აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
შოთა |
Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
მარიამი |
Sep 1 2006, 09:10 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ამ ფილმში რამე სისხლიანი კადრები ხომ არაა? თუ არის, მაშინ მირჩევნია არ ვუყურო...
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
შოთა |
Sep 1 2006, 09:16 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
მარიამი
აფხაზეთის მხირიდან არის გადარღებული. სოხუმიში ბოლო დღების შეტაკებები, რა თქმა უნდა ნაჩვენებია დახოცილებიც ერთი სიტყვით ქართველი კაცისათვის ადვილი საყურებელი არ არის. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
მნათე |
Sep 1 2006, 09:17 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეჰ ახლა გული მტკივა სულ მერე მოვიცლი და მოვყვები ბიძაჩემმა როგორ გამოაღწია. . .
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
შოთა |
Sep 1 2006, 09:22 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ჩამოღებასთან რამე პრობლემები ხომ არა გაქვთ, მარტო დაცეკით ჩამოღებას და ან პირდაპირ მედია ფლეიერი ჩაირთობა და მოგიწევთ დაცდა სანამ აიტვირთება ანდაც პირდპირ შენახვის ფანჯარა ამოხტება და შეინახავთ
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
მარიამი |
Sep 1 2006, 09:24 PM
პოსტი
#6
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE მარიამი აფხაზეთის მხირიდან არის გადარღებული. სოხუმიში ბოლო დღების შეტაკებები, რა თქმა უნდა ნაჩვენებია დახოცილებიც ერთი სიტყვით ქართველი კაცისათვის ადვილი საყურებელი არ არის. მაშინ გავუფრთხილდები ნერვებს... მე მასეთები ძალიან მძიმედ გადამაქვს... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Sep 1 2006, 09:25 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჩამოღებასთან რამე პრობლემები ხომ არა გაქვთ, მარტო დაცეკით ჩამოღებას და ან პირდაპირ მედია ფლეიერი ჩაირთობა და მოგიწევთ დაცდა სანამ აიტვირთება ანდაც პირდპირ შენახვის ფანჯარა ამოხტება და შეინახავთ მედია ფლეიერი გამოვიდა და იტვირთება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
შოთა |
Sep 1 2006, 09:33 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
სადღაც 1 სათI დაჩირდება მაგრამ ყველაზე კაი იკნებოდა თU დაცვებოდი მარჯვენა პნოკას და მერე შენახვას..
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
მნათე |
Sep 1 2006, 09:36 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სადღაც 1 სათI დაჩირდება მაგრამ ყველაზე კაი იკნებოდა თU დაცვებოდი მარჯვენა პნოკას და მერე შენახვას.. ოკ ეგრე ვცდი როგორ ატვირთე საინტერესოა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
iako |
Sep 1 2006, 10:10 PM
პოსტი
#10
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ჩემტან არ იხსნება მედია პლეიერი, იგივე გვერდზე მაბრუნებს.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
შოთა |
Sep 2 2006, 01:09 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
iako
თუ მედია ფლეიერი არ ირთობა მიდიხარ და აწვები "ჩამოხებას" მარჯვენა პნოპკით შემდეგში კი ირჩევ save targeT AS რის შემდეგაც გაგეხსნება შენახვის ფანჯარა ხო მიუთითებ სად შეინახოს და შეგენახება, ფაილი საკმარისად ჩკარა გადმოდის დახლოებით 159 კბტ თვით ფაილი კი იწონის 200 მგბ , მე თვითონ 20 წუთში ჩამოვიღე. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ალექსანდრე |
Sep 2 2006, 02:20 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მარიამი
ციტატა მე მასეთები ძალიან მძიმედ გადამაქვს... მეც ამასწინათ ''კვირის პალიტრაში'' დაიბეჭდა ბაგრამიანთა ბატალიონის დანაშაულებების შესახებ აფხაზეთში. ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებანი - დროა, ბოდიში მოიხადონ! ჩვენი შემწყნარებლობა სიბრიყვეში გადაიზარდა “ასეთ ადგილებზე საგანგებოდ ნიშნავდნენ სულით ხორცამდე გახრწნილ ქართველებს” “ბაგრამიანელებმა” ქართველების წინაშე საუკუნის დანაშაული ჩაიდინეს აგვისტოს ბოლოს საქართველოში სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს ელოდებიან. სომეხთა სულიერი მოძღვარი საქართველოში ეკლესიების გადაცემის საკითხის განსახილველად ჩამოდის, მაგრამ, როგორც ჩანს, სომეხთა კათოლიკოსს სხვა რამეზეც მოუწევს საუბარი. ქართველი მეცნიერები მას კიდევ ერთ საკითხზე სთხოვენ აზრის გამოთქმას. კერძოდ, არმენოლოგმა ბონდო არველაძემ სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს და სომხეთის პრეზიდენტს უკვე მიმართა ღია წერილით. არმენოლოგი აფხაზეთის ომში ბაგრამიანის ბატალიონის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სომეხთა სულიერი თუ ეროვნული მოძღვრებისაგან ამ ფაქტების დაგმობას და ბოდიშის მოხდას ითხოვს... აფხაზეთის ომში ბაგრამიანის ბატალიონის სისასტიკე ქართველი და სომეხი ხალხის ძმობის ისტორიას დამღასავით აზის, მაგრამ მთელი 13 წლის განმავლობაში სომხეთის ოფიციალურ პირებს ამ ფაქტისთვის შეფასება არ მიუციათ. სირაქლემის პოზაში ყოფნა კი ქართველებს მოსწყინდათ და ბევრმა მეცნიერმა თუ საზოგადო მოღვაწემ, რომლებიც ქართულ-სომხურ ურთიერთობებს აქამდე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, ფაქტებისთვის სახელის დარქმევა გადაწყვიტა. სწორედ ამ მიზეზით საქართველოში მალე გამოვა წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც ზედმიწევნით იქნება ასახული აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებანი. წიგნის გამოსვლის იდეამ შოკში ჩააგდო სომეხი საზოგადოება, მაგრამ ბოდიშის მოხდასა და ფაქტის შეფასებას, ჯერჯერობით, არავინ ჩქარობს... ბონდო არველაძე (მეცნიერი, არმენოლოგი): - მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ სომხები იბრძოდნენ, უფრო სწორად კი ბაგრამიანის ბატალიონი, რომელმაც სისასტიკით გაითქვა სახელი. მისი მებრძოლების სინდისზეა ასობით მშვიდობიანი ქართველის წამებით სიკვდილი. თავად არმენოლოგი ვარ და ეს ფაქტი ყოველთვის მაწუხებდა. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს მივმართე ოფიციალური წერილით სომხეთის მაშინდელ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მწერალ სეროკ ხანზანიანს. ჯერ შევახსენე ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორია, შემდეგ კი ვთხოვე სომხეთის მთავრობასა და ინტელიგენციას, მოწოდებით მიემართათ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი ბაგრამიანელებისთვის, რათა ქართველების ხოცვა-ჟლეტა შეეწყვიტათ. სამწუხაროდ, არავინ გამომხმაურებია. ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ თანამემამულეების შესაჩერებლად. მას შემდეგ 14 წელიწადი გავიდა, მაგრამ სომხეთის მთავრობას ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ოფიციალური შეფასება ჯერაც არ მიუცია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეხსენებინა სომხეთის მთავრობისთვის, რომ ბაგრამიანელების დანაშაულებისთვის ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. სწორედ ამიტომ მივმართე სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს და სომხეთის პრეზიდენტ ქოჩარიანს, მაგრამ ამაოდ. სომხეთის მთავრობის დუმილს ქართველი ხალხი ბაგრამიანელთა საქციელის გამართლებად აღიქვამს. ნამდვილად არ ეკადრებათ ეს ოვანეს თუმანიანის მემკვიდრეებს. 1918 წელს, როდესაც ქართველთა და სომეხთა შორის ომი დაიწყო, თუმანიანის რამდენიმე შვილი ერევანში ჩარჩა. მაშინ ოვანეს თუმანიანმა შვილებს შეუთვალა, თუ თქვენ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, შეგაჩვენებთ, უარს ვიტყვი თქვენზეო(!). თუ სომხეთის მთავრობა შეფასებას არ მისცემს ბაგრამიანის ბატალიონის ნამოქმედარს, ქართულ-სომხურ ძმობასა და მეგობრობაზე ლაპარაკი ფარისევლობა იქნება. როგორც სომხები ვერ დაუვიწყებენ თურქეთს 1915 წლის სომეხთა გენოციდს, ვერც ქართველები დაივიწყებენ ბაგრამიანელების დანაშაულს აფხაზეთში. ქართველ ხალხს ისიც კარგად ახსოვს, როგორ იბრძოდა ზოგიერთი სომეხი საქართველოსთვის აფხაზეთში. ზოგი ამ ომში დაეცა კიდეც. მათ ქართველი ერი სათანადო პატივს მიაგებს, მაგრამ, ვიმეორებ, იმის, რაც ბაგრამიანის ბატალიონმა აფხაზეთში ჩაიდინა, დავიწყება შეუძლებელია. მათ საუკუნის დანაშაული ჩაიდინეს ქართველების წინააღმდეგ და ამას ვერ გაექცევიან ვერც სომხები და ვერც ქართველები. - კონკრეტულად, რა დანაშაულებზეა ლაპარაკი? ალბათ, არსებობს დოკუმენტური მასალა, რომელიც ბაგრამიანის ბატალიონის სისასტიკეს და დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს. - კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან მიზეზთა გამო ამჯერად თავს შევიკავებ. არსებობს დოკუმენტური ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებებს ასახავს. მასალა ამჟამად მუშავდება და სულ მალე ყველა ფაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ წიგნში მოიყრის თავს. სხვათა შორის, დოკუმენტებისა და ფოტომასალის გარდა, არსებობენ სასწაულებრივად გადარჩენილი თვითმხილველებიც. მათ კარგად ახსოვთ ბაგრამიანის ბატალიონის “საგმირო” საქმეები. - როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცნენ სომხები ასე? - ზოგიერთი სომეხი ბაგრამიანის ბატალიონის გამართლებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ თურმე აფხაზებმა სომხები აიძულეს, ბატალიონი შეექმნათ და ქართველების წინააღმდეგ ებრძოლათ, მაგრამ რაც უნდა გაიძულონ, მშობელ დედას უნდა ესროლო?! სომხები აფხაზეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაასახლეს. ქართველებმა შეიფარეს, მიწა-წყალი, სარჩო-საბადებელი გაუყვეს და ამ ხალხისთვის იარაღი უნდა მიეშვირათ? ვთქვათ, ბატალიონის შექმნა აიძულეს, ქართველების დაწვასა და წამებასაც აფხაზები აიძულებდნენ?! როგორც შევიტყვე, სწორედ ბაგრამიანის ბატალიონის წევრები დააბინავეს გაგრის სანაპიროზე, ქართველთა სახლებში. ამას წინათ სომხეთის პრესაში გამოქვეყნდა წერილი, სადაც ავტორი ტრაბახობდა, სომხებს აფხაზეთის ომის 15 გმირი ჰყავთო. სწორედ ბაგრამიანის ბატალიონიდან არიან ისინი, ვინც აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ ქართველების ხოცვა-ჟლეტისთვის “გმირებად” აღიარა. - იმედი გაქვთ, რომ სომხეთის მთავრობა შეფასებას მისცემს ამ ფაქტს ან ბოდიშს მოიხდის? - სიმართლე გითხრათ, არა, მაგრამ სომხებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ბრიყვები არ ვართ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და გვახსოვს. რამდენიმე დღის წინ ერთი ერევნელი დოცენტი, გვარად შნასიანი შემხვდა. მითხრა, ბოლო დროს არმენოლოგიურ საკითხებს ძალზე კრიტიკულად უდგებით, ჩვენ ეს გვწყინს და მიზეზიც გვაინტერესებსო. ვუთხარი, ეკლესიებს ითხოვთ, რუკები გამოეცით და ქართულ მიწაზე გაიძახით, სომხურიაო, ანბანიდან დაწყებული ყველა დიდი ქართული კულტურული მემკვიდრეობა სომხურად გამოაცხადეთ; აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონმა ისე ამოხოცა ათასობით ქართველი, ბოდიშიც კი არ მოგიხდიათ და ეს საკმარისი არ არის კრიტიკისთვის-მეთქი? შემპირდა, ამ საკითხებზე სომხური პრესით გაგცემთ პასუხსო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. ბაგრამიანის მიზნებიდან ბაგრამიანის ბატალიონამდე სერგი საჯაია (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და აფხაზეთის აკადემიის წევრი): “ბაგრამიანის ბატალიონის შექმნა ბოლო ეტაპი იყო იმ შეთქმულებისა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ათეულობით წლის წინ მზადდებოდა. ბატალიონს ბაგრამიანის სახელი შემთხვევით არ დარქმევია. სომეხთა შეფარულ აგრესიას ქართველების წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითისთვის სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარის შესახებ შემიძლია გიამბოთ. სომეხი მოსახლეობის აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოყვანა მუშახელის ნაკლებობის საბაბით დაიწყო. მეთამბაქოეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადეს და რატომღაც დაამკვიდრეს აზრი, რომ ამ საქმეს ქართველები ვერ გაუმკლავდებოდნენ. ამ დარგის განვითარების მიზნით, ქართველებს ჩამოაჭრეს მიწები და სომხებს დაურიგეს. მუშაობას ისინიც შეუდგნენ, მაგრამ მალე იმ ტერიტორიაზე თუთის ხეების დარგვა დაიწყეს, თითქოს მეაბრეშუმეობის განსავითარებლად. თითო თუთის ხის დარგვისათვის პრემიასაც კი აძლევდნენ სომხებს. თუთის ხეს რომ მოაშენებდი, ის ადგილი თამბაქოს მოსაყვანად აღარ ვარგოდა, ამიტომ ახალ მიწებს აძლევდნენ თამბაქოს მოსაყვანად. ერთი-ორ წელიწადს სომხები თითქოს უვლიდნენ აბრეშუმის ჭიებს, ხელს უწყობდნენ მეაბრეშუმეობის განვითარებას, მერე ნაკვეთებში ფიცრულების ჩადგმა დაიწყეს. რამდენიმე წელიც და, თუთის ხეები ციტრუსების პლანტაციამ შეცვალა; ფიცრულებში საცხოვრებლად ჩასახლდნენ. ასე შერჩათ სომხებს “თამბაქოს მოსაყვანად” დარიგებული მიწები. ასე მოექცა სოხუმი და ქართველი მოსახლეობა სომხურ ალყაში. ამ მიზანმიმართულმა პოლიტიკამ მთლიანად შეცვალა დემოგრაფიული სურათიც და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ პარტიულ მუშაკებსაც. ეს იყო დიდი არმენიის შესაქმნელად გადადგმული გეგმაზომიერი ნაბიჯი და ამაში ერთმა შემთხვევამ სამუდამოდ დამარწმუნა. 70-იანი წლების დასაწყისში მე და ჩემმა დეიდაშვილმა მოსკოვში წასვლა გადავწყვიტეთ. მაშინ მოსკოვი-ერევნის მატარებელი დადიოდა. ბილეთები ვერ ვიშოვეთ და გამცილებელს ვთხოვეთ წაყვანა. გამცილებელმა საერთაშორისო ვაგონი შემოგვთავაზა. დავსხედით. ჩემი დეიდაშვილი ბერძენია, მეც დედით ბერძენი გახლავართ და ბერძნული საუბარი გავაბით. უცებ გვერდით კუპედან სპორტულად ჩაცმული კაცი შემოვიდა, ქართველები არ ხართო? - გვკითხა და თავის კუპეში შეგვიპატიჟა. არაფერი მითქვამს, მისი აზრები მაინტერესებდა... ამოალაგა სომხური დელიკატესები, გაშალა პურმარილი, ცოტა დავლიეთ კიდეც... ერთი სიტყვით, ერთი-ორი ჭიქის შემდეგ ჩვენს მასპინძელს ენა გაეხსნა. დიდი ინტერესით გვკითხა, აფხაზეთში რა ამბავია, ქართველები ხომ არ გავიწროებენო. ვუთხარი, არის პატარ-პატარა გაუგებრობები, მაგრამ ისეთი არაფერი-მეთქი... დაგვამშვიდა, ცოტაც მოითმინეთ და, აფხაზეთში ქართველის ჭაჭანება აღარ იქნება, აფხაზეთი მალე “ველიკაია არმენიას” ნაწილი იქნება; აღმოსავლეთ საქართველო უკვე ამ გზას ადგას, მაგრამ აქ მეგრელები გვიშლიან ხელსო და მეგრელების მისამართით ისეთი ეპითეტები იხმარა, რომ არც ღირს მოხსენიება. ჩვენმა მასპინძელმა ის გეგმა გაგვაცნო ზოგადად, რომლითაც სომხები რუსეთთან ერთად აფხაზეთიდან ქართველებისა და აფხაზების განდევნას აპირებდნენ. ის კაცი კი მარშალი ბაგრამიანი აღმოჩნდა. მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის გაარმენება რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. რუსებს ეს ხელს აძლევთ, რადგან სომხები მუდამ რუსეთის იმპერიის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. აფხაზეთიდან ქართველთა განდევნის გეგმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში შემუშავდა. სხვათა შორის, ესეც ბაგრამიანმა გვითხრა. ისე, ამ საქმეს ქართველების ხელშეწყობის გარეშე ვერ მოახერხებდნენ. სოხუმის რაიონში არსებობდა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობა. საცხოვრებლად სამოთხე იყო. 1989 წელს სწორედ ამ კოლმეურნეობიდან გამოიყო 19 სამოსახლო მიწის ნაკვეთი. აქედან მხოლოდ ორი ერგო ქართველს და ისიც სომხების დახმარებით(?!) - ერთ-ერთს თურმე სომეხი საყვარელი ჰყავდა. იმავე წელს ხელში ჩამივარდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შუამდგომლობა, ვისთვის უნდა გამოეყოთ აფხაზეთში მიწის ნაკვეთები. მაგალითად, მთელი გულრიფშის რაიონიდან აფხაზეთში 0,15 ჰექტარი გამოუყვეს ერთადერთ ქართველს, მაშინ როცა სომხებს დაუბრკოლებლად აძლევდნენ 0,25 ჰექტარს. ის ერთადერთი ქართველიც ბაბუშერის ეთერზეთების მეურნეობის მთავარი ბუღალტერი იყო, ფული თავზე საყრელად ჰქონდა. ამისთანა კაცმა 0, 15 ჰექტარის მეტი ვერ აიღო და უფულო ქართველი რას გააწყობდა? თავად სოხუმელი კაცი გახლავართ, ძირძველი, ნამდვილი აფხაზი. სოხუმის რაიონში რომ არის ბერკეთის ხეობა, სწორედ იქიდან ვარ, სოფელ აკაფიდან. ერთხანს სხვა სოფელში ვმუშაობდი. დასასახლებლად მიწის ნაკვეთი მჭირდებოდა. მის ნაცვლად ჩემი საგვარეულო მიწის ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ მაინც ექვსი წელიწადი ვიწვალე, რომ ჭაობიანი მიწა მოეცათ, მაშინ როცა სომხებს უპრობლემოდ ურიგებდნენ საუკეთესო მიწებს. ის სოფელი, სადაც დავსახლდი, იმ ექვსი წლის მანძილზე, ჩემ თვალწინ იქცა სომხურ სოფლად. ასე ხდებოდა სომეხი მოსახლეობის მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური მომზადება და ჩამოყალიბდა კიდეც სომხური მოძრაობა “წერო”, მოგვიანებით კი, სისასტიკით განთქმული ბაგრამიანის ბატალიონიც შეიქმნა. ომში ტყვეობა და მკვლელობა არ არის გასაკვირი, მაგრამ აქაც არსებობს ზნეობრიობის კრიტერიუმი. სწორედ ეს არ გააჩნდათ ბაგრამიანის ბატალიონის ბოევიკებს. ქართველებს ხომ უმოწყალოდ ხოცავდნენ, ქართულ წიგნებსაც ანადგურებდნენ, წვავდნენ. ბაგრამიანელებმა, რომელთა შორის ჩემი სომეხი მეზობლებიც იყვნენ, მე რომ ვერ მომიხელთეს, სახლიდან ჩემი პალტო გამოიტანეს, ხეზე დაკიდეს და დაცხრილეს. მოკლედ, სიმბოლურად დამხვრიტეს, ჩემი უმდიდრესი ბიბლიოთეკა კი ცეცხლს მისცეს... სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას თვითონვე შევუწყვეთ ხელი, ქართველი პარტიული მუშაკები ქრთამის სანაცვლოდ ყველაფერზე მიდიოდნენ. სპიტაკში მიწისძვრის შემდეგ სომხები საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქში დაანაწილეს, მაგრამ მითითება იყო, არსად არ უნდა ჩაეწერათ. აფხაზეთში სპიტაკიდან დროებით ჩამოსახლებულებმა კი ეს იოლად მოახერხეს ქართველი პარტიული მუშაკების მეშვეობით. მე კი, როგორც სკოლის დირექტორს, 25-ბავშვიანი ქართული კლასი რომ დამემტკიცებინა, ჯერ სოხუმში, მერე თბილისში ქრთამი უნდა მიმეცა, მაშინ როცა 15 ბავშვზე სომხური, რუსული თუ სხვა ეროვნების კლასებს უპრობლემოდ ამტკიცებდნენ. ასე რომ, ბევრმა ქართველმა 30 ვერცხლად გაყიდა თავისი ქვეყანა. აფხაზეთის საოლქო კომიტეტში ეთნოკრატიის კვოტით ინიშნებოდა ხალხი. ასეთ ადგილებზე საგანგებოდ ნიშნავდნენ სულით ხორცამდე გახრწნილ ქართველებს, რომელთა შეგნება და მენტალიტეტი ქართველობის იდეისაგან ძალიან შორს იყო. ჭირი როგორ შეიძლება მარგებელი იყოს, მაგრამ იმ ჭირმა ასეთ ქართველებს დაანახვა, რომ არ შეიძლება მშობლიური მიწით ვაჭრობა. ბაგრამიანის ბატალიონის სისასტიკეზე უამრავი შემზარავი ფაქტი ვიცი. ტყვედ ჩავარდნილ ან მშვიდობიან მოსახლეებს (მათ შორის, ომის შემდგომაც) ხეზე აბამდნენ, თავზე საბურავებს აცმევდნენ და ისე წვავდნენ. რამდენი ქალი გააუპატიურეს... სოფელ იაშთხვაში ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალი ჩარჩა და სომხების ოჯახში იმალებოდა. მათ გასცეს ქალი და ჯალათებს მიუგდეს. მთელმა ბაგრამიანის ბატალიონმა გააუპატიურა საბრალო და ჭკუიდან შეიშალა. რამდენი ასეთი ტრაგიკული ისტორიაა, რომელი ერთი გავიხსენო. შესაძლოა, ვინმემ ანტისომხური ფსიქოზიც დამწამოს, მაგრამ მათ გასაგონად ვიტყვი: მე ვიყავი ის მასწავლებელი, რომელიც რუსული სკოლის მოსწავლე სომეხ ბავშვებს ფაკულტატურის ხარჯზე სომხურ წერა-კითხვას ვასწავლიდი, რომ მშობლიური წერა-კითხვა და მშობლიური ქვეყნის ისტორია სცოდნოდათ. სამწუხაროდ, ჩვენი შემწყნარებლობა და მოთმინება სიბრიყვეში გადაიზარდა და დროა, ხმა ამოვიღოთ. ამას წინათ თბილისში გამოვიდა ვინმე იშხანიანის წიგნი, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველთა გადაშენება დემოკრატიისა და პროგრესის გამარჯვებაა, რომ მას უფრო სიცოცხლისუნარიანი ერი უნდა ჩაენაცვლოს(!). ყოველივე ამის შემდეგ არ მაქვს იმედი, რომ სომხები ბოდიშს მოგვიხდიან ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებისთვის. ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, მსოფლიოს გასაგონად უნდა ვთქვათ ყველაფერი”. ნოდარ ნათაძე: “ბაგრამიანის ბატალიონს უამრავი სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი. ომი უკვე დამთავრებული იყო, როცა ქართველმა პარტიზანებმა სომეხი ეროვნების მებრძოლი აიყვანეს ტყვედ. ტირილი და მოთქმა-გოდება დაიწყო. შეეცოდათ ქართველებს და მის გაშვებას აპირებდნენ, როცა გულზე დაკიდებული პარკი შენიშნეს. გახსნეს და შიგ ქართველების დათხრილი თვალები, მოჭრილი ყურები და ცხვირი ნახეს. ეს სომეხი ბაგრამიანის ბატალიონის წევრი აღმოჩნდა. აფხაზები ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს თითოეული ქართველის მოკვლაში 100 დოლარს უხდიდნენ, ამის დასადასტურებლად მათ მოკლული ქართველის რაიმე ორგანო უნდა წარედგინათ... ამის თვითმხილველი გერმანე ბესელია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მხოლოდ მის სოფელში სომხებმა და აფხაზებმა 67 ქართველი გამოასალმეს სიცოცხლეს. გერმანე ბესელია: “სახლ-კარის დატოვება ბევრს არ უნდოდა. ზოგს მწოლიარე დედა, და ან ძმა ჰყავდა სახლში. სომხების ჯგუფი შემოვიდა სოფელ მერხეულში. მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის დახვრეტა რომ დაიწყეს, ჩემმა მეზობელმა ქალმა თივის ზვინში დამალვა მოახერხა. სომხებმა შენიშნეს, თივის ზვინი თოკით მაგრად შეკრეს, ცეცხლი წაუკიდეს და შორიდან უყურებდნენ. ჩემს მეზობელ მოხუც ქალს, მთელი სოფლის თვალწინ ნაჯახით წააცალეს თავი... აი, ასე სასტიკად ექცეოდნენ ისინი ქართველებს”. ბატალიონი ომის დაწყებისთანავე შეიქმნა. ძირითადად, გაგრელი და გუდაუთელი სომხებისგან იყო დაკომპლექტებული და მას ვინმე ტრაპიზონიანი ხელმძღვანელობდა. P. S. გენერალურ პროკურატურაში აფხაზეთის ომში ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ 200-ტომიანი მასალა ინახება. ყველაზე შემზარავი ბაგრამიანის ბატალიონის დანაშაულებია. როგორც ამ მასალებში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, გილაევისა და ბასაევის რაზმების სისასტიკე ბაგრამიანელების “გმირობებთან” მოსატანიც არ არის. თივაში ჩამწვარი და ნაჯახით თავწაკვეთილი ქართველი ქალებისა და ბავშვების სისხლი ბაგრამიანის ბატალიონელთა სინდისზეა. ხათუნა პაიჭაძე -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Sep 2 2006, 11:36 AM
პოსტი
#13
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კაი რა ალექსანდრე, ბოლო წინადადება წავიკითხე მარტო და თმები ყალყზე დამიდგა რას მერჩით!
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
შოთა |
Sep 2 2006, 12:07 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ალექსანდრე
მძიმე სიმართლე წერია. ბოღმა მახრჩობს რომ ვკითხულობ. ადრე მეც მქონდა სომხებზე გაგონილი მაგრამ ასე დაწვრილებით არ ვიცოდი, მერე თუ შევზლებ დავდებ ვიდეოს რომელშიც რუსი მოხალისე აღიარებს რომ მიღო მონაწილეობა ამ ომში და ახლა ნანობს ძაან, მერე დაწვრილებით ღწერდა როგორ გადმოყარეს სომხებმა ცოცხალი ქართველები მაღალ სართულებიდან და ასევე სხვა მებრძოლებზე მღვდელი მოკლეს იმის გულისთვის რომ ვერ ათქმევინეს აბხაზეთი აბხაზების მიწაო... -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
შოთა |
Sep 2 2006, 12:42 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ვისაც სუსტი გული აქვს ამ კადრებს არ უყურო, კადრებში ასახული სამოქალაქო თვითფრინავის ჩამოგდება როდესაც ტოლვილები თბილისისკენ მოფრინავდენ, მიუხედავთ იმისა რომ იცოდენ თვითფრინავი სამოქალაქო იყო და მაში თითქმის მარტო ბაშვები და ქალები იყვნენ მაინც ჩამოაგდეს, იცით რა მე ჩემ ერთ აზრს დავამატებდი ამ ყველაფერს რომ ჩემის აზრით ჯობია ეს ომი წაგვეგო ვიდრე ასეთივე გზით მოგვეგო როგორც მაგათმა გაკეთეს,
ჩამოიღეთ -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
შოთა |
Sep 2 2006, 01:13 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
კიდე მაქვს მძიმე სურათები, ქართველების გენოციტისა აბხაზეთში არ ვიცი თუ ღირს დადება, მერე გამოთქვით თქვენი აზრი და შესაბამისად გადავწყვიტავ
როგორც შეგპირდით რუსუ მოხალისის აღიარება აბხაზეთის ომზე. ჩამოიღეთ -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ალექსანდრე |
Sep 2 2006, 02:04 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
shota
ციტატა ასევე სხვა მებრძოლებზე მღვდელი მოკლეს იმის გულისთვის რომ ვერ ათქმევინეს აბხაზეთი აბხაზების მიწაო... აი ეგ მღვდელი იყო მამა ანდრია ყურაშვილი, გვერდით თემაში ვსაუბრობთ სწორედ მის შესახებ. იხილე: http://church.ge/index.phpshowtopic=93&pid...st=0entry3940 ასევე გაეცანი მამა ანდრიას ცხოვრებას და მის მოწამეობრივ აღსასრულს: იხილე: http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/chumi_galoba.htm სიკვდილის წინ მამა ანდრიას ეკითხებოდნენ აბა ვისი მიწააო ესო, მან კი მიუგო რომ ყველა მიწა უფლისააო.... ზურგიდან ესროლეს მამა ანდრიას, რადგან ისეთი მზერა ჰქონდა რომ ვერავინ უძლებდა მის ყურებას... როდესაც მამაო დახვრიტეს, შუა ზაფხული იყო და ირგვლივ გვამები ყარდა სიცხისაგან, მაგრამ მამა ანდრიას ცხედარს სამი დღე-ღამე სისხლი სდიოდა და არავითარი ხრწნის კვალი არ შემჩნევია -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალექსანდრე |
Sep 2 2006, 02:59 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
აფხაზეთის ომის დროს მომხდარი სასწაულები
მონაზონი მარიამი (ანუა) I 1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კომანში, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის ეზოში მოკლეს მღვდელმონაზონი ანდრია. მეფსალმუნე მანანა ანუა (ამჟამად მორჩილი მარიამი საპატრიარქოს მონასტერში) ყოველ დილა-საღამოს მამა ანდრიას ცხედართან ფსლამუნებს კითხულობდა, ხოლო დაკრძალვის შემდეგ - მის საფლავთან. ერთ დილას მტრის რაზმი ეკლესიის ეზოში შემოიჭრა. მათ სურდათ მანანაზე ძალადობა ეხმარათ და შემდეგ მოეკლათ. მე, დედამისი, დიპლომატიურად (ერში, ზოია ალექსანდრეს ასული ადამია-ანუა, ამჟამად დედა მარიამი) მომაცილეს იმ ადგილს, სადაც ჩემი ქალიშვილი ლოცულობდა, ვითომდაც იმ მიზნით, რომ მათთვის ეკლესიის სარდაფი მეჩვენებინა. მე ვერ მივხვდი, თუ რა უბედურება ტრიალებდა ჩემი ქალიშვილის თავზე. როდესაც მანანამ დაინახა მისკენ მიმავალი აფხაზები (ზოგიერთი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ზოგიც კი ნასვამი იყო) დასახმარებლად უფალ იესო ქრისტეს მოუხმო. ამავე დროს მამა ანდრიას ემუდარებოდა გადარჩენას. ზუსტად ამ დროს სოხუმიდან მძაფრი შემოტევა დაიწყო. კომანი იბომბებოდა. მთელი სოფელი ნანგრევებად იქცა. როდესაც დაბომბვა დაიწყეს, რაზმის მეთაურმა ყველას უბრძანა თავის პოზიციებს დაბრუნებოდა. მანანა სასწრაფოდ ტაძარში შევიდა და წმიდა დიდ-მოწამე გიორგი ხატის წინ გაჩერდა. მოგვიანებით იგი ყვებოდა, თუ როგორ ელვასავით გაირბინა მის გონებაში წმ. გიორგის ტროპარმა „ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო...“ მანანა მიხვდა, რომ ჩვენი დაცვა, ღვთის შეწევნით წმიდა გიორგის მეშვეობით მოხდა. იმ დროს, როდესაც წმ. გიორგის ჩვენი ტყვეობიდან დახსნას ევედრებოდა, ტაძარში ერთი აფხაზი შემოვიდა. მან იკითხა: „სად არის ჩემი მეგობარი - წმ. გიორგი?“ მიუახლოვდა წმიდა გიორგის ხატს და მის წინ სანთელი დაანთო. ამ წუთიდან მოყოლებული (ჩვენ გასაგები მიზეზის გამო შეგნებულად არ ვასახელებთ ამ ახალგაზრდას სახელს და გვარს). ის ჩვენს მფარველ ანგელოზად იქცა. ყველაფერში გვეხმარებოდა. შეგვპირდა, რომ ბოლომდე დაგვიცავდა და კიდევაც შეასრულა თავისი სიტყვა. „და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“ (ლუკა 21, 18). მან იწამა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მონათვლის სურვილი გამოთქვა. ამ აფხაზმა მარტო ჩვენი სიცოცხლე კი არ დაიცვა, არამედ ჩვენი პატიოსნებაც, იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ის მტრის ბანაკში იმყოფებოდა, მან გამოამჟღავნა ნამდვილი რაინდული თვისებები. გვიჩვენა ჭეშმარიტი ქრისტინული სიყვარული, სიკეთე და დიდსულოვნება. რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ის არ მოვიხსენიოთ დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით. გარდა იმისა, რომ გვიცავდა უამრავი მოძალადისაგან, ასევე, ზრუნავდა ჩვენს კვებაზეც. შეძლებისდაგვარად მოჰქონდა საჭმელი, სანთლის დასამზადებელი მასალა. ის ყველანაირად ცდილობდა ჩვენს დაცვას, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილებისაგან. ეკლესიაში მე და ჩემი ქალიშვილის გარდა, ასევე ტყვეობაში იმყოფებოდნენ ომისგან დასახიჩრებული და განაწამები კომანის მოსახლეობა. ამ კეთილმა კაცმა მოგვიტანა ლეიბები მარმარილოს ცივ იატაკზე დასაფენად. შემოგვაღობინა მამა ანდრიას საფლავი. ხედავდა რა ჩვენს უსუსურობას და უმწეობას, ჩვენს მიმართ თანაგრძნობას იჩენდა და დიდი სითბოთი გვეპყრობოდა. დიდი მადლიერების გრძნობით და სითბოთი მინდა ასევე მოვიხსენიო რამოდენიმე სხვა აფხაზი და რუსი დაქირავებული მებრძოლი, რომლებმაც ჩვენს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს. მათაც არა მარტო სიკვდილისაგან გვიხსნეს, არამედ ჩვენი პატიოსნებაც დაიცვეს. ეს ახალგაზრდები უდავოდ გამოირჩეოდნენ მაღალი სულიერებით. ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ ჩემს ქადაგებებს უფალზე, იესო ქრისტეზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, წმიდანებზე, სხვებისადმი თანაგძნობის გამოჩენაზე და საერთოდ მართლმადიდებლობაზე. ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია მტრისადმი თანაგრძნობის გამოჩენა, განსაკუთრებით კი ომის დროს, ვუხსნიდი მე და ისინიც დიდი გულისყურით მისმენდნენ. მადლობა უფალ იესო ქრისტეს ყველაფრისათვის. II ერთხელ, როდესაც ვლოცულობდით, ეკლესიაში ნასვამი აფხაზი შემოვიდა. მან ხატებს და ხალხს სროლა დაუწყო. რამოდენიმე ინვალიდი: ასაკოვანი მამაკაცი, მისი ცოლი და ქალიშვილი წმ. გიორგის ხატის გვერდით ისხდნენ. ამ მომხდურმა მოკლა მამაკაცი. მძიმედ დაჭრა მისი მეუღლე და ქალიშვილი. თბილი სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა... მკვლელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის გვერდით იდგა. მე ვიდექი წმ. ნიკოლოზის სასწაულმოქმედ ხატთან. ჩემთვის ვფიქრობდი: აღსარება ჩაბარებული მაქვს, ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ნაზიარები ვარ, ახლა მე სიამოვნებით მოვკვდები ჩემი ღმერთისთვის, იესო ქრისტესთვის. მკვლელმა იარაღი მომიშვირა, მაგრამ მოხდა საოცრება. ტყვია არ გავარდა, შემდეგი კი ამცდა. ამ დროს მე დავინახე, როგორ გაბრწყინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. გამძვინვარებულმა მკვლელმა ეკლესიის გუმბათს დაუწყო სროლა. შემდეგ დაჭრილების მხარეს მიტრიალდა. უკვე მკვდარ მოხუცებულს ტყვია დაუშინა და მჭიდი ბოლომდე დაცალა. კაცი, რომელიც ჩემს მოკვლას ცდილობდა, ჩემი ქალიშვილისაგან ძალიან ახლო მანძილით იყო დაშორებული. მანანასაგან ზურგით იდგა. ჩემი ქალიშვილი ცახცახებდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. სიკვდილის მოლოდინში ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ევედრებოდა, რათა დახამარებოდა მას ღირსეულად მომკვდარიყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მანანა ევედრებოდა ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა...“, ბოლოს კი, ქანცგაწყვეტილი, ჩუმად, თავისთვის იმეორებდა მხოლოდ ერთ სიტყვას „ღვთისმშობელო“. ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“ არ მოცილებია მის ტუჩებს იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. ამ ლოცვამ მოახდინა სასწაული. მანანა გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა, იმ მთვრალი მომხდურისაგან, რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა და მას ვერ ხედავდა. ამ ლოცვამ ის სხვა მოსალოდნელი უბედურებისაგანაც იხსნა. ეს ლოცვა მას ამშვიდებდა. მე მადლობას ვუხდი ჩვენს უფალს, უტკბილეს იესო ქრისტეს ჩვენი გადარჩენისათვის. III 1993 წლის 6 ივლისს დაახლოებით 60-65 წლის მამაკაცი, აფხაზთა ერთ-ერთი მეთაური, მთვრალ მდგომარეობაში თავის რაზმთან ერთად ეკლესიაში შემოვიდა. ისინი ეკლესიის არარსებულ სარდაფს ეძებდნენ. მიიღო რა ჩვენგან უარყოფითი პასუხი, გამომიცხადა, „ახლა დაინახავ, რაც დაემართება შენს ქალიშვილს“. იმ წუთებში, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, მე მომესმა, თითქოს ვიღაცა რჩევას მაძლევდა: „მოხსენი შანდალს თავი და ამ კაცს თავში ჩაარტყი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თქვენ ორივეს მოგკლავთ“. მადლობა უფალს! ღმერთმა არ დაუშვა სისხლისღვრა. უცებ საიდანღაც ამ კაცის გვერდით ხალხი გაჩნდა, ხელი მოკიდეს და ტაძრიდან გაიყვანეს. მადლობა უფალს, უტკიბელ იესო ქრისტეს ჩვენი ხსნისათვის შერცხვენისა და სიკვდილისაგან. IV კომანის აღების შემდეგ, აფხაზთა ჯარი სოხუმისაკენ მიიწევდა. ისინი უკვე სოხუმის კარიბჭესთან იდგნენ. აფხაზები ან ნაღმზე ფეთქდებოდნენ, ან საარტილერიო დარტყმების შედეგად იღუპებოდნენ. გაიგეს, რომ ქართველებს მათ სამხედრო პოზიციებს რადიოთი ქალი გადასცემდა. რატომღაც ჩათვალეს, რომ რადიო ეკლესიაში იყო, ხოლო ინფორმაციას მანანა გადასცემდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი ჩვენი დევნის, შევიწროვების, დაკითხვისა და წამების, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განვიცდიდით. ამ უსამართლო მოპყრობისაგან ისევ ის ახალგაზრდა გვიცავდა, რომელმაც ღმერთმა წმიდა გიორგის შემწეობით მოგვივლინა. V ომის დაწყებისთანავე, ჩვენთან სხვადასხვა ადგილებიდან ხშირად მოდიოდნენ ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი ტელევიზიიდან ინტერვიუს ასაღებად. იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა კომანში, ჩვენ მისი უწმიდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევის გარეშე ინტერვიუს არავის ვაძლევდით. 1993 წლის 7 ივლისს, ჩვენთან ინტერვიუს ასაღებად მოვიდა მოსკოვის ტელევიზიის წარმომადგენელი, ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი. (მე ვერ ვიხსენებ მის სახელს). მას აინტერესებდა დაწვრილებით გაეგო ინფრომაცია მამა ანდრიას მკვლელობის შესახებ. ის იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. დაგვპირდა, რომ პატრიარქს აცნობებდა კომანში ჩვენი ტყვეობის შესახებ, მამა ანდრიას და იპოდიაკონ გიორგის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ (მოგვიანებით შევიტყვეთ, თუ როგორი წამებით იქნა მოკლული ეს ჟურნალისტი...). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომანის დაცემის შემდეგ, მოსკოვიდან ბრძანების დეპეშა მოვიდა, ეკლესიასთან დაცვა დაეყენებინათ. დაცვის ბიჭები ძირითადად რუსები იყვნენ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი ჭეშმარიტად ღვთისმოშიში ადამიანი, სახელად ალექსანდრე. როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ცუდად გვექცეოდნენ, წავიდა რაზმის მეთაურთან და უთხრა, „თუ ამ ხალხს თავს არ დაანებებთ და მათ ტანჯვა-წამებას არ შეწყვეტთ, ჩვენ, რუსის ჯარისკაცები დავყრით იარაღს!“ ალექსანდრეს სიტყვებმა დიდი ეფექტი მოახდინა. მათ მართლაც დაგვანებეს თავი და გარკვეული დროით მშვიდად ვგრძნობდით თავს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის, მადლობას ვუხდით ღვთის მონას, ალექსანდრეს თანაგრძობისათვის, დახმარებისათვის და იმ დიდი ქრისტიანული სიყვარულისათვის, რაც მან ჩვენს მიმართ გამოიჩინა. ალექსანდრე მთელი ჩვენი ტყვეობის განმავლობაში გვიცავდა. VI აფხაზთა შორის რამდენიმე მართლმადიდებელიც იყო. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ სიკეთითა და შემწყნარებლობით. ერთ-ერთი მათგანი (ჩვენ არც კი ვიცით მისი სახელი) ფიცხელი ომის დროს, რომელიც ეკლესიის შორიახლოს მიმდინარეობდა, შემოირბენდა ეკლესიაში რამდენიმე წუთით წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან დადგებოდა, დამშვიდდებოდა, მხნეობას მოიკრეფდა და ისევ ბრძოლის ველზე გარბოდა. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ახალგაზრდა აფხაზმა, რომლის ნათლობის სახელი დიოდოტი იყო. ის იყო ძალიან ახალგაზრდა (19 წლის), წარმოსადეგი, ძალიან კეთილი და გულითადი. როდესაც მან ეკლესიაში ტყვიისაგან დაცხრილული ხატები დაინახა, ატირდა. მან ასევე მწარედ დაიტიდა მამა ანდრია. ჩვენ მის შესახებ გვითხრეს, რომ მთელი ომის განმავლობაში ერთი კაციც კი არ მოუკლავს. დიოდოტმა შურის საძიებლად მამა ანდრიას მკვლელის ძებნა დაიწყო. ძლივს შევძელით მისი გადარწმუნება. ვუხსნიდით, რომ მამა ანდრია უკვე ლოცულობდა მისი მკვლელისათვის. „ხოლო იესო იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკა 23, 34). დიოდოტს ავუხსენით, რომ მისი ასეთი საქციელი - შურისძიება, მამა ანდრიას სულს დატანჯავდა. ადამიანი თავის მტრის მიმართაც უნდა იყოს შემწყნარებელი. აფხაზთა წარმატება რუსეთის აშკარა ხელშეწყობით იყო განპირობებული. რუსეთის მთავრობა აფხაზებს არა მარტო საომარი ტექნიკით ამარაგებდა, არამედ რუსი გენერლების ხელმძღვანელობით კბილებამდე შეიარაღებული ცოცხალი ძალითაც ეხმარებოდა. მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთის მთავრობა ამ ფაქტს უარყოფდა. მაშინ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და რუსი მფრინავები, რომლებიც ამ თვითმფრინავებს მართავდნენ, საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რაც წამოადგენდა ამ ომის რუსეთის მთავრობის წამქეზებლობისა და მისი არმიის უშუალო მონაწილეობის პირდაპირ მტკიცებულებას. ომის დროს დიოდოტმა სამახსოვროდ მამა ანდრიას ნივთები მოითხოვა. ჩვენ მას მივეცით წმიდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც მამა ანდრია სიცოცხლის ბოლო წუთამდე ატარებდა. მამა ანდრია წმიდა ნიკოლოზის ხატს ჯვართან ერთად ატარებდა. ჩვენ დიოდოტს ასევე გადავეცით სახარების მომცრო წიგნი, რომელიც მამა ანდრიას ტრაგიკული სიკვდილის დროსაც თან ჰქონდა. დიოდოტმა დაათვალიერა ჩვენი ნანგრევებად ქცეული სახლები. მას ამ ნანგრევებიდან ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ნივთები გამოჰქონდა. ეს წმიდა ნივთები ეკლესიაში მოჰქონდა, რათა ისინი დავიწყებას არ მისცემოდა. ის ხარბად ეწაფებოდა ღვთის სიტყვას. დიოდოტი დიდი გულისყურით უსმენდა მანანას, როდესაც ის სახარებაზე და წმიდანთა ცხოვრებაზე საუბრობდა... მას მამა ანდრიას საფლავზე მარტოს უყვარდა სიარული. ამ მზაკვრული ომის ბოლო დღეებში ის დაიღუპა. ნაღმზე აფეთქდა. უკანასკნელად, როდესაც ვნახეთ სიკვდილის წინ, მახსენდება დიოდოტმა გამომშვიდოებებისას როგორი არამიწიერი ღიმილით გაგვიღიმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისმა ღიმილმა თითქოსდა გული გვატკინა. მისი სიკვდილის შემდეგ აფხაზებმა გვითხრეს, „უფალმა თქვენი მამა ანდრიასთვის წაიყვანა ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე დიდებული და კეთილშობილი - დიოდოტი“. უფალმა დაუმკვიდროს დიოდოტს ცათა სასუფეველი. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი! -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
gorgasali |
Sep 25 2006, 10:23 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 16-September 06 წევრი № 201 |
გაიხარე ალექსანდრე მე ვითონ აფხაზეტითან ვარ და დიდად გამახარე მამა ანდრიაზე და კამანში მომხდარ ამბებზე რომ დაპოსტე.
|
სალომე |
Sep 25 2006, 10:33 PM
პოსტი
#20
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
ახლახანს ვუყურე პირველ არხზე აფხაზეთზე და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექიგული მომიკვდა...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი