თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ სამშობლოსათვის წამებული

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 23 2007, 01:00 AM

წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... smile.gif სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა smile.gif

"მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა"

მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი....
1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა....
ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს...
შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი...
"ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს"

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: May 23 2007, 01:09 AM

Matasi

არ ვიცოდი
მადლობა ინფორაციისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 23 2007, 10:36 AM

_Matasi_
ფორუმზე სინოდის ოქმი რომ დავდეთ, ეწერა ესეც rolleyes.gif

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 12 2012, 01:50 AM

საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქ. ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სკოლა-პანსიონში ვსწავლობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 14 2012, 12:56 AM

qarizma

ციტატა
საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქ. ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სკოლა-პანსიონში ვსწავლობ

ადიგენში რომ გაიმეორე რომელ სკოლაშიც სწავლობ და ტაში დაგიკრეს სახელწოდების დამახსოვრებისთვის გახსოვს?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2013, 12:21 PM

ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ წმინდა დიმიტრი ყიფიანს ორასამდე ნათლული ყავდა... smile.gif თუნდაც ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რამდენად დიდი პიროვნება იყო, ყველას მისი დანათესავება რომ უნდოდა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 07:27 PM

"სტავროპოლში გადასახლების ამბავიც წმინდა დიმიტრიმ ქვიშხეთში შეიტყო, როდესაც მის ეზოში შეგროვდა ქვიშხეთის გლეხობა და სხვა გულშემატკივარი ახლო სოფლებიდან.

წმინდა დიმიტრი ხალხს მიესალმა შემდეგი სიტყვებით:

"სადაც არ უნდა ვიყვე, ჩემი გული თქვენთან და ჩემს ტანჯულ სამშობლოსთან იქნება"

/"კარიბჭე" N2, 2015 გვ. 76/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 11:10 PM

საქართველოს საპატრიარქოს ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მგალობელთა გუნდი wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2015, 06:03 PM

სურამისა და ხაშურის ეპარქია

წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში ახალი პროექტი დაიწყო



საქართველოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა, ცოტა ხნის წინ საინტერესო იდეით მიმართა “PH International”-ს, რომელმაც პროექტი სახელწოდებით ,,ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ” დააფინანსა და ახალგაზრდებს მისცა საშუალება ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობით საინტერესო აქტივობები განახორციელონ.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია ,,ხაშური ნიუსი”.

პროექტის ხელმძღვანელები მარიამ რობაქიძე და მარიამ ლეშკაშელი არიან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.

პასუხობს მარიამ რობაქიძე:

მარიამ, გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ. რას ეძღვნება და როგორ შეძელით შესაბამისი სახსრების მოძიება?

ამერიკულმა კომპანია “PH International-მა ” გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მე და ჩემმა მეგობარმა მარიამ ლეშკაშელმა გადავწყვიტეთ ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიც ძალადობაა კიდევ ერთხელ წამოგვეჭრა და მის წინააღმდეგ განსხავვებული გზებით გვებრძოლა.
“PH International-მა ” ჩვენი იდეა მოიწონა დაა დააფინანსა

ვინ არიან პროექტში ჩართულნი და როგორ აპირებთ მუშაობას?

პროექტში ჩართული არიან მე-9 კლასის მოსწავლეები, საკმაოდ აქტიური და რაც მთავარია კრეატიული ბავშვები. მათი დახმარებით საკმაოდ საინტერესო ღონისძიებების გახორციელებას ვაპირებთ. კონკრეტულ გეგმას არ დავაანონსებ.

რა არის თქვენი ძირითადი მიზანი?

ჩვენი მიზანი უპირველესად პროექტის სახელიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ძალადობის, როგორც დამანგრეველი შედეგების მქონე პრობლემის ხელოვნებაში (კერძოდ ფოტოგრაფიაში) ასახვას. ადრესატი უპირველესად ბენეფიციართა გულებია, ვინაოდან ,,ხელოვნება გრძნობების მანიფესტაციაა, გრძნობების ენა კი ყველას ესმის”. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების დონის ამაღლებასა და განვითარებაზე.

როგორ ჩაიარა პროექტის პრეზენტაციამ?

პირველი პრეზენტაცია მგონი საინტერესო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მთლად მიუკერძოებელი ვერ ვიქნები. მიუხედავად ხარვეზებისა, საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა (თუმცა მეტ აქტიურობას ველოდით). ამავდროულად, გპირდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და პროექტის გახორციელების განმავლობაში უამრავი საინტერესო ღონისძიებით მოვხიბლავთ ბენეფიციარებს.

პასუხობს მარიამ ლეშკაშელი:

როგორია თქვენი იმედები პროექტის განხორციელების მხრივ?

ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ პროექტის წარმატებით განხორციელებას, რადგან მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და ასევე გვაქვს თანამონაწილე ადამიანების დახმარების იმედი. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაფინანსებული პროექტი, შესაბამისი პასუხისმგებლობით განახორციელოს.

რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ძალადობის აღმოფხვრა ფოტოგრაფიის საშუალებით?

როცა ავირჩიეთ პროექტის თემა და მასზე მუშაობა დავიწყეთ, სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ხელოვნების, კონკრეტულად კი ფოტოგრაფიის საშუალებით დავპირისპირებოდით პრობლემას. ძალადობის აღმოფხვრა არ არის მარტივი საქმე და მასზე გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მის აღმოფხვრაში ჩვენი წვლილის შეტანას, სწორედ ფოტოგრაფიის -ჩვენს თაობაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნების დარგის დახმარებით შევძლებდით და ამისათვის ძალასა და ენერგიას არ დავზოგავთ.

რა არის თქვენი მიზანი?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია მოვიხადოთ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. ასევე გვინდა ჩვენს თანატოლებში გავაღვივოთ პროტესტის განცდა, რათა არ შეეგუონ ძალადობას მათ გარშემო და არ დახუჭონ თვალი მაშინ, როდესაც ხედავენ ჩაგვრას. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღმოფხვრასთან ერთად, მოსწავლეები დავაინტერესოთ ფოტოგრაფიით, რადგან შესაძლოა ბევრი მათგანისთვის ეს მომავალ პროფესიადაც იქცეს.

რას ეტყოდით საზოგადოებას და მათ ვინც ამ პროექტში არიან ჩართულნი?

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიურად გვიდგას გვერდში და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ჩვენთან. ხოლო იმ ბავშვებს, ვინც უშუალოდ წარმოადგენენ პროექტის ბენეფიციარს, მოვუწოდებ მეტი აქტივობისკენ, რადგან ეს მათ და მათ მომავალს ეხება და ერთად აღვუდგეთ წინ ძალადობას, რომელმაც ჩვენს საუკუნეში მთელი დედამიწა მოიცვა.

გიორგი ჩუბინიძე
http://khashurinews.ge/%E1%83%AC%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2015, 09:00 PM

"...მაშინ ილიამ ხელნაწერის სახით გაავრცელა სატირული გამოცანები, სადაც მამების თაობის წარმომადგენელთა სიტყვიერ პორტრეტებს ამთავრებდა სიტყვებით: "ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზედ ჰკიდია". ეს კრიტიკა არ შეეხო დიმიტრი ყიფიანს. მის შესახებ მწერალი ამავე გამოცანებში წერდა: "ამ უკაცურ კაცთა შორის მე იგი კაცად მგონია". ეს მოწმობს, რომ დაპირისპირებულ თაობაშიც კი ყველას ერთნაირად არ აფასებდნენ..."

/"კარიბჭე" N25, 2015, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:47 PM

http://radikal.ru/big/ac15787aeeae49c48df4391db37e3658

http://radikal.ru/big/5dcc0b76ae614612ae447ef1e546a06b

"წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი".

/FB/

ჩვენი სირცხვილი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 08:51 PM

"საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება საქართველოს სახელმწიფო ენის კვირეული, რომლის ფარგლებშიც 12 აპრილს წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "საშვილიშვილო მოკავშირე, წმიდა დიმიტრი ყიფიანი".
მომხსენებელმა დაწვრილებით ისაუბრა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა შესახებ. საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოაჩინა ამ დიდი ქართველის ღვაწლი ქართული ეროვნული ცნობიერების დასაცავად.
სტუდენტათვის უაღრესად საინტერესო და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი აღმოჩნდა დიმიტრი ყიფიანის თავდადება, სიმამაცე და სიმტკიცე, რომელიც მან ქართული ენის დაცვისას გამოიჩინა.
დასასრულს აუდიტორიის მხრიდან დაისვა საინტერესო შეკითხვები.
პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სავალალო და მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმ უყურადღებობაზე, რასაც საზოგადოება იჩენს.
შეხვედრა შეაჯამა და სტუმარს მადლობა მოახსენა უაღრესად საინტერესო ლექციისთვის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
მუზეუმის საკითხს გამოეხმაურა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: ,,ჩვენი სირცხვილია წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ქვიშხეთში დღეს უსახსრობის გამო ინგრევა და მშველელი კი არ სჩანს ".

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 12:13 PM

http://radikal.ru/big/eec9fa44752646459d6a0848e78d7398

მერე რა ენას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!

/წმ. დიმიტრი ყიფიანი/
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2016, 12:03 PM

"22 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება წარდგინება ფოტოალბომისა - "დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი". ალბომში, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოვიდა, შესულია ექსკლუზიური მასალა მდიდარი საოჯახო არქივიდან, რომელიც 6 თაობის ფოტოებს, წერილებს, ღია ბარათებს, მოსაწვევებს მოიცავს. მათ უმრავლესობას დაინტერესებული მკითხველი პირველად გაეცნობა. პროექტის ავტორია წმინდა დიმიტრის შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მიქაძე. შემდგენლები - თამარ მიქაძე და სოფიო ისაკაძე. რედაქტორი გახლავთ როსტომ ჩხეიძე. პროექტის ავტორი მადლობას უხდის თანადგომისათვის დეკანოზ მალხაზ ყიფიანს და საქველმოქმედო ფონდ "სარაჯიშვილს", რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიცა ფოტალბომი".

/"კარიბჭე" N12, 2016, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2016, 11:17 PM

ფოტოალბომის ,,დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი" წარდგენა
22 ივნისი, 2016 წელი


http://radikal.ru/big/6a963a0f3cbf45bbbd4847a0624cbdf0

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:20 PM

"განთიადი"

" ღვთაება მის საფლავს სხივებს უგზავნის, იგი წმინდანობამდეა ამაღლებული. ლექსში გვაქვს დიმიტრი ყიფიანის პოეტური გაწმინდანება. მხოლოდ პოეტური, რადგან ეკლესიური გაწმინდანება მხოლოდ საპატრიარქოს პრეროგატივაა".

/ლალი ურდულაშვილი, "მზისა და ვაზის ძალით აღვსილი", გვ. 57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2016, 10:36 PM

სასაცილოდ არ მყოფნის, როცა დეპუტატების კანდიდატები ჩვენი რაიონიდან (რასაკვირველია ყველას არ ვგულისხმობ) დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმზე იწყებენ საუბარს. სად იყავით, ბატონებო, აქამდე, არჩევნების დროს რატომ გახსენდებათ ასეთი პრობლემები? იმიტომ რომ თქვენი აზრით მომგებიანია? მერწმუნეთ, სულაც არა, პირიქით, მათ, ვისაც ერთი პატარა კენჭიც არ მიუტანია ამ თუ სხვა პრობლემის მოსაწესრიგებლად არჩევნებიდან არჩევნებამდე და მხოლოდ ახლა იწყებს ამ საკითხებზე მსჯელობას, მაპატიეთ, მაგრამ ჩემს ნდობას, როგორც ამომრჩევლისას, ვერ იმსახურებს. სხვაფრივ წარმატებებს გისურვებთ!

/მურად მთვარელიძე
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 10:29 PM

"დიდი ადამიანები ქმნიან თავიანთი ერის ისტორიას და რაოდენ სასიხარულოა, როცა მათ ღვაწლს მემატიანე გამოუჩნდება და შეაფასებს. სწორედ ასეთ დროს იქმნება დიდი მხატვრული ტილოები - ხელოვნების ხელთუქმნელი ძელგები. რომ არა დიმიტრი ყიფიანი, არ დაიწერებოდა აკაკის "განთიადი".

/"კარიბჭე" N8, 2009, გვ.30/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 10:10 AM

"ისტორიკოსები და საზოგადო მოღვაწეები დიმიტრი ყიფიანს ხშირად "მეორე დიმიტრი თავდადებულსაც" კი უწოდებენ, რადგან იგი, დიდი სეხნიისა და წინაპრის მსგავსად, უყოყმანოდ ავიდა ერის სამსხვერპლოზე".

/"კარიბჭე" N8, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 07:12 PM

"დიმიტრი ყიფიანი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, განსაკუთრებით კი რუსულს. ამ ენებიდან ქართულად თარგმნიდა პოპულარულ ნაწარმოებებს".

/"კარიბჭე" N8, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2016, 01:23 PM

ნაწყვეტი დიმიტრი ყიფიანის გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი წერილიდან:

"„ქალაქში ხმა დაუგდიათ, ყიფიანი პეტერბურგში რჩებაო, ამა და ამ ადგილს აძლევენ და ცოლ-შვილსაც იბარებსო. სხვამ იქნება, მაგრამ თქვენ, მგონია, ადვილად დამიჯეროთ, რომ ჩემს სამშობლო-ქვეყნის მიწა-წყალი... ჩვეულება, ზნეობა, ზრდილობა, ათასნაირი სხვადასხვა თვისება, რომელსაც კაცი ვერსადა ჰპოვებს, თუ არა შინა, ყოველივე ეს ისე ძვირფასად რადმე მიმაჩნია, რომ ვისაც კი ცოტაოდენი გრძნობა შეჰრჩენია, კაცმა თავისი ნებით არასოდეს არ უნდა განუტევოს, თუ ძალით არ განატევებინეს. ღვთის გულისათვის, რას დამახარბებენ აქ ისეთსა, რომ ამაში გამაცვლევინონ... მე ძველი კაცი ვარ და ღვთის სასოება ისე არს ჩემს გულში დამკვიდრებული, რომ მისი შერყევა ვერც ერთმა ახალმა იდეამ ვერ შეძლო. ისევ გუთანს მოუდგები, ნაბადს მოვისხამ და ჩემს ქვეყანას კი აგრე ადვილად ვერ მოვჰსცილდები. ...“

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2016, 09:44 PM

"...არჩილ ჯოჯაძის უკანასკნელი ნაშრომი იყო მონოგრაფია დიმიტრი ყიფიანზე, რომელიც 1913 წელს დაიბეჭდა "სახალხო გაზეთში". უფრო ადრე, ამავე გაზეთში, 1912 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ყიფიანის რძლის, ნინო ბეჟანის ასულ ტატიშვილ-ყიფიანის წერილი "დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიის გამო".

"ოცდახუთი წელიწადი სრულდება ამ წლის ოქტომბერში, რაც დიმიტრი ყიფიანი გარდაიცვალა და იმ დროისათვის არა გვაქვს ჩვენ მისი ბიოგრაფია!

ჩვენ ხალხს არ ეპატიება მისი მოღვაწოების არქივებში ჩაჩქმალვა, ამას ვღაღადებ მე არა როგორც მახლობელი მისი პირი, არამედ როგორც მისი სამშობლოს ერთ-ერთი შვილი..."

/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ.158/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2016, 10:26 AM

"დღეს თბილისში გაიხსნა წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი. იქნებ ხაშურშიც გაჩნდეს იდეა ჩვენი წმინდანის სახელობის ტაძრის აშენებისა".

/მურად მთვარელიძე
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2016, 02:26 PM

დავბეჭდოთ თუ არ დავბეჭდოთ?!

"... იმავე წერილში ვწერდით, რომ 1986 წელს გამოვიდოდა დიმიტრი ყიფიანის "მემუარები" (მით უფრო, რომ მისი ავტორის მოწამებრივი აღსასრულის 100 წლისთავი 1987 წელს სრულდებოდა), მაგრამ, როგორც გამოირკვა, თურმე:
- "დ. ყიფიანის "მოგონებები" ზიანის გარდა არავითარ სარგებლობას არ მოუტანს მკითხველ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას".
- "დ. ყიფიანი დღს ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად უარს იტყოდა ამ თავისი მოგონებების გამოცემაზე".



"დონდუკოვ-კორსაკოვი ახასიათებდა დ. ყიფიანს როგორც საშიშ ოპოზიციონერს, რომელსაც შეუძლია ზიანი მოუტანოს მთავრობის მიზნებს საქართველოში, რისთვისაც მოითხოვდა დიმ. ყიფიანის სამსახურიდან გადაყენებას და სტავროპოლში გადასახლებას, სადაც ის მოკლებული იქნებოდა საშუალებას განეგრძო თავისი "მავნე მოღვაწეობა".

/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ.196, 200/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2016, 03:01 PM

"თბილისში, სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ახლად აგებული ტაძრის კურთხევა, ერმაც და ბერმაც ერთად აღნიშნა.

სადღესასწაულო მსახურება აღავლინა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ მალხაზ ყიფიანთან და სხვა სამღვდელოებასთან ერთად. შეგახსენებთ, რომ წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის მშენებლობა, მამა მალხაზ ყიფიანის თაოსნობით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. არქიტექტორია მამუკა კიკნაძე.

მეუფე სვიმეონმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, ისაუბრა წმინდა დიმიტრის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მადლობა გადაუხადა ტაძრის აგებისთვის მამა მალხაზ ყიფიანს და მათ ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მადლიან საქმეში. იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში დაიწყება ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მდებარე, დანგრევის პირას მისული წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა და განახლება".

/"კარიბჭე" N25, 2016,გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 01:14 PM

"კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლის პერიოდში დიმიტრის მთავრობა ყოველთვიურად 5 მანეთს აძლევდა. მასთან ერთად სწავლობდა დიდი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ორივეს კი სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.66/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2017, 10:55 PM

"დიმიტრი ყიფიანი შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩეოდა, ხანში შესულსაც შერჩენოდა მომხიბვლელობა. მაღალი შუბლი, ფართო, ცნობისმოყვარე, ელვარე თვალები, ღაჟღაჟა სახე და სქელი ჭაღარა წვერი მის გარეგნობას უაღრესად შთამაგონებელ იერს ანიჭებდა. დიმიტრი მეტყველებდა საკმაოდ ორიგინალურად, ბოხი ხმით, მის ლაპარაკში ყოველთვის გამოსჭვიოდა ძლიერი გონება და საღი ლოგიკა".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.79/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2017, 11:08 PM

"ნინო მეუღლეს "ღვთიურ დიმიტრის" უწოდებდა".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.80/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2017, 08:04 PM

"ქართველ ერში დიმიტრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. "ივერიის" კორესპონდენტი აღნიშნავდა: ქართლში "ისეთი სახელი ჰქონდა გავარდნილი დიმიტრის, ყველა დედა ნატრობდა, რომ იმისთანა შვილი გამოსვლოდა". გურია-სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმში დიმიტრის ორასამდე ნათლული ჰყოლია.

დიმიტრი ყიფიანი შესანიშნავი მოსაუბრე ყოფილა. ჰყვარებია მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. "მასთან ცხოვრება - ეს იყო სიცოცხლეშივე სამოთხეში ყოფნა", - აღნიშნავდა დიდი ხნის შემდეგ დიმიტრის ერთ-ერთი ახლობელი."

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.80/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:47 PM

"დიმიტრი, თურმე, კარგად ხატავდა. მისი ვაჟის - კოტე ყიფიანის არქივის დამუშავებისას ნახეს დიმიტრის შესრულებული ნახატი. ნახატზე კოტე ყიფიანს ასეთი მინაწერი აქვს გაკეთებული: "მამიჩემის დახატული ჩემი და, ბაბალე".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.87/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 06:04 PM

"დიმიტრი ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პეზიდენტი. ცოტამ თუ იცის, რომ "ხვანჭკარის" წარმოებას XIX საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა დიმიტრი ყიფიანმა. მან "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან არასრული დუღილის მეთოდით მიიღო შესანიშნავი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც მაშინ "ყიფიანის ღვინო" ეწოდებოდა.

1907 წელს დიმიტრი ყიფიანმა თავისი ღვინო გააგზავნა ბელგიის ქალაქ ოსტენში გამართულ ევროპის ღვინის ფესტივალზე. ყველასთვის გასაოცრად სწორედ "ყიფიანის ღვინოს" ხვდა წილად ოქროს გრან-პრი, რომელიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს იყო ქართული მეღვინეობისა და კერძოდ, ყიფიანის უდიდესი გამარჯვება".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.87-88/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 06:18 PM

"დიმიტრი, ქვიშხეთში ყოფნისას, ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში საზეიმო ფორმით, რათა თანასოფლელებისთვის ეჩვენებინა მაგალითი იმისა, რომ ტაძარში სიარული სულის ზეიმია მორწმუნეთათვის".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.120/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2017, 07:45 PM

ამა წლის 11 მაისს მხვდა პატივი დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის VI კლასის ბავშვებთან შეხვედრისა. ბავშვებმა საოცარი დახვედრა მომიწყვეს, პოეზიის საღამო ულამაზესი გამოვიდა. მათი ნიჭიერებით აღფრთოვანებას ვერ ვმალ და მინდა ამ თემაში ეს აღვნიშნო. ბედნიერი ვარ, რომ წმინდა დიმიტრი ყიფიანის თემა გახსნილია ამ განყოფილებაში და მასთან პოეზიის ძაფებმა დამაკავშირა smile.gif

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 04:50 PM

მხატვართა საყურადღებოდ!

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებას სურს დაიტერესბულ მხატვარს შეუკვეთოს ორი ფერწერული ტილო: ,,ილია ქვიშხეთში" და ,,აკაკი დიმიტრი ყიფიანთან". მსურველები გამოგვეხმაურონ. დეტალებზე მოვილაპარაკებთ პირადად.

/პოეტი მურად მთვარელიძე
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 01:38 PM

ხვალ, 23 იანვარს, 15 საათსა და 30 წუთზე, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წავიკითხავ ლექციას

,,დიმიტრი ყიფიანი და ,,ვეფხისტყაოსანი"

ვეპატიჟები ხაშურში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს!

/მურად მთვარელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 10:44 AM

"ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მურად მთვარელიძემ წაიკითხა ლექცია „დიმიტრი ყიფიანი და „ვეფხისტყაოსანი“.
ლექციაზე მკვლევარმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ღვაწლზე, რაც დიმიტრი ყიფიანს მიუღვის მე-19 საუკუნეში "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის, ხელნაწერთა მოკვლევის და რუსთველის პოემის პირველი აკადემიური სასაჩუქრე ეგზემპლარის გამოცემის საქმეში.
ლექციას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოწაფეები, ფართო საზოგადოება.
დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლექციები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კვლავაც გაგრძელდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2018, 09:36 PM

"1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და ქურდულად მოკლა. "ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს. იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს", - წერდა აკაკი წერეთელი.

1887 წლის 30 ოქტომბერს წმინდა ილია ჭავჭავაძე "ივერიაში" დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების გამო წერდა: "ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა: დიმიტრი ყიფიანი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა "ჰოს", როცა მისი გული ამბობდა "არას", ძნელია უკეთესად გამოთქმა ადამიანის ღირსებისა". იმ დღეებში წმინდა ილია მართალმა არა მარტო აღწერა და საზოგადოებას გააცნო დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი, არამედ საერთოდ ჩამოაყალიბა "მადლისმქმნელი" პიროვნების კონცეფცია. იგი წერდა: "როცა ამისთანა კაცი სამუდამოდ მიდის, თითქო ჩემი და თქვენი წილადხდომილი სინათლე მზისა თან მიაქვსო, თითქო თითოეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ თან ჩემი, თქვენი ნაწილი, ჩემი, თქვენი ბედნიერება წაიღო, თითქო ვგრძნობთ, რომ ამისთანა კაცთან ერთად ჩვენს საკუთარ ბედნიერებასაც ვკარგავთ და ამის შემდეგ რაღა საკითხავია, რომ მივტირით ამ დაკარგულ ბედნიერებასა".

ყიფიანის დაკრძალვაზე წმინდა ილია მართალმა და აკაკიმ ხალხმრავალი თავყრილობა მოაწყვეს, რომელიც შემდეგ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დემონსტრაციაში გადაიზარდა.

8 ნოემებრს თბილისში, მთაწმინდისკენ, უკანასკნელ გზაზე დიმიტრი ყიფიანს მთელი საქართველო მიაცილებდა. ნიკო ავალიშვილი იხსენებს: "სამღვდელოების წინ მოქცეულ ალექსანდრე ეპისკოპოზს თითქოს ზეგარდმოშთაგონება მოევლინა, რუსის რაზმის შიგ პირში მდგარმა, მოზღვავებულ ხალხს თვალი გადაავლო და ჯვრის წინ წაწევით მტკიცე ნაბიჯი გადადგა რაზმშუა. რაზმი მსწრაფლ გაირღვა... ამგვარად ჯვრის მაღლა წინ ამართვით იწყეს სვლა ეპისკოპოზმა, სამღვდელოება უკან მოექცა მას და მთელი ლიტანიაც აღარავის შეუჩერებია, თავისუფლად გაიარა პროსპექტი, სასახლის ქუჩა და ყველა ის ქუჩები, სადაც გეგმით უნდა გაეარა ლიტანიას".

მთაწმინდაზე სამგლოვიარო მიტინგზე აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანს ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობა: "მშვიდობით, ხორციელად ჩვენგან დაკარგულო, მაგრამ სულიერად კი საშვილიშვილოდ მოკავშირევ, ჩვენო დიდებულო მოძღვარო!" მოგვიანებით მის ნეტარ ხსოვნას აკაკიმ თავისი უკვდავი "განთიადი" უძღვნა."

/"კარიბჭე" N10, 2010, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2018, 09:10 PM

"დიმიტრი ყიფიანის უფროსი შვილის, ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ ყიფიანის მეცადინეობით გაიხსნა ქვიშხეთში პირველი დაწყებითი სკოლა, მან გამოაქვეყნა საინტერესო წერილები გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი წერეთლის ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ, "ქართული პოეზიის ნიმუშები" და მათი გარჩევა, აგრეთვე წერილი ფერეიდნელი ქართველების მდგომარეობის შესახებ.

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1890 წელს, ნიკოლოზ ყიფიანი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ბელგიაში დასახლდა. იყო ბრიუსელისა და მონსოს უნივერსიტეტების პროფესორი. მიუხედავად უცხოობაში ყოფნისა, საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ხშირად გზავნიდა კორესპონდენციებს. გარდაიცვალა ბრიუსელში 1905 წელს. დაკრძალულია იქვე.

ნიკო ყიფიანის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე ევროპის სამეცნიერო წრეებში ცნობილი ფსიქოფიზიოლოგი გახლდათ. ევროპაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. 1910-იან წლებში მისი თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა ქართული განყოფილება. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ბოლშევიზაციის პერიოდში ახალი ხელისუფლებისაგან დევნილი გადავიდა ბრიუსელში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ნინო (ნუცა) ყიფიანი, ნიკო ყიფიანის უფროსი ქალიშვილი, დაიბადა ქვიშხეთში. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, საიდანაც გარიცხეს რევოლუციური შეხედულებებისთვის. იგი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება 900-იანი წლების განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც რამდენჯერმე მეტეხის ციხეში იჯდა. ნინო ყიფიანს აეკრძალა რუსეთის იმპერიაში ცხოვრება და იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1920 წელს დაბრუნდა და ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანისეულ სახლში გარდაიცვალა. დასაფლავებულია იქვე.

დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი შვილი ელენე ქვიშხეთში დაიბადა. მამა მას ეძახდა ლოკას, ლოკოკინას, ლოლიას. იყო მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღრებისა და სასულიერო საგალობლების შეკრება-ნოტებზე გადატანაში. იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. მონაწილეობდა ქვიშხეთში საზაფხულო სკოლების გახსნაში. ელენეს მეუღლე იყო ქუთაისელი ვექილი ანტონ ლორთქიფანიძე. დიმიტრი ყიფიანმა თავისი მამული სამივე შვილს თანაბრად გაუყო. ელენეს შეხვდა ჩუმათელეთი და ტაშისკარი.

ნინო ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი რძალი და ცნობილი მსახიობის, კოტე ყიფიანის მეუღლე გახლდათ. ნინო გორის მაზრის სოფელ ძვილეთში დაიბადა. მამამისი, ბეჟან ტატიშვილი, ადრე გარდაიცვალა და დარჩა ობლად 7 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისა იყო. ნინოს დედამ შემწეობა სთხოვა დიმიტრი ყიფიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ობლების ბედი. პატარა ნინო ხშირად დადიოდა დეიდასთან (ის ცოლად ჰყავდა დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილს ვასილ ყიფიანს), რომელიც ქვიშხეთში იყო გათხოვილი. მას მუსიკასა და წერა-კითხვას ასწავლიდა დიმიტრის ქალიშვილი ელენე. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე ყიფიანი.

ნინო შეუდგა სწავლას და თვითგანათლებას, თავად დიმიტრი ასწავლიდა ფრანგულ ენას უსაყვარლეს რძალს. მამამთილი მის სურათს ჯიბით ატარებდა და ასე აცნობდა ნათესავებს. ნინოს ხელმძღვანელობით ზაფხულობით იხსნებოდა საზაფხულო სკოლები, სადაც უღარიბესი ბავშვები უფასოდ სწავლობდნენ წერა-კითხვას და ანგარიშს.

1893 წელს ქვიშხეთს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა ქართველ მოღვაწეებთან ერთად. მას ლუარსაბ ყიფიანმა უმასპინძლა. მეორე დღეს ილია დიმიტრი ყიფიანის ოჯახს ესტუმრა, მას ნინო ღირსეულად დახვდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნინო საბოლოოდ დასახლდა ქვიშხეთში და მარტო უვლიდა სახლსა და მამულს. დიმიტრისეული კარმიდამო სიცოცხლეშივე გადასცა მწერალთა კავშირს. თავისთვის ორი ოთახი დაიტოვა და სიკვდილამდე ცხოვრობდა თავის ნათლულთან, ანეტა ყაზიშვილთან ერთად.

ანეტა იყო მისი მფარველი და პატრონი, ნინომ ხელში დალია სული 1937 წელს, დაკრძალულია ყიფიანების აღდგომის სახელობის საგვარეულო ეკლესიაში."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2018, 09:12 PM

მთაწმინდობა

"ქვიშხეთში ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული - მთაწმინდობა.

დღესასწაულის წინა დღეს მიდიან მთაწმინდის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

წინათ ეკლესიის გვერდით იდგა ხის პატარა სახლი საქალებო, სადაც ქალები ათევდნენ ღამეს, მამაკაცები - ცალკე.

ამ დღეს ყველა ოჯახში დღემდე იშლება სადღესასწაულო სუფრა. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებამდე დიმიტრი ყიფიანის ეზოშიც იშლებოდა რამდენიმე რიგად სუფრა და დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე მასპინძლობდა და თამადობდა სტუმრებს".

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:19 PM

"როცა ბანკში მისულ ილია ჭავჭავაძეს დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, შეძრწუნებულ პირმოკუმულ და წარბშეკრულს ჯერ ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, "შემდეგ ორი მსხვილი ცრემლი გადმოეწურა და ლამაზ ულვაშზე დაეთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და ამავე დროს, მეტყველი მწუხარება", - იხსენებს ქართული თეატრალური კულტურის დიდი მოამაგე ვალერიან გუნია"

/"კარიბჭე" N10, 2019, გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 01:54 PM

"წმ დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით 23-24 ოქტომბერს ქვიშხეთში, მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძარში, აღევლინება წირვა-ლოცვა. საღამოს მსახურება დაიწყება ოთხშაბათს (23 ოქტომბერი) 16:00 სთ-ზე, წირვა-9:00 სთ-ზე. სამშობლოსათვის წამებული წმ. მოწამე დიმიტრის მეოხება და მფარველობა თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს, ამინ."

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:19 PM

"საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად.

მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: "რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!" მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო"

/"კარიბჭე" N1, 2020, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 05:54 PM

"1894 წელს გამართულმა თავადაზნაურთა ბანკის კრებამ დაადგინა, დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლი აღემართათ, რომლის მოდელი ცნობილ სკულპტორს, ფელიქს ხოდოროვიჩს ეკუთვნის. ამ მოდელის მიხედვით, თეთრი მარმარილოს ბიუსტი იტალიაში დაამზადეს. ძეგლი 1899 წელს საზეიმოდ გაიხსნა მთაწმინდაზე"

/"კარიბჭე" N1, 2020, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:32 PM

"მას თავისი ქვეყნისა და ერის სიყვარული პირველის თვალის ახილვიდანვე ჩაენერეგა გვამში და ეს სიყვარული კუბოს კარამდისაც კი თან ატარა"

/ზაქარია ჭიჭინაძე
"კარიბჭე" N2, 2020, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:13 PM

"ეროვნული ხსნის პროგრამის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის მიერ დაარსებული "ტფილისის კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკა", რომელიც იმ დროისათვის მნიშვნელოვანი მწიგნობრულ-სალიტერატურო კერად იქცა"

/"კარიბჭე" N3, 2020, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:28 PM

"1845 წელს დიმიტრი ყიფიანი დაქორწინდა დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ასულ ნინოზე. დიმიტრისა და ნინოს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ"

/"კარიბჭე" N3, 2020, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:46 PM

"დიმიტრისა და ნინოს შთამომავლები, წინაპართა მსგავსად, აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. საბჭოთა ეპოქაში ისინი ვერც ამხელდნენ, რომ დიმიტრი ყიფიანის მემკვიდრეები იყვნენ"

/"კარიბჭე" N3, 2020, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:42 PM

"ლიტერატურული მოღვაწეობა დიმიტრი ყიფიანმა შექსპირის თარგმნით დაიწყო"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2020, 07:48 PM

"1850 წელს დიმიტრი ყიფიანი რუსეთის მეფის ნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მხარდაჭერით აფუძნებს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას. დღიდან საზოგადოების დაარსებისა, მმართველი საბჭოს წევრი, მოგვიანებით - ვიცე-პრეზიდენტი და ამ საზოგადოების მოვალეობის შემსრულებელი ხდება. შესაბამისად, აქტიურად მონაწილეობს ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2020, 10:15 PM

"ეროვნულ საკითხში, დიმიტრი ყიფიანის ამოსავალი დებულებით - მხოლოდ ის ერი შეიძლება დადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. "არც ერთი ქართული დაწესებულება არ არის ჩვენში, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს; ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი და სხვანი, სულ მისი ინიციატორობით არის დაწყებული" - წერს აკაკი წერეთელი"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2020, 10:15 PM

"ტრაგიკული როლის შესურლება დააკისრა მე-19 საუკუნემ დიმიტრი ყიფიანს, ამ ენციკლოპედიური განათლების კაცს, რომელმაც აგრეთვე, მშვენივრად იცოდა ევროპული ენები. მას ცხოვრებამ დააკისრა უამრავი ისეთი საქმის აღსრულება, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე დასჭირდებოდა"

"პირდაპირ სასწაულია, ამ მოუცლელმა კაცმა როგორ შესძლო, რომ 1882 წელს შეადგინა და გამოსცა "ახალი ქართული გრამატიკა"... უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ წიგნის გამოცემას ქართული სკოლების დახურვისა და ქართული ენის დევნის პირობებში, არა მხოლოდ პრაქტიკული და პედაგოგიური, არამედ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 03:55 PM

"დიმიტრი ყიფიანი სიცოცხლეშივე საქართველოს სინდის-ნამუსს განასახიერებდა"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:42 PM

"დიმიტრი ყიფიანი, გასაგები მიზეზების გამო, თავის პუბლიცისტურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს ზოგჯერ ფსევდონიმებით აქვეყნებდა. "ბაქარ ქართლელი", "თეიმურაზი", "თეიმურაზ ვაკელი". თითო-ოროლა შემთხვევაში გამოყენებული აქვს სხვა ფსევდონიმებიც: "მყვირალა (ქართლელი)", "დიმიტრი", "ბ.ქ." და "ერთი 126 შემდგენთაგანი".

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:21 PM

"სამშობლოსათვის წამებულ წმინდა დიმიტრი ყიფიანს, ახალი სტილით 14 აპრილს, თავის ამქვეყნად მოვლინების დღეს მოიხსენიებს და ამ ტროპარით განადიდებს დედაეკლესია:

"მხედარო ახოვანო, ქრისტეს ღმრთისაო და კაცო ზეცისაო, მზრუნველო დაუცხრომელო და მფარველო ივერიისაო, სიყვარულისათვის მოყვასისა თავის დამდებელო, სამშობლოსათვის წამებულო, წმინდაო დიმიტრი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, ამინ!"

შეეწიოს წმინდა დიმიტრის ლოცვა-ვედრება მის ჯვარცმულ ქვეყანას - საქართველოს!"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 12:40 PM

"1887 წლის შემოდგომა, ოქტომბრის 28, ოთხშაბათი. ჯერ შუა დღე არ იქნებოდა, თბილისს ელვასავით რომ მოედო შემზარავი ამბავი, სტავროპოლში ვერაგულად მოკლეს დიმიტრი ყიფიანიო. სიამოვნებით ამოისუნთქეს საქართველოში მოთარეშე სატრაპებმა: მთავარმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა, სწავლა-განათლების მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ... ქართველების მაწყევარი ეგზარქოსი პავლე ამ დროს უკვე გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პალადი დაენიშნათ.

მთელი საქართველო აღშფოთდა სამართლიანი გულისწყრომით, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შეიტყვეს, მეფის მთავრობამ სამშობლოში ჩამოსვენებული გარდაცვლილის ნეშტი მცხეთაში შეაჩერა და მხოლოდ დაკრძალვის დღეს ჩამოასვენებენ თბილისშიო. ვალერიან გუნიას ძალისხმევით დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ ეროვნულ დემონსტრაციად გადაიქცა. დაკრძალვაზე უამრავი გვირგვინი მოიტანა მადლიერმა ერმა. საგულისხმოა, რომ ამ გვირგვინების წარწერების დაბეჭდვის ნება არც ერთ გაზეთს არ მისცეს. ეს კი არა, "ივერიის" რედაქცია შეამოწმეს კიდეც - ეჭვი ჰქონდათ, იქ დაბეჭდილ დეპეშებს ილია თავის თავს თვითონ უგზავნისო და დეპეშების ასლების ჩვენება მოსთხოვეს."

"ქართველებმა დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლის აღმართვა მისი სიკვდილიდან თორმეტი წლის შემდეგღა მოახერხეს."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2020, 09:23 PM

"1893 წლის ზამთარში, დეკემბრის ბოლოს, ქვიშხეთს დიდი ილია ესტუმრა. სტუმრობის მიზანი ერთ კონკრეტულ ფაქტს შეეხებოდა - იგი ლუარსაბ ყიფიანის ქალის ქორწილში მიიწვიეს. "იქ მყოფთაგან მის მოძრაობას ყველა აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს" (ი.ვ. ლოლაშვილი).

ქვიშხეთში ილიას იმდროინდელი მოწინავე საზოგადოების მთელი ამალა ახლდა: ალ. ფრონელი (ყიფშიძე), ნ. ხიზანიშვილი, დ. მიქელაძე, გრ. ყიფშიძე, ალ. ღულაძე...

ვახტანგ ჭელიძე: "შუა ქორწილში წამოდგა თურმე ილია, ამალა გაიყოლა თან და დიმიტრი ყიფიანის სახლისაკენ გასწია.

ყიფიანების მშვენიერმა მამულმა სასიამოვნო გრძნობები აღუძრა. ამ კუთხის სილამაზის შესახებ ადრევე იცოდა ილიამ. ჯერ კიდევ 1885 წლის 28 აგვისტოს სწერდა იგი დიმიტრი ყიფიანს: "მე შევიტყვე დიდს მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს მანდ, ბორჯომის მიჯნაზე. თქვენი მამულის ყიდვა ძალიან მოუწადინებია".

/"კარიბჭე" N16, 2014, გვ.76/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2020, 05:51 PM

https://radikal.ru

,,კაცი ხასიათისა -დიმიტრი ყიფიანი"- ბიოგრაფიული რომანი - ამ პანდემიის დროს!

/მურად მთვარელიძე/

-----------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 09:10 PM

"[ქუთაისის წმინდა გიორგი სახელობის] ტაძარში, ხელმარცხნივ, ჩრდილო-დასავლეთ კედელთან, დაკრძალულია "კნეინა დიმიტრის ასული ლორთქიფანიძისა". ეს გახლდათ წმინდა დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი და ამჟამინდელი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებლის - ანტონ ლორთქიფანიძის მეუღლე. 1894 წელს ანტონ ლორთქიფანიძეც აქვე დაკრძალეს".

/"კარიბჭე" N10, 2021, გვ. 20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 03:28 PM

"1887 წ. 24 ოქტომბერი იყო. დილაადრიანად მთავარ ქუჩაზე მივეშურებოდი. შორიდანვე დავინახე დიმიტრი ყიფიანის სადგომთან აუარებელი ხალხი ირეოდა.
მაშინვე ვიგრძენი,რაშიც იყო საქმე.
ბებერი ბერძნის ღენერალი მოუკლავთო, - იძახოდნენ აქეთ-იქით. გავარღვიე ბრბო და ავარდი კიბეზე, სადაც პოლიციელი დამხვდა მუშტით. მე ვუთხარი: ჩემი ბიძაა, გთხოვთ გამიშვათ. პოლიციელი დამაკვირდა, გაარკვია რა, რომ მე არა რუსი ვიყავი, ამიშვა. ერთი წუთის შემდეგ აღელვებული და ცრემლმორეული ვიდექი დიმიტრის საწოლის გვერდით. თოვლივით სპეტაკ საწოლში და საცვლებში დიმიტრი იწვა პირსახოცით ფეხებ და ხელებ შეკრული. საფეთქელში ჰქონდა დარტყმული გირი ან რაღაც მრგვალი რამ. ჩაჭეჭყილიდან ტვინი და სისხლი გადმოხეთქოდა სპეტაკ ჭაღარაზე და საცვლებზე. მალე მოვიდა ექ. კ. ელიაშვილი, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია. გვამს გაუკეთა ბალზამი. შიგნერი იქვე დააკრძალვინა, მოიყვანა ღვდლები პანაშივიდისათვის და ყოველმხრივ პატრონობდა. ეს ამაგი დღემდე არავისგან აღნიშნული არ არის. დადგა გამოსვენების დღე. სემინარიაში სასტიკად აგვიკრძალეს დავსწრებოდით დიმიტრის გამოსვენებას. მე, რასაკვირველია, არ დავემორჩილე ამ ბრძანებას. გამომცილებელ პროცესიას შეადგენდა მხოლოდ ადგილობრივი ქართული და ნაწილობრივ სომხის ინტელიგენცია".

/ალექსანდრე ლეონიძე, "ბახტრიონი" 1922, 20
"კარიბჭე" N1, 2022, გვ.31/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)