IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები
A.V.M
პოსტი Mar 27 2012, 10:43 PM
პოსტი #41


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



IPB-ს სურათი
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი (+638-644)
11 (24) მარტი

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.

სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ (ხს. 12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.

როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა (+622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.

628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტი (633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.

სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.

ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 29 2012, 08:10 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამ უახლოეს წარსულში იყო ხსენება წმინდა ნიკიფორე იერუსალიმელის წმიდა ნაწილების ამოყვანებისა.
ჩვენც დავწეროთ ამის შესახებ:


წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის აღმოყვანება. წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა. 846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოაჩინეს და კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიას ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება. წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმბრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება. წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.




--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 7 2012, 07:49 PM
პოსტი #43


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
12 (25) მაისი

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.

მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 30 2012, 01:12 AM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




პატრიარქი მაქსიმე: მე ცოდვილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეკლესიის საზიანო კომპრომისებზე არასდროს წავსულვარ
Gallery
Posted on November 13, 2012



რამდენიმე დღის წინ ღვთივგანისვენა მართლმადიდებლური სამყაროს უხუცესმა მამათმთავარმა მაქსიმემ. მისი ხსოვნის პატივსაცემად გთავაზობთ უწმიდესი პატრიარქის, მაქსიმეს ინტერვიუს, რომელიც ჩაწერა ბულგარეთის ნაციონალურმა ტელეკომპანიამ.Image

– თქვენო უწმიდესობავ, როგორი გავლენაქ მოახდინეს მშობლებმა თქვენს გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყავით ღვთისმსახური?

– ჩემი მშობლები იყვნენ უბრალო სოფლის მაცხოვრებლები. დედაჩემი წაროშობით მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ ცოლად გაყვა უბედურ ახალგაზრდას, რომელიც ბავშვობაშივე დაობლდა. ერთად ცხოვრობდნენ თანახმიერად. რეგულარულად დადიოდნენ ღვთისმსახურებაზე ტროიანსკის მონასტერში. მამაჩემი იყოს საეკლესიო მმართველობის მუდმივმოქმედი წევრი მშობლიურ სოფელ ორეშაკოში. დედა იყო სოფლის სულიერი ცხოვრების ცენტრი, ერთად კრებდა მეზობლებს ლოცვისა და სულიერი წიგნების კითხვისთვის. მას ძალიან უნდოდა, რომ მიმეღო სასულიერო განათლება და გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური. მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლებისა იმისთვის, რომ აღმზარდეს რწმენაში და ეკლესიაში. დიდი წვალებით მინახავდნენ ისინი სემინარიაში სწავლისას. მაშინ პანსიონის გადასახადი იყო 8000 ლევი, წელიწადში. მათ კი არ ქონდათ საშუალება გამოემუშავებინათ ასეთი ფული. მამაჩემი იყო ხელოსანი და იძულებბული გახდა, გამხდარიყო პოლიციელი, მართალია ის სამზარეულოში მუშაობდა, მაგრამ იძულებული იყო ეტარებინა უნიფორმა. ოჯახი არ შიმშილობდა, მაგრამ ცხოვრობდა გაჭირვებით.

– როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით მონოზონი?

– სემინარიის უფროსი კლასის მოსწავლემ, მივწერე წერილი წმინდა მთაზე, ზოგრიფის მონასტერს, თხოვნით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მივეღე მორჩილად. წერილი, რომელსაც გაგზავნამდე აღმზრდელები ამოწმებდნენ ჩავუშვი ყუთში.

რამდენიმე დღის შემდეგ დამიძახა ამღზრდელმა და მითხრა: „მარინ, შენ გუნდა გახდე მონაზონი?“ ვუპასუხე: „როგორც უფალი მაკურთხებს, შეიძლება გავხდე კიდეც მონაზონი“ მასწავლებელმა მითხრა, რომ მე შემიძლია ვიმსახურო ეკლესიაში, ღვთისმსახურად, გავხდე თეთრი მღვდელი და რომ არ ღირს ბერობაზე აჩქარება. როგორც ჩანს სწორედ მან ნახა ჩემი წერილი ზოგრაფის მონასტრისადმი.

მაგრამ წვა ღვთისამდი და სურვილი მონაზვნობის მაინც დამრჩა, და ეს მხარდაჭერას ღებულობდა ტროიანსკის წმინდა მონასტრის ძმობასთან ურთიერთობის წყალობით, რომლის მრევლიც თავად ვიყავი.

1941 წლის დეკემბერში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მეოთხე კურსზე მივიღე მონაზვნობა. ტროიანსკის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი კლიმენტი (კოვენსკი) იყო ჩემი სულიერი მოძღვარი, ხოლო ჩემი სულიერი ბერი (სტარეცი) გახდა ვრაჩანსკის მიტროპოლიტი პაისი (ანკოვი).

მონაზვობამ მომცა სულიერი სიმშვიდე. აღკვეცისას მიწოდეს სახელი მაქსიმე, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საპატივცემულოდ. მე ბედნიერი ვარ, რომ ვატარებ იმ წმინდანის სახელს, რომელმაც გადაიტან ყოველგვარი დევნა ხელისუფლებისგან და მაინც დარჩა ერთგული წმინდა მართლმადიდებელი ჭეშმარიტებისა. ის ჩემთვის არის მისაბაძი სახე და გამუდმებით ვევედრები, შემეწიოს უფლის ტახტის წინაშე.

– თქვენ პატრიარქად აგირჩიეს 1971 წელს, ათეისტური რეჯიმის მმართველობისას, გქონდათ მაშინ სირთულეები, თქვენს მაღალ თანამდებობაზე?

– პატრიარქად არჩევამ ჩემში გამოიწვია მღელვარება, იმ დროს უფრო ადვილი იყო სიკვდილი, ვიდრე იმის წარმოდგენა, როგორ უნდა იცხოვრო და შეასრულო მოვალეობა წმინდა ეკლესიის მეთაურისა. რამდენი მღელვარება გადავიტანე! ჩავფიქრებულვარ, დადებითი დამოკიდებულების გათვალისწინებით ამ სინოდის მიმართ, სამღვდელოების მიმართ, საეკლესიო საზოგადოების მიმართ, ჩემი პატრიარქად არჩევის შესაძლებლობაზე.

განსაკუთრებით ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა ქალაქის საეკლესიო საზოგადოებისგან, აკადემიკოს მიახაილ არაუნდოვის სახით. რომელიც დამეხმარა მიმეღო ეკლესიის, ერისა და სამშობლოს წინაშე საპოასუხისმგებლო გადაწყვეტილება მსახურებისა! აკადემიკოს არაუნდოვთან ჯერ კიდევ მაშინდელი ნაცნობობა მაკავშირებს, როდესაც ვმსახურობდი რუსენსკის მიტროპოლიაში. ნელნელა ჩვენ დავვახლოვდით. არცევამდე რამდენიმე დღით ადრე მე მას შემთხვევით შევხვდი სოფიაში, სამხედრო კლუბის გვერდითა სკვერში. მან იცოდა, რომ თავს ვიკავებდი ჩემი კანდიდატურის წარდგენაზე, და თავისი ავტორიტეტის წყალობით დამარწმუნა არ მეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

– და მაინც, თვენ მიიღეთ საპატრიარქო ხარისხი კომუნისტური რჯიმის დროს…

– მდგომარეობა რთული იყო. ათეისტურმა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა ხალხის თვალში ბულგარეთის ეკლესიის ავტორიტეტის დაცემისა და იმ რწმენის დარღვევისათვის, რომელსაც ის აღიარებდა.

ერტხელ დიდმარხვაში მსახურებისას, მმართველობამ შემატყობინა, რომ აპირებდნენ აეკრძალათ ღვთისმსახურთათვის ტაძრის გარშემო შემოვლა გალობით და ზარების დაკვრა, როგორც ამას მსახურების განგება მოითხოვდა. მე კატეგორიული უარი განვაცხადე ამ გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მოდიოდა ეს. როგორც აღმოჩნდა ეს ინიციატივა იმ დროის ერთერთ უდიდეს ჩინოვნიკს ეკუთვნოდა.

ღვთისმსახურებაზე დასწრების აკრძალვა ყველასთვის და განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდობისთვის, მე ძალიან მთრგუნავდა. ვაკეთებდიყველაფერ შესაძლებელს, ამ დაბრკოლებათა გადასალახად, რელიგიის კომიტეტის მეშვეობით, რომლის თავმჯდომარეც იყო მიხაილ კიუჩკოვი, წარსულში ჩემი თანაკლასელი. სემინარიაში პირველიდან მეექვსე კლასამდე ერთად ვსწავლობდით, ის იჯდა ჩემს წინ. ათეისტურმა პერიოდამ დიდი ჭრილკობა მიაყენა ბულგარეთის წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ცხოვრებას, მაგრამ არა მის აღმსარებლობას. ათეისტური ხელისუფლების პირველი წლები ერთობ მძიმე იყო. მოგვიანებით ხელისუფლების სასტიკი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ რამდენადმე შემცირდა, მაგრამ არ გამქრალა, იმდენად რამდენადაც კომუნისტური იდეოლოგია სხვადასხვა ხარისხით, ხალხს ავსებდა სასტიკი და გაბოროტებული დამოკიდებულებით ეკლესიის მიმართ. მაგრამ ეკლესიის მნიშვნელობა, როგორც ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტისა გადარჩა. აშკარა იყო, რომ ბულგარელი ერის ცხოვრებაში მისი როლის დამდაბლება არავის შეეძლო. თუ უარყოფ ეკლესიას, უარყოფ ბულგარეთის ისტორიას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ათეისტურ რეჟიმს არ გაუნადგურებია ეკლესია, მაგრამ უნდოდა მისი დაუძლურება, მაგრამ მე მახსოვს, ოდესრაც 24 მაისის დღესასწაულზე თვქენ იდექით ტრიბუნასთან, დიმიტროვის მავზოლეუმთან, ჟივკოვის გვერდით. არ თანამშრომლობდა კი ეკლესია კომუნისტურ რეჟიმთან?

– იყო, იყო… მე ტოდორ ჟივკოვის გევერდითაც ვიყავი… (იცინის) გესნით, არანაირი ტანამშრომლობა ეკლესიისა და პირადად ჩემი, საერო ხელისუფლებასთან ამ მოვლენებში არ ყოფილა. თუმცა იყო განსაზღვრული ძალატა გაერთიანება ეკლესიისა და სახელმწიფოსი, კეთილ წამოწყებებში, სადაც ეკლესია სათანადო მონაწილეობას ღებულობდა. მტელს მსოფლიოში, მშვიდობისათვის ბრძოლაში ეკლესია ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო ისეთი ხარისხით და ფორმით, რომ ეკლესია ყოფილიყო მონაწილე ეკლესიის სახელით, რომ ყოფილიყო ქადაგება ევანგელისტური პრინციპებისა, მშვიდობის მისაღწევად. აქ საერთოდ არ ყოფილა რაიმენაირი მსახურება იმ დროინდელი ხელისუფლებისათვის. ყოველთვის მე ვფიქრობდი ეკლესიის ინტერესებზე, ჩემი სამოქალაქო მოვალეობების აღსრულებისასაც კი. არ მივდიოდი არანაირ კომპრომისებზე, ამის გამო ბევრი სირთულეები გადავიტანე, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი.

მაშინ ცემი ტრიბუნაზე ყოფნა, არ იყო შედეგი კომუნისტურ ხელისუფლებასთან ცემი თანამშრომლობის სურვილისა. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულება.

ერთერთ შეხვედრაზე ჟივკოვმა მომთხოვა, რომ ეპარქიათა მღვდელმთავრები მსახურების ადგილი მიხედვით გამხდარიყვნენ სამამულო ფრონტის თავმჯდომარეები, ხოლო მღვდელმთავრის ტანაშემწეები, შესაბამისად უხელმძღვანელებდნენ ადგილობრივ ორგანიზაციებს. მე მას ვუპასუხე, რო არ შემიძლია ეს დავუშვა, იმდენად რამდენადაც ბულგარეთის კომუნისტური პარტია ათეისტურია და არ შეიძლება მღვდელმთავარი გახდეს იმ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელსაც ხელძღვანელობს კომუნისტური პარტია.

„რადგან ასეა – მეუბნება ჯივკოვი – როგორ გვთავაზობთ ხალხის გაერთიანებას?“ ვპასუხობ: „ეკლესია მუდამ უჭერდა მხარს ერის ერთობას და ახლაც უჭერს და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ეს ხება სხვისი მოზიდვით და არა მისთვის უცხო იდეოლოგიის პრინციპების მიღებით“ ასეთი იყო ჩვენი საუბარი.

– რა დამოკიდებულება გაქონდათ ჟივკოვთან? თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ სარგებლობდით მისი მხარდაჭერით.

– ტეოდორ ჟივკოვთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო წარმომადგენლობითი, ახლადარჩეული პატრიარქის რანგში. იმ დროს მინიტრთა საბჭოს მიერ მირეებულ იქნა გადაწყვეტილება სოფიას ცნეტრში მაცხოვრის ტაძრის სრული განადგურებისა. სანამ შევიდოდი ჟივკოვთან, კიუჩკოვს ვუთხარი, რომ ამ ეკლესიის საკითხს წამოვწევდი, ის ცდილობდა ცემს გადარწმუნებას: აცხადებენ, რომ მინისტრთა საბჭომ უკვე მიიღო დადგენილება მაგ ეკლესიის შესახებო.

მაგრამ ჟივკოვთან პროტოკოლური საუბრის შემდეგ მე მას დაველაპარაკე ტაძრის დანგრევის განაჩენზე, რომ ის არის შუასაუკუნეების ძეგლი, მორწმუნეთა თაყვანისცემის ადგილი, რომ აუცილებელია მისი შენარჩუნება.

მან მიპასუხა: „შესაძლებელია მიიღო მინისტრთა საბჭომ გადაწყვეტილება არასწორი ცნობით, მაშინ გადაწყვეტილებაც განადგურების შესახებ არასწორია. ეს საკითხი გადაწყდება.“ მაშინ ეკლესიის შენარჩუნების საკითხი დადებითად გადაწყდა, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ეს ტაძარი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოა მასში ღვთიმსახურების ჩატარება.

ჟივკოვვთან მე მქონდა ოთხი ოფიციალური შეხვედრა, ერთერთ მათგანზე მე დავაყენე წმინდა იოანეს ტაძრის შენარჩუნების საკითხი პერნიკში, რომლის დანგრევაც უნდოდათ, რადგანაც გვერდზე სენდებოდა პარტიული ორგანიზაციის სახლი. უკანასკნელ სეხვედრაზე 1989 წელს მე მას ვთხოვე სასულიერო სემინარიის ჩერეპიშკოს მონასტრიდან სოფიაში დაბრუნების ნებართვა. არანაირი პირადი კონტაქტები ჟივკოვთან არასდროს მქონია.

– უფალი ამბობს, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. აქვს ცოდვა ბულგარეთის პატრიარქს?

– შეიძლება კი ვთქვა, რომ არ შემიცოდავს, არ მაქვს ცოდვები?! ამის თქმის ნებას არამარტო სინდისი არ მომცემს, არამედ ეს წმინდა წერილის საწინააღმდეგო იქნება, რომ არ არსებობს ადამინი დღე უცოდველად გაატაროს. ცოდვები რა თქმა უნდა ჩამიდენია, მაგრამ არასდროს წავსულვარ კომპრომისზე ეკლესიის საზიანოდ, იმის გაფიქრების ნებასაც კი არ ვაძლევდი თავს, რომ შემიძლია ეს დავუშვა.

რა თქმა უნდა ჩამიდენია უნებლიე ცოდვები, იმის შეფასებისას თუ რა არის ეკლესიისთვის სასარგებლო, მაგრამ ყოველთვის ეკლესიის სასარგებლოდ ვიყენებდი ყველაფერს, გარდა სასირცხვილო კომპრომისებისა, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო ის, განსაკუთრებით ამა სოფლის ძლიერთა მიმართ და ხელისუფლების მიმართ. როდესაც აუცილებელი იყო არჩევა, ვირჩევდი იმას, რასაც ვთვლიდი ეკლესიის და არა ჩემს სასარგებლოდ.

http://jtheologians.wordpress.com/2012/11/...83%9D%E1%83%93/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 8 2013, 06:06 PM
პოსტი #45


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დღეიდან საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ელოდებიან. პირველი დელეგაცია სერბეთიდან დღეს ჩამოვა.
ათ იანვარს კი თბილისს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი ეწვევა.

საიუბილეო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია და კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები კი 12 იანავარს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენენ.
http://ghn.ge/news-81319.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2013, 12:03 PM
პოსტი #46


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქი ფილარეტი: „ჩვენ არ გვსურს დაბრუნება ახალ იმპერიაში“
08 იანვარი 19:202178
კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ფილარეტი რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის წინააღმდეგია.

„ჩვენ საბაჟო კავშირის წინააღმდეგნი ვართ - არა იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგებით რუსეთს; რუსები ჩვენი თანამოძმენი არიან, მაგრამ საბაჟო კავშირი - ეს არის უკრაინის შეთრევა ახალ იმპერიაში. ჩვენ არ გვსურს ახალ იმპერიაში ყოფნა, ჩვენ უკვე ნაცხოვრები ვართ იმპერიაში და ვიცით შედეგები. ამიტომაც ჩვენი უარი საბაჟო კავშირზე რუსეთთან ვაჭრობის უარს არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს უარს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ზიანს მოუტანენ ჩვენს უკრაინულ სახელმწიფოებრიობას“, - აცხადებს პატრიარქი.

იანუკოვიჩის უკრაინამ ახალ წელს შეაბიჯა უკანასკნელი წლებისათვის ყველაზე დაბალი სავალუტო რეზერვებით, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებით და მესამედით გაზრდილი დეფიციტით. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, არსენი იაცენიუკის თვალსაზრისით: „საქმე ისეა, რომ ჩვენი რუსი მეგობრები სიამოვნებით იფშვნეტენ თითებს - რაც უფრო სუსტდება უკრაინა, მით უფრო ადვილად გახდება იგი რუსეთის ფედერაციის ან დიადი რუსეთის ნაწილი!“

http://news.ge/ge/news/story/42115-patriar...khal-imperiashi


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 9 2013, 12:49 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ციტატა
კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ფილარეტი

კიევის საპატრიარქო სქიზმატები არიან. არსებობს რუსეთის საპატრიარქოში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიტროპოლიტი ვლადიმირი ხელმძღვანელობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2013, 03:17 PM
პოსტი #48


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



zaz
ციტატა
კიევის საპატრიარქო სქიზმატები არიან. არსებობს რუსეთის საპატრიარქოში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიტროპოლიტი ვლადიმირი ხელმძღვანელობს.

მეც ეგრე ვიცი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 12:43 AM
პოსტი #49


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თბილისში ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი ჩამობრძანდა.

საპატიო სტუმარი თბილისის აეროპორტში თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრეს აეროპორტში წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები დახვდნენ.

ვიზიტთან დაკავშირებით, მღვდელმთავარმა კირილმა ჟურნალისტებისათვის მცირე კომენტარი გააკეთა. ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრის განცხადებით, იგი მადლობელია, რომ კიდევ ერთხელ იმყოფება "ღვთივკურთხეულ ქართულ მიწაზე"
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...mobrdzanda.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 13 2013, 06:31 PM
პოსტი #50


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია
15:37 13-01-2013
ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს , - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბრძანა.
მსოფლიო პატრიარქის თქმით, "ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცაა".
"ძმანო და შვილნო, ჩვენი აქ ჩამოსვლისას სხვა არანაირი მიზანი არ გვამოძრავებდა, გარდა იმისა, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით, გაგვეზიარებინა საქართველოს ეკლესიის სიხარული და სულიერი ზეიმი და პირადად თქვენი, საყვარელო და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობავ. საქართველოს პატრიარქო, ბატონო ილია, გვსურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აყსაყდრებიდან 35 წლისთავი, რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავი ემთხვევა. პატივს მივაგებთ საპატრიარქოსთვისა და ქვეყნისთვის, ქართული სამღვდელოებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი, სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა.
თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ვინც გონიერებასა და მოთმინებას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელით და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესოს ჭეშმარიტმა მოწაფემ, დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა.
თქვენო უნეტარესობავ, სიყვარულს ქადაგებთ და თავად სხვისი სიყვარულით ცხოვრობთ. ლოცვებს აღავლენთ და მოუხმობთ სიბრძნეს ღვთისას, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს. ის, რაც აკეთეთ, აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. თქვენს მფარველ წმინდანთან ერთად კი გეტყვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი.
უნატარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმინდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებით და ტკივილის გაყუჩებით.
თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას, გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს მოგართმევენ, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს, ისევე, როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში", - მიმართა მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-tolfasia.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 14 2013, 03:01 PM
პოსტი #51


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბართლომე პირველი - ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა
მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა.

ბართლომე პირველმა საქართველოდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო გაერთიანებულია ერი და ამის ნიშანი იყო გუშინ საპატრიარქოში გამართული შეხვედრა.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოში ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. იქ იმყოფებოდნენ ასევე მღვდელმთავრები, ჩამოსული მაღალი რანგის სასულიერო პირები.

მსოფლიო პატრიარქი მიიჩნევს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერის სულიერი მამაა. მსოფლიო პატრიარქმა

კმაყოფილება და ბედნიერება გამოხატა ასევე ქართველი ახალგაზრდობის მიმართ.

"კმაყოფილი და ბედნიერი მივდივარ. გისურვებთ ერთობას. ყველა ქართველს მივულოცავ ახალ წელს. მშვიდობა, სიყვარული და ერთობა სუფევდეს. იღვაწეთ თქვენი ისტორიული და ლამაზი ქვეყნისთვის. ძალიან გაგვახარა საქართველოს ახალგაზრდობამ და მათი რწმენისადმი დამოკიდებულებამ. ვუცქერთ და ვხვდებით, რომ ქართველი ახალგაზრდები ძალიან განსხვავდებიან ევროპელი ახალგაზრდებისაგან. მთელი გულით გაკურთხებთ. დარწმუნებული ვართ ასეთ ერს დიდი მომავალი აქვს. უნეტარესო მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისათვის და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს", - ბრძანა ბართლომე პირველმა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69304-bar...l#ixzz2HwkhkXd6


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 22 2013, 01:00 AM
პოსტი #52


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქი კირილი - "მეფეთა ნეშტების თბილისში გადასვენებაზე გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული "
რუსეთის პატრიარქი მოხარულია, რომ "მშვიდობიანად და ხალხის თავისუფალი არჩევანის გზით საქართველოში ხდება ცვლილებები, რომელზეც ბევრი იმედებს ამყარებს", - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

"დაე, ამ ვიზიტმა თავისი მაცოცხლებელი წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, ილია მეორის საკუთარ რეზიდენციაში მიღებისას.

მისივე თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ძმური და მეგობრულია და მასთან მოსკოვის საპატრიარქო მრავალი წლის განმავლობაში სულიერ კანონიკურ ერთობას ინარჩუნებს.

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს ქართველი ერის სულიერი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი იშრომა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის წლებში.

"ჩვენ ვიცით თქვენი როლი საქართველოში მართლმადიდებლობისა და რწმენის გაძლიერებაში, ისევე, როგორც გვესმის თქვენი მშვიდობისმყოფელი როლი, რომელსაც ასრულებთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადასვენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად უნდა გადაწყდეს.

მისივე განმარტებით, რუსეთის ეკლესია გაგებით ეკიდება ქართული მხარის სურვილს ნეშტების თბილისში გადასვენების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
როგორც რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ უნდა შეაგროვოს აუცილებელი ინფორმაცია, გაერკვეს რთულ საკითხებში, გაიტანოს ეს თემა საჯარო განხილვაზე და გამოიკითხოს საზოგადოებრივი აზრი რუსეთში.

"მიმაჩნია, რომ ამგვარმა ქმედებამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობაც დააზარალოს. დარწმუნებული ვართ, კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. სამუშაოს ეფექტურობის ზრდის მიზნით, მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის და ვილოცებთ, რომ მათ მუშაობა სწრაფად დაასრულონ", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

ამასთან, როგორც "ინტერფაქსი" წერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტისგან რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ელოდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.

იგი მოსკოვში სპეციალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიისთვის ჩავიდა.
პატრიარქი 23 იანვარს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, საქართველოში კი 26 იანვარს დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69831-pat...l#ixzz2Ie7KfvCB


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 24 2013, 02:07 AM
პოსტი #53


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქმა კირილმა ილია მეორე-ს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა

22-01-2013
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა.

”ვისურვებდი, რომ ქართველ მორწმუნეებს ამ წმინდა ნაწილის წინაშე შეეძლოთ ღმერთს როგორც რუსული, ისე ქართული მიწა შეავედრონ, რათა ღმერთმა კეთილად გადმოხედოს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებას.”

თავის მხრივ, ილია მეორემ პატრიარქ კირილს გადასცა ივერიის ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები.
http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...bi-gadasca.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 8 2013, 06:50 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
ქაიროში კოპტური ეკლესიის პატრიარქი შენუდა მესამე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტურმა ტელევიზიამ გავრცელა.
ეგვიპტის კოპტური მართლმადიდებლები ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი მოსახლეობის დაახლოებით 6–10 პროცენტს შეადგენენ და მათი რიცხვი 85 მილიონია.
შენუდა მესამე კოპტური ეკლესიის 117–ე პატრიარქია. იგი პატრიარქად 1971 წელს სინოდის გადაწყვეტილებით აკურთხეს.


მართლაც კარგი ადამიანი იყო, ხალხს უყვარდა ძალიან... ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი ილია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 8 2013, 07:09 PM
პოსტი #55


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
სერბეთში მოხდა ხომ უახლოეს წარსულში პატრიარქის ცვლილება...
გამომრჩა რომ დამეწერა..


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 18 2013, 12:51 AM
პოსტი #56


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კაიროსისაა და დავდოთ...

ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეთიოპიის ეკლესიაში
04/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურ ეკლესიაში არჩეულ იქნა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურმა ეკლესიამ აირჩია 71 წლის მთავარეპისკოპოსი აბუნა მათე თავის ახალ პატრიარქად. აბუნა მათემ შეცვალა აბუნა პავლეს, რომელიც მართავდა ამ საუკუნოვან ძველაღმოსავლურ ეკლესიას ( რომელსაც ამჟამად ჰყავს 50 მილიონი წევრი) 1991 წლიდან ვიდრე მის გარდაცვალებამდე (2012 წლის აგვისტო). აბუნა მათეს აღსაყდრება შედგება ამ კვირას, ადის აბებაში.
ისტორიის მანძილზე ამ ეკლესიის ყველაზე ცნობილი ელემენტი არის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომელიც მდებარეობს პლატიზე, რომელიც ცნობილია როგორც ეთიოპიის იერუსალიმად და ასევე რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში.
საუკუნოვანი და ძველი ტრადიციების მიუხედავად, აბუნა (მამა) მათე იქნება მხოლოდ ეთიოპიის მეექვსე პატრიარქი: 50 წლის წინ ეთიოპიის ეკლესიას ქონდა თავისი იდენტურობა და ლიტურგია ( გეეზის ლიტურგია, რომლის შთამომავალი არის ამჰარიკის ლიტურგია), მაგრამ ის ასევე იყო ალექსანდრიის კოპტურ პატრიარქთან (ეგვიპტე) ერთობაში. ხოლო 1959 წელს, კოპტმა პაპმა, კირილე მეექვსემ ეთიოპიის ეკლესია სცნო დამოუკიდებელ ეკლესიად და ასევე მას პირველ პატრიარქად დაუდგინა ბასილი. 50 წელზე მეტია რომ ეკლესიამ გამოიარა ურთულესი პერიოდი: დიქტატორმა მენგისტუმ, თეოფილე (ბასილის პირველი შემცვლელი) დააპატიმრა 1976 წელს, ხოლო 1979 წელს კი იგი მოკლა. ამის მერე ეთიოპიის დიქტატორმა დანიშნა თეოფილეს ორი შემცვლელი,რომელნიც ეკლესიამ არ მიიღო. 1991 წელს როდესაც მენგისტუს დიქტატორობა დაეცა, ზუსტად მაშინ ეთიოპიის ეკლესიისთვის გამოიყო უმაღლესი იერარქი, პატრიარქ პავლეს არჩევით.
ასევე აღსანიშნავია ის რომ მენგისტუს რეჟიმმა აიძულა პატრიარქი მათე რომ გაქცეულიყო ეთიოპიიდან. პატრიარქი 30 წელზე მეტი იყო დაშორებული ადდსის აბებას. ასევე საინტერესოა ის რომ მისი ტიტული (იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი) შემთხვევითობა არ არის: ეთიოპიის ეკლესიამ მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა იმასთან რასაც ყველა უწოდებს დედა ეკლესიას. მისი სამღვდელოება ცხოვრობს მონასტერში, რომელიც მდებარეობოს წმ საფლავის ბაზილიკასთან ახლოს. ამ საძმოს მკაცრი წესების არსებული მდგომარეობა აძლებს მათ იმ საშუალებას, რომ მათი რიტუალები შეასრულონ იმ ადგილას სადაც მაცხოვარი ევნო და აღსდგა.

წყარო:
http://theorthodoxchurch.info/
http://vaticaninsider.lastampa.it/

მასალა მომზადებულია გიორგი ღიბრაძის მიერ

შენიშვნა:

ცოტა რამ ეთიოპიის ძველაღმოსავლური-არაქალკედონური ეკლესიის შესახებ

ეთიოპიის (აბისინიის) ეკლესია (Yäityop’ya ortodoks täwahedo bétäkrestyan) — ერთერთი ძველაღმოსავლური ეკლესიაა, რომელიც 1959 წლამდე იყო კოპტური ეკლესიის ნაწილი, ხოლო შემდეგ მიიღო ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. ეთიოპიის ეკლესია, როგრც კოპტური, სირიული და სომხური ეკლესიები აღიარებენ მიაფიზიტურ ქრისტოლოგიას, ამ ეკლესიას საკუთარ დასახელებაში აქვს სიტყვა täwahedo – ტევაჰედო, რომელიც “ერთიანს” (“being made one” ან “unified”) ნიშნავს და ეხება ქრისტეში ერთი (ერთიანი) ბუნების აღიარებას, შესაბამისად არ ცნობენ მეოთხე მსოფლიო კრებას (ქალკედონი, 451 წ.) აღიარებენ რა მხოლოდ პირველ სამ მსოფლიო კრებას.
ეთიოპიის ეკლესიისათვის დამახასიათებელი ძველი აღთქმის კანონებისადმი, განსაკუთრებული სიახლოვე, როგორც საკვების მიმართ, საჭმელი მათთან იყოფა წმინდა და არაწმინდად, ასევე შაბათის კანონისა და წინადაცვეთის შენარჩუნების მხრივ, რომელიც მერვე დღეს აღესრულება მამრობით სქესის ჩვილებზე (ხშირად წინადაცვეთას მიაწერენ არა რელიგიურ მოთხოვნას, არამედ ტრადიციის ერთგულებას), ეთიოპიის ეკლესიის მიერ დაგმობის მიუხედავად სამხრეთ ეთიოპიაში არსებობს ტრადიცია “ქალთა წინადაცვეთისა”.
კალენდარი, რომლითაც ისინი სარგებლობენ არის ძველი წინარეიულიანური და თანხვდება ჩვენთან არსებულ ძველ, იულიანურ სტილს, ლიტურგია იგივეა რაც კოპტური ეკლესიის წმ.მარკოზის ლიტურგია, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ლიტურგიის ჩასატარებლად აუცილებელია მინიმუმ 2 მღვდელი და 3 დიაკონი; ხოლო ვაჟების დიაკონობისადმი მომზადება 7 წლის ასაკიდან იწყება.
ეკლესიაში შესვლისას არის მოთხოვნა ფეხსაცმელების გახდისა, თუმცა ადის-აბებაში ხშირად ეს მოთხოვნა არ ფუნქციონირებს, ქალებისა და მამაკაცების დასადგომი ადგილები მკაცრად გაყოფილია, სადაც ქალები აუცილებლად მარჯვნივ უნდა იდგნენ, ხოლო ჯვრებზე ჯვარცმული ქრისტეს გამოხატვის ტრადიცია არა აქვთ.

სერგო ფარულავა

http://www.orthodoxtheology.ge/etiopia/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 18 2013, 07:54 PM
პოსტი #57


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მის უწმიდესობას ბენედიქტე XVI-ს, რომის საპატიო პაპს
07/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
თქვენო უწმიდესობავ,

თქვენთვის ამ განსაკუთრებულ დღეებში მსურდა გამომეხატა ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა.
რომის ეპისკოპოსთა საყდრიდან თქვენი წასვლის შესახებ გადაწყვეტილებამ, რომელიც თქვენ სიმდაბლითა და უბრალოებით განაცხადეთ ამა წლის 11 თებერვალს, ჰპოვა ცოცხალი გამოძახილი მილიონობით კათოლიკეთა გულში.
ჩვენთვის მუდამ ახლოს იყო თქვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აღბეჭდილი იყო სარწმუნოების საკითხებში უკომპრომისობით და ცოცხალი საეკლესიო ტრადიციის განუხრელი აღსრულებით. იმ ეპოქაში, როდესაც ყველაფრის დაშვებულობის და მორალური რელატივიზმის იდეოლოგია ცდილობს გააძევოს ადამიანთა ცხოვრებიდან ზნეობრივი ღირებულებები, თქვენ უშიშრად აღიმაღლეთ ხმა სახარებისეულ იდეალთა, ადამიანის მაღალი ღირსების დასაცავად და მის მოსაწოდებლად ცოდვისაგან გასათავისუფლებლად.
სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს რომის საყდარზე თქვენს არჩევამდე. თქვენი მსახურების წლებში დადებითი მუხტი შეიძინა ურთიერთობამ ჩვენს ეკლესიათა შორის, რომლებიც ატარებენ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე მსოფლიოში ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტეს დასამოწმებლად. გულითადად ვიმედოვნებ, რომ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის თქვენი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბებული კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობანი უფრო მეტად განვითარდება თქვენი მემკვიდრის დროსაც.
მიიღეთ ჩემი გულითადი სურვილები მტკიცე ჯანმრთელობის, მრავალსა წელსა სიცოცხლის და ზეგარდამო შემწეობისათვის ლოცვით და საღმრთისმეტყველო ღვაწლში.
„ღმერთმა სასოებისა აღგავსოთ თქვენ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით“ (რომ. 15:13)

უფლისმიერი სიყვარულით,

+ კირილე,
პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

მასალა მოამზადა დავით ჩიკვაიძემ.
წყარო:
http://www.pravoslavie.ru/

http://www.orthodoxtheology.ge/lettertopope/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 19 2013, 12:51 PM
პოსტი #58


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვქარისტიული კავშირი რუმინეთის და იერუსალიმის ეკლესიებს შორის აღსდგა
03/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
2013 წლის, 26 თებერვალი, ბუქარესტი.
20-21 თებერვალს რუმინეთის საპატრიარქოს, ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, იერუსალიმში შედგა რუმინეთის საპატრიარქოს დელაგაციას (რომელსაც ხელმძღვანელობდა სტარგოვისტის მიტროპოლიტი, ნიფონტი) და იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება, რათა განეხილათ იერიქონში არსებული რუმინული ეკლესიისთვის, დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი.
მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც გაიმართა ძმური დამოკიდებულებით, გადაწყდა რომ იერიქონში არსებულ რუმინულ ეკლესიას მიენიჭოს დამოუკიდებლობა და ასევე აღიარებულ იქნას ‘’მშობლიურ კუთხედ’’ იმ რუმინელი მომლოცველთათვის რომელნიც ესტუმრებიან წმიდა მიწას.
იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს და რუმინეთის პატრაირქის დანიელის ლოცვა-კურთხევით გამოიცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ ორი ეკლესიის შორის ევქარისტიული ერთობის აღდგენას.
ჩვენ გავიხსნებთ იმას რომ, 2011 წლის, 9 მაისს, იერუსალიმის წმიდა სინდომა ‘’ ანონიმურად და დასანანი გადაწყვეტილებით’’ გაწყვიტა ევქარისტიული ერთობა რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
კონფლიქტის მიზეზი იყო, რუმინეთის მართლმადიდებლური ეკელსიის ტაძარის შენობა, რომელიც მდებაროებს იერუსალიმის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე. ამ ორი ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის და ბუქარეტის ოფიცალურ წარმომადგენელს შორის, მაშინ გამართულმა მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია დამაკმაყოფილებელ გამოსავალს არსებულ საკითხთან დაკავშივრებით.

წყარო:

http://www.pravoslavie.ru/english/59807.htm

მასალა მომზადებულია გიორგი ღიბრაძის მიერ
http://www.orthodoxtheology.ge/eucharistiaromanerusalem/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 21 2013, 01:26 AM
პოსტი #59


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი: კანონებმა არ შეიძლება გადახრები შეიტანოს ნორმებში
19/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
2013 წლის 6 მარტს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა კვიპროსის მთავრობის კანონპროექტები მიცვალებულთა კრემაციის შესახებ, თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილება რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისგან მოსწავლეების გათავისუფლების შესახებ, იტყობინება Аgionoros.ru, Romfea-ზე დაყრდნობით.
მეუფე გიორგიმ ისაუბრა რა სინოდის გადაწყვეტილებების თაობაზე, კომენტარები გაუკეთა მთავრობის კანონებს იმ არსით, რომ კანონებმა არ უნდა შეიტანოს გადახრები ნორმაში.
კითხვაზე, განაგრძობს თუ არა წმინდა სინოდი ეკავოს მკაცრად უარყოფითი პოზიცია მიცვალებულთა კრემაციის შესახებ საკითხის შესახებ, პაფოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიის პოზიციას შეუძლებელია ვუწოდოთ მკაცრად უარყოფითი, ვინაიდან ეს საკითხი არ განეკუთვნება დოგმატიკის სფეროს: აქ საუბარი მიდის ეკლესიის ტრადიციის შესახებ, რამდენადაც მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთს ძალუძს მიცვალებულები ფერფლიდანაც აღადგინოს. თუმცა, მღვდელმთავრის სიტყვებით, სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება ეკლესიის პოზიცია, რომლის მიღებასაც იგი სთავაზობს მორწმუნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმ მიცვალებულის სხეულისათვის წესის აგება, რომელიც კრემაციისათვის არის გამზადებული, არ აღესრულება.
თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტთან მიმართებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე გიორგიმ აღნიშნა, რომ ეკლესია ვერ დაუშვებს ორი ადამიანის თანაცხოვრებას ქორწინების საიდუმლოს მიღმა. მამაკაცისა და დედაკაცის კავშირი მიმართულია მეუღლეთა სულიერი სრულყოფილებისაკენ, ამიტომაც მათ ურთიერთობა ქორწინების საიდუმლოში აღიწევა ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობისაკენ. მით უფრო ეკლესიას არ ძალუძს დაუშვას ერთი სქესის პირთა თანაცხოვრება იმ საფუძვლით, რომ, კვიპროსის ეკლესიის მეთაურის სიტყვებით, წმინდა წერილი ბრძანებს, რომ ღმერთმა შექმნა მხოლოდ „მამაკაცის სქესი და დედაკაცის“.
მათ, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ჰომოსექსუალიზმის მიმართ, პაფოსის მიტროპოლიტი ეკლესიის სახელით ურჩევს, რომ აწარმოონ სულიერი ბრძოლა საიმისოდ, რომ გამოხსნილ იქნენ მისგან, მსგავსად იმისა, როგორც ვაწარმოებთ ბრძოლას სხვა ვნებებთან. კანონებმა, როგორც ამას მიტროპოლიტი იმედოვნებს, არა უბრალოდ უნდა მოაწესრიგონ სოციალური განსხვავებები და მათი მიზანი არ არის ადამიანური ვნებების დაკმაყოფილება, არამედ, უმთავრესად ადამიანთა აღზრდა, ასევე ის, რომ გადახრები არ შეიტანოს ნორმაში.
მოსწავლეების რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისაგან გათავისუფლების შესახებ საკითხზე ეკლესია მიიჩნევს, რომ მეტისმეტი მგრძნობელობა სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მიმართ შობს დიდ უსამართლობას უდიდეს უმრავლესობაში მყოფი ბერძენი მოსწავლეების მიმართ. ამ საგნის იმავე ფარგლებში მოსწავლეები, ასეა თუ ისე, ეცნობიან სხვა რელიგიებს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

თარგმნა დავით ჩიკვაიძემ

წყარო
http://www.orthodoxtheology.ge/kviprsindonews/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 24 2013, 12:06 AM
პოსტი #60


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მსოფლიო პატრიარქის წინასამარხვო ეპისტოლე
21/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი


2013 წელი მსოფლიო პატრიარქმა „მსოფლიო თანადგომის წლად“ გამოაცხადა

ეკლესიის სისავსეს:

მადლი და მშვიდობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესგან, ჩვენს ლოცვებთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად იყავნ თქვენ თანა.

საყვარელნო ძმანო და დანო, უფლისმიერ შვილნო,

წმიდა მამებმა, რომლებმაც ყოველივე წესრიგიანად განაგეს, დააარსეს ასკეტური შემეცნებისა და სულიერი განწმედის ჟამი, ორმოცი დღე უფლისა ჩვენისა ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს ასკეტური წესი მოიცავს მარხვის დროს საკვებისაგან შეზღუდვას, მაგრამ უმეტესად ბოროტისაგან თავშეკავებას. წმინდა ჰიმნოგრაფი ახასიათებს რა მას, აღნიშნავს, რომ ღმრთისათვის მარხვის ჭეშმარიტი და სასურველი წესი არის ბოროტქმნისაგან თავის შემოზღუდვა, ენის კონტროლი, განრისხების დაცხრობა, განშორება ბოროტ სურვილთაგან, რაც მოიცავს ჭორაობას, სიცრუესა და გინებას, სამართლიანობის აღდგენა, განთავისუფლება ვნებიანი აზრებისაგან, მხურვალე აღმსარებლობა, გონების განწმედა, „რომელზეც ძნელი არაფერია“, უარის თქმა „მტკივნეულ ვნებებზე, შურსა და სიძულვილზე“, ცოდვების მიღებაზე. „მსაჯული მოახლოებულ არს, კართა ზედა“ და იგი განცდის გულსა და გონებას, რამეთუ „იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“ (წმ. ანდრია კრეტელის დიდი კანონი).

სხეულებრივი ასკეზის მიზანი არის გონების განწმედა და მისი კონცენტრაცია ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სიყვარულზე, აგრეთვე ჩვენი თანამოძმე ადამიანების სიყვარულზე, რაც ქმნის მოწმობას იმისა, რომ ვართ მოწაფენი იმისა, ვისაც ისინი უყვარს. ეს სიყვარული ხელშესახები უნდა იყოს, რაც სრულდება ჩვენის მხრივ მათთვის რაიმეს შეწირვაში. სიყვარული მოყვასისათვის მატერიალური და სულიერი საჭიროებების შეთავაზების გარეშე არის ცარიელი სიტყვა. ეს ნაწილობრივ ჭეშმარიტებაა ჩვენს დიდი ზნეობრივი და ფინანსური კრიზისით აღსავსე დროში, როდესაც ჩვენ შორის შესაძლებლობის მქონენი ვალდებული არიან მოყვასთ დახმარება სიხარულით, სიყვარულითა და პატივისცემით შესთავაზონ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აღდგომილ უფალში ჩვენი სიხარული სრული, როდესაც ჩვენი დახმარება მის მცირედ ძმათა მიმართ, ჩვენი საკუთარი ძმებისა და დების მიმართ, სრულია. წმ. ბასილი დიდის პატივსადებ სიტყვათა თანახმად „კაცი, რომელსაც უყვარს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი, არ ფლობს არაფერს მოყვასზე მეტს… ამდენად, რამდენადაც იზრდება შენი სიმდიდრე, იმდენად მცირდება შენი სიყვარული“ (ჰომილია მდიდართა მიმართ, PG 31.281B).

სამწუხაროდ, კაცობრიობას სწამს, რომ ბედნიერება მოდის ქონების, დიდების, თანამდებობების და სხვა სიამოვნებათა მოხვეჭით და ფლობით. „არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე კაცი, რომელმაც არ იცის, როგორ შეიყვაროს“. და „როდესაც ნახავ ვინმეს, ვისაც ფიზიკური ან სულიერი კურნება სჭირდება, ნუ იტყვი: მიკვირს, რატომ არ განკურნა იგი სხვა ვინმემ. უბრალოდ განკურნე იგი მისი სნეულებისგან და სხვებს ნუ დასდებ ბრალს. თუ სცხებ იმ ადამიანს შენი სწავლების სიტყვით, როგორც ზეთს კურნებისა, თუკი უწამლებ იმ ადამიანს შენი კეთილი ბუნებით, აღადგენ იმ ადამიანის სიმრთელეს შენი მოთმინებით, ამის შემდგომ ის ადამიანი შენთვის გახდება უდიდესი საუნჯის მიზეზი“ (იხ. წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია 27, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეზე და ჰომილია 8, იუდეველთა წინააღმდეგ, PG 61.586-587 და PG 48.932-933). ჭეშმარიტება ისაა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და მატერიალურ სიკეთეთა მიძღვნისაგან სიხარული და კმაყოფილება განუზომლად დიდია. საყოველთაოდ მიღებული სოციალური გაგება, რასაც ახალგაზრდა თაობას ასწავლიან, როგორც ცხოვრების ყველაზე უპირატეს გზას, არის სიხარბე და სიძუნწე. თუმცა, როდესაც ამგვარი შეხედულებები იმარჯვებს, ისინი ქმნიან სოციალურ ღელვას და საბოლოოდ აზიანებენ თვით იმათაც კი, რომლებმაც მოიხვეჭეს განსაკუთრებული სიმდიდრე სხვების ხარჯზე. გარდაუვალი სოციალური დაყოფა უნდა შემსუბუქდეს ნებაყოფლობით, იმისგან, ვისაც აქვს იმისადმი, ვისაც არ აქვს, შეთავაზებით, როგორც ნათლად ბრძანებს მაცხოვარი: „ვისაც ორი სამოსი აქვს მისცეს იმას, ვისაც არ აქვს“ (ლკ. 3:11). ეს ერთადერთია, როდესაც ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ერთობას ჩვენს თანამოძმეებთან, განსაკუთრებით კი, უპოვარებთან, ასე გავივლით წმიდა და დიდ მარხვას კეთილი წესით და მივიღებთ კურთხევას ქრისტესგან.

ამ წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ „მსოფლიო თანადგომის წლად“, განსაკუთრებით კი სერიოზული მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ უფრო მეტი კავშირი ჩვენი იმ ძმებისა და დების ნუგეშისცემისათვის, ვინც მოკლებულნი არიან მცირედ საარსებო საშუალებებს.

ამ გზით ჩვენ შევალთ „სტადიონსა სათნოებათასა, რომელ არს წინაშე ჩვენსა“ მოკრძალებითა და სულიერი წინსვლით, ჩვენ „განვიხარებთ მცირესა ზედა წვლილსა“, „ჩვენ მივიღებთ სამართლიან საზღაურს“ და სისავსით ვიდღესასწაულებთ სიხარულსა წმიდისა აღდგომისა უფლისა ჩვენისა, რომლისაგან „სიცოცხლე ჭეშმარიტად კაშკაშებს“. მადლი მისი და მდიდარი წყალობა მისი იყავნ თქვენ ყოველთა თანა.

წმიდა და დიდი მარხვა, 2013

თქვენთვის მხურვალედ მვედრებელი წინაშე ღმრთისა,

† ბ ა რ თ ო ლ ო მ ე ო ს ი

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა

და მსოფლიო პატრიარქი

© Οικουμενικόν Πατριαρχείον Κωνσταντινουπόλεως

© თარგმანი დავით ჩიკვაიძისა
http://www.orthodoxtheology.ge/cinasamarxvo/#more-3092


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი