IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> დავუბრუნოთ სოფელს ქართული ფოლკლორი
yipiani gio
პოსტი Jan 28 2008, 10:06 PM
პოსტი #41


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



მნათე
არამარტო მე არამედ არავინ ნორმალური მოაზროვნე და ფოლკლორის საკითხში ჩახედული თუნდაც ჩემნაირი უნიჭო ფოლკლორის დროსთან ადაფტაციას ვერ შეეგუება დამიჯერე.ეს ნიშნავს იმას რომ 100 წლის
მერე ფოლკლორის მაგივრად ხალხი საერთოდ განსხვავებულ ფოლკლორზე დაყრდნობით შექმნილ უმსგავსო სიმღერებს მოისმენს


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jan 29 2008, 01:16 AM
პოსტი #42


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მნათე
ციტატა
სამწუხაროდ დროა რეალობას შევგუოთ და ფოლკლორის დროსთან ადაპტაცია დავიწყოთ...

ისა და რომელ რეალობაზე გველაპარაკები ერთი? რა გაგეგება ფოლკლორში მოწოდებებით რომ გამოდიხარ? ფოლკლორის დროსთან ადაპტაცია არ მოხდება !!! პირიქით უნდა ვეცადოთ რომ უფრო მეტად მივემსგავსოთ ძველ მომღერლებს სიმღერის მანერითა და ცხოვრების წესით !!!


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jan 29 2008, 02:56 AM
პოსტი #43


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



დაასკვნა laugh.gif


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salamura-tamta
პოსტი Jan 29 2008, 02:01 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 701
რეგისტრ.: 4-January 08
წევრი № 3,551



დიდგორელი შეტევაზეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
ტაქსი დგას და შოფერს ძინავს! [url=http://smiles.33b.ru/smile.127320.html][img]http://s16.rimg.info/fdb94f042286817326dd849859e7bd47.gif[/img][/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jan 29 2008, 04:58 PM
პოსტი #45


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



salamura-tamta
ციტატა
დიდგორელი შეტევაზეა

ხოო... , დიდგორელი მაგარი შემტევი ნახევარმცველია biggrin.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jan 29 2008, 05:10 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ციტატა(მნათე @ Jan 28 2008, 08:58 PM) *



სამწუხაროდ დროა რეალობას შევგუოთ და ფოლკლორის დროსთან ადაპტაცია დავიწყოთ...


ეგ ხელის ჩაქნევას ნიშნავს. ეგ ნიშნავს რომ ფოლკლორი მოკვდეს სამუდამოდ, შენი ნათქვამი იმას ნიშნავს რომ 21 საუკუნეში ფოლკლორად ჩაითვალოს ლელა წურწუმიას ლაზური ჰანგები და ეთერ კაკულიას და ჯაბა ბოჯგუას დიდავოი ნანინა. ამიტომ ჩვენმა თაობამ მემკვიდრეობით რო არ მიიღოს ესეთი ღირებულებები საჭიროა ბრძოლა. 21 საკუნის დასაწყისში როცა ფოლკლორი დიდების ზენიტში იყო, მაშინაც კი ჩიოდნენ რომ ის ძველი დრო აღარააო. ასე რომ ჩვნე ხშირად ვაიდეალებტ წარსულს, არადა პრობლემები, შეცდომები მაშინაც იყო. ასე რომ რეალობასთან შეგუებას არავინ აპირებს, არც ბრძოლის შეწყვეტას აპირებს ვინმე და მითუმეტეს ფოლკლრიოს დროსთან ადაპტაციას. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jan 29 2008, 08:55 PM
პოსტი #47


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



უკვე ვთქვი და კიდე ვიტყვი რომ ფოლკლორის დროსტან ადაფტაცია არ მოხდება.ეს იმას ნიშნავს რომ წინაპრებს ყოველდღე ვაგინოთ და ვლანძღოთ.აბა ტყვილა იშრომეს ამდენი ჩვენმა წინაპრებმა?


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 29 2008, 09:09 PM
პოსტი #48


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
სამწუხაროდ დროა რეალობას შევგუოთ და ფოლკლორის დროსთან ადაპტაცია დავიწყოთ...

მნათე "მა იდეებ რა უყო"? laugh.gif
დროსთან ადაპტაცია რისი დავიწყოთ გადამღერებული ნამღერის, თუ ნატო გელაშვილის "შემოგევლოს ჩემი ჰანგებიო"-სი?



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salamura-tamta
პოსტი Jan 29 2008, 11:16 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 701
რეგისტრ.: 4-January 08
წევრი № 3,551



Didgoreli
ციტატა
ხოო... , დიდგორელი მაგარი შემტევი ნახევარმცველია

tongue.gif

ციტატა
სამწუხაროდ დროა რეალობას შევგუოთ და ფოლკლორის დროსთან ადაპტაცია დავიწყოთ...

ჩემი აზრით ეგ არაა სწორი...ფაქტიურად იმის ტოლფასია რო ჩვენს წარსულზე და წინაპრებზე უარი ვთქვათ, დავივიწყოთ ისტორია და არ დავაფასოთ ის რაც შემორჩენილია დღემდე...

იავიცი იავიცი არამგონია დასაშვები იყოს ქართველი კაცისთვის ფოლკლორულ ძირებთან ადაფტაცია... მე პირადად ესე ვფიქრობ და თქვენი არ ვიცი umnik2.gif


--------------------
გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
ტაქსი დგას და შოფერს ძინავს! [url=http://smiles.33b.ru/smile.127320.html][img]http://s16.rimg.info/fdb94f042286817326dd849859e7bd47.gif[/img][/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QIZIYELI
პოსტი Jan 30 2008, 12:33 AM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 350
რეგისტრ.: 26-January 08
წევრი № 3,759



ხალხური სიმღერა თავის ფესვებბს არ უნდა მოწყდეს!!! და ის დანატოვარი რაც ჩვენი წინაპრებისგან შემოგვრჩა ხელუხლებლად უნდა გადავცეთ მომავალს! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QIZIYELI
პოსტი Jan 30 2008, 12:52 AM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 350
რეგისტრ.: 26-January 08
წევრი № 3,759



ის რომ ხალხური სიმღერა სოფელს დაუბრუნდეს დიდი ზალისხმევაა საჩირო! პოპულარიზაცია პირველ რიგში! მე ასე მგონია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jan 30 2008, 01:13 AM
პოსტი #52


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



QIZIYELI
პოპულარიზაცია კი არა და შეგნებაა საჭირო.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 30 2008, 01:42 AM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კარგით ბატონებო, ემოციები მოვთოკოთ და გავიაზროთ, რომ საპირისპირო პოზიციის დამწერიც ადამიანია smile.gif

შესაძლოა შევცდი, მაგრამ ვინმეს აქვს რეალურად შესწავლილი რა ცვლილებები განიცადა 21-საუკუნის მანძილზე (ან საერთოდ როდიდან გვაქვს ცნობები ფოლკლორის არსებობის შესახებ, იქნებ უფრო გვიან ან ადრე? ) ქართულმა ფოლკლორმა? ახლა ნურავინ გადმოდგება მაღალი ტრიბუნიდან და მეტყვის, რომ ცვლილება არ მომხდარა... კარგად ხვდებით რომ ეს ასე უბრალოდ ვერ იქნებოდა, ნებისმიერი რეალობა თქვენ წარმოიდგინეთ ეკლესიაც კი, იმისთვის, რომ მოერგოს დროს ცვლის იმ ცვალებადს საკუთარ თავში, რომელიც მას არსობრივად არ გარდაქმნის......

მოკლედ დაველოდები პასუხს და შემდეგ კიდევ ერთ კითხვას დავსვამ, თქვენის ნებართვით, თუ ბალიშის ქვეშ ხმლებს არ მალავთ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jan 30 2008, 01:54 AM
პოსტი #54


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



მნათე
რათქმაუნდა ფოლკლორმა განიცადა ცვლილებები მაგრამ ჩვენ იმისთვის ვიღწვით ყველანი რომ იმ ძველს და კარგს დავუბრუნოთ.ისე ერთი რაღაც აღსანიშნავია შენს ნათქვამში.არამგონია ეკლესია ერგებოდეს თანამედროვეობას.ცოტა არიყოს ეკუმენიზმისკენ მიდიხარ და თანამედროვეობაც სწორედ ამას გულისხმობს.და ფოლკლორის შემთხვევაშიც ასე ამბობ ამიტომ ჯობია კომპეტენტური ხალხის ნათქვამი დაიჯერო და გაითავისო.არც მე არ მაქ გათავისებული სრულად ეს პრობლემა და სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა,მაგრამ შენ ძალიან ცუდად ფიქრობ რაც ყველასთვის დამღუპველია.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jan 30 2008, 01:57 AM
პოსტი #55


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მნათე
ციტატა
შესაძლოა შევცდი, მაგრამ ვინმეს აქვს რეალურად შესწავლილი რა ცვლილებები განიცადა 21-საუკუნის მანძილზე (ან საერთოდ როდიდან გვაქვს ცნობები ფოლკლორის არსებობის შესახებ, იქნებ უფრო გვიან ან ადრე? ) ქართულმა ფოლკლორმა? ახლა ნურავინ გადმოდგება მაღალი ტრიბუნიდან და მეტყვის, რომ ცვლილება არ მომხდარა... კარგად ხვდებით რომ ეს ასე უბრალოდ ვერ იქნებოდა, ნებისმიერი რეალობა თქვენ წარმოიდგინეთ ეკლესიაც კი, იმისთვის, რომ მოერგოს დროს ცვლის იმ ცვალებადს საკუთარ თავში, რომელიც მას არსობრივად არ გარდაქმნის......

შენ კაცო ქართველი არა ხარ?? იმის მაგივრად დაწერო , უნდა ვეცადოთ იმ სახით შევუნახოთ ჩვენს შთამომავლებს ფოლკლორი როგორმაც ჩვენმდე მოაღწიაო , ამბობ რომ მისი დროსთან ადაპტაცია უნდა დავიწყოთო?
ფოლკლორი როგორი იყო 21 საუკუნის წინ ეს არავინ იცის , მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს XX საუკუნის დასაწყისის ჩანაწერები და ჩემი აზრით ეს უდიდესი მონაპოვარია თითოეული ქართველისთვის wink.gif კომუნისტების დროს ფოლკლორმა მაგრად დაყვინთა , მაგრამ ღვთის წყალობით დღეს გაცილებით მეტია დაინტერესებაცაა და სიყვარულიც !!! არსებობენ დღესდღეობით ისეთი ადამიანები , რომელთა წყალობითაც მრავალ ადამიანს მიეცა საშუალება მოუსმინოს და გაიგოს თუ როგორ მღეროდა ჩვენი წინაპარი ერთი საუკუნის წინ wink.gif ერთი რამ ხომ ფაქტია , რომ იმ ხალხმა ვინც ჩვენზე ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობა , უკეთ იცოდნენ რა იყო ფოლკლორი ? საბედნიეროდ გვაქვს მათი ჩანაწერები ! რაღა საჭიროა კორექტივების შეტანა და ფოლკლორის ცუდისკენ გარდაქმნა?


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 30 2008, 02:19 AM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რათქმაუნდა ფოლკლორმა განიცადა ცვლილებები მაგრამ ჩვენ იმისთვის ვიღწვით ყველანი რომ იმ ძველს და კარგს დავუბრუნოთ.


რახან საქმე დაბრუნებაზეა, მაშ ის სრულყოფილი ჯერ კიდევ არ არის არა? და ნიმუში ამ ძველისა და კარგისა გვაქვს? თუ გვაქვს რა პროცესია ცუდიდან კარგამდე? დამავალებთ აღწერით smile.gif

ციტატა
არამგონია ეკლესია ერგებოდეს თანამედროვეობას.


ოი, აქ კი ცდები... ნუთუ არ გიხილავს ტაძარში მიკროფონები? ან სხვა ეპოქალური მინამატი? კარგად დაუკვირდი ჩემს ნათქვამს, მე არ დამიწერია ტრადიციების ცვლილებასთან დაკავშირებით არაფერი (თუმც, ცვლილება ცხადია ტრადიციებმაც განიცადა, მაგალითად უწინ ბიზანტიის საიმპერატორო კარისა და ეკლესიის მჭიდრო კავშირის დროს, ლიტურღიაში ჩართული ტრადიციები ან მთლიანად გამოიცვალა, ან მეტამორფირდა, ეს რთული და ხანგრძლივი - ასე ვთქვათ ეკლესიის სულის გამოცდის შედეგად დადგენილი ცვლილებებია - არაარსებითი ცხადია) არც ეკუმენიზმი მქონია მხედველობაში, ამ სიტყვის იმგვარი მნიშვნელობით, როგორადაც თქვენ გესმით, მე ხაზი გავუსვი ერთ მნიშვნელოვან და აღიარებულ გარემოებას - ეკლესია არსებობს დროში და ის ვერ ჩამოსცილდება უკანასკნელს, ისევე როგორც დრო პოულობს მასში საზრისსა და აღსრულებას, შესაბამისად ეკლესიის სამისიონერო მისიის შესასრულებლად, ეკლესია მიმართავს თანამედროვე ელემენტებს, რომელიც ასე ვთქვათ დინამიურად გარდაქმნის მისსავე მოქმედებებს .... იგი ვერ იტყვის დროის გარემოებაზე უარს, რადგან ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი მისგან smile.gif

ციტატა
ა ფოლკლორის შემთხვევაშიც ასე ამბობ ამიტომ ჯობია კომპეტენტური ხალხის ნათქვამი დაიჯერო და გაითავისო.არც მე არ მაქ გათავისებული სრულად ეს პრობლემა და სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა,მაგრამ შენ ძალიან ცუდად ფიქრობ რაც ყველასთვის დამღუპველია.


რაც შეეხება ფიქრს. ცხადია, როდესაც ბიოლოგიის სახელმძღვანელოში რაიმე მაინტერესებს, უპირველესად ბიოლოგს ვეკითხები და შესაბამისად მისი პასუხიც ბევრად უფრო ავტორიტეტულია კონკრეტულ სფეროში ვიდრე მათემატიკოსისა, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ არის - ხომ არ გვაქვს საქმე რაიმეგვარ სუბიექტურ დამოკიდებულებასთან? ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ხშირად ის ვინც თავს ხელოვნებისა და ესთეტიზმის მსახურს უწოდებს, ამ პროფესიის შინაგანი ბუნებისგან განსხვავებულ თვისებებს ამჟღავნებსsmile.gif

ალბათ თავადაც ხვდებით რომ აქ ობიექტური პოზიციის გასარკვევად შემოვედი და არა იმისთვის, მორიგი კამათი ავაგორო თანამორწმუნეებთან smile.gif


ციტატა
შენ კაცო ქართველი არა ხარ?? იმის მაგივრად დაწერო , უნდა ვეცადოთ იმ სახით შევუნახოთ ჩვენს შთამომავლებს ფოლკლორი როგორმაც ჩვენმდე მოაღწიაო , ამბობ რომ მისი დროსთან ადაპტაცია უნდა დავიწყოთო?
ფოლკლორი როგორი იყო 21 საუკუნის წინ ეს არავინ იცის , მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს XX საუკუნის დასაწყისის ჩანაწერები და ჩემი აზრით ეს უდიდესი მონაპოვარია თითოეული ქართველისთვის კომუნისტების დროს ფოლკლორმა მაგრად დაყვინთა , მაგრამ ღვთის წყალობით დღეს გაცილებით მეტია დაინტერესებაცაა და სიყვარულიც !!! არსებობენ დღესდღეობით ისეთი ადამიანები , რომელთა წყალობითაც მრავალ ადამიანს მიეცა საშუალება მოუსმინოს და გაიგოს თუ როგორ მღეროდა ჩვენი წინაპარი ერთი საუკუნის წინ ერთი რამ ხომ ფაქტია , რომ იმ ხალხმა ვინც ჩვენზე ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობა , უკეთ იცოდნენ რა იყო ფოლკლორი ? საბედნიეროდ გვაქვს მათი ჩანაწერები ! რაღა საჭიროა კორექტივების შეტანა და ფოლკლორის ცუდისკენ გარდაქმნა?


დიახ, ქართველი გახლავარ გენებით.

შენი მსვლეოლობა უდავოდ ლოგიკურია, ძალიან ვაფასებ ქართულ ფოლკლორს და მისთვის კარგის მეტი არაფერი მსურს, მაშინ შენ გკითხავ (შენობით საუბრის უფლებას თუ მომცემ), როგორ ფიქრობ, ფოლკლორი მთელი თავისი სირთულით (თუ ასეთი არსებობს) რამდენად ადვილად შეთვისებადია ქართველი, სოფლელი კაცის ბუნებასთან, რომელიც კომუნისტების ავადასახსენებელი რეჟიმის დროს გაიზარდა და შესაბამისად, იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივად მოიწამლა, რამდენად შეძლებს ფოლკლოტი მეთოდურად დამკვიდრდეს კვლავ, ქართველი კაცის ბუნებაში, როდესაც ის ბავშობიდან არ შეთვისებია მას? რამდენად მოახერხებენ მისი ისეთი ფორმით დაძლევას, როგორითად ჩვენ წინაშეა?

მე ბუნებრივია გეთანხმები, რომ ესთეტიკა და სიძველე, რომელიც მის რეგალიებს წარმოადგენს, უნდა იქნას შენარჩუნებული და შენებრ მაღიზიანებს ყოველი უკულტურო გამოხტომა მათ წინააღმდეგ (სამწუხაროდ ჩემი პოსტებიც ამად იქნა აღქმული) მაგრამ მე იმის მეშინია ამ ყველაფრის მონდომებით, ხელცარივლები არ დავრჩეთ და მთლად არ ავუცრუოთ გული ადამიანებს...

ნებისმიერმა მოძღვარმა იცის, რომ როდესაც ეკლესიაში ახალმოსული ადამიანი დილის კანონის კითხვას დაიწყებს, მას ვერ დაძლევს, ამიტომ საჭიროა უფრო პატარა კანონის კითხვის შეფარდება, ხოლო შემდეგ რაციონის ზრდა smile.gif

ახლა შეიძლება ჩემი დილეტანტური აზრები სასაცილოდაც გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ მასში ოდნავი სიმართლეა, წინ დიდი იმედგაცრუება გველის - რადგან ვაპირებთ მთელი ეს ათასწლოვანი სირთულე მწვანილის მოყვანით დაკავებული ბებიას ტვინში ისე მოვათავსოთ, არც კი შევამზადოთ ამისთვის smile.gif

სხვა საქმეა რამდენად უნდა ის მას smile.gif

პატივისცემით და ზედმეტი წიოკის გარეშე

უკანასკნელით ინფაქტმოლოდინე

მნათე


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jan 30 2008, 02:58 AM
პოსტი #57


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მნათე
ციტატა
დიახ, ქართველი გახლავარ გენებით.

ძალიან კარგი smile.gif
ციტატა
(შენობით საუბრის უფლებას თუ მომცემ),

რათქმაუნდა biggrin.gif
ციტატა
როგორ ფიქრობ, ფოლკლორი მთელი თავისი სირთულით (თუ ასეთი არსებობს) რამდენად ადვილად შეთვისებადია ქართველი, სოფლელი კაცის ბუნებასთან, რომელიც კომუნისტების ავადასახსენებელი რეჟიმის დროს გაიზარდა და შესაბამისად, იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივად მოიწამლა, რამდენად შეძლებს ფოლკლოტი მეთოდურად დამკვიდრდეს კვლავ, ქართველი კაცის ბუნებაში, როდესაც ის ბავშობიდან არ შეთვისებია მას? რამდენად მოახერხებენ მისი ისეთი ფორმით დაძლევას, როგორითად ჩვენ წინაშეა?

აქ ნამდვილად , მართალი ხარ !!! მართლაც ძალიან რთულია და ალბათ შეუძლებელიც კი , რომ დღევანდელობაში მოარსებე ადამიანმა ფოლკლორი ისეთნაირად შეითავსოს როგორც ამას ჩვენი წინაპარი თავის დროზე აკეთებდა ! ეს ყოველივე ჩემი აზრით იმ უბარლო მიზეზის გამო ხდება , რომ ჩვენ ( მე პირადად ) დღეს ყანაში არ დავდივართ სათიბად ! მაშასადამე ვერ ვიმღერებთ ნადურებს ( შრომის სიმღერა ) იმ ყოფაში როგორც ამას ჩვენი წინაპარი აკეთებდა ! ასევე ვერ ვიმღერებთ ურმულს ისე კარგად , რადგან ურმით არ დავდივართ და ა.შ. ეს ყველაფერი კარგად აქვს მგონი გათვითცნობიერებული ყველა ადამიანს ვინც ხალხურ სიმღერას მღერის , მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ რომ მივემსგავსოთ მათ სიმღერის მანერით , უნდა წარმოვიდგინოთ რომ ნადურის მღერის დროს ყანაში ვართ და ვთიბავთ , ურმულის მღერის დროს კი ურემზე ვზივართ ( ეს ისე პირობითად smile.gif )


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jan 30 2008, 02:58 AM
პოსტი #58


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



მნათე
ერთი სერიოზული შენიშვნა:მაღალფარდოვანი სუტყვებიტ ნუ გველაპარაკებიbiggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ასევე არავისთან მე სუბიექტური დამოკიდებულება არ გამაჩნია!
დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი რადგან მე ჩემი საუბარი უაზროდ მიმაჩნია რადგან არსებობენ ამ ფორუმზე ჩემზე ძალიან ბევრად გამოცდილი ადამიანები რომლებიც თავიანთ აზრს ცამოაყალიბებენ ამ თემასთან დაკავშირებით.მხოლოდ ერთს ვიტყვი რომ ყველაფერია შესაძლებელი მაშინ როდესაც ძალიან დიდი მონაპოვარი გაქ ამა თუ იმ სფეროში.და მე უაზრობად და შეუძლებლად არ მიმაჩნია ფოლკლორის განვითარება სოფლებში და მე ამაზე ხელს არასოდეს ჩავიქნევ,რადგან თვით სოფელია ფოლკლორის მშობელი და არამგონია არ მოიძებნოს ადამიანთა გარკვეული წრე რომლებსაც სრულიად დაკარგული ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ ესა თუ ის ტრადიცია(სიმღერა),და არც ისე რთული იქნება მათი გამოსწორება რადგან მათ გენებში აქვთ ეს ყველაფერი.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jan 30 2008, 04:22 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



მნათე

ცვილება ფოლკლორის ეს ბუნებრივია, ვინაიდან ეს ხალხური პროცესია, და ცვილება ყოველთვის არ გულისხმობს ცუდ პროცესს, პრიქით. აი მაგალითად ჩვენ მოგვეპოვება ყველაზე ძველი ჩანაწერები გიგოს გუნდის 1907 წლის. ამ ჩანაწერებში მღერიან ადამიანები რომლებიც დაბადებულნი არიან 19 საუკუნის 40 წლებში. მათი გადმოცემებით ის სიმღერები რომლებიც მათ ისწავლეს ამბობდნენ რომ ბაბუებმა ასწავლეს. ესე იგი ჩავედით 18 საუკუნის დასაწყისში. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ფოკკლორი იმ სახით რა სახითაც მაშინ არსებობდა იყო იდეალური პირობები. ეხცლა რაც შეეხება ფოლკლორის განვითარებას. ჩვენ რომ მოუსმინოთ გიგოს ჩანაწერებს და შემდგომში გავყვეთ მე 20 საუკუნის 30 40 წლების ჩანაწერებამდე შევატყობთ რომ სიმღერები შეიცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გაუარესდა, პირიქით განვითარდა, მაგრამ განვითარდა ისე რომ არ ამოვარდნილა ფოლკლორის როგორც ცხოვრების წესის ფარგლებიდან და ზუსტად იმას ვამბობ რომ ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ. შენ ამბობ რომ მოვახდინოთ ფოლკლორის დროსთან ადაპტაცია, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ფოლკლორი ღირებულების თვალსაზრისსით გავატოლოთ "ჯაგა ჯუგთან" და ზევით როგორც ვთქვი ჯაბა ბოჯგუას მეგრული სიმღერა ვისმინოთ.

და სოფელში სიმღერის დაბრუნებას რაც შეეხება ეს აუცილებლად მოხდება. მე ამის მჯერა და იცით როგორ მოხდება. გარკვეულ ასაკს რო მივაღწევ ავდგები და აუცილებლად წავალ ჩემთან სოფელში და დავსახლდები და ვიქნები იქ სიკვდილამდე. ვიცი რო ჩემი ბიძაშვილებიც წამოვლენ ისინიც მომღერლები არიან და ერთად ვიმღერტებთ ხოლმე ნადზეც და სადილზეც. ვიცი რო ამავეს ფიქრობს ჩემი ბევრი მეგობარი. მამუკა წავა კიკვაძე სოფელში თავისთან გურიაში, სოსო წავა თავისთან აბაშიძე იმერეთში, ნიკა ივანაშვილი კახეთში წავა ფოთი ფოთში, ქარცივაძეები სერგო ურუშაძე გურიაში,მერე ერთმანეთთან ვივლით smile.gif და დადგება დრო და მათი სოფლის ბავშვები შემოუსხდებიან ამ ბაბუებს და შეეხვეწებიან სიმღერების სწავლას. მე მჯერა რო ასე მოხდება. აი ეს იქნება სიმღერის სოფელში დაბრუნება. და მოხდება კიდეც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mraavalui
პოსტი Jan 30 2008, 04:47 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 3-January 08
წევრი № 3,537



G A B O

ციტატა
და სოფელში სიმღერის დაბრუნებას რაც შეეხება ეს აუცილებლად მოხდება. მე ამის მჯერა და იცით როგორ მოხდება. გარკვეულ ასაკს რო მივაღწევ ავდგები და აუცილებლად წავალ ჩემთან სოფელში და დავსახლდები და ვიქნები იქ სიკვდილამდე. ვიცი რო ჩემი ბიძაშვილებიც წამოვლენ ისინიც მომღერლები არიან და ერთად ვიმღერტებთ ხოლმე ნადზეც და სადილზეც. ვიცი რო ამავეს ფიქრობს ჩემი ბევრი მეგობარი. მამუკა წავა კიკვაძე სოფელში თავისთან გურიაში, სოსო წავა თავისთან აბაშიძე იმერეთში, ნიკა ივანაშვილი კახეთში წავა ფოთი ფოთში, ქარცივაძეები სერგო ურუშაძე გურიაში,მერე ერთმანეთთან ვივლით და დადგება დრო და მათი სოფლის ბავშვები შემოუსხდებიან ამ ბაბუებს და შეეხვეწებიან სიმღერების სწავლას. მე მჯერა რო ასე მოხდება. აი ეს იქნება სიმღერის სოფელში დაბრუნება. და მოხდება კიდეც.


მაგარი იქნება ძაან,გაიხარე,მეც მასე წარმომიდგენია სოფლებში ფოლკლორის გადარჩენა,მაგ.როგორც ფილიმონ ქორიძემ თქვა უარი ლასკალაში სიმგერაზე ქართული გალობის გამო და დაიწყო მისი ჩაწერა,ასევე როგორც წმ.ექვთიმე კერესელიძემ თავი გადადო ქართული გალობისათვის და სხვებმა და სხვებმა,ჩვენც თუ ასე მოვიქცევით თავგანწირვით,ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა,ანუ ყველაფერი კარგათ იქნება,ეხლა უკვე ახალ თაობაზეა ბეცრი დამოკიდებული რამდენათ თავგანწირულები ვიქნებით მაგ საქმისათვის,ღმერთმა შეგვაძლებინოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 05:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი