IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთისმსახურების სიმბოლოები, ნახეთ
ნათია
პოსტი Jun 18 2007, 12:27 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




საეკლესიო ღვთისმსახურების წესები ქრისტიანისთვის მადლისმიერი განწმედისა და ცხონების საშუალებებია


მართლმადიდებელ ეკლესიაში, საზოგადო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეები ხედავენ, რომ ღვთისმსახურის - მღვდლისა თუ დიაკვნის ყოველი ქმედება გარკვეულ კანონზიმიერებას ემორჩილება: მღვდელმოქმედებები მეორდება, ასევე კანონზომიერად ებმის ერთმანეთს საკითხავები და გალობა. ასე, რომ მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ეკლესიური ცხოვრების გარკვეულ გამოცდილებას დააგროვებს, ცდილობს, გაერკვეს, თუ რა კანონზომიერებას, რა წესრიგს, რა განაწესს, რა ტიპიკონს (ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და წესს, სახეს აღნიშნავს, ამგვარად მოიხსენება საეკლესიო წესების თავამიმდევრობა და სამონასტრო ცხოვრების დადგენილი განრიგი) ემორჩილება ეკლესიაში ღვთისმსახურის მიერ აღსრულებული მღვდელმოქმედებები. მლოცველის ეს მცდელობა სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც მართლმადიდებლობა თავისი არსით მიმდევრებისაგან გააზრებულ ან გონიერ რწმენას მოითხოვს, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველივე შინაარსით არის დატვირთული, აქ ყველაფერს ახსნა მოეძებნება და ეკლესია თვითონვე მოითხოვს, რომ მისმა წევრებმა გაიაზრონ და გააცნობიერონ ყოველი გარეგნული ქმედება, რომელიც მლოცველის სულიერ მოძრაობას უნდა უკავშირდებოდეს. ღვთისმსახურთა ქმედებებიდან ზოგი აღესრულება იმისათვის, რომ ლოცველებს გადაეცეთ მადლი სულისა წმიდისა, ანდა - მათი სარწმუნოებაში განსამტკიცებლად; არსებობს ქმედებები, რომლებიც სრულდება როგორც სასულიერო, ასევე ერისკაცების მიერ, ქრისტიანული ზრახვებისა და გრძნობების გამოსახატავად. ამათგან ერთს შეიძლება, ეწოდოს საკუთრივ საღვთისმსახურო, მეორეს კი - ლოცვითი.


საღვთისმსახურო წესებს განეკუთვნება:


ღვთისმსახურის მიერ ჯვრის გადასახვა მლოცველთათვის. ამ დროს ღვთისმსახურის მარჯვენა ხელი ისეა შემართული, რომ გამოსახავს იესო ქრისტეს სახელის პირველ ასოებს. მღვდელი მხოლოდ მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მღვდელმთავარი (ეპისკოპოსი) იესო ქრისტეს მსგავსად, ორივე ხელით სახავს ჯვარს. "აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხა იგინი" (ლუკ. 24, 50).

ხელდასხმა - თავზე ხელის დადება, რომელიც სათავეს იღებს იაკონ მამამთავარისგან, როდესაც მან თავის ძის - იოსების ვაჟებს ჯვრის სახედ დაასხა ხელი, შემდეგ კი ამ წესს მოციქულებთან მიმართებაში ვხვდებით. დღეს ეს წესი სასულიერო პირების კურთხევისას აღესრულება ამასთან, ნათლობისა და სინანულის წესში მღვდელი თავზე ხელს ადებს ადამიანს, რომელზედაც საიდუმლო აღესრულება. გარდა ამისა, მღვდელი ხელის გარდა თავზე ადებს ოლარს, ხოლო მღვდელმთავარი ომოფორს.

კურთხევა (ჯვრის გადასახვა) ჯვრით, სახარებით, სანთლით, ხატით. - ეს წესებიც კურთხევის (დალოცვის) მიმნიჭებელი ქმედებებია. იერარქის მიერ ჯვრის გამოსახვა ტრიკირით და დიკირით მოასწავებს ყოვლადწმიდა სამებას (სამი სანთელი) და იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის მოვლინებას (ორი სანთელი ორ ბუნებოვნობის ნიშნად).

შებერვა - ესეც იესო ქრისტეს მაგალითიდან არის აღებული "შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სულიწმიდა" (იოან. 20, 22). ის გამოიყენება განსხმის წესში, როგორც ბოროტი სულების განდევნის სიმბოლო.

ხელთბანა - ძველი აღთქმის ეკლესიიდან არის აღებული და სულიერი სიწმიდის შენარჩუნებას მოასწავებს. მიუნიშნებს იესო ქრისტეს მიერ მოციქულისათვის ფეხების დაბანვას და ასევე პილატეს ხელების დაბანვას მაცხოვრისათვის სასიკვდილო მსჯავრის გამოტანის წინ.

თმების მოკვეცა ძველი აღთქმის ეკლესიის წესი იყო, რომელსაც ამ ეკლესიაში მყოფი ნაზარეველებზე აღასრულებდნენ (მსაჯ 13, 5; საქმ. 18,18). ის ქრისტესადმი მონური მსახურის სიმბოლოა.

კმევა არის სიმბოლო დემონების განმდევნელი მადლისა (ტობ. 8, 2-3). ის ღვთის დიდებასაც აღნიშნავს (3 მეფ. 8, 10) და ჩვენი ლოცვების ღვთისადმი ამაღლებასაც (ფს 140, 2).

სამეუფეო კარისა და კრეტსაბმელის გაღება ნიშნავს საღმრთო საიდუმლოთა განცხადებას და კაცთა წინაშე იესო ქრისტეს მოვლინებას.

ურთიერთამბორი ლიტურგიის დროს ესაა უძველესი ტრადიცია, რომელიც დღეს მხოლოდ ღვთისმსახურთა შორის შემორჩა, ძველად კი მსახურებაში მონაწილე ყველა ქრისტიანი აღასრულებდა. ის ქრისტიანული უერთიერთსიყვარულის ნიშანია.



ლოცვის წესებს განეკუთვნება:


ჯვრის გამოსახვა - ამ დროს მლოცველის შეერთებული სამი თითი მოასწავებს ყოვლადწმიდა სამებას, ხოლო - დანარჩენი ორი - ხელისგულს რომ ებჯინება, არის ქრისტეს ორი ბუნების - კაცობრიობისა და ადამიანურის ნიშანი, ასევე ეს აღნიშნავს ქრისტეს გარდამოსვლას მიწაზე. პირჯვრის წერისას ხელის მოძრაობა: შუბლიდან მკერდამდე და მარჯვენა მხრიდან მარცხენამდე ნიშნავს გონების და გულის განწმედას და ხორციელ განტკიცებას.

თაყვანისცემა - თუ მეტანიას აღვასრულებთ მაშინ, როდესაც ღვთისმსახური ჯვრით ან სახარებით გვაკურთხებს, ეს აღნიშნავს მადლიერებას, თუ მეტანიები ლოცვის თანამდევია, სავედრებლად აღესრულება:

მუხლის მოედრეკა სინანულის, სიმდაბლისა და ღვთისადმი მორჩილების ნიშანია.

მიწაზე დამხობა საკუთარი თავის მიწის მტვრად აღიარებას ნიშნავს.

თავის მოდრეკა - სახარების კითხვისას გამოხატავს უკიდურეს ყურადღებას , წმიდა ძღვენის გამობრძანებისას - ღვთისმოსაობას და მოკრძალებას, ხოლო ლოცვის დროს - ღვთის ნების მორჩილებას.

სანთლის დანთება ნიშნავს ლოცვის მხურვალებას, გულის სიწმიდეს, სულიერ სინათლესა და სიხარულს, ასევე ის ჩვენი მხრიდან ღვთისადმი შეწირულ მსხვერპლსაც წარმოადგენს.

ყოველი ქრისტიანი მონათვლის დღიდან ვიდრე სიკვდილამდე უნდა ატარებდეს სამკერდე ჯვარს.

ლიტანიები, ანუ სადღესასწაულო მსვლელობები ჯვრით, სახარებით და წმიდა ხატებით - ღვთისმსახურთა და მრევლის თანხლებით აღესრულება ან ტაძრის გარშემო, ანდა, რომელიმე გამორჩეულ ადგილას, - ღვთისადმი სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვების აღსავლენად.

ამგვარია საღვთისმსახურო და ლოცვითი წესები, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 29 2015, 10:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი ყურადღებით მოექეცი მას, როგორც წმინდა ჭურჭელს, რომელიც ღვთისმსახურებისთვის გამოიყენება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ღვთისმსახურების სიმბოლოები   Jun 18 2007, 12:27 PM
stch   ურთიერთამბორზე მი...   Jul 4 2007, 03:05 AM
ნათია   ურთიერთამბორზე მი...   Jul 4 2007, 10:11 AM
stch   აუ მაგარი მომენტია...   Jul 4 2007, 10:21 AM
levan gelovani   რა თქმა უნდა ურთიე...   Jan 14 2008, 01:29 PM
ugirsi   magari momentia ragac zalit vivsebi mec momcons   Jan 21 2008, 06:27 PM
kesaria777   სად არის აქ საუბარ...   Apr 10 2008, 07:52 PM
A.V.M   შესავალი ვაგრძელე...   Aug 16 2014, 12:19 AM
G_saxva   A.V.M გაიხარე გურამიკ...   Aug 18 2014, 10:33 AM
A.V.M   G_saxva ბევრი არ დამიწე...   Aug 18 2014, 11:22 AM
A.V.M   G_saxva ბევრი არ დამიწე...   Aug 18 2014, 11:22 AM
G_saxva   A.V.M ან ფეხს გამოუდე...   Aug 18 2014, 02:06 PM
marine   "სხეულის ყოველი ნ...   Mar 1 2015, 11:23 PM
marine   "დიდი ყურადღებით ...   Sep 29 2015, 10:37 PM
marine   "ამბას საპატიო ტი...   Apr 18 2020, 09:32 PM
marine   "ღვთისმსახურები...   Apr 24 2020, 10:28 PM
marine   "კეთილ ინებე, უფა...   Apr 25 2020, 04:51 PM
marine   "ღვთისმსახურები...   Apr 26 2020, 08:56 PM
marine   "აქაური მიწიერი ღ...   Apr 27 2020, 07:58 PM
marine   "საცეცხლური მღვდ...   Apr 30 2020, 09:08 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი