ეკლესია, სოფელ დავათში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია, სოფელ დავათში |
ხათუნა |
Aug 22 2007, 10:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
შეიძლება ამაზე ცალკე თემა არ უნდა გამეხსნა, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ არ გამიბრაზდეთ.
მოკლედ ბულაჩაურის გადასახვევიდან ასე 18 კმ ზემოთ არის უძველესი სოფელი დავათი საიდანაც არიან ჩემი წინაპრები (დედის მხრიდან) ბავშვობაში ბებია სულ მიყვებოდა ამ სოფლის შესახებ და ოცნებად მქონდა მისი ნახვა. ორი დღის წინ ეს ოცნება ავიხდინე და მიუხედავად იმისა რომ იქ მიასასვლელი გზა თითქმის გაუვალია (მხოლოდ ცხენი ან ჯიპი ადის) მაინც ავედი. აღმოვაჩინე რომ იქ არის ერთი პატარა უძველესი ეკლესია . ვინაიდან მიღამდებოდა ვეღარ მოვახერხე ადგილობრივებისთვის გამომეკითხა მის შესახებ. იქნებ რომელიმე თქვენგანმა იცოდეს ამ ეკლესის შესახებ რამე, ძალიან გამახარებთ თუ რაიმე ინფოს მომაწვდით. აი ისიც: -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
ნათია |
Aug 22 2007, 10:05 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შეიძლება ამაზე ცალკე თემა არ უნდა გამეხსნა, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ არ გამიბრაზდეთ. მოკლედ ბულაჩაურის გადასახვევიდან ასე 18 კმ ზემოთ არის უძველესი სოფელი დავათი საიდანაც არიან ჩემი წინაპრები (დედის მხრიდან) ბავშვობაში ბებია სულ მიყვებოდა ამ სოფლის შესახებ და ოცნებად მქონდა მისი ნახვა. ორი დღის წინ ეს ოცნება ავიხდინე და მიუხედავად იმისა რომ იქ მიასასვლელი გზა თითქმის გაუვალია (მხოლოდ ცხენი ან ჯიპი ადის) მაინც ავედი. აღმოვაჩინე რომ იქ არის ერთი პატარა უძველესი ეკლესია . ვინაიდან მიღამდებოდა ვეღარ მოვახერხე ადგილობრივებისთვის გამომეკითხა მის შესახებ. იქნებ რომელიმე თქვენგანმა იცოდეს ამ ეკლესის შესახებ რამე, ძალიან გამახარებთ თუ რაიმე ინფოს მომაწვდით. აი ისიც: საინტერესოა ვისი სახელობისაა..... იქაურ ხალხს ეცოდინება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქევანა |
Aug 22 2007, 10:19 PM
პოსტი
#3
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ეს ის ეკლესიაა არაა, სადაც დავათის სტელა რომ აღმოაჩინეს? თუ მეშლება? მაგრად მაინტერეებს...
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ხათუნა |
Aug 22 2007, 10:30 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
ვიღაცამ მითხრა წმინდა ნინოს სახელობისააო მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი.
ძალიან მაინტერესებს. მეორედ მე იქ ვეღარ ავალ სანამ ნივას ან ჯიპს არ ვიშოვი. არა და ისეთი სილამაზე დამხვდა. ჯერ მარტო საფლავები იყო ათას შვიდას რაღაც წლის. ძველ ქართულ იწარწერებით. ერთი ვიცი რომ ეს ეკლესია ძალიან ძველია. მინდა რაიმე ინფო შევაგროვო მის შესახებ სანამ კიდევ მოვახერხებ წასვლას. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
ალექსანდრე |
Aug 24 2007, 06:28 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
რამდენი ადგილია საქართველოში მოსალოცი წავიდეთ აუცილებლად ჩვენც
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ხათუნა |
Aug 24 2007, 02:15 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
ალექსანდრე
აქ თუ ნივა ან ჯიპი არ გყავს ძალიან ძნელია ასვლა. საშინელი გზაა. ქვაღორღიანი . თანაც ძალიან დიდი ქვებია და ერთი წამოდება საკმარისია რომ იქ ჩარჩე და მგლებმა შეგსანსლონ. ჩემს შემთხვევაში კი მოხდა საოცრება და იმდენად გულით მინდოდა ოპელ კორსათი ავედი მაგრამ გზაში ვგრძნობდი რომ ეს რაღაც არამიწიერმა ძალამ გააკეთა. თითქოს ვიღაცავ ეკავა ჩემი მანქანა რომ არ დავგორებულიყავი . ყოველშემთხვევაში მეორედ მე ამ მანქანით ვეღარ გავრისკავ იქ ასვლას. არა და მართლა ძალიან საინტერესო და ძველი ეკლესიაა. შეიძლება მოძღვარიც კი არ ყავდეთ იქ. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
თავაძე |
Nov 30 2007, 07:58 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 8-June 07 წევრი № 2,136 |
ketino
ციტატა ეს ის ეკლესიაა არაა, სადაც დავათის სტელა რომ აღმოაჩინეს? თუ მეშლება? მაგრად მაინტერეებს... თავიდან მეგონა, რომ არაა ის ეკლესია, მაგრამ ახალი გარემონტებულია და ეგებ მართლა ისაა... თუ ისაა, მაშინ ღვთისმშობლის სახელობისა ყოფილა. სტელა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში აღმოაჩინეს, მტრისგან დასაცავად, კედელში უკუღმა ჩაშენებული. ორი წლის წინ, სწორედ იმ ეკლესიის და სტელას სანახავად წავედით კარაველები (არის ასეთი მოგზაურ-მოხეტიალეთა საიტი), მაგრამ გზაშივე გავიგეთ, რომ ის სტელა უკვე თბილისში, რომელიღაც მუზეუმში ინახება. ამის მიუხედავად, წასვლა ოდნავადაც არ გვინანია, ისეთი არაჩვეულებრივი, მართლაც რომ უფლის მადლცხებული ლაშქრობა გამოგვივიდა. ის ეკლესია სოფლის მაღლა, მთაზეა აშენებული ულამაზეს ტყეში. დავათში საკმაოდ დიდი თოვლი დაგვხდა, თან, ხვავრიელად ბარდნიდა და ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, წამოსვლა არ გვინდოდა. მაშინ არემონტებდნენ და იქაურობა ხარაჩოებში იყო. თან, თოვლით გადაფარული და იმიტომ ვერ ვიხსენებ სრულად, მაგრამ რასაც ვხედავ, კი ჰგავს იმ ეკლესიას. თუ წახვალთ, არ ინანებთ. გზა კია ცუდი, მაგრამ მარშუტკები დარში ნამდვილად ავლენ. -------------------- ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში, სამასნი არიან და სამას ლეგენდას თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში. გელა დაიაური **************************************** მზემ აიწია თითის წვერებზე, მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა. იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან. ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ მთათა. ასეთი დარი თუ იყო მაშინ, ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა... ანა კალანდაძე |
guest |
Nov 30 2007, 08:02 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ალექსანდრე აქ თუ ნივა ან ჯიპი არ გყავს ძალიან ძნელია ასვლა. საშინელი გზაა. ქვაღორღიანი . თანაც ძალიან დიდი ქვებია და ერთი წამოდება საკმარისია რომ იქ ჩარჩე და მგლებმა შეგსანსლონ. ა, ხათუ ხომ ხედავ რომ ჯიპი საჭიროა, არ მომწონსო რომ იძახდი მაშინა ზვერ! მართლა ლამაზი ადგილია ისე, ეკლესიაც საინტერესო,მარა მგლები ასეთი პრობლემაა? შეიარაღდით და ისე წადით თქვენც, საინტერესოც იქნება |
ქავთარაძე |
Nov 30 2007, 09:53 PM
პოსტი
#9
|
დაურეგისტრირებელი |
რაღაც გამოქვაბულები ყოფილა მანდ , რა დანიშნულებისაა არ ვიცი. ჩემ მეგობარს ველაპარაკები ეხლა ბულაჩაურში აქ სახლი და ეგ მითხრა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი