IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილი არრა არის რა...
misheli
პოსტი Feb 7 2007, 05:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 9-January 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 835



სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც.
ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
***

ო ნუ ტირიხარ,
გთხოვ გაიღიმე
და დამიხუჭე თვალნი თითებით
და თუ გიყვარვარ ერთი იწამე,
მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები...
შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ,
მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით
მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა
იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი
და აჰა ვარდი დამადე გულზე ,
და საოცრება ჩემი იწამე
მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ,
მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე!

,, სიკვდილი არრა არის რა...''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2007, 05:40 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



misheli

გაგახაროს უფალმა, ეს რა ლამაზი ლექსი დაგვიწერე!!!!!! smile.gif

მისი წაკითხვის მერე სიკვდილიც ლამაზია smile.gif



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 7 2007, 05:58 PM
პოსტი #3


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



სიკვდილი არა არის რაა
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი
მე ისევ მე ვარ შენ ისევ შენ ხარ...
რაც ვიყავით ერტმანეტისთვის,იგივენი ვართ საუკუნოდ...
ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს...
ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია...
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი
ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს...
გაიცინე რაზეც გეცინებოდა,
ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე...
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა
ყოველგვარი დაღველის გარეშე
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მიდამ ნიშნავდა...
იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო,ძაფი არ გამწყდარა....
რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა?
იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?
მე შორს არ ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ....
თუ მართლა იცი რა არის ღმრთის მადლი და სასუფეველი
თუ გძალგიძს გაიგონო ანგლოზთა გალობა და მათ შორის დამინახო....
თუ გძალგიძს იხილო გადახსნილი სასუფეველი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ...
თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება...
როგორ!თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი,წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარუნდა მხედავდე და გიყვარდე?...
გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა...
როცა ერთ დღესაც შენი სულიც სასუფეველში შევა...
სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო....იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ....
კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას,ოღონდ უფრო განწმენდილს...
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ....


(ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით)


პ.ს. მე ეს სიტყვები დიდი ტკივილის დაძლევაში დამეხმარა,მართლაც სიკვდილი არა არის რაა...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 7 2007, 08:23 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან საოცარი სიტყვა "გარდაცვალება" იგი მქადაგებლური, ე.წ. ქრისტიანიზირებული ტერმინია, რომელიც ზუსტად გადმოცემს ადამიანური სიკვდილის ნამდვილ არსს, ადრე როცა დევნა იყო ქრისტიანთა, გვაქვს უამრავი შემთხვევა, როცა თვითონ გამოდიოდნენ წამებელთა წინაშე და თამამად აღიარებდნენ ქრისტეს, "ეძიებდნენ სიკვდილს ქრისტესათვის", ქრისტიანისათვის სიკვდილი არ არსებობს, არამედ არის მხოლოდ მიცვალება უფალში, შეხვედრა უფალთან, მამასთან მისვლა...


ციტატა
ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით


ესეც თქვენ ნეტარი ავგუსტინეს საფლავი smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misheli
პოსტი Feb 8 2007, 12:58 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 9-January 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 835



დიდი მადლობა ყველას rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 8 2007, 01:03 AM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



წაიკითხეთ თუ არ დაგეზარებათ smile.gif

ჩემს შვილს ტატოს

ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის
ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი),
რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი
(ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას»,
თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას»)
და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა.
სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა,
თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს
ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან
და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად,
ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _
ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში.

მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ.
ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა,
თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?!
ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი?
შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა?
ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს?
ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?!
აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ
და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე.

ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი?
ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი.
ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული,
ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს
და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს
მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი.
სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _
უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი!

აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების,
რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა,
ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი,
რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე»
უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს
მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება.


თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?!
რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება,
პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი,
საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის
ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია,
იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი.
თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს.

შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები!
გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს!
გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა!
შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი
მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო!

(ვახუშტი კოტეტიშვილი)


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Feb 8 2007, 01:16 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



სიკვდილი: ვისთვის როგორი მისაღებია სიკვდილი, ზოგს ეშინია მისი, ზოგი კი სიხარულით ეგებება მას... იმას არ ეშინია ვინც ძლიერია, ღვთის სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და მართალი დაიარება... მას ეშინოდეს ვინც ამ ცუთებს, საათებს, დღეებს უსაქმურად ატარებს... მეც მეშინია სიკვდილის... მაგრამ თუ მოვინდომებთ სიკვდილსაც შევიყვარებთ, სიკვდილი ხომ მარადიული სიცოცხლის დასაწყისია...... smile.gif

ციტატა(kato_Bato @ Feb 8 2007, 01:03 AM) *

წაიკითხეთ თუ არ დაგეზარებათ smile.gif

ჩემს შვილს ტატოს

ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის
ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი),
რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი
(ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას»,
თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას»)
და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა.
სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა,
თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს
ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან
და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად,
ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _
ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში.

მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ.
ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა,
თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?!
ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი?
შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა?
ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს?
ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?!
აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ
და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე.

ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი?
ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი.
ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული,
ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს
და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს
მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი.
სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _
უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი!

აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების,
რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა,
ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი,
რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე»
უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს
მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება.
თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?!
რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება,
პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი,
საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის
ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია,
იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი.
თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს.

შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები!
გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს!
გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა!
შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი
მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო!

(ვახუშტი კოტეტიშვილი)

ძალიან ძალიან მაგარია, სამწუხაროდ პირველად წავიკიტხე და ძალიან მომეწონა smile.gifsmile.gifsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misheli
პოსტი Feb 8 2007, 01:48 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 9-January 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 835



vaa111
გეთანხმები, მაგრამ ვინც დღეებს უსაქმურად ატაარებს და ცოდვას სჩადის მას არც სიკვდილის და არც ღმერთის არ ეშინია.

kato bato da t.l dzalian magari iyo.gaixaret
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2007, 11:24 AM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხალხური

* * *

წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 8 2007, 01:54 PM
პოსტი #10


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ბინდისფერია სოფელი,ძაან მაგარია.... sad.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2007, 02:55 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



t.l.

ხალხური

* * *

ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Feb 8 2007, 04:10 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



misheli
t.l.

ძალიან კარგი იყო, გაიხარეთ smile.gif





ისე იცით, მაინტერესებს სიკვდილი, როგორი იქნება...? "ვიგრძნობ" ჩემ თავს თუ არა... unsure.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 8 2007, 04:13 PM
პოსტი #13


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



marine
tinka
გაიხარეთ....


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2007, 04:16 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



t.l.

აჰა, კიდევ ერთი.. smile.gif

(ეს ლექსი ძალიან მიყვარს..)

* * *
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა.

შენიშვნა: ლექსის ბოლო სტრიქონები ეკუთვნის XX საუკუნის ცნობილ სახალხო პოეტს - მიხა ხელაშვილს.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 8 2007, 04:22 PM
პოსტი #15


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ერთერთ რუსულ მარლმადიდებლურ ფორუმზე დევს უფლისადმი ბავშვების წერილებიდან ამოღებული ციტატები,

ორი მათგანი:
1.Я Тебя уважаю за веру в человека. Игорь, 3 кл

2.Можно мне не умирать, а? Юля, 1 кл.
.


biggrin.gif
ხომ ორივე ძალიან კარგია...

უფალს რომ ადამიანის სჯერა, ამაზე მე აქამდე არ მიფიქრიაsad.gif ნება რომ მოგვცა, გვენდო.. გვირწმუნა, ჩენი გულის დაიჯერა, ჩვენი სიყვარულის... რომ ეს სიყვარული როდესმე ისევ მასთან მიგვიყვანდა...sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 8 2007, 04:42 PM
პოსტი #16


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
გვირწმუნა, ჩენი გულის დაიჯერა, ჩვენი სიყვარულის... რომ ეს სიყვარული როდესმე ისევ მასთან მიგვიყვანდა...

სამწუხაროდ , სიყვარულში იმედგაცრუებაც ბევრია... sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misheli
პოსტი Feb 8 2007, 05:07 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 9-January 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 835



"მე არ მეშინია სიკვდილის,ცხოვრება ხომ ნელი სიკვდილია.
ჩვენ ვბერდებით,ვხუნდებით და სუსტები ვხდებით.
მე ვამბობ დაე მოკვდეს სუსტი,ჩემი დროც მოვა როცა დავსუსტდები როგორც ყველა.თუ ზურგში მივიღებ "ტყვიას" ესეგი სიკვდილს დავრთე ნება
ჩემს უკან ჩრდილი გამხდარიყო.თუ მომკლავენ ესეგი ჩემს მტერზე სუსტი ვარ და მე ვიმსახურებ სიკვდილს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 8 2007, 05:07 PM
პოსტი #18


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



QUOTE
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა



და რათ არის საშინელი...


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 03:07 AM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საინტერესო ფრაზაა ფერეიდნელ ქართველებში შემორჩენილი

როდესაც მიცვალებულთა შესანდობარს ამბობენ, იტყვიან:
ჩონ წასადევნელებ გაუმარჯოი!

წასადევნელი - საოცარი შინაარსის მატარებელი სიტყვაა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2007, 03:20 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შვეიცარიელმა ხაასმა თავის გამოგონებას "მშვიდობის ყუთი" უწოდა. ეს არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კუბო, რომელიც ძალიან მცირე დროში წყლად და ნახშირორჟანგად იქცევა.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი