"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
May 17 2023, 04:48 PM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შემთხვევით არ დამკვიდრებულა ილიას და აკაკის ერთად ხსენება - ისინი სიკვდილამდე ერთად აბრუნებდნენ მძიმე ეროვნულ დოლაბს, რომელზეც ნოყიერ საზრდოს უფქვავდნენ ქართველობას ენისა და ერის სიწმინდისათვის. მათ იცოდნენ ერთმანეთის ფასიც და საკუთარი ნამოღვაწარის მადლიც.
პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად ჩასულ აკაკის სწორედ ილიამ ააღებინა ხელი სამხედრო განათლების მიღებაზე და მისივე რჩევით, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ასე იპოვა ღირსეული მეწყვილე მომავალ ეროვნულ ჭაპანწყვეტაში ერის უგვირგვინო მეფემ, დიდმა ილიამ" /"ქაროზი" N80, 2020, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2023, 07:52 PM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა: "კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! - ეს ქვეყანას სჭირდება".
ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თვითონ მთაწმინდის უბანში ილიასთან ახლოს პატარა ბინაში შეიყუჟა. ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლ უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოშაუქა". ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა, მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო, საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: "სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო". არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა-პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ!" /"კანდელი" N2, 2023, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 3 2023, 08:28 PM
პოსტი
#143
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1924 წელს ბეთანიის მონასტერში ბერი გიორგი (მხეიძე) მივიდა. ცნობილია, რომ იგი რაღაც დროის მანძილზე წმინდა ილია მართალთან პირად მდივნად მსახურობდა"
/"თვენი", წიგნი N25, გვ. 257/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 6 2024, 08:10 PM
პოსტი
#144
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ილია მართალი
"ერის სიფხიზლისთვის ხარ სულის საყვირი, უკვდავად რომ გასდევ ქართველთა დროებას, მტრისთვის დაგვიტოვე უძლევი მახვილი: ენა, მამული და სარწმუნოება! მეფე უგვირგვინო და უკვერთხო პატრიარქი, ვაი, საქართველოს რომ ილია მოუკლეს, ეჰ, "ადამიანი" მართლაც კაცი არის?... და განა განკითხვა ყველას არ მოუწევს?... მართალი კაცისა სისხლია დაღვრილი, და ლაქად ატყვია მის მიწას საფიცარს, ილიას გულია და ტყვია გავლილიც ქართველებს შეგვინდობს და სულში ჩაგვიკრავს" /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი "გამომზევება" გვ.118/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 22 2024, 08:50 PM
პოსტი
#145
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიდმა ილია მართალმა (ჭავჭავაძე) სპეციალურად ისწავლა ინგლისური, რომ შექსპირის "მეფე ლირი" ეთარგმნა (ივანე მაჩაბელთან ერთად), თვითონვე იყო ლირის როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში. ამით თეატრის პოპულარიზაციასთან ერთად ქართული ენის გადარჩენას შეუწყო ხელი. თეატრის აღდგენის იდეით შეშინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა გამოსცეს დადგენილება - "საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიკრძალოს ქართულად ლაპარაკი!!! (თავშეყრად ითვლება თუ არის ორი ან მეტი ადამიანი). "ამრიგად პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ქართულად ლაპარაკი აკრძალეს!!! ილიამ აქაც მოიფიქრა გამოსავალი, სპექტაკლი წარმოადგინეს ცოცხალი სურათების სახით (ანუ მუნჯურად), შეაკერინა დიდი ბიაზის ოთახი, დადგა სცენის კუთხეში და დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედება ვითარდებოდა სცენაზე. დარბაზში შემოვარდა გაშმაგებული ჟანდარმერია, არტისტების დასაჭერად, რაზეც ილიამ მიუგო - დადგენილებაში წერია ორი ან მეტი ადამიანი, ბარბარე კი თავისთვის ზის ოთახში და ხმამაღლა კითხულობს "მეფე ლირსო". სწორედ ილიას თაოსნობით აღდგა და გაიხსნა ქართული თეატრი 1879 წელს ბარბარე ჯორჯაძის პიესით "რას ვეძებდი და რა ვიპოვნე".
პ.ს. ყველა ქართველმა უდნა იპოვოს თავისი ილია ჭავჭავაძე!" /"კანდელი" N5, 2024, გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2024, 01:01 PM
პოსტი
#146
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
...12 სექტემბერი წმინდა ილიას მკვლელობის დღეა...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი