სად სინოდის განჩინება და სად მიცვალებულთა კვერექსის არაკანონიკურობა;საიდან სად წახვედით?

საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 18 2011, 10:07 AM

ვეშაპო
კაცო სადაა ნათქვამი, რომ მიცვალებულთა კვერექსის საგალობველი არაკანონიკურია?

ციტატა
მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს.

აქ წერია, რომ ქართული საგალობლები იგალობეთო და არა ის, რომ მიცვალებულთა კვერექსის საგალობელი არაკანონიკურიაო.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 18 2011, 04:33 PM

GIORGI LELUASHVILI
ვაიმე ჩემო კარგო, ახლა რა გინდოდა, სინოდს თავის დადგენილებაში ყველა არაკანონიკური საგალობელი მოეხსენიებინა? თუ დისკი დაერთო მაგ საგალობლების და აი ესენი არ იგალობოთო? biggrin.gif თუ მგალობელმა ან კონკრეტულმა პირმა არ იცის, რომ ეს არაკანონიკურია და მისი გალობა მსახურებაზე არ შეიძლება, ამისთვის არსებობს საეკლესიო გალობის ცენტრი, იქ არიან პროფესიონალები და ეს ადამიანები ეტყვიან მათ. სინოდის დადგენილების აღსრულება უშუალოდ მათ ევალებათ და რა შენიშვნებსაც ისინი მისცემენ, ყველა მგალობელმა უნდა გაითვალისწინოს. smile.gif

პ.ს. რატომ არ არის კანონიკური და საერთოდ რა არის კანონიკა თუ ძალიან გაინტერესებს, მაგაზე ვეშაპო გიპასუხებს. მე არც სათანადო ნერვები მაქვს და არც სათანადო კომპეტენცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 18 2011, 04:51 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
კაცო სადაა ნათქვამი, რომ მიცვალებულთა კვერექსის საგალობველი არაკანონიკურია?

რაის "სადაა ნათქვამი"?
დააწერინე მაშინ პოლ მაკარტნის რამე სევდიანი მუზონი, დაადე ზედ სიტყვებად "უფალო შეგვიწყალენ" და გაასაღე, როგორც კანონიკური გალობა, რა პრობლემაა? http://elar.ge/

ციტატა
ქ წერია, რომ ქართული საგალობლები იგალობეთო და არა ის, რომ მიცვალებულთა კვერექსის საგალობელი არაკანონიკურიაო.

არა, მანდ წერია გარკვევით:
ციტატა
მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა

ეგება გაგერკვია ჯერ, როგორია მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 18 2011, 09:04 PM

ნანინა

ციტატა
იმე ჩემო კარგო, ახლა რა გინდოდა, სინოდს თავის დადგენილებაში ყველა არაკანონიკური საგალობელი მოეხსენიებინა? თუ დისკი დაერთო მაგ საგალობლების და აი ესენი არ იგალობოთო?

ეს რათქმაუნდა ასე არ არის, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ რაც თქვენ გაგეხარდებათ, ის შერაცხოთ არაკანონიკურად.
ციტატა
დააწერინე მაშინ პოლ მაკარტნის რამე სევდიანი მუზონი, დაადე ზედ სიტყვებად "უფალო შეგვიწყალენ" და გაასაღე, როგორც კანონიკური გალობა, რა პრობლემაა?

მაშინ გამოდის ნახევარზე მეტი ქართული საგალობლები სულ ასეთი "სევდიანი" და "პოლ მაკარტნის მუზონები" ყოფილა.
შენი ლოგიკით კი გამოდის, რომ "კირიელეისონი", "დავიღალე უფალო" (სხვა ეხლა არ მახსენდება) არაკანონიკური ყოფილა, რადგან ეგენი უფრო სევდიანია მოსასმენად.
ციტატა
ეგება გაგერკვია ჯერ, როგორია მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა.

მაშინ რატომ გალობს პაატა "უფალო შეგვიწყალეს" მარტო?ან მარიამი "კირიელეისონს" მარტო?
მაგრამ ამ საგალობლებზე არავის უთქვამს არაკანონიკურიაო.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 18 2011, 10:14 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ეს რათქმაუნდა ასე არ არის, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ რაც თქვენ გაგეხარდებათ, ის შერაცხოთ არაკანონიკურად.

კანონიკური ნიშნავს იმას, რასაც ადგილობრივი ეკლესია აკანონებს თავის ტერიტორიაზე.
შენ შეგიძლია მაჩვენო სადმე, სადაც არატრადიციული საგალობლებია დაკანონებული?
მე გაჩვენე უკვე, სადაც ტრადიციული მრავალხმიანი გალობაა დაკანონებული და შეგიძლია იგივე მაჩვენო არატრადიციულზე?

ციტატა
მაშინ გამოდის ნახევარზე მეტი ქართული საგალობლები სულ ასეთი "სევდიანი" და "პოლ მაკარტნის მუზონები" ყოფილა.

არანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ შემორჩენილია ყველა ხმის, მათ შორის ყველა რვახმის (ვოკალურ ხმაში არ აგერიოს) ყველა ჰანგი და შეგიძლიათ იქედან ისარგებლოთ.

ციტატა
შენი ლოგიკით კი გამოდის, რომ "კირიელეისონი", "დავიღალე უფალო" (სხვა ეხლა არ მახსენდება) არაკანონიკური ყოფილა, რადგან ეგენი უფრო სევდიანია მოსასმენად.

ჩემი ლოგიკით კი არ გამოდის, იმიტომაა არაკანონიკური, რომ არაა ტრადიციული.
"კირიელეისონიც" (რასაც შენ გულისხმობ) და "დავიღალეც" ბოლო 5-6 წელიწადშია შექმნილი.
რანაირად იქნება ტრადიციული შეგიძლია ამიხსნა?
ან რომელ სამუსიკო ტრადიციას ემყარება?

ციტატა
მაშინ რატომ გალობს პაატა "უფალო შეგვიწყალეს" მარტო?ან მარიამი "კირიელეისონს" მარტო?

ეგ შეგიძლია პაატას და მარიამს კითხო.
ნუ, პაატა კიდევ სამების გუნდის მგალობელია და ერთადერთი მაგ გუნდს აქვს კურთხევა, რომ სამებაში შიგადაშიგ თქვას პატრიარქის შექმნილი საგალობლები.

მარიამი რატომ გალობს?
მე რავიცი რატომ გალობს.
სინოდის დადგენილებით არ უნდა იგალობოს.
არც მაგან და არც სხვამ.

ციტატა
მაგრამ ამ საგალობლებზე არავის უთქვამს არაკანონიკურიაო.

მაგ საგალობლებზე თავად პატრიარქი ამბობს, რომ არაკანონიკურია.
და რომც არ თქვას, ისედაც ცხადია სულ ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანისათვის მაინც.

შენ კი წარმოდგენა არ გაგაჩნია არც სიტყვა "ტრადიციულზე" და არც სიტყვა "კანონიკურზე".

არ მიწყინო, უბრალოდ იმდენად ბანალურ კითხვებს სვამ, ეგრე გამოდის.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 12:12 AM

ვეშაპო
მე მხოლოდ ერთს ვიტყვი:ამ საგალობლებით, რომლებსაც "არაკანონიკური" ეწოდება, მე ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი და მათი მოსმენა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ზოგიერთი მრავალხმიანი საგალობლისა.
არ ვარგა ასე გაფანატება.
მთავარია საგალობელმა ღმერთთან დაგაახლოვოს და ღმერთი განგაცდევინოს და რა მნიშვნელობა აქვს "უფალო შეგვიწყალეს" ერთი კაცი იგალობებს თუ ათი?
მთავარია იგი გულიდან ამოდიოდეს და მთელი არსებით შეგძრას.ესაა საგალობლის არსი და რა მნიშვნელობა აქვს იგი ერთ მგალობელში გამოვლინდება თუ ასში?
რათქმაუნდა ჩვენი ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ამის გამო არც ის შეიძლება, რომ რაც ღმერთთან გაახლოებს, იმას განეშორო.

სხვათაშორის, თემას სათაური არ უნდა შეცვლოდა.ეს შეიძლება ისედაც აგეხსნათ, სათაურის შეცვლის გარეშე.სად მიცვალებულთა კვერექსები და სად არაკანონიკური საგალობლები?

მე დავამთავრე.მომიტევეთ ჩემი სიჯიუტე, მაგრამ მე ასეთ აზრზე ვარsmile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 19 2011, 01:16 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ვეშაპომე მხოლოდ ერთს ვიტყვი:ამ საგალობლებით, რომლებსაც "არაკანონიკური" ეწოდება, მე ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი და მათი მოსმენა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ზოგიერთი მრავალხმიანი საგალობლისა.არ ვარგა ასე გაფანატება.

ამ საუბარზე გახსენდება ერთი შემთხვევა როდესაც ჩვენი მრევლთაგანი შემეკითხა დიდ პარასკევს ჩვენთან როგორი "დატირება" იციანო? biggrin.gif თურმე აღმოჩნდა რომ სამებაში რომ დატირება იციან ის უფრო მოსწონდა და ამიტომ აპირებდა იქ წასვლას

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 19 2011, 05:16 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ამ საგალობლებით, რომლებსაც "არაკანონიკური" ეწოდება, მე ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი და მათი მოსმენა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ზოგიერთი მრავალხმიანი საგალობლისა.

ნუ, ეკლესიაში ზოგი ორღანითაც განიცდის სიამოვნებას და ზოგი სპირიჩუელზითაც, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კანონიკურებია.

ციტატა
არ ვარგა ასე გაფანატება.

გაფანატებაზე ე.წ. ბიზანტიური "გალობის" მიმდევრებს ელაპარაკე.
სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ დღესდღეობით მსოფლიოში ერთადერთი კანონიკური გალობა ქართული მრავალხმიანი გალობაა.
არ ებრძოლათ ქართული გალობის წინააღმდეგ, არ გაეთელათ ფეხქვეშ და აღარც მიიღებდნენ სინოდის ორგზის დადგენილებას.
აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გალობენ სხვადასხვაგვარ საგალობლებს, ტრადიციულსაც და თანამედროვესაც.
უბრალოდ იქ ადგილობრივ ტრადიციას არავინ ებრძვის და არავინ აკნინებს.
პატივს სცემენ და უყვართ, მაგრამ გალობენ თანამედროვე საგალობლებსაც.

ციტატა
მთავარია საგალობელმა ღმერთთან დაგაახლოვოს და ღმერთი განგაცდევინოს და რა მნიშვნელობა აქვს "უფალო შეგვიწყალეს" ერთი კაცი იგალობებს თუ ათი?

ჩვენთან ეგ უკვე სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, რასაც იერარქიისადმი დაუმორჩილებლობა ქვია.
არამგონია სინოდისადმი და პატრიარქისადმი (ანუ ადგილობრივი ეკლესიისადმი) ურჩობა ღვთისთვის კარგი საქციელი იყოს.
არამგონია განხეთქილების ჩამომგდების და ურჩი ადამიანის გალობა იწირებოდეს ზემოთ.

ციტატა
სხვათაშორის, თემას სათაური არ უნდა შეცვლოდა.ეს შეიძლება ისედაც აგეხსნათ, სათაურის შეცვლის გარეშე.სად მიცვალებულთა კვერექსები და სად არაკანონიკური საგალობლები?

ის, რაც შენ დადევი იყო არაკანონიკური გალობა და ახლა ერთმა "და სულისაცა"-ზე მოინდომოს თემის გახსნა და მეორემ "ამინ"-ზე, მაგას რა თქმა უნდა მოდერატორი ვერ დაუშვებს, იმიტომ რომ ათასობით ჟანრის საგალობელი გაგვაჩნია.

თუ კანონიკურ საგალობლებს დადებთ, შეგიძლიათ პოსტოთ ამ თემაში: http://church.ge/index.php?showtopic=330

თუ არაკანონიკური იქნება, ამ თემაშიც შეგიძლიათ გააგრძელოთ.



ალექსანდრე
ციტატა
ამ საუბარზე გახსენდება ერთი შემთხვევა როდესაც ჩვენი მრევლთაგანი შემეკითხა დიდ პარასკევს ჩვენთან როგორი "დატირება" იციანო? biggrin.gif თურმე აღმოჩნდა რომ სამებაში რომ დატირება იციან ის უფრო მოსწონდა და ამიტომ აპირებდა იქ წასვლას

ამაშია საქმე. yes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 10:52 PM

[quote]

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 20 2011, 12:56 AM

A.V.M

ციტატა
მაგრამ ყო%

რაი? http://elar.ge/


პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jul 21 2011, 04:13 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jul 18 2011, 12:46 AM) *

GIORGI LELUASHVILI

გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ასეა.
საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

ხო, ხო, ხო, მეტი ნაკლი ვერ მოუნახესს რა
და ფოლკლორი დაააკანონეს,ვერცხლის მოყვარულებით, მექალთანეებითა ამპარტავანი სასულიერი პირეიბთ .. ოკ მეხარება აზრი არა ქაქვს

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jul 21 2011, 04:57 PM

sandro40

ციტატა
და ფოლკლორი დაააკანონეს,ვერცხლის მოყვარულებით, მექალთანეებითა ამპარტავანი სასულიერი პირეიბთ .. ოკ მეხარება აზრი არა ქაქვს

აშკარად აზრი ვერ გამოვიტანე აქედან. თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ თქვი, არ არის საჭირო "ოქ, აზრი არ აქვს და ა.შ."

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 21 2011, 05:49 PM

sandro40

ციტატა
ფოლკლორი დაააკანონეს,ვერცხლის მოყვარულებით, მექალთანეებითა ამპარტავანი სასულიერი პირეიბთ .. ოკ მეხარება აზრი არა ქაქვს

სამწუხაროდ ბანი 1 კვირა.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 21 2011, 06:41 PM

ვეშაპო

ციტატა
სამწუხაროდ ბანი 1 კვირა.

რატომ? dry.gif გაფრთხილება მესმის მაგრამ ბანი? თან 1 კვირით....

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 21 2011, 06:49 PM

ikanosi

ციტატა
რატომ? dry.gif გაფრთხილება მესმის მაგრამ ბანი? თან 1 კვირით....

ქართული კანონიკური გალობისა და სასულიერო პირების (მათ შორის ეპისკოპოსების) შეურაცხყოფა.

სხვათაშორიდს თავიდან 37 დღიანი დავადე, მეთქი მარიამობამდე დასვენების სტიმულს მივცემთქო, მარა მერე შემეცოდა. http://elar.ge/

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 11:06 PM

ულამაზესი...




პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 28 2011, 01:19 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ულამაზესი...

ეს ბერძნული არაკანონიკური საგალობელი იყო ქართულ ენაზე და წავშალე. cool.gif

P.S. ორიგნალი (ანუ ბერძნული) გაცილებით ლამაზია, თუმცა ამ თემაში არც იმას აქვს საქმე. smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 28 2011, 08:43 AM

ვეშაპო

ციტატა
ეს ბერძნული არაკანონიკური საგალობელი იყო ქართულ ენაზე და წავშალე.

ვიცი და რატო წაშალე?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 28 2011, 09:38 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ვიცი და რატო წაშალე?

იმიტომ, რომ თემის სათაურია:
ციტატა
არაკანონიკური ქართული საგალობლები

ის, რომ ქართულ ენაზეა, არ ნიშნავს იმას, რომ ქართულია.
მაგალითად ვერ ავიღებთ არმსტრონგის "ლეთ მაი ფიფლ გოუ-"-ს, ვერ დავადებთ ქართულ ტექსტს და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ქართული.

არაკანონიკური ქართული ნიშნავს, რომ ეს არის ქართველის მიერ შექმნილი (თუნდაც ბერძნულ მელოდიებზე).
ანუ, ეს არის ქართული პროდუქტი.

შენ რაც დადე, მაგის თემაა:

"ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები"

http://church.ge/index.php?showtopic=434

რომელიც დროებით დახურული მაქვს და თუკი ვინმეს რაიმე საინტერესოს, ან სიახლის შეტყობინება სურს, შემატყობინებს მე და გავხსნი ასევე დროებით.
შენი ლინკი ამ შემთხვევაშიც არ გამოდგებოდა, ვინაიდან ის არავითარ სიახლეს არ შეიცავდა და ამიტომაც იქ კი არ გადავიტანე, არამედ წავშალე.

თუ ბერძნული საგალობელის (ოღონდ ბერძნულ ენაზე) დადება მოგინდება და მისი შეფასება, შეგიძლია დადო ამ თემაში:
"ბერძნული (შეიძლება ბიზანტიურიც) საგალობლები"
http://church.ge/index.php?showtopic=3683


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)