IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 16 17 18  
Reply to this topicStart new topic
> სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები
marine
პოსტი Jun 22 2023, 04:01 PM
პოსტი #341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა იოსები, რამდენადაც შეეძლო, თავს მალავდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტათი ვსალოსობდით კიდეც, ამიტომ ბევრი ხიბლში მყოფებად გვთვლიდა. ერთხელ ერთ მონასტერში წავედით ხატობაზე. ლიტურგიის შემდეგ ხალხი სატრაპეზოში შევიდა. შევყევით ჩვენც. მეტრაპეზემ ფეხშიშველნი და ჩამოძონძილნი რომ დაგვინახა, დაგვიყვირა და გარეთ გამოგვყარა. ისე გამოვედით, სიტყვა არ გვითქვამს. მერე ვიღაც უცნობი დაგვეწია, ოთახში შეგვიყვანა და ყველაფერი ვიგემეთ, რაც მონასტრის ტრაპეზზე ჰქონდათ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2023, 07:35 PM
პოსტი #342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ღირსი კირილე, ბელოეზერელი იღუმენი] კაცთაგან დიდებას რომ გაქცეოდა, თავს მოისულელებდა ხოლმე, - ხუმრობდა და იცინოდა, რის გამოც სასჯელად იღუმენმა ხმიადისა და წყლის სამ დღეში ერთხელ მიღება უბრძანა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 09:42 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისააკი - რუსეთის პირველი სალოსი, ღირსი ისააკი, ერისკაცობაში მდიდარი ვაჭარი იყო, ცხოვრობდა ფსკოვის მახლობელ ქალაქ ტოროპეცკში. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა და მკაცრი ასკეტური ღვაწლით ცხოვრობდა პატარა, 2მ სიგრძის მღვიმეში, სადაც დამჯდარს ეძინა, დღეგამოშვებით იხმევდა სეფისკვერს, რომელიც წმ. ანტონს მიჰქონდა მასთან, წყალსაც ძალიან ცოტას სვამდა. ღირსმა მამამ 7 წელი გაატარა დაყუდებაში. ერთ საღამოს ისააკის სენაკი უეცრად განათდა და ბერმა დაინახა ორი მშვენიერი ჭაბუკი, რომლებმაც უთხრეს: ისააკ, ჩვენ ანგელოზები ვართ, ახლა კი ქრისტეც მოვა შენთანო, ისააკს პირჯვრის გადაწერა დაავიწყდა და ვერც ეშმაკის მანქანება შეიცნო, რის გამოც ჭაბუკები არათუ არ გაქრნენ, არამედ თავიანთი ნამდვილი სახე მიიღეს, ხელი სტაცეს ბერს და აიძულეს მათთან ერთად ეცეკვა დემონური მუსიკის ჰანგებზე, ბოლოს თავი დაანებეს და ცოცხალ-მკვდარი იატაკზე დააგდეს. მეორე დღეს წმ. ანტონმა ისააკს სეფისკვერი მიუტანა, მაგრამ როდესაც მან ლოცვის საპასუხოდ არაფერი თქვა, იფიქრა, უკვე გარდაიცვალაო და ბერები გაგზავნა საფლავის გამოსაკვეთად. როდესაც ძმებმა მღვიმის კარი გააღეს. ისააკი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან 2 წელი იავადმყოფა, ამ ხნის მანძილზე პური და წყალიც კი არ მიუღია, მაგრამ უფლის ნებით მაინც ცოცხლობდა, თეოდოსიმ ის თავის სენაკში გადაიყვანა, პატარა ბავშვივით უვლიდა და თაავისი ხელით ბანდა, გამოჯანმრთელების შემდეგ ისააკმა სალოსის ღვაწლი იტვირთა, ეშმაკები კიდევ 3 წელი ესხმოდნენ თავს, ამის შემდეგ ისააკი ისევ დაეყუდა და უფრო მკაცრ ასკეტურ ღვაწლში ცხოვრობდა და გამოჯანმრთელების შემდეგ მან კიდევ 20 წელი იცოცხლა, გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ დაახლ. 1090 წ. მისი წმინდა ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დასვენებული. ხსენება: 14(27)/02".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 16 17 18
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი