საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
marine |
Nov 29 2007, 04:19 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფარსმან ვარაზ-ბაქარის (უფროსი) ძე
ქართლის მეფე IV-V ს. მიჯნაზე - ლეონტი მროველის თანახმად განუდგა ირანს და ხარკი შეუწყვიტა. გაამრავლა ჯვარნი და განაახლა ეკლესიები. მემატიანე მას ბოლნისის სიონის აშენებას მიაწერს. თრდატის დისწული - ქართლის მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით. პეტრე იბერის ასურული „ცხოვრების“ ცნობით ფარსმანი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა კეისრის კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ეკავა სარდლის თანამდებობა. დედოფალ ევდოქსიასთან სასიყვარულო ისტორიის გამო სამშობლოში გამოიქცა. მან თეთრი ჰუნების დახმარებით ქართლის ტახტი დაიკავა. მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე ქართლის მეფე V ს. 10-იან წლებში - ლეონტი მროველის თანახმად, დედით რევიანი, მამით ბაქარიანი. აწარმოებდა ბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მირდატი იყო „კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი“, „ლაღი და ამპარტავანი.“ ებრძოდა ბიზანტიას კლარჯეთისათვის, ხოლო სპარსელებს ხარკიც კი შეუწყვიტა. შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ირანის შაჰმა იეზდიგერდ I-მა (399 – 421) ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბრძოლა მოხდა გარდაბანთან. ქართველები დამარცხდნენ. მირდატი დაატყვევეს. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა. მირდატ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეთ დადგენილია 8 (21) აგვისტო. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით - „წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.“ ბუზმიჰრი* - ქართლის მეფე იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრების“ ცნობით. აქ იგი მოხსენიებულია პეტრე იბერის მამად (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს). * გ. მელიქიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბუზმიჰრი ან ბიზანტიელთა მყოფი კლარჯეთის ხელისუფალი იყო, ან იდენტური პირია მეფე მირდატისა. ლ. ნ. ჯანაშიას ვარაუდით ბუზმიჰრი ქართლის სამეფო-საგვარეულოს წარჩინებული პირია. უმეფობა (V ს. 10-იან წლებში) ირანელებმა ქართლი საგამგებლოდ ალბანეთში მჯდომ ირანის მოხელეს დაუქვემდებარეს. ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი წლის შემდეგ ქართლის აზნაურებმა ისარგებლეს მომენტით, როდესაც ირანის შაჰი აღმოსავლეთით მტრებთან ბრძოლით იყო დაკავებული და ქართლში არჩილი გაამეფეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 30 2007, 03:31 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არჩილ* მირდატის ძე
ქართლის მეფე V ს. 20-30-იან წლებში - ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს თანახმად. მემატიანე არჩილის მეფობის შესახებ ამბობს: „განაცხადა მტერობის სპარსთა, გამოაჩინა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი. “ მან ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის იობიანის (363-364) შთამომავალი - მარიამი. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით მის დროს „მოგუნი მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა.“ * არჩილი „ქართლის ცხოვრების“ ძველი ციკლის, ანასეულ, შალაშვილისეულ და მარიამისეულ ნუსხებში მირდატის ძმისწულად და თრდატის ძედ არის დასახელებული, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ სხვა ნუსხებში, მაგ. რუმიანცევისეულ, თეიმურაზისეულ... ნუსხებში, აგრეთვე „ქართლის ცხოვრების“ სომხურ თარგმანში (X ს.) არჩილ მირდატის ძედ. სპეც. ლიტ. ამ უკანასკნელს იზიარებენ. ამდენად, ჩვენც არჩილი მირდატის ძედ წარმოვადგინეთ და გადავუხვიეთ „ქართლის ცხოვრების“ ყაუხჩიშვილისეულ გამოცემას. მირდატ არჩილის ძე ქართლის მეფე V ს. 30-50 წლებში - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს თანახმად. ჯუანშერის ცნობით მირდატი მამის სიცოცხლეში დაქორწინდა. ცოლად შეირთო რანის (მტკვირს მარჯვენა სანაპიროს ისტ. ალბანეთი) ირანელი მოხელის ბარაზბოდის ასული საგდუხტი, ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისაგან საუფლისწულოდ მიიღო ქ. სამშვილდე, მისი საერისთავო ქვეყნით. საგდუხტმა აქ სამშვილდის სიონი ააშენა. წყაროების მიხედვით ქართლში ისევ ირანელები ბატონობენ. მირდატი იყო ვახტანგ გორგასლის მამა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ketusa |
Dec 1 2007, 12:00 AM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 |
marine
ალბათ ამის შემდგეს ვახტანგ გორგასალს დაწერ. ისე ჩემი აზრით დასაწყისში მეფეები აკლია აი მაგ: გიორგი I (1014-1027); ბაგრატ IV (1027-1072); გიორგი III (1072-1084): თამარი (1084-1213); გიორგიIV-ლაშა (1213-1223); რუსუდანი (1223-1245). 1245-14-247 წელი იყო უმეფობა საქართველოში და მერე უკვე ორმეფობა. ახლა რო არ ჩამეთვლოს არა მკითხე მოამბეში გავჩერდები. თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ მუდამ თქვენი მონამორჩილი -------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
marine |
Dec 3 2007, 11:14 AM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ალბათ ამის შემდგეს ვახტანგ გორგასალს დაწერ. ისე ჩემი აზრით დასაწყისში მეფეები აკლია აი მაგ: გიორგი I (1014-1027); ბაგრატ IV (1027-1072); გიორგი III (1072-1084): თამარი (1084-1213); გიორგიIV-ლაშა (1213-1223); რუსუდანი (1223-1245). 1245-14-247 წელი იყო უმეფობა საქართველოში და მერე უკვე ორმეფობა. ახლა რო არ ჩამეთვლოს არა მკითხე მოამბეში გავჩერდები. თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ მუდამ თქვენი მონამორჩილი ketusa, ძალიან გამიხარდა შენი პოსტი რომ ვნახე სიხარულით მივიღებთ ყველა იმ მასალას, რასაც მოგვაწვდი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ketusa |
Dec 6 2007, 12:02 AM
პოსტი
#45
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 |
ketusa, ძალიან გამიხარდა შენი პოსტი რომ ვნახე სიხარულით მივიღებთ ყველა იმ მასალას, რასაც მოგვაწვდი კაი ჩემო კარგო აუცილებალდ დავწერ დაე ყველამ გაიგოს რა კარგები ვიყავით რომ ასე კარგებმა ვიცხოვროთ კარგების მობაძვის, p.s რაღაცა ვთქვი მაგრამ ალბათ გამგები გაიგებს -------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
marine |
Dec 6 2007, 03:10 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კაი ჩემო კარგო აუცილებალდ დავწერ დაე ყველამ გაიგოს რა კარგები ვიყავით რომ ასე კარგებმა ვიცხოვროთ კარგების მობაძვის, ვახტანგ გორგასალი ქართლის მეფე V ს. მე-2 ნახევარში - ვახტანგ მეფეზე „ქართლის ცხოვრებაში“ ცალკე თხზულება არის შესული „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დონეზე (კახეთ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისკოპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო. მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა. ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა. დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. ჯუანშერის სიტყვით: „და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა და უმშვენიერეს სახითა და ძლიერ ძალითა.“ შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას „ვახტანგიანს“ და „გორგასლიანს“ უწოდებდნენ. „გორგასალი“ (სპარსულად „მგლისთავს“ ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული. ვახტანგი ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. იგი დაუკრძალიათ მცხეთაში, მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოველის ახალი ტაძარი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული. ქართულმა ეკლესიამ დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღე 30. XI (13. XII) დააწესეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ketusa |
Dec 6 2007, 11:19 PM
პოსტი
#47
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 |
marine
შეიძლება რო დავამატო? V საუკუნის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე მითრიდატი. ამ დროს მისი ძე ვახტანგი 7 წლისა იყო ამიტომ ტახტზე ავიდა მისი დედა. ვახტანგი ანუ ვარან-ხვასრო-თანგ წილიხოსრო გამეფდა 457 წელს. იგი გარდაიცვალა 502 წელს 60 წლის ასაკში. მადლობა გაიხარე ასეთი კარგი თემის გახსნისთვის. ნეტა ვინმე ნახულობსდა კითხულობ რასაც წერ? -------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
marine |
Dec 7 2007, 12:25 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine შეიძლება რო დავამატო? V საუკუნის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე მითრიდატი. ამ დროს მისი ძე ვახტანგი 7 წლისა იყო ამიტომ ტახტზე ავიდა მისი დედა. ვახტანგი ანუ ვარან-ხვასრო-თანგ წილიხოსრო გამეფდა 457 წელს. იგი გარდაიცვალა 502 წელს 60 წლის ასაკში. მადლობა გაიხარე ასეთი კარგი თემის გახსნისთვის. ნეტა ვინმე ნახულობსდა კითხულობ რასაც წერ? რათქმაუნდა შეიძლება და დიდი მადლობა დამატებითი ინფორმაციისთვის ვისაც საქართველოს ისტორია უყვარს და აინტერესებს ის კითხულობს კიდეც ასეთები კი ღმერთმა გვიმრალოს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ketusa |
Dec 7 2007, 09:06 PM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 |
ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების დროს ეგრისის ანუ ლაზიკის სამეფო შესუსტდა. მისმა მეფემ, გუბაზ I-მა, მოისურვა ბიზანტიის მმართველობიდან გამოსვლა და ტახტზე, თავის თანამოსაყდრედ, შვილი აიყვანა. იმპერატორმა ლაზების წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება ბრძანა და მარცხიც იწვნია, მაგრამ ამის შემდეგს ახალი ომისთვის მზადება დაიწყო. გუბაზმა კი ელჩები გაგზავნა შაჰთან და ბისანტიის იმპერატორთან. შაჰმა მას უარი განუცხადა. იმპერატორმა კი შემოუთვალა ან ომი შეწყვიტე ან გადადექიო. ამის გამო იგი გადადგა და მიაღწია იმას რაც სურდა, მისმა შვილმა მეფობა ბიზანტიისგან კი არა მამამისისგან მიიღო. გუბაზ I-ის შემდეგ ტახტზე ავიდა წათე I.
წათე I მან თავდაპირველად ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო რადგან VI საუკუნეში ირანი აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდა კავკასიაში და მეფესაც სჭირდებოდა მასთან თანამშრომლობა, თან ირანი ბიზანტიის აშკარა მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ მან მალევე უარყო უცხო რჯული და ქრისტიანი ავიდა ტახტზე. მისმა ასეთმა საქციელმა განარისხა შაჰი ლაზთა მეფემ კი დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა. მათ ერთიანი ძალებით დაამარცხეს ირანელები. VI საუკუნის 30-იან წლებში სირიიდან ქართლში მოვიდნენ საეკლესიო მოღვაწეები, ასურელი მამები, სწორედ მათ ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი საქართველოში. -------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
ketusa |
Dec 7 2007, 09:16 PM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,237 |
ბიზანტიით შეწუხებულმა ლაზებმა მათ წინააღმდეგ ომში დახმარება ირანიშ შაჰს ხოსრო I-ს სთხოვეს. ხოსრო I-ის დროს ირანი გაძლიერდა.
"დიდი ომიანობა ეგრისში" 542 წელს ხოსროI დიდ ჯარით ქართლში შემოვიდა. მასთან გამოცხადდა ლაზიკის მეფე გუბაზ II (წათეI-ის შვილი) ირანელთა და ლაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ბისანტიელების მთავარი დასაყრდენი ციხესიმაგრე პეტრა. ამ დამარცხების შემდეგს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო 5 წლიანი ზავი. ირანმა იფიქრა რომ ლაზები ბიზანტიელთა უღელს არ გაცვლიდნენ ირანელთაზე და ამიტომ დასავლეთში ჩამოასახლა ირანული ტომები. ამის შემდეგ მეფე ხან ირანელებს და ხან ბიზანტიელებს ემხრობოდა. 554წელს კი იგი მოკლეს. ტახტზე ავიდა გუბაზის ძმა წათე II. 562 წელს კი ომი დამთავრდა ირანელებმა საქართველო ბიზანტიას დაუთმეს. -------------------- ისე მოექეცი სხვას როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!
|
marine |
Dec 17 2007, 01:44 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დაჩი ვახტანგის ძე
ქართლის მეფე V-VI ს. მიჯნაზე - "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს და ჯუანშერის თანახმად. ვახტანგ გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალანდუხტისაგან. იგი იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის სახელით. ჯუანშერის ცნობით, მან დაასრულა მამის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და ვახტანგის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთა დარჩა კათალიკოსთა სამყოფელ ქალაქად. ამ დროს აშენდა ანჩისხატის ეკლესია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2008, 02:18 PM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
"მოქცევაჲ ქართლისაჲ" და "ქართლის ცხოვრება" (ჯუანშერი) დაჩის შემდეგ ასახელებს ქართლის მეფეებს: ბაკური, დაჩის ძე - მის შესახებ მემატიანემ არაფერი შემოგვინახა. ფარსმანი, ბაკურის ძე - დამძიმდა ირანის ბატონობა. ფარსმანი, ფარსმანის ძმისწული - იყო მორწმუნე და "ჰმატა ეკლესიათა შემკობა." მან მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის მხარეს VI ს. ოცდაათიან წლებში ხასკუნთა წინააღმდეგ ლაშქრობაში. ამის შესახებ მოთხრობილია "შიომღვიმელის ცხოვრება"-ში. ბიზანტიისადმი გაწეული ამგვარი სამსახურის შემდეგ, ფარსმანი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით მიიღეს. ფარსმანმა ბიზანტიაში ყოფნისას მნიშვნელოვანი პრივილეგიები გამოითხოვა ქართული ეკლესიისათვის. ჯუანშერის მიხედვით "ამ დროიდან აღარ მოჰყავდათ კათალიკოსი საბერძნეთიდან, არამედ ქართველები... სხდებოდნენ კათალიკოსად." ბაკური, ფარსმანის ძე - მხოლოდ დასახელებულია. აღნიშნული მეფეების მოღვაწეობა VI ს. 40-იან წლებამდე მოდის. ამ ცნობებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, სადაც ნაჩვენებია, რომ ქართლში მეფობა ირანელებმა 541 წლისათვის გააუქმეს. ქართული წყაროების სისწორის დასადასტურებლად განხილულია ბიზ. ავტორების იოანე მალალას (VIს) და თეოფანე ჟამთააღმწერლის (IX ს.) ცნობები. სპეციალურ ლიტერატურაში უპირატესობას ანიჭებენ ბიზ. ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის (VIს.) ცნობას, რომლის მიხედვითაც VIს. I ნახევარში ქართლში მეფობდა: გურგენი - რომელსაც ირანის შაჰმა კავადმა (488 - 531 ) ქართლში მაზდიანური რელიგიის გავრცელება მოსთხოვა. გურგენმა მოლაპარაკება გამართა ბიზ. იმპ. იუსტინე კეისართან. მისის დახმარების იმედით 523 წ. აჯანყდა. მაგრამ ბიზანტიელებმა ქართლს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. გურგენი ირანელებთან დამარცხდა და იძულებული გახდა ოჯახით ბიზანტიაში გადასახლებულიყო. ამით ქართლში მეფობა დასრულდა. მეფობის გაუქმების დამტკიცება მოხდა 532 წ. ირან-ბიზანტიის "საუკუნო ზავის" შედეგად. ქართლი, მეფობის გაუქმების შემდეგ, გამოცხადდა ირანის ერთ-ერთი სამხედრო ადმინისტრაციული მხარის (კუსტაკის), კერძოდ, კავკასიის კუსტაკის შაჰრად (ოლქად). მას სათავეში მარზპანი (ოლქის მმართველი) ჩაუყენეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 21 2008, 03:12 PM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართლის ერისმთავრები
გურგენი (გუარამი) ქართლის ერისმთავარი VI ს. 70/90 წ. - ქართული წყაროების "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს, "ქართლის ცხოვრების" (ჯუანშერი, "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძე) და ვახუშტის მიხედვით გუარამი. VI ს-ის ბიზანტიელი ავტორის თეოფანე ქრონოგრაფის ცნობით გურგენი. მის დროს სასანური ფულის მიბაძვით მოიჭრა მონეტები, რომლებზეც წარწერილია "გნ", რაც ადასტურებს, რომ მისი სახელი არის გურგენი. სამეც. ლიტ. გურგენს გუარამთან აიგივებს. მიაჩნიათ, რომ "გუარამი" "გურგენის" გვიანდელი სახეცვლილება შეიძლება იყოს. ჯუანშერის მიხედვით გუარამი ვახტანგ გორგასლის უმცროსი ძის, მირდატის დისწულია (ე. ი. ვახტანგის შვილიშვილი ქალის ხაზით.) ირანელების მიერ ქართლში მეფობის გაუქმება, როგორც სჩანს, დიდხანს არ გაგრძელებულა. 571 წელს ამიერკავკასიაში დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ. ქართლში აჯანყებულებს სათავეში გურგენი ჩაუდგა. ქართველებმა დაამარცხეს ირანელი სარდალი გოლონ-მიჰრი და დახმარება ბიზანტიის კეისარს იუსტინე II-ს (565-578) სთხოვეს. ბიზანტიის ჩარევამ აჯანყებულთა მხარეს ბირანტია-ირანის ახალი ომი (დაირღვა 562 წ. დადებული ბიანტია-ირანის ზავი) გამოიწვია, რომელიც ოცი წელი გრძელდებოდა. 579 წელს ირანის ტახტზე ავიდა ჰორმიზდ IV. რომელიც იძულებული გახდა გურგენი ქართლის გამგებლად ეცნო. მართალია იმ ხანად ქართლი ირანის გავლენისაგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ წარმოიშვა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოს არსებობაზე მიუთითებს. სუმბატ დავითის ძე გუარამს (გურგენი) ბაგრატიონთა გვარის მამამთვრად თვლის. (გუარამის ზეობის თარიღები: 575-600 წ., 545-586 წ. 571-590წ. და სხვა). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 23 2008, 05:19 PM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯუანშერი
ქართლის ერისმთავარი 590-591 წ. - უნიკალური "ქართულ-სანაური" ვეცხლის მონეტის მიხედვით, სადაც დაქარაგმებულად გამოსახულია სიმბოლო, რომელსაც გ. დუნდუა კითხულობს ჯონბერ/ჯუანშერი. არის მოსაზრება, რომ აღნიშნულ წლებში ერისმთავრად იჯდა ჯუანშერი (ეს სახელი საქართველოში უფრო გავრცელებულია). დასახელებული ერისმთავარი წერილობით წყაროებში არ მოიხსენიება. მონეტა მოჭრილია გურგენის მონეტის მიბაძვით. ლიტ.: გ. დუნდუა, ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები, "მაცნე", ისტ. სერია, N3 1976. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
q-e-T-i |
Jan 24 2008, 01:13 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.
საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია. ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.). საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან). ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში. საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.). ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.) მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.). კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.). იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.). ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.). ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.). იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.). ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I - 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.). ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.). ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის. ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის. ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4. ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21 -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
marine |
Jan 24 2008, 01:14 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი. საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია. ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.). საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან). ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში. საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.). ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.) მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.). კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.). იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.). ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.). ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.). იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.). ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I - 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.). ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.). ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის. ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის. ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4. ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21 დიდი მადლობა, ქეთი, საინტერესო პოსტისთვის -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 29 2008, 01:53 PM
პოსტი
#57
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სტეფანოზ I
ქართლის ერისმთავარი VI-VII ს. მიჯნაზე - ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით გურამის (გურგენი) ძე. მოხსენიებულია ქართულ ნარატიულ ძეგლებში, არსებულ ერისმთავართა სიაში, ასურულ მამათა ცხოვრებაში, ეპიგრაფიკულ ძეგლებში, მის მიერ მოჭრილ მონეტათა ზედწერილებში. სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში ქართლის საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. 589 წ. ირანის შაჰი ჰორმიზდ IV მისმა სარდალმა ბაჰრამ ჩუბინმა ტახტიდან ჩამოაგდო. შაჰის მემკვიდრე ხოსრო II ფარვიზი 591 წელს ირანის ტახტზე ბიზანტიის კეისრის მავრიკეს დახმარებით ავიდა. ამ დახმარების სანაცვლოდ მან ბიზანტიას სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი დაუთმო. ქართლმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობა აღიდგინა, რადგან ბიზანტია მისგან მხოლოდ მოკავშირეობას ითხოვდა. ეს პოლიტიკური მდგომარეობა კარგად აისახა სტეფანოზის მიერ მოჭრილ მონეტებზე. მან პირველმა გამოსახა მაზდეანური ემბლემის, მოგიზგიზე ცეცხლის ნაცვლად კვარცხლბეგზე აღმართული ჯვარი და სრულად წააწერა ქართულად საკუთარი სახელი. სასანური ტიპის მონეტებზე ჯვრის მოთავსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამით ქართლმა ფაქტიურად საქვეყნოდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციები. სტეფანოზი I -ის ვერცხლის ფული მოჭრილია ჯერ ჵორმიზდ IV - ის (579-590) მონეტების, შემდეგ კი ხოსრო II -ის (591-628) ადრეული დრაქმების მიბაძვით. სტეფანოზი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო. ააგო მცხეთი ჯვრის ერისმთავართა საგვარეულო ტაძარი, რომლის ფასადზეც გამოსახულია სტეფანოზის და მისი სახლის წევრების: ძმის - დემეტრეს, შვილის - ადარნესეს და შვილიშვილის ქობულ-სტეფანოზის რელიეფური ქანდაკება. რელიეფის წარწერაზე სტეფანოზი წოდებულია „ქართლის პატრიკიოსად“ (ბიზანტიური ტიტული). მისი მმართველობის დროს ქართლი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილისის გაფართოება. (სტეფანოზის მოღვაწეობის დათარიღება: ა. ბოგვერაძე 590/91 – 602/605 წ. ნ. შოშიაშვილი 591-602/603. გ. ჩუბინაშვილი 586/90-604/605 წ., გ. დუნდუა 593-602 წ.) ქართლი ბიზანტიის გავლენის ქვეშ დიდხანს დარჩენილა. 604 წელს ხოსრო II-ემ ზავის (591 წ.) პირობები დაარღვია და ბიზანტიის დიდი ტერიტორიები წაართვა. მათ შორის ქართლი. ბიზანტიის ტახტზე 610 წ. ჰერაკლე კეისარი (610-640 წ.) ავიდა, რომელმაც წარმატებით დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ჰერაკლე კეისარმა, ხაზართა ხაკან ჯაბღუსთან ერთად (627-628 წ.), ალყა შემოარტყა თბილისს. ამ დროს ერისმთავრად იჯდა სტეფანოზ I. მეცნიერთა ის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ცნობას იზიარებენ (მ. ჩხარტიშვილი, ვ. გოილაძე) სტეფანოზის მოღვაწეობის პერიოდს VII ს. 30-იან წლებით ათარიღებს. მეცნიერთა უმეტესობა ეყრდნობა „ეპისტოლეთა წიგნის“ ცნობას, რომლის მიხედვითაც, მონოფიზიტი სტეფანოზ I დიოფიზიტობის აქტიურმა დამცველმა კირიონ კათალიკოსმა გადააყენა და 604 წელს ერისმთავრად დასვა ადარნასე (იხ.საქ. ისტ. ნარკვევები, ტ. 2). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Amuza |
Feb 1 2008, 12:25 AM
პოსტი
#58
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ერეკლე II ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო მეფეა.
ვერ დავეთანხმები, იმ ისტორიკოსებს,რომლებიც თვლიან, რომ ერეკლე II - ემ რაიმე შეცდომა დაუშვა. თუმცა უნდა აელაგმა ურჩი თავადები. ყოველთვის ამპარტავანი თავადები აფუჭებდნენ საქმეს!!! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Lenus |
Feb 1 2008, 08:51 AM
პოსტი
#59
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Feb 1 2008, 04:14 PM
პოსტი
#60
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ადარნასე
ქართლის ერისმთავარი VII ს. I ნახევარში - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ გარდა მოხსენიებულია „ეპისტოლეთა წიგნში“. მცხეთის ჯვრის ტაძრის წარწერებზე, ვიპატოსის ბიზანტიური ტიტულით. ადარნასეს ერისმთავრობის ხანაში, 604 წელს ირანი აახლებს ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ, გადადის შეტევაზე და ართმევს მას ტერიტორიებს. მძიმდება ქართლის მდგომარეობაც. ეყრდნობა რა ქვემო ქართლის საპიტიახშოს, რომელიც ამ პერიოდშიც პროირანული ორიენტაციისა, ირანი აქტიურად უტევს ქართლის სამეფოს. ადარნასე ირანს უპირისპირებს ბიზანტიური ორიენტაციის პოლიტიკას. როგორც სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი წერს, მას კეისრისაგან სამმაგი ბიზანტიური ტიტული ჰქონდა მიღებული. სარწმუნოებრივ სფეროში, ერის სულიერი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ქართლმა ანტიირანული პოზიცია დაიჭირა. მან უარყო მონოფიზიტობა და დიოფიზიტურ მრწამსს დაადგა. დიოფიზიტობის ენერგიული მომხრეები იყვნენ ადარნასე ერისმთავარი და კირიონ ქართლის კათალიკოსი. 606-608 წლებში აღნიშნულ ნიადაგზე მოხდა სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილება. ამ ამბის ამსახველი წერილები შესულია ქართველ-სომეხთა კათალიკოსების მიმოწერაში „ეპისტოლეთა წიგნი“. გამოდიოდა რა სომხეთი მონოფიზიტობის აპოლოგეტად, ირანის წინაშე თავს იდო ქართლში მონოფიზიტობის გავრცელება. რადგან ქართლის კათალიკოსისა და მმართველი წრეების დაყოლიება არ მოხერხდა, აბრამ სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა „საყოველთაო ეპისტოლე,“ სადაც სომხებს ქართველებთან და ალბანელებთან, ვაჭრობის გარდა ყოველგვარი კავშირი აუკრძალა. ადარნასე მცხეთის ჯვრის წარწერაში დასახელებულია სტეფანოზ I-ის ძედ. ამ ცნობას ადასტურებს სუმბატ დავითის ძე. ჯუანშერი კი ადარნასეს ბაკურ მეფის ძედ მიიჩნევს (ბაკური - ვახტანგ გორგასლის უფროსი ვაჟის, დაჩის შთამომავალი - კახეთის შტოს წარმომადგენელი), რომელიც ერისმთავრად გახდომამდე კახეთში ერისთავად იჯდა. სამეცნიერო ლიტერატურაში მეცნიერთა ნაწილი ჯუანშერის ცნობას იზიარებს. ვფიქრობთ, უპირატესობა მცხეთის ჯვრის წარწერას უნდა მიენიჭოს. (ადარნასეს ზეობის წლები: ვახუშტი 619-639 წ., გ. ჩუბინიშვილი 604-605-634-635 წ.) 614 წელს ირანმა კიდევ უფრო გაამკაცრა სარწმუნოებრივი პოლიტიკა და გააძლიერა შეტევა. ჯუანშერის ცნობაზე დაყრდნობით ა. ბოგვერაძეს და ზ. ალექსიძეს მიაჩნიათ, რომ ადარნასემ და კირიონ კათალიკოსმა იძულებით დატოვეს ქართლი და კახეთში გადავიდნენ. ადარნასემ ხელისუფლება ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ (627/28წ) ისევ დაიბრუნა. ამ შუალედში ქართლის ერისმთავრობა ვარსამუსემ მიიღო, რადგან თბილისის აღების აღწერისას თეოფანე ჟამთააღმწერელი იბერიის მთავრად სწორედ ასახელებს (მოსაზრება ვარსამუსეს ერისმთავრობის შესახებ ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილმა გამოთქვა). ვარსამუსე გერმანელ აღმოსავლეთმცოდნეს ი. მარკვარტს ქვემო ქართლის პიტიახშად მიაჩნია. ამ აზრს იზიარებს ნ. შოშიაშვილი და თვლის, რომ ადარნასემ ერისმთავრობა შეინარჩუნა. ოღონდ შეუმცირდა იურისდიქცია, რომელიც თბილისის აღების შემდეგ ისევ აღიდგინა. ვ. გოილაძისთვის ვარსამუსი ქართლის პიტიახშია. თუმცა 628 წელს მისი აზრით, ერისმთავარი სტეფანოზ პირველია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი