პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Jan 28 2008, 02:28 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კარგი ლექსია, მარი თემას ვაგრძელებ: რაც იყო და რაც არი თიკო, რა ლამაზი ლექსები გცოდნია ძალიან მომეწონა!! ეს ლექსი ისევ ია სულაბერიძის პოეზიიდანაა: ეს სამშობლო ჩემია მართალია, მე - არა, მე არ ამირჩევია, მაგრამ ფაქტი ისაა, ეს სამშობლო - ჩემია. ფაქტი ფაქტად მივიღო - მეტი რა დამრჩენია? ვიცინო თუ ვიტირო? – ეს სამშობლო - ჩემიაა!.. ეს ხელმწიფე ამ ტახტზე მე არ დამიჯენია, მაგრამ, რაკი მაინც ზის, ღირსი ვარ და - ჩემია. თან რომ თავსაც მაძულებს, თან რომ თავს მირჩევნია, ვერსად რომ ვერ წავუვალ, ეს სამშობლო - ჩემია. მტერია თუ - მოკეთე, რომ ვერ გამირჩევია, არჩევანის გარეშეც ეს სამშობლო - ჩემია. თაობიდან თაობებს რაც კი გადასცემია, დიდებაც და დაცემაც ერთნაირად ჩემია. თან რომ ჩემი მკვლელია, თან რომ - გადამრჩენია, ეს საბრალო სამშობლო, მადლობა ღმერთს! - ჩემია! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 28 2008, 04:24 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
თიკო, რა ლამაზი ლექსები გცოდნია ძალიან მომეწონა!! ეს ლექსი ისევ ია სულაბერიძის პოეზიიდანაა: ეს სამშობლო ჩემია გმადლობ, მარი მეც მომეწონა შენი დადებული ლექსი. იცი, მაგ პოეტის სახელი და გვარი ძალიან მეცნო, პირველად რომ დადე. ჰოდა, აღმოვაჩინე, რომ მეც მქონია ერთი-ორი მისი ლექსი ამოწერილი, თუმცა აქ ვერ დავდებ თემას არ შეეფერება. პოეზიაში დავდებ მოგვიანებით. ეს გელა დაიაურის პოეზიიდან: * * * * * * * * * * * * * * * * * * * სადაც ოქროსფერი მზის ქაფია, თორღვაის ცხენები იქ აბია, ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია, ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს. მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას, მტერი მამულისა მიკაფია, სისხლი წყაროსავით მიხაპია, იმედი რომ მერქვა მუცოს. "ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ, მტერი, მოყვარე, მთავარია ჩემთან არც ერთი არ არიან, ყველასთვის გავმხდარვარ უცხო". ნეტავ, რა ხმაა და რა ზარია, რა გოდება და თავზარია, მუცოს ბეჭები გაბზარვია, ჟამისგან ძლეულა მუცო... სურდათ აკვნები ურწეველი, მტერი არ დარჩა უწვეველი, წასული თავ-ბედ უწყევლელი, "ქართლს მტერი ეყოლება ნურცო". ასე ურღვევი და ურყეველი, მტრისათვის ხარკის უძლეველი, გაუტეხელი და უძლეველი, ჟამისგან ძლეულა მუცო. სადღაც ლამპიონთა ღაღანია, სადღაც ცეკვაა და არღანია, სადღაც ვაჭრობაა გაგანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს. აქ კი აღარც თორღვა ძაგანია, აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jan 28 2008, 05:11 PM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გმადლობ, მარი მეც მომეწონა შენი დადებული ლექსი. იცი, მაგ პოეტის სახელი და გვარი ძალიან მეცნო, პირველად რომ დადე. ჰოდა, აღმოვაჩინე, რომ მეც მქონია ერთი-ორი მისი ლექსი ამოწერილი, თუმცა აქ ვერ დავდებ თემას არ შეეფერება. პოეზიაში დავდებ მოგვიანებით. ეს გელა დაიაურის პოეზიიდან: * * * * * * * * * * * * * * * * * * * "ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ, მტერი, მოყვარე, მთავარია ჩემთან არც ერთი არ არიან, ყველასთვის გავმხდარვარ უცხო". მადლობა, თიკო, თბილი სიტყვებისთვის გელა დაიაურის ლექსი ძალიან შთამბეჭდავია, პირველ რიგში თავისი რითმის სტილით. ასეთი ძალუმად ძარღვიანი ქართული ლექსი მხოლოდ მთაში გაზრდილ ადამიანს შეუძლია დაწეროს ია სულაბერიძეს სხვა ლექსებიც ძალიან კარგი აქვს. აი, კიდევ ერთი, რომელიც მომეწონა: ლეჩხუმის დღიურიდან ვსახლობთ ლაშიჭალას, უკვე სამი დღეა, სალმით, გამარჯვებით, მადლობის მოხდით... ლაშიჭალა პატარა სამოთხეა, სადაც უზიარებლად მოვხდით... ავად ვართ ლეჩხუმის სანახებით, ვენახით, სათიბით, იალაღით, - დროდადრო, მთებზე რომ ავმაღლდებით, მზე გვიტევს ცეცხლმსროლელ იარაღით... ზაფხული ფერადებით იჩითება, სარკმელში ლაჟვარდი იჭყიტება, დიდი და პატარა გულმოდგინედ მინერალურ წყლებით იჭყიპება... ვსახლობთ ლაშიჭალას, უკვე სამი დღეა, სალამ-ქალმებით და მადლობის მოხდით... ლაშიჭალა პატარა სამოთხეა - ჩვენ აქ... ზიარების გარეშე მოვხვდით... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 29 2008, 02:32 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქრისტეს სახელით!
არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) სიკვდილს ეძებდა ჩვენი მამა - მეფე ვახტანგი, ქრისტეს გულისთვის სიკვდილს ედგა ლომი კრიჭაში, სიკვდილი დასცა, ააშენა მარადისობა, მარადისობამ აიყვანა იგი ზეცაში... სიკვდილს ეძებდა ყველა ლომი ქართლოსიანთა, სიკვდილს ზარს სცემდა მათი გული - ცეცხლის მახვილი, ქრისტეს სახელით მიდიოდა ერთი ათასზე, ქრისტეს სახელით ცას სწვდებოდა მათი ზახილი!.. ქრისტეს სახელით დავაჩოქებთ მომხვდურთა დელგმას, ქრისტეს სახელით გზას გავიკვლევთ უკუნ ღამეში, ქრისტეს სახელით წამოფრენილ ხოხობს დავვისრავთ და ახალ თბილისს ავაშენებთ შავნაბადელნი! ქრისტეს სახელით გავიხარებთ, რომ ქართველნი ვართ, ქრისტეს სახელით გავიხარებთ, ქრისტეს სახელით! შთამომავლობას გამოვიხსნით სიკვდილისაგან, სიკვდილისაგან გამოვიხსნით ქრისტეს სახელით! 3.07.2001 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 30 2008, 06:38 PM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
გელა დაიაურის ლექსი ძალიან შთამბეჭდავია, პირველ რიგში თავისი რითმის სტილით. ასეთი ძალუმად ძარღვიანი ქართული ლექსი მხოლოდ მთაში გაზრდილ ადამიანს შეუძლია დაწეროს ია სულაბერიძეს სხვა ლექსებიც ძალიან კარგი აქვს. აი, კიდევ ერთი, რომელიც მომეწონა: ლეჩხუმის დღიურიდან ...ვსახლობთ ლაშიჭალას, უკვე სამი დღეა, სალამ-ქალმებით და მადლობის მოხდით... ლაშიჭალა პატარა სამოთხეა - ჩვენ აქ... ზიარების გარეშე მოვხვდით... ძალიან ლამაზი და საყვარელი ლექსია, მარი მთებში გათოვდა გიორგი საჯაია მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან, მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით... შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან, რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?! მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით, მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?! დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა - ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში - ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა? არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ! მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან, მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით... შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან, რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ანთია ღამით?! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jan 31 2008, 02:14 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან ლამაზი და საყვარელი ლექსია, მარი მთებში გათოვდა გიორგი საჯაია მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან, მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით... შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან, რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?! მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით, მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?! დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა - ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში - ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა? არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ! მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან, მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით... შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან, რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ანთია ღამით?! სითბო ჩამეღვარ გულში, ეს ლექსი რომ წავიკითხე რა ძალიან ქართულია თიკო, ძალიან გემოვნებიანი მკითხველი ყოფილხარ. ყოველთვის ლამაზ ლექსებს დებ ასპინძისათვის დავით სარდარლზედ 1 ასპინძის მიწა გიწამებს - ურგებს არს ჩემგან თქმულები რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა დარაზმულები: მუნით წყალს - ლეკნი რჩეულნი, დაღისტნის ბიჭად თნულები, და ოსმალთ რაზმნი ურიცხვად, მათთანვე შენართულები. 2 იქითი პირი მტკვარისა და ველნი მეწამულობდეს: ოსმალთა დელმა-ბინიში წითელ-ყვითლითა მკულობდეს; აბჯართა ოქრო და ვერცხლი ხვანთქრის ხაზინას სძულობდეს; კვლავ ლეკთა ყაწიმ-შაშხანა მცირედრე ხვარაზმულობდეს. 3 რუსნიცა წითელ-მწვანითა და ლურჯით შეხამდებოდენ, თითბრის ჩანთანი ბრწყინვიდენ, ვარსკკლავთა ეგვანებოდენ; ზარბაზნის გრგვინვა და თოფის ცის კიდეთ ეუბნებოდენ; თვით მეფე, ქართველ და კახნი ომის ხალისით ხლდებოდენ. 4 ვაი, მას დღისა მომხსენმან ვითარ ვინ რით განვაქიქო?! ცილი დასდვეს მეფეს რუსთა: ჩვენთვის კეთილს არა იქო! ღრაფი ჯარით გამობრუნდა - მით სახელი ვერა იქო - სხვა პასუხი არვის მისცა: სითაც მოველ, წავალ იქო! 5 რა ნახეს ლეკთა და ოსმალთ რუსისა გამგზავრებანი, წელმაგრად შეხვდათ ნიშანი, აუხდათ დანატრებანი! დაფ-ზურნა-საყვირს უხშირეს, შეიქნა საოცრებანი: ვის ჰქონდის მკლავთა იმედი, სრულად დაჰკარგნეს მცნებანი. 6 უიჭოდ ჰგონეს ლეკ-ოსმალთ თქვენიცა გაბრუნებანი, დას-დასად დროშა გაიყვეს, მცირეს ხანს ჰქონდათ ბჭობანი... ანაზდი ელდა დაეცათ ქართლ-კახელთ ექნათ გმობანი: ვინ ვის უსწრობდა, მორბოდეს... ვითა ვთქვა მათი მკობანი! 7 გამოვლეს წყალი ოსმალთა და აგრევ ლეკთა კიჟინით, დელი ბაშ-აღა ლევანდი სულ ზედ დაესხნეს მიჟინით: „დაბრუნდით, ნუღარ დასდგებით! - ხმა ისმა - რას დაგვიჟინით? ერთის ხმა ასად ეგონისთ, შაშხანა მოსწვიმს ჟიჟინით. 8 მაშინ გულს დაჰკარ მჯიღითა, მიწანი შესძრეს რყევითა, ცხენმა შეგატყო შექშენა, შემზადა ტანი ნძრევითა; თვალნი ნაკვერცხლად შეგექმნეს, აშეთდი სისხლმორევითა, ცხვირისა ნესტვთა მოჰქროდენ ქარნი ქვეყნისა ნგრევითა 9 მედგრად გაქუსლე მიდამო, თეთრი გეაჯდა რბევასა, სახლისა შვილნი იხელთენ, ვინ იყვნენ შენთან ჩვევასა, ათნი-სამ, გინა თუ ოცნი გისმენდნენ ომსა რჩევასა... შავგულო, სად ხარ, შენ გეტყვი, ვინ იყვი ჯილდო ძლევასა! 10 პირველ მიმართე წინმბრძოლთა დელებთა შუბოსანათა; ხან გთქვიან კაცად, ხან მფრინვლად, ხან გმირად პილოს ტანათა დაჰფრიწენ მათნი წყობანი ანაზდად, მოკლე ხანათა, კვლავ ლევანდთ გარდაელანგე, მისცემდი სისხლის ბანათა. 11 დელი ლევანდს ჰკრი, ლევანდი ბაშ-აღას მიაბრუნებდა, ხმალს განერკვია მაშალა, ძღარბივით ქურქში ბრუნევდა: მწყურვალე ხრმალი დაგეთროთ, ცათაცა შეაძრწუნევდა. თეთრი ტაიჭი სისხლითა შეღებას არა ზრუნავდა. 12 კვლავ იქით ლეკთა ჩაუხდი, დამართნი ცისა გრეხანი, წინა ჩაგისხდნენ დარჩევით ოსოქოლ და კატეხანი: ერთად გამოსქდის ფინდიხი, ვითა რა მეხის ტეხანი, გარდაუბრუნენ საფარნი, მიეცათ მართ გატეხანი 13 მოღმართ უყივლეთ გაქცეულთ: იცნეს ხმა, შედგეს შენითა, ყველაი შენთვის დაბრუნდა, თუ ვინ სად რბოდა ქშენითა: გაქცეულთ თათართ ვეღარსით გაგასწრეს წყალსა ცხენითა. ხიდის ისარსა მისჯარენ სუნ-თათარ-ლეკნი რბენითა. 14 ზოგმან შემართა შიშითა წყალს გასვლა უფონობითა. ზოგნი ერთმანეთს ხოცდიან, სრულად მიხდილნი ცნობითა. არ იცოდიან, რამც ჰქმნიან, ვერ იყვნენ ჭკუაბრძნობითა მიდამო ჰკაფდი უწყალოდ, მჭვრეტნი გაქებდენ მხნობითა 15 არ მიეც გზანი სავალად, ოდენ ისარი საცოცად: ერთი რა შედგის, უკანა წყალს გარდააგდის სახოცად. ძვირად შეექნათ თავაზი, მუხლს გეხვეოდნენ საკოცად. ერთისა უიმედოთა ქართველთ აშოვე ასოცად. 16 ხრმალი ჩააგენ მაძღარი, უბრძანეთ ალაფობანი. გახდა ზრიალი, იპყრობდენ, ვით ცხოვართ სადმე ჩობანი. მეურდუეთა მოჰყვანდეს მათნი გმირებთა მჯობანი. მოულოცევდენ მეფესა, იეფდა კაცნის ძღნობანი. 17 ასრე გახშირდა ბინიში, ვით რიყე წითლად მსხდომია: საათსა ჰყიდდენ ყურუშად, ფოში რა მოსანდომია? რახტები ოქროს ცურვილი ცხენს ედვათ მოსახდომია. ტოლომა-ქურქი-კაუხი ვერ რიცხვით მისახდომია. 18 ცხენნი მოჰყვანდეს ძვირფასნი, მისრის ნასყიდი ფრურებით, წლის მინაქონთა ვინ რიცხვდა, მომშთვართა თავმოძულებით! თოფნი და ხმალნი რჩეულნი ყაწიმ-ძეწკვებით კრულებით, მაშინ დაგთქმიდნენ შაირსა სიბრძნით შემწყობნი მკულებით! 19 აწ მაშინდლისა ჟამისა რამცა ვითა ვთქვა ფერია: მახსოვს შესრული ქალაქად, მით ცრემლი თვალთა მერია! მიჯრით გამოკრფეს მნახავნი, სწყუროდათ შენი მზერია. იგინიცა დაგნატრიდენ, თუ ვინმცა გყვანდა მტერია. 20 ცოტაი ესე ნიშანი და საქმე მით მიყბედია, რომემცა მიცნა, ვის ვინა შორად გყავ მოამბედია, ოდიდგან მახსოვს მე თქვენი: იყვენით ყრმად სახედია, მუნითგან მოღმართ აქამდის შეგტრფოდის ყოვლთა ბედია. 21 სახლი გულებთა სავაჭრო გედგნეს გმირსავე ტანია, ნარდიონს ვარჯნი ღვლარჭნილნი, ღულამბრებ ანატანია, მუნ შუბლის შარავანდობა მზის დისკოთ ნაჭვრეტანია. ირისე ცასა ჰფერობდა, ცით კრთოდის ამარტანია. 22 ორთავე ტოლთა ნარგიზთა შორის ვარსკვლავნი თემობით, ტოპაზის ღილთა მწყურნებთა ყორანნი სცივდეს ჩემობით, შაბარდუხს შური ეპოვნა, ნომებდა გუგის მრწემობით, მით თვალთა ჩემთა ღარიბთა ცრემლნი დაფარვენ მდენობით. 23 მზის სვეტის პინჩთა ნიავნი ტკბილ ბერვით პალასინობდის, მუნ გარე ბროწეულისა წყნარ ზღვებთა ზედან გჩინობდის, ბარაინს მანგნი მოეცვნეს, ბალახშის ღელვით ლხინობდის. მას გარე აშკი გიშრისა სისუფთეს გულმოდგინობდის. 24 სადაფთა გარე მსხდომელთა აებნეს თეთრნი ალამნი, ყაფრად შედგმულსა მარმარსა ზე ედგნეს წყლულთა მალამნი! ალვასა რტონი შეჰფრობდენ, როსტომის განასალამნი, სამსონის ძალო ხელთაო, ხელსავე ცრემლი მალამნი. 25 ლომსა გულითა მკერდიცა ცის ლომის დაგეცაოდა, ხურგსა მაღნიტნი აღკროდა, ფოლადთა გაეხმაოდა, მკერდთა სიმტკიცე ანდამატს თვისებრვე დაეზაოდა, ბჭეთა და წელთა ნაკვეთი ინდთ კალამთ შენაზაოდა. 26 მათ ქვეშე წვივთა ნაკვეთნი და მუხლთა ახილეობა, სიმტკიცე ფერხთა ირმისებრ, ბროლ-თლილად თითთა წვრთილობა, ფრჩხილთა არწივნი ნატრიდეს, აჯითა ჰქონდის ყრილობა, სულ დიდსა სული გფარვიდა, შვენოდის შენთან ზრდილობა. 27 ზრდილობად კმარდის შეხედვა უსაქმოდ ოდენ სახისა, სახისა დაუსახისა, ვერვისგან დანაზრახისა, დანაზრახისა თუ სადმე, ბრძენთა საქებად ახისა, ახისა მუფარახისა, ვაი, აწ განალახისა! 28 ამას სურინ, ამად სწყურინ, აგერ სულსა განაკიდეს, აგონდები, აღონდები, ერთსა ორად განაკიდეს, ვაი ვით არ, გხედავ სით არ, განატყორცნი, განაკიდეს, ესრეთ თურმე აქვსყე ყურე სოფლის კვალთა განაკიდეს. პ. ს. სამწუხაროდ ამ ლექსის ავტორი არ ვიცი და თუკი ვინმემ იცით და გვეტყვით, მადლობლები დაგრჩებით -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 31 2008, 09:05 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
სითბო ჩამეღვარ გულში, ეს ლექსი რომ წავიკითხე რა ძალიან ქართულია თიკო, ძალიან გემოვნებიანი მკითხველი ყოფილხარ. ყოველთვის ლამაზ ლექსებს დებ დიდი მადლობა, მარი ძალიან ბევრს მაქებ. ციტატა პ. ს. სამწუხაროდ ამ ლექსის ავტორი არ ვიცი და თუკი ვინმემ იცით და გვეტყვით, მადლობლები დაგრჩებით ბესიკი ყოფილა (მოვძებნე და... ) -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Lenus |
Jan 31 2008, 09:40 PM
პოსტი
#48
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Feb 1 2008, 12:18 PM
პოსტი
#49
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბესიკი ყოფილა (მოვძებნე და... ) გაგახაროს ღმერთმა ია სულაბერიძის ეს ლექსიც მომწონს * მზემ ნისლის ზეწარი ჭიუხებს მოჰხადა ჩაუქი ხევსური ბედაურს მირჩევს, მინდა, სისხლისფერი გადვიცვა ჩოხა და გავყვე მარულაში ბიჭებს... მივქრივართ! სამშობლო იშლება ათასფრად, არაფერს გპირდები! არაფერს არ დამპირდე! აგე, იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა - პოეტი არ ვიყო, თუ არ გადავფრინდე! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 1 2008, 05:37 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
tiko282 დიდი მადლობა რომ მოძებნე ავტორი. მე ძალიან მომწონს ეს ლექსი და ვწუხდი უავტოროდ გვქონდა. პატრიოტულ-მებრძოლი ლექსები აბა ქალბატონებო პატივისცემით არაფრის, ლენუს გაგახაროს ღმერთმა შენც გახარებული იყავი ყოველთვის, მარი ციტატა ია სულაბერიძის ეს ლექსიც მომწონს ეგ ლექსი მეც მაქვს და ძალიან მომწონს. ამ თემაში არ შეიძლება არ იდოს ანა კალანდაძის ...... შენ ისე ღრმა ხარ.. შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ… სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა… შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო… შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო… -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 1 2008, 05:47 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
ანას კალანდაძის ბეთანიის გზაზე ასკილი, მოცხარი, მოცვი... გზადაგზა კუნელიც გვხვდება... აღარ წვიმს... ლამაზი მხრები გაშალეს ლამაზმა მთებმა... მივდივართ, მივდივართ, ცივი სექტემბრის ქარები ქრიან... სველ გზებზე წაბლის და იფნის და მუხის ფოთლების ყრია... მოვედით სამადლოს ხევთან... ნისლებში დანთქმულა ისიც... მე მინდა... სულ ვიყო შენთან, როგორც ეს მთები და ნისლი! ასკილი, მოცხარი, მოცვი, გზადაგზა კუნელიც გვხვდება... აღარ წვიმს, ლამაზი მხრები გაშალეს ლამაზმა მთებმა... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 4 2008, 04:13 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
მიყვარს ანას ლექსები კიდევ ერთი საყვარელი ლექსი.... სვანური მოტივებიდან (გია მეშველიანს) სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში, სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში, ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?! სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში, სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე, მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში, სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე. სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის, ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს, სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური, მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან. და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში - მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს - და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში, აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?! პ.ს. თანამედროვე პოეტებიდან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია გიო საჯაია. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 4 2008, 05:15 PM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში - მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს - და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში, აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?! ლამაზია თიკო, გიორგი საჯაიაზე რამე ინფორმაციას ხომ არ მოგვაწვდი? აქამდე არ ვიცოდი მისი პოეზია და ძალიან მომეწონა შენი პოსტებით ეს ლექსი კი თქვენი მონა-მორჩილისაა.. საქართველო საქართველო კლდეში არის ნაკვეთი, მეწამული მისი მიწის ფერია, უფლის კვართის გულში ჩამხუტებელი, საქართველო გერგეთი და გრემია. საქართველო ყინწვისია ცისფერი, ფრესკებია, ხატებია, ჯვრებია. ვაზის კულტის ოდითგანვე მტვირთველი კახეთური, იმერული ზვრებია. საქართველო გამზრდელია დავითის, თამარის და სხვა წმინდანთა მშობელი. სისხლიანი, იარებად დაჭრილი მაინც არის მტერთა დამამხობელი. საქართველო ცეცხლოვანი ცეკვაა, უძველესი ენა არის ქართული, სვეტიცხოვლის გუმბათამდე ასული გალობაა, სიმღერაა ხალხური. საქართველო ტაძარია უფლისა, მონასტრებით გული გადაფენია, ნატანჯი და მრავალ ბრძოლანანახი, მწვანის ნაცვლად მეწამულის ფერია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 6 2008, 05:09 PM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ლამაზია თიკო, გიორგი საჯაიაზე რამე ინფორმაციას ხომ არ მოგვაწვდი? აქამდე არ ვიცოდი მისი პოეზია და ძალიან მომეწონა შენი პოსტებით მარი, ბევრი მეც არაფერი ვიცი. 32წლის ახალგაზრდა პოეტია. მისი ლექსების კრებული, როგორც ვიცი, ჯერ არ გამოცემულა. ეს მისი მოკლე ავტობიოგრაფიაა(პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფორუმზე თავად დადო): "მე, გიორგი საჯაია... დავიბადე 1975 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ლიეპაიაში... ვიფიქრე გამიმართლათქო, მარა ნურას უკაცრავად - მტაცეს მშობლებმა ხელი და სასწრაფო წესით გამომაქანეს ისტორიულ სამშობლოში... პირველი სკოლიდან გამაგდეს მე-5 კლასში (მასწავლებელს ტვინის შერყევა დავმართე)... მეორიდან დირექსიის თხოვნით გადავედი (ასე მითხრა, თუ გადახვალ, შენ მეგობრებს ხუთიანებს გამოვაყოლებო და შეასრულა კიდეც)... ბოლოს სპორტული სკოლა დავამთავრე (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დირექციამ პერსონალური გაცილება მომიწყო, ყვევილებით და ჩქარი ტაშით)... მერე ბევრი რამ მოხდა (ნაკლებად საინტერესო)... განათლებით ვარ იურისტ-ეკონომისტ-ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგი (აი წვენებში რა მინდოდა, დღემდე ვერ ვხვდები)... კიდევ რა? ჰო... ვწერ..." რამდენიმე ფორუმზეა დარეგისტრირებული გიო არავიძის ნიკით. მისი ლექსების ნაწილი ამ საიტებზე დევს: აქ და აქ თვითონ კითხულობს: http://www.myvideo.ge/?video_id=85408 http://www.myvideo.ge/?video_id=85407 სამწუხაროდ, ჩემთან ვიდეო არ ჩანს ციტატა ეს ლექსი კი თქვენი მონა-მორჩილისაა.. საქართველო მშვენიერი ლექსია წარმატებები... -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Feb 7 2008, 02:18 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
არ ვიცი ამ ლექსის ადგილი რამდენადაა აქ, მაგრამ... მაინც დავდებ:
ჯონი - დამპყრობელი - ჯონი (ინგლისელები საქართველოში 1919 წ.) საკამათო რა მაქვს დროსთან, ან რას მარგებს საწუთროსთან ომი, - ღვინო ღმერთმა შეგარგოს და ჭიქა მაინც დამიტოვე, ჯონი! ვაი, ბედშავს რა მიქნია, ყველაფერი წამიგია მგონი, - ყვავილები დამითმია, მიწა მაინც დამიტოვე, ჯონი! ვინ გაიგებს ართქმულ იგავს, ვის რად უნდა დოლარი და კრონი, - ოქრო-ვერცხლი ოხრად მიგაქვს, ხატი მაინც დამიტოვე, ჯონი! ჯონი, შენ ერთს გართობ როკვით, ჯონი, გულზე დაგდებია ქონი, - თავის დასახრჩობი თოკი, თოკი მაინც დამიტოვე, ჯონი! თითს მიქნევ და მასხრად მიგდებ, თან სალდათად მერეკები მგონი, - გევედრები, მოდექ-მიდექ, წადი, სანამ ლამაზი ხარ, ჯონი! საკამათო რა მაქვს დროსთან, თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, - ღვინო ღმერთმა შეგარგოს და ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი! მორის ფოცხიშვილი პ.ს. მგონი,დღესაც აქტუალურად ჟღერს. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 7 2008, 02:21 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარი, ბევრი მეც არაფერი ვიცი. 32წლის ახალგაზრდა პოეტია. მისი ლექსების კრებული, როგორც ვიცი, ჯერ არ გამოცემულა. მისი ლექსების ნაწილი ამ საიტებზე დევს: აქ და აქ მშვენიერი ლექსია წარმატებები... მადლობა, თიკო, ინფორმაციისათვის რამდენიმე ლექსი, რაც წავიკითხე, მომეწონა. ციტატა მშვენიერი ლექსია წარმატებები... შენ მადლობა თბილი სიტყვებისთვის სინათლეს უვლიდნენ და ზრდიდნენ არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) ჩვენი ისტორია არის ჩვენი ენა, ენა საფიცარი მართლის, ენა ღმერთისაგან ნასწავლები, მადლად გადმოსული ხალხში. იმ პირველ მამიდან, იმ პირველ დედიდან, ვინც რომ სამოთხეში ვლიდნენ, ვინც რომ უფალთან და ანგელოსთან პირისპირ სასაუბროდ იდგნენ... ვინც რომ ხელოვნება უფლის იყვნენ, ღმერთის შვილები რომ იყვნენ, იყვნენ უცოდველნი, ივნენ უზაკველნი, იყვნენ უკვდავები იყვნენ... სანამ ხე ცნობადის ნაყოფს გასინჯავდნენ, სანამ იქურდებდნენ პირველ, მანამ საუბრობდნენ ამ ენაზე სინათლეს უვლიდნენ და ზრდიდნენ! საკამათო რა მაქვს დროსთან, თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, - ღვინო ღმერთმა შეგარგოს და ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი! მორის ფოცხიშვილი პ.ს. მგონი,დღესაც აქტუალურად ჟღერს. ნამდვილად აქტუალურად ჟღერს, თიკო. ჩვენი რეალური ყოფაა გადმოცემული. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 9 2008, 03:47 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მადლობა, თიკო, ინფორმაციისათვის რამდენიმე ლექსი, რაც წავიკითხე, მომეწონა. შენ მადლობა თბილი სიტყვებისთვის არაფრის, მარი ვაგრძელებ თემას - აქტუალური ლექსები კიდევ ფოცხიშვილის ლექსი უნდა დავდო მომწონს და რა ვქნა თვითგვემა ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გიხმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 11 2008, 05:45 PM
პოსტი
#58
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაგრძელებ თემას - აქტუალური ლექსები კიდევ ფოცხიშვილის ლექსი უნდა დავდო მომწონს და რა ვქნა ძალიან მოსაწონია, თიკო და ჩვენც მოგვწონს აქტუალურ ლექსებში მეც შემოგიერთდი მერანის ნალი უკუნში ელავს არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) მერანის ნალი უკუნში ელავს, თვალები მიგავს მშიერ მიმინოს, შუაზე გავგლეჯ, შოთა, აკაკი, ანდა ილია ვინმემ მიგინოს... მე არ ვაპირებ ვინმეს სიბრალულს, გზა, არავის ვთხოვ, რომ შემირბილოს, მიყვარს დავითი, თამარი, საბა, ვერ ვიტან ფერშლის იწილ-ბიწილოს... ფიცხლად შეღმუის არაგვი ქარაფს, მტკვარის ზოზინი ახრჩობს კალაპოტს, ვინ როგორ შეძლო, ისე ებრძოლა, დროის ტკივილის ქარს და ქარაშოტს... ტირიან ლომის ბოკვრები ან რატომ უნდა მოგვეცეს ის, რაც გვქონდა და დავკარგეთ?! მოცემაც იმისგან მოხდა, ვინც რომ წართმევას განაგებს. ისიც ხომ ბრძანა უფალმა, ვინც შრომობს, ვინც მადლს ამრავლებს, მეც იმასთან ვარ, მის ბეღელს ჩემი ბეღლიდან ვამატებ! მუდამ პირთამდე სავსეა, მართალი კაცის საწყაო, მუდამ ავასხებს მართალი, მუდამ დღე მისგან იღებენ მაინც სავსეა, მაინც და, ისიც დღეს ლოცვით ითენებს! მართალი ხელგაშვერილი, პურის სათხოვრად დამდგარი, არ მინახავსო, დავითიც თავის ფსალმუნში გვასწავლის... მაშ, ჩვენ რამ გაგვავბედითა? მთელი მსოფლიოს წინაშე, გაგვიშვერია ხელი და რაა, რომ აღარ ვიკადრეთ?! პურზე გავყიდეთ სულები, მოვზიდეთ სექტა სექტაზე, ტელევიზორში - ავხორცი, და რადიოში სექტანტი... სქიზმა, სექტა და წუწუნი, ტირილი, თავში ხელის რტყმა, „რა გვეშველებას“ ძახილი, „ვაიმე, ღმერთმა შეგვრისხა.“ ღმერთს ჯერ არ შევურისხივართ, ჯერ ისევ ღმერთი ჩვენთან არს და ელოდება გონს მოსვლას ჩვენში ცვლილების შეტანას... რომ დაგვიბრუნოს, მოვუვლით? რომ მოგვცეს, შევინარჩუნებთ? მომვლელნი თუკი ვიყავით, მაშინ რატომღა წაგვართვეს?! რომ დაგვიბრუნოს - დავკარგავთ, რომ მოგცეს, - გავანიავებთ, თუ არ შევცვალეთ მიდგომა, ჩარხი არ შევატრიალეთ, არ მივუბრუნდით ჩვენს მამებს და არ ვისწავლეთ იმათგან ლოცვა, შრომა და შენება... და მტკიცე სარწმუნოება. შუბლნატყვიარი, ნაჯაფი, თავს დაგვდგომია ილია, გრიგოლ ხანძთელის ტაძრები, ტაო-კლარჯეთში ტირიან!.. ტირიან ლომის ბოკვრები, ალგეთში მამას ტირიან, ვერ მორევიან სატევარს და მაინც მტერზე მიდიან! - კიდევაც დაიზრდებიან! მხრებჩამოყრილი ქვრივი დუმს, დაიზრდებიან კიდევაც დაიბრუნებენ დაკარგულს! მაგრამ ჩვენ რაღას ვუყურებთ ამდენ მტერს, ერის გინებას? ნარკომანიის მაგნატებს მამულს რომ თვალწინ ჰყიდიან... უნდა გავმკაცრდეთ, მოვუხმოთ ჩვენში სიბრძნეს და სიმაღლეს, სანამდე გვიან არ არის, სანამ არ გაგვატიალეს! შეტევაც უნდა ვისწავლოთ და დაცვაც ჩვენი მადლისა, სანამდე პირში სული გვაქვს, სანამ ღმერთი არ გავიწყრა! და როცა კაცნი ვიქნებით... ღმერთთან მივალთ ად ვენდობით! მოძღვარს სიცოცხლეს მივანდობთ, ღმერთიც მოვხედავს შენდობით... და დაგვიბრუნებს სამცხესაც, ტაო-კლარჯეთსაც, შავშეთსაც... და საქართველოს მიწაზე უცხო ნაგრამთაც აცელავს! 02,1996 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 11 2008, 06:42 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ძალიან მოსაწონია, თიკო და ჩვენც მოგვწონს აქტუალურ ლექსებში მეც შემოგიერთდი ციტატა მერანის ნალი უკუნში ელავს არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) მერანის ნალი უკუნში ელავს, თვალები მიგავს მშიერ მიმინოს, შუაზე გავგლეჯ, შოთა, აკაკი, ანდა ილია ვინმემ მიგინოს... მე არ ვაპირებ ვინმეს სიბრალულს, გზა, არავის ვთხოვ, რომ შემირბილოს, მიყვარს დავითი, თამარი, საბა, ვერ ვიტან ფერშლის იწილ-ბიწილოს... ფიცხლად შეღმუის არაგვი ქარაფს, მტკვარის ზოზინი ახრჩობს კალაპოტს, ვინ როგორ შეძლო, ისე ებრძოლა, დროის ტკივილის ქარს და ქარაშოტს... ლამაზი ლექსია მიხეილ ჯავახიშვილი უთქმელობა სიტყვას ჟანგავს, თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, - მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის. იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს, ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, - ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ ხალხმა თითქოს არაფერი იცის. ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს, მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, - იცის თავის გაჩუქება, მაგრამ საქართველომ თავის ფასიც იცის! გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს, ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, - ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის! სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ, თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, - კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ მარაბდელთა ამხედრებაც იცის! გენი მისი არ დაირტყამს მათრახს, და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, - იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის! არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, - იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ სამართალმა სიმართლის გზა იცის! ივერიას გაშლილი აქვს ფრთები, სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!! მორის ფოცხიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 12 2008, 01:02 PM
პოსტი
#60
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მორის ფოცხიშვილი თიკო, შენი წყალობით ორმაგად შემიყვარდა მორის ფოცხიშვილის პოეზია უფალი მოვა, განიკითხავს სოფელს ქართულად (არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე)) ნეკნისგან შექმნა ღმერთმა ევა - ცხოვრება კაცის, კაცის ნეკნიდან დაიბადა დედა ყოველთა, ქართულ ენაზე მეტყველებდა თურმე ადამი, ქართულ ენაზე საუბრობდა თავად უფალთან... ქართულ ენაზე საუბრობდა ცოლთან და შვილთან... ქართულ ენაზე აშენებდნენ გოდოლს ბაბილონს... ქართულ ენაზე საუბრობდა წმიდა გიორგი... ქართულ ენაზე გაუნათლავს ფრანგნი ზაბულონს... ქართულ ენაზე საუბრობდნენ, რადგანაც პირველ, პირველი დედა შვილებს ზრდიდა რადგან ქართულად, თვითონ უფალი, იოანე ზოსიმეს პირით გვამცნობს, რომ მოვა განიკითხავს, სოფელს ქართულად... ქართული ენა უნდა გახდეს მსოფლიო ენა, ქართველის ხელით კვლავ მსოფლიო უნდა განათლდეს, ქართველები ვართ მსოფლიოში უმრავლესობა, მილიარდობით მკვდარი დადის დედამიწაზე... წინასწარ ამბობს სათქმელს ჩვენსას ლავრიოტისი - ბერი ბერძენი, კაცი ბრძენი, გულით აქიმი, რომ წინაპართა ზნეობაზე ამაღლებულნი, ათას წელიწადს იმეფებსო კვლავაც ქართველი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი