IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> დაცემული ანგელოზი, და თავისუფალი ნება
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 03:48 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



არ ვიცი ეს თემა გახსნილი იყო თუ არა ან რამდენად სწორედ ვწერ ამის შესახებ უბრალოდ მაინტერესებს და იქნებ მიმითითოთ რაიმე ლიტერატურა ან თქვენ მითხრათ კონკრეტულად ამ კითხვაზე პასუხი, უფალმა რატომ გამოაგდო სამოთხიდან ის ანგელოზი იგივე სატანა? მიზეზი რა იყო?

P.S. ხო კიდე ერთი 2kiss.gif ცინიკური პოსტები და პასუხები არ იყოს ძალიან დიდი თხოვნა იქნება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2008, 03:56 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბექა
ციტატა
უფალმა რატომ გამოაგდო სამოთხიდან ის ანგელოზი იგივე სატანა? მიზეზი რა იყო?

სინათლის ანგელოზის, იგივე ბელზებელის დაცემის მიზეზი გახდა ამპარტავნება, სურვილი ღმერთთან გატოლებისა. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 03:59 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა( გიორგი @ Feb 19 2008, 03:56 PM) *

ბექა

სინათლის ანგელოზის, იგივე ბელზებელის დაცემის მიზეზი გახდა ამპარტავნება, სურვილი ღმერთთან გატოლებისა. yes.gif

კი ეგ ვიცი და უბრალოდ აღარ დავწერე და ის მაინტერესებს რატომ მოინდომა ეს? ან სხვა ანგელოზებს რატომ არ გაუჩნდათ იგივე სურვილი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2008, 04:01 PM
პოსტი #4


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბექა
ციტატა
რატომ მოინდომა ეს? ან სხვა ანგელოზებს რატომ არ გაუჩნდათ იგივე სურვილი?

ეს არის თავისუფალი ნება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 04:04 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



გიორგი
ციტატა
ეს არის თავისუფალი ნება.

ანუ ანგელოზებს აქვთ თავისუფალი ნება და შეიძლება ნებისმიერს დაემართოს ეეგ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Feb 19 2008, 04:05 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



ბექა მეც მაინტერესებდა ეგ კარგია რომ დასვი კითხვა .


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 04:30 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



რა ხდება ესე ძნელი კითხვა დავსვი? sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2008, 04:33 PM
პოსტი #8


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბექა
ციტატა
ანუ ანგელოზებს აქვთ თავისუფალი ნება და შეიძლება ნებისმიერს დაემართოს ეეგ?

იდეაში - კი, თუმცა გამოცხადებები არ გვამცნობს მეორე დაცემული ანგელოზის გამოჩენას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 04:37 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა( გიორგი @ Feb 19 2008, 04:33 PM) *

ბექა

იდეაში - კი, თუმცა გამოცხადებები არ გვამცნობს მეორე დაცემული ანგელოზის გამოჩენას.

აჰა გასაგებია მადლობა გიო და კიდე ერთი კითხვა ამ ანგელოზს ხომ გაუჩნდა ეს კითხვა და უფლმა ხომ იცოდა რატომ დაუშვა ეს? ან და ამ ანგელოზს ეს აზრი რატო დაებადა? unsure.gif ცოტა გავუტიე მარა იქნებ რამე იცოდეთ smile.gif მარტო შენთან არ მაქვს ეს კითხვა ვინც გარკვეული ხართ ყველასთან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2008, 04:42 PM
პოსტი #10


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბექა

ციტატა
უფლმა ხომ იცოდა რატომ დაუშვა ეს?

იმიტომ, რომ მინიჭებული თავისუფალი ნებით ნეტარების ამორჩევა ყველაზე დიდი რამაა, არ დაშვება კი თავისუფალი ნების შეზღუდვაა.
ციტატა
ამ ანგელოზს ეს აზრი რატო დაებადა?

მისი თავისუფალი ნებაა...




--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 04:42 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ძალიან ჩახლართული ამბავია, ეკლესიას როგორც წესი ბუნდოვანი პასუხი აქცს ხოლმე...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 19 2008, 04:43 PM
პოსტი #12


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



კითხვას ასე დავსვავდი...

იმ დღეს სადღაც წავიკითხე და საინტერესო კითხვაა..

ვიცით რომ ეშმაკი ებრძვის ადამიანს და უგზავნის ბოროტ და ცუდ განზრახვებსა და ფიქრებს, იმ პირველ დაცემულ ანგელოზს, ლუციფერს ვინ ან რამ გაუღვიძა ეს ცუდი განზრახვა? მაშინ ხომ არ არსებობდა ეშმაკი და ბოროტება?

პასუხი ნაწილობრივ მე თვითონ გავეცი. ეს არის აბსოლიტური ტავისუფლება. ღმერთმა ადამიანი შექმნა დამოუკიდებელი და აბსოლიტურად თავისუფალი, ანუ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რა გააკეთოს. ღმერთი რომ მართავდეს ადამიანის სურვილებს, მაშინ ირღვევა თავისუფლების ცნება. ამიტომ ჩემი აზრით სატანამ თვითონ, თავისივე ამპარტავნებითა და თავისუფალი ნებით მიიღო ეს ბოროტი გადაწყვეტილება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 04:45 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



მადლობა გიო

მნათე
ციტატა
ძალიან ჩახლართული ამბავია, ეკლესიას როგორც წესი ბუნდოვანი პასუხი აქცს ხოლმე...

და ბუნდოვანი პასუხი რატო აქვს ლევან? :-?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2008, 04:46 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ბექა
ციტატა
შეიძლება ნებისმიერს დაემართოს ეეგ?

აღარ no.gif

დოგმატური სწავლებით, ანგელოზებმა შეიცნეს რა სიმძიმე დაცემულობისა, უფრო წარემატებიან უფალთან მყოფობაში, თუმცაღა, ზოგადად, დამასკელის სიტყვებისამებრ, "ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული."

პროტ. მ. პომაზანსკის "დოგმატური ღვთისმეტყველებიდან":
დაცემა ანგელოზთა სამყაროში
ბნელ და ბოროტ სულთა სამყარო


საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4).

რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6).

ძველი აღთქმის გამოცხადებაში სულ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17).

ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16).

წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9).

სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12).

P.S. ბექა, საერთოდ, ჯობია რომ თემას დაარქვა ის სათაური, რაც შინაარსის ადეკვატურია, ხოლო თხოვნა, მითითება ან მსგავსი, ქვემოთ მიუწერო smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 19 2008, 04:57 PM
პოსტი #15


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნაწყვეტი ანტონ სუროჟელის წიგნიდან "Начало Евангелия Иисуса Христа, Сына Божия"
როგორ დაეცა ანგელოზი

ღმერთმა ანგელოზები შექმნა ნათელნი და სრულნი. როგორც ყველა მისი ქმნილება, ისინიც უმანკონი იყვნენ, მაგრამ უნდა გაზრდილიყვნენ სიწმინდემდე, როგორც ადამიანი იბადება უმანკო, მაგრამ შინაგანი ბრძოლით და ბოროტისადმი წინააღმდეგობით, სიწმიდის სრულ საზომს უნდა მიაღწიოს.

როცა ვლაპარაკობთ ანგელოზებზე, შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, ღმერთმა ისინი შექმნა ნათელნი, გამჭვირვალენი. წმ. გრიგოლ პალამა შესანიშნავად ამბობს რომ ანგელოზები მსგავსნი იყვნენ ბროლისა (უფლის ანგელოზები ასეთებად დარჩნენ), რომელიც ატარებს სინათლეს და ირეკლავს მას სხვადასხვა მხარეს, მათში არ არის არავითარი სიბნელე, ისინი ბოლომდე გამჭვირვალენი არიან, ამიტომ მათში გამავალი ღვთაებრივი ნათელი თავისუფლად იღვრება ყველა მხარეს. აი ასეთებად იყვნენ ისინი შექმნილნი, და გარკვეული დროის მანძილზე უნდა გაზრდილიყვნენ, არა იმ გაგებით რომ უნდა გამხდარიყვნენ უფრო ნათელნი ან გამჭვირვალენი, ისინი ისედაც უკვე იყვნენ სპეტაკნი, მაგრამ აქ ლაპარაკია არა ბროლზე, არამედ ნამდვილ, ცოცხალ არსებებზე, რომელთაც ღმერთმა მოუწოდა მისკენ ევლოთ, გაზრდილიყვნენ, გათავისუფლებულიყვნენ ყოველგვარი ქმნილებრიობისგან და ზიარებოდნენ ღვთაებრივს, არა შერწყმოდნენ მას, არამედ ზიარებოდნენ მის სრულ სიწმიდეს, მის ღვთაებრივ სისპეტაკეს და სილამაზეს. ერთი ძველი მწერალი ამბობს, რომ ანგელოზებმა ასე იწყეს ზრდა, და თავიანთი ზრდის ყოველ საფეხურზე ხედავდნენ რომ ისინი ხდებოდნენ უფრო მშვენიერნი, რომ ღმერთთან ერთობა ხდიდა მათ უფრო მეტათ ნათლად, წმინდად, სრულად, მაგრამ ყოველ ჯერზე იმისთვის რომ მიეღწიათ მეტი სიწმინდისთვის, მეტი სისრულისა და სილამაზისთვის მათ შინაგანად უნდა ეთქვათ უარი იმ სილამაზეზე, სისრულეზე და სისავსეზე, რასაც უკვე მიაღწიეს. და აი დადგა მომენტი, როცა ზოგიერთი ანგელოზი შეყოყმანდა, თითქოს საკუთარი თავით ტკბობა დაიწყეს, დაენანათ დაეკარგათ ის, რაც უკვე ქონდათ, იმისთვის რომ შეებიჯებინათ გაურკვევლობაში, მათ რა თქმა უნდა იცოდნენ ღვთის სიტყვა, რომელიც მოუწოდებდათ: დატოვე ყველაფერი უარყავი საკუთარი თავი და შენ ახვალ სისრულის და სილამაზის ახალ საფეხურზეო, - მაგრამ მათ შეეშინდათ “როგორ დავკარგო ის საოცარი სილამაზე, რომელიც არის უკვე ჩემში?”

არის ძველი მონათხრობი ბერძნულ მითოლოგიაში, თუ საოცარი სილამაზის ყმაწვილმა როგორ დაინახა თავისი ანარეკლი და ისე მოიხიბლა ამ სილამაზით, რომ ვერ შეძლო თვალი მოეწყვიტა თავისი გამოსახულებისთვის და ასე მოკვდა თავის სილამაზეზე თვალის დახუჭვის უუნარო

შესაძლოა ამის მსგავსი მოუვიდათ ანგელოზებსაც. ზოგიერთი შეყოყმანდა: როგორ შემიძლია უარვყო ყოველივე ის, რაც უკვე მაქვს, რაც ასე სუფთაა, ნათელია, ღვთაებრივია, იმისთვის რომ მივიწიო ახალ საზომად? და იმ წუთს როცა ღვთის ანგელოზმა დაიწყო საკუთარი თავით ტკბობა და მოაშორა მზერა ღმერთს, უარი თქვა დაევიწყებინა საკუთარი თავი, რომ ცოდნოდა მხოლოდ ღმერთი, ის გახდა ქმნილება(тварь, პირუტყვი) ბოლომდე. ჩაეფლო თავის ქმნილობაში, და დაკარგა ურთიერთობა ღმერთთან, ის გახდა სხვა არსება, ღმერთთან ურთიერთობის არმქონე, რომელიც უკვე იმყოფებოდა არა ღმერთთან ერთობაში, არამედ განცალკევებით. ის იდგა ღვთის წინაშე, პირისპირ, მაგრამ უკვე დაბნელებული, თავისი შექმნილობის ტყვე; ხოლო იყო ტყვე საკუთარი შექმნილობისა(მატერიის) ღმერთისგან მოწყვეტით - ნიშნავს ჩაეფლო სიბოროტეში, სიკვდილში, ნგრევაში, ეს მოუვიდათ ანგელოზთა იმ ნაწილს, რომელთაც ახლა ეშმაკებს ვეძახით


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2008, 04:58 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



კანონისტი
მადლობა დათ გაიხარე 2kiss.gif

ციტატა
P.S. ბექა, საერთოდ, ჯობია რომ თემას დაარქვა ის სათაური, რაც შინაარსის ადეკვატურია, ხოლო თხოვნა, მითითება ან მსგავსი, ქვემოთ მიუწერო

მე მართლა არ ვიცი როგორ უნდა და დათიკო როცა შემოვა იმედია არ დაიზარებს და სახელს შეუცვლის წინასწარ მადლობა და ბოდიში დათიკო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tekle77
პოსტი Feb 19 2008, 05:03 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,909



თუ ნებას დამრთავთ მეც ჩავერთვები - გადავიკითხე ზემოდ და მინდა თავისუფლების შესახებ რამდენიმე სიტყვა მეც ჩავრთო - თავისუფალია ნებისმიერი ადამიანი- ნებისმიერი რამ შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი გააჩნია - სარწმუნოებიდან, ინდივიდუალური კულტურიდან, თუნდაც ოჯახიდან გამომდინარე - მაგრამ ზოგჯერ რაგაც ვნების, მოზღვავებული სურვილის გამო ყველაფერი გვავიწყდება და თავისუფლება გვწადია - აი ეს რაგაც ნამდვილად ძნელია გააკონტროლო - ეს ჩემი პირადი აზრია - თქვენ რას ფიქრობთ?

მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2008, 07:23 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



tekle77
ცხადია

მაგრამ თემა ეხება ანგელოზთა დაცემას yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Feb 19 2008, 07:48 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ისე მე დამებადა 1 კითხვა.. ლუციფერი რომ დაეცა ქონდა მაგას შანსი რომ დაბრუნებულიყო სამოთხეში? თუ არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2008, 07:50 PM
პოსტი #20


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



constantine
ციტატა
ლუციფერი რომ დაეცა ქონდა მაგას შანსი რომ დაბრუნებულიყო სამოთხეში?

არა

სინანული არის ხორციელი არსების თვისება, და რაც მთავარია, დროში მცხოვრების. მარადიულობაში მყოფი სინანულში ვერ ჩავარდება.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი