IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი
MIRDAT
პოსტი May 17 2013, 04:56 PM
პოსტი #21


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(■გიორგი■ @ May 17 2013, 04:41 PM) *



შენ თუ ვერა, იქნებ აფხაზმა, ან სხვა მორწმუნემ თქვას. ესე ოპლა და ხომ არ შეთხზა დროის მიღმიერობის იდეამ დამასკელმა. ესე იგი, რაღაც რელიგიური საფუძველი ჰქონდა. ამის გაგება მინდა. ვინმეს ეცოდინება და დაწერს.


არის ამ ფორუმზე ბევრი სიეთი ადამიანი ვისაც მაგ კიტხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია. თუნდაც აფხაზი.

ციტატა(■გიორგი■ @ May 17 2013, 04:41 PM) *

ეგ მეც ვიცი, მაგრამ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს და გეტყვი რატომაც. იმიტომ რომ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, (თუნდაც ყველა რომ შეთანხმდეს) ათასი თეორიიდან რომელიღაცაზე და თქვას, ეს ალბათ ასეაო, მაინც არ ჯდება რელიგიურ ხედვასთან. ალბათ იტყვი რატომო. smile.gif იმიტომ რომ ჩემ კითხვაზე როცა უპასუხებენ, მაშინ მიხვდები რატომაც, ანუ ღვთის სიტყვა მორწმუნეებისთვის ნებისმიერ სამეცნიერო თეორიაზე მაღლაა.



ვხვდები რაშიცაა საქმე და როგორც უყურებ სიტუაციას, შენ ვერ წარმოგიდგენია რაიმე მოქმედება, მაგალითად ფიქრი, დროის გარეშე. ანუ შენ ფიქრობ რომ არსებობს აბსოლიტური დრო, რომელიც უცვლელად მიედინება (ნიუტონსაც მასე წარმოედგინა დრო) შენ ვერ წარმოგიდგენია ღმერთის ფიქრი დროის გარეშე, მაგრად დაფიქრდი აბა, თუკი ღმერთი დროში ფიქრობს ესეიგი შეგვიძლია ვთქვათ რომ ღმერთმა რაღაც მოიფიქრა, რაც იმას ნიშნავს რომ მანამდე ის რაღაც არ იცოდა...

ციტატა(■გიორგი■ @ May 17 2013, 04:46 PM) *


ღმერთი დროის ნებისმიერ მონაკვეთშია


ღმერთი რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთშია ეს ნიშნავს რომ ღმერთი არის (და არა იყო) წარსულში აწმყოში და მომავალში ერთდროულად. მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ დროს ღმერთისთვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 17 2013, 05:02 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(G_saxva @ May 17 2013, 04:46 PM) *

ანგელოზები უფრო ადრე არსებობდნენ ვიდრე მატრელაური სამყარო „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7).
G_saxva

მართალი ხარ. წმინდა წერილის თანახმად, ანგელოზები მატერიალური სამყაროს შექმნამდე შექმნა ღმერთმა. ეს ნიშნავს რომ ის თეორია, რომელიც ამბობს დრო მატერიალურია, გამოირიცხა. smile.gif

ციტატა
ღმერთი დროის ნებისმიერ მონაკვეთშია ანუ მთლიანად დროს მოიცავს, ის რაც დროს მოიცავს არ შეიძლება დროში არსებობდეს.

ღმერთი მთლიან დროს არ მოიცავს. ეს არასწორი ნათქვამია. ის, რომ ღმერთს შეუძლია მომავალი განსაზღვროს, ანუ მომავალ დროში მიმდინარე მოვლენები განჭვრიტოს, არანაირად არ ნიშნავს რომ ის დროსგან განყენებულია. მართლმადიდებლური მრწამსით დრო და ღმერთი განყენებულია ერთმანეთისგან. ღმერთი თითქოსდა დროის მიღმაა. რის საფუძველზე ამბობთ ამას? დრო რომ არ აბერებს ღმერთს, ეს არ ნიშნავს რომ დროის მიღმიერია ღმერთი. ჩამოაყალიბეთ რის საფუძველზე მიდიხართ მაგ დასკვნებამდე. ახლა გავდივარ და როცა მომიხერხდება ვნახავ თქვენ პოსტებს.
ციტატა

შენ ვერ წარმოგიდგენია რაიმე მოქმედება, მაგალითად ფიქრი, დროის გარეშე. ანუ შენ ფიქრობ რომ არსებობს აბსოლიტური დრო, რომელიც უცვლელად მიედინება (ნიუტონსაც მასე წარმოედგინა დრო)
MIRDAT

ნიუტონი სწორად ფიქრობდა. ჭკვიანი კაცი იყო. მაგრამ მე არაფერს გიმტკიცებთ. ჩვენ ამ საკითხებზე მითუმეტეს როცა მეცნიერებასაც ურევ ამ თემაში, იძულებული ვართ თეორიის დონეზე ვინმსჯელოთ. მე კი უფრო რელიგიური კუთხით მინდა ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ აგერ ზემოთ მიპასუხა G_saxva-მ და დავეთანხმე, რომ მატერიალურ სამყაროს შექმნამდე შეიქმნა ანგელოზებიო. ეს კი საყოველთაოდ აღიარებულიაო რომ იძახდი იმ თეორიას თავდაყირა აყენებს. smile.gif
ჩემი სურვილი ამ თემაში ისაა, გავიგო და გავაანალიზო, რაც ეფუძნებოდა იოანე დამასკელის იდეა, თითქოსდა ღმერთი დროის მიღმაა? რატომ უნდა გამოვაცალკეოთ დრო და ღმერთი მაშინ როცა თავად ღმერთი ამბობს რომ ის სულ მუდამ იქნება და სულ მუდამ იყო.

დაფიქრდით, გამიზიარეთ თქვენი რწმენის საფუძვლები რატომ გგონიათ მასე. მადლობელი ვიქნები. თუ დაგაინტერესდებათ, მას შემდეგ რაც თქვენ საფუძვლებს გამიზიარებთ ჩემ აზრსაც მოგახსენებთ. იქნებ ისე ლოგიკურად და წერილისეულად ჩამოაყალიბოთ რომ გავიზიარო თქვენი შეხედულებები. დაწერეთ და მოგვიანებით შევეცდები დავბრუნდე და ვნახო თქვენი პოსტები.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 17 2013, 05:14 PM
პოსტი #23


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



http://library.church.ge/index.php?option=...emid=54&lang=ka
წმინდა იოანე დამასკელი - მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. რომელსაც შეგიძლია გეაცნო და ამის შემდეგ ვისაუბროთ უფრო გონივრული იქნება smile.gif
■გიორგი■
ახლა შენ მიპასუხე ღმერთმა შექმა თუ არა დრო?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 18 2013, 02:09 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



G_saxva

ეგ ბმული რაც დადე, კარგად მაქვს წაკითხული, მაგრამ იოანე დამასკელი ვერ ხსნის და ვერც იმის საფუძვლებს წარმოუდგენს მკითხველს რის გამო ჰგონია რომ ღმერთი დროის მიღმაა. დრო ქმნილება არაა რომ მის მიღმიერი იყოს ღმერთი. დამასკელი მაგ ნაშრომში მხოლოდ თავის [ჩემი აზრით მცდარ] სუბიექტურ აზრს გამოხატავს, რომ ჟამთე შემქმნელია ღმერთიო. მსგავსი რამ არსადაა წმინდა წერილში გაცხადებული. რატომ ფიქრობს მასე? რის საფუძველზე? ამას ვკითხულობ ზუსტად. შენ რატომ გჯერა მასე? უბრალოდ დაიჯერე, იმიტომ რომ დამასკელმა სთქვა. რატომ დაიჯერე, თავადაც არ იცი.... ჩემთვის მასე ადვილი არაა ვინმეს პირადი მოსაზრებები დავიჯერო.
ეჰ... არავის არაფერი დაგიწერიათ. ესე იგი არაფერი გაქვთ სათქმელი.....

დაველოდოთ აფხაზს. (დავითს).


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი May 18 2013, 02:42 AM
პოსტი #25


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ღმერთი ყველაფრის შემქმნელია და ესეიგი ჟამთა შემქმნელიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 18 2013, 11:48 AM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(MIRDAT @ May 18 2013, 02:42 AM) *

ღმერთი ყველაფრის შემქმნელია და ესეიგი ჟამთა შემქმნელიც.
MIRDAT

დრო არაა ქმნილება. მეორეც, მასეთი ვითომ ლოგიკით, პატარა ბავშვები და ათეისტები ამბობენ ხოლმე ასეთ რამეს: ყველაფერი ღმერთის შექმნილია, ესე იგი ბოროტებაც (ავადმყოფობაც, ბრმაც და კოჭლიც) ღმერთმა შექმნა. მაგრამ არაა მასე. ცოტა ფართედ უნდა შეხედო ამ ყველაფერს. თუ წაიკითხე წინა პოსტები, ნახავდი რომ საუბარია იოანე დამასკელის ხედვაზე და ვცდილობ გავარკვიო, რის საფუძველზე ეგონა ღმერთი დროის მიღმა. დაველოდოთ სხვებს.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 18 2013, 12:13 PM
პოსტი #27


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ციტატა
დაველოდოთ აფხაზს. (დავითს).


არ ვიცი კიდევ რა ვთქვა. ვერ გაგვარკვიე რის საფუძველზე ამტკიცებ ტერმინ დროის მარადიულობის შინაარსს. ღმერთი რომ მყოფობს და მყოფობდა სამყაროს შექმნამდე ეს ფაქტია, მაგრამ ეს მყოფობის გვარი როგორი იყო ეს არავინ იცის. შენ თუ ამას დროს უწოდებ და აქ მარადიულობის შინაარსს დებ ეს სხვა საქმეა, მაგრამ, როგორც ვთქვი საზოგადო აზრით ტერმინი დრო რაღაც ჟამიერებას, დასაწყისს, დასასრულს აღნიშნავს. თორემ უწოდე იმასაც კი ბატონო დრო, არავინ გიშლის, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელია ამ ტერმინთ ღვთის მყოფობის მდგოამრეობა გადმოიცეს, რადგან ის მაინც მატერიალურია და ამიტომაა, რომ ვამბობთ ღვთის ზედროულობას.

ციტატა
ეჰ... არავის არაფერი დაგიწერიათ. ესე იგი არაფერი გაქვთ სათქმელი.....


რაღაცას ხლართავ და ვერავინ ვერაფერი გაიგო რა გინდა. არადა მერამდენედ გთხოვთ გვითხრა, თუ რის საფუძველზე ამტკიცებ ტერმინ "დროის" იმ შინაარსს რასაც შენ იძახი. აქ ტერმინზეა საუბარი და არა სხვა რამეზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 18 2013, 01:53 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



afxazi

დროს მატერიალურ სამყაროსთან არ აქვს კავშირი იმ გაგებით როგორც შენ გგონია, იმიტომ რომ მანამ სანამ მატერიალური სამყარო შეიქმნებოდა, დრო არსებობდა. ამაში მეც და შენც, ერთი აზრის ვართ. smile.gif ღმერთი კი თავადვე აცხადებს წმინდა წერილში რომ ის ყოველ ჟამს იყო. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ დრო-ჟამი ყოველთვის არსებობდა. მარტივია. მე ვერ ვნახე ვერცერთი პოსტი ამ თემაში, რომელიც საპაირისპირო თვალსაზრისის ჩამოყალიბებისთვის რაიმე საფუძველს შემომთავაზებდა.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 18 2013, 02:08 PM
პოსტი #29


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ტერმინ "დროის" განსაზღვრება თქვი. თუ ახალ რაღაცას იგონებ არ ვიცი, მაგრამ ტერმინ "დრო" სხვა შინაარსს ატარებს და არა იმას რასაც შენ ამბობ. მაშინ სხვა ტერმინით აღნიშნე რასაც ამბობ, მაგრამ ეს სიტყვა არ ნიშნავს მაგას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 19 2013, 12:26 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



afxazi

ტერმინოლოგიებზე ვიკინკლაოთ ეხლა? თემის არსი გასაგებია და თუ იმის საპირისპირო გსურს თქვა, რაც დავწერე, გისმენ.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 19 2013, 10:30 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ღმერთი არის ზეარსი! ის არის დროის რგოლს შიგნით და თავადვე მოიცავს თავისი არსით დროს, ანუ თავად ღმერთს უჭირავს დროც და სამყაროც და ყოველივეს თავად ამოძრავებს თავისი ძალმოსილებით. ღმერთი დროზე მაღლა დგას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ღმერთი მარადიულად შობს დროს თავისი მარადიულობით, რამეთუ თუ იყო დრო, მაშინ ღმერთიც იყო და თუ დრო არ ყოფილა, მაშინ არც ღმერთი ყოფილა! უკუნისიდან ხარ შენ უფალოო დავითი ბრძანებს! თავად ღმერთი არის არსი , მყოფი, იგი დროზე მაღლა დგას, თუ დრო შექმნილია, მაშინ ღმერთიც შექმნილი გამოდის, რადგან თუ არის დრო იქვე უნდა იყოს გონიც, რომელიც დროში წარმოშობს ფიქრს! ღმერთს ფიქრი არ ესაჭიროება , ის განიზრახავს და ახორციელებს . მოფიქრება ესაჭიროება ადამიანს შეზღუდულ არსებას რომელიც დროშია ქმნილი. დავითთან არ ვაპირებ არანაირ მსჯელობას და მადლობელი დავრჩები თუ იგნორს გაუკეთებს ჩემ პოსტს! a015.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 20 2013, 03:52 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(esre ars cheshmariteba @ May 19 2013, 10:30 PM) *

ის არის დროის რგოლს შიგნით
esre ars cheshmariteba

ამ სიტყვებში თუ იმას გულისხმობ რომ დრო დაუსაბამოა, მაშინ გეთანხმები. ღმერთი დროსთან ერთად არსებობს და დროში მოქმედებს.


ციტატა
თუ დრო არ ყოფილა, მაშინ არც ღმერთი ყოფილა!

გეთანხმები.

ციტატა
უკუნისიდან ხარ შენ უფალოო დავითი ბრძანებს! თავად ღმერთი არის არსი , მყოფი, იგი დროზე მაღლა დგას, თუ დრო შექმნილია, მაშინ ღმერთიც შექმნილი გამოდის,

სწორად აღნიშნე. წინა პოსტებშიც დავწერე, რომ ბიბლიის თანახმად დრო და ღმერთი დაუსაბამოა. სწორედ ეგ და მაგის მსგავსი წერილისეული მუხლები მქონდა მხედველობაში, როცა აფხაზს ვწერდი.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 20 2013, 10:47 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(■გიორგი■ @ May 20 2013, 04:52 PM) *

esre ars cheshmariteba

ამ სიტყვებში თუ იმას გულისხმობ რომ დრო დაუსაბამოა, მაშინ გეთანხმები. ღმერთი დროსთან ერთად არსებობს და დროში მოქმედებს.
გეთანხმები.
სწორად აღნიშნე. წინა პოსტებშიც დავწერე, რომ ბიბლიის თანახმად დრო და ღმერთი დაუსაბამოა. სწორედ ეგ და მაგის მსგავსი წერილისეული მუხლები მქონდა მხედველობაში, როცა აფხაზს ვწერდი.

კი ზუსტად იმას ვგულისხმობ რაც დავწერე, დრო არ არის შექმნილი, ის მარადიულად იშვება თავად ღმერთისაგან, რადგან თავად ღმერთი თავისი არსებობით მარადიულად შობს დროს და ჟამს. მას დღესაც თავისი ძალმოსილებით უჭირავს ყოველივე! საკმარისია ღმერთმა შეწყვიტოს არსებობა , რომ უმალ ყოველივე ჩამოიშლება და დროც გაქრება. მეც და შენც და ყოველივე ცოცხალი არსება უმალ შეწყვეტს არსებობას. სიცოცხლის ბოძება მხოლოდ ღმერთს ძალუძს და ქრისტესაც უკვე , რადგან ის თავად აღნიშნავს, რომ როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში , ასევე ძესაც მისცა სიცოცხლე თავის თავში! ამ მუხლის ერთადერთი განმარტება არის ეს. ის რასაც მე ვწერ ხოლმე , ყოველივე მივიღე უფლისაგან , რადგან ყოველ ჟამს შემეწია უფალი და დამეხმარა ბევრი საიდუმლოს გაგებაში , რაც ბიბლიაშია მოცემული. მე იესო ქრისტეს და მის ჭეშმარიტ ბოლო ჟამის ეკლესიას ვირჩევ, რომელსაც ჟერ კიდევ ვერ ვიცნობ კარგად და სულ მუდმივად მიტრიალებს გონებაში

გიორგი ბევ რამეში ემთხვევა ჩვენი აზრები და საინტერესო იქნება ჩემთვის შენთან საუბარი! სანთლით ვეძებ უკვე ისეთ პიროვნებას ვისაც გულით სწამს მართლა ღმერთი და იესო ქრისტე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 21 2013, 09:16 AM
პოსტი #34


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



აუ აქ რა მარაზმი და აზრთ ფრქვევა ტრიალებს ohmy.gif ვფიქრობ დასახურია სასწრაფოდ ეს თემა და არა მარტო დასახური წასაშლელიც. მოდერატორები რას აკეთებენ? მართლმადიდებლური ფორუმია თუ რასელის საგუშაგო კოშკი? შემოვა მერე ვინმე წაიკითხავს ამ უაზრობებს და აერევა თავ გზა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 21 2013, 11:19 AM
პოსტი #35


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



G_saxva

აპოლოგეტიკის განყოფილება ითვალისწინებს განსხვავებული აზრის შესახებ საუბარსაც, როგორი "უაზროც" არ უნდა იყოს ის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 21 2013, 11:43 AM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ მე და გიორგიმ მივახწიეთ შეთანხმებას პმ ში აღნიშნულ საკითხზე e025.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 21 2013, 12:20 PM
პოსტი #37


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ მე და გიორგიმ მივახწიეთ შეთანხმებას პმ ში აღნიშნულ საკითხზე


biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 21 2013, 02:30 PM
პოსტი #38


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(esre ars cheshmariteba @ May 21 2013, 11:43 AM) *

თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ მე და გიორგიმ მივახწიეთ შეთანხმებას პმ ში აღნიშნულ საკითხზე e025.gif

და ჭეშმარიტებაც გაცხადდა არა? ისე რეალურად თუ მოგინდებათ ჭეშმარიტები ძებნა გადახედეთ მართლმადიდებლურ ნაშრომებს და ნახავთ რამხელა სიბრძნეა. თუ არა და წერეთ ამგვარი მარაზმები : თუ დრო არ ყოფილა, მაშინ არც ღმერთი ყოფილა! IPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათი


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 21 2013, 04:25 PM
პოსტი #39


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
ციტატა
თქვენ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ მე და გიორგიმ მივახწიეთ შეთანხმებას პმ ში აღნიშნულ საკითხზე

ბუზუ...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 21 2013, 08:58 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(G_saxva @ May 21 2013, 02:30 PM) *

გადახედეთ მართლმადიდებლურ ნაშრომებს და ნახავთ

G_saxva

ან აქ ან პმ-ში მომწერე, კონკრეტულად რომელ საეკლესიო შრომაშია მწინდა მამათა მიერ აქ განხილული საკითხი გარჩეული? ანუ რომელი წმინდა მამა განმარტავს ღმერთი დროის მიღმიერიაო და რომელი წმინდა მამა გვთავაზობს მასეთი თვალსაზრისის საფუძვლებს?


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი