IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
A.V.M
პოსტი Nov 27 2013, 11:49 PM
პოსტი #541


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სოფელ ხელთუბნის მოსახლეობა თანასოფლელ იეღოველებს დაუპირისპირდა
გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მოსახლეობის ერთი ნაწილი იეღოვას მიმდევრებს დაუპირისპირდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში, მჭიდრო დასახლების ადგილას, იეღოვას მოწმეთა შეკრებებისთვის

განკუთვნილი ნაგებობის მშენებლობა გახდა.

სოფლის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხელმოწერებიც შეაგროვა და ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მშენებლობა გრძელდება.

მართლმადიდებელი მოსახლეობის განცხადებით, ისინი თანასოფლელებს რელიგიური ნიშნით არ უპირისპირდებიან. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი მსგავსი ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისთვის მიზანშეუწონელია.

თავად იეღოვას მიმდევრები თანასოფლელების პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და მშენებლობას აგრძელებენ.

სოფლის მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი აცხადებს, რომ თუ მშენებლობის შეჩერება არ მოხდება, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/91273-sof...l#ixzz2lsRhTSJB


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 28 2013, 03:42 AM
პოსტი #542


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა
ლოგიკურ კითხვას ვსვავ რა გინდა


ეგ შენი ცინიზმი რომელ ლოგიკაში ჯდება ?
თუ უფრო მეტად ლოგიკურს ხდი შენს მსჯელობას?

ციტატა
თუ რამე კითხვა გაგიჩნდა და ეს კითხვა ეწინააღმდეგება ეგრედწოდებულ მღვდლებს ესეგი შენ ეკლესიას დასცინი, ჯერ ეს ერთი ეკლესიიდან ძალიან შორს დგას ეგრედწოდებული ქორეპისკოპოსი იაკობი, ტვ ში როარ უყურო და პროსტა ხმა გესმოდეს გეგონება უბნის ბირჭიდანაა პირდაპირი ჩართვა და ვიღაც ძველი ბიჭი ქადაგებს, ხოდა ამის გამო მეუბნებით რო ეკლესიას დავცინი? კარგით რაა

მართლა კარგი რაააა...
მგონი აზროვნებ და ამ შემთხვევაში უნდა ხვდებოდე , რომ შენს დასმულ კითხვაზე ( ეს სხვა ცდომილებაა , მაგრამ მაინც ) , არავინ გედავება . შენ გესაუბრებიან ამ კითხვის ფორმაზე , რომელიც ირონიული , ცინიკური და დამცინავია .

და ქორეპისკოპოსის კრიტიკას (როგორი უღირსიც არ უნდა იყოს იგი ) , გირჩევნია შენი თავ მიიყვანო იმ დონეზე , რომ სერიოზული საუბრისას ცინიზმი , ირონია ან დაცინვა არ გამოიყენო .
შენი პოსტების წაშლა კი არაა რამე პრობლემა , რამდენიმე წამი უნდა და ეგ შენი უტაქტო საუბარი , ფორუმზე აღარ იქნება , უბრალოდ , არ გვინდა რომ ,,დამსჯელ ორგანოდ'' გადაიქცეს შენთვის და შენნაერებისთვს ფორუმი , პირიქით , გვინდა რომ ღიად ვისაუბროთ ხოლმე თუნდაც განსხვავებულ აზრზზე .
უბრალოდ , თქვენი ( მხოლოდ შენ არ გგულისხმობ ) უტაქტო და უმართებულო საუბრის მანერით , საშუალებას არ გვაძლევთ რომ ამა თუ იმ საკითხზე გესაუბროთ , თუნდაც მართლაც საჭირბოროტო იყოს იგი .

იმდენს მაინც უნდა ხვდებოდე , რომ ნებისმიერი ცივილური კანონმდებლობის მიხედვით , როდესაც მომჩივანი მხარე საუბრობს ირონიით , ცინიზმით და დაცინვით , მის სიტყვებს აზრი ეკარგება და იმ ფორმატში აღარც განიხილება , რაოდენ მართებული და სწორიც არ უნდა იყოს იგი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2013, 06:10 PM
პოსტი #543


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ზუგდიდში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი დაცხრილეს
"რელიგია, რომელსაც ებრძვიან, ძლიერდება" - ბოლო დროს, ამ ფრაზას უფლებადამცველები და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ... თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატება ბრძოლა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, როდესაც სექტანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ქუჩაში გაგაჩერონ და ან სახლში მოგადგნენ სპეციალური ლიტერატურით შეიარაღებულები და მცირე ლექცია ჩაგიტარონ, ამაზე პასუხი არ აქვთ...

"გვებრძვიან, აბა რა, ზუგდიდში, შენობას, სადაც ჩვენი სულიერი დები და ძმები იკრიბებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს... კიდევ კარგი, შენობაში იმ დროს არავინ იყო. ჩვენ არავის არაფერს ვერჩით, პირიქით, სიკეთეს, სიყვარულსა და მშვიდობას ვთესავთ და მაინც გვავიწროვებენ. ქვებს გვესვრიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. არაფერია, ჩვენი რწმენა სწორედ მოთმინებას გვასწავლის, ოღონდ ჭეშმარიტ მოთმინებას და არა ფარისევლურს..."- ამბობს ჩვენთან საუბარში "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წევრი ლაშა კვარაცხელია.

ზუგდიდში, 16 ნოემბერს, "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წარმომადგენლებს ზუგდიდში, კერძოდ, ზედაეწერში, შეკრების სახლის, "იეჰოვას სამეფო დარბაზის" ერთ-ერთი კედელი დაცხრილული დახვდათ.

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩხორიის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ზედაეწერში მოხდა და შსს- ინფორმაციით, მომხდ

არზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუმცა, საზოგადოებაში, სექტანტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ და მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფოს თავად სექტანტების წინააღმდეგ მიეღო ზომები.

მამუკა დარასელია, ზუგდიდი:

- ორი საუკუნის განმავლობაში უღმერთობის ხანაში ვიცხოვრეთ, შვილო. ახლა კი, ხალხი ძლივს უფლის გზას შეუდგა და ეს სექტანტები გამოჩნდნენ, წმინდა ხატებზე გვეუბნებიან, სურათებზე ლოცულობთო და გადავირევით, აბა რა იქნება?.. ეს არ არის შეურაცხყოფა და შევიწროება?.. თოფი კი არა, ყუმბარა რომ მქონდეს, იმას ვესვრი ამათ... სახლში გვივარდებიან, ქუჩაში, პატარა ბავშვებსა და მოხუცებს აჩერებენ და აშტერებენ და კიდევ აქეთ ჩივიან, გვებრძვიანო... პოლიცია თუ არ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ, ყელში ამოვიდნენ უკვე... შვილები და შვილიშვილები მეზრდება. მადლობა ღმერთს, პირჯვრის გადაწერის გარეშე სახლიდან არ გადიან და ვინმემ ესენი რომ გამომიშტეროს, თოფს ვესვრი კი არა, ფრჩხილებით გამოვჭამ ყელს... თავს ნუ იბრმავებს სახელმწიფო. იეღოველების ქმედებები და მასშტაბები საშიშია და სანამ ხალხს თავად დაუწყია მათგან თავის დაცვა, მიხედონ, თორემ ერთ დღეს ჩვენი მოთმინების ფიალაც შეიძლება აივსოს...


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/91408-zug...l#ixzz2m2kfq4mF

აი ეგაა ნამდვილი მართლმადიდებლობა !
უნდა დაუცხრილო , ჩაქოლო , ამობუგო , მიასიკვდილო , მიაწყევლო , მიამარშუტკისუკანასკამო და.ა.შ.
მხოლოდ ასე თუ გავყრით ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან რასელისტებს !
ასე იქცეოდნენ ოდითგანვე ჩვენი აპოლოგეტი წინაპრები !
ვიიშ !


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 5 2013, 05:23 PM
პოსტი #544


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



"დაისაჯოს მთვრალი მამაო ჩემი შვილის სიკვდილისთვის" - სასულიერო პირმა ახალგაზრდა იმსხვერპლა
"მღვდელი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი გაიტანა, ნაზიარები იყო და არა - მთვრალი!", - ამბობს მამა აკაკი კუპრაშვილის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.

გარდაცვლილი მამაკაცის, რევაზ მაჩხაშვილის დედა კი სასულიერო პირის დასჯას ითხოვს. ქეთინო მამუკაშვილი ამბობს, რომ შვილის ორმოცის მერე, "რკინის ქალამნებს ჩაიცვამს და სამართლიანობისთვის იბრძოლებს".

31 წლის რევაზ მაჩხაშვილი ავტომობილმა 2 ნოემბერს, გორგასლის ქუჩაზე გაიტანა.
ოჯახის წევრების ცნობით, მაჩხაშვილი სამსახურიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან სახლში ბრუნდებოდა. ორთაჭალაში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში არსებული ეკლესიის მოძღვარი აკაკი კუპრაშვილი კი, რომელიც, მათი ცნობით, მთვრალი იყო და დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულე რევაზ მაჩხაშვილს დაეჯახა.

"ჩემი შვილი გზაზე გადადიოდა და ზოლზე შეჩერდა. ეკლესიიდან "ჯიპით" გამოსულა მამა აკაკი კუპრაშვილი, რომელიც ნასვამი იყო. ის თავის მრევლთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში. ჩემს შვილს დასჯახებია უგონოდ მთვრალი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ისეთი სიჩქარით მოდიოდა, რომ ჩემი შვილი 30 მეტრზე უთრევია. ჩემი შვილი ადგილზევე დაღუპულა. ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა ფეხებით დაწყებული თავამდე", - ამბობს დაღუპულის დედა.

მღვდელმა ოჯახს თანხა შესთავაზა, - დაზარალებულები ამბობენ, რომ სასულიერო პირი ითხოვდა, ოჯახს საჩივარი 15 ათასი ლარის სანაცვლოდ გაეტანა. მამა აკაკის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე კი ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თანხა მხოლოდ დახმარების მიზნით შესთავაზა და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.

"როცა შვილი დაგვეღუპა, ორი მამაო მოვიდა ჩვენთან, რაღაც რიტუალი ჩაატარეს მოგზავნილმა მამაოებმა. მერე ჩვენი შვილი შეუფასებიათ 15 ათას ლარად. ვიღაც მოგზავნეს, 15 ათას ლარს გადავიხდითო და თავი დაგვანებოთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადეთ, როგორ შეიძლება დედას ერთადერთი შვილი მოუკვდეს, ამხელა ვაჟკაცი, და ფული შესთავაზო. სულ რომ ფეხშიშველამ ვიაროთ, 15 ათასი ლარი ან თუნდაც მილიონი, რაში მჭირდება. მე მინდა, რომ უგონოდ მთვრალი მამაო დაისაჯოს საკადრისად ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილისთვის და თან როგორი სიკვდილისთვის. 11 დეკემბერს ორმოცი გვაქვს, ჯერ ჩვენს მიცვალებულს უნდა მივხედოთ და მერე რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, ჩემი შვილის საქმეს თვითონ დავადგენ. ახალი მთავრობის და სამართლიანობის იმედი მაქვს, თუ ეს არ იქნება, მე თვითონ მივხედავ საქმეს", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბრისას ქეთინო მამუკაშვილი.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა მამა აკაკის ამ დრომდე ბრალი წაყენებული არ აქვს. მისი ადვოკატის ცნობით, აკაკი კუპრაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხეს.
შსს-ს ინფორმაციით კი, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-9 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე დაზარალებულის განცხადებებს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ადვოკატი ოჯახის განცხადებებს პასუხობს: ”როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, იმ დღეს წირვა ჩატარდა და მამა აკაკი ნაზიარები იყო, აქედან გამომდინარე მას შეიძლება ჰქონოდა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა. მთვრალი არანაირად არ იყო. იმ ადგილას, სადაც შემთხვევა მოხდა, ჩქარა ვერ გამოივლი, მამა აკაკი დასაშვებ სიჩქარეზე უფრო ნაკლებით

მოძრაობდა. ახალგაზრდა მამაკაცმა გზაზე გადმოირბინა. მამა აკაკის მუხრუჭიც კი არ უხმარია, იმიტომ რომ, ვერ დაინახა ეს ადამიანი. მამა აკაკის ბრალეულობა ამ საქმეში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს უბედური შემთხვევა. ეს იყო ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა, არანაირ ავტოსაგზაო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მორალური მხარის გათვალისწინებით, მამა აკაკიმ ოჯახს დახმარება შესთავაზა დაკრძალვის ხარჯების მხრივ. შეთანხმდნენ, რომ 15 ათას ლარს მისცემდა, თავიდან ოჯახი თანახმა იყო, შემდეგ კი - 15 ათასი დოლარი მოითხოვა. მამა აკაკიმ უთხრა, რომ გამორიცხულია, რადგან ამდენის საშუალება არ ჰქონდა. კიდევ კარგი, რომ არ გადაიხადა, რადგან კარგად ხედავთ, რაც ხდება და როგორც არის. საჩივრის გამოტანა თანხის სანაცვლოდ არ მოუთხოვია მამა აკაკის. ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მძღოლი დამნაშავე არ არის და მამა აკაკის შემთხვევაშიც მისი დანაშაული გამორიცხულია”, - ამბობს ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.

31 წლის ლევან მაჩხაშვილი საგარეჯოში, სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. მას 5 წლის გოგონა დარჩა.

ხათუნა გაგნიძე, AMBEBI.GE

ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/semtxveva/91909-qdais...l#ixzz2mbeSal00


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 5 2013, 11:37 PM
პოსტი #545


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



IMEDIA გაირკვევა ყველაფერი ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 6 2013, 12:33 AM
პოსტი #546


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



http://protectthepope.com/?p=9321

http://www.pravoslavie.ru/news/66461.htm


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 6 2013, 09:59 AM
პოსტი #547


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



2013 წლის 24 ნოემბერს არგენტინის პროვინციული ქალაქ სან–ხუანში, 1500 – მა კათოლიკე ახალგაზრდამ გააკეთა ცოცხალი ფარი იმისათვის, რომ დაეცვათ წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი, სექსუალური უმცირესობების აქტივისტების (LGBT), ფემინისტების და აბორტის მომხრეების შტურმისაგან, რომელთა რაოდენობაც 7000 – ს აღწევდა.

გარყვნილთა გაგიჟებული ბრბო პირში აფურთხებდნენ ახალგაზრდებს, სცემდნენ, დასცინოდნენ, სახეში გაზს ასხურებდნენ, საღებავებით სვრიდნენ და სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ჩადიოდნენ მათ თვალწინ.

LGBT – ეს აქტივისტები მკრეხელურ წარწერებს წერდნენ ტაძრის ფასადებზე და მოუწოდებდნენ მისი დაწვისკენ.

ახალგაზრდა კათოლიკები არ რეაგირებდნენ მათ პროვოკაციებზე და აგრძელებდნენ ლოცვას, თვალებიდან კი ცრემლები სდიოდათ.

ეს არ არის პირველი თავდასხმა კათოლიკურ დაწესებულებებზე, რომელიც მოხდა ამ ბოლო დროის მანძილზე არგენტინაში.

ტაძრის სიახლოვეს ექსტრემისტებმა დაანთეს კოცონი და დაწვეს პაპი ფრანცისკის ფიტული და ცეკვავდნენ მის გარშემო.

ტაძრის მრველმა, რომელიც იცავდა ეკლესიის შენობას, ამ თავდასხმაზე განაცხადეს, რომ ეს იყო „შემოტევა სატანისაგან“, რომელიც არის ნაწილი „მსოფლიო ანტიქრისტიანული რევოლუციის“. მასმედიამ ამ აქციას უკვე უწოდა „სოდომის მრისხანება“.

აშშ–ს დაავადებათა კვლევის ცენტრის სტატისტიკის მიხედვით ჰომოსექსუალი კაცები 44–ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან შიდსით, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები.

ჩვენს პლანეტაზე შიდსით დაავადებული ყოველი მეორე ადამიანი ჰომოსექსუალია.

40–ჯერ უფრო ხშირად ისინი ავადდებიან აგრეთვე სიფილისით, 10–ჯერ უფრო ხშირად ეს ადამიანები ცდილობენ ან ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, თან ეს ყველაზე ტოლერანტულ ქვეყნებში და ისევ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, სუიციდის შემთხვევების 2/3 მიზეზი არა გაუგებრობა და მიუღებლობაა, არამედ ჩხუბი თავის პარტნიორთან.

გარდა ამისა, ჰომოსექსუალები საშუალოდ 20–30 წლით უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ნორმალური ადამიანები.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ (18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს მაინც არ ვურჩევდი):
http://www.youtube.com/watch?v=KACcOqP8s8M#t=151


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 7 2013, 01:56 AM
პოსტი #548


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვნახე ეს...
მაინტერესებს ,,თანამეგობრობის რეაქცია'' , მაგრამ ისეც ვიცი რომ 0 – იქნება .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shako1993
პოსტი Dec 9 2013, 05:14 PM
პოსტი #549


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 24-October 13
წევრი № 13,397



კიდევ კარგიც მამაო მაინც შეიყვანეს შეწყალენის კომისიაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 24 2013, 01:35 AM
პოსტი #550


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




http://www.kvirispalitra.ge/politic/19992-...eqskluzivi.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 31 2013, 11:10 PM
პოსტი #551


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ხიდის ქვეშ გამავალი „სილქნეტის“ კაბელის ქურდობის გამო ხიდს გაღმა მცხოვრები მომხმარებლები ინტერნეტის გარეშე დარჩნენ.

კაბელის ქურდობა სამი დღის წინ მოხდა. ამის შესახებ „ნიუპოსტის“ ზუგდიდელ კორესპონდენტს იმ სპეციალისტებმა განუცხადეს, რომლებიც შეფერხების აღმოფხვრის მიზნით ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ.

ამასთან, კაბელის მოპარვის თაობაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს „სილქნეტის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა, თუმცა, ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტთან კავშირი არა აქვს და ზარებზე პასუხობს, რომ შეფერხება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

„სილქნეტის“ კაბელის ქურდობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ქურდების სამიზნე კაბელი, სავარაუდოდ, მასში შემავალი ფერადი ლითონის გამო გახდა.

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე გამავალი კაბელის ქურდობის ფაქტი, დაახლოებით 10 წელია, არ გამოვლენილა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=27361-%E1%8...6YYkTM.facebook


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 8 2014, 04:02 PM
პოსტი #552


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი.
"ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს.
კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ მრევლი და საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=32685

თბილისში შაურმით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

http://www.myvideo.ge/?video_id=2225718


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 8 2014, 08:44 PM
პოსტი #553


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მაინც მივირთმევ...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 10 2014, 01:56 PM
პოსტი #554


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რას მოითხოვს იგბუს მეფე საქართველოს ხელისუფლებისგან
იგბუს მეფე საქართველოს ხელისუფლებას ნიგერიელების დაცვას სთხოვს. იგბუს მეფე რიჩარდ არიზე თბილისში, პეკინის ქუჩაზე წუხელ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც ნიგერიის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს.

დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, დაზარალებულს ჩაუტარდა

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. დადგინდა ქალა ტვინის ღია ტრავმა, ქალა ფუძის ძვლების მოტეხილობა, გაუკეთდა მუცლის ღრუს ექოსკოპია.

როგორც იგბუს მეფემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ერიკი მძიმედ არის დაშავებული.

"მას საფულე და ოქროულობა წაართვეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენზე თავდასხმები გახშირდა, საქართველოში ბევრი ნიგერიელი ცხოვრობს და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ყურადღება მოგვაქციოს", - აღნიშნა რიჩარდ არიზემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/94159-ras-m...l#ixzz2pzKEjCpg


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 17 2014, 03:51 PM
პოსტი #555


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მამა გაბრიელის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ
მამა გაბრიელის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება დაიგეგემა. როგორც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი, სოფო ხაჭაპურიძე აცხადებს, ფილმი ერთი სერიის ნაცვლად, ორი იქნება, რადგან ამ წმინდანის ცხოვრება, ბავშვობის პერიოდიდან დაწყებული სიბერით დასრულებული, ისეთი საინტერესოა, რომ სცენარი ერთ ფილმში არ ჩაეტია.
"სცენარი გაკეთდა უშუალოდ დედა პარასკევას მოგონებების მიხედვით, რომელიც წიგნად არის გამოცემული, რაზეც გვაქვს მისი ნებართვაც. ჯერ პატრიარქთან ეს საკითხი არ მიგვიტანია, რადგანაც მაინც საწყის ეტაპზე ვართ", - ამბობს ხაჭაპურიძე.
ფილმის პროდიუსერი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი დათო ქაცარავა აცხადებს, რომ მისი გმირი მამა გაბრიელის ანტიპოდია. "უსაშინლესი ადამიანია, ასეთი როლი ჯერ არ შემხვედრია და მითამაშია. კაცი, ვინც უნდა გავასახიერო, ამირან ქრისტესიაშვილი გახლავთ", - აცხადებს ქაცავარა.
ფილმის რეჟისორია გია კაჭარავა, ხოლო ქათინგი წმინდანის როლის შემსრულებელზე ცოტა ხანში გამოცხადდება.
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=5976


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 17 2014, 05:38 PM
პოსტი #556


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კურთხევა გვააქვსო ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 17 2014, 05:58 PM
პოსტი #557


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ეგ მაგათ არ ჭირდებათ biggrin.gif

პ.ს წმინდა ნინოზე ხომ გადაიღეს და მორჩენენ ახლა მამ გაბრიელზე დაიწყებენ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 17 2014, 07:52 PM
პოსტი #558


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
წეწვა-გლეჯვა იქნება მაგ ფილმის პრეზენტაციასა და დისკების გაყიდვაზე...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 19 2014, 07:52 PM
პოსტი #559


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გილოცავთ !

"10 კა­ცი­დან 7-ს ჩე­მი ლო­გინ­ში ჩათ­რე­ვა უნ­და" - იუნა შაფათავა პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის
მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი იუნა შა­ფა­თა­ვა აცხა­დებს, რომ ბო­ლო დროს სულ საქ­მე­ებ­შია ჩაფ­ლუ­ლი და ახა­ლი იდე­ე­ბი აქვს. ის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.

- პირ­ველ ქარ­თულ ერო­ტი­კულ არხს ვხსნი, ვმუ­შა­ობთ ახალ იდე­ებ­ზე, კონ­ტ­რაქ­ტებ­ზე, პრო­ექ­ტებ­ზე. მხო­ლოდ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ვა­კე­თებ ამ საქ­მეს. არ მყავს ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რი, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ კეთ­დე­ბა ფუ­ლი ნუ­ლი­დან. სწო­რად გათ­ვ­ლი­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მა ამარ­თ­ლებს, ბევრ ბიზ­ნეს­მენს გა­ე­ცი­ნე­ბა ალ­ბათ, ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე ფულს რო­გორ იშო­ვი­სო, მაგ­რამ მე ვარ ჩე­მი ინ­ვეს­ტი­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ ვარ ისე­თი მო­ხუ­ცი, რომ ჩე­მი თა­ვი არ გა­მო­ვა­ჩი­ნო ჩაც­მუ­ლი ან გახ­დი­ლი. გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ხელს მიწყობს და მე­გობ­რე­ბიც. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი გათ­ვ­ლაა: რა­საც მა­სა იღებს, იმას აწო­დე­ბენ. შენ უნ­და აღ­ზარ­დო მა­ყუ­რე­ბე­ლი, მით უმე­ტეს, რო­ცა 20 წე­ლი სიბ­ნე­ლე­ში ვი­ჯე­ქით.

- რო­გორ და­ი­ცავ ზღვარს ერო­ტი­კა­სა და პორ­ნოგ­რა­ფი­ას შო­რის?
- ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მარ­ტო იმი­ტომ, რომ რე­ჟი­სო­რი ერთს ხე­დავს და ოპე­რა­ტო­რი - მე­ო­რეს. მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე ვი­მუ­შა­ვებ. ერო­ტი­კა ხომ პორ­ნოგ­რა­ფია არ არის? და­ფიქ­რე­ბა უნ­და. ერო­ტი­კა თუ თა­მა­მი არ იქ­ნე­ბა, ეს მა­რაზ­მია. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერო­ტი­კა ჰგო­ნი­ათ. თუ იმა­ში ისევ ის და­ი­ნა­ხეს, რი­სი და­ნახ­ვაც უნ­დათ, მე რა ვქნა? "გუგ­ლ­ში" სა­კუ­თარ გვარს და სა­ხელს რომ ამო­ვაგ­დებ, ვტი­რი - ეს რად მაქ­ცია სა­კუ­თარ­მა მას­მე­დი­ამ. მა­შინ, რო­ცა ვი­ღა­ცა მარ­თ­ლა გა­რე­წა­რი, მხე­ცი სათ­ნო­ე­ბის ეტა­ლო­ნია. გა­ნა იმი­ტომ, რომ მე ვარ კარ­გი, უბ­რა­ლოდ, ერ­თი ხა­ზის გა­დას­მით არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვა, ყვე­ლას უნ­და შე­ეძ­ლოს ცხოვ­რე­ბის ნუ­ლი­დან დაწყე­ბა. შე­მიძ­ლია მცხო­ბე­ლი გავ­ხ­დე, მა­შინ ყვე­ლა მო­მეშ­ვე­ბა - თურ­მე რა კარგ ტორ­ტებს აცხობს ეს გო­გო, რას გვერ­ჩო­და თა­ვი­სი ერო­ტი­კი­თო, მაგ­რამ მე სხვა ინ­ტე­რე­სი მაქვს. არა­ვინ თქვას, რომ არ უნ­და, იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი. არ მრცხვე­ნია იმის თქმის, რომ მსი­ა­მოვ­ნებს, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის კა­ცებს რომ მოვ­წონ­ვარ. კარ­გია სათ­ნო­ე­ბა, მაგ­რამ რა ვქნათ, რომ უმან­კო­ე­ბას ოდეს­ღაც ვკარ­გავთ (ი­ცი­ნის). რა ვქნა? ვი­ტი­რო? აი, ვტი­რი და ვგო­დებ (ი­ცი­ნის). რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად კლუბ­ში ვი­ყა­ვი და გო­გო­ნებს ისე ეც­ვათ, მკითხა, რა სჭირთ ამათ, პა­ნაშ­ვიდ­ზე მო­ვიდ­ნე­ნო? და­ფა­რუ­ლი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა არ მინ­და. და­ფა­რულ გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბას ღია სი­შიშ­ვ­ლე მირ­ჩევ­ნია. ზედ­მე­ტი კდე­მა­მო­სი­ლე­ბის თა­მა­ში დამ­ღ­ლე­ლია. მიყ­ვარს კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან მაქვს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი მწერს, შე­ნი გაც­ნო­ბა მინ­დაო, სი­ა­მოვ­ნე­ბით მივ­დი­ვარ მას­თან ყა­ვის და­სა­ლე­ვად. თავს არ ვგრძნობ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვად, არც ლი­მუ­ზი­ნი მყავს და არც დაც­ვა მემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყუ­რადღე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რა­ტომ­ღაც ბო­ლო დროს სულ ცო­ლო­ბას მთა­ვა­ზო­ბენ. არ ვი­ცი, რას ხე­და­ვენ ჩემ­ში. მეუბნებიან, იქ­ნებ ბავ­შ­ვი გვე­ცა­დაო. მე ცო­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია. არ შე­მიძ­ლია სხვას­თან ცხოვ­რე­ბა. არა­ვის ეწყი­ნოს, მაგ­რამ ვერ ვნა­ხე ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო მა­მა­კა­ცი, ვის­თან ყოფ­ნა­საც შევ­ძ­ლებ­დი.

- წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­მო ხომ არ ფიქ­რობ ასე?
- ყვე­ლა კაც­მა თა­ვი­სი სით­ბო და­მი­ტო­ვა, მაგ­რამ არა­ვის­თან გა­ვაგ­რ­ძე­ლე ცხოვ­რე­ბა. ამ ბო­ლო დროს ხში­რად მგო­ნია, რომ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ დი­ლი­თ ვხვდე­ბი, რომ შამ­პა­ნუ­რის ბრა­ლი იყო. არ შე­მიძ­ლია

თა­მა­ში, ბევ­რი ქმა­რი ვი­ცი, რო­მე­ლიც ცოლ­საც ეხუ­ტე­ბა და მეც მე­ხუ­ტე­ბა. ნდო­ბა უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნებ­ში. ამას წი­ნათ ჩა­ვი­ფიქ­რე, ვინც პირ­ვე­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნის მე­სიჯს, სა­ღა­მოს შამ­პა­ნურს მას­თან დავ­ლევ-მეთ­ქი, სა­ბო­ლო­ოდ კი ის ავარ­ჩიე, ვინც გა­მარ­თუ­ლი მე­სი­ჯი მომ­წე­რა, მა­ინც ინ­ტე­ლექ­ტის მი­ხედ­ვით ავარ­ჩიე (ი­ცი­ნის). კა­ცი აკ­რ­ძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბით არა­სო­დეს და­მიპყ­რია, ერ­თი შე­ხედ­ვაა სა­ჭი­რო მის "და­სა­კე­რად", რა­დი­ო­ტალ­ღე­ბია მთა­ვა­რი. ზო­გი ტან­საც­მ­ლით, ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბით და ძვირ­ფა­სი სა­მო­სით ცდი­ლობს მა­მა­კა­ცის მო­ხიბ­ვ­ლას, 17-ლა­რი­ა­ნი კა­ბა მაც­ვია და არ მაქვს არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი. 10 კა­ცი­დან 7-ს ჩე­მი ლო­გინ­ში ჩათ­რე­ვა უნ­და და ასე­თე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/94...l#ixzz2qrOkms5D


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 23 2014, 10:04 AM
პოსტი #560


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ქარ­თ­ვე­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კით თა­ვი მოგ­ვაქვს, თუმ­ცა ეს სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად მხო­ლოდ გრძელ სადღეგ­რ­ძე­ლო­ებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და რო­გორც ჩანს, ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებ­ში იხ­რ­ჩო­ბა. ხში­რად იმა­საც ვამ­ბობთ, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი ერი ვართ, ამ დროს კი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბი­უსტს თავ­ზე მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვი გადა­ვას­ხათ... პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბი­თა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტექ­ს­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ძეგ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი ვი­ღა­ცას აუცი­ლებ­ლად ათ­ქ­მე­ვი­ნებს, რომ ამ ქვე­ყ­ანაში ვან­და­ლიზ­მით შეპყ­რო­ბი­ლ ადამიანებს ფართო ასპარეზი აქვთ.

თბი­ლი­სი, და არა მარ­ტო თბი­ლი­სი (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ასუფ­თა­ვებს), ნაგ­ვით სავ­სეა - ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი ბი­ლე­თებ­სა თუ ხა­ჭა­პუ­რის ნარ­ჩე­ნებს პან­ტა­პუნ­ტით რომ ის­ვ­რი­ან, ამა­საც თით­ქოს შე­ვე­გუ­ეთ. ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ვერც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დად­გ­მულ­მა ნაგ­ვის ურ­ნებ­მა გა­მო­ას­წო­რა და ვერც ამა თუ იმ პი­არ­კამ­პა­ნი­ამ (­თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ზოგან ურ­ნე­ბი საერთოდ არ არის). თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მი­მა­ვალს ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ხავს ძირ­გა­მომ­წ­ვა­რი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და მის იგ­ვ­ლივ მი­მო­ფან­ტუ­ლი ნა­გა­ვი. რა­ტომ უნ­და წა­უ­კი­დო ცეცხ­ლი ნაგ­ვის ურ­ნას, ამა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნა ძნე­ლია…

ალ­ბათ შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე გაკ­რუ­ლი ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა: "ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტ­რო­ლებს ვი­დე­ოთ­ვა­ლი! გა­ჩე­რე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან ნე­ბის­მი­ე­რი ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა წარ­მო­ად­გენს და­ნა­შა­ულს და ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით." ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოკ­ვ­რას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, გა­ჩე­რე­ბებ­ზე და­ლე­წი­ლი შუ­შე­ბი და სკა­მე­ბი ხომ ყვე­ლას გვი­ნა­ხავს...

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­მო­ჩე­ნილ წი­თე­ლი პლას­ტ­მა­სის სკა­მებს ვან­და­ლე­ბი შე­და­რე­ბით იოლად "გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ", თუმ­ცა არც რკი­ნის სკა­მებს შე­უ­შინ­დ­ნენ და თუ მთლად ვერ და­ლე­წეს, მა­თი მოგ­ლე­ჯით გუ­ლი ხომ მო­ი­ო­ხეს! ჰო­და, გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მოს­ხ­დო­მის მსურ­ვე­ლებს მე­ტი რა­ღა დარ­ჩე­ნო­დათ, რომ სკა­მე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე პარ­კი­დან არ წა­მო­ე­ჩო­ჩე­ბი­ნათ. "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ყო­ველ დი­ლით რა­ღაც მხვდე­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას პარ­კი­დან სკა­მი გა­ჩე­რე­ბა­ზე მო­უთ­რე­ვია და ახ­ლა ნა­ხეთ, ის სკა­მი რას ჰგავს, ისე გა­ა­ნად­გუ­რეს, დაჯ­დო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია,"

- შე­მომ­ჩი­ვის პარ­კის დამ­ლა­გე­ბე­ლი…

გზას ვაგ­რ­ძე­ლებ და ვხე­დავ, რომ ცენ­ტ­რა­ლურ ქუჩებშიც ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ყო­ველ მე­ო­რე თუ მე­სა­მე სკამს ან მო­ა­ჯი­რი აქვს მოგ­ლე­ჯი­ლი, ან სა­ზურ­გე.

ერთ-ერთ პარ­კ­ში სკა­მი ხომ სართოდ არ დამ­ხ­ვ­და და სა­ქა­ნე­ლე­ბიც კი მო­ეგ­ლი­ჯათ უგუ­ნუ­რებს. ერ­თხანს ჩა­მოვ­ჯე­ქი, ქა­რი ჭრა­ჭუ­ნით ისე არ­წევ­და ამ გა­ნად­გუ­რე­ბულ და უკ­ვე და­ჟან­გულ სა­ქა­ნე­ლებს, რომ ომ­გა­მოვ­ლილ, უბავ­შ­ვოდ დარ­ჩე­ნილ ქა­ლაქ­ში მე­გო­ნა თა­ვი. არა, ასეთ პარ­კ­ში ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ის­ვე­ნებ, ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბი მო­მე­ძა­ლა და იქა­უ­რო­ბას გა­ვე­რი­დე… მეტ­რო­სად­გუ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ჯე­ბი­რია მოხ­ს­ნი­ლი, რო­გორც ჩანს, ყინ­ვა­ში ღა­მის გამ­თე­ვებს აქ ცეცხ­ლიც კი და­უნ­თი­ათ. იქ­ვე მჯდო­მი გამ­ყიდ­ვე­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ად­გი­ლი "უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს" ეკუთ­ვ­ნის, ჯე­ბი­რი კი მე­ძა­ვებს თურ­მე მან­ქა­ნებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში უშ­ლი­დათ ხელს…

გზად კი­დევ ერთ, შე­და­რე­ბით "უწყი­ნარ" ვან­და­ლურ ფაქტს ვაწყ­დე­ბი - ილი­ა­სა და აკა­კის ძეგ­ლ­ზე ვი­ღა­ცას სა­სიყ­ვა­რუ­ლო სტრი­ქო­ნე­ბი წა­უ­წე­რია. ამის და­ნახ­ვა­ზე წლე­ბის­წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: სატრფოსგან უარ­ყო­ფილ­მა ახალ­გაზ­რ­დამ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი დაცხ­რი­ლა. მა­შინ ამ ფაქ­ტ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეც აღიძ­რა, თუმ­ცა, რო­გორც მახ­სოვს, დამ­ნა­შა­ვეს ვერ მი­აკ­ვ­ლი­ეს…

"ექ­ს­კურ­სი­ას" თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ვას­რუ­ლებ და ში­ნი­სა­კენ ავ­ტო­ბუ­სით მი­ვე­შუ­რე­ბი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბა აქაც თავს მახ­სე­ნებს. ავ­ტო­ბუ­სის თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ვარ­ძე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ბო­რო­ტე­ბით უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლებს "გას­წო­რე­ბი­ან", იქ ვინ­ღა იქ­ნე­ბო­და მა­თი დამ­შ­ლე­ლი...

მა­კა ქო­ბა­ლია

ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/95145-van...l#ixzz2rCOaanHQ

რა კარგად წერია. ამ სტატიას დავარქმევდი "როგორ გვიყვარს სამშობლო" ან "ამ ჭიქით ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს" ან "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ".
პ.ს ვაი ჩვენს პატრონს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 05:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი