IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 17 18 19 20 21 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია
vano78
პოსტი Mar 20 2007, 11:31 AM
პოსტი #361


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,434



და კიდევ იძახიან მთელი წავკისი არაბებს აქვთ შესყიდულიო, თბილისსა და აჭარას კი ვუყურებთ ყაზახებმა შეისყიდეს, იმ ყაზახებმა რომლებიც თურქ სელჩუკებისა და მონღოლების პირდაპირი შთამომავლები არიან. გამოდის, რომ ქართველები მხოლოდ მომსახურე პერსონალად ვჭირდებით, ჩვენი უგუნური და სასტიკი მთავრობა კი თემურლენგისა და ამირა რუქნადინის მოკავშირეა. გვინგრევენ უნივერსიტეტს, განათლებას, თავისუფების ინსტიტუტი დედა ეკლესიას უტევს. ადრე თქვა კმარელმა თეა თუთბერიძემ მე არ ვიტყვი რა რელიგიისა ვარო, რისი ცხვენიათ ამ ურჯულოებს. ვარდების რევოლუციის მეორე დღესვე იეღოველები რეგიტრაციაში გაატარეს იუსტიციის სამინიტროში, და მართლა ჩვენი საუკეთესო ნაწილი კი საკუთარი ჯანმრთელობისა და შვილების გამოკვების ფასად წავიდა ემიგრაციაში. Mაგრამ გვჯეროდეს ღმერთი არ გაწირავ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, სატანა ვერ გაბატონდება აქ, და იმათ ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა სახადივით მოვიშორებთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა რომელიც ჩვენი ემიგრაციისა და მთლიანად ქართველის ერის სასულიერო და საერო წინამძღოლია და რახან ასეთი პატრირაქი გვყავს საქართველო აუცილებლად გამოვა ამ ვითარებიდან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 21 2007, 01:39 AM
პოსტი #362


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



მოგესალმებით ყველას,ჩემი დებიუტისთვის ეს განყოფილება შევარჩიე.ვეცდები მეც ვიაქტიურო.ყველას გეფერებით შორიდან და გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოგვიხსენიოთ სამშობლოს მოწყვეტილი თანამემამულეები. smile.gif


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 21 2007, 01:57 AM
პოსტი #363


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



მე ვარ ამაყი ჩემი წარმომავლობით,შინ და გარეთ ვარ ძლიერი და თავაწეული ჩემი მართლმადიდებლობით,სადაც უნდა ვიყო,მე თან მაქვს ჩემი ქართველობა და ჩემი კაიქალობა!და ვერანაირი ზიზილ-პიპილოები ვერ დამათმობინებს ჩემს სამშობლოს და ჩემს ჟღურტულა ენას.ჩვენი წილი მზე აგარ ანათებს საქართველოში და ამიტომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ...და მამულიც განათდებაააააა


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 21 2007, 02:29 AM
პოსტი #364


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



TAMAR_QALI
მოგესალმები თამარ. ძალიან კარგია რომ შემოგვიერთდი. როგორც იტყვიან კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზეbiggrin.gif
ძალიან კარგია ასეთი ადამიანი რომ ხარ და ქართველობას მთელი გულით და სულით რომ ატარებ.
.
ციტატა
მე ვარ ამაყი ჩემი წარმომავლობით,შინ და გარეთ ვარ ძლიერი და თავაწეული ჩემი მართლმადიდებლობით,სადაც უნდა ვიყო,მე თან მაქვს ჩემი ქართველობა და ჩემი კაიქალობა!და ვერანაირი ზიზილ-პიპილოები ვერ დამათმობინებს ჩემს სამშობლოს და ჩემს ჟღურტულა ენას.ჩვენი წილი მზე აგარ ანათებს საქართველოში და ამიტომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ...და მამულიც განათდებაააააა

ვაუ მაგარია ძალიან.smile.gif გაიხარეეე შენა კარგო ქართველოოოsmile.gif
ალბად შენი ძაან დიდი სურვილი სამშობლოში დაბრუნებაა. გისურვებ უფლის წყალობით მალე დაბრუნებოდე შენს ფესვებს და დედა სამშობლოს.smile.gif
შეგეწიოს და დაგიფაროს დედა ღვთისამ.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Mar 21 2007, 04:20 AM
პოსტი #365


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



ვაო


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 21 2007, 02:52 PM
პოსტი #366


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ჩვენი სიძლიერე ჩვენს ენა მამულსა და სარწმუნოებაშია. მალე გამოვფხიზლდებით ალბათ და ამ სიტყვებს გავაცნობიერებთ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 21 2007, 10:23 PM
პოსტი #367


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



გაიხარეთ ყველამ!
თქვენ რომ კარგად იქნებით,თქვენგან რომ კარგ ამბებს გავიგებ,მეც გალაღებული ვიქნები.თუ ვართ ლამაზები და კარგები ვართ მხოლოდ ერთმანეთით.სანამ გვეცოდინება,რომ საქართველოში ისევ გალობენ ღვთის სადიდებელს,ჩვენც გამართულები ვივლით.ჩვენი ფესვები თქვენც გაბარიათ.
გეფერებით ყველას,ჩემო თვალხატულა ქართველებო!


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 21 2007, 11:25 PM
პოსტი #368


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



TAMAR_QALI
გაიხარე და იმრავლე თამარ smile.gif

მალე დაგედგას ფეხი სამშობლოს მიწაზე და გესუნთქოს ჩვენი ჰაერი. უფლის რწმენა არ დაგეკარგოს და ის ბოლოს მაინც მოგიყვანს შენს ქვყანაში smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 23 2007, 12:07 AM
პოსტი #369


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



წვეთი ვარ-შავი ზღვის,ფესი ვარ-მუხის
დემეტრე თავდადებულსაც ვგავარ...
ნიკოფსიიდან - დარუბანდამდე...
შვილი ვარ ქვეყნის...
ქართულ მიწიდან ამოსული ბალახიც მე ვარ...


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 23 2007, 02:12 AM
პოსტი #370


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მართლა ასე ლამაზია გარედან ეს სამოთხე?
თამარ წარმატებები ასეთი სიყვარულისთვის_ გულში რომ ატარებ.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qet_qetusia
პოსტი Mar 23 2007, 04:35 PM
პოსტი #371


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 17-March 07
მდებარ.: riga, latvia
წევრი № 1,399



მშვიდობა თქვენდა

უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ვკითხულობდი და მართლაც ძალიან საინტერესო თემაა.
მეც ჯერ სულ რაღაც ორი თვეა რაც სამშობლო დავტოვე და აქ თავი ნამდვილ პატრიოტად ვიგრძენი.
მართალია ემიგრანტი არ ვარ მაგრამ რაღაც მსგავსი გრძნობები დამეუფლა. აქედან სულ სხვანაირი ჩანს საქართველო. მანდ რომ ხარ თითქოს ბევრ რამეს არ აფასებ, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის სითბო და სულიერება რაც მანდაა სულ სხვაა...

wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kekela
პოსტი Mar 27 2007, 03:26 PM
პოსტი #372


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-March 07
წევრი № 1,514



ადრე თუ გვიან დავბრუნდები საქართველოში-

ასე ფიქრობს სხვათაშორის უმეტესობა, ადრე თუ გვიან მაინც დავბრუნდები საქართველოშიო და ვერც კი ამჩნევს, როგორ გადის დრო. მე არ ვლაპარაკობ სხვებზე და არც საქართველოდან წასულებს განვიკითხავ.. მე საკუთარი მაგალითი მიდევს წინ: რახანია ვბრუნდები საქართველოში და ვერ დავბრუნდი, იმიტომ რომ მაშინებს ქართული სიტუაცია... რა მესმის მეგობრებისა თუ ახლობლებისგან: "სად მოდიხარ, თუ ჭკუა გაქვს, მაქ იყავი სადაც ხარ და თავს უშველეო". როგორ გგონიათ, ცუდი უნდათ იმათ ჩემთვის?!
თუმცა, არც იმ ქართველს ვგავარ, ქართული მიწა მარტო საკუთარი გვამის სამარადისო სამყოფელად რომ უნდა! არათუ გვიან, ძალიან მალე დავბრუნდები, ჩემო საქართველოვ, და გემსაურები ისე, როგორც შენი შვილის ვალია!


--------------------
[color=#FF0000]ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! (ფს.41-1.)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kekela
პოსტი Mar 27 2007, 03:45 PM
პოსტი #373


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-March 07
წევრი № 1,514



ციტატა
მე ავსტრიაში ვარ მაგრამ არ მიყვარს ეს ერი სუ ნაცისტები არიან..

გერმანელები ნახეთ ან რუსები.... აი ნაცისტები ვინ არიან...


კარგი, რა! სულაც არ არიან გერმანელები ნაცისტები! და თუ ერთი ან ორი იდიოტი ჰიტლერს იდეალად გაიხდის, მაშინ მთელს ერს არ უნდა დავაბრალოთ დანაშაული! ყველა ერში არიან ცუდები და კარგები. (იმდენი მოღალატე, რაც საქართველოს ყავდა, ბევრ ერს არ ეყოლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ქართველი ყორღანაშვილია!)


--------------------
[color=#FF0000]ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! (ფს.41-1.)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 27 2007, 03:45 PM
პოსტი #374


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



kekela
ციტატა
არათუ გვიან, ძალიან მალე დავბრუნდები, ჩემო საქართველოვ, და გემსაურები ისე, როგორც შენი შვილის ვალია!


გელით აბა. wub.gif

მე ვიცი რომ წასვლა არაა წამსვლელის სურვილი. ეს მისი ბედია თუ რაც გინდათ ის დაარქვით. ამიტომ გისურვებ არა დაბრუნებას არამედ ისეთ მდგომარეობას როცა სიხარულით დაბრუნდე და გააკეთო რაც გსურს. თორე წასვლა და მერე ცარილეი სიტყვებით, როგორიცაა სამშობლო კლდეები და ა.შ. არაა კაი. წარმატებით დაბრუნებაა დასალოცი ყველა წასულისთვის.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kekela
პოსტი Mar 27 2007, 04:11 PM
პოსტი #375


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-March 07
წევრი № 1,514



რომელიღაცა პოსტში წავიკითხე (მემგონი შოთასი იყო) თუ არის უცხოეთში საქართველოსმაგვარი ცაო. საქართველოში ცა ყველაზე ლამაზი სოფელშია ან მთაში, ქალაქის თავზე ცა კი არა მხოლოდ ცის ნაგლეჯი ჩანს. მე თავად სოფლიდან ვარ და ყოველთვის მაწუხებდა ცის ნაკლებობდა თბილისში, სამაგიეროდ სულ სხვა იყო წყნეთი: იქ უკვე ჩვეულ ცას დაინახავდი.
ხოდა, საზღვარგარეთაც ასეა (გერმანიის მაგალითზე). მახსოვს, მეგობრები ვსაუბრობდით, სად როგორი ცა იცის და უმეტესობამ ვარსკვლავთმცირედ დაასახელა ცა. მართალიცაა, ისინი მხოლოდ აუგსბურგის ცას ხედავენ მხოლოდ (ქალაქი ბაიერნში). მე ქალაქგარეთ ვცხოვრობ და ყოველთვის მიხარია მაღლა ახედვა: ერთადერთი ის რაც საქართველოსას გავს, ეს ცა!
მოკლედ რომ ვთქვა, უცხოეთის ცაც საქართველოსას გავს, ოღონდ ქალაქგარეთ, სოფლის, ტყის თუ მთის თავზე!







ციტატა(mampali @ Mar 27 2007, 03:45 PM) *

kekela
გელით აბა. wub.gif

მე ვიცი რომ წასვლა არაა წამსვლელის სურვილი. ეს მისი ბედია თუ რაც გინდათ ის დაარქვით. ამიტომ გისურვებ არა დაბრუნებას არამედ ისეთ მდგომარეობას როცა სიხარულით დაბრუნდე და გააკეთო რაც გსურს. თორე წასვლა და მერე ცარილეი სიტყვებით, როგორიცაა სამშობლო კლდეები და ა.შ. არაა კაი. წარმატებით დაბრუნებაა დასალოცი ყველა წასულისთვის.



არ ვიცი, სხვა რამდენად წარმატებულად აღიქვამს ასეთ ჩამოსვლას, მაგრამ მე ვიცი, ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალის გადახდა - შვილების გაჩენა და აღრზდა- მხოლოდ სამშობლოში შემიძლია... ჩემთვის არ არსებობს უკეთესი რამ...


--------------------

[color=#FF0000]ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! (ფს.41-1.)


--------------------
[color=#FF0000]ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! (ფს.41-1.)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 27 2007, 10:45 PM
პოსტი #376


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



აბსოლუტურად ვეთანხმები კეკელას,გერმანიასა და ევროპაში ვსწავლობდი და მე მათგან მხოლოდ კეთილგანწყობა მახსოვს.ცუდი ადამიანი კი ყველგან მოიძევება.ჩვენც გვახასიათებს რაღაც-რაღაცეები,ისეთი როგორსაც ,მაგალითად შვეიცარიელებზე ამბობენ(ავსტრიაში ისინი განსაკუთრებით არ უყვართ),რომ რამდენი საუკუნეც არ უნდა იცხოვროს უცხო ტომელმა მათთან,არასდროს გახდება მათიანი.ბევრისგან გამიგია საქართველოში,კარგია,მაგრამ ,მაინც სომეხია,ან ოსიაო და ა.შ.
რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნების შიშს,ესეც კარგად მესმის,პირველად რომ ვბრუნდებოდი სამშობლოში,მახსოვს,თვითმფრინ
ავში საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა,როცა გამოაცხადეს რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შევდივართო,მაგრამ რაც მე აეროპორტში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ვხედავდი...მაშინ მივხვდი როგორია როდესაც თავზე გენგრევა შენი წარმოსახვითი კოშკები...
თუმცა გვერდით მდგომი,ძვირფას ქურქიანი და გაპრუწული გოგონა,რომელიც თავს იწყევლიდა იმის გამო რომ "ამ ჯოჯოხეთში ქართველად დაიბადა",ძალიან მომინდა მისი კულულებიანი თAვი გამეჩეჩა.


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 27 2007, 10:57 PM
პოსტი #377


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



მიუხედავად ყველაფრისა,მაინც მჯერა რომ ეს ყველაფერი სასიკეატოდ შემობრუნდება...მაინც მინდა რომ ჩემი შვილები მხოლოდ საქართველოში დაიზარდონ,რადგან მგონია რომ სხვა შემთხვევაში მთავარი დააკლდება მათ სულს.მე ვთვლი,რომ საუკეთესო და დადებითი,რაც მე გამაჩნია,მივიღე იმ გარემოში,სადაც გავიზარდე,და მგონიარომ ჩემი შვილები თუ ბებია-ბაბუასთან ერთად არ დაიზრდებიან,თუ იმ მეგობრობას,იმ კეთილ მეზობლობას და იმ სულიერებას არ მიიღებენ,რაც მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს,ისეთები ვერ იქნებიან,როგორებიც უნდა იყვნენ.
ღმერთმა ინებოს და საქართველოს საქმე კარგად წარიმართოს.
ისე,მაინტერესებს,რა აზრის ხართ იმის შესახებ,რომ საქართველოში სერიოზული და ოფიციალური დაწესებულებების კოლექტივებიდანდაწყებული უბრალო ჯიხურის გამყიდველით დამთავრებული თითქმის უმეტესობა უზრდელი და უხეშია.მე ეს ძალიან მაწუხებს და ძილსაც კი მიფრთხობს ამასე ფიქრი.რას ფიქრობთ თქვენ?


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Mar 28 2007, 03:08 AM
პოსტი #378


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



TAMAR_QALI

გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეე IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TAMAR_QALI
პოსტი Mar 28 2007, 11:26 PM
პოსტი #379


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 18-March 07
მდებარ.: USA
წევრი № 1,414



.:B:.
მეც გენაცვალე და შემოგევლე კიდეეეც! 2kiss.gif


--------------------
ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 28 2007, 11:35 PM
პოსტი #380


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
ისე,მაინტერესებს,რა აზრის ხართ იმის შესახებ,რომ საქართველოში სერიოზული და ოფიციალური დაწესებულებების კოლექტივებიდანდაწყებული უბრალო ჯიხურის გამყიდველით დამთავრებული თითქმის უმეტესობა უზრდელი და უხეშია.მე ეს ძალიან მაწუხებს და ძილსაც კი მიფრთხობს ამასე ფიქრი.რას ფიქრობთ თქვენ?


ეგ სირცხვილია. შენ ის უნდა გენახა ყოველ ბოძზე ნაგვის ყუთი რომ დააყენეს და მერე ერთ კვირაში რომ დაადნეს. ხულიგნური აზროვნებაა და ალბათ დრო წაიღებს. ისე კაი იქნება ფურთხებაზეც რომ დაწესდეს გადასახადი.
ასეთები ვართ:უზრდელი, უხეში, თანამდებობისთვის შეუფერებელი. აფსუს კიას... tongue.gif tongue.gif tongue.gif
სატირლად გვაქ საქმე.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 17 18 19 20 21 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 12:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი