რეიკი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი |
iako |
Dec 3 2006, 04:45 PM
პოსტი
#1
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
დამლოცე მამაო
მეც მაქვს ერთი კითხვა, რომელიც საკმაოდ მაფიქრებს დიდი ხანია უკვე. საქმე ეხება ენერგიის გადაცემას, რომელსაც რეიკის უწოდებენ. რამდენად ქრისტიანულია იგი? როგორც გადმოცემით ვიცი ეს ადამიანები, რომლებიც ენერგიის გადაცემით არიან დაკავებულები,ამბობენ რომ ეს ენერგია არის უფლიდან მომავალი ენერგია, რომლითაც უფალმა შექმნა სამყარო და ისინი მხოლოდ გამტარები არიან მისი. ამ დროს ისინი აღავლენენ ლოცვებს უფლის მიმართ და არსებობს ნიშნები, რომელსაც ღვთისმშობლის და მთავარანგელოზის ნიშნებს უწოდებენ.მათი წარმოდგენით, ამით ნებისმიერი დაავადების განკურნება არის შესაძლებელი თუ ამაში არის უფლის ნება. ჩემს იმ კითხვაზე მათ მიმართ, რომ ეს ენერგია შეიძლება ბოროტისგან მომდინარეობდეს მიპასუხეს, რომ როდესაც სეანს იწყებ ''მამაო ჩვენოს'' ლოცვით,ბოროტი პირიქით გაგერიდებაო. და რამდენად შესაძლებელია რომ ქრისტიანი ასეთი სახის ''მკურნალობაზე'' დათანხმდეს და ეს ''ენერგია'' მიიღოს? მათი შეხედულებით ეს არის მხოლოდ ადამიანების დახმარების მეთოდი და აღმსარებლობის და მიუხედავად ნებისმიერი ადამიანისთვის მისაწვდომია. ეს თემა ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია, რადგან ჩემს ძალიან ახლობელ ადამინს ეხება. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
დეკ. ანდრია |
Dec 9 2006, 04:49 AM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
რეიკის სწავლება საკმაოდ ახალია. მისი დამაარსებელი ვინმე მიკაო უსუი დაიბადა იაპონიაში 1864 წელს. ქრისტეანი მისიონერები ზრდიდნენ თეოლოგიის პროფესორობასა კი მიაღწია. როგორც ჩანს, მისი სარწმუნოებრივი შეხედულებები არ იყო ჩამოყალიბებული, ერთიანი. მოწაფეებმა მოთხოვეს სასწაული. ამის შეუძლებელობამ დააფიქრა "ღმრთისმეტყველი". მან დაანება თავი სხვათა სწავლებას და რელიგიურ ძიებებს მიეცა. მას მოეჩვენა, რომ ბუდიზმი ქრისტეანობის იდენტურია, რამოდენიმე წელი ბუდისტურ მონასტერში გაატარა. შემდეგ კი განმარტოვდა 21 დღით. აქ ქონდა მას პირველი "ხილვა" – იხილა სიმბოლოები, რომლებიც ბუდისტურ ტექსტებში ჰქონდა ნანახი. ამ სიმბოლოებს უსუი განსაკუთრებულ ენერგიის გამოსხივებას მიაწერდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი "სასწაულთმოქმედება". აღსანიშნავია, რომ მისი პირველი სასწაული საკვების უზომოდ მიღების შემდეგ უვნებელად დარჩენაში გამოიხატა. შეიძლება სასაცილოც კი იყოს, მაგრამ ასეა.
რეიკიზე სწავლების მიმდევართა მტკიცებით, ის თავსებადია ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობასთან. იეროგლიფი, რომელიც ჟღერს როგორც "რეი" გამოხატავს აბსოლუტს, უნივერსუმს, და არა პიროვნულ ღმერთს, შემოქმედს. მაგრამ მაშინ რა არის ღმერთი, როგორი თვისებებით შეგვიძლია დავახასიათოთ, რატომ არის წარმოდგენები ღმრთაებაზე განსხვავებული სხვადასხვა სარწმუნოებაში? რეიკის მიმდევრები, თუმცა კი ახსენებენ ღმერთს, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენა მასზე. დამეთანხმებით, ალოგიკურია ილაპარაკო ღმრთისაგან მომდინარე ენერგიაზე და არანაირი წარმოდგენა არ გქონდეს ღმერთზე. ამიტომ მტკიცება იმისა, რომ ეს ენერგია ღმრთისაგან მოდის უკეთეს შემთხვევაში შეიძლება სარწმუნოებრივ უმეცრებას მივაწეროთ. ამ სწავლებაში ვხვდებით მოიმედეობას გარეგნული ნიშნებისა (სიმბოლოებისა). მათ განსაკუთრებულ მისტიურ ძალას მიაწერენ. ეს ოკულტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ლოცვის სიტყვების წარმოთქმა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ეშმაკი იდევნება. მეტიც, ბოროტს სწორედ ეს სურს, რომ ვიმეორებდეთ ლოცვის სიტყვებს, როგორც შელოცვებს, არ ვწვდებოდეთ მათ არსს, არ ვუღებდეთ გულს ღმერთს და გვქონდეს იმედი, რომ გარეგნულად აღსრულებული ლოცვა დაგიცავს უკეთურისაგან. ასეთი ადამიანის გული დაკეტილია ღმრთაებრივი მადლისათვის. ადამიანის მიწიერი უბედურებების მიზეზი არის მისი ბუნების დაცემულობა, ცოდვები, ვნებები. რეიკი გვთავაზობს გარემოსთან (წუთისოფელთან) ჰარმონიზაციას ყოველგვარი სულიერი განახლების გარეშე, მაშინ, როცა ჩვენი განახლებისა და აღდგენისათვის ქრისტეს ჯვარცმა იქნა საჭირო. რეიკი ფაქტობრივად არის ამ მსხვერპის უარყოფა. და კიდევ, რა არის მიწიერი ცხოვრების მიზანი? ნუთუ მხოლოდ ის რომ თავად ეს მიწიერი ცხოვრება გავხადოთ უფრო კომფორტული? ყურადღებას იქცევს აგრეთვე ენერგის ხელით შეგრძნებადობა, რაც არანაირად არ შეიძლება დავუკავშიროთ საღმრთო მადლის მოქმედებას. ფორუმის ფორმატში შეუძლებელია განიხილო ამ სწავლების ყველა ასპექტი (ან ღირს კი?). მაგრამ, ვფიქრობ ზემოთთქმული საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ რეიკიზე სწავლების ოკულტური ხასიათი. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი