IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V « < 27 28 29  
Reply to this topicStart new topic
> კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ
ქევანა
პოსტი May 14 2010, 11:33 PM
პოსტი #561


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Rocker
კარგი გეყოფა smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 14 2010, 11:34 PM
პოსტი #562


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Rocker @ May 14 2010, 11:31 PM) *

სენსაცია ხალხო, XXI საუკუნის აღმოჩენა !!! კანუდოსელმა დაგვიდგინა რაში ცდება ბიბლია და რაში არაა ! აი მისი ციტატაც:

"რაც შეეხება ბიბლიის მცდარობას, გააჩნია რაში. თუ ღვთიურ გამოცხადებაში, რისთვისაც მოწოდებულია ბიბლია - ის უცდომელია, ხოლო თუ იგივე მეცნიერული წარმოდგენების კონტექსტში განვიხილავთ - ის შეიძლება ცდებოდეს "

არა რაა, ესეთი გენიოსები რომ არ გვყავდეს რა ეშველებოდა საქართველოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


რა იყო? მუცლის გვრემა გაქვს თუ კოლიტი გაწუხებს? biggrin.gif



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rocker
პოსტი May 14 2010, 11:45 PM
პოსტი #563


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 14-May 10
წევრი № 8,834



ციტატა(კანუდოსელი @ May 14 2010, 11:34 PM) *

რა იყო? მუცლის გვრემა გაქვს თუ კოლიტი გაწუხებს? biggrin.gif



წადი შე იაზვა ინტელიგენტო... გენიალური აზრები რომ შეგაწუხებს, არ დაგავიწყდეს გაგვიზიარო .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 14 2010, 11:46 PM
პოსტი #564


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი May 15 2010, 12:50 PM
პოსტი #565


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



კანუდოსელი

"ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ"
მათე 7.6


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 15 2010, 12:51 PM
პოსტი #566


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ლურჯი ბუ @ May 15 2010, 12:50 PM) *

კანუდოსელი

"ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ"
მათე 7.6

ნუ ქადაგებ ერთი რა biggrin.gif



ციტატა(Rocker @ May 14 2010, 11:45 PM) *

წადი შე იაზვა ინტელიგენტო... გენიალური აზრები რომ შეგაწუხებს, არ დაგავიწყდეს გაგვიზიარო .

ვგიჟდბეი დახვეწილ ხალხზე rolleyes.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 15 2010, 02:25 PM
პოსტი #567


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ikanosi @ May 14 2010, 10:59 PM) *

კანუდოსელს რატომ ერჩიან უმეტესად? biggrin.gif

ჯერ კინოთელი შემოვიდა ანშლაგით ახლა როკერი აგრძელებს biggrin.gif


რავი, რას გაუგებ ხალხს, როგორც ჩანს ყველას თავისი მიზეზი ან საბაბი აქვს - ზოგს მოძღვრის ქადაგებას "ვუგინებ", ზოგს - თავად მოძღვარს, ნუ...ზოგს რას და ზოგს რას biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Abdulzanzari
პოსტი May 15 2010, 03:40 PM
პოსტი #568


უსამა-ბენ-ლადენი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 1-May 10
მდებარ.: ყანდაღარი, ავღანეთი
წევრი № 8,742



Rocker
ციტატა(Rocker @ May 14 2010, 11:31 PM) *

კანუდოსელმა დაგვიდგინა რაში ცდება ბიბლია და რაში არაა!

ალაააჰ!

და ვინმემ ვერ დაგიდგინათ რაში ცდება ყურანი და რაში არა?


--------------------
სარკინოზთა ამირა - აბდილა ამირა მუმნი, აბდულზანზარად წოდებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 15 2010, 03:54 PM
პოსტი #569


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Rocker
ციტატა
პოსტები: 28
რეგისტრ.: გუშინ, 07:34 PM

წევრი № 8,834




გამარჯობა მაინც გეთქვა ქართველ კაცს. რა საჩხუბრად შემოხვედი. არ ეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს და თქვი საჭინააღდეგო. რას ილანძღები. ბევრ რამეს არც ჩვენ ვეთანხმებით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 15 2010, 04:49 PM
პოსტი #570


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Rocker

გაფრთხილება. მმდევნო ბანი იქნება.

ციტატა
წადი შე იაზვა ინტელიგენტო... გენიალური აზრები რომ შეგაწუხებს, არ დაგავიწყდეს გაგვიზიარო .



Abdulzanzari

ერთი ეს გამაგებინა შენ რა გინდა და რაღა მიჭირს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 15 2010, 05:05 PM
პოსტი #571


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(afxazi @ May 15 2010, 04:49 PM) *

ერთი ეს გამაგებინა შენ რა გინდა და რაღა მიჭირს.

laugh.gif laugh.gif laugh.gif
ეგ მეც ძალიან მაინტერესებს biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rocker
პოსტი May 16 2010, 12:38 AM
პოსტი #572


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 14-May 10
წევრი № 8,834



ციტატა(afxazi @ May 15 2010, 04:49 PM) *

Rocker

გაფრთხილება. მმდევნო ბანი იქნება.




კაი ბატონო გაფრთხილება მიღებულია, მარა სამართლიანობა მოითხოვს ამ სტრიქონების ავტორი ვაჟბატონისთვისაც მიგეცა გაფრთხილება. აი:

"რა იყო? მუცლის გვრემა გაქვს თუ კოლიტი გაწუხებს? "

სხვათაშორის ჩემ პოსტამდე იყო ეს პოსტი yes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 16 2010, 01:15 AM
პოსტი #573


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა(afxazi @ May 15 2010, 05:49 PM) *


Abdulzanzari

ერთი ეს გამაგებინა შენ რა გინდა და რაღა მიჭირს.

laugh.gif

პრინციპში ყველაზე უპრეტენზიო და მშიდობიანი იუზერია აბდულ ზანზარი : ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 11 2013, 01:00 PM
პოსტი #574


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



- ყველაფერს, რაც არსებობას იწყებს (ადამიანთა თაობები, ცხოველები, ფრინველები, მწერები, მცენარეები, დღეები, წამები, წლები და ა.შ) აქვს მიზეზი.
- ოდესღაც მოხდა და სამყარომ დაიწყო არსებობა
- აქედან გამომდინარე, სამყაროს აქვს მიზეზი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჸიონ
პოსტი Mar 7 2017, 02:10 AM
პოსტი #575


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-February 17
წევრი № 14,554



ამ თემას კარგა ხნის უკან გავეცანი და რადგან იმ დროს ამ ფორუმის წევრი არ ვიყავი, გადავწყვიტე ახლა დავწერო ის, თუ რომელ აზრს ვემხრობი. უმეტესობა რაზეც ახლა მოკლედ დავწერ ამ თემაში უკვე თქვეს.
ბიბლიური შესაქმის 6 დღის სიმბოლური გააზრება და მასში ევოლუციის დაშვება შეუძლებელია, რადგან ღმერთი ყოვლადკეთილია, ის ქმნის სრულყოფილს და უკვდავს, რასაც ადასტურებს სიტყვა "კარგი", როგორც შეფასება შესაქმის ყოველი დღის შედეგის. ევოლუციის პროცესი კი საწინააღმდეგოს გულისხმობს, ის ითხოვს სიკვდილს, დაუნდობელ ბრძოლას გადარჩენისთვის, მუტაციიდან გამომდინარე სიმახინჯეს.
ბიბლიური შესაქმის 6 დღის სიმბოლური გააზრება და მისი, როგორც მილიონობით ან მილიარდობით წლების წარმოდგენა ეწინააღმდეგება შემდეგ მოვლენას. არსებობენ ისეთი ტიპის მცენარეები რომელთა გამრავლებისთვის მათი ყვავილები აუცილებლად მოითხოვენ მწერთაგან დამტვერვას. მცენარეთა შექმნიდან მწერთა შექმნამდე თუნდაც ერთი მილიონი წელიც რომ გასულიყო ზემორე ტიპის მცენარეები გადაშენდებოდნენ.
მცდარია დედამიწის დანალექი ქანების ასაკის შეფასება ასეულობით მილიონი წლით, რადგან იპოვეს ხის მორი რომელიც მოთავსებული იყო რამდენიმე დანალექ ქანში, რომელთა ასაკი მანამდე მცდარად განსაზღვრეს ათეულობით მილიონი წლით.
ევოლუციის თეორია გვეუბნება ადამიანი ცხოველისგან წარმოიშვაო, ამიტომ საგანგაშო არააო და ბუნებრივიაო ცხოველის დონემდე დაცემაო. ასეთი ქვეტექსტი გამომდინარეობს ევოლუციის თეორიიდან!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Mar 12 2017, 06:30 AM
პოსტი #576


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ჸიონ


ციტატა
ამ თემას კარგა ხნის უკან გავეცანი და რადგან იმ დროს ამ ფორუმის წევრი არ ვიყავი, გადავწყვიტე ახლა დავწერო ის, თუ რომელ აზრს ვემხრობი. უმეტესობა რაზეც ახლა მოკლედ დავწერ ამ თემაში უკვე თქვეს.


ზუსტად 9 წელი არის გასული, რაც აქ კრეაციონიზმზე საუბრები მიდიოდა. rolleyes.gif
თუმცა სჯობს გვიან ვიდრე, არასდროს.

ციტატა
ბიბლიური შესაქმის 6 დღის სიმბოლური გააზრება და მასში ევოლუციის დაშვება შეუძლებელია, რადგან ღმერთი ყოვლადკეთილია, ის ქმნის სრულყოფილს და უკვდავს, რასაც ადასტურებს სიტყვა "კარგი", როგორც შეფასება შესაქმის ყოველი დღის შედეგის. ევოლუციის პროცესი კი საწინააღმდეგოს გულისხმობს, ის ითხოვს სიკვდილს, დაუნდობელ ბრძოლას გადარჩენისთვის, მუტაციიდან გამომდინარე სიმახინჯეს.

ფაქტია სიკვდილი არსებობს. ამას ვერ გავექცევით. შესაბამისად სიტყვა "კარგი" არ არის მაინცდამაინც სავალდებულო შეესაბამებოდეს ისეთ სუბსტანციას, რაც არ განიცდის სიკვდილს ან თუნდაც მუტაციას.
ფილოსოფიური ასპექტების მოყვანა ზუსტი მეცნიერების არგუმენტების საპირწონედ გამოუსადეგარია.


ციტატა
ბიბლიური შესაქმის 6 დღის სიმბოლური გააზრება და მისი, როგორც მილიონობით ან მილიარდობით წლების წარმოდგენა ეწინააღმდეგება შემდეგ მოვლენას.

დედამიწის და ასევე სამყაროს შეფასების მეთოდები ძალიან კომპლექსურია, მოიცავს ძალიან ბევრ მოვლენას. რომელ ერთს ეწინააღმდეგება?!

ციტატა
არსებობენ ისეთი ტიპის მცენარეები რომელთა გამრავლებისთვის მათი ყვავილები აუცილებლად მოითხოვენ მწერთაგან დამტვერვას. მცენარეთა შექმნიდან მწერთა შექმნამდე თუნდაც ერთი მილიონი წელიც რომ გასულიყო ზემორე ტიპის მცენარეები გადაშენდებოდნენ.

გესმით ხომ ევოლუციის თეორიის არსი?
შესაძლებელია ეგ მწერები და მცენარეები თანადროულად არსებობდნენ. შეიძლება მწერების არსებობამდე მცენარეების გამრავლებისათვის აუცილებელი მტვერი გადაქონდა ქარს და ა.შ.

ძალიან სუსტი არგუმენტია.

ევოლუცია ზუსტადაც რომ გულისხმობს ტრანსფორმაციას მილიონობით წლის განმავლობაში. ასე მარტივად რატომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არის რაღაც მცენარე, რომელსაც რაღაც მწერისგან სჭირდება დამტვერვა და რომ ისინი ყოველთვის ერთად უნდა არსებობდნენ. 100 მილიონი წლის წინ სულ სხვა გარემო იყო დედამიწაზე.

ციტატა
მცდარია დედამიწის დანალექი ქანების ასაკის შეფასება ასეულობით მილიონი წლით, რადგან იპოვეს ხის მორი რომელიც მოთავსებული იყო რამდენიმე დანალექ ქანში, რომელთა ასაკი მანამდე მცდარად განსაზღვრეს ათეულობით მილიონი წლით.


არ ვიცი კონკრეტულად რომელ მორზეა ლაპარაკი, მაგრამ სამყაროს მილიარდობით წელი კოსმოლოგიური მეთოდებით მტკიცდება სულ რომ არ არსებობდეს ნალექით/ქანებით შეფასება. ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ.

IPB-ს სურათი

მაგალითად, ეს არის მინკოვსკის რადიოგალაქტიკა, რომელიც ,,მენახირეს" თანავარსკვლავედის მიმართულებით მოჩანს. მანძილი გალაქტიკამდე 5 მილიარდი სინათლის წელია. ე.ი. ჩვენ მას ისეთს ვხედავთ, როგორიც იყო ზუსტად 5 მილიარდი წლის წინ. სამყარო რომ მინიმუმ 5 მილიარდი წლის არ იყოს, ამ გალაქტიკას ვერ დავინახავდით და არც ეს ფოტო იარსებებდა.

ციტატა
ევოლუციის თეორია გვეუბნება ადამიანი ცხოველისგან წარმოიშვაო, ამიტომ საგანგაშო არააო და ბუნებრივიაო ცხოველის დონემდე დაცემაო. ასეთი ქვეტექსტი გამომდინარეობს ევოლუციის თეორიიდან!

აქ ჩვენ ზუსტი მეცნიერების არგუმენტებზე ვკამათობთ ანუ ფაქტებით, რისი გაზომვაც შეიძლება.

შესაბამისად თუ ვინმე საზოგადოებრივი მორალის, ადამიანის დაცემის და ა.შ. გამართლებას დაიწყებს იმით რომ ადამიანი ევოლუციის გზით არის წარმოშობილი, ეს მისი პრობლემაა. ქვეტექსტები ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ობიექტური მეცნიერება სულ სხვა რაიმეა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Mar 12 2017, 04:14 PM
პოსტი #577


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



მოკლედ, ეს მართლმადიდებლური ქრისტიანული ფორუმია და ადმინისტრაცია არ ყავს? ვინც მკრეხელობას დაწერს დაბლოკეთ, არიან ადამიანები რომლებიც ბიბლიას უდიერად იხსენიებენ და რწმენასაც ეჭქვეშ აყენებენ , ასეთებს არ ღირს ესაუბრო, ისინი შფოთს და ეჭვებს შემიიტანენ... გაგებაც არ უნდათ ტყუილად ეკამათებით. ცენზურა უნდა იყოს აქ მე ვფიქრობ..


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჸიონ
პოსტი Mar 14 2017, 09:23 PM
პოსტი #578


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-February 17
წევრი № 14,554



გიორგი
ციტატა
ფაქტია სიკვდილი არსებობს. ამას ვერ გავექცევით. შესაბამისად სიტყვა "კარგი" არ არის მაინცდამაინც სავალდებულო შეესაბამებოდეს ისეთ სუბსტანციას, რაც არ განიცდის სიკვდილს ან თუნდაც მუტაციას.

რადგან სიკვდილზე ვსაუბრობთ, მოდით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას დავაკვირდეთ. წარღვნამდე პატრიარქების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 800 წელი, წარღვნის შემდეგ - 120 წელი, ახლა - 80 წელი. როგორც ხედავთ ტენდენცია მკვეთრი შემცირებისკენაა, ანუ სამოთხიდან გამოგდების პერიოდიდან დღემდე 10-ჯერაა შემცირებული. შესაბამისად სამოთხეში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იქ საუკეთესო სულიერი და მატერიალური პირობებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო 800 x 10 x N წელი, სადაც N არის რამე დიდი რიცხვი. ეს ფაქტიურად უკვდავობას ნიშნავს. ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ სიკვდილს, რომ ის ყველა დროის აბსოლუტური კანონზომიერება გვგონია. სიკვდილს, სიმახინჯეს და ჩაგვრას სამოთხეში არაფერი ესაქმებათ, მათზე არ ითქმის კარგიაო.
ციტატა
შესაძლებელია ეგ მწერები და მცენარეები თანადროულად არსებობდნენ.

ეს ეწინააღმდეგება შესაქმის აღმწერ ტექსტს. მცენარეები ღმერთმა შექმნა მესამე დღეს, ხოლო სხვა ცოცხალი სულდგმული მეხუთე და მეექვსე დღეს.
ციტატა
შეიძლება მწერების არსებობამდე მცენარეების გამრავლებისათვის აუცილებელი მტვერი გადაქონდა ქარს.

ახლაც არსებობენ მცენარეები, რომლებსაც ისეთი დახურული ყვავილი აქვთ, რომ ქარი ვერ დამტვერავს. მათ მხოლოდ სპეციალური მწერი მტვერავს.
ციტატა
მაგალითად, ეს არის მინკოვსკის რადიოგალაქტიკა, რომელიც ,,მენახირეს" თანავარსკვლავედის მიმართულებით მოჩანს. მანძილი გალაქტიკამდე 5 მილიარდი სინათლის წელია ...

ასტროფიზიკოსების მიერ წარმოდგენილი სამყაროს განვითარების თეორია მცდარია. რადგან შესაქმის აღმწერი ტექსტის მიხედვით ღმერთმა მესამე დღეს შექმნა დედამიწა და მცენარეები, ხოლო მეოთხე დღეს შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
ციტატა
აქ ჩვენ ზუსტი მეცნიერების არგუმენტებზე ვკამათობთ ანუ ფაქტებით, რისი გაზომვაც შეიძლება.
შესაბამისად თუ ვინმე საზოგადოებრივი მორალის, ადამიანის დაცემის და ა.შ. გამართლებას დაიწყებს იმით რომ ადამიანი ევოლუციის გზით არის წარმოშობილი, ეს მისი პრობლემაა. ქვეტექსტები ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ობიექტური მეცნიერება სულ სხვა რაიმეა.

ბიბლიის წმიდა მამებისეული განმარტება ზუსტად რომ ობიექტურ მეცნიერებას ქმნის. ეს მეცნიერება ეხება ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას. ის ეფუძნება იესო ქრისტეს ჯვარცმას და მის ბრწყინვალე აღდგომას კაცობრიობის გამოხსნისთვის და გამყარებულია წმიდა მოციქულთა, მოწამეთა, აღმსარებელთა და მართალთა მოღვაწეობით.
რაც შეეხება გაზომვას, მეცნიერულობის ეს კრიტერიუმი დაცვულია, აქ ყველაფერი ნაყოფით იცნობა და იზომება, რადგან მაცხოვარი ამბობს:
"ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.
თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ (მათე 7:15-20)".
"ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე (მათე 12:33)".
თუ მართლმადიდებელი ქრისტეანი ხარ, ბოლომდე უნდა მიიღო მართლმადიდებლური დოგმატიკა და კატეხიზმო. შესაქმის განმმარტებელი არცერთი წმიდა მამა არ ცნობდა შესაქმეში ევოლუციას, ამაზე ამ თემაში უკვე დაწერეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V « < 27 28 29
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 05:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი