ნიკო გომელაური |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნიკო გომელაური |
Atman |
Apr 13 2010, 10:15 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...
მოვიხსენიოთ ლოცვებში... გავიხსენოთ მისი ლექსები... "არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა? როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა. დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა. ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს, ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს, ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს. სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს. ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი, საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული. საათი მაქვს გატეხილი ისრით, სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით, ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ. სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს, გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა. ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა. ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია.. ნიკო გომელაური “თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”. “არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან. საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“. ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო. არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში. როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი: -როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე! -როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა! -როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი! ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!” ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Apr 13 2010, 10:32 AM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
http://www.youtube.com/watch?v=dvgBVONpaKA&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=6lO5BCPdvxc&NR=1 ნიკო გომელაურის სიმღერა: http://allshares.ge/download.php?id=100255AE17 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მხევალი ნინო |
Apr 13 2010, 10:38 AM
პოსტი
#3
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ამ დილას მოვსიმნიმე ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში და საშინალდ დამწდა გული. არ ველოდი
არადა, ბოლოს გადაცემაში ისე იყო გამხდარი და შეცვლილი, სანამ არ ტქვეს სტუმრის სახელი, მანამ ვერ ამოვიცანი. ღმერთმა აცხოვნოს.. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Apr 13 2010, 10:45 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ძალიან დამწყდა გული...
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
marine |
Apr 13 2010, 11:05 AM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ღმერთმა აცხონოს ძალიან დამენანა...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
damiane80 |
Apr 13 2010, 11:11 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის?
ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან. |
თიბეა |
Apr 13 2010, 11:28 AM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-January 10 წევრი № 8,014 |
.
|
newbie |
Apr 13 2010, 11:54 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ძალიან სწყენია,
ასეთი ახალგაზრდა ( წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს... ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს, -შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს... დაუქოქავი საათი ვითხოვ ღირსეულ წრეს. დროსთან გავმართე კამათი, დრო არ ჩერდება, წვეთს... წლები წინდაწინ იწევენ, ითხოვენ თავის წილს. ანგარიშს არც კი მიწევენ. ცოტა არ იყოს მწყინს. წვეთენ წამები, წუთები. დრო სისხლს და სახსრებს მწოვს. დროს ხომ ვერ გაებუტები? -ხათრი არა აქვს დროს... ...რა უცნაური დადგა დროება აცდენილია ხმა და ტკივილი გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი... |
თამარი_ცქნაფო |
Apr 13 2010, 12:42 PM
პოსტი
#9
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ერთი ლექსია მართლაც კარგი, აი იუდაც მიერ ქრისტეს გაცემაზე. ია არის ერთი პასაჟი ასეთი, რომ არა მხოლოდ ვერცხლისთვის გასცა იუდამ ქრისტე, არამედ "თავის სიმცირეს ვერ მოერია"-ო... მართლა შესანიშნავი მიგნება არ არის? ეს ლექსი თუ ვინმეს შეგიძლიათ დადოთ, კარგი იქნება ძალიან. როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . . -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
tamuna m |
Apr 13 2010, 12:49 PM
პოსტი
#10
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ვაი, რა საწყენია!
ნიჭიერი ადამიანი იყო... აცხონოს ღმერთმა! -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
lingvo |
Apr 13 2010, 01:04 PM
პოსტი
#11
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
აცხოვნოს უფალმა.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
T.L. |
Apr 13 2010, 01:05 PM
პოსტი
#12
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ძალიან დამწყდა გული
კაი კაცი იყო წავიდა... ,,წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის'' -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
sable |
Apr 13 2010, 01:24 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
აცხონოს უფალმა!
-------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მაშიკო |
Apr 13 2010, 01:29 PM
პოსტი
#14
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ღმერთმა აცხონოს.
ხუთშაბათს სპეკტაკზე უნდა წავსულიყავი მისი მონაწილეობით, მაგრამ თბილისში მომიწია წასვლა უცაბედად, ეხლა ორმაგად დამწყდა გული რომ ვერ შევძელი დასწრება -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
k@the |
Apr 13 2010, 01:29 PM
პოსტი
#15
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
როგორ მეწყინა, რა უეცარი ამბავია, რამე მოხდა? როგორ გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი?
ღმერთმა აცხონოს! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მაშიკო |
Apr 13 2010, 01:31 PM
პოსტი
#16
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
k@the
სიმსივნე ჰქონდა თვითონაც იცოდა -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
k@the |
Apr 13 2010, 01:59 PM
პოსტი
#17
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მაშიკო
მადლობა მაშიკო, რა საწყენია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ქევანა |
Apr 13 2010, 02:57 PM
პოსტი
#18
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული ძალიან დამენანა
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
terra |
Apr 13 2010, 03:00 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
არ მომწონდა, მაგრამ შემეცოდა ძალიან.
აცხოვნოს უფალმა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აკაკი |
Apr 13 2010, 03:06 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ეხ.. ღმერთMა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი