IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ტიბიკონის გაკვეთილები
ავგუსტინე
პოსტი Apr 29 2009, 11:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



დავითი გამარჯობა biggrin.gif

მოკლედ, კარგი იქნებოდა თუ ლიტურღიული ტიბიკონის ზოგად მიმოხილვას გააკეთებ, რანგების, საკითხავებისა და წესების მიხედვით... განყოფილებას გადავხედე, როგორც ჩანს გაკვეთილებმა რეალში კრახი განიცადა, ამიტომ დეკლარირებული ფორმა კარგი იქნებოდა smile.gif

დავიწყებ ბანალური კითხვებით:

როგორც ვიცი ლიტურღიული მსახურება შედგება ექვსი რანგისგან, რა განსხვავებაა მათ შორის?


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 30 2009, 12:44 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ავგუსტინე @ Apr 29 2009, 11:54 PM) *

დავითი გამარჯობა biggrin.gif

მოკლედ, კარგი იქნებოდა თუ ლიტურღიული ტიბიკონის ზოგად მიმოხილვას გააკეთებ, რანგების, საკითხავებისა და წესების მიხედვით... განყოფილებას გადავხედე, როგორც ჩანს გაკვეთილებმა რეალში კრახი განიცადა, ამიტომ დეკლარირებული ფორმა კარგი იქნებოდა smile.gif

დავიწყებ ბანალური კითხვებით:

როგორც ვიცი ლიტურღიული მსახურება შედგება ექვსი რანგისგან, რა განსხვავებაა მათ შორის?

კარგია თემაა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 30 2009, 01:07 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამას ვიყენებთ ჩვენ ასე ვთქვათ ემიგრანტული წირვებისათვის smile.gif ასლები ურიგდება მგალობლებს და მედავითნეს .

ოქროპირის წირვა:

(მადლობა ჩემს მეგობარ მოძღვარს ვინც შეადგინა)

საღმრთო ლიტურღია

მღვდელი: კურთხეულ არს ღმერთი .,.,.,.,.,.,…უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელნი: ამინ.
მღვდელი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ (პასუხობენ თითოეულ მღვდლის
წარმოთქმულ კვერექსზე, ხოლო ყოვლად წმიდისა უხრწნელისა უფროსად
კურხეულისა………..,.,.,. პასუხობენ “შენ უფალო”

მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ,.,.,.,.,....,.,. უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელნი: ამინ. და (იგალობება ან წაიკითხება 1 აღსავალი) იხილე
ჟამნი

მღვდელი: მერმე და მერმე.,.,.,.,.,. ვილოცოთ.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ
მღვდელი: შეგვეწიენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ.,.,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელი: ყოვლად წმიდისა უხრწნელისა უფროსად
კურხეულისა…დიდებულისა.,.,.,.,.,., .,.,.,. შევვედროთ.

მგალობელნი: შენ უფალო.
მღვდელი: ასამაღლებელი: რამეთუ შენი არს..,.,,.,.,.უკუნისამდე.
მგალობელნი: ამინ. და (იგალობება ან წაიკითხება 2 აღსავალი)
იხილე ჟამნი

მღვდელი: მერმე და მერმე მშვიდობით .,.,.,.,.,. ვილოცოთ.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ
მღვდელი: შეგვეწიენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ.,.,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელი: ყოვლად წმიდისა უხრწნელისა უფროსად
კურხეულისა…დიდებულისა.,.,.,.,.,., შევვედროთ.

მგალობელნი: შენ უფალო
მღვდელი: ასამაღლებელი: რამეთუ შენი არს..,.,,.,.,.უკუნისამდე.
მგალობელნი: ამინ. და (იგალობება ან წაიკითხება 3 აღსავალი)
იხილე ჟამნი “მხოლოდ შობილი ძე უკვდავი.,.,.,.,.,.,”
(შეიძლება 9 ნეტარების გალობაც)

მღვდელი: “მცირე გამოსვლა” და წარმოთქვამს “სიბრძნით აღემართენით”
და გალობს მოვედით თაყვანივცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა,
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, აღდგომილო მკვდრეთით,
მფალობელნი შენნი, ალილუია.

მგალობელნი ან წიგნის მკითხველი: წაიკითხავს ტროპარ კონდაკის ხმისას, დღისას.
მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო და შენდა და შენდა დიდებასა .,.,.,. .
მგალობელნი: ამინ. და იწყებენ “წმიდაო ღმერთო წმიდაო
ძლიერო წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ
“წმიდაო ღმერთო წმიდაო ძლიერო წმიდაო
უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, დიდება მამასა
ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე ამინ, წმიდაო უკვდავო
შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო წმიდაო
ძლიერო წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ

მღვდელი: სიბრძნით! M მოხედენ! მშვიდობა ყოველთა
წიგნის მკითხველი: “და სულისაცა შენისა თანა”
მღვდელი: სიბრძნით!
წიგნის მკითხველი:
მღვდელი: მოხედენ!
წიგნის მკითხველი: წაიკითხავს ეპისტოლეს
მღვდელი: მშვიდობა შენდა კეთილის მომთხრობელო
წიგნის მკითხველი: “და სულისაცა შენისა თანა” და 3-ჯ ალილუია
მგალობელნი: 3-ჯერ გაიმეორებენ ალილუია, ალილუია, ალილუია.
მღვდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშვიდობა ყოველთა!

მგალობელნი: და სულისაცა შენისა თანა
მღვდელი: გან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მგალობელნი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
როდესაც მღვდელი დაასრულებს სახარების კითხვას
მგალობელნი პასუხობენ დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
მღვდელი: კვერექს ამბობს მაღალი ხმით
მგალობელნი: პასუხობენ ორ კვერექსზე უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ ხოლო
მომდევნო კვერექსებზე უპასუხებენ უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ
ყოვლად წმიდისა უხრწნელისა უფროსად კურთხეულისა
,..,.,.,. .,.,.,.,.,.,. .,.,.,.,.,. .,.,.,.…..,.,.,. პასუხობენ “შენ უფალო”
მღვდელი: რამეთუ მოწყალე და .,.,.,.,.,.,. უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელნი: ამინ.

მღვდელი: ილოცეთ კათაკმეველნო უფლისა მიმართ
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ (პასუხობენ თითოეულ მღვდლის
წარმოთქმულ კვერექსზე, ხოლო კათაკმეველნო თავნი თქვენნი
უფალსა მოუდრიკენით…პასუხობენ “შენ უფალო”)

მღვდელი: რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდენ ყოვლად.,.,.,.,.,.,.,.,
.,.,.,.,.,.,.,. უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელნი: ამინ.
მღვდელი: აგრძელებს კათაკმეველთა კვერექს
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ (პასუხობენ თითოეულ მღვდლის
წარმოთქმულ კვერექსზე, ვიდრე იტყვის სიბრძნით!
მღვდელი: შეგვეწიენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ
ღმერთო შენითა მადლითა.

მღვდელი: სიბრძნით! რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება პატივი და
თაყვანისცემა …,მამისა ძისა და წმიდისა სულისა ,.,., უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელნი: ამინ.
მღვდელი: მერმე და მერმე .,.,.,.,.უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ
მღვდელი: შეგვეწიენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ.,.,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელი: სიბრძნით! რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე
დაცულნი.,.,.,.,…,.,,..,,.., .,.,.,..,.,.,..,. უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელნი: ამინ. დაDიწყებენ გალობას წართქმით “რომელი ქერუბიმთა საიდუმლოდ
ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა, სამწმიდა არსობისა
გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვაი”
მღვდელი: გამოდის ჩრდილოეთი კარით და მაღალი ხმით მოიხსენიებს ხალხს
მგალობელნი: და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა
ანგელოსთაებრ უხილავად, ძღვნის შემწირველთა,
წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

მღვდელი: 11 - კვერექსი

მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ პასუხობენ თითოეულ
მღვდლის წარმოთქმულ 5 კვერექსზე, ხოლო მომდევნო
6 პასუხობენ მოგვმადლე უფალო, ხოლო ბოლოზე ყოვლად
წმიდისა უხრწნელისა უფროსად კურხეულისა…დიდებულისა.
.,.,.,.,.,.,..,. .,.,.,., მგალობელნი პასუხობენ შენ უფალო.

მღვდელი: ასმაღლებელი
მგალობელნი: ამინ
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა
მგალობელნი: და სულისაცა შენისა თანა
მღვდელი: ვიყუარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ
მგალობელნი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სამებასა
ერთართებასა, და განუყოფელსა.
მღვდელი: კარნი კარნი სიბრძნით მოხედენ!

მღვდელი: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა
ამასს შესაწირავსა მშვიდობით შეწირვადსა.

მგალობელნი: წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა.

მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო…ქრისტესი და…..,.,..,.,. იყავნ
თქვენ ყოველთა თანა!

მგალობელნი: და სულისაცა შენისა თანა.

მღვდელი: ზე გვაქვნდინ გულნი.

მგალობელნი: გვაქვს უფლისა მიმართ.
მღვდელი: ვმადლობდეთ უფალსა
მგალობელნი: ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და
ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთართებასა,
და განუყოფელისა.
მღვდელი: ძლევისა გალობისა მგალობელნი მხმობელნი
მღაღადებელნი და მეტყველნი

მგალობელნი: წმიდაო წმიდაო წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე
არიან ცანი ქვეყანა დიდებითა შენითა: ოსანა
მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი
სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა.


მღვდელი: მიიღეთ და სჭამეთ ესე არს. ხორცი ჩემი თქვენთვის
განტეხილი მისატევებელად ცოდვათა.

მგალობელნი: ამინ (გაგძელებულად)

მღვდელი: ჰსუთ ამისგან ყოველთა ესე არს სისხლი ჩემი….,..,.,.,.,.
,..,.,.,.,. .,.,.,.,.,.,…,. მისატევებელად ცოდვათა.

მგალობელნი: ამინ (გაგძელებულად)
მღვდელი: შენი შენთაგან შენდა შემწირველი ყოველთა და ყოვლისათვის
მგალობელნი: რაც შეიძლება გაგრძელებული ხმით
შენ გიგალობთ შენ გაკურთხევთ შენ გმადლობთ
უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო.


მღვდელი: წამოთქვამს ლოცვას “ყოვლადწმიდისა უხრწნელისა .,.,..,..,.,.. მარიამისა”
მგალობელნი: ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო
რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად,
ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესა ქერუბიიმთასა და აღმატებით
უზესთაესა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა
ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

მღვდელი: წამოთქვამს მაღალი ხმით “პირველად მოიხსენე უფალო .,.,.,.,.,.,., .,.,.,.,. ...,.,.,.”

მგალობელნი: ყოველთა და ყოვლისათვის.

მღვდელი: წარმოთწვამს ასამაღლებელს .,.,.,.,. ..,.,.,. ..,.,.,..,. .

მგალობელნი: ამინ

მღვდელი: და იყვნენ წყალობანი დივისა ღვთისა და ,,.,.,,..,..,,.., თქვენ ყოველთა თანა

მგალობელნი: და სულისაცა შენისა თანა

მღვდელი: იტყვის კვერექს მაღალი ხმით

მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ (პასუხობენ თითოეულ მღვდლის
წარმოთქმულ 4 კვერექსზე, ხოლო მე-5 პასუხობენ “შენ უფალო”

მღვდელი: და ღირს მყვენ ჩვენ მეუფეო კადნიერებთ კადრებად კადრებად.,.,.,..,…,.
.,…,..,.,.,….,..,..,. .,.,. ,.. მამისა და თქმად

ვთქვათ ყველამ ერთად ტაძარში მყოფმა: მამაო ჩვენო.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება ..,., ,,.. უკუნისამდე.
მგალობელნი: ამინ
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
მგალობელნი: და სულისაცა შენისა თანა
მღვდელი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ!
მგალობელნი: შეენ უფალო.
მღვდელი: მადლითა წყალობითა და კაცთმოყვარებითა .,.,.,.,.,.,.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელნი: ამინ გრძლად და რამოდენიმე წამით დაელოდებიან მღვდელს.

მღვდელი: მოხედენ! წმიდა არს წმიდათა!

მგალობელნი: ერთ არს წმიდა , ერთ არს უფალი იესო
ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ.
(ვიდრე მღვდელი არ გამოვა შეუძლიათ იგალობონ ან წაიკითხონ ზიარების ლოცვები)

მღვდელი: გამოდი და ამბობს “შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით”
მგალობელნი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისა
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.
ვიდრე მღვდელი აზიარებს მგალობელი გალობს: ხორცი ქრისტესი მოვიღეთ
და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიეთ.

მღვდელი: აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი

მგალობელნი: ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ ზეცათა სული მოვიღეთ
ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი და განუყოფელსა
სამებასა თაყვანისვცემთ, რათა გვაცხოვნეს ჩუენ.

მღვდელი: ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

მგალობელნი: ამინ. და გალობენ აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო
რათა უგალობდე დიდებასა შენსა, რამეთუUღირს მყვენ
ჩვენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკვდავთა და
ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა, დაგვმარხენ ჩვენ
სიწმიდეთა შინა შენთა, ყოველსა დღესა გვასწავენ
სიმართლენი შენნი: ალილუია ალილუია ალილუია.
მღვდელი: აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა წმიდათა ,..,.,.,.,. .

მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ

მღვდელი: შეგვეწიენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ და დაგვიცვენ .,. ,. .


მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ 1-ჯერ
მღვდელი: დღე ყოველი აღსრულებად სიწმიდით მშვიდობით,.,. .,.,.,. .,.,.,., .,.,.,.,,. .
მგალობელნი: შენ უფალო.
მღვდელი: რამეთუ შენ ხარ განწმენდელი ჩუენი .,..,. .,.,. .,.,. .,.,., .,.,.უკუნისამდე.
მგალობელნი: ამინ
მღვდელი: მშვიდობით წარვიდეთ!
მგალობელნი: სახელითა უფლისათა.
მღვდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელნი: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელი: წარმოთქვამს ხმამაღლა ამბიონის ლოცვას
მგალობელნი: ამინ და გალობენ იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ
ამიერითგან და უკუნისამდე 3-ჯერ.

მგალობელნი ან წიგნისმკითხველი: 33 ფსალმუნი მხოლოდ 12-მუხლამდე.

მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და .,...,
მგალობელნი: ამინ
მღვდელი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენი დიდება შენდა
მგალობელნი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის
და უკუნითი უკუნისამდე ამინ, უფალო შეგვიწყალენ,
უფალო შეგვიწყალენ, უფალოშეგვიწყალენ:
პატიოსანო მამაო გვაკურთხენ!

პ.ს.
მრწამსს წესით ელჩი, კონსული ან ვინმე ხელისუფლების ოფიციალური წარმომდგენელი კითხულობს თუ არის რათქმაუნდა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Apr 30 2009, 03:06 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



KAIROS

კარგი იქნება თუ შედგენილის სრული ვარიანტი გვექნება (ანუ საკითხავებით)

მაგრამ ჯერ ზოგადად, სტრუქტურასა და ცვალებად ადგილებში გავერკვათ smile.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 05:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი