მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
marine |
Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი
მეფესა დავითს სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის; ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!.. მონაზონი არსენი წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125) ტროპარი საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. კონდაკი ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 11 2008, 11:22 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გიხაროდენ
იხარებს მსოფლიო ხსენებასა მართლ-მადიდებელთა ეკლესიისა ლამპარისასა, აღიტყველენით ხელთა ყოველი სულდგმული ქვეყანასა ზედა. ნუგეშინისცემულ-იქმნენ მართლმადიდებელი ეკლესია დიდისა მებრძოლისა ყოვლად ქებულისა და მფარველისა დიდისა დავითის მიერ. შეუვრდეთ ჩვენცა ძენი შეურყეველისა ეკლესიისა დიდებულსა დავითს და ვევედრნეთ დაგვიფაროს ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მხურვალე გულითა გვექმნას წინაშე საყდრისა მეფისა მეფეთასა და უფალთასა და ესრეთ სიხარულით უგალობდეთ: გიხაროდენ, ნუგეშინისცემაო ივერიისაო, გიხაროდენ, ერისა შენისა დიდებაო, გიხაროდენ, მეფობათა შვენებაო, გიხაროდენ, მართლ-მადიდებლობისა მცველო, გიხაროდენ, ერისა შენისა კეთილ მორწმუნეობასა ზედა დამამყარებელო, გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა ზღუდეო და სიმტკიცეო, გიხაროდენ, დიდებაო საყდართაო და თვითმპყრობელო, მებრძოლო ერთმთავრობისათვის ქრისტეს მოყვარეთა ხელმწიფებაო, გიხაროდენ, სულითა და ხორცითა, ყოვლად ბრძენო, გიხაროდენ, თავზარ-დამცემო და მძლეველო ქრისტეს მოძულეთა აგარიანთაო, გიხაროდენ, შემმუსვრელო ჰაოსიანთა ერისა უკეთურებისაო, გიხაროდენ, საღმრთო საყვირო მართლ-მადიდებლობისაო, გიხაროდენ, ღვთისმიერ შეყვარებულო და ქებულო პირსა ზედა ქვეყნისასა, გიხაროდენ, სამეფოისა შენისა ანგელოზო მფარველო, გიხაროდენ, სუნნელო სამოთხისაო და სანთელო სახარებისაო, გიხაროდენ, ჩვენის ცხოვრებისა შემამკობელო, გიხაროდენ, დიდო დიდებაო და სიქადულო ერისა შენისაო, გიხაროდენ, სულთა ჩვენთა განმანათლებელო, გიხაროდენ, დავით! კირიონ II სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. 1899 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Mar 11 2008, 11:45 AM
პოსტი
#3
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დავით აღმაშენებელი
http://www.chveni-sarcmunoeba.narod.ru/dav...mashenebeli.htm http://chronicle.iatp.ge/agmashenebeli.html -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Mar 11 2008, 11:56 AM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით აღმაშენებელი http://www.chveni-sarcmunoeba.narod.ru/dav...mashenebeli.htm http://chronicle.iatp.ge/agmashenebeli.html მადლობა, თამუნა, ბმულების მოწოდებისთვის -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თემო |
Mar 11 2008, 12:37 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
მეფის საფლავი
გელათი ეს კიდევ უცხოელებისათვის Gelati monastry had imagined one of the developted cultural centers in the middle century. Eleven kilometres to the east of Kuataisi, not very far from the town, in a picturesque ravine of the Tsqaltsitela River is situated the Gelati Monastry. The Gelati monastry was founded at the beginning of the 12th century, the period with the most significant historical events in Gergia. The monastry was established by David the Builder in 1106. Entering the yard of the Gelati Monastry you can see the architectural ensemble in the green glade: the Main Church with its three aspes facing the visitors, to the east of the it S.t. George’s domed church that is comparatively less in dimensions and St. Nicholas’ Church, a two-storeyed building with an arched passage on the ground floor, to the west of the MainCurch. A little farther there is a bell-tower rising near a spring from which drinking water is running through clay pipes to the ground floor of the bell-tower. To the west of the Main and St. Nichola’schurches rise the walls of the Academy founded by King David the Builder in the 12 th century. Dwelling-places and other secular building were situated along the walls of the monastery which had given place to the constructions of later period. There is a two-storeyed construction, the former gates, in the southern part of the wall where King David the Builder is buried. The MAIN CHURCH OF THE VIRGIN is notable for its size and artistic decision in the architectural ensemble of the Gelati Monastry (it is 29,20 metres long, 20,20 metres wide, 20 metres in height not including the dome and 36,39 meters with the dome). The construction of the Church of the Virgin began when the monastry was founded. The facades of the church are decorated with long frames and light mural arches. The church is not rich in ornaments. Mastery of technique, fine stone carving of tiny halfcolumns and of the disk of the middle window in the alter and the artistic solution of the window in the southern façade testify that, according to the trends of the epoch, the church was adorned with the ornamental carving.The church is unusually high and spacious, but still it is perfectly lighted by the large windows in the walls and in the drum. Entering the church, visitors’ attention is attracted by the splended mosaic adorning the concha of the apse. In the centre of the composition, against the twinkling golden background, the artist has depicted the Virgin and Child with the archangels Mikel and Gabriel on both sides. The mosaic is contemporaneous with the architecture of the church. The mural painting of the time gave way to the later painting mainly executed in the 16-17th centuries. Special attention is to be paid to the painting of the lower register of the nothern wall (16 c.) with portrayals of historical persionages and among them King David the Builder. It is full-length potrait. In his left hand the King is holding a model of the Main Church and a scroll of charter in his right hand. It is the only portrait of the King that has survived. An inscription in ecclesiastical uncial has preserved on the portrait. It reads as follows; Eternal memory to Great King David the Builder, Amen”. ST. GEORGE’S CHURCH is situated to the east of the Main Church. It was built in the 13th century . general design of the church and decorative solution of the interior follow the tradition of the epoch. Our attention is attracted by the original treatment of the under vault piers, the round pillars, the bases of which are decorated with two rows of festoons. In the church you can see a three-spanned low barrier separating the alter from the reat of the space. The barrier is contemporaneous with the church. The inscription on the west arch tells us that Eudemon Chkhetidze, the Cathalicos of West Gergia, had the walls of St. George’s Church painted in the 17th century. ST. NICHOLAS’ CHURCH is a two-storeyed building. It stands to the west of the Main Church. The Main Church of the monastry, the building of the Academy and St. Nicholas’ Church are in functional connection. The low storey of the building represents a domed passage opened with high and broad arches on the east and west, and with comparatively low ones on the north and south. This edifice forms a pedestal on which a small church is erected. The platbands of the windows and the entrance are deprived of tradition Georgian carving on stone. A stone staircase leads to the second floor. THE BELFRY is a three-storeyed building. The first two storeys are contemporaneous with the monastry. The third storey, which represents a barrel opened with arches, was erected later (14 century). THE ACADEMY BUILDING Georgia’s culture and education of the 12 th century is inseparably cennected with King David the Builder activity, namely with the foundation of the Gelati Monastry and the Academy. The annalist tells us: ,,King David the Builder gathered both Georgian and foreign scholars distinguished for their talents and moral dignity and setteled them in Gelati .” Thus outstanding philosophers Ioanne Petritsi, Arsen Iqaltoeli and others lived and worked in the Gelati Monastry. The annalist records the following about the Gelati Academy: ,,Gealti is the second Jerusalem, the place for learning all kinds of virtues and various sciences like another Athens”. Many literary works, works on philosophy and history were written and translated in the Gelati Academy. Such disciplines as arithmetics, geometry, grammar, rhetoric, phisolophy, astronomy and music were learnt in the Academy. A school of gold-chasing where unique specimens of art were created, also existed in Gelati. Sufice to mention the Khakhuli Icon, a brilliant artistic specimen of the 12 th century. The Gelati Academy existed as far as the first twenties of the 16 th century. The Academy building stands on the western verge of the steep slope. A richly decorated portico supported by four piers is adjoined to the entrance. All the four piers are different shape. The Gelati Academy is a significant monument of the Renaissance holding a place of honour in the treasury of the Gergian national culture. |
marine |
Mar 11 2008, 01:23 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით აღმაშენებლის სიტყვა წარმოთქმული დიდგორის ომის წინ
"ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმე გირჩევთ რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხერგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Mar 11 2008, 02:34 PM
პოსტი
#7
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
გალობანი სინანულისანი უგალობდითსა 1. რომლისაცა წინაშე ქედ-დადრეკილ არს ყოველი, მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი შენსა ჴმობს აღსარებასა, მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ! 2. ხატსა თჳსსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე შენებრ არსთა სიტყუებისა ჩემ შორისცა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ. 3. ბუნებითი რაჲ ძალნი არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა-მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხუენ გრძნობანი. 4. ქალწულო, ბრალეულთა თავმსდებო, რომელმან სიტყუაჲ განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა, სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცუე, რაჲთა მონანული შეგივრდე შენ! განძლიერდითსა 1. ბუნებითსა რაჲ პორფირსა თჳთმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი, რამეთუ „რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.“ 2. კაენის მკვლელებრი ცნობაჲ, სეითის ძეთა ლირწებაჲ, გმირთა სიღოდით მავალობაჲ ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე - უფროჲს ვამრავალწილე, ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან. 3. მეგჳპტური გულმძიმობაჲ, ქანანელთა ჩუეულებანი, მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ, კოწოლი თმათაჲ და სხუანი, რომელთაჲ შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ, უწარმდებესად მოვიგენ თჳთ მათ პირმშოთა სახეთასაცა. 4. ამისთჳს იყო ქალწული და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა დედობრივთა ოხათა მიერ ცხოვნდნენ ცოდვილნი, რომელთა პირველი, საშუალი და დასასრული, მე ვარ, ვითარცა უფსკრული, შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ! მესმასა 1. ისრაელისა მეფეთა ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა და რავდენ მეძლო, ვსცდებოდე მაღალთა ზედა კუმევისა, და წარმართთა აღრევისა მიერ, და ძალთა ცისათა თაყუანისცემისა. 2. ზენაჲს მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაჲ, და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ და განყრაჲ, სუჱ და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ. 3. ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ და შემოქმედისაგან შექმნილთა მიმართ ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე. 4. ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაჲ, რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ! ღამითგანსა 1. შჯულნი დავთრგუნენ წიგნისა [ნი], და ახალი ბუნებითურთ, და შჯულისა შენისა მოწამე, შჯული გონებისაჲ, ცოდვისა და ჴორცთა შჯულსა დავამონე. 2. თითოეულთა მჴეცთაგან შეზავებულსა მჴეცსა ვემსგავსე, მრავალ-გუარსა და მრავალ-ხატსა და სხუა ჟამ სხუებრ ხილულსა და მკსენარსა ბუნებისაებრ თითოეულისა. 3. არა შევძრწუნდი მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი შურსა სიკუდილისასა მიჰჴდის, რომელნი ჩემებრ მიდმემად ცრუდ ფიცვიდენ განსაკრთომელსა სახელსა შენსა. 4. ამისთჳს სისხლთა ქალწულებრივითგან ჴორცნი ღმრთისანი და ახალი შეზავებაჲ, ღმერთი და კაცი, რაჲთა იოხდეს დედაჲ ჩემებრ განწირვით უსასო-ქმნილთა! ღაღადყავსა 1. სოლომონისაჲსა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა. 2. ბოროტად გარდავჰჴედ საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა, და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი, და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარცა მარტოჲ ვმკჳდრობდი ქუეყანასა ზედა. 3. მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისა შენისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა, და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა მეფეთა მისთა - ისრაელი. 4. ამისთჳს ქალწული დედაჲ და შობაჲ ახალი სიტყჳსაჲ, რაჲთა ახალი ხატყოფაჲ მეორედ მისცეს ცოდვით განრყუნელთა მისთა, დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ! კურთხეულ არსა 1. ვეცხლი, ვითარცა მიწაჲ და ოქროჲ, ვითარ თიჴაჲ უბნისაჲ ვიუნჯენ, თაყუანის-ვეც ანგაჰრებისა მამონას ვითარ-იგი ძუელთა მათ - ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა. 2. სიტყუაჲ წმიდაჲ და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე, და შემასმენელთანი დავიტკბენ მზრახვანი და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი. 3. ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე, არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა, უფროჲსღა, შენ, ქრისტეს, რომელი იზრდები მცირედითა ზრდითა მათითა. 4. ამისთჳს შობაჲ ღმრთისაჲ ადამიანისაგან დედაკაცისა, რაჲთა მიწით შობილთა კაცთა ცთომასა, ვითარცა ღმრთისა დედაჲ დაჰჴსნიდეს ქალწული და იოხდეს ცოდვილთა! აკურთხევდითსა 1. ესენი ვცოდენ, სახარებისა სჯულთა და მცნებათა შენთა შინა მცემელთა რაჲ ყურმილისა მიპყრობასა და გლახაკთათჳს განშიშულებასა, და რაჲთურთით არა ფიცსა შენ, სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანდები და გულისთქუმით მიმხედველობასა განსრულებად მრუშებად დასდები. 2. დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი, არცა დავდე სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა! 3. და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე, მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა, და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა, და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ, ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან! 4. საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ, უხრწნელო ქალწულო, და გურწამს, ვითარმედ პატივი ხატისა შენისაჲ შენდამო წიაღმოვალს, ღმრთისმეტყველებრ, და ცოდვილთა მოქცევასა ანიშებ მის მიერ, ვითარცა ცხად-ჰყოფს, თეატროჲ იგი მრჩობლთა სოფელთაჲ, სიკეთე ეგჳპტისაჲ, ღირსი მარიამ! ადიდებდითსა 1. ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებაჲ უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო! 2. გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდე, მსახურთა რისხვაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო! 3. ვანაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა, და განჴმელთა მოჰბერა სული კუალად - შობისაჲ, მწრამს, ვითარმედ აღვსებაჲ სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ! 4. მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო, განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაჲთა, სულითა ღმრთისაჲთა, გამოგჳბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა! 5. არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა, არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი, გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა! დავით მეფის საფლავი -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Mar 11 2008, 04:14 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1125 წლის 24 იანვარს, ორმოცდაცამეტი წლისა გარდაიცვალა ოცდათექვსმეტი წელი საქართველოს მეფედ ყოფილი (მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა) "მესიის მახვილად" შერაცხული დავით IV აღმაშენებელი. იგი დაკრძალულია მის მიერვე აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტერში. ქვის ფილაზე, რომელიც მონასტრის ძველი, ჩრდილოეთის შესასვლელის იატაკზეა დაგებული, დავით აღმაშენებლის ასეთი წარწერაა: ეს არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე. საფლავის ქვას არსენ იყალთოელის მიერ დავითისადმი მიძღვნილი ეპიტაფია ამშვენებდა: ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყლათა შთამესხნეს, აწე ამითსა მოქმედსა გულზედა ხელნი დამესხნეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 11 2008, 04:54 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტერთა მახვილი იქმნეს, ვით ცვილნი,
მახითა მითვე, რომელ დაარწყვეს, განსახრწნელ, რომელ სრულ-პყრობილ იყვნეს. რა მარზაპანთა და სპათა მათთა შერისხდა ლომი, თვით ნანვად იწყეს. მაშინ, დავით, მათ, მაშინ დავით მათ მრჩობლად-სხეულთა სული განიყვნეს. იყვის რა ზმითა, ურიცხვ რაზმითა გულის-მდებელად თვისთა სპათათვის, გორგასლიანი, დავითიანი დროშა იახლოს მსრველად მტერთათვის. არ ვეჭვ, ეგზომი ბრძოლა და ომი სხვასმცა ძალ-ედვის მისგან მიმართ ვის. მებრძოლთა გუნდნი ყოვლად ყვნის ცუდნი ხმა როსტომითა, უმჳნე ძალთათვის. იოანე შავთელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Mar 11 2008, 08:06 PM
პოსტი
#10
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
-------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Mar 12 2008, 11:50 AM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
უცნობი ავტორი - ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" (ნაწყვეტი)
...მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, ,,თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა" ვიდრემდის ,,დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი." გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად ყოს... ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესე-ცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, -არა-რა დაეფარვოდა ყოვლად-ვე, არამედ რა-ოდენ-ცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველი-ვე ცხად იყო წინაშშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანი-ცა და მოგონებანი ვიეთნი-მე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას იცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳს-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ! არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით. და მარავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ღალატსა რასა-მე ვერ-ვინ დიდი-ა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებად-ცა, არა თუ თქმად ვისდა, არ-ცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასა-ვე თანა სიტყჳსასა საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულ-ცა იყვნეს და მხილებულ ესე-ვითართათჳს. ამისთჳს-ცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაითურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო... http://publish.dlf.ge/vaxtangvi/davitagmas...i%20avtori.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 12 2008, 03:06 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ მთის ჩრდილოს კერძოდ და წყალწითელას აღმოსავლეთით, გორის კალთას, არის ეკლესია ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა, დიდშუენიერი, დიდნაგები და ქმნული შიგნით სოფიის კენჭითა, გუმბათიანი, კეთილშუენიერს ადგილსა.
აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს გენაათი, და აწ უწოდებენ გელათს. აქ არს ყოვლად წმიდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი ლუკა მახარებელის დახატული, ყოვლად წმიდის ძითვე, და შემკული ძვირფასითა ქვებითა აღმაშენებელისა და თამარ მეფისათი, აქავ არ ვარძიის ჯუარი, შემკული დიდ ფრიად, და არიან ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვერცხლითა და ქვითა შემკულნი ძუელითვე მრავალნი, და ეკლესია შემკული ყოვლითა საეკლესიო წესითა. ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებლის მოტანილი დარუბანდიდამ. და ეკლესიის ბჭეს ჰკიდავს კარი მთლად ერთის ვაზისაგან გამოთლილი, უცხოსა ხელოვნებით ქანდაკებული. ამას შინა დაფლულ არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლაშა, რუსუდან, დავით და სხუანიცა, და აწინდელნი მეფენი შემდგომად განყოფისა იფვლიან იმერთანი. პირველად იყო მონასტერი, შემდგომად ჰყო ბაგრატ საეპისკოპოსოდ. ამას მისცა სამწყსოდ არგუეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათლის სამწყსონი... ბატონიშვილი ვახუშტი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 13 2008, 01:38 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით აღმაშენებლის ძვირფასი სახე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხიბლავდა, მახსოვს ის ბედნიერ დღეები ჩემი სიყრმისა, როცა სიკეთისა და სათნოების ჩემს პირველ შთამაგონებელს, ჩემს საყვარელ დედას, ფეხშიშველა დავყავდი გელათში.
აღტაცებული შევცქეროდი დავითის დიდრონ, ცისფერ თვალებს, ნიკაპთან ოდნავ გაჟღალებულ წვერს, ალმასებით მოოჭვილ გვირგვინს, კეისრულ წითელ წაღებსა და ლოორს, მის ომახიან ფიგურას, ფრესკაზე გამოსახულს. ...მოგზაურობისა და განსწავლის წლებში დიდხანს ვატოლებდი და ვაზომებდი მას ბიზანტიის იმპერატორებს: მაკედონელთა დინასტიის მოუხეშავ კეისრებს, უზურპატორ კომნენებს, კაპუტინგებსა და მეროვინგებს, არაბეთის ხალიფებსა და სასანიდთა მეფეებს, ჰიპოხონდრულ ბურბონებს და ექსტენტრიულ ვალუას, იტალიის გარყვნილ ტირანებს, ჩეზარე ბორჯიასა და სფორცას თავადებს, ბნედიან ჰოჰენცოლლერნებსა და ვიტტელსბახებს, საქართველოს დამხობისა და დაქცევის პერიოდში წარმოშობლი უჭკუო მეფეებს, რომელთაც ისეთივე უნიჭო შაირები დაგვიტოვეს, როგორიც პოლიტიკა ჰქონდათ. ამ შედარებისას უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს გულში სიყვარული და თავდადება დავით მეფისადმი, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ უპირატესად, როგორც თავკაცს ქართველი ხალხის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა ისლამური ობსკურანტიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ისლამს ებრძოდნენ როგორც პაპა დავითისა ბაგრატ IV, ისე მამა - გიორგი მეორე. მხოლოდ დავითმა შესძლო ამ ბრძოლის გასაწევად არამარტო შეკრება ქართველი ტომებისა, არამედ კონსოლიდირება კავკასიელი ხალხებისა, სომხების, ოსების და შირვანელებისა, ბოლოს მან თვით ჩრდილოელი თურქები-ყივჩაღები გამოიყენა და ამ გზით დაამარცხა უზარმაზარი თურქული კოალიცია, რომელსაც დიდი ამირი ნეჯმედდინ ილღაზი მეთაურობდა. ბიზანტია უკვე სავსებით დაუძლურებული იყო. სომხეთის სახელმწიფოს ჯერ კიდევ ბიზანტიამ მოუღო ბოლო, ასე რომ დავითის სახელმწიფო პირისპირ შეება სელჯუკების უზარმაზარ იმპერიას, რომელიც გადაჭიმული იყო ჩინეთის კედლებიდან ვიდრე აფრიკამდის. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, დავითის ვაჟკაცობამ , მისმა ბრძნულმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის თავგამეტებულმა ბრძოლამ გადაარჩინა XII საუკუნეში კავკასია, როგორც გამუსლიმებას, ისე ფიზიკურად განადგურებას. კონსტანტინე გამსახურდია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 14 2008, 12:55 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდგორი
ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯები ვამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებით აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი არაბულ ტაიჭით მქროლავი არავი. დუშმანს გაეგება დავით თოროსანი მესიის ელვა და ედემის სოსანი და ბოცომკალივით მომდგარი საჰარა. მკლავზე დაიგრიხა მშვილდივით წახარა. გულდაგულ შემუსრა მტარვალთა კერპები ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანკები იდიდოსს მადლი და კურთხევა განგების! აქეთ იყალთოთი, იქეთ გელათითა, მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი ზეცას დაუბრუნდა სერაფიმ-ბარძიმი. მერაბ კოსტავა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Mar 17 2008, 06:21 PM
პოსტი
#15
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ძალიან საინტერესო ინფორციაა, მხოლოდ ბმულის დადებას, მთლიანად გადმოკოპირება ვარჩიე.
მარინე, თუ რამეს ზედმეტად ჩათვლი, ამოჭერი. დავით აღმაშენებელი 1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. მან ჩაიბარა თურქთა თარეშითა და ერთწლიანი მიწისძვრებით იავარქმნილი ქვეყანა, რომლის იურისდიქციაშიც თბილისი, კახეთ-ჰერეთი და ქვემო ქართლი არ შედიოდა. 1125 წელს, ანუ დავითის მეფობის დასასრულს, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ ჰეგემონ ზესახელმწიფოდ იყო ქცეული. დავით აღმაშენებლის გამეფებამდე საქართველოს არც ერთი რეგულარული საჯარისო ნაწილი არ ჰყავდა. ძირითად სამხედრო ძალას ფეოდალური ლაშქარი წარმოადგენად. მან თავისი მოღვაწეობა რეფორმებით დაიწყო. პირველ რიგში სამხედრო რეფორმა გაატარა. სამხედრო რეფორმა: შექმნა 5 ათას კაციანი ელიტარული საკავალერიო შენაერთი "მონასპა"; ჩამოაყალიბა 20 ათას კაციანი რეგულარული კორპუსი; მინიმუმ 20 ათასი მებრძოლი გამოდიოდა ფეოდალური ლაშქრის სახით; 1018 წელს ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. თითოეულ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა; დავითი იყენებდა ე.წ. როქის სპასაც, ანუ დაქირავებულ ჯარს. მონასპა: 5 ათასი მხადარი. სარდალი - მეფე. ფინანსირება - სახელმწიფო ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური; 20-ათასიანი რეგულარული ჯარი, სარდლები, მეფე, ამირსპასალარი, ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები, ფინანსირება -სახელმწიფო ხაზინიდან, ფუნქცია - მუდმივი სამხედრო სამსახური; ფეოდალური ლაშქარი, სარდლები, ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები, ფინანსირება - პირადი შემოსავალი და ალაფი, ფუნქცია - პერიოდული წვრთნა და უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობა; 40 ათასი ყივჩაღი, სარდლები, ათასისთავები, ასისთავები, ათისთავები, ფინანსირება - პირადი შემოსავალი, ნაწილობრივ - ხაზინა და ალაფი, ფუნქცია - მესაზღვრეობა და ისლამურ ქვეყნებში თარეში; როქის სპა, სარდლები, ტომთა ბელადები, შემადგენლობა - ლეკები, ქურთები, ჯიქები და სხვა, ფინანსირება - ერთჯერადი ჯამაგირი და ნადავლი, ფუნქცია - პერიოდულად მონაწილეობა ბრძოლებში. საეკლესიო რეფორმა: 1004 წელს, რუის-ურბნისში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც საქართველოს ეკლესიიდან განკვეთეს უმსგავსო ხუცესნი. მოწესრიგდა საეკლესიო კანონმდებლობა. დავითი თავისი სამხედრო ნაწილებით იცავდა კრებას, რათა განკვეთილ მღვდელმთავართა ნათესავ-ფეოდალების ზეწოლისგან დაეფარა წმინდა მამები. იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაარსდა გელათის აკადემია, რომელსაც ეკლესიისთვის ღირსეული თაობა უნდა მოემზადებინა. რუის-ურბნისის კრების შემდეგ დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოსა და სასამართლოს მართვის ბერკეტები ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსს გაუნაწილა. გადაწყდა, რომ კანცლერი, ანუ მწიგნობართუხუცესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იქნებოდა. ჭყონდიდელი იყო სააჯო კარის თავმჯდომარეც, ანუ უზენაესი მოსამართლე. მწიგნობართუხუცესის პრეროგატივას წარმოადგენდა: მთავრობის მეთაურობა, სახელმწიფო განათლების სისტემის კურირება, საჭიროების შემთხვევაში მობილიზაციის გამოცხადება. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება მეფესა და სავაზიროს ეკუთვნოდა. სავაზიროში შედიოდა: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი; მანდატურთუხუცესი - შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის პრეროგატივაშიც შედიოდა სახელმწიფო გზების, ფოსტის, ვენახების დაცვა, არასაქალაქო სექტორში საგადასახადო საქმიანობა და იუსტიცია; ამირსპასალარი - რეგულარული არმიის ზედამხედველი; მეჭურჭლეთუხუცესი - ფინანსთა მინისტრი; ხაზინადარი - საქალაქო მეურნეობის მეურვე, მისი ხელქვეითნი იყვნენ: თბილისის ამირა (მერი), სამეფო ქალაქთა ამირები, სავაჭრო, სახელოსნო და საბანკო გაერთიანებები; მსახურთუხუცესი - სამეფო დომენის მმართველი. სავაზიროში სათათბირო ხმის უფლებით შედიოდა კიდევ სამი პირი: საწოლის მწიგნობარი - მეფის პირადი კანცელარიის უფროსი; ამილახვარი - გენ. შტაბისა და სამხედრო ზურგის მეთაური; ამირეჯიბი - პირადად მეფის მომხსენებელი. საკანონმდებლო ხელისუფლებას ინაწილებდა მეფე და დარბაზი: დარბაზის შემადგენლობა: ეკლესიის მესვეურნი; ადმინისტრაციული ხელისუფლების წარმომადგენლები: ერისთავები, მენაპირე ერისთავები, ერისთავთ-ერისთავები; უხუცესები - მინისტრები; მკვიდრნი -ვაჭარ-ხელოსანთა ფენის არჩევითი წარმომადგენლები. დარბაზის პრეროგატივას წარმოადგენდა გადასახადების დაწესება, მეფესთან ერთად პირთა თანამდებობებზე დამტკიცება, ომის გამოცხადება, ზავის დადება და მონასტერთათვის ტიპიკონების შედგენა. სასამართლო ხელისუფლება: საკონსტიტუციო სასამართლო - დარბაზი; უზენაესი სასამართლო - სააჯო კარი; რეგიონული კოლეგიები სოციალური და კორპორაციული ნიშნით. სოციალური: სააზნაურო კოლეგია; საგლეხო კოლეგია; მოქალაქეთა კოლეგია. კორპორაციული: მევენახეთა კოლეგია; მებაღეთა კოლეგია; ფეიქართა კოლეგია და ა.შ. სხვადასხვა სოციალური თუ კორპორაციული წრის წევრთა შორის მომხდარი დავის დროს ორივე კოლეგიის ერთობლივად მოწვევა ხდებოდა. კოლეგიის წევრი 3 მოსამართლის გარდა, დავითის სასამართლოში იყო პროკურორ-ბრალმდებლის და ადვოკატ-მეოხის თანამდებობაც. სასამართლოში საქმის აღსაძვრელად საჭირო იყო მინიმუმ 3 მოწმის ჩვენება. განაჩენი მხოლოდ გამოძიების საფუძველზე უნდა გამოტანილიყო. ორდალიები არ არსებობდა. ჭყონდიდელის, ანუ სასულიერო პირის ხელდებულ სასამართლოში ჩვენების მიცემას ქართველი კაცი ზნეობრივ მოვალეობად აღიქვამდე. ადმინისტრაციული მოწყობა ადმინისტრაციულ ხელისუფლებას ახორციელებდნენ ერისთავთ-ერისთავები ქვეშევრდომ ერისთავებითურთ და მენაპირე ერისთავები. მათ პრეროგატივას წარმოადგენდა: რეგიონების მართვა (სამეფო ქალაქების გარდა); ფეოდალური ლაშქრის ხელმძღვანელობა. საერისთავოების ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებდნენ გლეხთა ფენიდან გამოსული მეფის მანდატურები. დავით აღმაშენებელმა საზოგადოების იერარქიული დაყოფა ფუნქციური ნიშნით შეცვალა. მართალია, კვლავაც იერარქიული იყო არმია, ეკლესია და სახელმწიფო აპარატი, მაგრამ საზოგადოებრივი თვალსაზრისით, აზნაური-ერისთავი, გლეხი-მანდატური და მოქალაქე-ვაჭარ-ხელოსანი ერთმანეთისგან მხოლოდ სოციალური და სახელმწიფოებრივი ფუნქციით განსხვავდებოდნენ და არა კლასობრივი მეტ-ნაკლებობით. ეს იყო რენესანსი საზოგადოებრივ სფეროში. საპოლიციო სისტემა დავით აღმაშენებელმა ჩამოაყალიბა სამი სახის საპოლიციო აპარატი: სამოქალაქო პოლიცია - მანდატურთუხუცესის სახელო; კრიმინალური პოლიცია - მპარავთმძებნელის აპარატი, რომელიც აღჭურვილი იყო გამარტივებული და მობილური სისხლის სამართლის კოდექსით, ე.ლ. სამპარავთმძებნელო კოდექსით; ფარული პოლიცია - მსტოვართა ინსტიტუტი, რომლის ფუნქციასაც ქვეყნის შიგნით, როგორც ავის განმზრახავთა, ისე სახელმწიფოსთვის კეთილის მსურველთა აღმოჩენა და შესწავლა წარმოადგენდა. ქართველი მსტოვრები უცხო ქვეყნებში მოქმედებდნენ, როგორც მზვერავები და ძლიერ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ. საგადასახადო პოლიცია დავით აღმაშენებელმა, თბილისის განთავისუფლების შემდეგ, დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შექმნა, რისი მეშვეობითაც, როგორც ევროპელთათვის, ისე მუსლიმანთათვის საქართველოში ფინანსური გარიგებების წარმოება უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე მათ მშობლიურ ქალაქებში. შედეგად, თბილისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრად, ხოლო საქართველო კი, მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოდ გადაიქცა. ეკონომიკა დავით აღმაშენებელმა "საგადასახადო ინსპექცია", ანუ მაშინდელი მანდატურები გლეხთა ფენიდან აარჩია. ლოგიკა მარტივია. საქართველოში ძირითად საწარმოო ძალას ფეოდალები წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მეფისგან განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი გლეხი-მანდატური ყოველმხრივ მოერიდებოდა "ურჩგადამხდელ" ერისთავთან ალიანსს, რამეთუ, ამით საკუთარ ძალაუფლებას აგდებდა საფრთხეში (გამჟღავნების შემთხვევაში); თანაც თუკი იგი, რგორც მოხელე, პირუთვნელ რეპუტაციას მოიპოვებდა, შანსი ჰქონდა, მეფისგან აზნაურის ხარისხი მიეღო და თავად გაფეოდალებულიყო. საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია XI-ის 30-იანი წლებიდან თურქ-სელჩუკებმა დაიწყეს თარეში აღმოსავლეთში. მათ დაიპყრეს სპარსეთი, ერაყი, სირია, პალესტინა, ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი - სომხეთი. ვინაიდან ამ ტერიტორიებზე არ წყდებოდა ბარბაროსული რბევა, ვაჭრებისთვის შეუძლებელი შეიქმნა ძველი მსოფლიო სატრანზიტო გზით სარგებლობა. ეს გზა, ბიზანტიის პროვინცია ანატოლიიდან, სომხეთზე გავლით, სპარსეთს უკავშირდებოდა. იმდროინდელი საერთაშორისო ვაჭრობის სისტემისთვის ყველაზე ოპტიმალური საქართველოს გზით სარგებლობა აღმოჩნდა და XI ს-ში "აბრეშუმის გზამ" საქართველოზე გაიარა. ეს ყოველივე დავით აღმაშენებლის პაპის, ბაგრატ IV-ის დროს მოხდა. მსოფლიო სატრანზიტო გზის მეშვეობით მოტანილი სარგებლის გამო, როგორც ბიზანტია, ისე აღმოსავლეთის ქვეყნები, ჯერ კიდევ XI-ის 60-იანი წლებისთვის, საქართველოს უმდიდრეს ქვეყნად მიიჩნევდნენ, მაგრამ დავით აღმაშენებლის გამეფებამდე საქართველომ ვერ მოახერხა ამ ფაქტორის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენება. დავით აღმაშენებელმა მსოფლიო ისტორიისთვის შექმნა მანამდე არნახული სრულყოფილი სახელმწიფო სისტემა. გააერთიანა ქვეყანა, ჩამოაყალიბა მსოფლიოში უძლიერესი არმია და "აბრეშუმის გზა" მსოფლიო ჰეგემონიის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად აქცია. 1095 წელს, კლერმონში, რომის პაპმა ურბან II-მ, თურქ-სელჩუკთაგან ისერუსალიმის გასათავისუფლებლად "ჯვაროსნული ლაშქრობა" გამოაცხადა. ევროპის რჩეული რაინდები ზღვითა თუ ხმელეთით პალესტინისკენ დაიძრნენ. ამ გადაწყვეტილებამდე ურბან II ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა მიიყვანა, რომელიც დავით აღმაშენებლის მამიდის, მარიამ დედოფლის შვილობილი იყო. როგორც ჩანს, დავითმა გამოიყენა კონსტანტინოპოლის ქართული დიასპორა, აამოქმედა მსტოვართა აპარატი და ალექსი კომნენოსის და ურბან II-ის საშუალებით თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ევროპის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას მიაღწია. "ჯვაროსნული ლაშქრობა" მსოფლიო ომი იყო, რომლითაც ყველაზე მეტად საქართველომ ისარგებლა და არა მარტო გაერთიანება, გათავისუფლება და აღზევება, არამედ მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევა მოახერხა. 1121–1225, 1337–1387 წლებში, ანუ 150 წლის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონი და ზესახელმწიფო საქართველო იყო. დავით აღმაშენებელმა, არა მარტო გამოიყენა გეოპოლიტიკური ფაქტორი - "აბრეშუმის გზა", არამედ ჯვაროსნული ომის პროვოცირებით, თავად შექმნა ახალი საერთაშორისო სიტუაცია და ეს ომი მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. 1119-21 წლებში იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე ბოლდუინი საქართველოში იმყოფება. 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში იბრძოდნენ ჯვაროსნები; ანა კომნენის ცნობების თანახმად, იერუსალიმის გათავისუფლებაში მონაწილეობდა დავით აღმაშენებლი. ასეთ წარმატებებს დავით აღმაშენებლი უდიდესი განათლების, სიმამაცის, საოცარი ეკლესიურობის, ღვთაებრივი ნიჭის წყალობით აღწევდა. დავითის პიროვნულ თავისებურებებზე არაერთი ისტორიული ფაქტი მეტყველებს. განათლება ფუჭია სულიერების გარეშე დავით აღმაშენებლის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის წარმატების უპირველესი საფუძველი მისი განსწავლულობა და გონების განუწყვეტელი წვრთნა იყო. თავისუფალ დროს იგი წიგნის კითხვას მიეცემოდა. ლაშქრობის დროსაც კი ბიბლიოთეკა თან ურმით დაჰქონდა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა ნაშრომებს. ასე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მას ესმოდა, რომ ქვეყნის წარმატების საწინდარი მძლავრი განათლების სისტემის არსებობა იყო. როგორც ვიცით, დავითის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, კათოლიკოს იოანეს, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ღირს მამათა თაოსნობით დაარსდა გელათის აკადემია, სადაც ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტროლოგია, მუსიკალური ხელოვნება, ფილოსოფია, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკური დისციპლინები ისწავლებოდა. გელათი მომავალი საქართველოსთვის კადრებს ზრდიდა. გელათის აკადემიის რექტორი, ანუ მოძღვართ-მოძღვარი თვით კათოლიკოსსა და მეფეზე უპირატესი პატივით სარგებლობდა. მეფე და პატრიარქი ქვეყნის იმდღევანდელ ბედ-იღბალზე აგებდნენ პასუხს, გელათის აკადემიის მოძღვართ-მოძღვარი კი ხვალინდელი საქართველოს სახიერებისა და არსის განმსაზღვრელი იყო. მონასტრები ძალზედ ძლიერ სავაჭრო ცენტრებს ფლობდნენ თბილისსა და სხვაგან. განათლება ფუჭია სულიერების გარეშე. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს დავით აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. მას მოძღვრის კურთხევის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ: მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი მეუფე გიორგი ჭყონდიდელმა აღზარდა. დავით აღმაშენებლის კეთილქრისტიანობაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი: დავითმა კეთროვანებისთვის ააშენა ქსენონი. ის ხშირად დადიოდა კეთროვანებთან, მოიკითხავდა, მამასავით უვლიდა, ქროსა და სანოვაგეს, ახალ–ახალ შესამოსელს არ აკლებდა, სულიერად ამშვიდებდა და სათითაოდ ეამბორებოდა. დავითს წესად ჰქონდა, ერთ ქისას პირთამდე აავსებდა დრაჰკანით და ცდილობდა დღის ბოლომდე მთელი თანხა გლახაკებისთვის გაენაწილებინა. ფრიად განიცდიდა, თუკი დღის ბოლომდე მოწყალების მთხოვნელი არ შეხვდებოდა და ქისას ვერ დაცლიდა. ამ დროს იყტოდა ხოლმე: "დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა". მათხოვრებისთვის განკუთვნილ თანხას დავითი არც ხაზინიდან იღებდა და არც გადასახადებიდან, არამედ საგლახაკო შესაწირი, ყოველთვის პირადი ღვაწლით ჰქონდა მოპოვებული: ომით, მუშაკობითა თუ ნადირობით. ერთხელ, თავის მოძღვარ იოანეს, გლახაკთათვის დასარიგებლად, პირადი ღვაწლით მოპოვებული 24 ათასი დრაჰკანი მისცა. ეს დღეისთვის რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეესაბამება. დავითი თვლიდა, რომ ჯარის სიმტკიცის საფუძველი ქრისტიანულ ზნეობაში იყო. ამიტომაც, არმიაში კრძალავდა სალაღობო სიმღერებსა და ზღვარს გადასულ ხუმრობას. მშიშარა, უწესო, რწმენაშერყვნილ ჯარისკაცებს დედაკაცის სამოსს აცმევდა და ასე თავლაფდასხმულს, ჯარის წინ ჩამოტარებით არცხვენდა. ამით ყოველ მებრძოლს წინასწარ შთააგონებდა, რომ სიკვდილი სჯობდა უზნეობასა და ბრძოლის ველზე უკან დახევას. ყოველი წინასწარ დაგეგმილი ომის წინ დავითი ჯარს ამარხულებდა და სარწმუნოებას კიდევ უფრო ამტკიცებდა მათში. იგი სიმკაცრესთან ერთად უაღრესი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ამის დასტურია "გალობანი სინანულისანი", სადაც ის არა მარტო მოძღვრის, ქრისესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის არამედ სრულიად კაცობრიობის წინაშე ამბობს აღსარებას. აღიარებს და ცრემლის ინანიებს ყოველ ჩადენილ, ნაფიქრალ, გულისთქმად დარჩენილ, არაცნობიერში ჩაბეჭდილ ცოდვას. დავით აღმაშენებლი თითქმის ყველა მოგებულ ომს ინანიებს, რადგან ფიქრობს, რომ ურჯულოთაგან ქალაქებისა და ხალხის გათავისუფლების სურვილის გარდა, მეტი სახელის მოპოვების ანგარებიანი გრძნობაც ამოძრავებდა. დავით აღმაშენებლის თავმდაბლობა და მართლმორწმუნეობა საოცრად ჩანს მის დროს დამკვიდრებული ხუროთმოძღვრული სტილითაც. თუ დავითის ეპოქამდე, საქართველოს ეკლესიათმშენებლობაში გაბატონებული იყო ზესწრაფული მანერა, მაგალითად ბაგრატი, სვეტიცხოველი, ალავერდი, მან ეს დამდაბლებული და სივრცეში განვრცობილი სტილით შეცვალა. სვეტიცხოველი თუ ალავერდი ადამიანის ზეცისკენ, უფლისკენ ზესწრაფვის ქვაში გამოსახული ძეგლებია. გელათის სიმდაბლე და განვრცობილობა მრევლისთვის იმის შეხსენებაა, რომ ქრისტე თავად მოვიდა დედამიწაზე, თავად განხორციელდა, განკაცდა, ფეხები დაბანა ადამიანებს, მდაბალთა ცოდვების გამოსასყიდად ჯვარს ეცვა და, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწოდა "რომელმან დაიმდაბლოს თავის თვისი, იგი ამაღლდეს, ვისაც პირველობა სურდეს, მსახურად იქცეს". გელათის სიმაღლეში დამდაბლებული და სირვცეში გაშლილი არქიტექტურა მოწოდებაა შთამომავალთათვის, რომ ვისაც სურს ჭეშმარიტად განაგრძოს ქრისტეს გზა "დაე მან დაიმდაბლოს თავი თვისი და მსახურად ექცეს მოყვასთ". დავითის დროს ქვაფენილებით იყო მოკირწყლული საქართველოს როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი გზები... დავითსა და მის მემკვიდრეებს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ტამპლიერებთან (ევროპელი მეტაძრეები), რომლებიც შემოწირულობებს არ იშურებდნენ იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრისთვის. ამის დასტურია ამ მონასტრის 1155 წელს გადაწერილი სვინაქსარი, რომელშიც მრავალი გარდაცვლილი ტამპლიერი რაინდის სახელია მოხსენიებული: "აცხოვნე ღმერთო ჩვენი ძმა..." ( ესა და ეს) უფალს შესთხოვდნენ ქართველი ბერები. XIII ს-ის მიწურულამდე არ შეწყვეტილა ევქარისტული კავშირი საქართველოს ეკლესიასა და რომის პაპს შორის, რისი დასტურიცაა 1259 წელს რკონის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შედგენილი კახა თორელის ანდერძი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, 1054 წელს მომხდარი განხეთქილებიდან 200 წლის შემდეგაც, რომის პაპს ქართველები კვლავაც მოიხსენიებდნენ ლოცვებში (ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროპელმა რაინდებმა ათონის მთა დაარბიეს, ქართველი ბერები დახოცეს და გაიტაცეს და რომში გადაასვენეს წმ. იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელების წმინდა ნაწილები... 1439 წელს ფერარა-ფლორენციის კრებაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი (ბერძნებისგან განსხვავებით) უკვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რომის პაპთან უნიას... საინტერესოა ერთი ფაქტიც: დავითის ცოლყოფილმა, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად იყო აღკვეცილი, ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი მიჰყიდა ფრანგ ჯვაროსნებს. საქმე ისო იყო, რომ 1108 წელს შიმშილობა დაემუქრა იერუსალიმის მონასტრებს. იმ პერიოდში სელჩუკებთან ომის მიზეზით საქართველო ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს. მატერიალური შემწეობა იგვიანებდა. დავითის ცოლყოფილმა დიდძალ თანხად ჯვარი შესთავაზა ჯვაროსნებს. როდესაც ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით დააბრძანეს პარიზმში, ნოტრდამის ტაძარში. ეს პირველი ძელიცხოვლის ნაწილი იყო დასავლეთ ევროპელთათვის. V-XI სს-ების ევროპა თვალის ერთი გადავლებით 476 წელს რომის დაცემასთან ერთად დაეცა დასავლეთ ევროპული კულტურაც. ამიერიდან, არისტოკრატიას ბარბაროსი გერმანელი აზნაურები შეადგენდნენ ესპანეთშიც, საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიცა და იტალიაშიც. მათთვის უცხო იყო ყოველივე ანტიკური. მართალია VI ს-დან ბარბაროსებმა კათოლიკობა მიიღეს, მაგრამ წერა-კითხვის უცოდინარი ფრანკების, ვესტ-გუთებისა თუ ანგლო-საქსებისთვის, რომელთაც ყმებად აქციეს გარყვნილი, მაგრამ ცივლიზებული ევროპის ხალხები, მიუწვდომელი იყო როგორც არქიტექტურული ტექნოლოგიები, ისე ფერწერა, მწერლობა, მეცნიერება და ა.შ. VI-VIII სს-ი სრული სიბნელის ეპოქაა დასავლეთ ევროპისთვის. ახალგაქრისტიანებული გერმანელები სატანისტურად აღიქვამდნენ, გაურბოდნენ და სპობდნენ ანტიკურ მემკვიდრეობას. პრაქტიკულად, ვერც ერთი ძველი ქანდაკება თუ ნახატი ვერ გადაურჩა განადგურებას. რაც შეეხება ბიზანტიას, VIს-ში იუსტინიანეს იმპერატორობის დროს აშენდა აია-სოფია, შეიმქნა იუსტინიანეს კოდექსი, ბიზანტია დაეუფლა იტალიას, ესპანეთის სანაპირო ზოლს. მაგრამ VII ს-ში, ერთი მხრივ, მონოთელიტურმა მწვალებლობამ და, მეორე მხრივ, ისლამის წარმოშობამ და არაბთა გააქტიურებამ, საუკუნოდ მოსწყვიტა ცივილიზებულ კაცობრიობას შუამდინარეთი, სირია-პალესტინა, სპარსეთი, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა. VIII ს-ში ხატმებრძოლთა ერესმა არნახული ზიანი მიაყენა თვით ბიზანტიის შიგნით მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას. VIII ს-ში რომის პაპმა ჰგმო ბიზანტიაში გაბატონებული ხატმებრძოლური იდეოლოგია და აქცენტი ფრანკთა სამეფოზე გააკეთა. 800 წელს ფრანკთა მეფე კარლოს დიდი რომის იმპერატორად ეკურთხა. ფარნკთა იმპერია მესამე რომი იყო. დაიწყო ე.წ. "კაროლინგური აღორძინება", თუმც რომელ აღორძინებაზეა საუბარი, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ 843 წელს, ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ დაიწყო გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების გამიჯვნის პროცესი. რომელ აღორძინებაზეა საუბარი, როდესაც თავად კარლოს დიდი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ასე იყო თუ ისე, კაროლინგური პერიოდი მაინც წინგადადგმული ნაბიჯია ევროპის გამოღვიძების თვალსაზრისით, მაგრამ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელებულა. X ს-დან ინტენსიურად იწყება სკანდინავიურ ნორმანთა (ვიკინგთა) თარეში საფრანგეთში, იტალიაში, ბრიტანეთსა და გერმანიაში, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ევროპული კულტურის სტაგნაცია. როდესაც ქრისტეს საფლავის გათავისუფლების მოტივით დაიწყო ჯვაროსნული მოძრაობა, რაინდთა ძირითად ნაწილს სწორედ ნორმანები შეადგენდნენ და მათთვის აღმოსავლურ, პალესტინაში არსებულ ქართულ კულტურასთან გაცნობა სრულიად წარმოუდგენელ სამყაროსთან ზიარებას ნიშნავდა. აკი, ამ დროს საქართველოს უკვე ჰყავდა ასურელი მამები, ხანძთელი ბერები, ათონელი წმინდანები... ანდერძი დავით აღმაშენებლის მსოფლმხედველობას ბრწყინვალედ ამჟღავნებს მისი ანდერძი, რომლის თანახმად წმ. მეფე გელათის კარიბჭეში დაკრძალეს, რათა მისთვის ფეხი დაედგათ მკერდზე ყოველთა. დავით აღმაშენებელს, როგორც ხელმწიფეს, ალექსანდრე მაკედონელს ადარებდნენ და უმჯობესად მიიჩნევდნენ, როგორც სწავლულს; ცოდნის ხომალდად წოდებულ ბასილ დიდს ადარებდნენ; ხოლო როგორც წმინდანს, მოციქულთა სწორად მოიხსენიებდნენ, ვითარცა პავლესა და ვითარცა კონსტანტინე დიდს. აკი დავით აღმაშენებელმა მილიონზე მეტი ყივჩაღი, შირვანელი თუ სომეხი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. დავით აღმაშენებელთან თეოლოგიურ საკითხებზე კამათში მარცხს განიცდიდნენ როგორც ტერტერები, ისე მოლები. მისთვის უცხო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანური მიჯნურობა, მაგრამ უფლის სიყვარულმა და ხელმწიფის მოვალეობის გრძნობამ ყოველ ადამიანურ სისუსტეზე და ქალის ტრფიალებაზეც ათქმევინა უარი. მან იცოდა, რომ ამქვეყნად არაფერია ქრისტეს თუნდაც ერთი სიტყვის ფასი. მთელი თავისი ლალ-მარგალითი ანდერძით ერთადერთ ხატს - ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ამით შთამომავლობას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ყოველი სიმდიდრე და ყოველი განძი, მხოლოდ და მხოლოდ უფლის, ღვთის სადიდებლად უნდა განიხარჯოს. დავით აღმაშენებელი ავტორია შიო მღვიმელის მონასტრის ტიპიკონისა. მან ააგო საქრისტიანოს მშვენება, წმინდა ეკატერინეს ლავრა სინას მთაზე, რომელიც იქ მდებარეობს, სადაც ღმერთმა მოსეს ათი მცნება აუწყა. დავითმა საქართველო მკვდრეთით აღადგინა და სანაცვლოდ, მხოლოდ ერთადერთი თხოვნა დაგვიბარა: დიდი მარხვის ყოველ პარასკევს შიო მღვიმის მონასტერში თბილ სეფისკვრს განუყოფდნენ მის სახელს. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის პარასკევს, თითო კარასეული განიცეს, სეფისკვერთან და კორკოტთან ერთად შესვან ყოველთა და შემდეგი სიტყვები ილოცონ წმინდა მეფის სულზე: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევე ბრალნი მისნი სიყმისა და ცდომილებისანი". მსგეფსში, კვირას მისთვის წირვა აღევლინებოდეს და შიო მღვიმელი მღვდელი იმ დეს სერსა განჰყოფდეს. დავითის გარდაცვალების დღეს ღამისთევით ილოცონ და მისთვის ჟამის წირვა აღესრულებოდეს. დავით აღმაშენებლის ზეციურ სამყაროსთან კავშირზე მეტყველებს შემდეგი ფაქტიც. დავითმა მუსლიმანთა ბატონობისგან გაათავისუფლა სომხეთის ისტორიული დედაქალაქი ანისი, ხელახლა გაანათლა და აკურთხა მიზგითად ქცეული ანისის მთავარი საყრადრი, რომელიც ბერძენი დედოფლის კატრონიტეს მიერ იყო აგებული. კატრონიტე საყდარში იყო დასაფლავებული. დავით აღმაშენებელი კათოლიკოსის, ეპისკოპოსისა და ლაშქრის თანხლებით მივიდა კატრონიტეს საფლავთან. დედოფალს ხელახლა აუგეს წესი და თვით მეფემან სამგზის საფლავსა ჩასძახა: "გიხაროდენ შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან". დავითის სიტყვების პასუხად საკრძალავში მდებარე დედოფლის ძვლები შეინძრა და ცხედარმა შესძახა: დიდება უფალს!!! დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში საინტერესოა ერთი ნიშანდობლივი ფაქტი. დავითი დიდგორის ბრძოლამდე პერიოდულად არბევდა თბილისში შემოსულ თურქ-სელჩუკთა რაზმებს. კერძოდ, ერთხელ, თბილისში, ქალაქ განჯიდან ვაჭართა ქარავანი შემოვიდა, რომელსაც მცველად თურქთა მრავალრიცხვანი რაზმი შემოჰყვა. ამის შესახებ დავითს მსტოვრებმა მოახსენეს. მეფემ სელჩუკების ქალაქიდან გამოტყუება და განადგურება განიზრახა. ამ მიზნით, ავჭალის ხევში 300 მხედარი ჩაასაფრა. 15 რჩეული ცხენოსანი ლოჭინის ხევში, თბილისის მოქალაქეთა კუთვნილი, მობალახე ნახირის მოსაპარად გაგზავნა, რათა ნახირის უკან დაბრუნების მოტივით ქალაქიდან გამოეტყუებინა თურქები. თავად კი, სრულიად შეუჭურველი მხოლოდ და მხოლოდ ხმლის ამარა ავჭალისა და ლოჭინის შუა გზაზე ჩირგვნარში ჩასაფრდა, რადგან როგორც კი შორიდან იხილავდა მოტაცემული ნახირით მომავალ 15 რაზხმელს, დროულად შეეტყობინებინა ეს 300 მხედრისთვის და სელჩუკების წინააღმდეგ საომრად წამოეყვანა. მეფემ თან საღვთისმეტყველო წიგნი წაიღო და ვინაიდან მოულოდნელად ბრძოლის დაწყებას არ ფიქრობდა, კითხვას შეუდგა. სამწუხაროდ, ისე გაერთო კითხვით, რომ ვენც ნახირით უკან მობრუნებული 15 რაზმელი შეამჩნია და ვერც მათ კვალს გამოდევნებული სელჩუკები. მდევრად კარგად აღჭურვილი ასზე მეტი მუსულმანი წამოსულიყო. სელჩუკებმა შორიდანვე ისრებით დაუხოცეს ქართველებს ცხენები. ალყაში მოიქციეს და განადგურება დაუპირეს. წიგნის კითხვით გართულ მეფეს ბრძოლის ხმა არ ესმოდა. ქვეითად დარჩენილ ქართველებს ომი მეტისმეტად გაუჭირდათ. მეფე სასიკვდილოდ განწირულთა კივილმა გამოაფხიზლა. წიგნი იქვე დატოვა. ამხედრდა და მარტოდმარტო, შეუჭურველი გაექანა ბრძოლის ველისკენ. მას რომ გადაეწყვიტა 300 ჩასაფრებულ რაზმელთან დაკავშირება, ცხადია, იოლად გაუსწორდებოდა 100 სელჩუკს, მაგრამ ალყაში მოქცეულ 15 ქართველს ცოცხალს ვეღარ მიუსწრებდა. მეფემ თავი სასიკვდილოდ გაწირა. მტრის რაზმებში შევარდა და ელვისებურად დახოცა 15 თურქმენი. ქართველებს მათ ცხენებზე ამხედრების საშუალება მისცა და ერთიანად ოთხმოცდაათზე მეტი სელჩუკი მოსპეს. თბილისამდე თურქთა მძორები ეყარა: "ხოლო ფრიადის ცემისაგან დავითის ხრმალმანცა დაღვარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი". მეფემ, არნახული გმირობის ფასად, თავისი რაზმელები სიკვდილისგან იხსნა და მბსოლუტური წარმატებით დაასრულა სამხედრო ოპერაცი. როდესაც ავჭალის ხევში ჩასაფრებულ 300 მხედართან დაბრუნდა და მათ მომხდარის შესახებ შეიტყვეს, არათუ არ შეუქეს საქციელი ძლევამოსილ მეფეს, არამედ ამხილეს და ბრალი დასდეს არასწორი ქმედებისთვის. დავითს, როგორც მეფესა და მთავარსარდალს, უფლება არ ჰქონდა სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, თუნდაც 15 ერთგული ყმის გადასარჩენად. დავითი ხომ მთელი საქართველოს სასოება იყო. ეს ფაქტი მრავალ რამეზე მეტყველებს. აქედან ჩანს, თუ რაოდენ ძვირფასი იყო დავითისთვის წიგნიერება. ამასთან, საოცარია მეფის ნებისყოფა და წონასწორობა. გამაოგნებელია, როგორ შეეძლო მეფეს ექსტრემალურ სიტუაციაში მთელი არსებით ჩართულიყო საღვთისმეტყველო ამბავთა წვდომაში. საოცარია დავითის ინდივიდუალური სიმამაცე და მეომრული ნიჭი, პასუხისმგებლობის გრძნობა. აკი მან ვერ აპატია თავს, რომ მისი დაუდევრობის გამო შეიძლებოდა 15 ვაჟკაცი დაღუპულიყო. უნებლიეთ გვახსენდება ქრისტეს იგავი "მწყემს კეთილზე", რომელმაც მთელი ფარა მიატოვა და ერთი გზააბნეული კრავის გადასარჩენად ყველაფერი გაწირა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Mar 17 2008, 06:31 PM
პოსტი
#16
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ყველაზე საინტერესო მეფისა და მისი რაზმელების ურთიერთ-დამოკიდებულებაა, რომელიც, როგორც ჩანს, დამახასიათებელი იყო ქართული მონარქიისთვის. თუნდაც არნახული გმირობა ჩაედინა მეფეს, მის შეცდომაზე ჯარისკაცებიც კი არ ხუჭავდნენ თვალს, არ პირფერობდნენ, გუნდრუკს არ უკმევდნენ, პირში ამხელდნენ და განსჯიდნენ. და, სწორედ ამ გზით აქანდაკებდნენ ქართულ ზნეობას, დიდ და ღირსეულ საქართველოს აშენებდნენ.
დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე დასახა საქართველოს განვითარების და აღორძინების გეგმის ზოგადი კონტურები. 1089-1110 წლებში შექმნა მონა-სპა; ჩაოაყალიბა რეგულარული არმია; ჩაატარა რუის-ურბნისის კრება; განახორციელა არსებული სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმა; ააგო სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემა; შემოიერთა კახეთ-ჰერეთი; ქვემო ქართლი, მტერთაგან მიტაცებული მესხეთის მიწები. საქართველოს მეფის იურისდიქციის მიღმა მხოლოდ თბილის-რუსთავ-დმანისის აგლომერაცია და ლორესა და გიშის ციხეები რჩებოდა. ხსენებული ქალაქები 70 წლის მანძილზე რესპუბლიკური წყობით ცხოვრობდნენ. მართალია, ისინი პერიოდულად ქართველ მეფეთა სიუზერენობასაც აღიარებდნენ, მაგრამ მათთვის უშუალოდ მონარქის მფლობელობაში გადასვლა, სოციალური თვალსაზრისით, პრობლემატური საკითხი იყო. ამასთან, თბილისი, მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალის, აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. დავით აღმაშენებელს საქართველოს ძველი დედაქალაქის შემოერთება მხოლოდ და მხოლოდ მისი ინფრასტრუქტურისა და მაღალ კატეგორიის ვაჭარ-ხელოსნური კადრების ძირითადი ნაწილის შენარჩუნებით სურდა. ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებელი თბილის-დმანის-რუსთავის დაუფლების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ამ პრობლემის გადაჭრა გარკვეულ დროსა და მზაობას მოითხოვდა. სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლი საქართველოს გაერთიანების შემდეგ, შირვანთან, სომხებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან ალიანსში განაგრძობდა ბრძოლას ისლამურ კოალიციასთან. ეს პროცესი, შესაძლოა, ათწლეულების მანძილზეც გაგრძელებულიყო. რასაც, ალბათ, დავითის სიცოცხლე არც კი ეყოფოდა. 1110 წლისთვის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პრეტენზია ჰქონოდა. უბრალოდ, იმ დროისთვის დავითის უმთავრეს მიზანს საქართველოს გაერთიანების დასრულება და პარტნიორებთან მტკიცე კავშირის შენარჩუნება შეადგენად. 1110 წელს მოხდა ერთი ფაქტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის მიზნები რადიკალურად შეცვალა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა საქართველოს პერსპექტივები. 1110 წელს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა გიორგიმ, თრიალეთის მმართველ თევდორეს, აბულეთისა და იოანე ორბელის თანაშემწეობით, ელვისებური სამხედრო ოპერაცი ჩაატარა. თურქეთაგან გაათავისუფლა სამშვილდე და ქვემო ქართლი. სწორედ ამ წელს, თრიალეთში ისე შემოვიდა თურქ-სელჩუკთა ასი ათასიანი არმია, რომ დავით აღმაშენებლის მსტოვრებმა წინასწარ ვერაფერი შეიტყვეს. მეფე ნაჭარმაგევს იმყოფებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო.მტერს ხელეწიფებოდა აქამდე განთავისუფლებული სიმაგრეების ხელახლა დაუფლება. დავითმა განიზრახა 1500 კაცით მოულოდნელად თავს დასხმოდა მტრის სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვან მხედრობას. სამწუხაროდ, იმ დროს მეფეს მხოლოდ ეს 1500 მოლაშქრე ახლდა. დავითის მებრძოლებმა გზის გავლას მთელი ღამე მოანდომეს და გამთენიისას, თრიალეთში მყოფ სელჩუკებს თავს დაესხნენ. არნახული სისწრაფით მოძრაობდნენ ქართველები. იბრძოდნენ შუბებით, მშვილდებით, ხმლებით, ხანჯლებით... ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელად. მეტრი ტოვებდა საქონელს, ცხენებს, კარვებს, საგანძურს და საბრძოლო პოზიციებიდან გარბოდა. დავითმა სელჩუკებს ღამით დევნა არ დაუწყო. ფიქრობდა, რომ გამთენიისას, სადმე, ახალ პოზიციაზე გამაგრებული თურქები ბრძოლას განაახლებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1500 ქართველს ისე გაენადგურებინა მუსლიმანთა ასი ათასიანი მხედრობა, რომ იავარყოფილი აგარიანები, არათუ გასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ აღარც კი ფიქრობდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თრიალეთის ოპერაციის დროს სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვანი მტრის განადგურებამ დავით აღმაშენებლი დაარწმუნა თავისი მონა-სპისა და რეგულარული არმიის უდიდესი შესაძლებლობებში. მან განიხრახა, მსოფლიო ისტორიაში მანამდე არნახული გენერალური ბრძოლის, ასე ვთქვათ, სამხედრო სპექტაკლის დადგმა. დაიწყო 11-წლიანი მზადება იმ ბრძოლის ორგანიზება-პროვოცირებისთვის, რომელსაც დიდგორის ომი ეწოდა, ანუ "ძლევაი საკვირველი". თუკი ყოველივე დავითის გეგმის თანახმად განხორციელდებოდა, საქართველოს შეეძლო გაერთიანებულიყო და გათავისუფლებულიყო სელჩუკთა უღლისაგან და არა მარტო ანტიისლამური კოალიციის ერთ-ერთ წევრად დარჩენილიყო, არამედ იკვეთებოდა მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა. დავითმა აიღო შემდეგი ციხე-ქალაქები: 1115 წელს - რუსთავი, 1117 წელს - გიში, 1118 წელს - ლორე. არ აიღო დმანისი და ხელუხლებლად დატოვა დიდგორზე და მანგლისზე გამავალი გზა, რომელიც თბილისს დმანისთან და აქედან კი ისლამურ სამყაროსთან აკავშირებდა. ანუ თბილისისკენ მომავალი ყველა გზა დაკეტა, გარდა ერთისა. ცხადია, ქართულ მხედრობას ჯერ კიდევ 1110 წლისთვის შეეძლო თბილისის აღებმა, მაგრამ შეუძლებელი გახდებოდა მტრის ურიცხვი მხედრობის ვიწროებში შემოტყუება და მომავალ გენერალურ ბრძოლაში ისეთი აბსოლუტური წარმატების მიღწევა, როგორიც დიდგორის ველზე განხორციელდა. აუღებელი თბილისი 1121 წლამდე სამხედრო-სტრატეგიულ საცდურად დატოვა. დავითს გენერალური ბრძოლის გამართვამდე რომ აეღო თბილისი და დმანისი, მაშინ ისლამურ კოალიციასთან ომი ლორეს, დმანისის, რუსთავის ანდა გიშის კედლებთან მოუწევდა, ანუ ის იძულებული გახდებოდა გაშლილ ველზე ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, რაც მისი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას შეამცირებდა. დავით აღმაშენებლი ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა გეოგრაფიული გარემო. თბილისი 1045 წლიდან ქალაქ-რესპუბლიკა იყო. 1080 წლამდე თბილისის მმართველები აფხაზთა და ქართველთა მეფის ყმადნაფიცობას აღიარებდნენ. 1080-1010 წლებში (დიდი თურქობის) დაწყებიდან თბილისი მხოლოდ სელჩუკიანი სულთანის უხენაესობას ცნობდა და კავკასიაში ანტიქართული პოლიტიკური ძალების ეპიცენტრს წარმოადგენად. 1010 წლიდან თბილისი საქართველოს მეფის მოხარკე იყო და დავით აღმაშენებლის მიერ დანიშნული ციხისთავიც ათი მხედრის თანხლებით ქალაქში იმყოფებოდა. დავით აღმაშენებელი 1118-1121 წლებში განუწყვეტილივ არბევდა ისლამური ქალაქებიდან თბილისში მომავალ ქარავნებს. ამით მუდმივ სტრესში ამყოფებდა ადგილობრივ ურჯულოებს. დავითის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1121 წელს მუსლიმანთა კოალიციური მხედრობა საქართველოსკენ სწორედ თბილელ, განჯელ და დმანელ ვაჭართა თხოვნის შედეგად დაიძრა. დავით აღმაშენებელი ცდილობდა დამატებითი რესურსების მოძიებას. ამ მიზნით მან 1118 წელს დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასია, ადგილობრივ მმართველებს მძევლები ჩამოართვა, გახსნა გზა ჩრდილოეთის სტეპისკენ და იქიდან ორმოცი ათასი ყივჩაღური სელჩუკების მსგავსად, თურქულ მოდგმას ეკუთვნებოდნენ. დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების გადმოსახლებითა და მათი მოთარეშეებად გამოყენებით დიდი სტეპიდან წამოსული ორი თურქული მოდგმა ერთმანეთს დაუპირისპირა, ანუ თურქი-ყივჩაღები - თურქ-სელჩუკებს და ამით ბარბაროსული ანტიკულტურულისისტემა თვითლიკვიდირებადი გახდა. ეს კიდევ ერთი დასტურია დავით აღმაშენებლის დიდი გეოპოლიტიკური აზროვნებისა. დავითმა ყივჩაღები ძირითადად საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და უახლოესი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩაასახლა. დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ბუნებრივ პარტნიორებთან ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობებს. მან თავისი ერთი ქალიშვილი შირვან-შაჰს, ანუ თანამედროვე აზერბაიჯანის მეფეს მიათხოვა, ხოლო მეორე - ბიზანტიის იმპერატორს შერთო ცოლად. როგორც ცნობილია. 1095 წელს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები იერუსალიმის გასათავისუფლებლად, დღეს უკვე აღიარებულია, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადება რომის პაპ ურბან მეორეს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა შთააგონა. ალექსი დავით აღმაშენებლის მამიდის შვილობილი იყო და, ამასთან, კონსტანტინოპოლში ძალზედ ძლიერი იყო ქართული გავლენა. წარმატებით მოქმედებდნენ დავითის მსტოვრებიც. ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1099 წელს გაათავისუფლეს. ისინი წმინდა ქალაქში კონსტანტინეპოლის გავლით ჩავიდნენ. ევროპელ რაინდებს იერუსალიმის აღებაში ეხმარებოდნენ დავით აღმაშენებლის რაზმელებიც. 1099-1118 წლებში თურქთა წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა დავით აღმაშენებელს საქრისტიანოს უძლეველი სარდლის სახელი მოუტანა. ძველი ევროპული წყაროები მას უძლეველ ბარ-ბეფეს, იოანე პრესვიტერს უწოდებენ. ევროპული გადმოცემების თანახმად, ჯვაროსნებმა დავითთან ჩამოაბრძანეს წმინდა გრაალის თასი. 1118 წლისთვის ერთობ გაძლიერდა თურქ-სელჩუკთა შეტევა იერუსალიმის ჯვაროსნულ სამეფოზე. შემწეობის სათხოვნელად 1119 წელს საქართველოში ფარულად ჩამოვიდა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ-მეორე. დავით აღმაშენებელმა ახალი ძალისმხევით დაიწყო დმანის-თბილისის გზაზე მუსულმან ვაჭართა რბევა. პარალელურად, აღმოსავლეთის ქვეყნებში საოცრად გააძლიერა თავისი აგენტურული ქსელი. პრაქტიკულად, საქართველო სრულიად მზად იყო დიდგორის ბრძოლისთვის. ერთი სიტყვით, 1121 წელს დავით აღმაშენებელს თბილისისა და დმანისის გარდა, სრულიად გაერთიანებული ჰქონდა საქართველო. მტკიცე პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თურქი-ყივჩაღი დაპირისპირებული ჰყავდა თურქ-სელჩუკებთან და თანაც მათი მთავრის ასულთან ქორწინებითა და ყივჩაღების გაქრისტიანებით მინიმუმამდე იყო შემცირებული ყივჩაღების სელჩუკებთან შეკვრის შესაძლებლობა. დავითის მსტოვრები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც ბაღდადსა და რომში, ისე კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში მიმდინარე პროცესებზე. დავითმა წინასწარ იცოდა, როდის წამოვიდოდა საქართველოს დასალაშქრავად მუსულმანთა კოალიციური მხედრობა და იმის შესახებაც უწყოდა, რომ სელჩუკურ, არაბულ-ქურთულ-სპარსული არმია დმანისიდან მანგილის-დიდგორის გზით შეეცდებოდა თბილისში შემოსვლას. ამიერიდან, დავით აღმაშენებელს სრული წინაპირობა ჰქონდა იმისა, რომ ბრწყინვალედ დაედგა და განეხორციელებინა სპექტაკლი დიდგორის ბრძოლის, ანუ "ძლევაი საკვირველის" სახელით. დიდგორის ბრძოლა 1118-21 წლებში დავით აღმაშენებელმა ყველა საჭირო მიმართულებით განახორციელა გეგმაზომიერი ქმედებები, რათა მსოფლიო ისლამური კოალიცია იძულებული გაეხადა საქართველოში შემოსულიყო გენერალური ბრძოლის გასამართავად. დავითს გენერალური ბრძოლა სჭირდებოდა! 1121 წლის გაზაფხულზე ბაღდადიდან საქართველოს მიმართულებით ისლამური კოალიციის 400-ათასიანი არმია დაიძრა. კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ: რჩეული თურქმენები სპარსელები არაბები ქურთები სომხები ისლამურ კოალიციას მეთაურობდნენ: ელღაზ არდუხის ძე, არაბთა ხელმწიფე - დურბეზ სადაყის ძე, სომეხი მელიქები, ალეპოსა და დამასკოს მმართველები. მათ თან ახლდა სელჩუკთა დიდი ხელმწიფის, სულთან-მაჰმუდის მემკვიდრე, უფლისწული მალიქი, სელჩუკები არაბულ ცხენებსა და ასურულ ჯორებზე იყვნენ ამხედრებულნი. ისლამური კოალიციის ჯარები მუბოსანთა და მოისრათა რაზმებისგან შედგებოდა. ძალზე ძლიერი იყო მათი მსუბუქი კავალერია და ლოდმტყორცნელთა შენაერთი. ცხადია, თან ჰქონდათ ლოდსატყორცნი მანქანები - ფილაკავანები. კოალიციის გეგმური მაშრუტი იყო განჯა-დმანისი-თბილისი, ანუ გზა, რომელიც ქვემო ქართლიდან მანგლის-კოჯორის გავლით, თბილისში შედიოდა. მუსულმანთა სამხედრო ამოცანას წარმოადგენდა თბილისსა და ქვემო ქართლში გამგრება, პლაცდარმის მოწყობა და აქედან საქართველოს რბევა. სელჩუკებმა კარგად უწყოდნენ, რომ დავით აღმაშენებელს არ გამოეპარებოდა მათი მოძრაოების გრაფიკი. მსოფლიოში სახელგანთქმული იყო დავითის მსტოვართა აპარატი. ამიტომაც, ილღაზის მებრძოლები, თბილისში შესვლამდე, თრიალეთის მიდამოებში გენერალური ბრძოლის გამართვას ვარაუდობდნე. როგორც აღვნიშნეთ, დავით აღმაშენებლი მტერს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდებოდა. დავით აღმაშენებლის განკარგულებაში იმყოფებოდა: 5 000-კაციანი ქართული მონა-სპა, 20 000-რეგულარული ქართული შენაერთი, 15 000 ფეოდალური ლაშქრის რაზმელი; 15 000 ყივჩაღი; 500-კაციანი ოსური როქის-სპა. ქართული ჯარი მთლიანად მხედართაგან იყო დაკომპლექტებული. ამასთან, თავად ქართული მხედრობა სრულიად უნიკალური იყო იმდროინდელ სამყაროში. ქართველი ცხენოსანი ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ საჭიროებისამებრ ჩამოქვეითებულიყო დაროგორც ფეხოსანს, ისე გაეგრძელებინა ბრძოლა. დავითის ჯარისკაცები შეჭურვილნი იყვნენ: დავითფერული და სხვა სახის ხმლებით, შუბებით, ხანჯლებითა და ლახტებით. ქართველი მშვილდოსნები ოდითგანვე სახელგანთქმულნი იყვნენ. 1021 წელის აგვისტოში მტერი თრიალეთის ხეობაში შემოვივდა. მათ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს მრავალი ციხესიმაგრე თუ გამაგრებული ადგილი. განვლეს მანგილისი და ვიწრო ხეობით თბილისისკენ გაეშურნენ. ისინი ქართველთა სიახლოვეს გრძნობდნენ. ამიტომაც, ყიჟინითა და თიარაღის ჟღარუნით ცდილობდნენ, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ და დაეფრთხოთ ქართული ჯარი. მუსულმანთა კოალიცია დიდგორის მთას გაუსწორდა. მათი ლაშქარი ვიწრო ხეობაში რამდენიმე კილომეტრზე იყო გაშლილი. მათ იცოდნენ, რომ დავით აღმაშენებლის მცირერიცხოვანი მხედრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი გენერალური ომის გამართვა, სწორედ, ვიწრობებში იყო. ამიტომაც, ყოველ წამს ელოდნენ ქართველთა თავდასხმას. დავით აღმაშენებელი, როგორც აღვნიშნეთ, წინასწარ იცნობდა მტრის მარშრუტს და გენერალური ბრძოლის გამართვას თრიალეთის ხეობაში აპირებდა. მან ჯარის კონცენტრაცია ნიჩბისის ხევში მოახდინა. შემდეგ ნიჩბისის ხევიდან შიდა ქართლისკენ გამავალი გზები ჩახერგა და, ერთი შეხედვით, თავის დაშქარს უკან დასახევი მოუსპო. დავითი დიდებულად იცნობდა თავის მხედრობას და არც მათ სიმამაცეში ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გზების ჩახერგვით იგი ხაზს უსვამდე შემდეგს - გენერალურ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას ალტერნატივა არ ჰქონდა. ქართველთა საომარი შემართება და თვითგადარჩენის ინსტიქტიც მხოლოდ მტერთან შერკინებაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ამასთან, "ჩახერგვილა" მხოლოდ ერთი მიმართულებით კეტავდა გზას, დავითმა თითქოს თავის მხედრებს ჩაუკეტა უკანდასახევი, სინამდვილეში კი ამით სელჩუკთა აგენტურას აუწყა, რომ ის გენერალურ ბრძოლას სწორედაც რომ დიდგორთან გამართავდა. მუსულმანები მოდუნდნენ. ამ გარემოებამ ქართულ ლაშქარს დამატებითი ფსიქოლოგიური დივიდენდები შესძინა. დავით აღმაშენებელმა, ეგრეთ წოდებული, "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტი გამოიყენა. იგი რჩეული მხედრობის ერთი ნაწილით მტრის დასავლეთ ფლანგზე, ნიჩბისის მხრიდან იყო ჩასაფრებული. ქართველთა რჩეული ლაშქრის მეორე ნაწილი კი, მტრის წყობას მარჯვნიდან მოქცეოდა და დიდგორის ფერდობს ეფარებოდა. ამ ნაწილს უფლისწული დემეტრე მეთაურობდა. ქართული ჯარის ძირითად ნაწილს 200 ცხენოსანი გამოეყო და მტერი ჯარისკენ დაიძრა. ერთი მეხედვით, ისინი მოღალატეებს ან საქართველოს მეფის დესპანებს ჰგავდნენ. ვერც ერთი თურქმენი ვერ იფიქრებდა, რომ 200 კაცს სხვა რამ განზრახვა ჰქონდა და 400 ათასიან არმიასთან შეტაკებას გაბედავდა. სელჩუკთა არმია ვიწრობებში იყო შემოსული და ერთ ხაზზე, ყველაზე მეტი, 100 მებრძოლი თუ ეტეოდა. შესაბამისად, რამდენიმე წამის განმავლობაში, 200 ქართველს წარმატებით ბრძოლა ნამდვილად შეეძლო. გადამწყვეტი როლი, სწორედ, ამ რამდენიმე წამმა ითამაშა არა მარტო საქართველოს, არამედ იმდროინდელ მსოფლიო ისტორიაში. მუსლიმანებმა 200 ქართველი თავიანთი მწყობრის შიგნით შეუშვეს. ქართველებმა იხადეს მახვილი და სწორედ აქ დაიწყო "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტის განხორციელება. პაატა ნებიერიძის მოსაზრებით, 200 მხედარი ე.წ. "ორმაგი" აგენტი იყო, ანუ დავითმა დიდგორამდე მრავალი ხნით ადრე თავისი მსტოვრები დააკავშირა მუსლიმანთა სარდლობასთან და სელჩუკიანები დაარწმუნა, რომ თითქოს, დავითის მხედრობაში მტრის მხარდამჭერნი იმყოფებოდნენ, რომელნიც საქართველოს მეფესთან შეთანხმებით გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ მუსლიმანებს. როგორც ჩანს, დიდგორის წინ 200 მხედრის მეთაურსა და ილღაზს შორის არსრებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ ბრძოლის დაწყებამდე ვითომდა მოღალატე ქართველები დატოვებდნენ დავითის ლაშქარს და სელჩუკიანებს შეუერთდებოდნენ. 200 მხედარი სელჩუკებმა უვნებლად შეუშვეს თავიანთ რიგებს შორის, რადგან მოკავშირეები ეგონათ. 200 ქართველის შეტევამ წამიერად გააოგნა მეწინავე სელჩუკები და სრული გაურკვევლობის გამომხატველმა შეძახილმა გადაურბინა მრავალი კილომეტრის სიგრძეზე ჩამწკრივებულ მტრის რიგებს. საკმარისი იყო რამდენიმე წამი, რათა მტერი გონს მოსულიყო, მოესპო 200 თავხედი ქართველი და კონტრშეტევა დაეწყო. სანამ მტერი გონს მოვიდოდა, ელვისებური შეტევა დაიწყეს დავითისა და დემეტრეს ცხენოსანთა რაზმებმა. მათ სწორედ იქ მიიტანეს იერიში, სადაც 200 ქართველი იბრძოდა. სელჩუკთა გაოგნება პანიკაში გადაიზარდა. გატყდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა სელჩუკთა რჩეული, მეწინავე რაზმი. ისინი უკან მდგომებს ქელავდნენ. მეწინავეთა ისტერიულმა მდგომარეობამ სრული დემორალიზაცია გამოიწვია დანარჩენ მხედრობაშიც. მტერი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა ქართველებს: "ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ სარწმუნეოებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ამ ურიცხვ მიმდევართა, არამედ თავად ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთ". და მოხდა სასწაული, ზეციდან გარდმოეშვა წმინდა გიორგის სული, რომელიც მახვილით ხორციელად სპობდა სელჩუკთა რაზმელებს. მტრის რბევა და ჟლეტა რამდენიმე დღე გაგრძელდა. თითქმის მთლიანად გაწყდა ისლამური კოალიცია. დიდგორის ომში, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, არც ერთი ქართველი არ დაღუპულა. სრულიად უვნებლად გადარჩა 200 მხედარიც. აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელს არ მიუმართავს პარტიზანული ომის ტრაქტიკისთვის. მტერს მოულოდნელად არ დასხმია. პირიქით, ისლამურმა კოალიციამ წინასწარ იცოდა ბრძოლის სავარაუდო ადგილი და ისიც, თუ სად იყო გამაგრებული ქართული მხედრობა. იცოდა თავისი რიცხობრივი სიჭარბის შესახებაც. აღმაშენებელმა 200 მხედრის წინ წარგზავნით კიდევ უფრო გაუძლიერა მტერს უპირატესობის გრძნობა, წამით მოადგუნა და თანამებრძოლთა საოცარი სიმამაცის, სისწრაფისა და, რაც მთავარია, ოპერაციის დროსა და სივრცეში უზუსტესად ჩატარების წყალობით, გატეხა მოწინააღმდეგ, თანაც იმდენად ეფექტურად, რომ ომი მუსლიმანთა სასაკლაოდ იქცა. დიდგორის ბრძოლამ ცხადყო, რომ ქართული ჯარი მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო მანქანას წარმოადგენად. საქართველოს მსოფლიო ჰეგემონიის აღაიარებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა!!! დიდგორის ბრძოლამ XII ს-ის მსოფლიო ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აღარ არსებობდა ძალა, რომელიც საქართველოს წინ აღუდგებოდა. უკვე შეიძლებოდა თერთმეტი წლის მანძილზე ერთგვარ სატყუარად დატოვებული თბილისისა და დმანისის შემოერთება. 1122 წლის დამდეგს, დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი და დედაქალაქი ქუთაისიდან გორგასლის დაარსებულ ქალაქში გადაიტანა. 1122 წელი დავით აღმაშენებელმა ძირითადად ეკონომიკურ რეფორმებს დაუთმო. კერძოდ, არაქართველ ვაჭრებს იმდენად შეუმცირა გადასახადები, რომ როგორც მუსლიმანი, ისე ევროპელი სოვდაგრებისთვის უფრო მომგებიანი შეიქმნა კომერციული საქმიანობა თბილისში, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, თუნდაც მათ მშობლიურ ქვეყნებში. ამასთან, საქართველოში საოცრად განვითარდა მომსახურების სფერო (ქარვასლები, გზები, საავადმყოფოები, სასამართლოები). დიფერენცირებულმა გადასახადებმა სხვა სარგებელიც მოიტანა: ქართველი ვაჭარ-ხელოსნები იაფად იძენდნენ უცხოურ დეფიციტურ პროდუქტს და ძვირად ჰყიდნენ ადგილობრივ ნაწარმს, ანუ საქართველოსა და ქართველების ხელში ხდებოდა მსოფლიო კაპიტალის კონცენტრაცია. ამიერიდან, საქართველო და თბილისი მსოფლიოს სავაჭრო, საკომუნიკაციო და საინფორმაცი ცენტრად გადაიქცა. ცხადია, ამას ვერ ეგუებოდა მსოფლიო მუსლიმანთა პოლიტიკური ლიდერი ბაღდადის სელჩუკი სულთანი - მუჰამედი. მან 1123 წლის გაზაფხულზე ნახევარ მილიონიანი არმიით შირვანში ილაშქრა. აიღო შემახია, შეიპყრო შირვან-შაჰი და დავით აღმაშენებელს წერილი გამოუგზავნა: "შენ ტყვეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა, ხოლო მე ესე რა შირვან-შაჰ შევიპყარ ხელთა და ხარაჯას ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამომიგზავნე, და თუ გინდა სამალავით გამოველ და მნახე". სულთანი საქართველოს მეფეს ახალ გენერალურ ბრძოლაში იწვევდა. ამჯერად, გაშლილ ველზე. დავითმა მობილიზაცია გამოახდადა და 50 ათასი ქართულ–ყივჩაღური მხედრობით შამახიისკენ გაეშურა. მუსლიმანების პოზიცია დაცული იყო ქალაქის გალავნით, ხერგილებითა და წყლის თხრილებით. მათ შემადგენლობაში იმყოფებოდა როგორც კავალერია, ისე ქვეითი ნაწილები. დავითის მხედრობა შირვანის დედაქალაქს მოუახლოვდა და შეტევისთვის მოემზადა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. დიდგორის ომს მუსლიმანთა ფსიქიკაზე იმდენად დიდი დაღი დაემჩნია, რომ როგორც კი დაინახეს შორიდან ქართული ლაშქარი, სარკინოზები შედრკნენ, ზურგი აქციეს და ქალაქის კედლებში ჩაიკეტნენ. ნახევარმილიონიანი ბაღდადური კოალიცია სრულიად დემორალიზებული იყო. სულთანმა მარცხი აღიარა და გზა ითხოვა. იმავე დღეს, საქართველოს მხედრობას განჯის (რანის) ათაბაგის, აღსუნღულის ჯართან მოუხდა შეტაკება. განჯის ათაბაგი სულთანთან შესაერთებლად მოეშურებოდა, მაგრამ ქართულ პოზიციებს გადააწყდა და პირწმინდად განადგურდა. დავითის მებრძოლებმა 4000 განჯელი მოსპეს, დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს, განჯის ათაბაგმა კი შამახიას შეაფარა თავი. სულთანი ალყაში მოექცა. ხსნა არსაიდან ჩანდა და ბაღდადის ამაყმა მბრძანებელმა კანალიზაციის მილით იკადრა გაქცევა. ბაღდადში ჩასულმა, საქართველოს მეფეს ძღვენი გამოუგზავნა და ხარკი იკისრა. ეს ფაქტი საქართველოს მსოფლიო ჰეგემონობის უპირობო აღიარებას ნიშნავდა. დავითმა უფალს მადლობა შესწირა, ცოტა ხნის შეისვენა და 1123 წლის ივნისში, ახალი სამხედრო ექსპედიცია წამოიწყო: ილაშქრა შირვანში, აიღო გულისტანი და ქართული ორიენტაციის შირვანელები დიდი წყალობით აავსო. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დასავლეთ საქართველოში, ანუ აფხაზეთში გადავიდა, იქაური საქმეები განაგო, გეგუთში დაბინავდა და შემოდგომა-ზამთარი ნადირობაში გაატარა. 1124 წელის მარტში, ქართლში შემოვიდა და გაათავისუფლა დმანისი. აპრილში თავს დაესხა შაბურანს, გაანადგურა დარუბანდის მბრძანებლის მორჩილი ლეკნი, ყავჩაღნი, ქურთნი. აიღო ღასანი და ხოზაონდი, დაეუფლა შირვანისა და აღმოსავლეთ ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილს, შემოიერთა გაგი, ტერონაკალი, ქავაზინი, ნობედი, მანასგომი, ტალინჯაქარი. 1124 წლის ივლისში განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორი, ბასიანი, სპერამდე სრულიად მოსრა და დაატყვევა თუკი ვინმე თურქთაგანი იყო შემორჩენილი. უკანა გზა ჩამოვლო ბუღთა–ყური, დასწვა ოლთისი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მოღალატე ქართველთა თუ მტარვალ გადამთიელთა თავშესაფარს წარმოადგენდა. მეფე თრიალეთში შეჩერდა და ჯარი დროებით დაითხოვა. 1124 წლის 20 აგვისტოს დავით აღმაშენებელს ეახლნენ ანისელი მწიგნობრები, ისინი ბოჟანას წყაროსთან მდებარე ციხეების გადაცემას შეჰპირდნენ, შესთავაზეს სომხეთის ისტორიული დედაქალაქის, ანისის მუსულმანთაგან გათავისუფლება და საქართველოსთვის შემოერთება. დავითმა ლაშქარი ხელახლა იხმო. მეფესთან 3 დღეში 60 ათასი მხედარი შეიკრიბა. ეს მრავლისმეტყველი ფაქტია. ასე მოკლე დროში ამ რაოდენობის მხედრის მობილიზება სრულიად საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ კომუნიკაციის წარმოუდგენლად მაღალი დონით შეიძლება აისხნას. დავით აღმაშენებლის სამხედრო მანქანა, ორგანიზების თვალსაზრისით, მართლაც სწორუპოვარი იყო. საქართველოს ჯარი ანისს მიადგა. სამ დღეში აიღეს სომხეთის ისტორიული დედაქალაქი. დავითმა ადგილობრივი მუსულმანი მმართველის ოჯახი დასავლეთ საქართველოში გადაასახლა და მთელ შირაქს დაეუფლა. მეჩეთად გადაკეთებული ანისის საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლური წესით აკურთხა. დავით აღმაშენებელმა სომხეთის მართვა მესხ აზნაურებს ჩააბარა, თავად საქართველოში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ შეისვენა. 1124 წელს, სომხეთის შემოერთების შემდეგ, ილაშქრა და აიღო შირვანის დედაქალაქი შამახია. აიღო ბირიტიც. შარვან-შაჰები, რომლებიც შვილიშვილებად ერგებოდნენ, აფხაზეთში გადაასახლა. სწორედ მათი შთამომავლები არიან შარვაშიძეები, გურული ერისთავები და გლურჯიძეები. შარვანი საქართველოს შემოუერთა და მის გამგებლად მწიგნობართუხუცესი, სვიმონ ჭყონდიდელ-ბედელ-ალავერდელი დაადგინა. სვიმონ ჭყონდიდელს თანაშემწეებად კახელ-ჰერელი დიდებულები დაუყენა. შარვანის გაქართველების პროცესი დაიწყო, რომელიც, სამწუხაროდ, შემდგომში შეწყდა დავით აღმაშენებლის შთამომავალთა არასწორი პოლიტიკის წყალობით. დავითმა დიდი საბოძვარით აავსო ქურთნი, ლეკნი და თარასნი, მათში კიდევ უფრო განმტკიცდა პროქართული განყწობა. ყივჩაღებს ზედამხედველები დაუდგინა და საზამთრო სადგურები განუჩინა. ასე მიიწურა 1124 წელი. მთელი კავკასია ნიკოფსიიდან დარუბანდამედ ოვსეთიდან არაგაწამდე დავით აღმაშენებლის დორშის ქვეშ იყო დარაზმული, დროშისა, რომლის ჯვარზეც ეწერა: პატიოსანო ჯვარო! ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავითი! ამიერიდან, დავით აღმაშენებელს მესიის მახვილს უწოდებდნენ. დავითისა და საქართველოს შიშით ძრწოდა მაჰმადიანური სამყარო. 1123-24 წლებში, ბაღდადის სულთანმა საქართველოში იმდენი ძღვენი და ხარკი გამოგზავნა, რომ რაოდენობით და ღირებულებით ბევრად გადააჭარბა საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყნიდან სარგინოზთა მიერ წაღებულ განძს. სულთანი ყივჩაღების თარეშის შეწყვეტასა და უსაფრთხოებას ითხოვდა. საქართველოს უპირატესობას უპირობოდ აღიარებდნენ ჯვაროსანთა ხელმწიფენი და ბიზანტიის იმპერატორი. როგორც ისტორიკოსი წერს: "დავით აღმაშენებლის აჩრდილსა შეკრებილნი იყვნენ ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი, ოვსეთისა და ყივჩაღეთისა, სოომხეთისა და ფრანგეთისა (ანუ ევროპისა), შარვანისა და სპარსეთისა (ანუ აზიისა)". დგებოდა 1125 წელი. დავით აღმაშენებელი მსოფლიო ჰეგემონი იყო. ის რამდენიმე გეოპოლიტიკური თუ სამხედრო საკითხის საბოლოოდ გადაჭრას გეგმავდა. რომ დასცლოდა, ალბათ, საქართველო ზესახელმწიფოდ არა მარტო 150 წლის მანძილზე იარსებებდა, არამედ დღემდე შეძლებდა ძლევამოსილების შენარჩუნებას (საჭირო იყო სომხეთის პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტა, შირვანის გაქრისტიანების დასრულება, ჩრდილო კავკასიისა და ვოლგა-დონის აუზის ყივჩაღთაგან გათავისუფლებული ტერიტორიის ათვისების დაწყება). 1125 წლის 24 იანვარს, უფალმა ამ ქვეყნიდა გაიყვანა დავით აღმაშენებელი - მესიის მახვილი. გარდაცვალებამდე დავითმა დაწერა ანდერძი და "გალოვანი სინანულისანი", რომელშიც ქრისტიანული თავმდაბლობით ყველა თავისი გამარჯვებაც კი მოინანია, როგორც, გარკვეულ წილად, ანგარებით ჩადენილი ქმედება. ანდერძის თანახმად, ახლად შემოერთებული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრა ბერი არსენისა და კათოლიკოს იოანეს პრეროგატივად გამოაცხადა. სამწუხაროდ, დავითის ანდერძი არ ასრულდა. დავით აღმაშენებელი სიკვდილის სარეცელზეც კი წინასწარ ჭვრეტდა ყველა იმ პრობლემას თუ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე შეიძლებოდა დასმულიყო ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ. იმ დროისთვის კი დავითი გადაშენების პირას მისული ქვეყნის ნაცვლად, მემკვიდრეებს უძლეველ სახელმწიფოს უტოვებდა. ყველა დროის ამ უდიდე -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Mar 18 2008, 11:11 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განწმინდა შემოსული მტრებისაგან საქართველო და გაადიდ-გააძლიერა ის, და მიტომაც ხალხმა და ისტორიამ უწოდა მას "აღმაშენებლად"... იმიტომ კი არა, რომ ის აშენებდა ციხე-დარბაზებს, მონასტრებს, გზებსა და სხვათა. არა! იმიტომ, რომ იმან ააშენა მთელი საქართველო და გაადიდა მთელი სამეფო.
ქართული თქმულებაა: "მამა შვილისაგან უნდა ითავსებოდესო." ე. ი. რაც მამამ ვერ მოასწრო და დააკლდედ, ის შვილმა უნდა შეავსოსო და მართლაც, დავით აღმაშენებლის ჩამომავლობა ასრულებდა ამ ნათქვამს: შვილი მამას ათავსებდა, თანდათან უმატებდა ძლიერებას..." /აკაკი წერეთელი/ (ანდრია ბიბილურის ნამუშევარი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2008, 02:33 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით აღმაშენებლის ფრესკასთან
/ფრიდონ გელაშვილი/ სამარადჟამოდ შეგყინვია ტუჩზე სათქმელი შენ, მეფევ დიდო, მარტო მდგარო, გვითხარი რამე. ნუთუ ვერ გვიცან შენს წინაშე მდგარნი ქართველნი, ჰა, გაგვისრულდა, როგორც იქნა, ჩვენ "დიდი ღამე." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marianitta |
Mar 26 2008, 10:04 AM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 23-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,305 |
ძალიან კარგი თემაა. იცი რა მაინტერესებს? წლების წინ ერთი ამბავი ატყდა დავით აღმაშენებლის მეჩეთში შესვლასთან და იქ ლოცვასთან დაკავშირებით. რა იცი ამის შესახებ?
|
marianitta |
Mar 26 2008, 10:04 AM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 23-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,305 |
ძალიან კარგი თემაა. იცი რა მაინტერესებს? წლების წინ ერთი ამბავი ატყდა დავით აღმაშენებლის მეჩეთში შესვლასთან და იქ ლოცვასთან დაკავშირებით. რა იცი ამის შესახებ?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი