მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
k@the |
Jun 11 2008, 07:01 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა, თან ცოტა სახალისოც რომ იყოს და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. ჰოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს ) და აი, რა მოვიფიქრე : დავწეროთ ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო და სახალისო ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან. პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 11 2008, 08:16 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ართი ვარდი |
Jun 11 2008, 08:19 PM
პოსტი
#3
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
მოვალ საღამოს და დავწერ რამეს, ჯერ გავიხსენო მეც ვიხსენებ ჯერ ისე ეხლახანს სამსახურში დამირეკა მოხუცმა ქალმა და მეუბნება , ტელეფონი გამეთიშა და ნწუ, ნწუს მეტს არაფერს ამბობსო ჩავიხოვეთ გოგონები -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
k@the |
Jun 11 2008, 08:23 PM
პოსტი
#4
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ართი ვარდი
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Jun 11 2008, 08:24 PM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სახალისო laugh.gif ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან. მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან თუ ზოგადად? სურათების არ იყოს მოკლედ მე დავიწყებ უცხოეთთან დაკავშირებით, კაციშვილი აზრზე არაა როგორც წესი ( 75 % ) სადაა საქართველო ან რა ქვეყანაა ( 90 % ) , ხოდა ასე მიწევს ყოველ წელს ახალი სტუდენტების მიღებისას ერთიდაიგივეს გამეორება, ერთ აფრიკელს ისე ვკითხე თუ იცი სადაა საქართველო მეთქი , ჯეორჯია? კიო ვაა, მეთქი საღოლ ბლექმენთქი სადა თქო და .... პარაგვაისთან ახლოსო კაცო კონტინენტი მაინც არ შეშლოდა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Jun 11 2008, 08:29 PM
პოსტი
#6
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან თუ ზოგადად? სურათების არ იყოს მარტო უცხოეთთან და უცხოელებთან, განყოფილების თემატიკაში რო ჩაჯდეს მაგრამ ამ ლამაზი გოგოს პოსტს არ წავშლი! პირველი ოFFი არ იშლება, დანარჩენები კი. მოდერი ვარ მე თუ არ ვარ?! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iako |
Jun 11 2008, 09:55 PM
პოსტი
#7
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ერთხელ მატარებლით ვმგზავრობთ მე და ჩემი და და რათქმა უნდა ქართულად ვსაუბრობთ. თან მატარებელი სავსე იყო და ფეხზე ვიდექით (ესეთებიც ხდება ხოლმე აქ ), ერთი კაცი გამოდმებით გვიყურებს და თითქოს რაღაც ჩაფიქრებულ-სერიოზული- ცოტა გაღიზიანებულიც მოგვეჩვენა . ვიფიქრეთ ალბათ უცხო ენის მოსმენაზე ღიზიანდებაო.ბოლოს ვეღარ მოითმინა და გვეკითხება, საიდან ხართო. უფრო ჩეხურს მივამსგავსეო. გოგონა ახლავდა, ესპანელი აღმოჩნდა გაცვლითი პროგრამით ჩამოსული. იმისთვისაც უკითხავს შენი მხრის ხალხი ხომ არ არიანო
ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა, მაგრამ ერთადერთი რაც არ გაუფიქრია რუსეთი, მათი ენა ცოტა უხეშად ჟღერსო. ხოდა დავაკმაყოფილეთ მისი ცნობისმოყვარეობა (რადგან საჩხუბრად არ გვეკითხებოდა გაგვიხარდა), ჩასვლის წინ გვეუბნება: უი კი ჩემი შვილი ხშირად არის თქვენსკენ, მივლინებაშიო და თურმე ბელარუსიისთვის მიუკუთვნებია საქართველო. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
guest |
Jun 11 2008, 10:12 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
რამდენიც გინდა, იმდენი კურიოზი ხდება ჩვენს ირგვლივ ზოგი თავიდანვე სასაცილოა, ზოგიც მერე ხდება სასაცილო , თორემ შემთხვევის ადგილას ხშირად მიწის გახეთქვა მერჩივნა ამ უკანასკნელზე გეტყვით:
მოკლედ, შარშან მიწურული შემოდგომისას ღამე 5 ზე დავბრუნდი სახლში სამსახურიდან, უნიფორმა მეცვა, არც გამიხდია ეგრევე საქმე დავიწყე, მილაგება, საუზმის მზადება ბიჭებისთვის და ასე სახლის საქმეები. ამ დროს 7-იც გახდა და ბავშვები ადგნენ სასკოლოდ, გავაცილე, 8 ხდებოდა. ოთხშაბათი დღე იყო, მარხვის, და ვიფიქრე, ბარემ გავალ თურქის მაღაზიაში და რამე ხილ-ბოსტნეულს ვიყიდი, სადილს მოვამზადებ, მოვიცილებ ანუ და მერე დავწვები ასევე გამოუცვლელად მივედი თურქებთან, 9-ის ნახევარია უკვე დილის, ვატყობ რომ უძილობის და დაღლილობის გამო მაქანებს, მაგრამ პირველად ხომ არაა, მოკლედ, ავაგროვე რაც მსურდა, ხალხიც ცოტა იყო ისე, ახალგახსნილზე(კიდევ კაი!). მივედი კასასთან, მომითვალა გამყიდველმა გოგომ რა მაქვს გადასახდელი, მე ჩემს პატარა ხელცანთაში ხელი ჩავდე საფულის ამოსაღებად, და გამოვშტერდი ალბათ გადაღლილობის გამო და საფულის მაგივრად ამოვიღე რევოლვერი უცებ სრული სიმშვიდე ჩამოვარდა და ვხედავ, რომ კასირშას ხელები მაღლა და თვალებგაფართოვებული კანკალით მიყურებს! მაშინ დავაფიქსირე რაც ხდებოდა, ეგრევე შევცვალე საფულით, მარა რაღა დროს!!!! მოკლედ, ადრენალინი იმ გოგოზე მეტად მე წამომეწია, სირცხვილის, გაუგებრობის და რა ვიცი, მოსალოდნელი მწვანეების (პოლიცია) გამოჩენის გამო. მოკლედ, მოვიბოდიშე, დაღლილი ვარ თქვა, ჩავყარე ცელოფანში ეს პროდუქტი და გამოვბრუნდი, მიწის გახეთქვას ვნატრობდი კიდევ კაი თურქები იყვნენ, თორემ სროკისა რა ვთქვა და ჯარიმის გადახდა მომიწევდა, თორემ ყველა ჭკუათმყოფელი მიხვდება, რომ თურქების მაღაზიას დილას ახალგახსნილზე ვინ დააყაჩაღებს ასე იზმენებით მოვედი სახლში... ისე , როცა მეგობრებს მოვუყევი და იმათმა იცინეს, მერე მეც მეცინებოდა, თუმცა კაი ხნის მერე iako ციტატა ბოლოს ხან პოლონეთიო, ხან კიდევ რა ვიცი რა, მე ყველას ნორვეგიელი ვგონივარ და ვიკინგობის გამო გერმანელთა დამრტყმელმა ფრაქციამ (ასე უწოდეს თავს) მათი ჭკუით ცემაც დაგვიპირეს, თUმცა მალევე შეიცვალეს წარმოდგენა დამრტყმელ ფრაქციებზე |
kato_Bato |
Jun 12 2008, 11:41 AM
პოსტი
#9
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
staywhite
ამ თემას ჩემგან შეყვარება ემუქრება -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანონისტი |
Jun 12 2008, 12:03 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1997 წელს ვიყავი თურქეთში, ქალაქ ქოჯაელში (სტამბულთან ახლოს, მარმარილოს ზღვის ნაპირას) მათემატიკის კონფერენციაზე.
თავისუფალ დროს ლუნაპარკში შევდიოდით ხოლმე. იქაურმა ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ ბევრი უცხოელი იყო ჩასული (30-მდე ქვეყნიდან ვიყავით) და დიდი ინტერესით გვათვალიერებდნენ და თუ საშუალება მიეცემოდათ, გამოგვესაუბრებოდნენ. ერთ დღესაც, 2 თითქმის ჩემი ტოლი თურქი მეკითხება, სადაინ ხარო. მეც ამაყად მივუგე: გურჯისთან !!! უცებ ასეთი სახე მიიღეს მერე ასეთი მერე კი ასეთი რის მერეც ატეხეს პანიკური ხარხარი.... მეთქი რა მოხდა-თქო და გურჯისტანი არსებობსო? მახსოვს ისტორიაში გავდიოდით, რომ ოსმალეთს გურჯისტანთან ჰქონდა ომები შუა საუკუნეებში და ახლაც თუ არსებობდა ეგეთი ქვეყანა არ ვიცოდითო. გავმწარდი (მარა რა ვიცოდი, უარესი გამწარება რამდენიმე წამში მელოდა ) და ვკითხე, აბა თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით რომელი ქვეყანა ესაზღვრება-თქო და პასუხი ეგრევე მომცეს: რუსია P.S. როგორც გავიგე, დაახლოებით იგივე შეგრძნება ჰქონიათ, ვინმემ რომ გითხრას, შუმერი ვარო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jun 12 2008, 12:10 PM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
პირადად მე სიმწრის ცრემლები ცამომცვივდა. და ეს იმ ხალხისგან ვინც ტავად ცხოვრობს სხვის ტერიტორიაზე და ისიც სულ რამოდენიმე საუკუნეა. ასეთი ,,სასაცილოები,, აღარ მოყვეთ, ტქვენ კი ბატონოო კანონისტო, სასწრაფოდ გამოცხადდით სკაიპში! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
S a l l y |
Jun 12 2008, 01:38 PM
პოსტი
#12
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
თურქეთში ყოფნისას ერტი-ორი მწარე კურიზული ამბავი გადამხდა,მაგრამ აქ არ მოიყოლება
მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთსი.. მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება: - მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას ) მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება: -ირაკლი მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
guest |
Jun 12 2008, 04:09 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
S a l l y
ლოოოოოოოოოოოოლ , მაგარი იყო 2004 წლის მიწურულში რომში ვიყავი ჩემი ახლობელი ბიჭების ერთად. ერთ საღამოსაც, კორსო რომ ჩავათავეთ და მანამდე მთელი დღე ფეხით დავდიოდით (მანქანა სადღაც შედარებით იაფფასიან სადგომზე იდგა უსაფრთხოდ, რამეთუ რომში ისე დაგეჯახებიან პარკინგისას, როგორც დაგიბარებია ), მივაღწიეთ ესპანური კიბეების მისადგომებთან, ცივა მაგრად თან და მე ,12 სმ სიმაღლის ჩექმებით უკვე ნაბიჯს ვერ ვდგამ, ბიჭებმა შeმომთავაზეს სადმე კაფეში დამესვენა, სანამ ისინი კიბეებზე სურათებს გადაიღებდნენ. მოკლედ, შევედი რომელიღაც კაფეში, არც წამიკითხია რა კაფეა. ახლა ბომჟივით ჩაცმული ნაღდად არ ვიყავი, მარა შიგ ისეთი ჩაბრილიანტებული საზოგადოება იჯდა, რომ ჩემი მეგობრის ზურგჩანთა, რომელიც მომაბარეს (ზურგჩანთას ეწერა თან "fitness company" ), გვერდით რომ მედო, ჩამოვიღე და სკამის ქვეშ შევაცურე გადასამალად ნუ, შევუკვეთე კაპუჩინო (რომელიც თურმე 18 ევრო ღირს ), ამ დროს ჩემმა რომაელმა მეგობარმა სმს მომწერა სად ხართ გამოვალო (სამარიაჟოდ ნოკია კომუნიკატორი მქონდა ), ხოდა უნდა მივწერო ახლა სადაც ვარ,მარა რა ქვია კაფეს არ ვიცი. გვერდით ორი იტალიელი ქალბატონი ზის, ჩაგუჩ-ჩაოოქროვილ-ჩაესკადებული და ვეკითხები ჯერ გერმანულად, რა ქვია ამ კაფეს თქვა, გაკვირვებული მიყურებენ, მერე ინგლისურად ვკითხე და უარესად გაკვირვებულებმა მითხრეს , რომ კაფეს ქვია "ელ გრეკო" და კაპუჩინოს ფინჯნის ლამბაქზე მიმითითეს, ნახე ზედ აწერიაო.მოკლედ,მივწერე მეგობარს, რომ ვზივარ ელ გრეკოში,მისგან მოვიდა პასუხი "lol". ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ზუსტად რაშია საქმე. მოლედ, ამ ქალების მზერამ ცოტა უხერხულშიც ჩამაგდო,ცოტა გავისწორ-გამოვისწორე კაბა და კურტკა, ერთი პატარა თVლიანი ბრილიანტის ბეჭედი მეკეთა, ისიც გავასწორე , ეს ქალები ადგნენ მერე და ცავიდნენ, რაღაც დაელაპარაკნენ აფიციანტს იტალიურად, ვერ გავიგე. ნუ,დავლიე ეს კაპუჩინო,ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ და გავდივარ,ვეძახი ოფიციანტს, უნდა გადავიხადო, მოვიდა და მეუბნება, სენიორა, თქვენი გადახდილიაო. გამოვშტერდი ცხადია, მარა მადლობა თქვა და გამოვედი. მერე წავიკითხე გარეთ აბრაზე, ეს ელ გრეკო ყოფილა რაცხა ბაბასილი კაფე, ადრე გოეთე და მაგარი ტიპები რომ დადიოდნენ და დღეს მილიონერების სასტავი რომ შედის . ბიჭების ვერსიით , იმ ქალებმა გადამიხადეს ის ერთი ჭიქა 18 ევროიანი კაპუჩინო, ორი მიზეზის გამო: 1. ეგონათ ძალიან მაგარი ვიღაც ვარ, რომ დაჟე მკიდია რა კაფეა და სახელიც არ ვიცი ამ ელიტარული დაწესებულების; 2. შევეცოდე |
მარიამი |
Jun 12 2008, 04:17 PM
პოსტი
#14
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
რამდენი ვიცინე გაიხარეთ
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
k@the |
Jun 12 2008, 04:22 PM
პოსტი
#15
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
აუფ, რა მაგარი თემა გავხსენი
მაგრად ვიცინე, ისე ნან, პარიზში შევბოდიალდით ეგრე ჩვენ 3 ქართველი და ერთი გერმანელი გოგო ბარში და აღმოჩნდა მონმარტრის მთაზე უძველესი ბარი , კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან, იქეთ შარლ აზნაურთან და მოკლედ ბევრი ეგეთი ამ ბარში გადაღებული და ეს მეპატრონე გვერძე მაგიდაზე იჯდა ასაკიანი კაცი. მარა ჩვენთვია არავის გადაუხდია -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Jun 12 2008, 04:27 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
k@the
ციტატა კედლებზე სურათები ვნახეთ ბარის მეპატრონე ალენ დელონთან საქმეც მაგაშია, რომ შიგნით არავისი სურათი არ იყო,გარედან ეწერა რაც იყო პ.ს. გოდა დვა ნაზად მი ბილი ხულიგანამი |
გიორგი |
Jun 12 2008, 07:30 PM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
S a l l y
ციტატა მამაჩემს კი ასეთი პატარა კურიოზი შეემთხვა თურქეთში... მაგარი იყო ოღონდ: ციტატა ''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას თურქულად გამარჯობა არის merhaba - "მერჰაბა", მაგრამ ჩვენებს ინერციით სულ მერაბა ესმით. ციტატა ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურ ჰო, İraklı - "ირაქლы" (ბოლოს რუსული მაგარი ы-სებრი) P.S. ალბათ თუ იფიქრა იმ საწყალმა თურქმა ეს ვინ ტერორისტებს გადავეკიდეო... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
veriko7 |
Jun 12 2008, 07:53 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაც გამოფენაზე არიან წასულები,სადაც უნდა შეხვდნენ თურქ წარმომადგენლებს...მოდის მამაჩემთან ვიღაც თურქი და ეუბნება: - მერაბა (''მერაბა'' თურქულად ნიშნავს გამარჯობას ) მამაჩემიც ართმევს ხელს და ეუბნება: -ირაკლი მამჩემს ქართვლი მერაბა ეგონა და გაეცნო დიდი ამბით თურქი კიდე გაოცებული უყურებდა,ირაქლი ერაყელს ნუშნავს თურმე თურქულად მაგარი იყო |
iako |
Jun 13 2008, 10:07 PM
პოსტი
#19
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ნანა
თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
guest |
Jun 13 2008, 11:24 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
iako
ციტატა თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე biggrin.gif ახლა გამახსენდა მეც, რომ ნათქვამი მაქვს შენზე,თუ არ ვცდები სანამ სხვები მოვიდოდნენ ახლა მეცინება, თორემ კაი ხანი მიხურდა ყურები გახსენებაზე ერთს კიდევ მოგითხრობთ,უძველესი ამბავია. მოკლედ, მაშინ სერბული ენის ჟარგონი არ მესმოდა და ამან გამოიწვია ეს გაურკვევლობა. ჩვენს ეკლესიაში ერთი მედავითნე კაცი იყო,მსახურების მერე ტრაპეზს რომ ვამზადებდით,მელაპარაკებოდა ხოლმე, რაღაცებს მეკითხებოდა საქართველოზე,ჩემი სახელი იცოდა და სახელით მომმართავდა, მე კიდევ არ ვიცოდი რა ერქვა. ერთხელაც ჩემს ქმარს ვკითხე, ასე და ასე , ეკლესიაში რომ მედავითნე კაცია, იმას რა ქვია თქვა, ვინ არის მეთქი და მიპასუხა, "ვინ არის და 'პაპაკ' (папак)". არაფერი, სხვა თემაზე გადავედი მერე. რამდენიმე დღის მერე წმინდა იოვანე ნათლისმცემლის ხსენების დღე იყო, 20 იანვარი, ჩემს მოძღვარ მამა მარკოს ქონდა "სლავა" იმ დღეს(რას ნიშნავს "სლავა" იხ. ამ თემაში http://church.ge/index.php?showtopic=4498&...0entry337283) ამასთან დაკავშირებით ყავდათ სტუმრები,ჩვენი მეუფე და იერარქები,სხვადასხვა მმიწებიდან მღვდელები,ასევე ახლო ნათესაობა და მეგობრები. მე სამზარეულო მებარა და სუფრის მოვლა. ხოდა ცხელ კერძს ვამატებდი სუფრაზე, რომ მივიტანე ეს კერძიანი ჯამი, ზემოთხსენებულმა მედავითნემ თავაზიანად გამიტავისუფლა სუფრაზე ადგილი, რომ ჩამდეგა ეს ჯამი და თან მეგობრულად მომიკითხა: ნანა, როგორ ხარო. მეც გავუღიმე და ვპასუხობ: "მადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო პაპაკ" (!!!). სიჩუმე რომ ცამოვარდა წამით, მივხვდი რომ რაღაც დავაშუშე ამ დროს მოვიდა მამა მარკო, მომკიდა ხელი და გამიყვანა, მალე სიცილის ხმა გამოდიოდა სტუმრების ოთახიდან. როგორც მერე მარკომ ამიხსნა (არ დავტუქსულვარ ისე, სერბები თავისუფალი იუმორის მოყვარული ხალხია და მსუბუქად ირებენ ხოლმე ასეთებს), რომ "პაპაკ" თურმე ნიშნავს ჩვენებურ ჟარგონზე-> არიფს, გოიმს წარმოიდგინეთ, ისეთ საზოგადოებაში კაცს ვუთხარი , სხვა არაფერი თუ არა: როგორ ბრძანდებით ბატონო არიფო !!! მოკლედ, ვიტირე რა სიმწრით. ვინც ამ დღეში ჩამაგდო,იმას 1 თვე ხმას არ ვცემდი,თუმცა ისევ იმ კაცმა, რომელსაც თურმე დობრიცა ქვია, მოვიდა და მთხოვა, რომ დავწყნარდე,არაფერი არ მომხდარა ისეცუდი, როგორც მე მგონია ასე შევრცხვი,მაგრამ მას მერე გაძლიერებული პროგრამით შEვისწავლე სერბული ჟარგონი და დაჟე შატროვაჩკული მიმოხვევებიც |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი