IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქორწინება კათოლიკურ ეკლესიაში
afxazi
პოსტი Jul 17 2008, 12:08 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ერთ საინტერესო რამეს წავაწყდი კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში, (რომელიც ვატიკანის 1962 წლის II მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგაა შედგენილი), ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო.

კერძოდ აქ ნათქვამია:

ცოლქმრული სიყვარული გულისხმობს მთლიანობას, რომელშიც შედის პიროვნების ყველა შემადგენელი ნაწილი - ხორცისა და ინსტიქტის ძახილი, გრძნობებისა და აფექტების ძალა, სულისა და ნების სწრაფვა; იგი მიმართულია ღრმად პიროვნული ერთიანობისენ, რომელიც ხორციელ ერთიანობას სცილდება და ერთ გულსა და ერთ სულს ქმნის; იგი მოითხოვს საბოლოო ურთიერთმიძღვნის ურღვევობასა და ერთგულებას და იხსნება ნაყოფიერებაში. ერთი სიტყვით, ლაპარაკია ცოლქმრული სიყვარულის ნორმალურ მახასიათებელ ნიშნებზე, მაგრამ ახალი საზრისით, რომელიც არა მარტო განწმენდს და განამტკიცებს მას, არამედ ამაღლებს იქამდე, რომ იქმნას საკუთრივ ქრისტიანული ფასეულობების გამოხატულებად.

ცოლქმრული სიყვარული მისი ბუნებიდან გამომდინარე მოითხოვს ერთადერთობასა და დაურღვევლობას მათი პიროვნული კავშირისა, რომელიც მთელს მათ ცხოვრებას მოიცავს; "ასე რომ ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა დაე, ნუ განაშორებს კაცი" (მათ 19,6).....


და მაინც, არსებობს სიტუაციები, როლებშიც ცოლქმრული თანაცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში ეკლესია უშვებს მეუღლეთა ფიზიკურ განშOრებასა და თანაცხოვრების დასასრულს. მეუღლეები ღვთის თვალში მაინც ცოლ-ქმრად რჩებიან; არ არიან თავისუფალნი ახალი კავშირის დასამყარებლად. ამ ძნელ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ეს შესაძლებელია, შერიგება. ქრისტიანული საკრებულო მოწოდებულია დაეხმაროს ამ ადამიანებს ქრისტიანულად გაუძლონ მათ მდგომარეობას და შეინარჩუნონ ერთგულება მათი დარღვევლად დარჩენილი საქორწინო კავშირის მიმართ.

დღეს ბევრ ქვეყანაში მრავლადაა კათოლიკენი, რომლებიც გაყრას მიმართავენ სამოქალაქო კანონების თანახმად და ასევე ამყარებენ ახალ სამოქალაქო კავშირს. ეკლესია მიიჩნევს იესო ქრისტეს სიტყვისადმი ერთგულებას (ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. და თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს (მარკ 10, 11-12), რომ არ შეიძლება ახალი კავშირის სჯულიერ ქორწინებად ცნობა, თუკი პირველი ქორწინება ნამდვილი იყო. თუკი გაყრილები ხელახლა დაქორწინდნენ სამოქალაქო კანონების თანახმად, ისინი იმყოფებიან იმ სიტუაციაში, რომელიც ობიექტურად ეწინააღმდეგება საღვთო სჯულს. ამიტომ მათ არ შეუძლიათ ევქარისტიულ ზიარებასთან მიახლება მთელი იმ დროის განმავლობაში, რა დრომდეც ეს სიტუაცია გაგრძელდება. ამავე მიზეზით მათ არ შეუძლიათ გარკვეული საეკლესიო პასუხისმგებლობის აღსრულება. შერიგება სინანულის საიდუმლოს მეშვეობით არ შეიძLება იქნეს მიცემული, თუ არა იმ შემთხვევაში, როცა ისინი ინანიებენ რომ დაარღვიეს ქრისტესთან ერთობისა და მისი ერთგულების ნიშანი და ვალდებულებას იღებენ ცოლქმრული ურთიერთობისგან სრულ თავშეკავებაში იცხოვრონ.


მოკლედ როგორც ჩანს კათოლიკური ეკლესია ქორწინების ერთობაში უკომპრომისოა, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესია ასახელებს სხვადასხვა მიზეზებს, რომლის დროსაც შესაძლებელია განქორწინება და ახალი ქორწინებაც კი, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეულ ჩარჩოებში.

იქნებ ვიმსჯელოთ ამ განსხვავების მიზეზებზე, რატომ რთავს მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეული მიზეზების გამო ხელახლა დაქორწინების უფლებას ადამიანს, ან რატომაა კათოლიკური ეკლესია ამ საკითხში ასეთი მკაცრი და სწორია თუ არა ეს სიმკაცრე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 05:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი