IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დანაშაულის ჩადენის მიზეზები და კრიმინოლოგია, რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს?
arizona
პოსტი Apr 11 2008, 12:21 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,470



როდესაც საუბრობენ დანაშაულზე, როგორც მომხდარ ფაქტზე წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ობიექტური ნიშანი ობიექტური მხარისა და უპირველეს ყოვლისა_მომხდარი შედეგები. თუმცა, დანაშაული როდი წარმოადგენს გაყინულ სტატისტიკურ მოვლენას, არამედ, ეს არის პროცესი, რომელიც ვითარდება დროსა და სივრცეში. ამგვარად, შეიძლება გამოვყოთ ობიექტური მხარის სამი ძირითადი, მეტ-ნაკლებად საერთო ეტაპები.

I საზოგადოებრივად საშიშ ქმედებათა (უმოქმედობათა) გარეგანი მხარე.
II გარემომცველ სამყაროში მათ მიერ შექმნილი ცვლილებები.
III კანონმდებლობით დაცული საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის ზარალის მიყენება.

ადამიანის მიერ გაცნობიერებული ქმედება, რაც აინტერესებს კანონმდებლობას ყოველთვის იმართება სუბიექტის ფსიქოლოგიური თავისებურებებით, მისი ნებისყოფით, მოწმდება მის ცნობიერებაში ამა თუ იმ ხარისხით. ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ თვით ადამიანის ეს ფსიქოლოგიური თავისებურებანი, მისი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისადმი, სხვა ხალხისადმი და საერთოდ მთლიანი საზოგადოებისადმი ყალიბდება ცხოვრების პირობებით. გარდა ამისა, უშუალო საბაბი, მოცემულ მომენტში განსაზღვრული ქმედებისა, მათ შორის დანაშაულიც დევს იმ გარემო პირობებში, რომელშიც იმყოფებოდა პიროვნება.
ყოველი დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით შეიძლება განვასხვავოთ გარკვეული სისტემის მიხედვით. შედარებით საშიშ დანაშაულად ითვლება სახელმწიფოებრივი დანაშაულობანი, ესე იგი ისინი, რომლებიც მიმართულნი არიან არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულობანი მრავალფეროვანია და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ნიშან_ თვისებებით, ყველა ეს ნიშნები შეიძლება შევაერთოთ ერთი განსაზღვრული სქემის სახით და განვალაგოთ ისინი სამ ჯგუფად.

ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტს, ესე იგი, რომლებიც იწვევენ დანაშაულს.
დანაშაულის სუბიექტის დამახასიათებელი ნიშნები, ესე იგი ვინც ჩადის დანაშაულს
ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტურ მხარეს, ესე იგი ჩადენილი ქმედებანი.

მართალია დანაშაულობის მიზეზების მეცნიერულ შესწავლას დასაბამი მიეცა მხოლოდ XVIII_XIX საუკუნეების მიჯნაზე, მაგრამ ამ პრობლემას იხილავდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები და იურისტები.

მცირე ამონარიდი arizona-ს სამეცნიერო კვლევიდან


--------------------
Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Mar 26 2012, 12:30 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რატომ სჩადის ადამიანი დან აშაულს
,,ზოგჯერ საშჯელი , ისე მკაცრი აღმოჩნდება რომ
მზად ხარ მეორედ ჩაიდინო დანაშაული.’’(ლევან დევაძე)

დანაშაული . მისგან გამოწვეული საშჯელი . დასჯის სამართლიანობა . ეს საკითხები არასდროს კარგავდა და ალბათ არც დაკარგავს აქტუალურობას. ღატომ ? იმიტომ , რომ არ ვიცით მისი ჩადენის ზუსტი მიზეზი და არც ის , თუ როგორ ვითარებაში განხორციელდა იგი.
აღნიშნულ თემაზე საუბარს დავიწყებთ ბიბლიით და გავაგრძელებთ ქრონოლოგიური პრინციპით . პირველი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში გახლდათ ადამისა და ევას შეცოდება . გავიხსენოთ თუ რატომ მოხდა იგი . ადამიანმა ვერ გააცნობიერა თავისუფლების აზრი და იმის ნაცვლად , რომ განღმრთობილიყო , ამპარტავნებაში ჩავარდა . მოინდომა ღმერთად გახდომა . ბოლოს კი , სინანულის მაგივრად სხვას გადააბრალა ცოდვა . ამ ყოველივემ კი გამოიწვია საშჯელი-სამოთხიდან გამოძევება.
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა . დედ-მამის ისედაც დამძიმებული ცხოვრება უფრო დამძიმდა მათი შვილის-კაენის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ . მან სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ძმა-აბელი . ამჯერად კი ამპარტავნებას შურიც დაემატა და მივიღეთ ახალი დანაშაული-მკვლელობა . ამის შემდეგ მრავალმა ჩაიდინა ეს დანაშაული და მრავალნი კვლავაც ჩაიდენენ ამ სასტიკ და სამარცხვინო საქციელს.
გავაგრძელოთ საუბარი და განვიხილოთ იუდა ისკარიოტელის ქმედება . მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული . კითხვაზე-რატომ ? პასუხს გვაძლევს ნოლოს მირონმდინარის აპოკრიფი : ,,იუდა ისეთი გონების პატრონი იყო , რომ მისთვის ტკბილი მწარედ იქცეოდა დამ წარე ტკბილად . ამის დამადასტურებელია ის , რომ მან თავი ხეზე ჩამოიხრჩო და სული თვისი მარადიული ტანჯვისთვის გასწირა . “
თავადაც ნახეთ , რომ კაცობრიობის ისტორიაში სამი უდიდესი დანაშაულის ჩადენის მიზეზი სხვადასხვა გახლდათ . გავაგრძელოთ საუბარი და ვნახოთ , ირღვევა თუ არა ეს კანონზომიერება .
გავიხსენოთ მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი . არტემიდას ტაძარი ქალაქ ეფესოში . იგი განადგურდა ვინმე ჰემოსტრატეს მიერ . რატომ? რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს პასუხი მარტივია-საკუთარი სახელის ,,უკვდავსაყოფად.” შხვა საკითხია როგორ , მაგრამ ფაქტია , რომ ჰემოსტრატე დარჩა ისტორიაში სამუდამოდ .
ახლა კი გადავინაცვლოთ ქართულ მატიანეში , სადაც გამორჩეული ადგილი უკავია დავიტ აღმაშენებელს . მისი ღვაწლის გამო ეკლესია წმიდანთა დასში მიუჩინა ადგილი . ვნახოთ , მიიჩნევდა თუ არა საკუთარ თავს დამნაშავედ . აი , რას წერს თავად დავითი ნაწარმოებში ,,გალობანი სინანულისანი:”
,,უფალო ღმერთო მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისაგანი . “რამდენადაა შესაძლებელი მეფის ქმედებებს დანაშაული ვუწოდოთ სხვა საკითხია , მაგრამ ვნახოთ , მისსივე აზრით , თუ რატომ მოიქცა ასე . პასუხს კი მის ეპიტაფიაში ვიპოვით : ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს , თურქნი სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს , თევზი ამერთა წყალთაგან იმერტა წყალში შთამესხნეს , აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს . “ ვხედავთ, რომ დავითი , საკუთარ ,,დანაშაულთა” ჩადენის მიზეზს ხედავს ქვეყნის ინტერესებში .
გავაგრძელოთ ისტორიის კითხვა . გავიხსენოთ მეოცე საუკუნე და რაიხის ლიდერი – ადოლფ ჰიტლერი . მას კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს დანაშაულშია ,,ბრალდებული” და ესაა თუნდაც ე.წ. ,,ჰოლოკოსტის” პოლიტიკა . რომლის დროსაც გაანადგურეს ექვს მილიონამდე ებრაელი . (არაფერს ვამბობთ სხვა ერებზე) . ვნახოთ , თუ რას ასახელებს ამ ყოველივეს მიზეზად თავად შეკლგრუბერი . აი , რას წერს იგი საკუთარ ანდერძში : ,, ვავალებ ერის ბელადებს სკრუპულოზურად დაიცვან რასობრივი კანონები დამტკიცედ შეეწინააღმდეგონ მსოფლიოს ყველა ხალხების მომწამვლელებს , საერთაშორისო ებრაელობას . “ე.ი რაიხის ლიდერი , კითხვაზე , თუ რატომ ჩაიდინა ასეთი ამაზრზზენი საქციელი პასუხობს , რომ , მან , ამით მსოფლიო გაწმინდა ,,მომწამვლელებისგან” და შთამომავლობასაც ანალოგიური გზით წასვლას ავალებს .
გავაგრძელოთ საუბარი და ისტორიული რეალობიდან მცირე ხნით, მხატვრულ ლიტერატურაში გადავინაცვლოთ .
ამ თემაზე საუბრისას არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ თეოდორ დოსტოევსკის და მის ნაწარმოებს- ,, დანაშაული და საშჯელი . “უპირველესად გავიხსენოთ ის , რომ თავად დოსტოევსკი , ოთხი წლის განმავლობაში იხდიდა საშჯელს ციმბირის კატორღაშიი . ე.ი. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული , თუ რას წარმოადგენდა დანაშაული , რატომ სჩადიოდა მას ადამიანი და რა იყო მისი საშჯელი . ამიტომაცაა ყურადსაღები მისი აზრები .
ჯერ განვიხილოთ რასკოლნიკოვის დაკითხვის პროცესი : ,,საბოლოო კითხვაზე : რამ გაიძულა მაინც , რომ მკვლელობა ჩაიდინე და გაძარცვე ადამიანიო , მოურიდებლად და აშკარად უპასუხებდა გამოტეხვით , რომ მიზეზი მისი გაჭირვებული მდგომარეობა და სიღარიბე იყო . მკვლელობა კი ქერქეტობამ და სულმოკლეობამ ჩაადენინა , რასაც ხელმოკლეობა და სხვადასხვა მარცხი უწყობდა ხელს . “ ნაწარმოების მსვლელობისას ვხვდებით , რომ რასკოლნიკოვსისიც უჭირს , მკვლელობას დანაშაულის სტატუსი მიანიჭოს : ,,ოჰ , რა ბედნიერი იქნებოდა , რომ შესძლებოდა და თვითონაც გულში ეღიარებინა თავისი დანაშაული ! “ საბოლოოდ კი ,,დამნაშავე” მიდის იმ დასკვნამდე , რომ ეს საქციელი იყო არა დანაშაული, არამედ ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის . აქედან გამომდინარე , კითხვაზე –რატომ ? პასუხი იქნება შემდეგნერი –სამართლიანობისთვის .
უმართებულო იქნება , რომ ამ თემაზე ვსაუბრობდეთ და არ ვახსენოთ რამდენიმე ცნობილი დანაშაული ჩვენი თანამედროვეობიდან .
ყველას გვახსოვს თერთმეტი სექტემბრის ტრაგედია . ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე , მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს , მისი ,,შემოქმედები “ ამ ამაზრზზენ საქმეს არ მიიჩნევენ დანაშაულად . პირიქით , მათი აზრით ეს არის უაღრესად დადებითი საქციელი და მისთვის მიიღებენ საზღაურს ალკაჰისგან სიკვდილის შემდეგ. Aაი , თუ რატომ ჩაიდინეს მათ აღნიშნული ქმედება .
დაახლოებით ასევე იმართლებენ თავს ის ხალხი , ვინც ბესლანში მოაწყო ტერორისტული აქტი . მათთვისაც გმირობაა ამგვარი სისხლისღვრა და ისინიც მოელიან ღმერთისგან ,,ღვაწლის დაფასებას . “
ჩვენს მიერ შემოთავაზებული დანაშაულებიდან ნათელია , რომ ყველა მათგანს ჩამდენის თუ საზოგადოების მხრიდან განსხვავებული აღქმა გააჩნია . ეს კი გამომდინარეობს პიროვნების ინდივიდუალიზმიდან . საინტერესოა ფრაზა , ცნობილი კინოფილმიდან –,, ხარება და გოგია : “ Y,,ყველა ყაჩაღს გულის სიღრმეში ბოლომდე არ ჯერა , რომ იგი ყაჩაღია . “აქედან გამომდინარე , პიროვნებაც მოქმედებს შემდეგი პრინციპით- ,,მიზანი ამართლებს საშუალებას “ და საკუთარ საქციელს არ მიიჩნევს დანაშაულად .
,,დანაშაულს ადამიანი ჩადის იმ,ის გამო , რომ ის გველი , რომელიც ,,ჩასსისინებდა” ევას , აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შესახებ , კვლავაც ჩასძახის , რომ ესა თუ ის ქმედება ჩაიდინოს დამ ას ანახებს არა რეალური , არამედ სხვადასხვა , შეფარული სახით .
დანაშაულს ჩავდივართ იმიტომაც , რომვერ ვაცნობიერებთ მისგან გამომავალ საშჯელს , რომელიც აუცილებლად მოიწევა ჩვენსთავს ადრე თუ გვიან . გარდა საშჯელის გაუცნობიერებისა ჩვე ვერც საკუთარ სქცელს აღვიქვამთ , როგორც მიუღებელს , დასაგმობ დანაშაულს . რადგან ამ დროს დახშულია გონება , არ ხდება ვითარების შეფასება და იმის მაგივრად რომ შექმნილი მდგომარეობა ,,გავისიგრძეგანოთ “ ვემორჩილებით ინსტინქტებს . უმეტესად სწორედ ამ დროს ხდება დანაშაული .
და მაინც , რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს ? პასუხი ერთია . იმიტომ რომ ის ადამიანია .


(მადლობა იკანოსს!) biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 10:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი